Home Blog Page 7

ხურჩის რაიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები დროებით დააკავეს – ევროკავშირის წარმომადგენლობა

ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები „ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა“ დროებით დააკავეს. ამის შესახებ ინფომაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში.

„დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ორბელიანების სასახლეში მივიდნენ

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და “საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მივიდნენ.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე შესვლამდე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გააკეთეს.

როგორც ცნობილია, ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

“ძლიერი საქართველოსა” და “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე იმსჯლებენ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.

მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა – დეტალები

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარია შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გიორგი გახარიას პირისპირ შეხვედრა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ სთხოვა, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან სადილზე მიპატიჟება მიიღო.

როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნა, მისთვის უმჯობესი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე გიორგი გახარიას გასაუბრებოდა.

მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის მზაობა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემაც გამოთქვა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ის მამუკა ხაზარაძის თხოვნას ითვალისწინებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.

ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა – პრემიერი

ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომლის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა.

„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და იცით ამ ყველაფერში აშშ-ის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული წვლილი. რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია, ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები წინასაარჩევნო პერიოდში.

ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ამომრჩევლის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ ვერ უზრუნველყოფს კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა. ყველას ვურჩევ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა თავის დროზე ასეთი რეჟიმის ხელისუფლებაში მოყვანისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0060 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0013 ლარი შეადგინა.

პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

84 – მომხრე, 0 – წინააღმდეგი, პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.

„ქართულმა ოცნებამ“ კვლევა ჩაატარა და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის მიღებას 91% უჭერს მხარს – პრემიერი

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის ვერც ვერავის გავკიცხავთ საკუთარი ცხოვრების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არაც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია,- მაგრამ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად – 84 ხმით მიიღო.

მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება ყველანაირ ქართულს, ყველანაირ ეროვნულ წამოწყებას.

„ხედავთ, რომ არის სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიო მასშტაბით ძალიან საშიში ტენდენციები. ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება შემაშფოთებელ სტატისტიკაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ამის გამეორება ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ გვინდა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვა. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის ვერც ვერავის გავკიცხავთ საკუთარი ცხოვრების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არაც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია, პირიქით, ჩვენ თავს ვიწონებთ სწორედ იმით, რომ ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალია თავის პირად ცხოვრებაში, მაგრამ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე და სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა. როდესაც ასეთ პირობებში, ამასაც კი უპირისპირდება რადიკალური ოპოზიცია, აქედან ჩანს, რომ ისინი მხოლოდ გარე დაკვეთით მოქმედებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთა ამ კანონის მიღებაა. პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კვლევაც ჩაატარა და 91% კანონის მიღებას უჭერს მხარს, ხოლო „რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების ასეთი ძლიერი დაკვეთის წინააღმდეგ პირდაპირ მიდის“.

„ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა – ისინი მოქმედებენ არა საზოგადოების დაკვეთით, არამედ გარე პატრონების დაკვეთით“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონისა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ამნისტიის შესახებ კანონზე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უკვე მესამე მოსმენით არის მიღებული პარლამენტის მიერ.

„საქართველოში, დღეს, 10 000 პატიმარია, საიდანაც 1 000 მყისიერად დატოვებს საპატიმროს და დაახლოებით, 5 000 ეტაპობრივად გათავისუფლება მოხდება. ეს არის მაქსიმალურად დაბალანსებული კანონი იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად განიტვირთება ციხეები და გათავისუფლდებიან ადამიანები საპატიმროებიდან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ასევე,საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვაც, ანუ დამატებითი რისკები არ შეექმნება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

TechXplore – თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის

18-20 ოქტომბერს ტარდება TechXplore, თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის. ეს არის საინტერესო შესაძლებლობა ტექნოლოგიების მოყვარულებისთვის, რომ გაერთიანდნენ, გადაჭრან რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები და მიიღონ ახლებური გადაწყვეტილებები ციფრული ბანკის სამყაროში.

ადგილზე, მონაწილეებმა უნდა შექმნან ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებლის გამოცდილებას და ქმნის მისთვის საჭირო ღირებულებას.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ამისათვის აუცილებელია შეიკრას გუნდი. გუნდში შესაძლებელია იყოს მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 მონაწილე. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე, 30 სექტემბრამდე.

თიბისის ჰაკათონის მხარდამჭერია თინეთი, რომელიც მე-3 ადგილზე გასულ გუნდს დააჯილდოებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.

ღონისძიებაზე შეხვდებით დატას ქალ პროფესიონალებს, როგორც თიბისიდან, ასევე სხვა კომპანიებიდან. დაესწრებით მათ გამოსვლებს, პანელურ განხილვასა და მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფებში. შესაძლებლობა გექნებათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ მონაცემების შესახებ, როგორია ქალების როლი მონაცემთა მიმართულებით და რას აკეთებენ წამყვანი ქალი პროფესიონალები დღეს ამ სფეროში. ასევე, რას აკეთებს თიბისი, როგორც data-driven კომპანია. სპიკერები გირჩევენ გზას და გაგიწევენ რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება დაიწყოთ ან განავითაროთ კარიერა მონაცემთა მიმართულებით.

Data ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებლობა გექნებათ, მონაწილეობა მიიღოთ თიბისის ვორქშოფებში, სადაც გაეცნობით თიბისის ინოვაციური მანქანური დასწავლების ხელსაწყოს AutoML და მისი დახმარებით განავითარებთ მოდელს; დანერგავთ მანქანური დასწავლების მოდელს ლოკალურად, გაეცნობით Self-service ინსტრუმენტ Power BI-ს და ისწავლით, როგორ მართოთ სამსახურებრივი საქმე უფრო ეფექტურად. გაითვალისწინეთ, რომ ვორქშოფებზე ადგილები შეზღუდულია და საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე. 

ღონისძიების მასპინძელია D Block: Dome. მერაბ კოსტავას 14.

თიბისიში ხელოვნური ინტელექტის და ავტომატიზაციის დანერგვა ბიზნეს პროცესებში, ისევე როგორც ქალების მხარდაჭერა და მათ პროფესიონალურ წინსვლაზე ზრუნვა  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისის მიზანია, ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგოს დატა პლატფორმების გამოყენება და აქციოს მონაცემები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

მომხსენებლების, ვორქშოფებისა და რეგისტრაციის შესახებ, გთხოვთ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას.   

ოპოზიცია ხალხს ვერ ელაპარაკება, მათი ერთადერთი მაშველი რგოლია გარედან განცხადებები, სანქცირებები და სხვადასხვა მოქმედებები. ამაზე არიან ჩამოკიდებული, მაგრამ ეს მაშველი რგოლები, ყველა ხავსის ძალისაა – მამუკა მდინარაძე

თუ დასასანქცირებელი იყო, პირველ სანქცირებაზე რატომ არ დაასანქცირეს სპეცრაზმის ხელმძღვანელი? მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ არ იყო არჩევნები ახლოს და რაც უფრო მოახლოვდება, მათი პატრონების არაფორმალური გავლენები მით უფრო გაძლიერდება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ზვიად ხარაზიშვილის დასანქცირებას ეხებოდა.

მისი თქმით, რაც მეტი იქნება გარედან არჩევნებში ამგვარი ჩარევის მცდელობები, მით უფრო მეტად ხისტად შეხვდება ამას ქართული საზოგადოება.

„არანაირი სალაპარაკო ჩვენს ოპოზიციას ხალხთან არ აქვს. ისინი [ხალხს] ელაპარაკებიან სხვა ქვეყნებიდან. მათი პატრონების არაფორმალური გავლენები იმდაგვარია, რომ ისინი სანქცირებას ახერხებენ. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი სანქცირება იყო? იმის შემდეგ სპეცრაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაასანქცირეს. რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ მოახლოვდა არჩევნები და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მეტი მცდელობა იქნება დეზინფორმაციის, ტყუილად დასანქცირების, გარედან შემოტევების. თუ დასასანქცირებელი იყო, პირველ სანქცირებაზე რატომ არ დაასანქცირეს სპეცრაზმის ხელმძღვანელი? მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ არ იყო არჩევნები ახლოს და რაც უფრო მოახლოვდება, მათი პატრონების არაფორმალური გავლენები მით უფრო გაძლიერდება და მეტი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მათ მიერ მიღებული. ხალხთან ვერ მიდიან, წავლენ, სადღაც 30 კაცს დააყენებენ, მერე გადაიღებენ ისე, როგორც ფართომასშტაბიან აქციას, დადებენ სოცქსელში, დაბუსტავენ და ეს არის მათი პიარკამპანია. არ ჩადიან ხალხთან, სოფლებში, ქალაქებში, ჩადიან თავის მეზობლებთან და ნათესავებთან, გადაიღებენ სელფს და ავრცელებენ. ხალხს ვერ ელაპარაკებიან, მათი ერთადერთი მაშველი რგოლია გარედან განცხადებები, სანქცირებები და სხვადასხვა მოქმედებები. ამაზე არიან ჩამოკიდებული, მაგრამ ეს მაშველი რგოლები, ყველა ხავსის ძალისაა. რაც უფრო მეტი იქნება გარედან ზეწოლა და ჩარევის მცდელობა საქართველოს არჩევნებში, ქართული საზოგადოება ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ მით უფრო ხისტი იქნება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცესკო საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს შეახსენებს

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და თანაბარი სერვისების მიწოდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწორი ინფორმირება საკანონმდებლო რეგულაციების, შესაბამის ვადებში საარჩევნო უბნების შექმნისა და სხვა პროცედურების შესახებ.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე  www.geoconsul.gov.ge.

იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში. რის შემდეგაც მას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 თვისა (26 სექტემბერი) არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.  მათ შორის არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას.

საარჩევნო ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის გასული წლების პრაქტიკის მსგავსად 26 ოქტომბრის არჩევნებისთვისაც უზრუნველყოფილი იყოს მათი არჩევნებში მონაწილეობა.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების და არჩევნებში მათი მონაწილეობის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (cesko.ge) და სოციალურ ქსელებში განთავსებულია დეტალური ინფორმაცია. შესაბამისი საინფორმაციო რგოლი ვრცელდება სატელევიზიო მედიის საშუალებითაც. გარდა ამისა, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საშუალება აქვთ მათი საარჩევნო უფლებების და არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდნენ, მოგვწერონ ვებგვერდის (cesko.ge) და სოციალური ქსელის საშუალებით ან დაგვირეკონ კონტაქტ-ჰაბის ნომერზე +995 32 2 51 00 51

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე. ჩვენ კი,  გავაგრძელებთ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება კანონით დადგენილი წესით მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა.

როგორ გაიგო რაიან რუთმა, თუ სად იქნებოდა დონალდ ტრამპი? – The Daily Telegraph

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ გაიგო რაიან რუთმა, თუ სად იქნებოდა დონალდ ტრამპი?“ // კითხვები, რომლებზეც ჯერ-ჯერობით პასუხები არ არის“ (ავტორი – ბენედიქტ სმიტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობის გარემოებების გამოძიება გრძელდება, თუმცა პარალელურად საზოგადოებაში გაჩენილია ინტერესი, რომელიც უპასუხოდ რჩება.

„დეილი ტელეგრაფმა“ შეკრიბა ის საკვანძო კითხვები, რომლებიც ამერიკელებს (და არამარტო მათ) აინტერესებს და რომლებზეც სპეცსამსახურებმა პასუხი უნდა გასცენ.

უპირველესი კითხვა: როგორ შეიტყო ეჭვმიტანილმა რაიან უესლი რუთმა, თუ სად იქნებოდა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი?

გაუგებარია, თუ როგორ მოახერხა ბოროტგანმზრახველმა იმის გაგება, თუ სად იქნებოდა დონალდ ტრამპი. საიდან შეიტყო მან, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გოლფს სწორედ პალმ-ბიჩში ითამაშებდა?

ამერიკულ მასმედიას ზოგიერთმა წყარომ შეატყობინა, რომ გოლფის თამაში დონალდ ტრამპისა და ინვესტორ სტივენ უიტკოფის შორის პრეზიდენტობის კანდიდატის დღის წესრიგში ბოლო წუთში იქნა შეტანილი. ოფიციალურ საჯარო განრიგში არავითარი მსგავსი ღონისძიება არ გამოქვეყნებულა. ფლორიდის შერიფის უილ სნაიდერის თქმით, მისი თანამშრომლებიც კი, რომლებმაც რაიან რუთი დააკავეს, გაკვირვებულები არიან, როგორ და ვისი დახმარებით გაარკვია ზუსტად ეჭვმიტანილმა დონალდ ტრამპის თამაშის ადგილი. „ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ აღმოჩნდა იგი გოლფის სათამაშო მოედანთან“, – თქვა მან ტელეარხ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

რით გამოიხატებოდა რაიან რუთის მოტივაცია?

როგორც ირკვევა, რაიან რუთმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მისცა, მაგრამ რვა წლის შემდეგ იგი ყოფილი პრეზიდენტის თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი გახდა. იგი იმედგაცრუებული დარჩენილა რესპუბლიკელი პრეზიდენტით და თავის წიგნში, რომელიც რაიან რუთმა 2023 წელს გამოსცა, მას „სულელს“, მასხარას“ და „უტვინოს“ უწოდებს. მაგრამ გაუგებარია, რატომ მივიდა იგი იმ მდგომარეობამდე, რომ დანაშაული ჩაედინა და დონალდ ტრამპი მოეკლა?

მართალია, კომენტატორები რაიან რუთს „რადიკალურ მემარცხენედ“ თვლიან, მაგრამ მისი პოლიტიკური შეხედულებები ძალიან არეულ-დარეულია. მან ხმა 2016 წელს დონალდ ტრამპს მისცა, 2020 წელს ფული დემოკრატიულ პარტიას შესწირა, 2024 წელს კი მხარი დაუჭირა რესპუბლიკელ ნიკი ჰეილის იმაში, რომ პარტიული პრაიმერიზის დროს დონალდ ტრამპისთვის უპირატესობა არ მიეცათ. არადა, მის ავტომობილზე, რომელიც ჰავაიზე მდებარე სახლის ეზოში დგას, ახლაც შემორჩენილია წარწერა „ბაიდენი-ჰარისი“.

მოკლედ, რაიან რუთის პოლიტიკური სეხედულებები ძალიან გაურკვეველია, ხოლო მისი მოტივები ამ დრომდე უცხობი რჩება. ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი დუმილს ინარჩუნებს.

რამდენ ხანს იმყოფებოდა ჰავაელი ეჭვმიტანილი ფლორიდაზე?

რაიან რუთი რეგისტრირებულია როგორც ჰავაის კუნძულებზე მცხოვრები მოქალაქე, რომელიც ფლორიდასაგან შორს მდებარეობს. მისგან განსხვავებით, თომას კრუკსი, რომელმაც დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მიმდინარე მიტინგზე გამოსვლის დროს ესროლა, დანაშაულის ადგილიდან შედარებით ახლოს ცხოვრობდა. რაიან რუთის გადაადგილება, კაცმა რომ თქვას, საკმაო დროს მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, გაუგებარი რჩება, თუ რამდენ ხანს იმყოფებოდა იგი ფლორიდის შტატში, პალმ-ბიჩში, სანამ კალაშნიკოვის ავტომატით შეიარაღებული, გოლფის მოედანთან პოზიციას დაიკავებდა.

„ეფ-ბე-აი“-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ენდრიუ მაკეიბის თქმით, მოხდარი შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ჯავშანჟილეტი, ცეცხლსასროლი იარაღი და გადამღები აპარატურა იმას მოწმობს, რომ ეჭვმიტანილმა თავდასხმა მაღალ დონეზე დაგეგმა.

რატომ ვერ შენიშნა დაცვამ ეჭვმიტანილი დიდი ხნის განმავლობაში?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: თუ რაიან რუთი ბუჩქებში, ჩასაფრების ადგილზე, როგორც ამბობენ, 12 საათი იწვა, რატომ ვერ შენიშნეს საიდუმლო სამსახურის მუშაკებმა მისი ყოფნა გოლფის მინდორთან?

ოფიციალური პირების მტკიცებით, რაიან რუთმა სასროლი პოზიციები კვირა დილით დაიკავა, რაც მისი მობილური ტელეფონის კოორდინატებით იქნა გარკვეული. მაგრამ დაცვამ მისი ავტომატი, რომლის ლულა ბუჩქებიდან იყო გამოშვერილი, მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა ექს-პრეზიდენტმა გოლფის თამაში დაიწყო.

როგორც საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, იმის გამო, რომ გოლფის თამაში განრიგში მხოლოდ ბოლო წუთში შეიტანეს, პერიმეტრის დროული შემოწმება ვერ მოხერხდა.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ყველაფერი ხდება დონალდ ტრამპის მიმართ ივლისში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, როცა საიდუმლო სამსახურს დასკვნები უნდა გაეკეთებინა და შეცდომები გამოესწორებინა.

ალბათ, სამართლდამცველი ორგანოები შეეცდებიან ეჭვმიტანილის მოქმედების სრული სურათის აღდგენას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ გაარკვიეს, როგორ მოახერხა რაიან რუთმა გოლფის მოედანთან ასე ახლოს მისვლა.

რა იპოვეს ეჭვმიტანილის ავტომანქანაში მისი დაკავების დროს?

რაიან რუთი I-95 გზატკეცილზე დააკავეს, დაახლოებით 50 კილომეტრზე გოლფის სათამაშო მოედნიდან, იგი შავი ფერის „ნისანით“ გადაადგილდებოდა.

ბუნებრივია, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცველებს მისი ავტომანქანა უნდა გაეჩხრიკათ, თუმცა რაიმე მონაცემები ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. როგორც „სი-ენ-ენი“ იტყობინება, „ნისანის“ მფლობელი რაიან რუთის ქალიშვილია, თუმცა დოკუმენტების თანახმად, მისი ნომერი სხვა ავტომანქანას ეკუთვნის, რომელიც გატაცებულია.

სავარაუდოდ, ავტომანქანაში ჩხრეკისას, ალბათ, რუკას და სხვა სამხილებს იპოვიდნენ, რომლებიც ნათელს მოჰფენენ ამ ბურუსით მოცულ მკვლელობის მცდელობას.

წყარო