Home Blog Page 693

გამოფენის ტური და სიმპოზიუმი – An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით .

გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურს და სიმპოზიუმს: 

კურატორის სტეფან გრუბერის ტური

5 ოქტომბერი,  შაბათი | 14:00 – 16:00 სთ.

სიმპოზიუმი: Commoning Tbilisi

5 ოქტომბერი | 16:30 – 19:00 სთ.

მრგვალი მაგიდის დისკუსია საერთო და არაფორმალური განათლების შესახებ

სახელმწიფო და საბაზრო ინსტიტუტების შესუსტებასთან ერთად, მთელ მსოფლიოში საზოგადოებები სულ უფრო მეტად იღებენ კონტროლს საკუთარ მომავალზე, კოლექტიური გამოწვევების გადასაჭრელად ცოდნის, უნარებისა და რესურსების გაზიარების ალტერნატიულ გზებს ავითარებენ. როგორ შეიძლება საერთო პრაქტიკამ ხელი შეუწყოს არაფორმალურ სასწავლო გარემოს, სადაც ცოდნის ერთობლივი წარმოება, გაზიარება და გავრცელება ხდება ფორმალური ინსტიტუტების გარეთ? როგორ შეიძლება ურთიერთსწავლისა და სწავლის სივრცე გახდეს ცვლილების კატალიზატორი, რაც ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და მდგრად თემებს? სამი ადგილობრივი ინიციატივის მოსმენით, ჩვენ გავეცნობით საერთო და არაფორმალურ განათლებას კავშირებს ხელოვნებაში, ეკოლოგიასა და ტექნოლოგიაში.

მოწვეული მომხსენებლები:

  – ვატო წერეთელი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი (CCA)

  – დათა ცინცაძე, პროექტი ნაპირზე, რუსთავი

  – ლევან ასათიანი, ქუჩის სკოლა, თბილისი

მრგვალი მაგიდის დისკუსია საერთოობის კონცეფციასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე

კულტურული მემკვიდრეობა გადამწყვეტია საზოგადოების იდენტობის ჩამოყალიბებაში. ის ეხმარება ადამიანებს წარსულთან დაკავშირებასა და  კუთვნილების გრძნობის გაძლიერებაში. დღეს ისტორიული შენობები და უბნები უბრალო სურათებად დაყვანის რისკის წინაშე დგანან, რაც საერთო ინტერესებისა და კოლექტიური პრაქტიკის დაკარგვას ასახავს. როგორ შეუძლია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვამ ხელი შეუწყოს ადგილისა და კოლექტიური საკუთრების ახალი ფორმების შექმნას? ამ დისკუსიაში წარვადგენთ თბილისის სამეზობლოს განახლების ორ ინიციატივას და გავაანალიზებთ, თუ როგორ შეიძლება მატერიალურმა და არამატერიალურმა კულტურულმა მემკვიდრეობამ გავლენა იქონიოს ჩვენი ქალაქების სოციალურ რეგენერაციაზე.

მოწვეული მომხსენებლები:

– ნიკა გაბისკირია, პროექტი კიბე

– ლია ბოკუჩავა, ICOMOS, ბეთლემის სამეზობლო 

მოდერატორები: სტეფან გრუბერი და თინათინ გურგენიძე.

R

„ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესი, რომელიც დაგვიანებულიც კია, აუცილებელია პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებისთვის – მიხეილ ყაველაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება იქნება სასამართლოს პრეროგატივა იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რაც ხელთა გვაქვს და რაც საზოგადოებამ იცის“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქართველ ხალხს არ ემსახურება და გარე დაკვეთებს ასრულებს, რაც წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს.

„ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცესი, რომელიც დაგვიანებულიც კია, აუცილებელია პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებისთვის. როცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, ან მათ ანასხლეტებს ვუსმენთ, (მაგალითად, გიორგი ვაშაძეს), ვხედავთ, რომ აბსოლუტურად სხვა სამყაროში არიან. გიორგი ვაშაძე არის იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც 2-3%-ს არასდროს ასცილებია, წინა არჩევნებზე კი მას, საერთოდ, უცხოელმა მოუგო. ვაშაძე კი მაინც ასეთი რიხით ლაპარაკობს ახლა. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და აფასებს. ასე ყველაფრის თქმა შეიძლება – ლაპარაკით ოქროს კოშკები შეიძლება დაიდგას, მაგრამ რეალობასთან ახლოს ხომ უნდა იყოს? წინა არჩევნებზე რომ ასეთი დაბალი შედეგი გქონდა, რა გააკეთე ამისთანა ოთხ წელიწადში, საკუთარ თავს ახლა რომ მოგებას უწინასწარმეტყველებ? ეს, სულ ცოტა, ღიმილის მომგვრელია. მაგრამ, ვიცით ეს ადამიანები ვის ემსახურებიან – ისინი ქართველ ხალხს არ ემსახურებიან, გარე დაკვეთებს უსმენენ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 ოქტომბერს ქუთაისში +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც იწვიმებს. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +15, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ისრაელმა ბეირუთის ცენტრალურ ნაწილს დაარტყა, დაიღუპა ექვსი ადამიანი

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრალური ნაწილი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა, – ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელმა განაცხადა, რომ მან ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელა ბეირუთზე. Reuters-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ მასიური აფეთქების ხმა გაიგონეს. უსაფრთხოების სამსახურის წყარომ კი სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ბეირუთის ცენტრში, პარლამენტთან ახლოს მდებარე შენობა იყო.

სამი რაკეტით დაარტყეს ასევე ბეირუთის სამხრეთ ნაწილს, დაჰიეს გარეუბანს, სადაც ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.

ლიბანის მთავრობის სტატისტიკის თანახმად, ლიბანში 1 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9 000-ზე მეტი დაიჭრა საზღვრისპირა ბრძოლების დაწყების შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, აქედან უმეტესობა ბოლო ორ კვირაში დაფიქსირდა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქათმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმების გამო, დაახლოებით 1.2 მილიონი ლიბანელი იძულებით გადაადგილდა.

ჯო ბაიდენი ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას არ ემხრობა – CNN

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ემხრობა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ჟურნალისტის კითხვაზე – მოსალოდნელია, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელოს, ჯო ბაიდენმა უპასუხა: „არა“.

ბაიდენის თქმით, აშშ განიხილავს ისრაელთან, როგორ უნდა უპასუხონ ირანის სარაკეტო თავდასხმას.

ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის ესაუბრა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და შეთანხმდნენ, რომ ისრაელმა ირანის თავდასხმას პროპორციულად უნდა უპასუხოს.

„ირანმა ძალიან გადაუხვია მიმართულებას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, მანამდე გამოცემა „აქსიოსი“ ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელი ირანზე საპასუხო თავდასხმას გეგმავდა, რომლის სამიზნე შესაძლოა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ბირთვული ობიექტები გამხდარიყო.

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ♈

გაგიძლიერდებათ ინტუიცია. საქმეებში ბრძოლას ადვილად მოიგებთ და მიიღებთ მოგებას. ეცადეთ ხელმომჭირნედ ხარჯოთ ფული. არახელსაყრელი დროა ახალი საქმეების დასაწყებად და კაპიტალდაბანდებებისთვის. ამ პერიოდში დაწყებული რომანი ხანგრძლივი არ იქნება.

კურო ♉

კარგი დროა სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. მოგზაურობისას, შესაძლოა ამაღელვებელი სასიყვარულო რომანი წამოიწყოთ. კარგი პერიოდია ახალი ხალხის გასაცნობად, საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად.

ტყუპები ♊

ბევრ დროს წაგართმევთ სამუშაო. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ პირად სასიყვარულო ურთიერთობებში, რადგან დანაკარგის დაბრუნების შანსი მცირეა. სჯობს გადადოთ მოგზაურობა, რათა არ შეგექმნათ პრობლემები.

კირჩხიბი ♋

სასიყვარულო ურთიერთობებში ნუ იეჭვიანებთ და გაითვალისწინეთ პარტნიორის სურვილები. ფსიქოსომატური ბალანსის დაქვეითება ხშირ გაღიზიანებას გამოიწვევს, რაც გაზრდის გარშემომყოფებთან უსიამოვნებების რაოდენობას.

ლომი ♌

მოუსმინეთ ინტუიციას და ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით ახლობლებთან, ეცადეთ შეინარჩუნოთ ჰარმონია ოჯახსა და სასიყვარულო ურთიერთობებში. კარგი დროა მოგზაურობისათვის, ახალი კავშირების დამყარებისთვის.

ქალწული ♍

მოსალოდნელია ბევრი საქმიანი გადაადგილებები, მოგზაურობები და ურთიერთობები. ერიდეთ ინტრიგებს, ფარულ საქმეებს, რისკს. ორაზროვან სიტუაციებში მეტი წინდახედულობა გმართებთ.

სასწორი ♎

დასახეთ რეალური გეგმები და ეცადეთ დროულად იმოქმედოთ. მოიმატებს გადაადგილებებისა და კონტაქტების რიცხვი. სასიყვარულო რომანი კი, საზოგადოების მითქმა-მოთქმის საბაბი შეიძლება გახდეს. ეცადეთ ხშირად დაისვენოთ.

მორიელი ♏

რაც არ უნდა დამღლელად მოგეჩვენოთ შეხვედრები და მოლაპარაკებები, უარი არ თქვათ მათზე. ეს დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში და ფინანსურ წარმატების მოპოვებაში. ეჭვიანობა, შესაძლოა საოჯახო ან სასიყვარულო კავშირის გაწყვეტის მიზეზი გახდეს.

მშვილდოსანი ♐

მოიმატებს ენერგოპოტენციალი და შეძლებთ უკეთ დაინახოთ და გააანალიზოთ მოვლენები. გაიზრდება კონტაქტების რაოდენობა, რაც მოგცემთ საშუალებას დროულად მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ეცადეთ მეტად გულღია გახადოთ.

თხის რქა ♑

არ გადაღალოთ ორგანიზმი ზედმეტი შრომითა და ფიქრით. პირად ურთიერთობებში რაც მეტად უპრეტენზიო იქნებით, მით მეტ სიყვარულსა და მხარდაჭერას მიიღებთ საყვარელი ადამიანის მხრიდან. მინიმუმამდე შეამციროთ კონტაქტები.

მერწყული ♒

დაგეგმეთ მომავალი პერიოდი. უამრავი წვრილმანი პრობლემის მიუხედავად, გაადვილდება მიზნის მიღწევა. შორეული და საქმიანი მოგზაურობა სჯობს გადადოთ. შესაძლოა მიიღოთ საჩუქარი ან სასიამოვნო ახალი ამბავი შეიტყოთ.

თევზები ♓

ენერგომაჩვენებელი დაქვეითდება, ბევრ ხალხთან ურთიერთობა დამღლელი იქნება, ხოლო მოგზაურობა შედეგს ვერ გამოიღებს. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში, დროულად გაარკვიეთ გაუგებრობები და დააყენოთ თქვენი მოთხოვნები. ხშირად დაისვენეთ, რათა დაღლილობა ჯანმრთელობაზე არ აისახოს.

 ხელისუფლების ინტერესშია, ქვეყანაში არჩევნები წესების დაცვით ჩატარდეს – მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე საშემოდგომო შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მაკა ბოჭორიშვილმა დუბლინში, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციაზე ისაუბრა და საქართველოს მთავრობის მიერ, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. 

“კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია, ეს არის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა უკვე 3 ათწლეულია დგას. საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ პროცესში ყველა საერთაშორისო აქტორი ჩართულია, თუმცა ამ დრომდე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმატებაზე საუბარი ძალიან რთულია.

საქართველოს ხელისუფლების 10 წლიანი ძალისხმევის შედეგად დღეს ჩვენ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც გვიმაგრებს ზურგს და არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი არგუმენტებით შეგვიძლია ვიბრძოლოთ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებისთვის.

რუკაზე ერთი დახედვაც კი საკმარისია, რომ მიხვდე, რამდენად კომპლექსურ გარემოში გვიწევს დღეს მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სტაბილური გზით უზრუნველყოფაზე ზრუნვა.

უკანასკნელ წლებში საქართველო სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ დადგა დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ქვეყანის უსაფრთხოებას. ვიხილეთ არა ერთი საერთაშორისო მასშტაბის კამპანია, რომელიც უმეტესწილად მოკლებულია რეალურ ობიექტურ საფუძვლებს, თუმცა ქვეყნის რეპუტაციას ლახავს. წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. ხელისუფლების ინტერესშია, ქვეყანაში არჩევნები წესების დაცვით ჩატარდეს და საქართველოს მოქალაქეების არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენოს, როგორც ეს წარსულში მომხდარა. საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დააკვირდეთ არჩევნებს და გააკეთოთ ობიექტური დასკვნები. თქვენი მისია იმაზე მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნებზე დაკვირვებაა. დღეს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშნველოვანი, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის.” – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7327 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7327 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7314 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0251 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0280 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029 ლარი შეადგინა.

“ისრაელი ირანის მიმართ საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს”-Reuters

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქტიურად ავრცელებს მასალებს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მწვავე სიტუაციის ირგვლივ.

ერთ-ერთ ასეთ მასალას წარმოადგენს ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შესახებ სათაურით: “ისრაელი ირანის მიმართ საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს” (ავტორები – სტივენ შირი, პარისა ჰაფეზი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ირანმა სამშაბათს, ღამით, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა გაუშვა. ეს ისრაელის მიერ თეირანის მოკავშირე “ჰეზბოლას” ლიდერებზე ლიბანში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.

ისრაელის არაერთ ქალაქში განგაშის სირენები ჩაირთო და იერუსალიმისა და მდინარე იორდანეს ველის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა. მოქალაქეებმა თავშესაფრებს მიაშურეს.

ირანის “რევოლუციური გვარდიის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელისკენ ათობით რაკეტა გაუშვა და თუკი ისრაელი ამაზე შურს იძიებს, პასუხი კიდევ უფრო “დამანგრეველი” იქნებოდა.

წამყვანი ირანელი ოფიციალური პირები საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” საუბარში მოგვიანებით ამბობდნენ, რომ საჰაერო იერიშის გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ მიიღო. თავად ის კი უსაფრთხო და საიდუმლო ადგილას იმყოფება.

ისრაელის შეიარაღებული ძალების რადიოს განცხადებით, ისრაელის არმიამ ქვეყნის საჰაერო სივრცე თავდასხმამდე “დახურა”. ისრაელის ტერიტორიას ირანიდან 200-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. “როიტერის” ჟურნალისტები ამბობენ, რომ ნახეს, როგორ დაარღვია ისრაელის საჰაერო სივრცე იორდანიის მიმართულებიდან წამოსულმა რაკეტებმა.
ისრაელი საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ვითარება სწრაფად იცვლება და ამერიკულ მხარეს ექნება კონსულტაციები ისრაელთან იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება მათი პასუხი ირანის თავდასხმაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ამერიკას ირანისგან შესაძლო თავდასხმის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიუღია.
ვითარება ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ დაჯგუფება “ჰამასის” მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ და 1200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, 240-ზე მეტი კი მძევლად წაიყვანეს.

ისრაელმა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები დაიწყო და “ჰამასს” ომი გამოუცხადა. ამ მოქმედებების შედეგად, “ჰამასის” მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების თქმით, სექტორში ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. “ჰამასს” მხარს უჭერს ლიბანში მოქმედი დაჯგუფება “ჰეზბოლაც”, რომელსაც თავის მხრივ ირანი უჭერს მხარს. “ჰეზბოლა” და ისრაელი ბოლო თვეების განმავლობაში თავს ერთმანეთს არაერთხელ დაესხნენ. თუმცა კონფლიქტში ირანის პირდაპირი ჩარევა დასავლეთში ზრდის შიშს, რომ რეგიონში კონფლიქტი შესაძლოა გაფართოვდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“ხუთი ტურისტული მიმართულება, რომლებიც მოგზაურთა ყურადღებას ითხოვენ: საქართველო”- რას წერს უცხოური პრესა

გერმანული ჟურნალის „მერკურის“ (Merkur) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ხუთი ტურისტული მიმართულება, რომლებიც მოგზაურთა ყურადღებას ითხოვენ: საქართველო“ (ავტორი – ფრანცისკა ქინდლი).

„იმ დროს, როცა ამ ზაფხულს ევროპის ბევრი კურორტი ჩვეულებრივზე მეტად გადატვირთული იყო და, შეიძლება ითქვას, ზედმეტი ტურისტების გამო პირდაპირ „კვნესოდნენ“, ბევრი თვალწარმტაცი ქვეყანა მოგზაურთა ყურადღებას ითხოვს, რომლებსაც ადამიანისაგან ჯერ კიდევ ხელუხლებელი ტერიტორიები აქვთ და ბუნება პირველსაწყისი სახით არის შემორჩენილი“, – წერს ავტორი პუბლიკაციის დასაწყისში, შემდეგ კი აგრძელებს:
„ვენეციას იმდენი ტურისტი ათვალიერებს, რომ ექსპერიმენტის სახით, მნახველთა რაოდენობის გასაკონტროლებლად, ქალაქში ყოფნის სადღეღამისო ფასი შემოიღეს. მაიორკასა და ტენერიფზე მოსახლეობამ ქუჩაში საპროტესტო აქციები გამართა, რომ ხელისუფლების ყურადღება მიეპყრო ჭარბი ტურიზმის მავნე შედეგებისადმი და კედლებზე გრაფიტები დახატეს მოწოდებებით „ტურისტებო, შინ დაბრუნდით!“. ამსტერდამში კი გრძელდება ორიოდე წლის წინათ დაწყებული კამპანია, რომლის მიზანია ქალაქში ქეიფისა და დროსტარების მოყვარული ტურისტები არ შეუშვან… რა თქმა უნდა, ბევრ ტურისტს ამ ზომებით ვერ შეაშინებ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ ხალხმრავალი, ურიცხვი ადამიანით გადაჭედილი კურორტები. იბადება კითხვა: სად უნდა წავიდნენ ასეთი ტურისტები? საბედნიეროდ, მათთვის კარგი ამბები გვაქვს: ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, რომლებიც დღემდე მთავარი ტურისტული მიმართულებებიდან გვერდზე რჩებოდნენ, მაგრამ ბოლო დროს თანდათან პოპულარობას იხვეჭენ. მიასწარით და მოინახულეთ!“.
ავტორის მიერ ჩამოთვლილია ქვეყნები, რომლებიც ჯერ-ჯერობით საერთაშორისო ტურიზმისათვის ნაკლებად პოპულარულებად ითვლებიან, მაგრამ სწრაფად ვითარდებიან და ბუნებრივ კლიმატურ-საკურორტო პოტენციალით სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავენ. ეს ქვეყნებია გრენლანდია, ნორვეგია, მაროკო, სერბეთი და საქართველო. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩამოთვლილ ქვეყანას თავისი მომხიბვლელობა აქვს (გადმოცემულია მათი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები) და გამონაკლისი არც საქართველოა.

„საქართველომ მიზნად დაისახა ტურიზმის განვითარების დიდი გეგმების პრაქტიკული რეალიზება. ქვეყნის მთავარ სამგზავრო-საზღვაო ჭიშკარს სიდიდით მეორე ქალაქი ბათუმი წარმოადგენს, რომელიც, მთავრობის ჩანაფიქრით, ყველა სახის მოგზაურ-ტურისტისათვის მიმზიდველი უნდა გახდეს – როგორც ინდივიდუალურებისთვის, ასევე კრუიზების მოყვარულებისთვის. სხვათა შორის, დაგეგმილია ქვეყნის „ფირნიშის“ შეცვლაც: ქართულ ენაზე წერისას ძირითადად ეროვნულ მხედრულ დამწერლობას (შრიფტს) იყენებენ, რაც უცხოელებისთვის და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაუგებარია. ამიტომაც მოგზაურებისათვის მნიშვნელოვანი მიმართულებების აღნიშვნა ლათინური შრიფტით იქნება ხელმისაწვდომი.
„საქართველოში ტურიზმი შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს“, – ამბობს ნატალი ფორდჰემი, საქართველოს სპეციალისტი Wild Frontiers-ში – ტურისტულ კომპანიაში, რომელიც არაჩვეულებრივ და სათავგადასავლო ტურიზმით არის დაკავებული, – კავკასიური სახელმწიფო თანდათან იხსნება და თავის ფანტასტიკურ, თვალწარმტაც სილამაზე აჩენს. საქართველოში არიან მაღალ დონეზე მომზადებული გიდები, რომლებიც მშვენივრად საუბრობენ ინგლისურ ენაზე. ბევრი ევროპელი ტურისტი გამოხატავს სურვილს კიდევ რამდენჯერმე იმოგზაურონ საქართველოში“.

კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყნის ყველაზე ლამაზ ღირსშესანიშნაობებს შორისაა დედაქალაქი თბილისი, თავისი მომაჯადოებელი ქვაფენილიანი ძველი ქუჩებით და ეროვნული არქიტექტურით. საქართველოში აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე მე-12 საუკუნის მღვიმე-გამოქვაბულებიანი ქალაქი ვარძია, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი.

ქვეყნის ჩრდილოეთით ცად აზიდული მარადთოვლიანი კავკასიის ქედის მწვერვალებია, დასავლეთით – სუბტროპიკული საზღვაო კურორტები, აღმოსავლეთით – მეღვინეობით განთქმული მხარე. საქართველო მდიდარია თვალწარმტაცი პეიზაჟებით, რომლებითაც თავგადასავლების მაძიებლები ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

PACE-მ აშშ-ს მოუწოდა, სასწრაფოდ მოახდინოს ჯაშუშობის შესახებ კანონის რეფორმირება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) აშშ-ს მოუწოდა, სასწრაფოდ მოახდინოს ჯაშუშობის შესახებ 1917 წლის კანონის რეფორმირება, რათა გამოირიცხოს მისი გამოყენება გამომცემლების, ჟურნალისტებისა და მამხილებლების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ საიდუმლო ინფორმაციას სერიოზული დანაშაულების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ჯულიან ასანჟის მიმართ არაპროპორციულად მკაცრი მოპყრობის გამო და განაცხადა, რომ ამან სახიფათო ეფექტი გამოიწვია, რაც ძირს უთხრის ჟურნალისტებისა და მამხილებელთა დაცვას მთელ მსოფლიოში.

საპარლამენტო ასამბლეამ ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ასანჟის გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფლების უფლების ეფექტურად დაცვა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) ფარულად უთვალთვალებდა ასანჟს ლონდონში ეკვადორის საელჩოში და „სავარაუდოდ ავითარებდა გეგმებს მისი მოწამვლის ან თუნდაც გაერთიანებული სამეფოს მიწაზე მკვლელობის შესახებ“.

 ,,ლოგიკა არის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაშიც ყველაფერში „გლობალური ომის პარტიის“ ხელი ურევია”- ირაკლი კობახიძე

დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის, ერთპარტიული მმართველობა და სხვა, ისინი იყვნენ მიწვეული. აქ სად არის ლოგიკა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლოგიკა არის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაშიც ყველაფერში „გლობალური ომის პარტიის“ ხელი ურევია.

„იქ იყო მიწვეული პრაქტიკულად ყველა დელეგაცია, რამდენი ქვეყანაც არის გაერო-ში იცით, დაახლოებით 200 ქვეყანაა გაწევრიანებული და ამ 200 ქვეყნიდან რამდენია ავტორიტარული, მათ შორის, კონსტიტუციურად გაფორმებული ავტოკრატიით, არის დაახლოებით ნახევარი. ნახევარი არის თვითაღიარებული ავტოკრატია, ან სხვებისგან აღიარებული ავტოკრატია. დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის, ერთპარტიული მმართველობა და .ა.შ., ისინი იყვნენ მიწვეული. აქ სად არის ლოგიკა. ლოგიკა არის ჩვენთვის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაშიც ურევია ყველაფერში „გლობალური ომის პარტიის“ ხელი. ვიღაცები არიან ძალიან განაწყენებული იმის გამო, რომ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები 2022 წლიდან და ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ასეთი აქტები. სწორედ ამიტომ ვამბობთ, როდესაც დასრულდება უკრაინაში ომი, შეიცვლება ინტერესებიც საქართველოს მიმართ და ამის შემდეგ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აქვე დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად ვართ აქედანვე, თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ამის იმედი არ გვაქვს წლის ბოლომდე. მომავალი წლის დასაწყისიდან ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ რაც გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ურთიერთობები გადაიტვირთება თვისებრივად საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.