Home Blog Page 69

პრემიერი ბიძინა ივანიშვილის და აშშ-ს ელჩის დაანონსებულ შეხვედრაზე – ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა

ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა. ასე იყო შეთანხმება და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა გაიმართება , – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, შედგება თუ არა დაანონსებული შეხვედრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს შორის, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შესაბამისად, ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება.

ეს შეხვედრა ძალიან მალე შედგება – პრემიერი ბიძინა ივანიშვილის და აშშ-ს ელჩის დაანონსებულ შეხვედრაზე

ძალიან მალე შედგება ეს შეხვედრა. ასე იყო შეთანხმება და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა გაიმართება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, შედგება თუ არა დაანონსებული შეხვედრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს შორის, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შესაბამისად, ეს შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება.

,,დასავლეთის გეგმა,საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, დაიმსხვრა”- ალექსეი პუშკოვი

დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.

„შესაძლოა, საქართველოში არეულობა მაინც იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის გეგმა – საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ, დაიმსხვრა. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მიიღო ხმების 54%-ზე მეტი, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა.დასავლეთის გეგმა იყო საქართველოს გადაქცევა თავის ნახევრად კოლონიად და ქვეყანას ევროპული ერების მრავალგენდერულ ოჯახთან შეერთებას ჰპირდებოდა. თუმცა, რატომღაც ამან ვერ მიიზიდა ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა“, – აღნიშნა პუშკოვმა.

მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ დაარწმუნა თანამოქალაქეები ევროპული ღირებულებების მომხიბვლელობაში.

„ახლა კი, არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ მოუტანა გამარჯვება „ქართულ ოცნებას“, ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება თავად ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ხალხის განწყობებს?!“ – აღნიშნა პუშკოვმა.

დასავლეთის გეგმა,საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, დაიმსხვრა – ალექსეი პუშკოვი

დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.

„შესაძლოა, საქართველოში არეულობა მაინც იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთის გეგმა – საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, მარტივად რომ ვთქვათ, დაიმსხვრა. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მიიღო ხმების 54%-ზე მეტი, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა.დასავლეთის გეგმა იყო საქართველოს გადაქცევა თავის ნახევრად კოლონიად და ქვეყანას ევროპული ერების მრავალგენდერულ ოჯახთან შეერთებას ჰპირდებოდა. თუმცა, რატომღაც ამან ვერ მიიზიდა ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობა“, – აღნიშნა პუშკოვმა.

მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ დაარწმუნა თანამოქალაქეები ევროპული ღირებულებების მომხიბვლელობაში.

„ახლა კი, არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ მოუტანა გამარჯვება „ქართულ ოცნებას“, ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება თავად ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ხალხის განწყობებს?!“ – აღნიშნა პუშკოვმა.

,,ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს”-  ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს – თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის მტკიცებით, განსხვავებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავის ამომრჩეველს არასოდეს ატყუებენ.

„რაც შეეხება ოპოზიციას, მცირე მონაცემები მინდა გაგაცნოთ, წინა არჩევნებზე, რადიკალურმა ოპოზიციამ 845 000 -ზე მეტი ხმა მიიღო, ახლა მხოლოდ 770 000 ხმა მიიღო. გარდა იმასა, რომ ჩვენი რეიტინგი და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ შემცირდა. ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. კერძოდ, ქართველი ხალხი ხედავს საით ექაჩებოდა ამ 4 წლის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას, შედეგიც არის სახეზე. ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას. მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი. ისინი კიდევ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ამ არჩევნებს იგებდნენ, თუმცა ახალი კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს ჩახედონ და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ არასდროს ამომრჩეველს არ ვატყუებთ, ჩვენ ვამბობდით, თუ როგორი დამაჯერებელი იქნებოდა, ჩვენი გამარჯვება და შედეგიც სახეზეა.

მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ შემთხვევაშიც, მთელი რიგი „ენჯეოები“ პოლიტიკურ, რადიკალურ პარტიებთან ერთად დაუპირისპირდნენ კიდევ ერთხელ 4 წელიწადში უკვე მესამედ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად, უსუსური მცდელობა. ეს არის იმედდაკარგული პოლიტიკოსები, სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „არჩევნების დღემ თვისებრივად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“.

,,პირველი შემთხვევა იყო, როცა ოპოზიციამ ცესკოსთან მივარდნაც კი ვერ გაბედა, არაფრის რესურსი არ აქვთ” -პრემიერი

ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს. ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაიწყებს პარლამენტი მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს“.

„ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს, სხვათა შორის, უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს. ამას მარტივი მიზეზი აქვს- იმდენად შთამბეჭდავი და აშკარაა გამარჯვება, მათ შორის, იმდენად უსუსურია ყოველგვარი მცდელობა, ისაუბრონ არჩევნების მანიპულაციაზე ელექტრონული არჩევნების და უპრეცედენტო წინასაარჩევნო გარემოს პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა მათ მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული“,-განაცხადა კობახიძემ.

,,ჩატარებული არჩევნების ჯერჯერობით მხოლოდ უმოკლესი “მათემატიკური” ანალიზით შემოვიფარგლები” – დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილმადავით ქართველიშვილი საქართველოში გამართულ არჩევნებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს: 

,,ჩატარებული არჩევნების ჯერჯერობით მხოლოდ უმოკლესი “მათემატიკური” ანალიზით შემოვიფარგლები:

✅ 2024 წელს “ქართულ ოცნებას” სულ ხმა მისცა (ეს მონაცემები აწი მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვლება) – 1115576 ამომრჩეველმა (54,3%). ხოლო 2020 წელს – 926959 ამომრჩეველმა (48,15%). წელს ხელისუფლებას ხმა დაუჭირა 188617 ამომრჩევლით მეტი

✅ 2024 წელს “კლასიკურ” ნაცებს (“4″,”5″,”9”) სულ ხმა მისცა 593349 ამომრჩეველმა. ხოლო 2020 წელს – 522463 ამომრჩეველმა. ასე რომ, “კლასიკური” ნაცების წლევანდელი ნამატი შეადგენს – 70886 ამომრჩეველს

✅ “ატიპიური ნეონაცების” (გახარიას) სასარგებლოდ ხმა მისცა 154916 ამომრჩეველმა

✅ სულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2060412 ამომრჩეველმა (58,94%), რაც 2020 წლის მონაცემებს (1989829) – აღემატება მხოლოდ 70683 ამომრჩევლით

ამ მოკლე მათემატიკური მონაცემებიდან შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები:

☑️მიუხედავად უპრეცედენტო მოწოდებებისა – “ქუდზე კაცი” გამოსულიყო არჩევნებზე, 70 ათასიან მატებაზე მეტი წელს მაინც ვერ მივიღეთ

☑️ “კლასიკური ნაცების” ამომრჩეველთა მატება საოცრად ემთხვევა ამ “დამატებითი” ამომრჩევლის რაოდენობას (70 ათასი) და მათ რიცხვს სტაბილურ 500-600 ათასიან ფარგლებს ინარჩუნებს

☑️ კლასიკურ მოღალატეთა, “ატიპიურ ნეონაცების” (გახარია) ამომრჩეველმა (155 ათასი), განაპირობა წლევანდელ არჩევნებში ოპოზიციური სპექტრის გაძლიერება, ისევე – როგორც მათ ეს 2021 წლის არჩევნებში მოახერხეს

☑️ და მთავარი – ამომრჩევლის საერთო რაოდენობის უმნიშვნელო მატების ფონზე, მხოლოდ “ქართულ ოცნებას” გააჩნია ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტორალური მატება – 188 ათასი. მხოლოდ ეს რაოდენობა აღემატება ცალცალკე აღებულ “9”-ის და “25”-ის, და მაქსიმალურად მიახლოებულია “4”-ის და “5”-ის შედეგებამდე

☑️ მმართველი პარტიის შედეგი ამ კუთხით თვალსაჩინოა და ქვეყანაში კლასიკური სექტანტების სტაბილური რაოდენობის ფონზე, რომ არა მოღალატეთა უპრეცედენტო ოდენობა და არასაკმარისი ელექტორალური აქტიურობა – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სავსებით შესრულებადი ამოცანა იქნებოდა –  წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში

“დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული” – გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დაგეგმარების და ორგანიზების პროცესი ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული.

მისი განმარტებით, ამაზე არაერთი სტატისტიკური მონაცემი მიუთითებს, მათ შორის, ელექტრონული ტექნიკის მუშაობის გამართულობის მაჩვენებელი.

“დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული. ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი, რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემებს წარმოგიდგენთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, ჯამში გამოყენებული იყო 15 ათასამდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება და არც ერთ უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენების კარგ შედეგად ითვლება, თუ საარჩევნო პროცესის დრო, აპარატების 1%-ი გამოვიდა მწყობრიდან. ჩვენ შემთხვევაში კი ამ რიცხვმა მხოლოდ 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯანში ეპატიჟება

ზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯნაში ეპატიჟება.

ალიევის მილოცვას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ძვირფასო ბატონო პრემიერო, გულითადად გილოცავთ საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას. ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი.

მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გამოვთქვამ რწმენას, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, რომელიც ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის პირობებში, და ჩვენი ქვეყნების პოზიციების შემდგომ გაძლიერება სსამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო გეოგრაფიაში.

ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად, გეპატიჟებით შესაბამის დროს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობის, ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ ამის შემდგომაც ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთსასარგებლო საქმიანობის წარმატებით გაგრძელების მიმართულებით.

ჩემს საუკეთესო სურვილებს გადმოგცემთ, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მეგობარ საქართველოს ხალხს“, – ნათქვამია აზრბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილში.

,,განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა”- ვანო ნადირაძე ოპოზიციას

იცით რაშია საქმე პატივცემულო ოპოლიდერებო ? აი იმაზე მეტი დემოკრატები რომ ხართ ვიდრე თვით ევროპელები, – ასე ეხმიანება უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ოპოზიციის ლიდერების რეაქციას.

ის აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიცია თვლის, რომ საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდა , მაშინ ან რევოლუცია უნდა მოახდინონ, ან დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადონ, მაგრამ მათ ამის თქმისაც ეშინიათ.

“იცით რაშია საქმე პატივცემულო ოპოლიდერებო ? აი იმაზე მეტი დემოკრატები რომ ხართ ვიდრე თვით ევროპელები. 12 წელი რომ ყველა საპროტესტო აქციებზე რომ ხელებ აწეული დგახართ , გცემენ ,გირტყავენ და მაინც რომ გაიძახი ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები ვართო. დღემდე რომ ვერ გაითავისეთ რომ ესეთ პრორუსულ ავტორიტარულ მმართველობას არჩევნებით რომ ვერ დაამარცხებთ. წეღან ითქვა რომ საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდაო, მაგ შემთხვევაში ან რევოლუციაა საჭირო ან კიდევ საყოველთაო დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადო, მაგრამ მაგის უბრალოდ თქმისაც კი გეშინიათ. ეხლა არ გამოხატეთ ვინმე პარტმუშაკი და არ მითხრათ შორიდან მაგარია ლაპარაკიო, მე ერთი ბომბის ჩამოგდებით მინიმუმ 5 ჩემ სამშობლოს მტერს  ვანადგურებ, თქვენ კიდევ ფანჯრის რაფაზე ბუზის მოკვლის ტრაკიც კი  არ გაქვთ. დღეს საღამოს განცხადებებში ერთმა ადამიანმაც კი არ ახსენეთ ქუჩა და ბრძოლა. აუ თან რა მაგრად არ გიყვართ ჩემნაირი ხალხი იმასაც ხო ვხდები. ამ პოსტს წაკითხვის შემდეგ დარწმუნებული ვარ ქოცებზე მაგრად ვერ ამიტანთ. მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გაგაღვიძოთ , ხოდა მეც მაგას ვაკეთებ ეხლა, ვნახოთ ხვალ ,ზეგ…. დანარჩენს უკვე მერე გეტყვით.” – წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს, პროევროპული ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები „მოპარულია“- „ბიბისი“

საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს, პროევროპული ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები „მოპარულია“, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„საქართველოს მზარდად ავტორიტარულმა მმართველმა პარტიამ გამარჯვება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც წინასწარმა შედეგებმა მისი მკაფიო უპირატესობა აჩვენა გადამწყვეტ არჩევნებში, რომლებიც ფოკუსირებულია ევროპისკენ ქვეყნის მომავალ გზაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ხმების 72%-ის დათვლის შედეგად 53%-ს იღებს. წინასწარი შედეგები მკვეთრად განსხვავდებოდა დასავლური კვლევითი კომპანიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებისგან და ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მათ სჯერათ, რომ „ქართველ ხალხს ხმები მოპარეს”, – წერს „ბიბისი“.

ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოპოზიციის ლიდერების კომენტარები მოჰყავს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გაყალბებული არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა თინა ბოკუჩავამ. ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „საკონსტიტუციო გადატრიალება“ მოაწყო. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ მანამდე როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე ოთხმა პროევროპულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომლებიც ცდილობენ მისი 12-წლიანი მმართველობის დასრულებას, კონკურენტულ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით გამარჯვება გამოაცხადეს.

„შაბათს რუსეთთან მოსაზღვრე სამხრეთ კავკასიის ამ სახელმწიფოში, არჩევნებზე ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა მივიდა და ვრცელდებოდა მრავალი ცნობა ხმის მიცემის პროცედურის დარღვევების და საარჩევნო უბნების გარეთ ძალადობის შესახებ“, – წერს „ბიბისი“.

ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს, ბრავო! – პიტერ სიიარტო

ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო, გილოცავთ!“ – აღნიშნა სიიარტომ.

მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩენილ პერიოდში და შემდგომაც, მხარს დაუჭერს ქართველ მეგობრებს ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატების მისაღწევად.