Home Blog Page 7

მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე – შსს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში ავტომობილის გადავარდნის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლადაა ამოყვანილი, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ კი სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.

„თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

მოემზადე ზაფხულისთვის – თიბისის საზაფხულო შეთავაზებები იწყება

თიბისიმ მომხმარებლებს ზაფხულისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა და 17-18 მაისიდან შესაძლებლობას აძლევს ზაფხულს მომზადებულები დახვდნენ.

17 და 18 მაისს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებს, შერჩეულ ობიექტებში სპეციალურად მათთვის შექმნილი კატეგორია- მოემზადე ზაფხულისთვის, დახვდებათ, სადაც ნებისმიერი სასურველი ნივთის შეძენისას, გადახდილი თანხის 30%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ.

ახალი თიბისი ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელები ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს, ხოლო ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მომხმარებლები 300 ლარს დაიბრუნებენ.

პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი, ტრადიციულად, მრავალფეროვანია და თიბისის მომხმარებლების სურვილებზე მორგებული.

პარტნიორი ობიექტები:

Roniko, Kenari, Optimist, Afflelou Paris, Sunglass Hut, Toreli, Giggles, MessyWeekend, Sani Optics, Regalia, Okkia, სათვალის გალერია, Samsonite, Etam, Triumph, Penti, Oysho, Parfois, Carpisa, Dressup.ge.

ზაფხულის შეთავაზების პირობებისა და დეტალების შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ახალი თიბისი ბარათი თიბისის უნიკალური პროდუქტია. სრულიად უფასოდ, რამდენიმე წამში, აიღეთ ბარათი მობაილბანკიდან ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში და იშოპინგეთ, სპეციალურად ზაფხულისთვის შექმნილ კატეგორიაში.

R

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +18 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმას ამინდს ელოდებიან, დღისით +10, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

მტკვარში გვიან ღამით გადავარდნილი მანქანისა და შიგნით მყოფი პირების სამძებრო სამუშაოები 7 საათზე მეტია გრძელდება

თბილისში, გუშინ საღამოს მტკვარში მანქანა გადავარდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილში 4 ადამიანი იყო.

„მანქანაში 4 ადამიანი იჯდა. შოკირებული ვარ, საშინელება იყო, ეგრევე ჩაიძირა“, – წერენ თვითმხილველები.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს.

“ერთი საღამოს ამოვიყვანეთ. დანარჩენის ძებნა-შველის ღონისძიება მიმდინარეობს”, – აცხადებენ ისინი.

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვერძებისთვის ჭეშმარიტების გაცნობიერების პერიოდი დგება. დღეს შეიძლება იმ ადამიანების ქცევის მოტივები გაიგოთ, რომლებიც თქვენ მიმართ გულგრილები არ არიან. დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ და კრიტიკაზე გამძაფრებული რეაქცია გაქვთ. არავის მისცეთ უფლება, რომ გული გატკინოთ. სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს.

კურო

თუ ოჯახში პრობლემები და უთანხმოებები გაქვთ, ახლა საუკეთესო დროა მათ მოსაგვარებლად. ვარსკვლავები ოჯახში ჰარმონიული გარემოს შექმნაში დაგეხმარებიან. ერთობლივი გასეირნება ან შოპინგი იდეალური გადაწყვეტილება იქნება, მით უმეტეს, რომ სასურველი ნივთის შეძენას შეძლებთ, რომელიც დიდხანს მოგემსახურებათ. გამოიჩინეთ მზრუნველობა ახლობლების მიმართ და მიეცით საშუალება, რომ თქვენზე იზრუნონ.

ტყუპები

ამ დღეს კოლეგებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, რადგან შეიძლება თქვენი სიტყვები თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. უმჯობესია, უსამართლო კრიტიკას ყურადღება არ მიაქციოთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და არც შურისძიების გეგმა შეადგინოთ. ეცადეთ, არაკეთილმოსურნე ადამიანებს მშვიდი ღიმილით უპასუხოთ. მათ დამარცხებას მხოლოდ ასე შეძლებთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, აქტიური პოზიცია დაიკავოთ და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა აიღოთ – ამ დღის შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ რაღაც საქმე დიდი ხნის წინ დაიწყეთ და დაივიწყეთ, ახლა მისი დასრულების დროა. შეეცადეთ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ცხოვრების მიმართ დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ.

ლომი

ამ დღეს ოპტიმიზმი თქვენი მთავარი იარაღი იქნება და ნებისმიერ ვითარებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ წვეულებაზე ან სრულიად უცნობ საზოგადოებაში, რადგან ყველგან სასურველი სტუმარი იქნებით. ნუ გერიდებათ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების – ეს მხოლოდ დაგეხმარებათ. ყურადღება არ მოადუნოთ, რათა სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს.

ქალწული

ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების მწვერვალზე ხართ. განსაკუთრებით თვალშისაცემია თქვენი ლიდერის უნარები და მზადყოფნა, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. გარშემომყოფები რჩევისთვის მოგმართავენ – ეცადეთ, დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. შესაძლოა, ამ დღეს დაიწყოს მეგობრობა, რომელიც დროთა განმავლობაში გაძლიერდება. გახსოვდეთ თქვენი პასუხისმგებლობა და ნუ გაუცრუებთ იმედს მათ, ვინც გენდობათ.

სასწორი

სამსახურში დილიდან პრობლემები და გაუგებრობები გელით. ეცადეთ, მოქმედებისთვის საჭირო დრო სწორად შეარჩიოთ და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ. საყვარელ ადამიანებს თქვენი სითბო და მზრუნველობა დაანახვეთ და პასუხისმგებლობას თავი არ აარიდოთ.

მორიელი

გირჩევთ, ეს დღე მთლიანად ოჯახს მიუძღვნათ. განსაკუთრებული ყურადღება შვილების აღზრდას დაუთმეთ – ამ დღეს ისინი თქვენს სიტყვებს განსაკუთრებულად შეიგრძნობენ. თუ ბოლო დროს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბათ, ეს დღე ნდობის აღსადგენად გამოიყენეთ. ფინანსური სიძნელეები ნუ შეგაშინებთ – მალე მდგომარეობა გაუმჯობესდება.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ადამიანებთან ურთიერთობაში გახსნილი და კეთილგანწყობილი იყოთ – ეს მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და განსხვავებული შეხედულებებისა და მიდგომების გამო კონფლიქტებს თავიდან აგაცილებთ. სხვის მიღწევებს ნუ დააკნინებთ და სხვის საქმეებში ნუ ჩაერევით, თუ დახმარება არ გთხოვეს. ეცადეთ, პროფესიული ზრდა განაგრძოთ და თანამოაზრეები მოიზიდოთ.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე მეტად ნერვულ სისტემას უნდა გაუფრთხილდეთ. გახსოვდეთ, რომ ბევრი დაავადება სწორედ გადაჭარბებული მგრძნობიარობისა და ნერვიულობის გამო იწყება. ეცადეთ, რომ სტრესისგან გათავისუფლდეთ და საკუთარი ცხოვრება უფრო ხალისიანი გახადოთ. ფიზიკური აქტივობა, თუნდაც უბრალო სეირნობა მოდუნებასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს წარმატებას თანდაყოლილი ოპტიმიზმი და ენერგიულობა მოგიტანთ. როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, დაუფიქრებლად არ იმოქმედოთ და მოსალოდნელი შედეგი წინასწარ გათვალეთ. გახსოვდეთ, რომ უმცირესი შეცდომა შეიძლება ფინანსური პრობლემებისა და ახლობლებთან დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

თევზები

ამ დღეს პროფესიული საქმიანობის სფეროში ბევრი ახალი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ. ამ პერიოდში მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორი ნაბიჯების შემთხვევაში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ფრთხილად – წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგახვიოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ქიმიკატებთან და მომწამვლელ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

ვინ იქნებიან საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

2027 წლის კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ესპანეთი, უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული და ხორვატია/დანია/ნორვეგიის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის მეორეადგილოსანი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასასვლელად საქართველოს ორი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოუწევს. პირველი ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გავა და მეწყვილე B ჯგუფის 3 საუკეთესოს დაუპირისპირდება. B ჯგუფში მოხვდნენ: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და ჩრდ.მაკედონია/უნგრეთი/რუმინეთის პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებული.

საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი გავა. სწორედ ეს გზა გაიარა საქართველოს ნაკრებმა 2021-2023 წლებში, როცა პირველად, ისტორიაში გავიდა მსოფლიოზე და იაპონიაში გამართული ტურნირის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის 3 სათამაშო ფანჯარა იქნება გამოყოფილი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება. მეორე ეტაპის თამაშები კი 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1092842509534888&set=a.628713469281130&type=3&ref=embed_post

აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს -ლევან მაჭავარიანი

იგრძნობა, რომ ჩვენ აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან, ქვეყნის ფართობი და მოცულობა არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს. სუვერენიტეტს განსაზღვრავს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ატარებს არჩეული ხელისუფლება, საქართველოს შემთხვევაში – “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე საუბრისას, „პოს ტვ“-ის ეთერში განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარისხი ისეთი არასდროს ყოფილა, როგორიც დღეს არის და მმართველი გუნდი უამრავი წნეხის და ზეწოლის მიუხედავად, არ აპირებს ეს პოლიტიკა შეცვალოს, ვინაიდან, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესი.

„რა პოლიტიკას ატარებს “ქართული ოცნება” მით უმეტეს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში – ის ღირებულებები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ, ქართველებმა მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან ჯერ კიდევ საუკუნეების წინ და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა – ეს არის ჩვენი მამული, ენა და სარწმუნოება, რომელსაც კბილებით ვიცავთ. სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხი, მსუბუქად რომ ვთქვათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი არასდროს ყოფილა და ჩვენ ეს ძალიან ძვირი გვიჯდება, ეს კომფორტი ნამდვილად არ არის, ვინაიდან, ამის გამო, ჩვენ ვუძლებთ უამრავ წნეხს, ზეწოლას, უამრავ უსამართლობას, მაგრამ მაინც, უკან ერთ ნაბიჯსაც არ ვდგამთ და მივიწევთ წინ, ვინაიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ჩვენი პატრიოტი მოსახლეობის ინტერესი. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამ პოლიტიკას ვატარებთ და არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, კიდევ რომ გაიზარდოს შანტაჟი, სანქციები და ა.შ. – ჩვენ ყოველთვის ამ პოლიტიკის გარანტორები ვიქნებით საქართველოში, ანუ, “ქართული ოცნება” არის მშვიდობის, სტაბილურობის და ჩვენი ღირებულებების შენარჩუნების მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერების მთავარი გარანტია “ქართული ოცნება” საქართველოში,“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ღია წერილი დროული იყო, ვინაიდან, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე ოთხი თვეა, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და ამ დროის მანძილზე, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.

მაჭავარიანის თქმით, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის დუმილი კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლების შეხედულებებს, განცხადებებს და პოლიტიკურ ნაბიჯებს მათი გზავნილები ემთხვევა.

„წერილი, რა თქმა უნდა, დროული იყო. ოთხი თვეა გასული, რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში და სამწუხაროდ, მათი მხრიდან საქართველოსთან მიმართებით განცხადება არ მოგვისმენია. მიუხედავად იმისა , რომ ის გზავნილები, პოლიტიკური ნაბიჯები, შეხედულებები, ის სიფრთხილით გაჟღერებული ფრაზები, რაც ჩვენი მხრიდან კეთდებოდა, აბსოლუტურად თანხვედრაშია აშშ-ის ადმინისტრაციასთან. ღირებულებითი ნაწილიც, ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებით როგორი ღია ბრძოლა გამოვაცხადეთ, ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონი მივიღეთ, პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ხმამაღლა დავიწყეთ USAID-ის და NED-ის კრიმინალურ საქმიანობაზე საუბარი; უკრაინის ომთან მიმართებით სრული თანხვედრაა ჩვენსა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის, თუ რა იყო ერთ-ერთი გამომწვევი ამ პროქსი ომის და რომ გამოიყენეს უკრაინა. მინდა მოვიშველიო მარკო რუბიოს სიტყვები, როდესაც ეს ადმინისტრაცია მოვიდა ხელისუფლებაში – ჩვენთვის, ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობა ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც წინა პლანზე აქვთ წამოწეული თავიანთი ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტიო – ანუ, რაც ჩამოვთვალე, სრულ თანხვედრაში ვართ ყველა პუნქტში.

ჩვენ, ჩვენმა ლიდერებმა, პრემიერ-მინისტრმა, საჯაროდ, სხვადასხვა პლატფორმაზე ძალიან ბევრჯერ გამოვხატეთ დიდი სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს აშშ-თან ნამდვილი მეგობრობა, რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და არა ის, რომელიც უბრალოდ ფარატინა ფურცელზე იყო. [გვსურს] ისეთი ტიპის პარტნიორობა, როგორიც მაგალითად, ჩინეთთან გავაფორმეთ – გაფორმდა პარტნიორობა და ჩაინიშნა პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. ჩვენ აშშ-ს ძალიან ღიად ვთავაზობთ, რომ შეგვიძლია კონკრეტული გზამკვლევიც კი დავაწესოთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, აეწყოს რეალური პარტნიორობა. საქართველო ნებისმიერი ქვეყნისთვის სასურველი პარტნიორია – არ აქვს მნიშვნელობა ეს დიდი ქვეყანაა თუ პატარა ქვეყანა. ჩვენ არასდროს არავისთვის გვიღალატია, არასდროს ვღალატობთ ჩვენს პრინციპებს და ყოველთვის განსაკუთრებულად ვუდგავართ გვერდში ჩვენს მეგობრებს და ვართ სერიოზული დასაყრდენი ნებისმიერი გაერთიანების თუ კონკრეტული ქვეყნისთვის. იმავე აშშ-ის მაგალითზე რომ ვთქვათ, ავღანეთის და ერაყის მისიებში, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტინგენტით ვიყავით წარმოდგენილები და ათასობით მებრძოლს როცა ვაგზავნიდით, ლატვია-ლიეტუვა-ესტონეთს, დღეს რომ ძალიან ხმაურიანად საუბრობენ, 50-კაციანი შემადგენლობები ჰყავდათ გაგზავნილი. ნატო-ს ქვეყნებს შორისაც მე-4 ადგილს ვიკავებდით და ამით კიდევ ერთხელ დამტკიცებული გვაქვს, რამდენად სერიოზული და სანდო პარტნიორები ვართ. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც არის დუმილი, ეს გასაკვირია და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ.“ –  განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ევროსაბჭოს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა ქვეყანაში -მაკა ბოჭორიშვილი

ევროსაბჭოს მინისტერიალის პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს დღის წესრიგში დგას. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროსაბჭოს მინისტერიალი არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მონაწილეობს მასში.

„ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც საქართველოს დღის წესრიგში დგას. ის გამოწვევები, რომლებიც აქვს ქვეყანას ერთი – უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორე, რაც სტაბილურობის თვალსაზრისით უქმნის ქვეყანას საფრთხეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით და გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ დემოკრატიის სახელით არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების ხელის შეშლა ქვეყანაში და არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესების უგულებელყოფა, ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას დღის წესრიგში და ამ შემთხვევაშიც, მინისტერიალის დოკუმენტებშიც ასახული იქნება.

„ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ოკუპაციის შედეგებზე, ადამიანის უფლებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში, ვგულისხმობთ საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენებას, საერთაშირისო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, რათა ყურადღება გავამახვილოთ სწორედ ამ პრობლემაზე. რა თქმა უნდა, ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში და ჩვენ ამას განსაკუთრებით ვიყენებთ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ გამოწვევევებზე ყურადღების გასამახვილებლად. ამ შემთხვევაშიც, მინისტერიალის დოკუმენტებშიც ასახული იქნება ეს საკითხი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

13-14 მაისს ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესია გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ქსავიე ბეტელის მიწვევით, რომელიც მიეძღვნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივას „დემოკრატიის ახალი პაქტი ევროპისთვის”.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სირიის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ტრამპის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, მოჰამენ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრების შემდეგ მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნა “მათ [სირიას] სიდიადისთვის შანსს მისცემს”.

“სირია – მათ ბევრი წლის განმავლობაში ჰქონდათ აბსურდის, ომის, მკვლელობების საკუთარი წილი. სწორედ ამიტომ ჩემმა ადმინისტრაციამ პირველად ათწლეულზე მეტის განმავლობაში უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები შეერთებულ შტატებსა და სირიას შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენისკენ,” – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე დაამატა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო “მოგვიანებით ამ კვირას” თურქეთში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

“სანქციები სასტიკი და დამაზიანებელი იყო, და ამისად მიუხედავად, თავის დროზე, მნიშვნელოვან – ნამდვილად მნიშვნელოვან – ფუნქციას ემსახურებოდა. მაგრამ ახლა მათი დროა გაიბრწყინონ. ასე რომ, მე ვამბობ ‘წარმატებები, სირია’. რამე ნამდვილად განსაკუთრებული გვაჩვენეთ”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა იმედ გამოთქვა, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა “იმედია წარმატებას მიაღწევს მშვიდობის შენარჩუნებისთვის ქვეყნის სტაბილიზაციაში”.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით -მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„საქართველოსთვის აშშ-თან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მოველით გარკვეულ გზავნილებს აშშ-ის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვაზე და სამართლიან დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში. საქართველომ წლების განმავლობაში არაერთხელ აჩვენა, რომ ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ თუ როგორია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ „არ აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, საქართველოში კი აფინანსებს ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას -პაპუაშვილი

გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“. საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე.

„გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“, „ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში“, „ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება“. საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება. ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, გერმანიაში მემარჯვენე-ექსტრემისტული დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს, დაკავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი პეტერ ფიტცეკი.

ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დამოკიდებულია იმაზე, ჩავა თუ არა პუტინი – CNN

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტამბოლში მოლაპარაკებებზე დასწრება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, დაესწრება თუ არა ვლადიმირ პუტინი შეხვედრას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახლა ყველაფერი ძალიან დინამიურია. ბევრმა არაფერი იცის იმის შესახებ, როგორი იქნება ხუთშაბათი“, – აღნიშნა წყარომ.

წყაროს თქმით, ტრამპის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესაძლებლობა დიდ ზეწოლას ახდენს პუტინზე.

აღინიშნება, რომ მიუხედავად იმისა, ტრამპი ჩავა თუ არა სტამბოლში, მისი სპეციალური წარმომადგენლები კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი გეგმავენ, დაესწრონ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს დამკვირვებლების სტატუსით.