Home Blog Page 7

ირაკლი კობახიძე – მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა

ირაკლი კობახიძე – მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა

მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2″-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ სად დგას მათი უდიდესი უმრავლესობა. 

„მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოვა, მას ექნება კონკრეტული სპექტრი საკუთარი არჩევანისთვის და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ არჩევნებში. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებენ მონაწილეობას და მძიმედ დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ და ასე დამარცხდებიან, თუ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს რა თქმა უნდა, გააიოლებს ჩვენს საქმეს. მე ტრადიციულად ვარ ხოლმე შტაბის უფროსი და როგორც შტაბის უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პატარა თავის ტკივილთან არის დაკავშირებული შტაბის მართვა, ყველაფრის დაგეგმვა. ისინი თუ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო იოლად დადგება ის შედეგი, რაც ისედაც უნდა დადგეს. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს უფრო მეტად იმის, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, თუ მიიღებენ, ესეც მათი საქმეა. ასეც და ისეც არსებითად ჩვენთვის არაფერი არ იცვლება, ასეც და ისეც, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს, ოპოზიცია ძალიან მცირედ იქნება წარმოდგენილი ახალ საკრებულოებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ მზადაა, მიწისქვეშა სამუშაოები, კონკრეტული დათქმებით, მაისის შუა რიცხვებიდან აღადგინოს

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ მზადაა, მიწისქვეშა სამუშაოები, კონკრეტული დათქმებით, მაისის შუა რიცხვებიდან აღადგინოს. განცხადება დღევანდელი სამმხრივი კომისიის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. დღესვე გაირკვა, რომ მაღაროელები კიდევ ერთი თვის ხელფასს აიღებენ. კომისიას უახლოეს დღეებში გადაეგზავნება კონკრეტული გეგმაც, სადაც ის ნაბიჯები იქნება აღწერილი, რომლის გათვალისწინებითაც მაღაროელები სამუშაოებს დაუბრუნდებიან.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” ასევე გასცა პირობა, რომ სტრუქტურულ რეორგანიზაციას განახორციელებს. კომპანიასთან, რომელმაც კრიზისის გამო მუშაობა შეაჩერა, ახლა მოლაპარაკებებს სახელმწიფო და პროფკავშირები მართავს. სწორედ ამ სამმხრივ ფორმატის შექმნის შემდეგ გახდა შესაძლებელი, უზარმაზარი ფინანსური ზარალისა და დახურული წარმოების მიუხედავად, მაღაროელებისთვის ხელფასისა ჩარიცხვა.

თურქეთი და აზერბაიჯანი ერთიანი არმიის შექმნაზე მუშაობენ – თურქეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

თურქეთი და აზერბაიჯანი ერთიანი არმიის შექმნაზე მუშაობენ, – ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა.

ჰულუსი აქარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მხარს უჭერს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

„ჩვენ აღარ ვართ ერთი ერი, ორი სახელმწიფო, არამედ ერთი ერი, სამი სახელმწიფო. გარდა იმისა, რომ ერთი ერი ვართ, ერთი ჯარიც ვართ. ამჟამად მიმდინარეობს პროცესი ერთიანი არმიისკენ. აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთად უნდა იმუშაონ თავდაცვის სფეროში. ამის წინაპირობაა ერთობლივი სამხედრო წვრთნები“, – აღნიშნა ჰულუსი აქარმა.

გასულ თვეში ილონ მასკი ​პენტაგონში ჩინეთის შესახებ საიდუმლო საინფორმაციო შეხვედრას უნდა დასწრებოდა, მაგრამ დონალდ ტრამპმა როდესაც შეიტყო, შეხვედრა გააუქმა

გასულ თვეში აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ​ილონ მასკი ​პენტაგონში ჩინეთის შესახებ საიდუმლო საინფორმაციო შეხვედრას უნდა დასწრებოდა, მაგრამ დონალდ ტრამპმა როდესაც ამის შესახებ შეიტყო, შეხვედრა გააუქმა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აქსიოსის“ წყაროების ინფორმაციით, „პენტაგონში მასკის დაგეგმილმა შეხვედრამ ტრამპი გააღიზიანა“.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემას ანონიმურად განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს მასკი მოსწონს, მაგრამ რადგან მას ჩინეთში დიდი ბიზნესები და კარგი კონტაქტები აქვს, ასეთი შეხვედრა მიუღებლად ჩათვალა.

„რას აკეთებს იქ ილონი? დარწმუნდით, რომ ის ვერ მოხვდება ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ, რომელმაც დონალდ ტრამპის სიტყვები გაიმეორა.

ევროკომისია – კომისიამ მოამზადა სახელმწიფოების სია, რომლებიც მომავალში უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად ჩაითვლებიან

ევროკომისიამ გამოაქვეყნა იმ სახელმწიფოების სია, რომლებიც მომავალში უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად ჩაითვლებიან. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარებისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოებიც.

სიაში შვიდი ქვეყანა შედის. ესენია: კოსოვო, ბანგლადეში, კოლუმბია, ეგვიპტე, ინდოეთი, მაროკო და ტუნისი. აღნიშნული ქვეყნებიდან მიგრანტების თავშესაფრის მოთხოვნებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დაჩქარებული წესით განიხილავენ, რადგანაც აღნიშნული ქვეყნებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსი დაბალია.

ევროკომისიის გადაწყვეტილების თანახმად, დაჩქარებული პროცედურა, მაქსიმუმ, სამ თვეს უნდა გაგრძელდეს. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა თითოეული თავშესაფრის მოთხოვნა ინდივიდუალურად უნდა განიხილონ, იმის მიუხედავად, პირი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდანაა თუ არა.

აღსანიშნავია, რომ ახლა აღნიშნული სია ევროპარლამენტმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.

ამასთან, ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ასევე ჩაითვლებიან უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად.

გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ სახელმწიფოებისთვის, სადაც კონფლიქტებთან დაკავშირებული ძალადობა ფიქსირდება, ან რომელთა წინააღმდეგაც ევროკავშირის სანქციებია დაწესებული, ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიდანაც მიღებული თავშესაფრის მოთხოვნების დაკმაყოფილების დონე 20 პროცენტზე მეტი იქნება.

ცნობისთვის, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროპის საზღვრების უკანონო კვეთის შემთხვევათა რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30 პროცენტზე მეტით შემცირდა.

,,სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო”- საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადება

კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას თავად კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი“ არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა

საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ, უწყების გადაწყვეტილებით, დავით დოიაშვილი, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

სამინისტრო განმარტავს, რომ თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება. უწყებაში აცხადებენ, რომ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

პროკურატურა ზურაბ ჯაფარიძის მიმართ 20 000 – ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ 20 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად დღეს წაუყენეს. ბრალთან დაკავშირებით მისი პოზიცია ცნობილია – ჯაფარიძე აცხადებს, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

,,ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მხარდამჭერი გზავნილი იმისა, რაც ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ პრეზიდენტ ალიევისგან”- გივი მიქანაძე

საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტის მნიშვნელობას დღეს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, როდესაც მას ჰქონდა პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიქანაძის თქმით, ერთობლივ განცხადებებში პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ევროპული ენერგოუსაფრთხოება გადის საქართველოზე და ეს ყველამ უნდა იცოდეს მსოფლიოში.

„ეს იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მხარდამჭერი გზავნილი იმისა, რაც ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ პრეზიდენტ ალიევისგან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც წლებია, უკვე ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს. დღევანდელმა შეხვედრებმა კიდევ უფრო განამტკიცა ეს ურთიერთობები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, აზერბაიჯანში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო შინაარსობრივი დატვირთვის კუთხითაც, რადგან პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საქართველოს პოლიტიკური ნება, გააგრძელოს მუშაობა მნიშვნელოვან პროექტებზე.

„მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი არა მხოლოდ გაცნობითი ხასიათის კუთხით, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა აზერბაიჯანის ყველა პირველ პირს, როგორც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ უკვე კონტექსტუალური, შინაარსობლივი დატვირთვით კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საქართველოს პოლიტიკური ნება, რომ გააგრძელოს მუშაობა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის არსებითად განმსაზღვრელია სამომავლო წინსვლისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დაიწყო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები – გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი.

,,უკრაინამ და აშშ-მა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მოლაპარაკებებში”-  იულია სვირიდენკო

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ აშშ-თან სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების თაობაზე დიალოგში არსებითი გარღვევა მოხდა.

„ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა ძალიან საფუძვლიანად იმუშავეს შეთანხმებაზე – არის არსებითი პროგრესი, იურისტებმა სწორი აქცენტები გააკეთეს შეთანხმების პროექტში, მადლობა ორივე გუნდის მომლაპარაკებლებს“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, არსებობს შეთანხმება ამერიკულ მხარესთან, რომ ეს პოზიტიური მომენტი შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმში დაფიქსირდეს.

„უახლოეს მომავალში ვემზადებით შეთანხმების ფორმალიზაციის დასასრულებლად“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, გუნდები კვლავ იმუშავებენ შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზე, თუმცა ბევრი რამ უკვე დამუშავებულია.

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7523 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7523 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7544 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.1229 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა.

სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან, ალიევიც ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო და გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ ყველას, როგორი განვითარება შეუძლია ჩვენს რეგიონს -მიხეილ ყაველაშვილი

სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან. ილჰამ ალიევიც ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო და გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ ყველას, როგორი განვითარება შეუძლია ჩვენს რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა.

ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„წინასწარვე დავაანონსეთ, რომ პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი უნდა ყოფილიყო ჩვენს რეგიონში. მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი შედგა აზერბაიჯანში. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მინისტრებთან, დღეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და დავასრულეთ მილი-მეჯლისში, ქალბატონ გაფაროვასთან შეხვედრით. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ალბათ თვალშისაცემია, ძალიან მაღალ დონეზეა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის, სავაჭრო, ენერგეტიკული, კულტურული საკითხების კუთხით და იმ პოლიტიკური ვითარების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოშია, არსებობს იმისი თქმის საფუძველი, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა სამაგალითოა.

„ყველას შეეძლება, იცოდეს, რას ნიშნავს სტრატეგიულ-პარტნიორული ურთიერთობა, მეგობრობა ორ თანასწორ ქვეყანას შორის, რას ნიშნავს ურთიერთპატივისცემა. ეს ყველაფერი გამოხატული იყო ჩემს ვიზიტთან დაკავშირებით ყველა დონეზე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი თბილი, ნაყოფიერი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან. ვისაუბრეთ რეგიონზე და სომხეთთან დაკავშირებითაც. ვიმედოვნებთ, გრძელვადიან პროცესშიც ყველა დავრწმუნდებით, რომ ჩვენი რეგიონისთვის აუცილებელია გრძელვადიანი სტაბილური, მშვიდობიანი გარემო. ამაში გულწრფელი ვარ. ილჰამ ალიევთან როცა საუბარი მქონდა, ზუსტად იგივენაირად ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წარმოსაჩენი, სამაგალითო და გვაქვს რესურსი, ვაჩვენოთ ყველას, როგორი ურთიერთობა, განვითარება შეუძლია ჩვენს რეგიონს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.