კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის მიმართვა ვაინახებს
ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
13 ივნისს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება! სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს, თბილისში 13-15 ივნისს ჩატარდება.
ფესტივალის გახსნის დღეს სხვადასხვა სივრცე დაეთმობა მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც ისაუბრებენ მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის – მსოფლიოს ახალ პერსპექტივებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ლიდერობაზე, მხატვრობაზე, ფილოსოფიაზე, არქიტექტურაზე, მედიაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ მედიცინაზე. იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მომხსენებელთა სია, რომ ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი იპოვის.
ZEG Storytelling Festival-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვთ მსოფლიოსა, თუ პირად საქმიანობაში მომხდარი გამორჩეული, საინტერესო ამბები. წელს ZEG-ზე დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც.
120-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის “The Moth and the Mountain” ავტორი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში დაზარალებულებთან; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა „How Moving” და „River Fork”; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; წელს კვლავ ვუმასპინძლებთ სატირიკოსს, აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების, „Veep“-ის და “სტალინის სიკვდილის” ავტორს არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს ვოლოდიმირ ერმოლენკოს და უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს.
ფესტივალის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით, ჯამში ოთხი მსხვილი პანელური განხილვა მოეწყობა. მათგან გამორჩეულია, მთავარი სცენაზე, 13 ივნისს ჯო საბიას და მაკუნა თავბერიძის საუბარი თემაზე „როდესაც იმედი დეფიციტშია“. როგორ შექმნა იმედის მომცემი ნარატივი, როდესაც სამყარო უიმედოდ გამოიყურება? და რა განსხვავებაა ნამდვილ შთაგონებასა და ცარიელ სამოტივაციო სიტყვებს შორის? ეს ის აქცენტების რაზეც ამერიკელი კინემატოგრაფი და ციფრული კონტენტის პროდიუსერი ჯო საბია და თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი მაკუნა თავბერიძე ისაუბრებენ. მოგეხსენებათ, სულ ახლახან, თიბისის გუნდმა ახალი გზავნილი გაახმოვანა: „მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ – მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.
ფესტივალის ორგანიზატორები:Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, European Cultural Foundation, Coca-Cola, Cellfie, BMW, Luminate, Culture of Solidarity Fund, Setanta Sports, Swiss Agency for Development and Cooperation, The Embassy of The Kingdom of The Netherlands in Georgia, Windfor’s, Reckless, AI Accountability Network – Pulitzer Center, Tbilisi Architecture Biennial, IRCT – International Rehabilitation Council of Torture Victims, United Against Torture, Embassy of Sweden in Georgia, Royal Norwegian Embassy in Tbilisi, Embassy of Denmark in Georgia, Adjara Group, Honore, Monkey Shoulder, Aprili Media, AT.ge, Business Press News.
მისამართი: კონსტიტუციის ქუჩა #4.
ღმერთმა მოახმაროს მათ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო – კახა კალაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე
„ჩვენთვის მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპარლამენტარების განცხადების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია იყო.
„არ მიკვირს, რომ ზოგიერთი გაზულუქებული ევროპარლამენტარი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილს ევროპულ საზომად იყენებდნენ. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. 2012 წლამდე ქვეყანაში თითქოს „დემოკრატიის შუქურა“ გვქონდა. ღმერთმა მოახმაროს მათ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო.
მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ყოველთვის დავიცავთ და გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.„ჩვენთვის მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპარლამენტარების განცხადების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი არის ორმაგი სტანდარტი, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატია იყო.
„არ მიკვირს, რომ ზოგიერთი გაზულუქებული ევროპარლამენტარი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილს ევროპულ საზომად იყენებდნენ. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. 2012 წლამდე ქვეყანაში თითქოს „დემოკრატიის შუქურა“ გვქონდა. ღმერთმა მოახმაროს მათ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო.
მთავარი არის ქვეყნის ინტერესები და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ყოველთვის დავიცავთ და გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
უვიზო მიმოსვლის თემით ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა, თუმცა ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს ბრიუსელში-მაკა ბოჭორიშვილი
უვიზო მიმოსვლის თემით ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა, თუმცა ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს ბრიუსელში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული, რათა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა და ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია ის შეფასებები, რაც პოლონეთის მხრიდან მოისმინეს.
„არასწორი და არასამართლიანია ასეთი შეფასება და უვიზო მიმოსვლასთან მსგავსი საკითხების დაკავშირება. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული, რათა ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ისიც კარგად ვიცით, რომ ამ თემით ძალიან ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის, რათა ბრიუსელში გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა. პოლონეთის მხრიდან ეს ერთგვარად კოორდინირებულ მოქმედებებს უფრო ჰგავს. ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში და მცდელობები, უვიზო მიმოსვლა იყოს გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ინსტრუმენტად – დიდი ხანია, ამაზე მუშაობს ოპოზიცია და თავის დროზე, ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ ვიცით, რომ ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს ბრიუსელში, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება მუშაობა, რათა საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მით უმეტეს, როდესაც ოპოზიციას არანაირი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის შიგნით. ეს არის ის საკითხები, რასაც იყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სეიმში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.
საქართველოში 14-15 ივნისს ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
“თოში”-ყინულის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
შეიძლება, ყინულის წარმოება ძალიან მარტივად ჟღერდეს — წყალს გაყინავ და გაყიდი. მაგრამ, როცა მის უკან დგას ფიქრი, სტრატეგია და ღირებულებებზე დამყარებული მომსახურება – ყინული გადაიქცევა არა პროდუქტად, არამედ საქმის კეთების სტილად. ასეთია კომპანია „თოში“, რომელიც 2015 წელს გამოჩნდა, როგორც ერთი მცირე გრანტის იდეა, ხოლო დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და გრძელვადიან პარტნიორს ჰორეკას სფეროში.
„თოშის“ შექმნის იდეა უჩა კვეზერელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გაუჩნდა, როცა საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ინოვაციური იდეა — ყინულის წარმოება — თავიდან ცოტა უცნაურადაც კი ჟღერდა, თუმცა მის უკან იდგა კონკრეტული საჭიროების გააზრება და ბიზნესგეგმის სტრუქტურირებული ხედვა. პირველი აპარატი დღეში მხოლოდ 80 კილოგრამ ყინულს აწარმოებდა. დისტრიბუციისთვის კი საკუთარი მამის მანქანას იყენებდა.
როგორც უჩა ამბობს, ბარებისა და კაფეების წარმომადგენლები თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ ამ წამოწყებას — მათი აზრით, ყინული ყველას მაცივარში შეიძლებოდა დამზადებულიყო. მაგრამ სერვისის ხარისხმა და თანმიმდევრულობამ ყველას შეუცვალა შეხედულება.
ამჟამინდელი მოცემულობით კი, ეს კომპანია უკვე დღეში 10 ტონამდე ყინულს აწარმოებს, ჰყავს 34 თანამშრომელი და სარგებლობს საკუთარი მაცივრიანი მანქანებით.
წლების განმავლობაში ბაზარი გაიზარდა, კონკურენტებიც გამოჩნდნენ, მაგრამ „თოში“ რჩება გამორჩეულად მორგებული სერვისის სიმბოლოდ.
სტანდარტული დისტრიბუციის ნაცვლად, „თოშიმ“ შექმნა ლოგისტიკური სისტემა, რომელიც უშუალოდ ერგება თითოეული კლიენტის სპეციფიკას — იქნება ეს ბარის ღამის რეჟიმი, ფესტივალის ლოკალური საჭიროება თუ სასტუმროს ყოველდღიური მომარაგება.
ამ ეტაპზე, „თოში“ საქართველოს მასშტაბით ყინულის დისტრიბუციის ბაზრის 40%-ს ფარავს. თუმცა მათი მთავარი მიზანი ბაზრის მონოპოლიზაცია არ არის. პირიქით — კომპანიის ფილოსოფიაა სტაბილურობა, ხარისხი და სწორი პარტნიორული ურთიერთობა.
დღეს კომპანია 2000-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქტით ამარაგებს ობიექტებს: ერთჯერადი ჭურჭლით, საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და სხვა. დაახლოებით 300 ორგანიზაცია სარგებლობს მათი მომსახურებით — ზოგი მხოლოდ ყინულით, ზოგი მხოლოდ საკვებით, ზოგიც ორივეთი.
„თოშის“ განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წვლილი თიბისის მიუძღვის: „2017 წელს, როდესაც ჩვენი წარმოება დღეში დაახლოებით 200 კილოგრამს შეადგენდა, გვინდოდა 1-ტონიანი აპარატის შესყიდვა, რაც წარმოებას საგრძნობლად გაგვიზრდიდა. იმ პერიოდში ეს საკმაოდ ამბიციური გეგმა იყო — ბევრი არ გვიჯერებდა, რომ ამ რაოდენობის ყინულის რეალიზება შესაძლებელი იქნებოდა, ან რომ საერთოდ იდგა ამის საჭიროება. თუმცა ჩვენ გვჯეროდა — მე მჯეროდა, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა, რადგან ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტი იქმნებოდა და თიბისიც გვენდო.
მომდევნო ეტაპზე „თოში“ აგრარული მიმართულებით გეგმავს განვითარებას. პირველ რიგში, იგეგმება ბოსტნეულისა და მწვანილის სათბურის ტიპის წარმოება.
(R)
ბრიტანეთის საელჩომ თავი ამხილა ექსტრემიზმის, სიძულვილის დაფინანსებაში, აღმოჩნდა, რომ ელჩი მთავრობისგან რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაზე ნებართვას ითხოვდა -შალვა პაპუაშვილი
ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილისა და პროპაგანდის დაფინანსებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მთავრობისგან ნებართვას ითხოვდა, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები დაეფინანსებინა“.
„მგონი, ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა, რომ რაღაც ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილისა და პროპაგანდის დაფინანსებაში. როგორც აღმოჩნდა, ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი „ტაბულა“; ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, რომ დაეფინანსებინა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომერი რომ იქნება ორგანიზაციაში და იმას აფინანსებ, ხოლო ქართველ ხალხს ეუბნები, ეს არჩევნების დაკვირვებისთვის არისო. მგონი, ბრიტანეთის ელჩს შტერები ვგონივართ, როცა მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთის, „ტაბულას“ დაფინანსება არის დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაფინანსება. ალბათ შტერი ჰგონია ქართველი ხალხი, თუ ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, თითქოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაც მზადებას ემსახურება ენჯეო „მომავლის აკადემიის“, თუ რაღაც ასეთი ჰქვია, დაფინანსება, რომლის ლიდერები არიან გია ჯაფარიძე, ზიბზიბაძე და ასე შემდეგ, პარტიული ხალხი. ყველას შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც და მესამეც – ყველა მუშაობს, რათა ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები. როგორც „ტაბულას“ და მის უკან მდგომ პოლიტიკურ პარტიას, ისევე ეგრეთ წოდებულ მომავლის აკადემიას და მის უკან მდგომ პოლიტიკურ პარტიას გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები. ამ ხალხისთვის ფულის მიცემა სურს ბრიტანეთის ელჩს. არ ვიცი, ამაზე მეტი მავნებლობა, რა შეიძლება, ადამიანმა განაცხადოს რომელიმე ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები: „ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.
თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია – სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება
სოციალური დიზაინი საუკეთესო გზაა სოციალური პრობლემების დიზაინისა და ინოვაციების საშუალებით გაუმჯობესებისთვის, თანამშრომლობის და უკეთესი გარემოს შექმნისთვის.
თიბისის მხარდაჭერით დიზაინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სოციალური დიზაინის დღეები“, დიზაინის სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები განიხილავენ სოციალური დიზაინის მნიშვნელობას, თანამონაწილეობითი დიზაინის, მდგრადობის, ხელმისაწვდომობის, საჯარო სერვისების, მემკვიდრეობის, სივრცეების, ურბანულ და სამოქალაქო დიზაინს.
კონფერენციის მიზანია სფეროებს შორის თანამშრომლობა, გაზიარება და სოციალური დიზაინის საკითხების პოპულარიზაცია. რაც უფრო მეტი ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის, უკეთეს გარემოსა და მეტ ღირებულებას შექმნის.
სოციალური დიზაინი მოიაზრებს პრობლემების სწორად და ერთობლივად გადაჭრას. საქართველოში, სადაც განათლების, ურბანული განვითარების და სოციალური უთანასწორობის გამოწვევები ძალიან აქტუალურია, დიზაინს შეუძლია გახდეს სისტემური ცვლილებების გადაწყვეტის საშუალება. სწორედ ამიტომ, დიზაინის ინსტიტუტის გუნდი ამ მიმართულებით მუდმივმოქმედ საგანმანათლებლო აქტივობებს გეგმავს.
თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებას და მათ წინსვლას უფრო მეტად მიეხმარება. ბრენდის მიზანია წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან.
სოციალური დიზაინის დღეები დიზაინის ინსტიტუტი Polish Graphic Design და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოში პირველად ტარდება. კონფერენციას სისტემატური სახე ექნება მომავალში კვლევების, ღია განაცხადების და სხვა თემატური სერიების სახით.
დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე.
პროექტის პარტნიორები: Polish Graphic Design, TBC, Kona books, GWS, GD Alco, Red Bull, Mac Georgia;
პროექტის სტუმრები: Traffic Design Studio, Otwarte Studio, Centrala Studio და ბევრი სხვა.
(R)
“რატომ იწვევს ქაოსს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მობილური ტელეფონი? -The Daily Telegraph
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რატომ იწვევს ქაოსს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მობილური ტელეფონი? 47-ე პრეზიდენტის პირადი სატელეფონო ნომერი ასობით ადამიანს აქვს, იგი სიამოვნებით პასუხობს უცნობ ზარებს. მისი მრჩევლები საგონებელში არიან ჩავარდნილნი“ (ავტორი – ედ კამინგი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჰეის რეზერფორდმა 1877 წელს თეთრ სახლში ტელეფონი დადგა, აშშ-ის მეთაურის სატელეფონო ზარების მიმართ სერიოზული მიდგომა ჩამოყალიბდა; როგორც კი ტელეფონი დარეკავდა, რომელიმე პასუხისმგებელი პიროვნება, ყველაზე ხშირად კი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ყურმილს იღებდა და სანამ პრეზიდენტთან გადართავდა, აბონენტს ეუბნებოდა – „დაელოდეთ პრეზიდენტს“. საუბრის შემდეგ თეთრი სახლის თანამშრომლები ამზადებდნენ ინფორმაციას, თუ რაზე და ვისთან ისაუბრა პრეზიდენტმა. ასეთი ტრადიცია უცვლელი დარჩა ბარაკ ობამას – სმარტფონების ეპოქის პირველი პრეზიდენტის – დროსაც: იგი დაარწმუნეს იმაში, რომ მისი ყოველი სატელეფონო ზარი თეთრი სახლის წესებს უნდა დაჰქვემდებარებოდა.
დონალდ ტრამპმა, რომლისთვისაც ტელეფონი განუყრელი თანამგზავრია, შეიძლება ითქვას, ამ ტრადიციას ბოლო მოუღო. იგი აიფონით სარგებლობს ყველგან, სადაც მოესურვება და რა დროსაც დაურეკავენ, იგი ყურადღებას არ აქცევს არანაირ წესებს და არც უსაფრთხოება არ ადარდებს. მისთვის როგორც პრეზიდენტისათვის, ტელეფონის აპარატი კომუნიკაციის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს – ნებისმიერ ამერიკელთან. ყველამ – მეგობრებმა, ნაცნობებმა, მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებმა, ჟურნალისტებმა, გოლფის მოთამაშეებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც დონალდ ტრამპმა პირველად დაინახა ტელევიზორში, შეუძლიათ პრეზიდენტის პირადი მობილური ტელეფონიდან მოულოდნელი ზარი მიიღონ და ესაუბრონ.
დონალდ ტრამპის პირადი სატელეფონო ნომერი ასობით ადამიანს აქვს. გარდა ამისა, იგი ხშირად პასუხობს სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებიც მას ურეკავენ. ამის შედეგად მისი ტელეფონის აპარატები – ფიჭური კავშირის სამი აპარატი – ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები გახდნენ მსოფლიო პოლიტიკაში. ტრამპის ტელეფონები რისხვაა მისი მტრებისათვის, პრობლემაა უსაფრთხოების თანამშრომლებისათვის და ერთგვარი გართობის ობიექტია მისი მომხრეებისათვის.
„დონალდ ტრამპი გატაცებულია ტელეფონის აპარატებით სარგებლობით“, – ამბობს მაიკლ ვოლფი, ჟურნალისტი, რომელმაც ოთხი წიგნი დაწერა პრეზიდენტზე, – ტელეფონი მისთვის კიდევ ერთ პლატფორმას წარმოადგენს. მას ტელეფონით საუბრის საკმაოდ უცნაური გამოცდილება აქვს. თქვენ გგონიათ, რომ იგი საუბარს სწრაფად დაასრულებს? არამც და არამც. დონალდ ტრამპი „ყურმილს“ პირველი არასოდეს არ „დადებს“ (მობილურ ტელეფონს პირველი არ გათიშავს) და საუბრის გაგრძელება დაუსრულებლად შეუძლია. ეს თქვენ უნდა გათიშოთ ტელეფონი“.
გასულ თვეში თეთრ სახლში მიმდინარე პრეს-კონფერენცია რამდენჯერმე შეჩერდა პრეზიდენტის ტელეფონის ზარებით. ხან კონგრესმენები რეკავდნენ, ხან სრულიად უცნობი პირები. დონალდ ტრამპის თავისუფალი და „შინაურული“ ურთიერთობა სატელეფონო აბონენტებთან მის უსაფრთხოების მრჩევლებში შეშფოთებას იწვევს – ვაითუ მას ვინმემ მოუსმინოს, „კოდი გატეხოს“ და ამით პრობლემები შექმნას. ამას წინათ ჟურნალმა The Atlantic-მა მკითხველებს აუწყა, რომ თურმე ჩინელებს დონალდ ტრამპის ტელეფონისთვის მოუსმენიათ ჯერ კიდევ არჩევნების პროცესში. იმ დროს, როცა მისი თანამშრომლები დაშიფრულ კავშირზე გადავიდნენ, მას ეს საკითხი აბსოლუტურად არ ადარდებდა.
ექსპერტები შიშობენ, რომ აპარატის კოდის „გატეხვის“ გარდა, დონალდ ტრამპის უდარდელი დამოკიდებულება სატელეფონო საუბრებისადმი კიდევ ერთ პრობლემას ქმნის – იგი შეიძლება ვინმემ მოატყუოს და თავი რომელიმე სახელმწიფოს ლიდერად წარუდგინოს.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ოფიციალურად აქვს დაცული კავშირის სტაციონარული აპარატები და ხაზები, მაგრამ იგი კავშირისთვის უპირატესობას პირად ტელეფონს ანიჭებს. „მაგრამ როცა საქმე პრეზიდენტის პირად ტელეფონს ეხება, მეტი საფრთხე არსებობს. ყველა აპარატს აქვს მიკროფონი და ვიდეოკამერა, რომლის ჩართვა შორიდანაც შეიძლება. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ სიტუაცია: პრეზიდენტი თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტშია და ამ დროს მას ვიღაც ძალიან შორიდან თვალს ადევნებს“, – ამბობს პროფესორი ალან ვუდვორდი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი სურეის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
დონალდ ტრამპი სიამოვნებით პასუხობს ზარებს და თვითონაც ხშირად ურეკავს იმ ადამიანებს, ვისთანაც მას საუბარი სურს, შეიძლება სრულიად უცნობებსაც. მისი წინამორბედი პრეზიდენტები კი მხოლოდ რამდენიმე აბონენტს ესაუბრებოდნენ ხოლმე. როგორც გოლფის ბრიტანელი მოთამაშე ნიკ ფალდო ამბობს ინტერვიუში, მას ტრამპი ყოველი ტურნირის შემდეგ ესაუბრება ხოლმე. „რასაკვირველია, მეც შემიძლია დავურეკო და ველაპარაკო. სადაც არ უნდა ვიყო, მსოფლიოს რომელიღაც წერტილში, [მეგობრების წრეში], შემიძლია დავიტრაბახო და ვთქვა – „აი, ახლავე დაგიმტკიცებთ“ და დავრეკო. იგი ყოველთვის მპასუხობს“.
ბრიტანელი ჟურნალისტი პირს მორგანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზარების კიდევ ერთი მიმღებს წარმოადგენს: „მე დონალდ ტრამპს 18 წელია ტელეფონით ვესაუბრები. სხვა მსოფლიო ლიდერებისაგან განსხვავებით, როცა ტრამპი პრეზიდენტი გახდა, მან თავისი ტელეფონის ნომრით სარგებლობა გააგრძელა და არ შეუცვლია.. ტელეფონით საუბარი მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მას თუ ვინმე მოეწონება – დაინახავს ან მასზე წაიკითხავს – გაიგებს ნომერს, აიღებს ტელეფონს და უბრალოდ დაურეკავს, რაღაცებზე ლაპარაკს დაუწყებს. მე ბევრს მსოფლიო ლიდერს ვიცნობ, მაგრამ ტრამპთან საუბარი ყველაზე იოლია. ამას წინათ, როცა მას კირ სტარმერი შეხვდა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პირდაპირ ტაქსიდან დავურეკე და ველაპარაკე. შევატყვე, თუ როგორ იცვლებოდა ტაქსისტის სახე, რომელიც საუბარს ისმენდა… 15 წუთის შემდეგ საუბრის დასრულება მომიწია და ვუთხარი – „ნახვამდის, მისტერ პრეზიდენტო, ალბათ ამერიკაში მალე ჩამოვალ და გნახავთ“. ტაქსისტმა, რომელმაც მიცნო, მკითხა: „მისტერ პირს, მე ბოდიშს ვიხდი თქვენს პირად ცხოვრებაში შემოჭრისათვის, მაგრამ მაინტერესებს – ვისაც ელაპარაკეთ, მართლა დონალდ ტრამპი იყო?“. ვუთხარი, რომ „კი, ამერიკის პრეზიდენტს ვესაუბრე-მეთქი“. „35 წელია ვტაქსისტობ და პირველად ვნახე მგზავრი, რომელიც ჩემს ზურგს უკან ზის და ამერიკის პრეზიდენტს ელაპარაკება“, – ემოციურად მითხრა მძღოლმა“.
პირს მორგანისათვის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრების სტილი არის იმ დემოკრატიული, თავისუფალი მოქმედების გამოხატულება, რომელიც ძალიან მოსწონთ პრეზიდენტის მომხრეებს და ძალიან სძულთ მის ოპონენტებს. „ეს არის ის, რაც დონალდ ტრამპს იმ სხვა მოსაწყენი, შაბლონური პოლიტიკოსებისაგან განასხვავებს, რომელთა პირველი კითხვა მაღალი პოსტის დაკავებისას ქცევის წესს ეხება – „მირჩიეთ, როგორ უნდა მოვიქცე, მომეცით წესები, რომლის მიხედვით უნდა ვიმოქმედო“. ტრამპი ასე არ აკეთებს. იგი არანაირ წესებს არ ემორჩილება. მისი ახლობლები ამბობენ, რომ მას ტელეფონით ლაპარაკი საათობით შეეძლო, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან. იგი პირველი პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში (კანდიდატობის პერიოდიდან), რომელიც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და პოსტებს აქვეყნებს, ახალი ამბების სახით.
„შუაღამისას რომ გაიღვიძოს და რაღაც ნახოს ახალ ამბებში თავის საწინააღმდეგოდ, იგი აუცილებლად იმავ წუთს დაწერს რაღაც საპასუხოს ონლაინ რეჟიმში – პირდაპირ იმ ოთახიდან, სადაც თავის დროზე აბრაამ ლინკოლნს ეძინა. სწორედ ამაში გამოიხატება მისი ტელეფონის ძალა. რამდენი მსოფლიო ლიდერი აკეთებს ასე?“, – ამბობს პირს მორგანი.
წლების განმავლობაში პრეზიდენტების კავშირგაბმულობით უზრუნველყოფა სულ უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა. ჰერბერტ გუვერმა (იგი პრეზიდენტი იყო 1929-1933 წლებში, ფრანკლინ რუზველტის წინ) მიბაძა ჰეის რეზერფორდს და ტელეფონის აპარატი უშუალოდ თვითონ დაიდგა, ოვალურ კაბინეტში, პირდაპირი კავშირით. ბარაკ ობამას, რომელმაც პირველმა დაიწყო პირადი ელექტრონული ფოსტით სარგებლობა, უნდოდა თავისი „ბლაქბერი“ შეენარჩუნებინა, მაგრამ იძულებული გახდა სერიოზულად შეემცირებინა თავისი პირადი კონტაქტები.
რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ერთადერთი მსოფლიო ლიდერი არ არის, რომელსაც სატელეფონო საუბრების გამო აკრიტიკებენ. „უსაფრთხოების გათვალისწინებით, [საკუთარი შეხედულებით], მას შეუძლია საუბრის ჩაწერა, ვთქვათ, ვლადიმერ პუტინთან“, – ამბობს ალან ვუდვორდი, – თუმცა გარეშე არაოფიციალური საუბრები მაინც გრძელდება… პოლიტიკოსები თვლიან, რომ მათი მობილური ტელეფონი მათი პირადი სივრცეა, მაგრამ ეს ასე არ არის. ტელეფონი ისეთი მოწყობილობაა, რომლითაც სხვებს ისე შეუძლიათ ზურგს უკან სარგებლობა, რომ მფლობელი შეიძლება აზრზეც არ იყოს“.
2021 წელს, როცა ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო, მისი პირადი მობილური ტელეფონის ნომერი ინტერნეტში 15 წლის განმავლობაში თავისუფალ წვდომაში იყო. დღევანდელი პრემიერი კირ სტარმერი ასეთ სიტუაციას დაუშვებლად თვლის „ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით“. იგი დაცულ ტელეფონზე 2008 წელს გადავიდა, როცა გენერალური პროკურორი გახდა.
არცთუ დიდი ხნის წინათ დონალდ ტრამპის მთავრობის წევრები სკანდალში გაეხვივნენ, როცა მობილური ტელეფონის მეშვეობით სოციალურ ქსელში იემენზე შეტევის გეგმას იხილავდნენ და ამ ყველაფერს ჟურნალისტიც შეესწრო.
ტრამპის წარმომადგენლები ადრე აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის ტელეფონი სპეციალურად არის მოდიფიცირებული და მაღალი უსაფრთხოება აქვს, მაგრამ დეტალები არ დაუზუსტებით. გაზეთ „პოლიტიკო“-სთან ინტერვიუში კრის ლაჩივატას თქმით (იგი ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი იყო არჩევნების დროს), მან უარი თქვა თავისი ბოსის მიმართ მცდელობებზე, რომ ტელეფონით ლაპარაკი გადაეთქმევინებინა. „მე მას ტელეფონს ხომ ვერ დავუმალავდი? ტელეფონის ნომერს ხომ არ შევუცვლიდი? ხომ ვერ ვეტყოდი, რომ არასად არ დარეკო-მეთქი?“.
მაიკლ ვოლფის თქმით, დონალდ ტრამპი დაუსრულებელი სატელეფონო საუბრის დროს სახელმწიფო საიდუმლოებებს არავის არ უზიარებს. „მე ამაში დარწმუნებული ვარ. იგი ასეთ საკითხებზე არავისთან არ საუბრობს – მიდის მხოლოდ „ლაი-ლაი“.
რა თქმა უნდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ხარ, შენს „ლაი-ლაი“-საც თავისი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ზოგიერთი არ დაელოდოს პრეზიდენტს, სანამ იგი სხვასთან ლაპარაკს დაასრულებს, თუმცა მსოფლიოს ლიდერების უდიდესი ნაწილი ძველებურად უსმენს მის ყოველ სიტყვას.
მოამზადა სიმონ კილაძემ
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა დაინერგება
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველა საჯარო ბაღში დაინერგება აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა, რაც 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს რეგისტრირებულ აღსაზრდელთა სწრებადობის აღრიცხვას.
„დღესდღეობით დედაქალაქის საბავშვო ბაღებში აღრიცხვიანობის სტანდარტული, მანუალური სისტემა მოქმედებს, რომელიც იწარმოება მატერიალური ჟურნალების გამოყენებით და თითოეული ბავშვის აღრიცხვა ხდება სპეციალური თანამშრომლის მიერ. პროექტის განხორციელების შედეგად თითოეულ საბავშვო ბაღში დაინერგება ელექტრონული დაშვების საბარათე სისტემა, რაც მოიცავს ბარათის წამკითხველებს, ვიდეოკამერებსა და ბარათებს. აღნიშნული ბარათები დაურიგდებათ როგორც თანამშრომლებს, ისე აღსაზრდელების მშობლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მერის თქმით, მეტი კომფორტისთვის, ბარათებთან ერთად, შესაძლებელი იქნება QR-კოდების მეშვეობით, მობილური ტელეფონის გამოყენებით აღსაზრდელის ბაღში შესვლისა და ბაღიდან გასვლის დაფიქსირება მშობლის ან უფლებამოსილი პირის მიერ.
„სისტემა საშუალებას მისცემს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს, თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლებით გადაამოწმოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტის განხორციელება და შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე კი, ელექტრონული პროგრამის შექმნის პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რაც რამდენიმე თვეში დასრულდება.
საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე
საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს. ვერავის მივცემთ საშუალებას, ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დაუპირისპირებენ.
„საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის, ზიზღის კამპანია. მხოლოდ საქართველოსთვის არ არის ეს დამახასიათებელი. ასეთი კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთიც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი. აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილისა და ზიზღის კამპანიები, რასაც ჩვენ თავლყურს ვადევნებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას, ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად თავსმოხვეულ კამპანიებს. ზიზღის და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, მკვეთრად დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა -მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა.
„ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან, სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე. დღევანდელი დღე სიმბოლური ხაზგასმაა ჩვენი მეხანძრე-მაშველების თავდადების, დაუღალავი შრომის. მსურს, მათ მშვიდობა და ოჯახებში მუდამ ჯანმრთელად და უვნებლად დაბრუნება ვუსურვო“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1088724796406182&set=a.344849174127085&type=3&ref=embed_post