Home Blog Page 7

რობერტ სტურუა – 87

⭕ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა იუბილარია. რეჟისორს 87 წელი შეუსრულდა.

რობერტ სტურუა დაიბადა 1938 წლის 31 ივლისს. რეჟისორის მამა, რობერტ ივანის ძე სტურუა ცნობილი მხატვარი, რომლის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. დედა – ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე.

⭕ რობერტ სტურუამ 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). რუსთაველის თეატრში 1963 წელს მოვიდა. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, ხოლო 1980-2011 წლებში მისი სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. დღეს იგი თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. რეჟისორი ძალიან კარგად ხატავს, უკრავს ჯაზს, წერს პიესებს.

⭕ პირველი წარმატება რეჟისორს არტურ მილერის „სეილემის პროცესის” დადგმამ მოუტანა (1965 წ). მოგვიანებით სტურუამ თქვა კიდეც: „ამ წარმოდგენით, ჩემთვის შეუმჩნევლად, კონცეპტუალურ რეჟისურამდე მივედი”. თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში — დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც თემურ ჩხეიძესთან ერთად დადგა. დიდი წარმატება მოჰყვა აგრეთვე სპექტაკლს „ხანუმა“.

⭕ 70-80-იან წლებში იქმნება სტურუას ყველაზე ცნობილი სპექტაკლები: პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე”, რომელმაც ყველა უკვე „სტურუას თეატრის” განსაკუთრებულ მოდელზე აალაპარაკა; ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე” – სპექტაკლი-დღესასწაული, რომელმაც მსოფლიო შემოიარა, შევიდა საერთაშორისო კრებულში „XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლები” და დღესაც ცოცხალ ლეგენდად რჩება.

⭕ რობერტ სტურუა ცნობილია, როგორც შექსპირის თეატრის „პარადოქსული ინტერპრეტატორი”. 37 პიესიდან 17 უკვე დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში. ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში’’ დადგმული „ჰამლეტი” (1986) მთავარ როლში ალან რიკმანით შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის მანძილზე შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა. თბილისური „ჰამლეტის” ორივე ვერსია (2001, 2006), სტურუას თქმით, „დრომ მოიტანა”, ისევე, როგორც მკაცრი და დინამიური „მაკბეტი” (1995), ან „როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე” (2002) თავისი განსაცვიფრებელი რიტმითა და პირობითობით.

⭕1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი ქალისთვის“ (1980), მიხეილ შატროვის „ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980). 90-იანი წლების სპექტაკლებში კი აქცენტები უკვე ადამიანსა და მის სულიერ სამყაროზეა გადატანილი, ასეთებია: კალდერონის “ცხოვრება სიზმარია” (1992), ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამინი” (1993), „იაკობის სახარება” (1995).

⭕ 1997 წელს ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა ახალგაზრდა თაობაში. 1998 წელს მოსკოვის თეატრ „სატირიკონში“ დაიდგა სტურუას „ჰამლეტი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა კონსტანტინ რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში ET CETERA იდგმება „შეილოკი“ (შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ მიხედვით).

⭕ 21-ე საუკუნეში შექმნილ სპექტაკლებში რობერტ სტურუას დიალოგი მაყურებელთან უფრო ფილოსოფიური გახდა. რეჟისორი თითქოს მეტს ფიქრობს მარადისობაზე, ეძებს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებულ ზღვარს. ასეთია გია ყანჩელის მუსიკაზე შექმნილი პლასტიკური სპექტაკლი-ფანტაზია „სტიქსი” (2002), „ჰამლეტის” ორივე თბილისური ვერსია (2001, 2006), ბეკეტის „გოდოს მოლოდინში” (2002).

⭕ რობერს სტურუას მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია:

პრემიები:

სსრკ სახელმწიფო პრემია (1979)
რუსეთის ფედერაციის სახელწიფო პრემია (2000)
საქართველოს სახელმწიფო პრემია (1996)
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია (1976)
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981)
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია (1997)
ალ. ყაზბეგის სახელობის პრემია (1999)
ჩაპლინ-კლუბის პრემია (1998)
საქართველოს ღირსების ორდენი (1998)

საერთაშორისო პრემიები:

ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია (1975)
ინგლისური კრიტიკის პრემია (1980)
იტალიური კრიტიკის პრემია (1981)
არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია (1988)
რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრემია- “პრეზიდენტის ოქროს მედალი” (1998)
“თოლია”, ყველაზე ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის (მოსკოვი, 1998)
ფესტივალ “ბალტიური სახლის” მთავარი პრემია (1998)

“ჯორჯიან თაიმსი”  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას 87 წლის იუბიულეს ულოცავს! ლეგენდარულ რეჟისორს, ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებთ.

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან — პედიატრის რჩევები

როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისგან — პედიატრი ლალი ჯანაშია, სოციალურ ქსელში რჩევებს გვიზიარებს:

⭕ “მოგესალმებით და მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის პრევენციის და გართულებების თავიდან აცილების მიზნით!

‼️გარდაუვალი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავეთ 11 საათიდან 19 საათამდე გარეთ ყოფნისგან!

‼️არ დაუშვათ პატარების დახურულ სივრცეში დატოვება, განსაკუთრებით ავტომობილში, რომელშიც ტემპერატურა სწრაფად აღწევს 17-დან 49° C მდე!

‼️ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ 1 წლის ასაკამდე ბავშვების შემთხვევაში, რომელთა თერმორეგულაციის ცენტრი უმწიფარია და პირდაპირ დამოკიდებულებაშია სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურასთან! ხშირად გადაავლეთ გრილი დუში, რადგან ოფლის ჭარბ გამოყოფას ახლავს კანის პასუხი ე.წ. ნაოფლის გამონაყარის სახით, რომელსაც ქავილი და დისკომფორტი ახლავს!

‼️ჩააცვით ბავშვებს გრილი, ფართო და თხელი სამოსი, დამზადებული ნატურალური მასალისგან! მიეცით დიდი რაოდენობით სითხეები, ელექტროლიტებით მდიდარი მზა და მარტივად მოსამზადებელი ხსნარები!
‼️შეძლებისდაგვარად უზრუნველყავით მოხუცების და ბავშვების ადგილსამყოფელი სავენტილაციო საშუალებებით!
‼️გარეთ არ უნდა იყონ:

1.მცირე ასაკის და ხანდაზმული
ადამიანები!

2.გულსისხლძარღვთა სისტემის,
ფილტვის უკმარისობის მქონე და
ასევე ჭარბწონიანი ადამიანები!

‼️ყველაზე მძიმე გართულებები:

1.გადახურებით გამოწვეული
კუნთების სპაზმი(კრუნჩხვა)!

2.სითბური გამოფიტვა!

3.სითბური გადახურება(ყველაზე
მძიმე გართულება)

‼️არ შეიძინოთ ბურღულეული და მალფუჭებადი პროდუქქტები ღია სივრცეებში, რომელშიც არ არის კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა!

‼️მაცივარში ულუფებად დაფასოებული პროდუქტები შეინახეთ! დაუშვებელია გაყინული პროდუქტის გალღობის შემდეგ დარჩენილი ხორცპროდუქტების საყინულეში ჩაბრუნება!

‼️ თუ თქვენი ოჯახის წევრი დიდხანს დარჩა მაღალ ტემპერატურაზე და აღენიშნება ძლიერი სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, წნევის დაბალი ციფრები, ან ცხელება, რომელსაც არ ახლავს კატარალური მოვლენები, გადაიყვანეთ გადაუდებელი დახმარების დაწესებულებაში.

სიფრთხილისკენ მოწოდებასთან ერთად ჯანმრთელობას გისურვებთ!❤️

‼️P.S. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გამომრჩა, ან კითხვები გაგიჩნდათ, ჩაშალეთ კომენტარების ველში, ან მომწერეთ პირადი შეტყობინების სახით! ❤️- წერს სოციალურ ქსელში პედიატრი ლალი ჯანაშია.

https://www.facebook.com/lali.janashia.9/posts/pfbid03TMtradtPPbN5ai8sCFgXGKTXUgWKrJYLVWJLVqvRGWEmTHzzVwooxMSrjVCicSPl

ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1998 წელს დაბადებული ბ.ი. და 1995 წელს დაბადებული ქ.ი. ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბ.ი.-მ ძმის, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული ქ.ი.-ს დახმარებით 2006 წელს დაბადებულ გოგონას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

სამართალდამცველებმა მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადინეს, ხოლო ბ.ი. და ქ.ი. ბრალდებულების სახით დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სრულად განთავსდა

„ნიკორა ტრეიდმა“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-2 და ბოლო ტრანშის სახით, 60 მილიონი ლარის არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR3M + 3.50%-ით, ხოლო ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერაციების ეფექტიანობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ობლიგაციებზე ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რაც ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის მორიგი დადასტურებაა.

დღეს “ნიკორა ტრეიდმა” ობლიგაციების ₾120-მილიონიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა. თიბისი კაპიტალსა და “ნიკორა ჯგუფს” მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ – დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კომპანიის მთავარი პარტნიორები ვართ და ერთად ვავითარებთ ფასიანი ქაღალდების ბაზარს. ჯგუფი სავალო კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა: 2016 წლიდან ეს უკვე მე-8 წარმატებული ტრანზაქციაა, საიდანაც 7 სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. თიბისი კაპიტალისთვის წელს ეს მე-7 ტრანზაქციაა ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე: წლის დასაწყისიდან მონაწილეობა მივიღეთ 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციების გამოშვებაში, შედეგად, თიბისი კაპიტალი ბაზრის ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს და 2025 წლის მდგომარეობით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის 68%-იან წილს ფლობს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განხორციელდა თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით. ეს ჩვენს ისტორიაში რიგით მერვე და მოცულობით ყველაზე მსხვილი ემისიაა, არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ბოლო პერიოდში საქართველოს კაპიტალის ბაზარზეც, რაც ინვესტორების მაღალი ნდობის ნათელი მაგალითია. მოზიდული ფინანსური რესურსი თბილისში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას მოხმარდება — პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. 10 ჰექტარ ფართობზე განთავსდება 42,000 კვ.მ. თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურა, სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე  ტექნიკითა და ციფრული მართვის სისტემით. ახალი ლოგისტიკური ცენტრი არსებითად გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვს, რაც პოზიტიურად აისახება როგორც კომპანიის ოპერაციებზე, ისე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებზე“, – თემურ ალექსანდრია, ნიკორა ტრეიდის აღმასრულებელი დირექტორი.

„ნიკორა ტრეიდი“ ნიკორა ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე „ნიკორა სუპერმარკეტისა” და „ლიბრეს“ ბრენდებით ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 700-მდე ფილიალს მართავს. კომპანია უკვე 25 წელია, რაც საცალო-სასურსათო ვაჭრობის ბაზარზე მუშაობს და ამ დარგში ლიდერი ქართული კომპანიაა.

(R)

ხელისუფლება ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებაში, ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ -“ლელო”

პოლიტიკური პარტია „ლელო“ ანაკლიის პორტის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს, არასწორია. რადგან, როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს იყო არა ჯაფარიძისა და ხაზარაძის, არამედ ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ხელისუფლება ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებაში.

ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით ექვსი წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას.

დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს“,- აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათივე ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი 2 აგვისტოს, ვალდო ვეზერსის დაუვიწყარი კონცერტით დაიხურება. სცენის რაინდად წოდებული მუსკალური მოგზაური საქართველოში თავის ევროპულ ბენდთან ერთად ჩამოდის და ეს კონცერტი იქნება ამერიკული და ევროპული ბლუზის საუცხოო სიმბიოზი;  ასევე, შეასრულებენ  ჯეიმს ბრაუნის ცნობილ ჰიტებს.

სერ ვალდო ვეზერსი – ბლუზის შემსრულებელი და საქსოფონისტი. თავისი უნიკალურობით მან მთელი ევროპა დაიპყრო. ის გამორჩეულია, როგორც პირველი შავკანიანი ქანთრი საქსოფონისტი, რომელიც მუსიკით არღვევს კულტურულ და რასობრივ საზღვრებს.

ვალდო ვეზერსი – ეს მხოლოდ მუსიკოსის სახელი არ არის – ესაა მთლიანი ეპოქის ხმა. არტისტი, რომელმაც ჯეიმს ბრაუნის ფანკის იმპერიაში 15 წელი გაატარა.

2008 წელს, ვეზერსს გერმანიაში მაინბრექსენის სასახლის რაინდის წოდება მიენიჭა.

ასეთ არაჩვეულებრივ ნოტაზე დასრულდება წელს ლაგოდეხის მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით ტარდება და უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ფესტივალმა მსმენელს არაერთი დაუვიწყარი ემოცია აჩუქა – საოცარი მუსიკოსები, ბლუზი ლაგოდეხის უნიკალურ გარემოში და გრძნობა, რომ მუსიკა და თავისუფლება მართლაც აქ და ახლაა.

ფესტივალის დასკვნითი კონცერტის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

ფესტივალი მომდევნო ზაფხულამდე გვემშვიდობება.

მომავალ, უკვე მეათე შეხვედრამდე.

(R)

კობა კობალაძე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ესტუმრნენ და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯინჭარაძესთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრთან, ბექა ღვაჩლიანთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ესტუმრა, რომელიც, უკვე, მოხალისეთა მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს.

სტუმრებს, ა(ა) იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა ადგილზე გააცნო მოხალისეთა მომზადების პროგრამის მიმდინარეობა, ცენტრის ინფრასტრუქტურა და პროექტის მონაწილე მოზარდები, რომელთა შორის არიან ქუთაისის აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის მე-6 საჯარო სკოლისა და თბილისის ვლადიმერ ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მოზარდებმა სტუმრებთან ერთად ისადილეს, ხოლო შემდეგ, მცირე კონცერტი გამართეს და წარმოადგინეს მათ მიერ დადგმული კომპოზიცია -„აფხაზეთი საქართველოა“.

კობა კობალაძემ და გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნეს, რომ ასეთი პროექტები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის, მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებისა და მოტივირებული, შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მომავალი თაობის აღზრდისთვის უმნიშვნელოვანესია. მათ მოხალისეებსა და ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

ინფორმაციისთვის, მოხალისეთა ორგანიზაცია – ა(ა)იპ „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და „საქართველოს გენერალთა კლუბმა“ 2023 წლის აპრილში დააფუძნეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ტოტალური თავდაცვის პრინციპის მხარდაჭერის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით; დაარსებიდან დღემდე, გომბორის მოსამზადებელ ცენტრში, 2000-მდე სხვადასხვა ასაკის მოხალისე გადამზადდა.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს -იუსტიციის სამინისტრო

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი – ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.

„ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სამართლებრივი არგუმენტაცია და დაადგინა, რომ პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია საჭირო სახსრები; პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო მხოლოდ ინვესტორი; მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა იყო კანონიერი: ინვესტორს მრავალჯერ გადაუვადდა მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადები. დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ სახელმწიფო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში განუხრელად უჭერდა მხარს ანაკლიის პროექტის განხორციელებას; მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა; „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ინვესტორების (მათ შორის, ამერიკული საინვესტიციო ფონდის) მოზიდვაში სახელმწიფოს ხელი არ შეუშლია“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან პარიზის არბიტრაჟში წააგო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ.

პარიზის არბიტრაჟმაც სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები და პირიქით, მათ დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ გაუსაჩივრებიათ, მათ დაკისრებული თანხაც გადაიხადეს, რითაც ფაქტობრივად აღიარეს, რომ ანაკლიის პორტი მათი ბრალეულობით ვერ განხორციელდა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

31 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იწვიმებს, თუმცა კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება 

31 ივლისს, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, თუმცა ზოგიერთ ქალაქში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და წვიმა.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +30 – წვიმა

სოხუმი +31 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +31 – წვიმა

მესტია +28 – უმეტესად მზიანი

ფოთი +30 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +29 – წვიმა

ოზურგეთი +31 – წვიმა

ქუთაისი +34 – უმეტესად ღრუბლიანი

ამბროლაური +34 – უმეტესად მზიანი

ახალციხე +34 – წვიმა

ბორჯომი +29 – უმეტესად ღრუბლიანი

ბაკურიანი +27 – წვიმა

გორი +37 – უმეტესად მზიანი

ცხინვალი +33 – მზიანი

სტეფანწმინდა +27 – უმეტესად მზიანი

გუდაური +22 – უმეტესად მზიანი

თელავი +35 – მზიანი

რუსთავი +39 – მზიანი

თბილისი +37 – მზიანი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დიდი ხნის გადაუჭრელი საკითხები, შესაძლოა, სწორედ დღეს მოაგვაროთ, მთავარია, საქმეების მსვლელობისას, გამორიცხოთ ყველა მოსალოდნელი არასასურველი ფაქტორი, რომელიც წარმატებაში შეგიშლით ხელს.

კურო

მცირე საჩუქარიც კი დიდ აღტაცებას გამოიწვევს თქვენში და პოზიტიური მუხტით აგავსებთ, ყველა საქმე წარმატებული და პერსპექტიული იქნება, გზა ხსნილია თქვენი შესაძლებლობებისთვის.

ტყუპები

შესაძლოა, თქვენს გეგმებში კორექტივების შეტანა გახდეს საჭირო, ფინანსურ საკითხებში გაუგებრობების გამო, მნიშვნელოვანი საქმეები, სჯობს, უკეთეს პერიოდამდე გადადოთ.

კირჩხიბი

დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ უსიამოვნო საუბრებთან გასამკლავებლად, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი დალაგდება. მალე, გაიგებთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა სტრატეგიით მოქმედებს.

ლომი

ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს, დღეს, სასიკეთო იქნება ფიზიკური აქტივობა, მხოლოდ ასე შეძლებთ შინაგან მღელვარებას გაუმკლავდეთ და შეცდომებს აარიდოთ თავი.

ქალწული

გარემოებებმა, შესაძლოა, ცხოვრებაზე დაგაფიქროთ. სწორედ ახლა გაუჩნდება ყველას სურვილი, მყუდროება დაგირღვიოთ, ამიტომ, ეცადეთ, გათიშოთ საკომუნიკაციო საშუალებები და საკუთარ თავთან განმარტოვდეთ.

,ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის”- ვიქტორ ორბანი

ეს არ არის ომი უკრაინასა და რუსეთს შორის, ეს არის ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვიდრე აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი შეხვედრა არ გაიმართება, ცეცხლის შეწყვეტის შანსი არ არსებობს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ზელენსკი უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია.

„მე ყოველთვის ვცდილობ, სათანადოდ მოვიქცე, რაც აუცილებელია, თუ კარგი ურთიერთობები გვსურს. ამიტომ, მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ მჯერა, რომ მან შეცდომები დაუშვა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ერთი წლის წინანდელი შეთავაზების უარყოფა მშვიდობის დამყარების თაობაზე, რადგან რაც უფრო მეტი დრო დასჭირდება ამას, მით უფრო მაღალი ფასი დაჯდება. შემდეგ მან დამარწმუნა, რომ ამ ომში დრო მისი ქვეყნის მხარეს იყო. მან უარყო ჩემი ინტერპრეტაცია, რომ დრო რუსეთის მხარეს იყო, მაგრამ ჩვენ დღეს აქ ვართ. პრეზიდენტ ზელენსკის მდგომარეობა ადვილი არ არის. ძალიან რთულია ერის გაერთიანება, რომელიც უიმედო ომშია“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

,,დროა, მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება შევწყვიტოთ”- მაია ბითაძე

დროა, მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება შევწყვიტოთ, ყველაფერი კომიკური გახდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სააკაშვილი ის ადამიანია, რომელიც ცოტა ხნის წინ დემენციით იყო დაავადებული.

„არასერიოზულია, რომ სერიოზულად განვიხილოთ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები. ადამიანის, რომელიც, როგორც გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ დემენციით იყო დაავადებული. ვფიქრობ დროა, საერთოდ შევწყვიტოთ კომენტარების გაკეთება მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე. ყველაფერი კომიკური გახდა“, – აღნიშნავს ბითაძე.