Home Blog Page 670

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში – სამწუხაროა, რომ პროცესებში, რასაც ჰქვია სიძულვილის დათესვის მცდელობა, უცხოური ფული არის ჩართული -ირაკლი კობახიძე

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ სიძულვილის დათესვის მცდელობაში უცხოური ფული არის ჩართული.

„ლიბერალური ფაშიზმი არ არის ახალი მოვლენა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და მათთვის არ არსებობს არავითარი ფასეულობა. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, არც ქართველი სპორტსმენი არ არის მათთვის სინამდვილეში ფასეული. მათი გულშემატკივრობაც არის აბსოლუტურად ყალბი. სხვანაირად შეუძლებელია, აიხსნას ის ლიბერალურ-ფაშისტური გამოხტომები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ღირსეულ ადამიანებზე. თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის ბულინგის მცდელობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ. 26 ოქტომბრის არჩევნები ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილს, რომლის დათესვასაც ეს ადამიანები ცდილობენ. სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესებში, რასაც ჰქვია სიძულვილის დათესვის მცდელობა, უცხოური ფული არის ჩართული. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ყველამ დაინახოს, თუ ვინ აფინანსებს სიძულვილის დათესვას საქართველოში “, – განაცხადა პრემიერმა.

 ეკლესია პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს მშვიდობას და იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომელიც ოჯახურ ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს -საპატრიარქო

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს გზას გადის. ერთი მხრივ, ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და, მეორე მხრივ, ქვეყნის გამთლიანება, სუვერენიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ წარმოჩინდება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მხარდამჭერი იქნება არჩევანის, რომელიც საქართველოს მოუტანს ხანგრძლივ მშვიდობას და საზოგადოებაში იმ ღირებულებების განმტკიცებას, რომელიც ქრისტიანულ და ოჯახურ ტრადიციების გამყარებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად არჩევნების პერიოდში მოჭარბებული ემოციების და დაძაბულობის ფონზე ვთხოვთ სასულიერო პირებს გაითვალისწინონ თავიანთ გამონათქვამებში და მოწოდებებში, რომ საზოგადოებრივი ერთობისათვის და სიმშვიდის შენარჩუნებაში მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.
აღვავლეთ ლოცვებს, რათა უფალმა მომადლოს ჩვენს ერს წყალობა და მოციქულის სიტყვისამებრ, მშვიდობის საკვრელით შევინარჩუნოთ სულის ერთობა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს-პრემიერი

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ინტერვიუ იყო ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო.

„იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენად ყველა თემას შეეხებოდა, რომ ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ამ ინტერვიუს ფარგლებში. ზოგადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას -ირაკლი კობახიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს უსაფრთხოებას.

„რამდენიმე დღის წინ, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, ჩვენ ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღების თარიღად 2029 წელი დავასახელეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ სამუშაოები უფრო მაღალი ტემპით წარიმართება. უკვე გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოები ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილზე უფრო სწრაფადაც შევძლებთ ახალი ინფრასტრუქტურის ამოქმედებას და პორტის ოპერირების დაწყებას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, დააკავშირებს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს. ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას, განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას.

ყველა თვალსაზრისით, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებული მადლობა პირველ ვიცე-პრემიერს, რომელიც წარმართავს შესაბამის პროცესებს, მადლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიას და კომპანიის წარმომადგენელ იან დე ნულს, მადლობა კომპანიის თითოეულ წარმომადგენელს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველა ადამიანს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, 500-მდე ადამიანი დასაქმდება -ირაკლი კობახიძე

დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

მისივე განცხადებით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.

„ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა სამუშაოებს. პირველ ეტაპზე დადგეგმილია ნავასდგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. „იან დე ნული” სწორედ  საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ჩვენ მოხარულები ამ კომპანიის ჩართულობით ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში. პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი წელიწადში. საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება,”- განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ დასკვნითი საარჩევნო ღონისძიება 23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება

მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ხვალ თავისუფლების მოედანზე ნაცვლად 16:00 საათისა, 19:00 საათზე დაიწყებს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„დაგეგმილი გვქონდა, რომ ღონისძიება ჩატარებულიყო 16:00-ზე, მაგრამ ძალიან ბევრმა თბილისელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ეს ემთხვევა სამუშაო საათებს და სამწუხაროდ ისინი ამის გამო ვერ ახერხებენ დასწრებას, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხვალინდელი ღონისძიება ნაცვლად 16:00 საათისა დაიწყოს 19:00-ზე“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. მოძრაობა აკრძალულია, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა კი დასაშვებია თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით.

„რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებულია ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შესაბამისად, გადაადგილება შეზღუდულია ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნიდან და გორგასლის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი კი გადაადგილდება ევროპის მოედნამდე და შემდეგ უკან.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის მოქმედების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია – პაველ ჰერჩინსკი 

ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის, ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით წინ მიიწევენ და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კარი ქართველებმა უნდა გააღონ და ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს.

„როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი, ასე რომ, გადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის.

ევროკავშირი არის წარმატების უზარმაზარი ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის განვითარების გარანტია, ეს არის ღირსეული ცხოვრების გარანტია, არა რამდენიმე მდიდრის ცხოვრების. ეს არ არის რამდენიმე მდიდრის მდიდრული ლიმუზინი, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გელოდებით, მაგრამ ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. ეს არის თქვენი არჩევანი“, – აღნიშნა ელჩმა.

სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში – გაიცანით თიბისის მხარდაჭერილი იდეა

ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. თანამედროვეობას შერწყმული, რეგიონისთვის დამახასიათებელი წინა საუკუნეების არქიტექტურა, გამორჩეულს ხდის მას. ერთი მხრივ, განსხვავებული და ამავე დროს ავთენტური გარემო, განსაკუთრებით ხიბლავს ვიზიტორებს.

მართალია, სასტუმროს ისტორია ერთ წელს ითვლის. თუმცა, გაცილებით დიდი ისტორია აქვს მისი შექმნის იდეას, რომელიც ჯერ კიდევ „ახალციხის ციხის“ რეაბილიტაციის პერიოდიდან დაიწყო.  სასტუმროს მეპატრონე, ადგილობრივი სტარტაპერი სიმონ აფრიამაშვილი გვიყვება, რომ თავდაპირველად, საოჯახო ტიპის სასტუმრო, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გახსნა მისმა ოჯახმა.

„მას შემდეგ, რაც „ახალციხის ციხეს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ჩვენ ქალაქში ტურისტების შემოდინება დაიწყო. გადავწყვიტეთ, საკუთარ სახლში, რომელიც რაბათის უბანში მდებარეობს,  საოჯახო სასტუმრო მოგვეწყო. რამდენიმე ოთახი გამოვყავით და ასე ვმასპინძლობდით წლების განმავლობაში ტურისტებს“, გვიყვება სიმონი.

რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და სასტუმროზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, სიმონმა ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტა. გამოცდილება, რომელიც მან და მისმა ოჯახმა წლების განმავლობაში დააგროვა, ერთადერთი და მნიშვნელოვანი კაპიტალი აღმოჩნდა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. სასტუმროს ასაშენებლად ფინანსური რესურსი არ ჰქონდა და დახმარებისთვის თიბისის მიმართა. სიმონმა, თიბისისგან შეღავათიანი ბიზნეს სესხი აიღო და საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სასტუმროს მშენებლობას შეუდგა. შეღავათიანი ბიზნეს სესხის ფარგლებში, სტარტაპერს „აწარმოე საქართველო“ (enterprisegeorgia.gov.ge) სესხის პროცენტის სუბსიდირებით დაეხმარა, ხოლო თიბისიმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალება მისცა. როგორც სიმონი ამბობს, სანამ სასტუმროს ააშენებდა, ბანკის საშეღავათო პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისთვის: „ძალიან დიდი შეღავათი იყო ის, რომ სასტუმროს მშენებლობის პროცესში სესხის გადახდაზე არ ვფიქრობდი“.

გახსნიდან ძალიან მალევე, სასტუმრო „რაბათმა“ ვიზიტორების გული მოიგო და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად იქცა. მცირე ზომის სასტუმრო, რომელიც ათამდე ნომერს აერთიანებს, მაღალი სტანდარტის სერვისთან ერთად, ოჯახურ ატმოსფეროს უქმნის სტუმრებს.

მას შემდეგ, რაც სასტუმროს ფუნქციონირება გამართა, სიმონმა სარესტორნო სივრცეც გახსნა. რესტორანი გათვლილია, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ამიტომ, მენიუში განსაკუთრებული ადგილი უკავია მესხურ კერძებს.

„უცხოელ ტურისტებს და თუნდაც ქართველ ტურისტებს, განსაკუთრებით აინტერესებთ ადგილობრივი კერძების დაგემოვნება. ამიტომ მესხური კერძები პირველი იყო, რაც მენიუში შევიტანეთ“,ამბობს სიმონი.

„საინტერესო და გამოწვევებით სავსე“ – ასე ახასიათებს სტარტაპერი ბიზნეს სფეროს, რომელშიც საქმიანობს. თუმცა, გამოწვევებს არ უშინდება და გახსნის დღიდან, სასტუმროს წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავს.

გამოწვევებსა და მიზნებზე საუბრისას, რეგიონის ჭრილში ტურიზმის განვითარების პერსპექტივასაც შევეხეთ.

„სამცხე-ჯავახეთში ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდება. წინა წლებს რომ გადავხედოთ, ყოველი მომდევნო უკეთესია (კოვიდის პერიოდს თუ არ ჩავთვლით), ხულო-ზარზმის გზის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენ მხარეში მოძრაობას, რაც ასევე დადებითად აისახება ტურიზმის განვითარებაზე“.

შევთანხმდით, რომ სამცხე-ჯავახეთში ბევრი კულტურული ძეგლია, რომელსაც პოპულარიზაცია სჭირდება.

„ყველამ იცის ახალციხის ციხე, ვარძია, საფარა, ჭულე და ზარზმა. მაგრამ არ იცნობენ ხერთვისს, თმოგვს და ოქროს ციხეს. ტაბაწყურს და საროს ქარაფებს“, – გვეუბნება სიმონი.

ახლა მთლიანად სასტუმროს საქმეებითაა დაკავებული. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მომავალში, თავად შესთავაზოს სტუმრებს ადგილობრივი ტურები. ვინ იცის, იქნებ, ერთხელ თქვენც დაემგზავროთ „რაბათიდან“ – ვარძიამდე, საროს ქარაფებამდე ან უფრო მაღლა, გზად, დიდი აბულისკენ.

R

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოკვეთეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2004 წელს დაბადებული ე.გ. და 2001 წელს დაბადებული მ.მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

თქვენი დრო დამთავრდა! – გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ვადა გაუვიდა, – ასე შეაფასა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში მარცხდება.

„ბატონო ბიძინა, თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ეს არჩევნები წაგებული გაქვთ. თქვენი მთელი საუბარი ამის მტკიცებულებაა. თქვენ ამ არჩევნებში მარცხდებით და რაც უფრო ადრე შეეგუებით ამ მარცხს, მით უკეთესი იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ერთადერთი, რაზეც ბიძინა ივანიშვილი ნერვიულობს, არის ის, რომ დიდძალ ქონებას კარგავს და უნდა, რომ ამ საკითხით ივაჭროს.

„რაც შეეხება 14 მილიარდს, ბატონო ბიძინა, თქვენ ისიც ძალიან კარგად იცით, რომ 14 მილიარდის მიღებას, რომელიც საქართველოსთვის არის გამზადებული, თქვენ აფერხებთ. ამიტომ განიცდით თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ამაზე საუბარს. ამიტომ, თქვენი დრო დამთავრდა. 26 ოქტომბერს ჩვენ თქვენს ხელისუფლებას მოვაშორებთ, სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს და ქვეყანა წინ წავა. ვადა გაგივიდათ უკვე, შეეშვით ამ ქვეყანას, ამ აბსურდებზე საუბარს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გამოვლინდა, რომ რეგისტრირებული 102 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 37, ანუ ყოველი მესამე, პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან – გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოშსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადება

დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების” წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული.

შეგახსენებთ, რომ 1 თვის უკან, 27 სექტემბერს იგივე საკითხზე ჩვენს მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგით რეგისტრირებული 49 ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, კერძოდ „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს”, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან” და „ახალთან” არის აფილირებული, ჩვენს მიერ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე ცესკომ გაუუქმა რეგისტრაცია.

25 სექტემბრის შუალედური ანგარიშის შემდეგ, ცესკოში რეგისტრაცია დამატებით გაიარა 53-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. „ქართული ოცნების” მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით ჩატარდა მონიტორინგი, პოლიტიკურ სუბიექტებთან ამ ორგანიზაციების კავშირების დასადგენად. კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და/ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული „ქართული ოცნების” წინააღმდეგ მრავალი წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით.

კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ ცესკოს მიერ რეგისტრირებული 102 ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან, ანუ ყოველი მესამე ფაქტობრივად 36% არის პირდაპირ აფილირებული პოლიტიკურ პარტიებთან.

მონიტორინგის ფარგლებში, ასევე, დადგინდა, რომ 16 ორგანიზაცია ეწევა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კამპანიას, რაც დასტურდება მათივე ანგარიშებით და საჯარო აქტივობებით, ანუ რეგისტრირებულთა 16%-ზე გვაქვს ჩვენ საუბარი.

შესაბამისად, საჯარო წყაროებზე დაფუძნებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ცესკოში რეგისტრირებული 102 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 53, ანუ ნახევარზე მეტი (52%) ეწევა „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო საქმიანობას.

ახლა, მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ინფორმაციას კვლევის შედეგად მხილებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ, რაც საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს არჩევნების მონიტორინგი და ვინ აპირებს დასკვნების შედგენას არჩევნებთან დაკავშირებით.

Ø  ცესკოს მიერ დარეგისტრირდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქე”, რომლის დირექტორია ნუგზარ ხოზრევანიძე, გამგეობის წევრები კი მარად შავაძე, რისმაგი ხოზრევანიძე და ნოდარ ძირკვაძე არიან. ორგანიზაციის დირექტორი ნუგზარ ხოზრევანიძე 2020 წლის 15 დეკემბერს ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დააკავეს პოლიციასთან ინციდენტის დროს, პლაკატებს აკრავდა შენობაზე – „გაყალბებული არჩევნები”. „იგი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ნუგზარ ხოზრევანიძე 2022 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას.

მარად შავაძე დღემდე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო რისმაგი ხოზრევანიძე აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პიარ მენეჯერია. რაც შეეხება ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე „სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ დანიშნული წევრია.

ცესკომ ასევე დაარეგისტრირა სადამკვირვებლო ორგანიზაციად „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის”. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადამია აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და აქტიურად ეწევა პარტიულ საქმიანობას.

ანალოგიურად, ცესკომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა ორგანიზაცია „ალტერნატივა ენჯეო” და ორგანიზაცია  „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი”. ალტერნატივა ენჯეო”-ს თავმჯდომარე ხათუნა ბერიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრია; ხოლო ორგანიზაციის გამგეობის წევრ ნატო ნაცარაშვილს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს შეწირული აქვს პარტია „ახალი”-თვის  7000 ლარი. რაც შეეხება „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” თავმჯდომარე გივი ნახუცრიშვილს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. იგი დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია.

საზოგადოების საყურადღებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული ოთხი ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მათ დასახელებებს- „კრიტიკული მოქალაქე”, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის”, „ალტერნატივა ენჯეო” და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი”, რეალურად ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილია, რისი დადასტურებაცაა შემდეგი გარემოება: ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად ამ ოთხი ორგანიზაციის ამონაწერების მოსამზადებლად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოთხივე ორგანიზაციის სახელით ერთი და იგივე მინდობილმა პირმა, უშანგი მიქელაძემ მიმართა. უშანგი მიქელაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერია, რასაც 2022 წელს მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ 3300 ლარის შემოწირულობაც ადასტურებს.

საყურადღებოა დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული ორგანიზაცია „ქართული ორდენი”, რომლის გამგეობის თავმჯდომარე – ზურაბ გრიგალაშვილი, პოლონეთში, ქ. ვარშავაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია.

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, ცესკოში წარსადგენი ამონაწერის მომზადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაცია „ეი პი ემ ჯორჯიას” და  ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის” სახელით მოითხოვა ერთი და იგივე მინდობილმა პირმა – ივანე ბურდულმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ივანე ბურდული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ცესკო-ს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა. ასევე, ივანე ბურდულმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2023-2024 წლებში 11 204 ლარი შესწირა. ამასთანავე, ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობა”-ს ხელმძღვანელ ნესტან დალაქიშვილს 2016 წელს „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”-ს სასარგებლოდ 3000 ლარიანი შემოწირულობა უფიქსირდება.

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირში არის 12 ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტთან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 800 ათას ლარამდე თანხა შეწირეს. საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები, კვლევის შედეგად მიღებული  შემომწირველების მიერ გადარიცხული თანხები რამდენად არის მათ მიერ გაცემული გრანტებიდან?!

აშკარაა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც, ინფორმაციებს ამ ორგანიზაციების შესახებ მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. აქვე, მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.

შემაჯამებელი, მოცულობითი ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე შეგიძლიათ იხილოთ „ქართული ოცნების” ოფიციალურ Facebook გვერდზე, რომელიც დღესვე დაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.ი რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების” წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული.

შემაჯამებელი, მოცულობითი ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე შეგიძლიათ იხილოთ „ქართული ოცნების” ოფიციალურ Facebook გვერდზე, რომელიც დღესვე დაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – ნათქვამია განცხადებაში.