Home Blog Page 69

დამთავრდება არჩევნები და ყველაფერი კარგად იქნება, ქართველები გადავწყვეტთ საქართველოს ბედს და არა უცხოელები – ეპისკოპოსი იაკობი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბეში მრევლს ქადაგებით ეპისკოპოსმა იაკობმა მიმართა. მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.

“ჩვენთან რომ არჩევნებია, კი ვხედავთ, როგორი დამოკიდებულებაა, როგორი დაძაბულია საზოგადოება. დამთავრდება არჩევნები და ყველაფერი, ღვთის შეწევნით, კარგად იქნება, ქართველები გადავწყვეტთ საქართველოს ბედს და არა უცხოელები. ამერიკასა და ევროკავშირშიც არიან ჯგუფები, რომელსაც მიზანი აქვთ, რომ თავიანთი ქვეყნის შიგნით თვითონ მართავდნენ და ყოველ სიკეთესთან თვითონ ჰქონდეთ ხლი და საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში სჭირდებათ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ძალიან იაფი დაუჯდებათ.

ძალიან იაფი უჯდებათ საქართველოს გადაბირება ახლა, არიან პოლიტიკოსები, ძალიან ცოტა უხდიან იმათ, არიან ასევე ზოგიერთი არასამთავრობო, იმათაც უხდიან ფულს და რა დაუჯდებათ, რომ რევოლუცია მოახდინონ? უცხოეთი, იმის მაგივრად რომ გვეხმარებოდეს, რომ ერთმანეთში შუღლი კი არ გავაღვივოთ, არამედ შევამციროთ, პირიქით, უმატებს და უმატებს. მოდის არჩევნები და ახალგაზრდებს ვთხოვ, არ გამოგიყენონ, ბრმა იარაღი ნუ იქნებით სხვების ხელში. უნდა გავერთიანდეთ და ქართველები გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ვინც არ უნდა ჩაერიოს, გეუბნებით, შეგრცხვებათ მერე,” – აცხადებს მიტროპოლიტი იაკობი (იაკობიშვილი). 

,,ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”- პეტრე ცისკარიშვილი 

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება, – შესაბამისი განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „პოლიტიკოს“ სტატიას ეხმაურება.

ცისკარიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა: „იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში“.

„ოცნების“ განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, არის ერთგვარი რუსული კანონი და, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ეხმაურება იმ არჩევანსაც, რა არჩევანის წინაშეც ჩვენი ამომრჩევლები დგანან 26 ოქტომბერს. რას ვირჩევთ ჩვენ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.

მეტსაც გეტყვით: თუ პიტერ სტანოს [Politico-ს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი] განცხადების კვალდაკვალ, იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ის, რასაც მივაღწიეთ დღემდე: კანდიდატის სტატუსი, თავისუფალი ვაჭრობა და რაც მთავარია, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, საქართველო ამ ნაწილშიც უკან დაიხევს და ესეც არ იქნება – ეს იქნება ის სამწუხარო რეალობა, რაც აუცილებლად დადგება, თუ “ოცნების” ხელისუფლება დარჩება ქვეყნის სათავეში”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 ,,ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია” – პეტრე ცისკარიშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება, – შესაბამისი განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „პოლიტიკოს“ სტატიას ეხმაურება.

ცისკარიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა: „იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში“.

„ოცნების“ განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, არის ერთგვარი რუსული კანონი და, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ეხმაურება იმ არჩევანსაც, რა არჩევანის წინაშეც ჩვენი ამომრჩევლები დგანან 26 ოქტომბერს. რას ვირჩევთ ჩვენ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.

მეტსაც გეტყვით: თუ პიტერ სტანოს [Politico-ს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი] განცხადების კვალდაკვალ, იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ის, რასაც მივაღწიეთ დღემდე: კანდიდატის სტატუსი, თავისუფალი ვაჭრობა და რაც მთავარია, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, საქართველო ამ ნაწილშიც უკან დაიხევს და ესეც არ იქნება – ეს იქნება ის სამწუხარო რეალობა, რაც აუცილებლად დადგება, თუ “ოცნების” ხელისუფლება დარჩება ქვეყნის სათავეში”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

საფრანგეთს ძებნილთა სიაში „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმაც ჰყავს შეყვანილი

საფრანგეთს ძებნილთა სიაში „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმაც ჰყავს შეყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ნიკოლაი დუროვის დასაკავებლად ორდერი მარტში გამოიცა. დოკუმენტი, რომელსაც „პოლიტიკო“ ექსკლუზიურად გაეცნო, აჩვენებს, რომ „ტელეგრამის“ მიმართ ფარული გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო და უფრო ფართოა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

საუბარი ეხება „ტელეგრამის“ უარს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე საქმეზე. კერძოდ, გამოძიება სასამართლოს საშუალებით ითხოვდა „ტელეგრამის“ მომხმარებლის იდენტიფიცირებას, რაც არ მოხდა, რის შემდეგაც საფრანგეთმა დუროვების დაკავების ორდერი გამოსცა.

ცნობისთვის, 24 აგვისტოს საფრანგეთის აეროპორტში დაკავებული პაველ დუროვისთვის წინასწარი დაკავების 96-საათიანი ვადა დღეს იწურება, რის შემდეგაც ფრანგმა სამართალდამცველებმა ის უნდა გაათავისუფლონ ან სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, სადაც მისი შემდგომი ბედის შესახებ გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.

ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით გუშინ იუსტიციის სამინისტროში. ახალგაზრდა, გამორჩეული ნიჭისა და განათლების მქონე კეთილშობილი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ჩვენს თანამშრომლებს.

სამწუხაროდ სოციალურ ქსელებში ვრცელდება სხვადასხვა სახის მანიპულაციური, მგრძნობიარე და სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია.

ყველას ვალია, პატივი ვცეთ გარდაცვლილის ხსოვნას, მის ოჯახსა და ახლობლებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

ნებისმიერ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გვახსოვდეს რაოდენ განმგმირავი ტკივილი შეიძლება მიადგეს სხვა ადამიანებს გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვით“, – წერს მინისტრი.

ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება, ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს – პაპუაშვილი

ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიცირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება, ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს, ხოლო განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება წარმოადგენს ძალადობაზე დამყარებული მმართველობის დანაშაულებრივი ხასიათის დაკნინებას.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, ამგვარი განცხადებების გაკეთება იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს პარტიების მიმართ, სწორი ქცევა არ არის.

„ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიცირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება, ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს. ხოლო, განცხადება, თითქოს განზრახულია “ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა”, უბრალოდ დეზინფორმაციაა.

იმ ფონზე, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ” დაადგინა, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ციხეებში შექმნილი იყო “სისტემური ძალადობის და წამების” სისტემა, ამ რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება წარმოადგენს ძალადობაზე დამყარებული მმართველობის დანაშაულებრივი ხასიათის დაკნინებას და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლების მიმართ უპატივცემულობას.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ჩვენ ამ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როდესაც მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შეხვედრებს მართავდა. მისი დაკავების შემდეგ კი არ წყდება მცდელობები, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლისგან, სხვადასხვა საბაბით დაიხსნან სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან. იგივე ეხება სწორედ პატიმრების წამებისთვის მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირს ხვდება და მსჯავრდებულ დავით კეზერაშვილს, რომელიც თავს დღემდე ევროკავშირს აფარებს.

ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მისი სამართალწარმოების პატივისცემას, რომლის უმაღლესი სტანდარტი არაერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

დაბოლოს, ამგვარი განცხადებების გაკეთება იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს პარტიების მიმართ, სწორი ქცევა არ არის. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, მხარდაჭერით მეორე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის”, სასამართლოს დადგენილებით, უკვე წლებია, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის თვალთვალის და მიყურადების ობიექტია.

P.S. მათთვის, ვისაც შეხსენება სჭირდება, თუ რამდენად დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, კიდევ ერთხელ, იმ საქმეების სია, რომელზეც ეს მაღალჩინოსნები უკვე გასამართლდნენ. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ამნისტიის გამო, ეს განახევრებული სასჯელის ვადებია.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (კიდევ სამ საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო განხილვა):

გირგვლიანის მკვლელობის საქმე – 4 წელი
დეპუტატ გელაშვილისცემის საქმე – 6 წელი
გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი (კიდევ ორ საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო განხილვა):

ღვინის ქარხანა “აკურას” საქმე -1,5 წელი
ტვიბერიას საქმე – 1,5 წელი
კობა დავითაშვილის გატაცების და ცემის საქმე – 6 წელი
პატიმრების წამების საქმე – 4,5 წელი
ბანკი ქართუს გაკოტრების საქმე – 5 წელი
თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი:

ჯარის 5 მილიონი ევროს გაქრობის საქმე – 6 წელი,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 3 ადამიანი მოკლეს

კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. სავარაუდო მოტივად, ამ დროისთვის, ეჭვიანობა სახელდება.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს – გია ვოლსკი

საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 2024 წლის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასი იქნება.

მისი შეფასებით, ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან “ქართულ ოცნებას” არცერთი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გასატარებლად არ გაუკეთებია საქართველოში.

„საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. რუსეთთან დაკავშირებით კარგად იცის თვითონაც და განცხადებები უკეთებია, იმაზე, რომ იმ ოკუპაციის შემოქმედი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ოპოზიციაა. ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან “ქართულ ოცნებას” არცერთი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გასატარებლად არ გაუკეთებია საქართველოში. ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს, შემოჭრას, ოკუპაციას შეუქმნა სამართლებრივი წინაპირობა, ობიექტები, რასაც ჩვენ სტრატეგიულ ობიექტებს ვუწოდებთ, ჩააბარა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ეს ოკუპაცია განგრძობითი იყოს. სასამართლოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ მიმართა, ხალხი არ გამოიყვანა, დანაშაულები ჩაიდინა და რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გამაგრების საშუალება მისცა. 700 მეტრში, თუ უფრო ნაკლებშია განლაგებული რუსეთის ბაზა ცენტრალური გზებიდან. ამის საშუალება მისცა სალომე ზურაბიშვილის გუნდმა რუსეთის ფედერაციას. დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, იმას ედავება, რომ თურმე შეიძლება პრორუსული იყოს მისი პოლიტიკა და საქმიანობა. პრიმიტიულია ფორმულა – ჩვენ იმ კურსის მომხრე ვართ, რაც კონსტიტუციაშია ასახული. ეს არის ფაქტი, რომლის რეალიზაცია მოხდება მაშინ, როცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესები წავა მშვიდობისკენ, მოლაპარაკებისკენ და წერტილი დაესმება ამ სპეკულაციებს, რომელსაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ “უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი – ევროპა თუ რუსეთი”.

„გორმედში“, საკეისრო კვეთის შემდეგ 30 წლის ქალი გარდაიცვალა

„გორმედში“ გარდაცვლილი 30 წლის მშობიარე ქალის, მაგდა ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, მზია კობერიძე აღნიშნავს, ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობასა და პაციენტის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„ორსულს აღნიშნულ კლინიკაში არ უნდა ემშობიარა, ის სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა გაეგზავნა გინეკოლოგს, ნინი შერმადინს, რომელსაც ორსულობა მიჰყავდა. შერმადინი ძალიან კარგად იცნობდა გარდაცვლილის ანამნეზს, ქალბატონი პრობლემებით სავსე იყო, მაღალი წნევები ჰქონდა. ექიმი მის 37 კვირამდე მიყვანას ელოდებოდა, როცა ასეთი პაციენტის 37 კვირამდე მიყვანა არ შეიძლებოდა და 27 კვირაზე უნდა ემშობიარა, თან სპეციალიზებულ კლინიკაში. პაციენტს პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ ყურადღება არ მიექცა და ეს ფატალური შედეგი თავიდან ვერ აიცილეს. მას სათანადო კვლევები ვერ ჩაუტარდა, ჰემოგლობინის კვლევა რომ ჩაეტარებინათ, მიხვდებოდნენ, რომ დენა იყო დაწყებული. ოჯახს ასევე პრეტენზიები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ საერთოდ არ იცოდნენ, რა ხდებოდა, არავინ აყენებდა მათ საქმის კურსში, ექიმიც არ გამოსულა. მთელი რიგი დარღვევებია, რაზეც გამოძიება დაწყებულია და რეგულირებასაც მოკვლევა დაწყებული აქვს. დაკითხული არიან გარდაცვლილის დედა და მეუღლე.

ახლა ამტკიცებენ, თითქოს, აღნიშნულ საავადმყოფოში მოხვედრა იმიტომ მოხდა, რომ მას მშობიარობა ჰქონდა დაწყებული, არადა ის ჩვეულებრივ ვიზიტზე მივიდა ექიმთან და მათ მიიღეს უცებ გადაწყვეტილება, რომ საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ.

ოჯახის პოზიციაა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაისაჯონ, რადგან მათ პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს“, – განაცხადა კობერიძემ.

„ინტერპრესნიუსი“ „გორმედის“ სამეანო განყოფილების ხელმძღვანელს, ვასილ სიმონიას დაუკავშირდა. სიმონია აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ასევე მომხდარ ფაქტს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც სწავლობს.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, საქმეში პირველივე საათებიდან ჩართულია რეგულირების სააგენტო. პლუს გამოძიება დაწყებულია, ასევე ჩატარებულია ექსპერტიზა და მიზეზები დადგინდება, პასუხებს ველოდებით“, – განაცხადა სიმონიამ.

ცნობისთვის, „გორმედში“ 30 წლის მაგდა ბალიაშვილი საკეისრო კვეთის შემდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს, დაახლოებით 2 კვირის წინ გარდაიცვალა. მას პირველადი ინფორმაციით, გული გაუჩერდა.

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს.
მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 5 100.
რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 1 700.
პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების I ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია.

დღეს ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან – მეუფე შიო

დღეს ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, მარიამობის დღესასწაული და სიონობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გადმოგცემთ სრულიად კათალიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ეს დიდებული ტაძარი – სიონი თავისი წლოვანებით თბილისის თანატოლია. როდესაც საფუძველი ჩაეყარა ქალაქ თბილისს, მაშინ საფუძველი ჩაეყარა სიონის ტაძარსაც.

დღეს, ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველოო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან. მიძინება გახლავთ სრულიად განსაკუთრებული დღესასწაული. ჩვენ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს უფრო მეტად, ვიდრე ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, ქერუბიმებს, სერაფიმებს და საერთოდ, ყველას და ყველაფერს, რაც შექმნილია ღმერთის მიერ, მაგრამ რატომ ვზეიმობთ ასე განსაკუთრებით მიძინების დღესასწაულს? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განიღმრთო, მოხდა მისი განღმრთობა. მართალია ის იყო ღვთის ქმნილება, მაგრამ მისმა პირადმა და სამყაროში ერთადერთმა უცოდველობამ იგი აღამაღლა ქმნილებაზე მეტად. უფლის მადლმა და ძალამ აღამაღლა იგი აი, ამ უცოდველობის გამო.

სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიზეიმეთ ფერისცვალების დიდებული დღესასწაული, რომლის ტროპარიც გვაუწყებს ჩვენ, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე ფერი იცვალა და მოწაფეებს თავისი საღვთო დიდება უჩვენა. ამავე ტროპარში ნათქვამია, ლოცვის სახით ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენც გვაზიაროს ამ დიდებას. გახსოვთ ტროპარის სიტყვები, „გამოგვიბრწყინე ჩვენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი მეოხებიოთა ღვთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო. უფალო, დიდება შენდა“. და, აი, ჩვენი ცხოვრების მიზანიც ხომ სწორედ ის არის,რომ ჩვენშიც გამობრწყინდეს საღვთო დიდების ეს მარადიული ნათელი. ვისაც დღეს სულიერი თვალები ახელილი აქვს, ისინი ხედავენ ამ საღვთო დიდების გამოვლინებას ღვთისმშობლის მიძინებაში. საეკლესიო გადმოცემა, ჩვენი იკონოგრაფია გვაუწყებს ჩვენ, როგორ მოხდა ღვთისმშობლის გარდაცვალება, როგორ გადავიდა იგი ზეციურ სამყაროში, რომ თვით ძე ღმერთი თავისი საღვთო დიდებით შეეგება მას. თვით ძე ღმერთი მთელს ზეციურ სამყაროსთან ერთად ეგებება მას გვირგვინით და რა გვირგვინია ეს, რაზე მიანიშნებს ეს გვირგვინი? აი, სწორედ ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა ზეციური დედოფალი, ამ ჟამს, მისი მიძინების ჟამს და მას შემდეგ წმინდა ეკლესია მას უწოდებს ზეცისა და მიწის დედოფალს, ყოველთა დედოფალს, და დედოფალს არ შეეძლო ზეცისთვის მიეცა ამაზე უფრო წმინდა, ამაზე უფრო უბიწო და აღმატებული არსება. ამიტომაც, ძვირფასო დებო და ძმებო, სწორედ მან მიიღო თავის წიაღში ნათლის მომცემელი და ცხოვრების მომცემელი ღმერთი და სწორედაც ამიტომ ფერისცვალების ტროპარში აღნიშნულია, რომ ღვთისმშობლის მეოხებით შეიძლება აღმოუბრწყინდეს ადამიანს საღვთო, მიუაჩრდილებელი თაბორის შუქი, მარადიული ნათელი. ამიტომ, ყოველთვის უნდა ვევედრო ჩვენ ღვთისმშობელს, რომ მისი ლოცვით ჩვენც გავხდეთ თანაზიარი აი, ამ მარადიული საღვთო ნათლისა, რომელიც ბრწყინავს მთელ სამყაროში და აი,ამ ლურჯი ზეცის ზემოთ,რომელსაც ჩვენ ვხედავთ არის კიდევ ერთი ზეცა,რომელიც სავსეა და დაფარულია ღვთისმშობლის დიდებით.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულ და ვეცადოთ მთელი გულით შევიყვაროთ დედა ღვთისმშობელი და თაყვანი ვცეთ მას“, – განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. არსებული ცნობით, მან წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო. უბედური შემთხვევა გუშინ, ნოქალაქევთან მოხდა.

ადგილობრივის ინფორმაციით, ცხედარი მდინარიდან მალევე ამოასვენეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.