Home Blog Page 671

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, 500-მდე ადამიანი დასაქმდება -ირაკლი კობახიძე

დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

მისივე განცხადებით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.

„ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა სამუშაოებს. პირველ ეტაპზე დადგეგმილია ნავასდგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. „იან დე ნული” სწორედ  საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ჩვენ მოხარულები ამ კომპანიის ჩართულობით ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში. პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი წელიწადში. საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება,”- განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ დასკვნითი საარჩევნო ღონისძიება 23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება

მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ხვალ თავისუფლების მოედანზე ნაცვლად 16:00 საათისა, 19:00 საათზე დაიწყებს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„დაგეგმილი გვქონდა, რომ ღონისძიება ჩატარებულიყო 16:00-ზე, მაგრამ ძალიან ბევრმა თბილისელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ეს ემთხვევა სამუშაო საათებს და სამწუხაროდ ისინი ამის გამო ვერ ახერხებენ დასწრებას, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხვალინდელი ღონისძიება ნაცვლად 16:00 საათისა დაიწყოს 19:00-ზე“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. მოძრაობა აკრძალულია, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა კი დასაშვებია თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით.

„რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებულია ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შესაბამისად, გადაადგილება შეზღუდულია ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნიდან და გორგასლის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი კი გადაადგილდება ევროპის მოედნამდე და შემდეგ უკან.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის მოქმედების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია – პაველ ჰერჩინსკი 

ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის, ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით წინ მიიწევენ და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კარი ქართველებმა უნდა გააღონ და ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს.

„როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი, ასე რომ, გადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის.

ევროკავშირი არის წარმატების უზარმაზარი ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის განვითარების გარანტია, ეს არის ღირსეული ცხოვრების გარანტია, არა რამდენიმე მდიდრის ცხოვრების. ეს არ არის რამდენიმე მდიდრის მდიდრული ლიმუზინი, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გელოდებით, მაგრამ ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. ეს არის თქვენი არჩევანი“, – აღნიშნა ელჩმა.

სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში – გაიცანით თიბისის მხარდაჭერილი იდეა

ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. თანამედროვეობას შერწყმული, რეგიონისთვის დამახასიათებელი წინა საუკუნეების არქიტექტურა, გამორჩეულს ხდის მას. ერთი მხრივ, განსხვავებული და ამავე დროს ავთენტური გარემო, განსაკუთრებით ხიბლავს ვიზიტორებს.

მართალია, სასტუმროს ისტორია ერთ წელს ითვლის. თუმცა, გაცილებით დიდი ისტორია აქვს მისი შექმნის იდეას, რომელიც ჯერ კიდევ „ახალციხის ციხის“ რეაბილიტაციის პერიოდიდან დაიწყო.  სასტუმროს მეპატრონე, ადგილობრივი სტარტაპერი სიმონ აფრიამაშვილი გვიყვება, რომ თავდაპირველად, საოჯახო ტიპის სასტუმრო, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გახსნა მისმა ოჯახმა.

„მას შემდეგ, რაც „ახალციხის ციხეს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ჩვენ ქალაქში ტურისტების შემოდინება დაიწყო. გადავწყვიტეთ, საკუთარ სახლში, რომელიც რაბათის უბანში მდებარეობს,  საოჯახო სასტუმრო მოგვეწყო. რამდენიმე ოთახი გამოვყავით და ასე ვმასპინძლობდით წლების განმავლობაში ტურისტებს“, გვიყვება სიმონი.

რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და სასტუმროზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, სიმონმა ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა. გამოცდილება, რომელიც მან და მისმა ოჯახმა წლების განმავლობაში დააგროვა, ერთადერთი და მნიშვნელოვანი კაპიტალი აღმოჩნდა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. სასტუმროს ასაშენებლად ფინანსური რესურსი არ ჰქონდა და დახმარებისთვის თიბისის მიმართა. სიმონმა, თიბისისგან შეღავათიანი ბიზნეს სესხი აიღო და საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სასტუმროს მშენებლობას შეუდგა. შეღავათიანი ბიზნეს სესხის ფარგლებში, სტარტაპერს „აწარმოე საქართველო“ (enterprisegeorgia.gov.ge) სესხის პროცენტის სუბსიდირებით დაეხმარა, ხოლო თიბისიმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალება მისცა. როგორც სიმონი ამბობს, სანამ სასტუმროს ააშენებდა, ბანკის საშეღავათო პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისთვის: „ძალიან დიდი შეღავათი იყო ის, რომ სასტუმროს მშენებლობის პროცესში სესხის გადახდაზე არ ვფიქრობდი“.

გახსნიდან ძალიან მალევე, სასტუმრო „რაბათმა“ ვიზიტორების გული მოიგო და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად იქცა. მცირე ზომის სასტუმრო, რომელიც ათამდე ნომერს აერთიანებს, მაღალი სტანდარტის სერვისთან ერთად, ოჯახურ ატმოსფეროს უქმნის სტუმრებს.

მას შემდეგ, რაც სასტუმროს ფუნქციონირება გამართა, სიმონმა სარესტორნო სივრცეც გახსნა. რესტორანი გათვლილია, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ამიტომ, მენიუში განსაკუთრებული ადგილი უკავია მესხურ კერძებს.

„უცხოელ ტურისტებს და თუნდაც ქართველ ტურისტებს, განსაკუთრებით აინტერესებთ ადგილობრივი კერძების დაგემოვნება. ამიტომ მესხური კერძები პირველი იყო, რაც მენიუში შევიტანეთ“,ამბობს სიმონი.

„საინტერესო და გამოწვევებით სავსე“ – ასე ახასიათებს სტარტაპერი ბიზნეს სფეროს, რომელშიც საქმიანობს. თუმცა, გამოწვევებს არ უშინდება და გახსნის დღიდან, სასტუმროს წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავს.

გამოწვევებსა და მიზნებზე საუბრისას, რეგიონის ჭრილში ტურიზმის განვითარების პერსპექტივასაც შევეხეთ.

„სამცხე-ჯავახეთში ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდება. წინა წლებს რომ გადავხედოთ, ყოველი მომდევნო უკეთესია (კოვიდის პერიოდს თუ არ ჩავთვლით), ხულო-ზარზმის გზის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენ მხარეში მოძრაობას, რაც ასევე დადებითად აისახება ტურიზმის განვითარებაზე“.

შევთანხმდით, რომ სამცხე-ჯავახეთში ბევრი კულტურული ძეგლია, რომელსაც პოპულარიზაცია სჭირდება.

„ყველამ იცის ახალციხის ციხე, ვარძია, საფარა, ჭულე და ზარზმა. მაგრამ არ იცნობენ ხერთვისს, თმოგვს და ოქროს ციხეს. ტაბაწყურს და საროს ქარაფებს“, – გვეუბნება სიმონი.

ახლა მთლიანად სასტუმროს საქმეებითაა დაკავებული. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მომავალში, თავად შესთავაზოს სტუმრებს ადგილობრივი ტურები. ვინ იცის, იქნებ, ერთხელ თქვენც დაემგზავროთ „რაბათიდან“ – ვარძიამდე, საროს ქარაფებამდე ან უფრო მაღლა, გზად, დიდი აბულისკენ.

R

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოკვეთეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2004 წელს დაბადებული ე.გ. და 2001 წელს დაბადებული მ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

თქვენი დრო დამთავრდა! – გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ვადა გაუვიდა, – ასე შეაფასა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში მარცხდება.

„ბატონო ბიძინა, თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ეს არჩევნები წაგებული გაქვთ. თქვენი მთელი საუბარი ამის მტკიცებულებაა. თქვენ ამ არჩევნებში მარცხდებით და რაც უფრო ადრე შეეგუებით ამ მარცხს, მით უკეთესი იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ერთადერთი, რაზეც ბიძინა ივანიშვილი ნერვიულობს, არის ის, რომ დიდძალ ქონებას კარგავს და უნდა, რომ ამ საკითხით ივაჭროს.

„რაც შეეხება 14 მილიარდს, ბატონო ბიძინა, თქვენ ისიც ძალიან კარგად იცით, რომ 14 მილიარდის მიღებას, რომელიც საქართველოსთვის არის გამზადებული, თქვენ აფერხებთ. ამიტომ განიცდით თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ამაზე საუბარს. ამიტომ, თქვენი დრო დამთავრდა. 26 ოქტომბერს ჩვენ თქვენს ხელისუფლებას მოვაშორებთ, სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს და ქვეყანა წინ წავა. ვადა გაგივიდათ უკვე, შეეშვით ამ ქვეყანას, ამ აბსურდებზე საუბარს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გამოვლინდა, რომ რეგისტრირებული 102 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 37, ანუ ყოველი მესამე, პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან – გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოშსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადება

დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების” წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული.

შეგახსენებთ, რომ 1 თვის უკან, 27 სექტემბერს იგივე საკითხზე ჩვენს მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგით რეგისტრირებული 49 ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, კერძოდ „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს”, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან” და „ახალთან” არის აფილირებული, ჩვენს მიერ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე ცესკომ გაუუქმა რეგისტრაცია.

25 სექტემბრის შუალედური ანგარიშის შემდეგ, ცესკოში რეგისტრაცია დამატებით გაიარა 53-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. „ქართული ოცნების” მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩატარდა მონიტორინგი, პოლიტიკურ სუბიექტებთან ამ ორგანიზაციების კავშირების დასადგენად. კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და/ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული „ქართული ოცნების” წინააღმდეგ მრავალი წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით.

კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ ცესკოს მიერ რეგისტრირებული 102 ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან, ანუ ყოველი მესამე ფაქტობრივად 36% არის პირდაპირ აფილირებული პოლიტიკურ პარტიებთან.

მონიტორინგის ფარგლებში, ასევე, დადგინდა, რომ 16 ორგანიზაცია ეწევა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კამპანიას, რაც დასტურდება მათივე ანგარიშებით და საჯარო აქტივობებით, ანუ რეგისტრირებულთა 16%-ზე გვაქვს ჩვენ საუბარი.

შესაბამისად, საჯარო წყაროებზე დაფუძნებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ცესკოში რეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 53, ანუ ნახევარზე მეტი (52%) ეწევა „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო საქმიანობას.

ახლა, მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ინფორმაციას კვლევის შედეგად მხილებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ, რაც საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს არჩევნების მონიტორინგი და ვინ აპირებს დასკვნების შედგენას არჩევნებთან დაკავშირებით.

Ø  ცესკოს მიერ დარეგისტრირდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქე”, რომლის დირექტორია ნუგზარ ხოზრევანიძე, გამგეობის წევრები კი მარად შავაძე, რისმაგი ხოზრევანიძე და ნოდარ ძირკვაძე არიან. ორგანიზაციის დირექტორი ნუგზარ ხოზრევანიძე 2020 წლის 15 დეკემბერს ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დააკავეს პოლიციასთან ინციდენტის დროს, პლაკატებს აკრავდა შენობაზე – „გაყალბებული არჩევნები”. „იგი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ნუგზარ ხოზრევანიძე 2022 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას.

მარად შავაძე დღემდე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო რისმაგი ხოზრევანიძე აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პიარ მენეჯერია. რაც შეეხება ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე „სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ დანიშნული წევრია.

ცესკომ ასევე დაარეგისტრირა სადამკვირვებლო ორგანიზაციად „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის”. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადამია აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და აქტიურად ეწევა პარტიულ საქმიანობას.

ანალოგიურად, ცესკომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა ორგანიზაცია „ალტერნატივა ენჯეო” და ორგანიზაცია  „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი”. ალტერნატივა ენჯეო”-ს თავმჯდომარე ხათუნა ბერიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრია; ხოლო ორგანიზაციის გამგეობის წევრ ნატო ნაცარაშვილს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს შეწირული აქვს პარტია „ახალი”-თვის  7000 ლარი. რაც შეეხება „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” თავმჯდომარე გივი ნახუცრიშვილს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. იგი დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია.

საზოგადოების საყურადღებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული ოთხი ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათ დასახელებებს- „კრიტიკული მოქალაქე”, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის”, „ალტერნატივა ენჯეო” და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი”, რეალურად ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილია, რისი დადასტურებაცაა შემდეგი გარემოება: ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად ამ ოთხი ორგანიზაციის ამონაწერების მოსამზადებლად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოთხივე ორგანიზაციის სახელით ერთი და იგივე მინდობილმა პირმა, უშანგი მიქელაძემ მიმართა. უშანგი მიქელაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია, რასაც 2022 წელს მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ 3300 ლარის შემოწირულობაც ადასტურებს.

საყურადღებოა დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული ორგანიზაცია „ქართული ორდენი”, რომლის გამგეობის თავმჯდომარე – ზურაბ გრიგალაშვილი, პოლონეთში, ქ. ვარშავაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, ცესკოში წარსადგენი ამონაწერის მომზადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაცია „ეი პი ემ ჯორჯიას” და  ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის” სახელით მოითხოვა ერთი და იგივე მინდობილმა პირმა – ივანე ბურდულმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ივანე ბურდული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ცესკო-ს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა. ასევე, ივანე ბურდულმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2023-2024 წლებში 11 204 ლარი შესწირა. ამასთანავე, ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობა”-ს ხელმძღვანელ ნესტან დალაქიშვილს 2016 წელს „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”-ს სასარგებლოდ 3000 ლარიანი შემოწირულობა უფიქსირდება.

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირში არის 12 ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტთან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 800 ათას ლარამდე თანხა შეწირეს. საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები, კვლევის შედეგად მიღებული  შემომწირველების მიერ გადარიცხული თანხები რამდენად არის მათ მიერ გაცემული გრანტებიდან?!

აშკარაა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც, ინფორმაციებს ამ ორგანიზაციების შესახებ მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. აქვე, მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.

შემაჯამებელი, მოცულობითი ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე შეგიძლიათ იხილოთ „ქართული ოცნების” ოფიციალურ Facebook გვერდზე, რომელიც დღესვე დაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.ი რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების” წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული.

შემაჯამებელი, მოცულობითი ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე შეგიძლიათ იხილოთ „ქართული ოცნების” ოფიციალურ Facebook გვერდზე, რომელიც დღესვე დაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

არჩევნების წინ, თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს – Frankfurter Rundshcau

გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundshcau) ეხმაურება თბილისში ქართული ოპოზიციის მიერ გამართულ პროევროპულ მიტინგს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნების წინ თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს“ (ავტორი – კილიან ბეკი). პუბლიკაციაში გადმოცემულია საპროტესტო აქციის მიზანი და მიმდინარეობა – ქართული პოლიტიკური მოვლენა განხილულია მოლდოვას არჩევნებისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ – ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ ამომრჩევლები მიტინგზე, რომელზეც მთავარ მოქმედ ფიგურად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოჩანდა. იგი თავისი საქმიანობით ცდილობს საქართველო პროდასავლური (პროევროპული) გზიდან არ გადაახვევინოს და ქვეყანას ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრად მიღებაში. სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს არაერთხელ დასხმია თავს ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომელიც თავის ნეგატიურ გავლენას თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ახორციელებდა. ამჯერად თბილისს აქვს შანსი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით თავიდან აიცილოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების საფრთხე“, – ნათქვამია სტატიაში.

საქართველოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარ ადამიანს 68 წლის მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, წლების განმავლობაში იგი მმართველი პარტიისა და მთავრობის „უჩინარ“ ლიდერად ითვლებოდა, ამჟამად კი საარჩევნო კამპანიაში პირადად მონაწილეობს. მილიარდერმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში საქმიანობის დროს დააგროვა. აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტის შტეფან მაისტერის აზრით, ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება კრემლის პირდაპირ მარიონეტობაში შეცდომა იქნებოდა. იგი, ალბათ, უფრო იმით ხელმძღვანელობს, რომ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება ან გაწევრიანება მისთვის ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს“.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა, მაგრამ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ანტიდემოკრატიული კანონები მიიღო და რუსეთთან დაახლოება დაიწყო, ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

პროდასავლურ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, მაგრამ მისი მთავარი ნაკლი საკუთარ რიგებში განხეთქილების არსებობით გამოიხატება. საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ ხმების იმდენი რაოდენობა მიიღონ, რომ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და დღევანდელი პრორუსული ხელისუფლება პროდასავლურით შეცვალონ. ოპოზიციამ მაისში ხელი მოაწერა „ქართულ ქარტიას“ – სამომავლო მოქმედების დეკლარაციას, რომლის თანახმად, ოპოზიციის მიერ ხმების უმეტესი რაოდენობის მიღების შემთხვევაში შეიქმნება ტექნოკრატიული მთავრობა და 2025 წელს თავისუფალ არჩევნები ჩატარდება.

იმისგან დამოუკიდებლად, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება ოპოზიცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, კონრად ადენაურის ფონდის თბილისის ოფისი თავის მოხსენებაში აღნიშნავს, რომ ქართული ლიბერალური სამოქალაქო საზოგადოება დასავლეთისაგან მხარდაჭერას საჭიროებს. „ლიბერალური საზოგადოება „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გულს“ წარმოადგენს. თუ რუსეთთან დაახლოების პროცესი გაგრძელდება, ეს იქნება დიდი დარტყმა ევროკავშირის მეზობლობის პოლიტიკისადმი კავკასიის რეგიონში. ეს იქნება ასევე ცუდი სიგნალი მეზობელი სომხეთისათვის, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლას და ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობს. საქართველოსთვის რუსულ-ჩინური ავტორიტარული ბლოკის გავლენა „კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება’, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა – შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი ამტკიცებს, ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია (6%).

„ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს.

4%-ზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირში მხოლოდ ნიდერლანდებს, გერმანიას, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს და ჩეხეთს აქვს, საიდანაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 2,7% – ჩეხეთშია“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი, რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც „ფეისბუქზე“ „აკაკუნებს“, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს? – მაია ბითაძე 

როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი – რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც „ფაცეზე“ „აკაკუნებს“, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს, ან მინიმუმ ეწყინება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მაია ბითაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ბითაძე ეხმიანება ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ ახალ სარჩევნო კლიპში მონაწილე სხვადასხვა ცნობილი ადამიანის კრიტიკას. მისი თქმით, უკვე გასაგებია, რომ კამპანიაში მონაწილეებს პოლიტიკის არაფერი ესმით, მაგრამ ისინი თანდათან კომიკურებიც ხდებიან.

„როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი – რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც „ფაცეზე“ „აკაკუნებს“, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს, ან მინიმუმ ეწყინება.

გავიგე, რომ პოლიტიკაში არაფერი გესმით და ეს ქვეყანა თუ „გაიშარება“, პირველები გაიქცევით აქედან, მაგრამ უკვე ძალიან კომიკურად რომ გამოიყურებით თუ ხვდებით?!“ – წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

(შიგ)ევროპული მარცხი მოლდოვასა და საქართველოში – ვატო შაქარიშვილი

ორგანიზაცია “ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი, საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებზე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

“გუშინ, ბრიუსელისა და ვაშინგტონის ფარისევლური, მორალურად და პოლიტიკურად დეგრადირებული ბიუროკრატია დამარცხდა საქართველოშიც და მოლდოვაშიც! მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში, მოლდოვაში დაიხურა და აიკრძალა ოპოზიციური პარტიები, დამოუკიდებელი ტელევიზიები, აუცილებელი გახდა, აწ უკვე ევროპულ ღირებულებად ქცეული სიყალბისა და მანიპულაციის გამოყენება, იმისათვის რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამართულ რეფერენდუმში გადაელახათ 50%-იანი ზღვარი. ხმების დათვლის მთელი პროცესი, ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა სასარგებლოდ მიდიოდა. ბიულეტენების 70%-ის დათვლის შემდეგ 52.3% უარყოფით პასუხს აფიქსირებდა. ასეთი უპირატესობა ნარჩუნდებოდა უბნების თითქმის 97% დათვლამდე, მაგრამ 3-4%-ის დათვლა მთელი ღამის განმავლობაში “გაიწელა” და მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდა 0.3%-იანი სხვაობის დადება გაწევრიანების მომხრეთა სასარგებლოდ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უბნები საზღვარგარეთ მდებარეობდა.

უდიდესი ზეწოლის, მასშტაბური ევრო-ისტერიის, ოპოზიციური პარტიების და მედიების აკრძალვის ფონზე ასეთი შედეგის მიღებას, არ მგონია ისევ “ნათელ ფერებში” ხედავდეს ჯოზეფ ბორელი! ეს იყო მკაცრი სილა, რომელიც მოლდოველმა ხალხმა ბრიუსელის და ვაშინგტონის ბიუროკრატიას გაულაწუნა. დიდი იმედგაცრუება მიიღეს თბილისშიც! ევროკავშირის, აშშ-ის კონგრსის, სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის, ბორელის, მიშელის, საელჩოების, სრულიად ოპოზიციური პარტიების, ენჯეოების, 5 ტელევიზიის, სოც-მედიის, დიდი ფულის და გრძელვადიანი კამპანიის მუშაობის მიუხედავად სრული კრახით დასრულდა ფსევდოევროპული მარში, როგორც შეკრებილთა რაოდენობის, ასევე შინაარსის და ეფექტურობის თვალსაზრისით!

სანდუ და მისი პატრონები უკვე რუსეთის ჩარევას ადანაშაულებენ განცდილ მარცხში. ცხადია, საქართველოს შემთხვევაშიც სხვაგან დაიწყებენ მათი საბოლოო განადგურების მიზეზების ძებნას, მაგრამ ამას უკვე აზრი აღარ ექნება! სინამდვილეში ერთადერთი დამნაშავე თავად ევრობიუროკრატიაა! ასე ხდება, როდესაც თეთრზე ამბობ შავს! როდესაც სისხლიანი დამნაშავის გათავისუფლებას და უდიდესი ქველმოქმედის დასჯას ითხოვ! როდესაც კეზერაშვილს უმწიკვლო მედიამენეჯერად ასახელებ! როდესაც, ნიკა გვარამიას ჟურნალისტიკის განვითარებისთვის აჯილდოებ! როდესაც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვი! როდესაც მთავარ ევროპულ ღირებულებად ლგბტ იდეოლოგიას წარმოაჩენ! როდესაც უხეშად ერევი სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში! როდესაც გინდა შენი ინტერესებისთვის სხვა ქვეყანა გამანადგურებელ ომში ჩაითრიო! ასე ხდება, როდესაც მოლდოვაში ნათელ ფერებს ხედავ და საქართველოში სიბნელეს! ასე ხდება, როდესაც შენი პოლიტიკა მხოლოდ სიცრუეზე, ორმაგ სტანდარტსა და ფარისევლობაზე დგას! ასე ხდება, როდესაც უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მოინდომებ წასვლას!

ასე, რომ მარცხის მიზეზები (შიგ)ევროპაში ეძებეთ!!!” – წერს შაქარიშვილი.

https://www.facebook.com/share/5v2imQ7BHkZQTeAm/?mibextid=CTbP7E