Home Blog Page 7

საბჭოთა საახალწლო კლასიკური ფილმი, რომელსაც თვით კრემლის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანებიც კი უყურებენ – The New York Times

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „საბჭოთა საახალწლო კლასიკური ფილმი, რომელსაც თვით კრემლის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანებიც კი უყურებენ“ (ავტორი – ვალერია საფრონოვა). ვრცელ პუბლიკაციაში განხილულია ერთ-ერთი საბჭოთა საახალწლო კინოსურათი, რომელსაც გადაღებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბევრი დღესაც სიამოვნებით უყურებს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

საკმაოდ ბევრია ფილმები, რომელთა ბევრჯერ ნახვა ბევრ ადამიანს არ სწყინდება, პირიქით, მოთხოვნილება აქვს უყუროს. ერთ-ერთი ასეთი კინოსურათია საბჭოთა ფილმი „ბედის ირონია, ანუ გაამოთ!“, რომელიც საბჭოთა ტელეეკრანზე პირველად 1976 წლის პირველ იანვარს აჩვენეს (რეჟისორი ელდარ რიაზანოვი).

როცა მთელ მსოფლიოში რუსულენოვანი მოსახლეობა საახალწლო გემრიელ საჭმელებს ამზადებს, „ბედის ირონია“ ბევრი ოჯახის ტელეეკრანზე მოჩანს საახალწლო ფონად: ზოგი პირდაპირ ტელეპროგრამით უყურებს, ზოგი კი „იუთუბით“, ზოგი კი „სმოტრიმ“-ით – რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ვებ-საიტით.

ეს ფილმი ერთმანეთში ითავსებს რომანტიკული კომედიის ელემენტებს, ფრონდერული სოციალური კომენტარებით, სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეულ საბჭოური ცხოვრების ერთფეროვნებით, რომელიც მას საკმაოდ პიკანტურ ხასიათს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში საბჭოთა ხელისუფლების შენიღბული კრიტიკა ჩანდა (და ამას „ზემოთაც“ კარგად ხედავდნენ), „ბედის ირონიის“ ჩვენება ყოველწლიურად, ახალი წლის წინ ტრადიციულად გრძელდებოდა და ახლაც გრძელდება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში – კერძოდ, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში და, რა თქმა უნდა, რუსეთშიც.

ბევრი ადამიანისათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირში ან მისი დაშლის პერიოდში გაიზარდნენ, „ბედის ირონია“ საახალწლო დღესასწაულების დროს თითქმის იგივეა, რაც ამერიკელებისთვის საშობაოდ „გრინჩი“ და „მარტო სახლში“. თუმცა ამერიკული უწყინარი ანალოგებისაგან განსხვავებით, „ბედის ირონია“ ხშირად დავას და გაღიზიანებას იწვევს, განსაკუთრებით 2014 წლიდან, როცა რუსეთმა ანტიუკრაინული მოქმედება დაიწყო. სამხედრო- პოლიტიკურმა უთანხმოებამ უკრაინაში რუსული კულტურისა და მისი ატრიბუტებისაგან გაუცხოება გამოიწვია.

ბევრმა იცის, მაგრამ მაინც გავიხსენოთ: ფილმი იწყება მოკლე სატირული მულტფილმით საბჭოთა ბიუროკრატიის შესახებ, რომელიც დეკრეტებითა და ბრძანებებით ნერგავდა საბჭოთა ერთნაირ და ერთი ტიპის – მართკუთხედის ფორმის საცხოვრებელ კორპუსებს, რომლებშიც ყველა ბინა ერთმანეთს ჰგავდა, ხშირად ერთნაირი დასახელების ქუჩებზე მდებარეობდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად კარის საკეტებიც კი ერთნაირი ჰქონდათ (სხვადასხვა ქალაქების საცხოვრებელ მასივებში). ჰოდა, მოხდა საახალწლო სასწაული… ფილმის გმირი – მოსკოველი ჟენია ლუკაშინი, რომელმაც მეგობრებთან ერთად 31 დეკემბერს აბანოში იყო და საკმაოდ ბევრი არაყი დალია, დათვრა და შეცდომით ლენინგრადში (ახლა სანქტ-პეტერბურგი) გაფრინდა, ტაქსში ჩაჯდა, მივიდა იგივე ქუჩაზე („ულიცა სტროიტელეი“) მდებარე სახლში (კორპუსი 25, ბინა 12), კარი თავისი მოსკოვური გასაღებით გააღო, ტანსაცმელი გაიხადა და საწოლზე დაიძინა. და როცა ბინის ნამდვილი მფლობელი ნადია შეველიოვა მოდის, იწყება „ტრაგიკომედია“…

ალმა-ატაში (ყაზახეთი) გაზრდილი ბალჟან ბეკენოვა ამბობს, რომ 1990-იან წლებში ფილმს ქვეყნის ყველა ტელეარხზე აჩვენებდნენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთი და ცენტრალური აზიის რიგი რესპუბლიკები, შეიძლება იტქვას, რუსეთის გავლენის სფეროში დარჩნენ. დროთა განმავლობაში ბალჟან ბეკენოვა იმდენად მიეჩვია ფილმის ყურებას, რომ ყოველთვის ელოდებოდა საახალწლოდ, თუმცა დღეს იგი აღიარებს, რომ შესაძლოა რუსულენოვანი პოპულარული ფილმების ნახვა ადამიანებში გარკვეულწილად რუსულ კულტურულ მსოფლმხედველობას აყალიბებს.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ბალჟან ბეკენოვა საცხოვრებლად ევროპაში წავიდა – ჯერ პრაღაში, შემდეგ ბერლინში – მაინ აქვს მოთხოვნილება, რომ ყოველ ახალ წელს, „სადღესასწაულო განწყობა“ რომ შეიქმნას, „ბედის ირონიას“ უყუროს. „ეს ფილმი ჩემს სახლს მაგონებს, ჩემს ახალგაზრდობას… მე ჩემს გერმანელ ქმარს ვაყურებინე კიდეც და ავუხსენი, რომ მანაც გაიგოს ჩემი ცნობიერების ნაწილი“.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ფილმი „ბედის ირონია“, რომელსაც ადრე ტელეარხები რეგულარულად „ატრიალებდნენ“, ბევრმა უკრაინელმა უარყო როგორც რუსეთის იმპერიალისტური წარსულის გადმონაშთი. რა თქმა უნდა, რუსული ენა დღესაც ფართოდაა გავრცელებული უკრაინაში, უკრაინულ ენასთან ერთად, მაგრამ ამჟამად რუსული ფილმები და რუსულენოვანი გადაცემები სახელმწიფო და კერძო ტელეარხების პროგრამებიდან უმეტესად ამოღებულია.

2015 წელს უკრაინის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა კულტურის იმ მუშაკების სია, რომლებიც ქვეყნის ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. მასში შეყვანილი იქნა ვალენტინა ტალიზინაც (ფილმის მეორე პლანის მსახიობი). კულტურის სამინისტროს არ განუმარტავს მიზეზი, მაგრამ ცნობილია, რომ 2014 წელს მან ხელი მოაწერა საჯარო წერილს ყირიმის რუსეთისადმი მიერთების  მხარდასაჭერად. უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, ვალენტინა ტალიზინას მონაწილეობით ფილმების ჩვენების გამო, ქვეყნის ტელეარხებს მსხვილი ჯარიმები ელოდებათ.

როგორც უკრაინის კინოაკადემიის ხელმძღვანელი ოლღა ბრეგმანი განმარტავს, რუსეთი ხელს უწყობს საბჭოთა პოპ-კულტურული არტეფაქტების რეკლამირებას, რათა მოსახლეობას ძველი დროის მიმართ ნოსტალგია გაუღვიძოს, როცა საბჭოთა კავშირი (ჩათვალე – რუსეთი) მძლავრ იმპერიას წარმოადგენდა და რომელსაც უკრაინა დამონებული ჰყავდა. ეს იყო ეპოქა, როცა ამჟამინდელი პენსიონერები იმ დროს ახალგაზრდები იყვნენ: „რუსეთმა საბჭოური კინოკლასიკა თავის მემკვიდრეობად გადააქცია და ინსტრუმენტად იყენებს, რომ უფროსი თაობა გააკონტროლოს და მათზე გავლენა მოახდინოს“, – ამბობს ოლღა ბრეგმანი.

და მაინც ბევრისათვის „ბედის ირონია“ იყო და რჩება ცხოვრების ნაწილად. „არის ათამდე თუ თხუთმეტამდე საბჭოთა ფილმი, რომლის ხელახლა ნახვა ახლაც სიამოვნებით შემიძლია“, – ამბობს 50 წლის დიმიტრი კანევსკი, რომელიც ხარკოვში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ 1990-იანი წლებიდან აშშ-ში ცხოვრობს, – მახსოვს, საახალწლო არდადეგების დროს თხილამურებით ვსრიალებდით, ჰოკეის ვთამაშობდით, შემდეგ სახლში მოვდიოდით და „ბედის ირონიას“ ვუყურებდით. ასეთი ფილმები არ მომბეზრდება“.

55 წლის ალა მალანი ყაზახეთის ქ. პავლოდარში გაიზარდა, ახლა კი აშშ-ში ცხოვრობს. მის თქმით, „ბედიას ირონია“, ალბათ, 25-ჯერ მაინც აქვს ნანახი. „საახალწლოდ სკოლებში და სახლებში მანდარინით და შოკოლადით სავსე პაკეტებს გვჩუქნიდნენ, ტელევიზორში კი ჟენიას და ნადიას არაჩვეულებრივ საახალწლო თავგადასავალს აჩვენებდნენ“, – იხსენებს ალა.

სვეტლანა ბულაშევსკაია, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ოდესიდან გერმანიაში 1990-იან წლებში წავიდა, ამბობს, რომ ფილმს 2024 წლის 31 დეკემბერსაც სიამოვნებით უყურა – იმ განსხვავებით, რომ ადრე რუსულ არხზე უყურებდა, მაგრამ რადგანაც ახლა რუსულ ტელეარხებზე ძლიერი პროკრემლური გავლენა იგრძნობა, „ბედის ირონიას“ მხოლოდ „იუთუბზე“ უყურებს. „ჩვენ რუსულ ტელეარხებს თითქმის აღარ ვუყურებთ და რუსულ ენაზე მხოლოდ საპროტესტო ლიტერატურას ვკითხულობთ. მუსიკოს-მომღერლებიდან კი ვუსმენთ იმათ, ვინც მკაფიოდ ავლენს ანტიკრემლურ პოზიციას“, – ამბობს სვეტლანა.

მაგრამ „ბედის ირონია“ ოჯახის წევრებისათვის სადღესასწაულო ფილმების სიაში რჩება – რამდენიმე მიზეზის გამო:

ფილმის მეორე პლანის მსახიობი ლია ახეჯაკოვა კრემლის მტკიცე მოწინააღმდეგე გახდა 2022 წლიდან, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. გასულ წელს იგი იმ თეატრიდანაც კი წავიდა, სადაც თავისი შემოქმედებითი სამსახიობო კარიერა შექმნა, სამთავრობო ჩინოვნიკების მოქმედებისადმი პროტესტის ნიშნად. პოლონელმა მსახიობმა ბარბარა ბრილსკამ, რომელიც „ბედის ირონიაში“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს (ნადია), მხარი დაუჭირა ლია ახეჯაკოვას გადაწყვეტილებას და მას რუსეთიდან გაქცევისაკენ მოუწოდა, რომელიც არტისტისათვის „უღირს ქვეყნად“ გადაიქცა.

კრემლის მხარდამჭერებმაც თავიანთი პოზიცია გამოხატეს და რუსეთის კულტურის სამინისტროს და კინოსტუდია „მოსფილმს“ მოუწოდეს ფილმში ბარბარა ბრილსკას და ლია ახეჯაკოვას გმირები ნეოროქსელის დახმარებით ჩაენაცვლებინათ, თუმცა „მოსფილმის“ ხელმძღვანელმა ამ იდეას „სისულელე“ უწოდა.

მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სვეტლანა ბულაშევსკაია და მისი ქმარი იგორ როგოვი ფილმში თავიანთი ბავშვობისა და ახალგაზრდობის საოცნებო ნაწილს ხედავენ.

„ჩვენი სიძულვილი რუსეთის მთავრობისადმი იმდენად უსაზღვროა, რომ მას სიტყვებით ვერ გამოვხატავთ… მაგრამ ეს ფილმი განსაზღვრული რიტუალის ნაწილს წარმოადგენს და მასზე უარის თვით ახალ წელზე უარის თქმას ნიშნავს. ჩვენ ვერ შევძლებთ იმის უარყოფას, რაც ჩვენ ახალგაზრდობასთან გვაკავშირებს“, – ამბობს სვეტლანა და იგორი.

წყარო

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში, გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება გარკვეულ ქუჩებზე ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებით შეფერხდება და ავტომობილები მოძრაობას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

„კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები რესპუბლიკის მოედნის ნაცვლად, გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეძლებენ. ასევე, ზეთისხილის ხესთან მობრუნება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

მსვლელობის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით, მელიქიშვილის გამზირიდან კი, მძღოლები ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩებზე მოხვედრას ჯანაშიას, თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების საშუალებით შეძლებენ.

მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვის, ზანდუკელისა და შანიძის ქუჩების გავლით; მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ, ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.

15:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რის გამოც, მძღოლები კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან, ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეძლებენ; რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებული იქნება ჭანტურიას ქუჩამდე, ხოლო რუსთაველის გამზირის მიმართულებით – ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებიდან მოძრაობა აიკრძალება; თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც, მიმდევრობით ჩაიკეტება ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.

ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდის გავლით, ხეთაგუროვის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს საშუალებით გადაადგილდებიან; ავლაბრის მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ავტომობილები იმოძრავებენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით და შემდეგ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ბარათაშვილის ქუჩაზე მოტრიალების შემდეგ, ბარათაშვილის ხიდის გამოყენებით, იმოძრავებენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, შემდეგ იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედანს.

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ, საიდანაც დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას.

ავტობუსი N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩას, შემდეგ რევაზ ლაღიძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირს, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით კი, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო.

ამის შესახებ კაუმა სოციალურ ქსელში წერს.

„მსჯელობისა და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და დახმარება გავუწიოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – აცხადებს პია კაუმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.

ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.

“დონალდ ტრამპი კრემლის მეგობარი არ იქნება: როგორც ჩანს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტად სურს რუსული ეკონომიკის მოხრჩობა, ვიდრე ჯო ბაიდენს უნდოდა”-The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია ვრცელია ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი კრემლის მეგობარი არ იქნება: როგორც ჩანს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტად სურს რუსული ეკონომიკის მოხრჩობა, ვიდრე ჯო ბაიდენს უნდოდა“ (ავტორი – ემბროუზ ევანს-პრიტჩარდი, გაზეთის ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჯო ბაიდენის მმართველობის ვადის დასრულებას ელოდება ევროპის გაწამებული ყოფის ფონზე, როგორც ჩანს, უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე დადგა: დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტად იკრებს ირგვლივ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პროუკრაინული პოზიციებით გამოირჩევიან.

ისე გამოდის, რომ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენზე მეტად სურს რუსეთის ეკონომიკის დანგრევა იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ეს გახდის იძულებულს კრემლს დაეთანხმოს უკრაინასთან ზავს იმ პირობებით, რომელსაც ლოზუნგი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გულისხმობს.

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლებს შორის ახალი იმედის ნაპერწკალი და ერთგვარი შვება იგრძნობა, თუმცა ოპტიმიზმამდე ჯერ კიდევ შორსაა. ამასთან, ევროპელ დიპლომატებს უკვე კითხვები უჩნდებათ – ბოლოს და ბოლოს, იქნებ არ არის დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა კარგი რუსეთთან მიმართებით? იქნებ დონალდ ტრამპი არაფერს არ უთმობს ვლადიმერ პუტინს?

„ახლა აბსოლუტურად ნათელია, რომ დონალდ ტრამპს არ აქვს განზრახული უკრაინის მიტოვება რუსეთთან მარტოდმარტო, კრემლთან პირისპირ“, – ამბობს პროფესორი ალან რაილი, ატლანტიკური საბჭოს რეგიონული ექსპერტი.

მრჩევლებმა, ისარგებლეს რა „სოკრატისეული მეთოდი“, დონალდ ტრამპი დაარწმუნეს იმაში, რომ აშშ-ის უკანდახევა უკრაინის საკითხში ძალიან ცუდი და სამარცხვინო იქნებოდა – იმაზე უარესი, ვიდრე ავღანეთიდან გამოქცევა ჯო ბაიდენის მმართველობის დროს და რომ ჩინეთთან დაპირისპირების ფრონტის ხაზი სწორედ დონბასზე გადის.

„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძალიან სურს [დემოკრატებმა და თანაპარტიელებმა] იმაში დაადანაშაულონ, რომ მან უკრაინა რუსეთს ჩააბარა. ეს არ მოხდება“, – ამბობს ლეონ პანეტა, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი.

როგორც პროფესორი ალან რაილი აღნიშნავს, მართვადი კონფრონტაცია კრემლთან აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე მშვენივრად მუშაობს: „დონალდ ტრამპს აღიზიანებს, როცა მას ვლადიმერ პუტინის პუდელად თვლიან. მას შეუძლია ბუზი სპილოდ აქციოს – ჯო ბაიდენი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულოს, უკრაინას კი აუცილებელი რაოდენობით იარაღი გაუგზავნოს. მას უკრაინელები გააღმერთებდნენ და კრეშჩატიკზე მის სადიდებლად აღლუმს მოაწყობდნენ“.

დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის ახალი დოქტრინაა „მშვიდობა იძულებით“, რომელიც რონალდ რეიგანის 1980-იანი წლების დოქტრინას ეყრდნობა, რომელიც  გამიზნული იყო საბჭოთა კავშირის გამოფიტვისათვის მანამ, სანამ მას ნავთობის ექსპორტით დაგროვილი ფული ეყოფოდა.

„პირველი რიგის ამოცანაა ვლადიმერ პუტინის იძულება, რომ იგი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“, – ამბობს რობერტ ო’ბრაიენი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც დღესაც არჩეული პრეზიდენტისათვის სანდო პირს წარმოადგენს, – „ამჟამად კრემლს მოლაპარაკების სურვილი და სტიმული არ აქვს. პუტინი ფიქრობს, რომ ომს მოიგებს“.

„ყველაზე იოლი იქნება მისი მაგიდასთან დაჯდომა რაიმე ესკალაციის გარეშე მოხდეს, რომელმაც ჩვენ ბირთვული დარტყმებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ამისათვის კარგი იქნებოდა სანქციების გამკაცრება“, – აღნიშნავს რობერტ ო’ბრაიენი. იგი დონალდ ტრამპს ურჩევს, რომ სანქციები გამკაცრდეს რუსეთისათვის ყველაზე მომგებიან სფეროში – ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიმართ, განსაკუთრებით ინდოეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ენერგეტიკული ნედლეულის იმპორტს აგრძელებენ და ბლოკადას არღვევენ.

თითქმის ასევე ფიქრობს მარკო რუბიო, რომელიც დონალდ ტრამპს განზრახული ჰყავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშნოს. იგი ამბობს, რომ მოცემულ ეტაპზე საკვანძო საკითხი გამოიხატება იმით, თუ ვის ექნება გავლენის ბერკეტები მოლაპარაკების დროს: „ეს იქნება ვლადიმერ პუტინი თუ ვოლოდიმირ ზელენსკი? მე მინდა, რომ უკრაინას რაც შეიძლება მეტი ბერკეტები ჰქონდეს კრემლზე ზემოქმედებისათვის“, – თქვა მან.

ასევე ფიქრობს მაიკ უოლცი, ყოფილი „მწვანე ბერეტი“, რომელიც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს. მისი მტკიცებით, ხანგრძლივი ომი, რომელიც უფრო დიდი მოწინააღმდეგის გამოფიტვაზეა გათვლილი, უკრაინისათვის მომგებიანი არ არის. ასეთ შემთხვევაში კიევი განწირული იქნება. „ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინის შეჩერება ამერიკის აბსოლუტურ ინტერესებშია. ამისათვის აუცილებელია უპირველესად რეალური ენერგეტიკული სანქციები დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ [დასავლეთმა] რაც შეიძლება მეტად უნდა დავწიოთ ნავთობის მსოფლიო ფასები, რომ კრემლმა ნაკლები შემოსავალი მიიღოს. რუსეთის ეკონომიკა და მისი სამხედრო მანქანა სწრაფად ჩამოიშლება“, – თქვა მან.

რასაკვირველია, ნავთობზე ფასების შესამცირებლად ამერიკას საუდის არაბეთის დახმარება დაჭირდება, რომელიც უკვე „დაიღალა კონკურენტების ნების შესრულებით და დღეში მხოლოდ 2 მილიონ ბარელს ნავთობს იღებს თავისი საბადოებიდან, ფასების დაცემის თავიდან აცილების მიზნით. როგორც აშშ-ის სტრატეგიულ წრეებში მსჯელობენ, ასეთ სიტუაციაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სალმან ას-საუდს მოუწევს  ვლადიმერ პუტინის გაწირვა და აშშ-სთან საუდიტების დინასტიის ისტორიული კავშირების აღდგენა.

მაგრამ შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, თუ როდის შეფერხდება და დაეცემა კეისიანიზმზე (ეკონომიკური თეორია, რომელიც ბრიტანელი ჯონ კეინსის მიერაა შემუშავებული) დამყარებული რუსეთის სამხედრო ეკონომიკა.

დღეისათვის უკვე ნათელია, რომ წიაღისეული საწვავის [ნავთობ-გაზის] ექსპორტი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. ომის ხარჯები ძალიან დიდია – საომარი მოქმედებები რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სულ უფრო მეტ წილს ითხოვს. 2022 წლის შუა ხანებიდან ნავთობ-გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლები რუსეთს დღეში 600 მილიონ დოლარამდე შეუმცირდა. გარდა ამისა, ამ სახის შემოსავალი კიდევ 5 მილიარდით შემცირდა ახლახან – მას შემდეგ, რაც უკრაინამ თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის ევროპისაკენ გატარება აკრძალა.

რუსეთის რეზერვი – ეროვნული კეთილდღეობის ფონდი – თითქმის მთლიანად დაიხარჯა: მასში მხოლოდ „სასაცილო“ თანხა – 33 მილიარდი დოლარია დარჩენილი. რუსეთს აკრძალული აქვს კაპიტალის მსოფლიო ბაზრებთან კონტაქტი. ჩინეთმა უარი განაცხადა სიტუაციაში ჩარევის მიზნით.

ბიულეტენ The Bell-ის რუსული ეკონომიკის ანალიტიკოსები თანდათან უფრო მკაფიოდ ამბობენ, რომ რუსეთის ეკონომიკა, როგორც იქნა, „კედელს მიადგა“ და პრობლემების გადაულახავი „სამეულის“ წინაშე აღმოჩნდა: „კრემლს მეტად აღარ შეუძლია აწარმოოს ომი უკრაინაში, დააფინანსოს სოციალურ-ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს ინფლაცია – რუბლის კურსი“, – აცხადებენ ექსპერტები.

გასული წლის აგვისტოში რუბლმა თავისი ღირებულების მესამედი დაკარგა. ნოემბერში მისი კურსი კიდევ უფრო დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-მა „გაზპრომბანკს“ – ერთადერთი მსხვილი ფინანსური სტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც SWIFT-ის სისტემით სარგებლობა ჯერ კიდევ შეეძლო.

ამჯერად რუსეთი მთელი ძალისხმევით ცდილობს რაიმე გვერდისავლით გზა იპოვოს. ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის კურსზე კონტროლი დაკარგა. თვიური ინფლაცია წლიური გაანგარიშებით, 30%-ს აღწევს, რაც უკვე ძალიან ახლოს დგას ჰიპერინფლაციის პირველ სტადიასთან. საპროცენტო განაკვეთები (21%) ძალიან მაღალია – ასეთი სიტუაცია უკვე იწვევს საკრედიტო კრიზისს მცირე კომპანიებისათვის. მოსალოდნელია მათი მასობრივი ბანკროტობა (გაკოტრება).

ის, რომ რუსეთს თითქოსდა დაბალანსებული ბიუჯეტი აქვს, ეს ფიქციაა და მეტი არაფერი. მწვავე საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსება ფარულად ხდება. ბანკები იძულებულნი არიან ფინანსურად უზრუნველყონ ის ნახევრად სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც რუსული სამხედრო მანქანა ეყრდნობა. საბოლოოდ კი, ერთ დღეს რუსები დაინახავენ, რომ მათ ფული ისე დაკარგეს, როგორც ეს კომუნიზმის კრახის დროს მოხდა, 1990-იანი წლების დასაწყისში.

„ბოლო დროს რუსეთში სიტუაცია უფრო სწრაფად უარესდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით“, – ამბობს ალექსანდრე გაბუევი, აშშ-ის კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის დირექტორი. მან დღევანდელი პერიოდი „საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებს“ შეადარა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არასოდეს არ ყოფილა მზად რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვისათვის. მან მხოლოდ ის გაბედა, რომ ფასები მხოლოდ 60 დოლარამდე შეამცირა ერთ ბარელზე და ნაწილობრივი სანქციები შემოიღო რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერების მიმართ. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ამერიკელი ლიდერი დასავლეთზე ზრუნავდა – ნავთობის ფასების მომატება ხომ აშშ-სა და ევროპის მოსახლეობასაც დაარტყამდა… მაგრამ უმჯობესი იყო მას უფრო გაბედულად ემოქმედა.

ისარგებლებს თუ არა დონალდ ტრამპი „ჭინჭრით“? მისმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა დაწერა სტატია, რომელშიც მან დაადასტურა რუსეთის წარმატებები და იქვე წარმოადგინა აშშ-ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ბევრმა „კრემლთან შეთანხმებულად“ ჩათვალა, თუმცა რუსეთმა მისი გეგმა პრინციპულად დაგმო და მიუღებლად ჩათვალა.

ვლადიმერ პუტინის მეგობარმა კონსტანტინე მალოფეევმა ამგვარი განცხადებები, რომ კიტ კელოგი მოსკოვთან თანამშრომლობსო, კატეგორიულად  უარყო და სასაცილოდ მიიჩნია: „კიტ კელოგს თავისი გეგმით მოსკოვში ჩამოსვლა სურდა, ჩვენ კი მას ვუთხარით, რომ ფეხი არ გადმოედგა ჩვენთან მოსასვლელად“, – თქვა მან.

რაც არ უნდა ჰქონოდა მხედველობაში გენერალ კიტ კელოგს, ფაქტია, რომ მას შემდეგ დონალდ ტრამპის პოზიცია გამყარდა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ მარა-ლოგოში (ფლორიდულ მამულში) გამართული ბრიფინგები ნებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს სხვას არაფერს არ დაუთმობს, გარდა უკრაინის იმ ტერიტორიისა, რაც რუსეთს ამჟამად აქვს ოკუპირებული და არ არის გამორიცხული, რომ უარს ეტყვის ვლადიმერ პუტინს ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილის გადაცემაზეც. დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, დათანხმდება ნატოს შეიარაღებული ძალების განლაგებაზე უკრაინის ტერიტორიაზე (ბრიტანული, ფრანგული და პოლონური არმიების ქვედანაყოფების სახით), რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 პუნქტით იმოქმედებენ.

ვლადიმერ პუტინი ვერ მიიღებს მთლიანი სახით მისი ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ ოლქს, ვერც დემილიტარიზებულ და ვერც ნეიტრალურ უკრაინას. კრემლი მიიღებს ძალიან ცოტას იმისათვის, რომ როგორმე გაამართლოს 400 ათასი რუსი ჯარისკაცის დანაკარგი, თავისი ეკონომიკის სერიოზული სტრუქტურული ზარალი და დაცემული რეპუტაცია მსოფლიოში. ვლადიმერ პუტინისათვის ყველაზე ძნელი აღმოჩნდება თავისი ავტორიტეტის აღდგენა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაში.

სიტუაცია ძალიან დაემსგავსება 1940 წლის „ზამთრის“ ომის შემდგომ ვითარებას, როცა ფინელები საბჭოთა კავშირთან ომის შედეგად იძულებულები გახდნენ იოსებ სტალინისათვის თავიანთი ტერიტორიის 11% დაეთმოთ, ქალაქ ვიბორგთან ერთად, მაგრამ მთელ მსოფლიოში დიდი სახელი მოიპოვეს, საბჭოთა კავშირის უზარმაზარ წითელ არმიასთან გმირული წინააღმდეგობის გაწევის გამო.

დიქტატორმა იოსებ სტალინმა განგებ შეამცირა თავისი ჯარების დანაკარგები და „ცარიელი“ გამარჯვებით დაკმაყოფილდა. ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, ან ასევე მოუწევს დაეთანხმოს რაღაც უსახელო და ნაძრახ მიღწევა-გამარჯვებას, ან იგი ძალიან რისკავს, რომ დონალდ ტრამპი თავის დაუძინებელ მტრად გადააქციოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

“როგორ გახდა “მანჩესტერ-სითის” ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აღმოჩნდა იგი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლის ცენტრში იმ განცხადებების ფონზე, რომ იგი პრორუსი მარიონეტია”-Daily Mail

ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის” (Daily Mail) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „როგორ გახდა „მანჩესტერ-სითის“ ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აღმოჩნდა იგი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლის ცენტრში იმ განცხადებების ფონზე, რომ იგი პრორუსი მარიონეტია“ (ავტორი – ეიდან რედნეჯი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა მიხეილ ყაველაშვილმა „მანჩესტერ-სითის“ შემადგენლობაში გოლი გაიტანა და „მანჩესტერ იუნაითედთან“ მატჩში ანგარიში გაათანაბრა, „სქაი ნიუსის“ სპორტულმა კომენტატორმა მარტინ ტაილერმა წამოიძახა: „ღმერთო ჩემო, ეს რა ისტორიას მოვესწარი!“.

მაგრამ ექს-ფეხბურთელი ახლა უფრო ბევრად მნიშვნელოვან, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომელსაც საერთოევროპული შედეგები აქვს: მას საკუთარ სამშობლო საქართველოში სადაო პრეზიდენტად თვლიან.

ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ ყაველაშვილი დიდი ხანია ჩამოშორდა საგოლე მომენტებს და საფეხბურთო კარიერის ნაცვლად უპირატესობას სახელისუფლო კარიერას ანიჭებს: იგი ქვეყნის პარლამენტში დეპუტატის სტატუსით პირველად 2016 წელს აირჩიეს. ახლახანს მან ფიცი პრეზიდენტის რანგში დადო და პირველად გახდა არა საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი, არამედ საზოგადოებისა და კანონმდებლების მიერ არჩეული, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად.

მაგრამ 53 წლის ოთხი შვილის მამა ქუჩაში აქტიურ პროტესტებს აწყდება – როგორც თავის ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ – იმ ბრალდებებით, რომ იგი პოპულისტური მარიონეტია და სურს საქართველო კვლავ რუსეთის თათებში მოაქციოს.

მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს 46 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა, მემარჯვენე ანტიდასავლურ მოძრაობაში წამყვან ფიგურად იქცა. მის პარტიას „ხალხის ძალას“, რომელიც 2022 წელს დაარსდა და მმართველი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი განშტოებად ითვლება („ოცნება“ ხელისუფლებაში ათ წელზე მეტია იმყოფება), იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის ნაცვლად უპირატესობას რუსეთთან დაახლოებას ანიჭებს.

როგორც საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა აჩვენეს, საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერია. გასულ წელს კი ქვეყანამ საერთოევროპული ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიიღო.

მაგრამ ევროკავშირში მიღების მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები შეჩერებულია იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებამ გასულ წელს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩაატარა, შედეგები გააყალბა, თან მმართველი რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს და მათ ამომრჩევლებს დევნიდა და ემუქრებოდა.

მიხეილ ყაველაშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია და მისი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა (დაახლოებით 7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობით).

„ქართული ოცნება“ 2012 წლიდან საქართველოში ჩატარებულ ყველა დონის არჩევნებს იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ყაველაშვილის წინამორბედი პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მმართველი პარტიის წევრი არ იყო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნებამ“ მხარი მას დაუჭირა. და მაინც, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის არჩევას „უკანონო“ უწოდა.

ევროპის პარლამენტმა ასევე არალეგიტიმურად აღიარა გასული წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებას მისი განმეორებით ჩატარებისაკენ მოუწოდა. იმავდროულად, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები შემოიღო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მილიარდერი იმაში დაადანაშაულა, რომ მან „დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობა დაარღვია, დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევები და საქართველოში ძირითადი თავისუფლებები შეზღუდა“.

1996 წლის 6 აპრილს, როცა მიხეილ ყაველაშვილმა „მანჩესტერ-სითისთან“ 1,4 მილიონი გირვანქა სტერლინგის კონტრაქტი გააფორმა და პრემიერ-ლიგაში „მეინ როუდს“ შეხვდა, იმავე კომენტატორმა მარტინ ტაილერმა ტელემაყურებლებს უთხრა: „ამ ფეხბურთელს იმხელა გვარი აქვს, რომ „მანჩესტერის“ მაისურზე არ დაეტევა“ და დაამატა: „მაგრამ თუ იგი „მანჩესტერში“ თამაშს ასეთივე ტემპით და სულისკვეთებით გააგრძელებს, იგი მთავარი გაზეთების პირველ გვერდზე მოხვდება“. და მართლაც ასე მოხდა: „იუნაითედის“ კარში მისი გოლი დიდებული აღმოჩნდა. ასე დაიწყო მიხეილ ყაველაშვილმა თავისი საფეხბურთო კარიერა დიდ ბრიტანეთში – „მანჩესტერ-სითის“ შემადგენლობაში 28 მატჩი გამართა და შემდეგ შვეიცარიაში გადავიდა.

იგი ფეხბურთიდან 2007 წელს ისე წავიდა, რომ ვერ შეძლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება – იმ მიზეზით, რომ მას უმაღლესი განათლება არ ჰქონდა. მოგვიანებით მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი და იქაც იგივე პრობლემის წინაშე დადგა – ჯერ პარლამენტის დეპუტატად, ახლახან კი პრეზიდენტად არჩევის წინ ოპოზიციამ იგი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ქვეყნის მეთაურობის კანდიდატს, ყოფილ ფეხბურთელს, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა. ოპოზიციამ პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ერთადერთ კანდიდატად რჩებოდა. მას მხარი დაუჭირა საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა 300 წევრიდან, რომელშიც „ქართული ოცნების“ წევრები დომინირებდნენ.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ადრე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ ფავორიტს წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ მომხდარი განხეთქილების გამო პარტიისაგან დისტანცირდა, დღეს ამტკიცებს, რომ მისი მმართველობის ვადის გასვლის მიუხედავად, ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად რჩება.

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა და ფიცის დადება (ინაუგურაცია) გასულ კვირაში ქვეყნის დედაქალაქის თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრაციების ფონზე მოხდა.

პროტესტანტები საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეიკრიბნენ, უსტვენდნენ და ხელში „წითელი ბარათები“ ეჭირათ – მიხეილ ყაველაშვილის საფეხბურთო წარსულის საწინააღმდეგოდ, სალომე ზურაბიშვილმა კი მხარდამჭერ ოპოზიციას განუცხადა: „მე ვრჩები ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტად. მე თქვენთან ვარ“.

მიხეილ ყაველაშვილს ოპოზიცია აკრიტიკებს იმის გამოც, რომ იგი ულტრამემარჯვენე ლოზუნგების ერთგულია, აკეთებს დამცინავ კომენტარებს „ლგბტ“ საზოგადოების მიმართ და იცავს საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის სტილით მიღებულ კანონებს, რომლებიც სამოქალაქო თავისუფლებებს ზღუდავენ.

უფრო ადრე მიხეილ ყაველაშვილმა დასავლეთი იმაში დაადანაშაულა, რომ [ევროპას და ამერიკას] სურს საქართველოში რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანი იყოს, რომლებიც „ლგბტ“ იდეოლოგიის მიმართ ნეიტრალურები და მომთმენები იქნებიან. მისი თქმით, „ლგბტ“-ის იდეოლოგია თითქოსდა უმცირესობას იცავს, სინამდვილეში კი  მათი პროპაგანდა კაცობრიობის წინააღმდეგ არის მიმართული“. მან ასევე დაადანაშაულა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თითქოსდა „ამერიკელი კონგრესმენების მიერ კონტროლდებიან და რომლებსაც დაუოკებელი სურვილი აქვთ საქართველოში დასავლური რევოლუცია და ქვეყნის უკრაინიზაცია მოახდინონ“.

ოპოზიციური პარტიები 26 ოქტომბრის „გაყალბებული“ არჩევნების შემდეგ უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ითხოვენ, რომ  განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს, თუმცა მმართველი პარტიის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალი არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს.

პროტესტების პირველი ათი დღის განმავლობაში, როცა ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს „გაყალბებულს“ უწოდებდა, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. თავის მხრივ, დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს და პიროტექნიკის შუშხუნებს ესროდნენ. პროტესტების დროს პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლთაგან ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ მათ სცემდნენ.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის აპრილში გამოაცხადა და რუსეთისაგან დისტანცირებული პირველი რესპუბლიკა გახდა, ბალტიისპირეთის ქვეყნების თუ არ ჩავთვლით. მაგრამ დღეს მიხეილ ყაველაშვილი და მისი პარტია პუტინისტურ რუსეთთან სულ უფრო მეტი კავშირებისაკენ ისწრაფვის. მისი როგორც პრეზიდენტის პირველივე მოქმედება გამოიხატა იმ კანონებზე ხელმოწერაში, რომლებიც კრძალავენ ფეიერვერკების გამოყენებას და ჯარიმებს აწესებს ანტისამთავრობო წარწერების გაკეთებაზე, აგრეთვე სალომე ზურაბიშვილისათვის სამთავრობო დაცვის გაუქმებაზე.

უფრო ადრე მიხეილ ყაველაშვილი იყო იმ კანონების თანაავტორი, რომლებიც უცხოელ აგენტებად „აღიარებს იმ არასამტავრობო ორგანიზაციებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ს საზღვარგარეთიდან იღებენ – ანალოგიური რუსული კანონის მსგავსად. კრემლი მსგავს სამართლებრივ აქტს, რომელიც სახელმწიფო სათათბირომ რამდენიმე წლის წინ მიიღო, მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებს.

ოპონენტების მტკიცებით, მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტი იქნება არა მარტო „ქართული ოცნების“ დამაარსებლისა და მისი საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელში, არამედ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელშიც.

გიორგი მარგველაშვილმა, ისტორიკოსმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2013-2018 წლებში იყო, ორივე – ივანიშვილიც და ყაველაშვილიც – დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი „კრემლის სპეციალური ოპერაციის“ ნაწილს წარმოადგენენ საქართველოში რუსეთის გავლენის უზრუნველსაყოფად. გაზეთმა „თაიმსმა“ მარგველაშვილის სიტყვების ციტირება მოახდინა: „ორივე ევროპას ფაქტობრივად დაემშვიდობა. ვინ მოიგებს ამით? მხოლოდ რუსეთი“..

ამასობაში კი გიორგი გახარიამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო 2019-2021 წლებში, მიხეილ ყაველაშვილის შესახებ ასეთი რამ თქვა: „რადგანაც მას არც უმაღლესი განათლება არ აქვს, არც გამოცდილება და არც კომპეტენტურობა, ამიტომ იგი იოლად მართვადი იქნება და უსიტყვოდ შეასრულებს მითითებებს. მოკლედ, ყაველაშვილი ისეთივე ადამიანად დარჩა, როგორიც საფეხბურთო მინდორზე იყო“.

და მაინც, ყაველაშვილის თანამემამულე და მისი თანაკლუბელი „მანჩესტერ-სითიდან“ გიორგი ქინქლაძე, რომელიც დღემდე რჩება გმირად მანჩესტერელი გულშემატკივრების თვალში და რომელმაც ყაველაშვილს 1996 წელს კონტრაქტზე ხელმოწერა ურჩია, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს წარმატებებს უსურვებს და ეს ხდება იმ დროს, როცა მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობაზე ალიაქოთია ატეხილი.

გიორგი ქინქლაძე, რომელსაც დღეს მანჩესტერში ღვინის ბარი აქვს, „დეილი მეილის“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს: „მე ბედნიერი ვარ და იმავდროულად მასზე ვწუხვარ კიდეც. იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტობა უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. მე მას ყველანაირ წარმატებს ვუსურვებ“. თვითონ მიხეილ ყაველაშვილმა კი ახალი წლის წინ ქართველი ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ მას სჯერა – „2025 წელი ბოროტზე კეთილის გამარჯვების წელი იქნება“.

თუმცა, როგორც პრეზიდენტის სასახლის წინ გამართული ოპოზიციური მიტინგის მონაწილე, 22 წლის დავითი (გვარს არ ასახელებს) ამბობს, „ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, უკან დახევა უკვე გვიანია“. აქციის კიდევ ერთი მონაწილის, 34 წლის გიორგი მამათელაშვილის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი კვლავ ჩვენს პრეზიდენტად რჩება“. მას იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ველზე ყოფნა ხელს შეუშლის მიხეილ ყაველაშვილის გავლენის ზრდას და ქალბატონი პრეზიდენტის მმართველობა დამატებითი ვადით გაგრძელდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შედგა და ეუთო/ოდირი ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს -არჩილ გორდულაძე

მნიშვნელოვანია, როდესაც არჩევნების შემფასებელი მთავარი ორგანიზაციის და უმაღლესი რეპუტაციის მქონე მთავარი ორგანიზაციის საპარლამენტო დელეგაცია, ხელმძღვანელის მეთაურობით, ჩამოდის საქართველოში და შეხვდება არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ისევ და ისევ იმსჯელონ რეკომენდაციის შესრულებასა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები შემდგარია და ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემს ეუთო/ოდირი.

„ჩვენც უნდა მოვუწოდოთ სხვა ადამიანებს, იქნებიან ისინი საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს, რადგან ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ლეგიტიმაცია მიანიჭოს და, ამავდროულად, აირჩიოს ხელისუფლება, ეს არის მხოლოდ ქართველი ხალხი და არა ეს განცხადებები. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უახლოესი მეგობრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება ლეგიტიმური ჩვენს ქვეყანაში. ასეთ განცხადებაზე არავის რომ არ ამოუღია ხმა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ უსამშობლო ადამიანების გაერთიანებაა შემდგარი“, – განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, მთავარი კითხვაა, რატომ აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ ვიზიტის ჩაშლის იმედი და რატომ არ უნდათ, ეს ვიზიტი შედგეს.

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივია, რადგან სხვა შემთხვევაში მათი ტყუილები გამოაშკარავდება. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს ნარატივი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ შექმნილი და ამით ცდილობენ, ისევ ქართველი ხალხი მოატყუონ, ჩაეფუშებათ, ჩამოეშლებათ და ამის შემდეგ აღარ შეეძლებათ, მუხტის გაზრდა ქუჩებში, აღარ შეეძლებათ, როგორმე გადატრიალება მოაწყონ. ზუსტად ამიტომაც არის, რომ სახე აქვთ დაკარგული, როგორც „წარმატებულ“ ნეობოლშევიკებს შეეფერებათ. როგორც „წარმატებულ“ სერგო ორჯონიკიძეს შეეფერებოდა, ზუსტად ანალოგიური შინაარსის განცხადებებით არიან წარმოდგენილი და ანალოგიური შინაარსის უსტარებს და „დანოსებს“ წერენ, რომ ჩაშალონ ეს ვიზიტი“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი „ახალი კუბილიუსია, ახალი რასაა, ახალი როთია, რადგან ეს ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის უკვე „გაცვდნენ“ და მათ განცხადებებს აღარავინ აქცევს ყურადღებას“.

„ახლა ახალი პირი გამოაჩინეს, რომელიც ცდილობს, ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და თავისი განცხადებებით კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს, რათა როგორმე ჩვენი ქვეყნის ქუჩებში გაიზარდოს მუხტი. ეს წარუმატებელი იქნება, რომ როგორმე გადაიზარდოს გადატრიალების მცდელობაში“, – განაცხადა გორდულაძემ.

ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.

ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებზე კვლავ მანიპულაციური და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება -ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, „უწყების დისკრედიტაციის მიზნით დაინტერესებული მხარეები აღნიშნული საკითხით მანიპულირებენ და საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში“.

„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურების ყოველწლიურად მინიმუმ 10%-იანი ზრდის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაციაშიც ხელფასების ზრდა როგორც ცენტრალურ, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება, თუმცა ამის მიუხედავად მედიის ნაწილი და დაინტერესებული მხარეები ინფორმაციით მანიპულირებენ და საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში. კერძოდ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა 2017 წლის ხელფასი 2025 წლის ხელფასს შეადარა და საზოგადოებას ისე მიაწოდა ინფორმაცია თითქოს ზრდა არა ეტაპობრივად, არამედ ერთჯერადად, წელს განხორციელდა და ზრდის პროცენტიც 10%-ზე ბევრად დიდი იყო. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის.

ამ საერთო სახელფასო პოლიტიკის ნაწილში არის გაზრდილი სარგო 10%-ის ფარგლებში როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, ასევე ყველა პარტიული თუ არაპარტიული წევრებისთვის, რაც ასევე სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი, თითქოს ხელფასის ზრდა პერსონალურად რომელიმე ხელმძღვანელი პირის გარკვეული დამსახურებების გამო განხორციელდა. დაინტერესებული მხარეები ასევე მანიპულაციურად უკავშირებენ ერთმანეთს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს და ხელფასების ზრდას. თითქოს რეორგანიზაციიდან გამომდინარე თანამშრომლების გათავისუფლების შედეგად წარმოშობილი ფინანსები დაედო წყაროდ სარგოების ზრდას, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საერთო სახელფასო პოლიტიკის ჭრილში 10 %-იანი ზრდის საკითხი, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე შესაბამის უწყებებში წარდგენილ საბიუჯეტო განაცხადში იყო გათვალისწინებული და ცესკო-ს სამართლებრივი აქტით დამტკიცებული, რაც იმთავითვე ხაზს უსვამს ზემოთ მითითებული ბრალდების აბსურდულობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ ხელფასებთან დაკავშირებული ინფორმაციით მანიპულაცია ხდება მიზანმიმართულად, რაც ჩვენი ვარაუდით საზოგადოებაში უწყების მიმართ ნეგატიური განწყობების გასაძლიერებლად ვრცელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, პატივი სცენ საზოგადოებას და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ მათი სისწორე, რათა უზრუნველყონ ვერიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

კობა კობალაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამძიმარს უცხადებს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახს

კობა კობალაძე და  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამძიმარს უცხადებს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ გალში მომხდარი ტრაგედიის გამო.

 “სრულიად საქართველო შეძრა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარმა ენით აუწერელმა ტრაგედიამ,რომლის დროსაც, ხანძარმა, 5 არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძნელია,სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი,რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის. ყველანი ვგლოვობთ ბავშვების ოჯახთან ერთად.მთელს საქართველოს გვიმძიმს სანუგეშო სიტყვების პოვნა. 
 მინდა,პირადად ჩემი,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების სახელით, გულწრფელი სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს! გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი”-აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

ილია მეორე ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ბ-ნ ვიტალი ჭოლარიას და ქ-ნ ქრისტინე სორდიას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს:

დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა.

ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად, მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია.

აღვავლენთ ლოცვებს ემილიას, ანა-მარიას, ელენეს, ნიას და სოფიოს უკვდავ სულთათვის და შევთხოვთ უფალს, მოგანიჭოთ ნუგეში და ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

უამინდობის გამო აშშ-ის დედაქალაქსა და რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ვაშინგტონში ძლიერი თოვლისა და ქარიშხლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კენტუკის, ვირჯინიის, კანზასის, არკანზასისა და მისურის შტატებშიც. საგანგებო მდგომარეობა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

უამინდობის გამო აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში 3000-ზე მეტი ფრენა გადაიდო, 1700-ზე მეტი კი გაუქმდა.

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

დღე შე­სა­ფე­რი­სია საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და ამის­თვის შორს წას­ვლა არ გჭირ­დე­ბათ – სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, გყავ­დეთ ხან­ში­შე­სუ­ლი მე­ზო­ბე­ლი ან დიდი ოჯა­ხი, რო­მელ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

კურო

შე­საძ­ლე­ბე­ლია და აუ­ცი­ლე­ბე­ლიც რომ შეს­თა­ვა­ზოთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი იდე­ე­ბი უფ­რო­სებს: დღეს ისი­ნი არა მხო­ლოდ მო­გის­მე­ნენ, არა­მედ და­ა­ფა­სე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ამ­ბობთ, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რა­დაც.

ტყუ­პი

არ უნდა და­ა­წყოთ შუ­რის­ძი­ე­ბის გეგ­მე­ბი იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც არ მო­გე­პყროთ სა­უ­კე­თე­სოდ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ არც თქვენ და­ა­კე­ლით, ასე რომ ბა­რი­ბარ­ში ხართ.

კირჩხი­ბი

დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მოხ­ვი­დეთ თქვე­ნი “ნი­ჟა­რი­დან” და აქ­ტი­უ­რად და­უ­კავ­შირ­დეთ სხვებს; მხო­ლოდ ამ გზით შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ლა­ხოთ თქვე­ნი გა­უ­ბე­და­ო­ბა და სი­მორ­ცხვე და დაძ­ლი­ოთ სირ­თუ­ლე­ე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში.

ლომი

ვინ­მეს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტა­ბუა და დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით: წყევ­ლამ, თქვე­ნი აზ­რით, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლიც რომ იყოს, შე­საძ­ლოა მი­ზანს მი­აღ­წი­ოს, მაგ­რამ შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად და­გიბ­რუნ­დე­ბათ.

ქალ­წუ­ლი

ყვე­ლა­ზე გა­ბე­დულ მიზ­ნებ­საც კი სწრა­ფად მი­აღ­წევთ, ამი­ტომ მოკ­რძა­ლე­ბა არ არის სა­ჭი­რო, გა­აქ­ტი­ურ­დით და მო­ი­თხო­ვეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად.

სას­წო­რი

ყო­ველ­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მო­ექ­ცეთ ადა­მი­ა­ნებს ისე, რო­გორც თქვენ გინ­დათ რომ მო­გექ­ცნენ, მაგ­რამ დღეს ეს წესი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვებს, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­კე­თე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ.

მო­რი­ე­ლი

სა­ნამ ვინ­მეს რა­მეს დაჰ­პირ­დე­ბით, კარ­გად და­ფიქ­რდით, გა­ა­მარ­თლებთ თუ არა იმ იმედს, რო­მელ­საც უგუ­ნუ­რად აძ­ლევთ სხვას, თუ ოდ­ნა­ვი ეჭვი მა­ინც გაქვთ, უნდა გა­ჩუმ­დეთ.

მშვილ­დო­სა­ნი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­გი­ჭირ­დე­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ დღეს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ისა­უბ­როთ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ჩუმ­დეთ, თო­რემ ნათ­ქვამ სი­ტყვებს მალე ინა­ნებთ.

თხის რქა

დღეს უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ ნაც­ნო­ბებ­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოთ; მათ შო­რის შე­იძ­ლე­ბა იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც პირ­და­პირ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი – და, შე­საძ­ლოა, პი­რა­დი – მო­მა­ვა­ლი.

მერ­წყუ­ლი

ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ახა­ლი სა­მუ­შა­ოს პოვ­ნას, წარ­მა­ტე­ბას გპირ­დე­ბათ: შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­აგ­ზავ­ნოთ თქვე­ნი რე­ზი­უ­მე და წახ­ვი­დეთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ გა­ა­ხა­როთ პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი.

თევ­ზე­ბი

იშ­ვი­ა­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის დღეა, რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხებთ იმ­დე­ნი საქ­მის გა­კე­თე­ბას, რა­საც ჩვე­უ­ლებ­რივ რამ­დე­ნი­მე დღე სჭირ­დე­ბა.

მესტია-ზუგდიდის გზაზე მომხდარი ყაჩაღობის ახალი დეტალები – სავარაუდოდ, მოკლულია ერთი ადამიანი

ყაჩაღობა მესტია-ზუგდიდის გზაზე – პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ ბრალად.  თავდასხმა მესტიის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნაკრასთან  მოხდა.  

უცნობმა პირებმა ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობა სცადეს და კაცს მანქანიდან გადმოსვლას სთხოვდნენ, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს და კაცი დაჭრეს. “მთავარისთვის” ქალის მიერ მიცემული ჩვენების დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ის ამბობს, მისი ქმარი თავდამსხმელებმა უგონო მდგომარეობით და დიდი ალბათობით უკვე გარდაცვლილი, მანქანით წაიყვანეს, რითაც დანაშაულის დაფარვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, ეს მანქანა ნაპოვნია და მასში სისხლის კვალიც აღინიშნება, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები – 2 პირი – ქალმა ამოიცნო და სამართალდამცველებმა უკვე იციან მათი ვინაობა. ნაკრაში ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო. 

წყარო: https://mtavari.tv/