Home Blog Page 655

 ,,არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, რადგან იქნება ძალიან დაძაბული ველი, გვმართებს დიდი სიფრთხილე”- ბიძინა ივანიშვილი

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამე თუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველ გუნდსა და საზოგადოებას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

„სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ, მათ რიცხვში, ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, გარკვეული ბიუროკრატები კოორდინაციაში არიან და კორელაციაში არიან ოპოზიციურ სპექტრთან, მაგრამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, თავშივე, რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას. აი, დეჟავიუ – ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც უკვე გვინახავს. დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, [არჩევნების] მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ, ერთ რამეს აქვე გავუსვამ ხაზს, ალბათ, კითხვები შემდგომში გექნებათ და მექნება საშუალება, გავაკეთო ამაზე აქცენტები, რომ ყველა დღეს – ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე – სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა.

ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა, რომელიც მიმდინარეობს კენჭისყრის წინა დღეს და სწორედ ამ დღეს საარჩევნო უბნებზე განთავსდება შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა.

3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი – სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება.

არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება ხელისუფლების ინტერესებშია, სამწუხაროდ, ეს არ შედის ოპოზიციის ინტერესებში – რატი ბრეგაძე

მოვუწოდებ ყველა წარმომადგენელს ოპოზიციის მხრიდან, იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების ინტერესშია. ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში დამარცხდება და დაძაბულობის მუხტის შექმნა სურს.

„ჩვენ საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინტერესებში არის არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება. სამწუხაროდ, ეს არ შედის ოპოზიციის ინტერესებში, გამომდინარე იქედან, რომ წინასწარ იციან, ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, დამარცხდებიან ამ არჩევნებში, ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნებში. შესაბამისად, მათ სურთ, რომ ვითარება გარკვეულწილად არიონ და შექმნან დაძაბულობის მუხტი. ამის შესახებ ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ ყველა წარმომადგენელს ოპოზიციის მხრიდან, რომ იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

,,სამწუხაროდ, დეზინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის”- პიტერ სტანო

არ არის ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის , – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.

ამით სტანომ უპასუხა კითხვას, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს, კერძოდ მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოსთანაც, ისევე როგორც მოლდოვასთან.

ამასთან, სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას სხვა სადამკვირვებლო მისიით.

„მრავალმხრივია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და საქართველოში პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოს მთავრობაში, ბევრი საკითხის შესახებ, ბოლო დრომდე საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობდით. შემდეგ საქართველოში დიდი ცვლილება მოხდა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოფიციალურმა პირებმა ხელისუფლებიდან ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს და სწორედ ამიტომ, ჩვენმა ურთიერთობებმა ოდნავ განსხვავებული მიმართულება მიიღო, რაც წელს საგარეო საქმეთა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ საბჭოზე რამდენჯერმე განიხილეს. ასე რომ, ევროკავშირის სპეციალური მისია არ არის, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას სხვა მისიით – სადამკვირვებლო მისიით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ფორმირებებთან დაკავშირებული არსებული ვითარების გამო იქ არის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება, თუ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

22 ოქტომბრიდან ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ისევ დათბება

22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7207 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7207 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9509 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9457 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0052 ლარი შეადგინა.

,,ოპოზიცია ხვდება, რომ სალომე ზურაბიშვილის ქარტია ჩიხია, თუმცა ქარტიიდან გამოსვლას ვერ ბედავენ”-ალექსანდრე რაქვიაშვილი

არ მესმის, სალომე ზურაბიშვილს ასე ბრმად როგორ მიჰყვება ამდენი ოპოზიციონერი. მით უმეტეს, ჩემგან განსხვავებით, ყველას გალანძღული ჰყავს და რუსეთის აგენტი აქვს დაძახებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ოპოზიცია ხვდება, რომ სალომე ზურაბიშვილის ქარტია ჩიხია, თუმცა ქარტიიდან გამოსვლას ვერ ბედავენ.

„არ ვიცი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, პრეზიდენტი ოპოზიციაში ტროას ცხენის ფუნქციას ასრულებს. უბრალოდ, ამ მთელ კონფიგურაციას ააფეთქებს, რომელიც თვითონვე შექმნა, მათ შორის ტექნიკური მთავრობით, აპოლიტიკური პრემიერ-მინისტრით და ასე შემდეგ. არ მესმის, სალომე ზურაბიშვილს ასე ბრმად როგორ მიჰყვება ამდენი ოპოზიციონერი. მით უმეტეს, ჩემგან განსხვავებით, ყველას გალანძღული ჰყავს და რუსეთის აგენტი აქვს დაძახებული. თვითონაც ხვდებიან, რომ ეს ქარტია ჩიხია და არავინ ამის აღსრულებას არ აპირებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ღია პოზიციის დაფიქსირებას და ქარტიიდან გამოსვლასაც ვერ ბედავენ. უცნაური ვითარებაა, როცა ოპოზიცია თავის თავს აზიანებს და მხარს უჭერს პრეზიდენტს, რომელიც მარტო დესტრუქციულ როლს თამაშობს მთელ პროცესში. შეიძლება, ეს ყველაფერი ვიწროპარტიულად მაწყობდეს, მაგრამ არც ისე კარგია, თუ ოპოზიცია ძალიან დამარცხდება, საბოლოო ჯამში, მეც დავმარცხდები. მეც არ მაწყობს ასეთი ზიანი, რომელიც ახლა ოპოზიციას ადგება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ამასთან, რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რაზეც რაქვიაშვილმა აღნიშნა:

„ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტად ევროკავშირის ელჩის პოზიცია, შეიძლება იქ ნებისმიერი ფრაზა ყოფილიყო. ქარტია ეხება ევროინტეგრაციას და შეიძლება, ევროკავშირის ელჩს მოეწონა კიდეც რაღაც რეფორმები, რაც წერია. რატომ უნდა ყოფილიყო, მაგალითად, წინააღმდეგი ნაფიცმსაჯულების გაფართოების? ვინაიდან არ ვიცით, რა ნაწილში და როგორი შეფასება გააკეთა, ევროკავშირის ელჩის შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს რომ თავისივე ინიციატივის მნიშვნელობის გაზრდა უნდა, ესეც გასაგებია. არა მარტო ელჩზე თქვა, არამედ თქვა, რომ ევროპაში სხვა ლიდერებიც უჭერენ მხარსო, მაგრამ არ გვესმის, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა, რადგან  ქარტიას ვინც მოაწერა ხელი, ისინიც კი ვერ თანხმდებიან დოკუმენტის შინაარსზე“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიისა და ამ ქარტიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ამასთან, მოგვიანებით ევროკავშირის საელჩოში განმარტეს, რომ „არჩევნები ქართველი ხალხის ხელშია, ევროკავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს და ღიაა მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან“.

დოლარის ფასი ისევ შეიცვალა – ნახეთ განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7207 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9509 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9457 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0052 ლარი შეადგინა.

როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა – TechXplore

თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და კომფორტული ციფრული გადაწყვეტები და ადგილზევე წარადგინეს მათი მუშა პროტოტიპები.

საიდანაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა:

  • Bankify I ადგილი
  • Koggo 2.0 II ადგილი
  • Hack ‘n’ Slash III ადგილი

ჰაკათონის ჩატარების მიზანი ტექკომუნის გაერთიანებასთან ერთად, მათთვის რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესაძლებლობების მიცემა და მათი ახლებური გადაწყვეტების მიგნება იყო. მონაწილე გუნდებმა დავალების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიიღეს, რის შესასრულებლადაც სამი დღე ჰქონდათ. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ იდეა გაზიარებული ყოფილიყო ვიზუალურად, პროტოტიპის ან MVP-ის სახით, რათა ჟიურის წევრებს შესაბამისი წარმოდგენა შეექმნათ.

ჰაკათონის სამ გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადაეცათ: I ადგილი – 10,000 ლარი, II ადგილი – 6,000 ლარი, ხოლო, III ადგილი – 4,000 ლარი.

„ჰაკათონი ფიზიკურ სივრცეში ჩატარდა, სადაც სამივე დღის განმავლობაში მუშაობდნენ გუნდები ახალი პროდუქტის შესაქმნელად. საჭიროების შემთხვევაში ადგილზე იყვნენ მენტორები, რომლებიც მონაწილეებს საკუთარი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებოდნენ. ჩვენი მიზანი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ტალანტების დამსაქმებელის, იყო ტექპროფესიონალებისთვის შეგვექმნა უნიკალური გამოცდილება. მიღებული შედეგები გვაფიქრებინებს, რომ მიზანი მიღწეულია” – როსტომ ტალახაძე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ტრაიბ ლიდი.

თიბისი ტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობით და განხორციელებით მუდამ ზრუნავს ტექეკოსისტემის განვითარებაზე და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების განათლების გაღრმავებასა და მათ წახალისებაზე.

(R)

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თიბისისა და EBRD-სშორის 25 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად – განსაკუთრებული ფოკუსით მწვანე ინვესტიციების დაფინანსებაზე.

EBRD-თან აღნიშნული თანამშრომლობა პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც წამყვანი საბანკო ჯგუფის, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესების მდგრად განვითარებას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის დედოლარიზაციას.

ლარში დენომინირებული სესხის მიღებით, იზრდება ადგილობრივ ვალუტაში ფინანსირებაზე ხელმისაწვდომობა, რაც კერძო სექტორის განვითრებისთვის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, მოზიდული დაფინანსება, თიბისის საშუალებას აძლევს  შეუფერხებლად  განაგრძოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების უზრუნველყოფა გრძელვადიანი, ადგილობრივი ვალუტის სესხებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ფოკუსირებული იქნება ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და კლიმატისადმი მდგრადი პროექტების დაფინანსებაზე, რაც ხელს შეუწყობს კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციების პოპულარიზაციას საქართველოში და გაამყარებს თიბისის მოწინავე პოზიციებს მწვანე და მდგრადი ფინანსირების მიმართულებით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში, ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, 5.3 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, ჯამში 301 პროექტში, რომლის 82% კერძო სექტორზე მოდის.

(R)

 საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას, რომ სიცრუით გაჯერებული ინფორმაცია გაავრცელოს -ირაკლი კობახიძე

საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას, რომ სიცრუით გაჯერებული ინფორმაცია გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, სცადონ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩრდილის მიყენება.

„რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის ის, რომ სცადონ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩრდილის მიყენება, მაშინ, როდესაც საქართველოში დღეს ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები. არავითარი პრეტენზიის საფუძველიც კი არ არსებობს. მოლდოვაში კანდიდატები პირდაპირ ჩახსნეს, რეგისტრაცია გაუუქმეს თითიდან გამოწოვილი საბაბით. საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ყველა თვალსაზრისით. არის სამართლიანი, კონკურენტული გარემო. ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი სიცრუით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ”, – განაცხადა პრემიერმა.