Home Blog Page 656

ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით, კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, თუ სადმეა საჭირო განცხადებები, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით -ირაკლი კობახიძე

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა, ამ ფონზე, არავითარ ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა, ფასი არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ რამეზეა საჭირო განცხადებების გაკეთება, ეს არის მოლდოვა, რომელმაც ჩატარებული არჩევნებით დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა.
„მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები, ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით. კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა. განცხადებები თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით, სამართლიანობა რომ იყოს. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და თვალში ნაცარს გვაყრიან, გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას არ ეკუთვნის, ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და გადაივლის არჩევნები, მაშინვე აღდგება სამართლიანობა, დარწმუნებული ვარ,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეს, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, თუ ვერ შეავსე, აქცია ჩაგივარდა და რეალურად ერთი კვირით ადრე წააგო არჩევნები რადიკალურმა ოპოზიციამ -ირაკლი კობახიძე

უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიას არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც ქალაქებში გადიან, შეკრებებს ვერ ატარებენ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე და იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ.

„სკამებით როდესაც ატარებ შეკრებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი მდგომარეობა გაქვს და მხარდაჭერა არ გაქვს საერთოდ საზოგადოებაში. გუშინ ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, NGO-მ, სალომე ზურაბიშვილმა, ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს. თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ავრცელებდნენ ძველი აქციების კადრებს და მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს. აქცია ჩაგივარდათ, ამ მოედნის შევსებას არ სჭირდება დიდი რაოდენობის ხალხი. თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეთ, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, ის ლოკაცია თუ ვერ შეავსე,  აქცია ჩაგივარდა და რეალურად, 1 კვირით ადრე წააგეთ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები”, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

“ნაცმოძრაობას” თავის დროზე იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ -ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობას” თავის დროზე იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ  რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აქციის მონაწილეებისთვის ლაზერის მინათების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი პოზიცია გამოხატეს.

„ისინი, როგორც ჩანს, იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები. შეიძლება, პარტიის წევრებიც იყვნენ მათი ნაწილი, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც იგორ ნარმანია და სხვა „ნაციონალი” ახალგაზრდები იყვნენ გულწრფელი სამოქალაქო აქტივისტები, რატომ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს სამოქალაქო აქტივისტი. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ აქვთ სამოქალაქო პოზიცია და გამოხატეს ეს სამოქალაქო პოზიცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას” თავის დროზე იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ  რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურთ ხელისუფლებაში ამ რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. რაც შეეხება ლიბერალურ ფაშიზმს, რომლის მორიგი აქტი ვიხილეთ ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ, ეს რადიკალურად მიუღებელია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს რამის უნდა რცხვენოდეს, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან „ნაცმოძრაობას”.

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა -ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში.

„სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს, თუმცა საბედნიეროდ, მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში. რეალურად რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ერთი კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები. 100 000 გაყავით დაახლოებით ექვსზე, შვიდზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც არის რეალობა. რადიკალური ოპოზიციის პარტიები მანამდე ჭკვიანურად მიყვებოდნენ კამპანიას, ან არ ატარებდნენ ასეთ შეკრებებს, ან სკამებს დგამდნენ ხოლმე, რაც სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება. სკამებით 2 500 კაცი შეგიძლია დასვა და წარმოაჩინო ისე, თითქოს იქ არის 15 000 კაცი. იგივე ზუგდიდში, დაახლოებით იგივე რაოდენობა გვყავდა ჩვენ შეკრებილი, ერთ რეგიონში, რაც მთელმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ყველა პარტიამ ერთად, თავისი ენჯეოების ჩათვლით შეკრიბა თბილისში. ყველა დარწმუნდებით იმაში, თუ როგორია „ქართული ოცნების“ ძალა და როგორია მისი მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერმა.

არადიპლომატიური განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა -პრემიერი

ტექნიკური მთავრობა ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ. ეს არ არის, ბუნებრივია, ელჩის უფლებამოსილების სფერო და პრეროგატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის საელჩოს განცხადებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა არადიპლომატიური განცხადება გააკეთა, რითაც უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს.

„უხერხულობა შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს. კარგია, რომ ეს უხერხულობა ამ განცხადებით გარკვეულწილად განეიტრალდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

არავის ვურჩევთ ხელოვნური ინტელექტით და დიფფეიკებით ხალხზე ზემოქმედების მცდელობას-მამუკა მდინარაძე

ბოლო კვირა დაიწყო არჩევნებამდე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან არ არსებობს არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ე.წ. საარჩევნო ველზე მუშაობს, ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ მედიააქტივობით და მათი კამპანიის ძირითად შემადგენელს წარმოადგენს კონტენტის შექმნა ტელევიზიების, სოციალური ქსელებისთვის და ქვეყნის გარედან მათ დასახმარებლად გაკეთებული განცხადებების ტირაჟირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, არცერთი პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“, არ მუშაობს ამომრჩეველთან.

„უპრეცედენტოა, განსაკუთრებით, ერთი მიმართულებითაც, რომ, ფაქტობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით, ვერავინ იღებს ხმას ვერც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ვერც მოსყიდვაზე და ა.შ. ამ მიმართულებით ჩვენ იქით გვაქვს საპრეტენზიო ოპოზიციურ პარტიებთან, რადგან ამ მომენტამდე „ნაცმოძრაობის“ არცერთ მედიას არც უცდია, აღმოეფხვრა ის უსერიოზულესი დისბალანსი, რაც მათ ჩვენი სატელევიზიო ვიდეორგოლების არგაშვებით შექმნეს. ფაქტია, ისინი, დიდი ხანია, შეგუებულები არიან მარცხს და, ნაცვლად საარჩევნო შედეგებზე ზრუნვისა, სულ სხვა რამისთვის ემზადებიან. დღეს ჩვენ შევეხებით „ნაცების“ ფეიკკამპანიას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. არცერთი პარტია, არც, მათ შორის, ოთხი აგენტურული პარტია საარჩევნო ველზე არ ატარებს კამპანიას, ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტი აქვს ერთადერთ პარტიას, ეს ვართ „ქართული ოცნება“. ასევე, არ არსებობს მეორე პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა“, რომელსაც ჰყავს დელეგატობის კანდიდატები. ნამდვილად არავის ვურჩევთ ხელოვნური ინტელექტით და დიფფეიკებით ხალხზე ზემოქმედების მცდელობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – გურამ მაჭარაშვილი

მოლდოვას მაგალითი ნათელი დადასტურებაა, რომ სამწუხაროდ, ხალხს არავინ არაფერს ეკითხება – ევროკავშირს და უცხოურ ძალებს, რომელთაც სურთ, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებაში მათი წარმომადგენლები იყვნენ, ხალხის მოსაზრება არ აინტერესებთ! – ასეთია უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის შეფასება მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, ამტკიცებდნენ, რომ მოლდოვას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, რეალური სურათი კი სულ სხვანაირია.

„ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად გაწევრიანდება და სად – არა! ვის აირჩევს და ვის- არა!

ფაქტია, რომ მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები აგებულია ტყუილზე და ეს მათ შორის მოლდოვას მაგალითზე გამოჩნდა.

მოლდოვაში საუბარი არ არის 90%-10%-ზე ან 95%-5%-ზე, რა სურათსაც ევროკავშირში ხატავდნენ. არ შეიძლება მოქალაქეთა არც ერთი ჯგუფის ინტერესების უგულებელყოფა მოხდეს. როდესაც საუბრობ, რომ ქვეყანაში გაწევრიანების მომხრეა აბსოლუტური უმრავლესობა და რეალური სურათი არის სულ სხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ იტყუები!

ასეთივე ტყუილებია საქართველოსთან დაკავშირებით, როცა საერთაშორისო დასკვნები აჩვენებს, რომ ქვეყანა ვითარდება, მაგრამ ამბობენ, რომ აქ არის ანტიდემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას გაეცნენ, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია პროექტის შესახებ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა მიაწოდა.

საბაგირო გზა სულ რამდენიმე წუთში ფარავს მანძილს თავისუფლების მოედნიდან თაბორის ქედამდე.

„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება დედაქალაქში და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს. ეს არის თაბორზე სასტუმრო კომპლექსი და საერთაშორისო სტანდარტის გოლფის მოედნები. თვითონ სასტუმროს რაც შეეხება, ესაა „ავტოგრაფის“ ბრენდი, 175-ნომრიანი. რაც შეეხება ინვესტიციებს, 175 მილიონი დოლარი ჩაიდო ამ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ახალ წელს გაიხსნება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატება დედაქალაქს. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ თავისუფლების მოედნიდან ზუსტად ხუთ წუთში შეიძლება საბაგირო გზით ამოსვლა. გარდა ამისა, კომპლექსს ექნება შესაძლებლობა, ბოტანიკურ ბაღთან ჰქონდეს კავშირი და აქ მომსვლელმა სტუმარმა თუნდაც ფეხით გაისეირნოს ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. წარმატებები ასეთ საქმეებს. ყოველთვის გამიხარდება, როგორც დედაქალაქის მერს, ასეთი პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე ინფორმაციით, საბაგირო გზა ორსექციიანი და ჯამში 34-გონდოლიანია. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

საბაგირო გზის პროექტი, რომლის ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა.

შე საქონელო შენა, ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა შენი ზონდერების დევნის გამო დატოვა სამშობლო – მალხაზ გულაშვილი მიხეილ სააკაშვილს

x

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, სოციალურ ქსელში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება, რომლის მტკიცებითაც, მის არასრულწლოვან ქალიშვილზე ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება:

“შე საქონელო შენა, მე არ მყავდა და სხვას არ ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც შენი კაციჭამია ზონდერები იარაღს ადებდნენ, აშინებდნენ , იტაცებდნენ, დევნიდნენ და ციხეში სვამდნენ? თუ შენ პლაკატმა შეგაწუხა და შენი შვილი, ჩემი შვილი და ჩემი ოჯახი, შენმა ფაშისტურმა რეჟიმმა ლამის გაანადგურა, ფსიქოლოგიურად, მატერიალურად, ფინანსურად, მორალურად, წელიწადნახევარი დევნაში გვამყოფე და ერთი წელი ციხეში (არა ისეთში, როგორც შენ ნებივრობ ახლა. ჩვეულებრივში, გლდანში, თან მცირეწლოვან შვილთან ერთად).


შე საქონელო შენა, ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა, იძულებით, შენი ზონდერების დევნის გამო დატოვა სამშობლო. მთა-მთა სოფლის ბილიკებით; ხოლო, მეორე მცირეწლოვანი შვილი საქართველოში დარჩა ჩემს გმირ მეუღლე, – ნანა გაგუასთან, გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის” გამომცემელთან და მთავარ რედაქტორთან ერთად, როგორც მძევალი.

შენ ვის მცირეწლოვანი ბავშვების ტერორი უნდა ახსენო შე არადექვატურო საქონელო შენა!!!


თქვენ არ იყავით, ადვოკატების პირით რომ გვითვლიდით სოლოლაკის სახლი გაყიდოსო, იმ დროისთვის ,,ჯორჯიან თაიმსის” დროებითი ოფისი და მცირეწლოვან ბავშვს ჩამოუშვებთო? თქვენ არც ადრე იყავით ადამიანები, არც ახლა ხართ და არც იქნებით, ვინც თქვენ მხარს გიჭერთ ზუსტად იგივენაირი სადისტია და იგივენაირად იღებს თავის თავზე დანაშაულს , უბედურებას, რაც შენ არარაობამ და მახინჯმა სატანისტმა, საქართველოსა და ქართველ ერს დაატეხე თავს , შენი სატანისტური ლობისტური ჯგუფების დახმარებით🥶🥶🥶” – წერს მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, „დღეს სახლიდან გასულ ჩემს მცირეწლოვან ქალიშვილს, პირდაპირ სახლთან დახვდა დაკიდებული „ცნობილი“ ბანერი და შეშინებულმა ჰკითხა დედამისს, მამიკოა? ეს არის არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ტერორი“ – დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება.

იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს.

დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა.

„ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობით ახორციელებს.

„ქართული ოცნების” უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტით გადაყენებას მეორედ ცდილობს. პროცესის ბოლომდე მისაყვანად 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მაია სანდუ ლიდერობს, მაგრამ პირველ ტურში ვერ იმარჯვებს – BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს მოლდოვაში კვირას, 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარ შედეგებს და კომენტარებს, სათაურით „მაია სანდუ ლიდერობს, მაგრამ პირველ ტურში ვერ იმარჯვებს“ (ავტორი – ილია ბალაბანოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება: ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ ხმების 38,2%-ს აგროვებს, ხოლო მისი მთავარი ალექსანდრე სტოიანოღლო  – 28,6%-ს. ორივე ერთმანეთს საარჩევნო ბრძოლის პოლიტიკურ ველზე ისევ შეხვდებიან ორი კვირის შემდეგ, სამ ნოემბერს.

რაც შეეხება რეფერენდუმს – ჩაიწეროს თუ არა მოლდოვას კონსტიტუციაში ქვეყნის კურსი ევროკავშირში ინტეგრირების თაობაზე – უშუალოდ მოლდოვაში ამომრჩეველთა უმრავლესობამ ამ იდეას მხარი არ დაუჭირა (შუაღამის მონაცემებით, მოწინააღმდეგე – 54%, მომხრე – 45,3%), თუმცა ჯერ კიდევ არაა მთლიანად ცნობილი საზღვარგარეთ მყოფი მოლდოველთა პოზიცია. ყველა შემთხვევაში, თუ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მოწონებას არ დაიმსახურებს, ეს სიურპრიზი სერიოზული დარტყმა იქნება მაია სანდუსა და მისი მხარდამჭერებისათვის.

ალექსანდრე სტოიანოღლოს კოზირი ისაა, რომ იგი პოლიტიკაში, შეიძლება ითქვას, რომ ახალბადაა (მას „აპოლიტიკურ კანდიდატსაც“ უწოდებენ) და მოუსყიდაბი და პატიოსანი კაცის სახელით სარგებლობს: ყოფილი გენერალური პროკურორი დამანაშვეების მიმართ შეურიგებლად იბრძოდა, მაგრამ როგორც კი მაია სანდუს პარტიამ 2021 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, იგი გენპროკურორის პოსტიდან გაათავისუფლეს და ბრალი დასდეს კორუფციაში. მართალია, მოგვიანებითევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ალექსანდრე სტოიანოღლო გაამართლა, მაგრამ მაია სანდუმ უარი თქვა თანამდებობაზე აღედგინა. ყოფილი გენპროკურორ გამოდის ლოზუნგით „სამართლიანობა ყველასათვის“ და აცხადებს, რომ გააგრძელებს ევროპულ გზას, თუმცა არა ისე, როგორც ამას მაია სანდუ აკეთებს. საინტერესოა, რომ ყოფილი გენპროკუროროი საპრეზიდენტო კანდიდატად სოციალისტებმა წამოაყენეს, ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის პარტიამ. თავის მხრივ, იგორ დოდონს ახლო კავშირები აქვს ვლადიმერ პუტინთან.

როგორც ჩანს, მაია სანდუს პრეზიდენტის სავარძლის შესანარჩუნებლად მძაფრი ბრძოლა მოუწევს. არ არის გამორიცხული, რომ ყველა დანარჩენმა კანდიდატმა – რენატო უსატიმ (მიიღო ხმების 14%), ვიქტორია ფურტუნემ (5,89%) და ირინა ვლახმა (5,86%) თავიანთ ამომრჩევლებს მოუწოდონ, რომ მხარი ალექსანდრე სტოიანოღლოს დაუჭირონ.

უცხოეთის ქვეყნებში მყოფი მოლდაველების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო – საელჩოებში ხმის მისაცემად რიგები შეიმჩნეოდა. შესაბამისად, ვადა გაგრძელდა.  იმის გათვალისწინებით, რომ მოლდოვა ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც არჩევნების ბედი შეიძლება დიასპორამ გადაწყვიტოს, ამჟამად მაია სანდუს გუნდს ერთი იმედიღა რჩება – რამდენ ხმებს მოუტანს მათ მიგრანტები.

წინასაარჩევნო კამპანია ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობდა, მთავრობისა და პრეზიდენტის მხრიდან ისმოდა განცხადებები არჩევნების პროცესში რუსეთის სპეციალური სამსახურების ჩარევის თაობაზე. რასაკვირველია, კრემლი თავის მცდელობებს უარყოფდა.

მრავალი წლის განმავლობაში მოლდოვა, რომელიც რუმინეთსა და უკრაინას შორის არის „ჩაჭედილი“, საკმაოდ ყოყმანობდა თავის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში. მოსახლეობის შესამჩნევი რაოდენობა კვლავ ინარჩუნებს სიმპათიებს რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით ეს ითქმის მოლდოვას სამხრეთ ნაწილში არსებულ გაგაუზების ავტონომიისა და სეპარატისტული დნესტრიპირეთის მოსახლეობაზე (დნესტრისპირეთში ჯერ კიდევ რჩება რუსეთის არმიის კონტინგენტი).

რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებში მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაგმო რუსული არმიის შეჭრა და იყიყმანოდ, ერთნიშვნელოვნად დადგა კიევის მხარეზე. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ომმა უკრაინის მეზობელ მოლდოვას დიდი პრობლემები შეუქმნა: ათი ათასობით უკრაინელი ლტოლვილი და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც რუსულ ენერგოშემცველებზე ფასების მკვეთრმა მატებამ გამოიწვია.

2023 წელს მოლდოვამ, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, მაგრამ რადგანაც მოლაპარაკება წევრობაზე დროთი შეზღუდული არ არის, ბევრი დამკვირვებლის აზრით, ევროკავშირში მიღების პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

წყარო

საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – ევროკავშირის 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები

ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, – ამის შესახებ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე თქმით, [ევროკავშირის] კარი ღიაა და ღია დარჩება.

„ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირის წევრად. საქართველო ევროპული, პლურალისტური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მედიალანდშაფტი აქვს და საქართველომ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე. მოდით, ასევე განვმარტოთ – ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!“- ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.