Home Blog Page 654

,,უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის და ქვეყნის მტერია, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ”-ბიძინა ივანიშვილი

უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის მტერია და ქვეყნის მტერია, ამისი მაგალითები უამრავია მსოფლიოში, ოპოზიციური პარტიები, მხოლოდ დღეს 13 თუ 18-ია დაფიქსირებული. ამ ძალას აქვს რესურსი – „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა, თუ რაიმე პოზიტიურია და ვინმეს სურვილი აქვს მყისიერად ხდება „ქართული ოცნების“ წევრი, ვისაც ქვეყანა უყვარს და პატრიოტია, ამის მსგავსი ძალა მეორე გარეთ აღარ ჩამოყალიბდება იმიტომ, რომ ვინც პოზიტიურად განწყობილია და ქვეყანა უყვარს სწრაფად ნახულობს ჩვენთან ადგილს. მეორეა ეს ძალა, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია გარედან, რომ როგორმე ამათ ისევ დაიბრუნონ ხელისუფლება და ქვეყანა გარედან სურვილების შესატყვისად ამუშაონ, ამ სურვილების შესატყვისობაში დღეს საქართველო აღარ გვექნებოდა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ივანიშვილის განცხადებით, როგორც კი ოპოზიციური ძალა დატოვებს პოლიტიკურ სივრცეს „ქართულ ოცნებას“ უამრავი ოპონენტი გამოუჩნდება და ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რადგანაც არჩევანის შესაძლებლობა მიეცემა ხალხს. „როგორც კი, ეს ძალა გაიწევა უამრავი ოპონენტი გაუჩნდება ქართულ ოცნებას და მე ამ დღეს ველოდები ეს იქნება ყველაზე ბედნიერი დღე, რომ არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ ხალხს, კარგსა და უკეთესს შორის. დღეს რა არჩევნები ტარდება, მუდამ ვებრძვით რომ როგორმე ეს ძალა მოვიშოროთ, როგორმე ქვეყანა არ დავაქციოთ და არ მივცეთ ამ ქვეყნის დამაქცევრებს ისევ ქვეყანა. ეს ხომ არჩევნები არაა, „ქართული ოცნება“ რომელიც, რომ იტყვიან, ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ საოცარი მიღწევები გვაქვს მართლაც, მოდის ბოროტი ძალა ენერგია არ იშრიტება იმიტომ, რომ უზარმაზარი ძალა უჭერს გარედან მხარს და მუდამ გადაწევ-გადმოწევაში ვართ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

განცხადებით, არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. მან ხორავას ქუჩის მაგალითიც მოიყვანა იმის საილუსტრაციოდ, რამდენად სახიფათოა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკაში დატოვება. „არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ თუ ვერ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარტივი უმრავლესობის მიღება, ჩვენ საერთოდ რომ არ გავიდეთ, გავჩერდეთ და ტელევიზიის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ შეაჩეროს მოძრაობა, იმდენ დეპუტატს, არც ჩვენ გვყავს პარლამენტში, ყველა შემთხვევაში ვიღებთ, ყველა რეიტინგით, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ასეთი ლეგიტიმაცია, ჩვენ გვინდა ეს, რომ როგორმე მოვიშოროთ ეს ჭირი, წინააღმდეგ შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, 27-ში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, 27-ში არ იქნება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ 27-ში შეიძლება რაღაც გაუგებრობა ხორავას ქუჩის მსგავსი მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ უბედურება მივიღოთ და დაბრუნდნენ. შემდეგ არ იფიქროთ, რომ აქ არჩევნები ჩატარდეს ან იმის მსგავსი „ნაცები“, რაც მაშინ იყვნენ და გვახსოვს, ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც ხდებოდა მაშინ, მყისიერად მოხდება და მივიღებთ ყველაზე დიდ უბედურებას, აი ეს არის რეალობა, ამიტომაც ეს ძალა არის მოსაშორებელი, თუ არ მოკვეთე სიმსივნე – ის გავრცელდება, არა და ოდესღაც დაძაბუნდება ორგანიზმი, „ქართული ოცნებაც“ ალბათ ამოუვიდა ხალხს ყელში 12 წლის განმავლობაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო ძალიან რთულია, ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომწყინდა.

აღარ უნდათ ერთი და იგივე სახეები და ეს ხალხს შეიძლება ძალიან კარგად გაუგო. საკმარისია გარედან პატარა მიზეზი და მაშინვე სიტუაცია აფეთქდება, აი ხორავას ქუჩა გაიხსენეთ, პროკურატურა არაფერ შუაში იყო, მაგრამ ისე ჩააწოდეს თავის დროზე და ამაში დაეხმარნენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერები, რომ საზოგადოების ღელვა იყო ისეთი, იქ რომ ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავდა. აი ამიტომ არის ძალიან საშიში ამ ხალხის პოლიტიკაში დატოვება, ეს არის ბოროტი ძალა ეს არის ქვეყნის მტერი ძალა, პრეცედენტები უამრავია პოლიტიკაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, ასეთი კარგი საფუძველი ჩვენ, რომ გვაქვს მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა შეიძლება, როდესაც ნიურნბერგის პროცესი მოხდა გახსოვთ და ჩვენც თითქმის მსგავსი დოკუმენტაცია გაგვაჩნია“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: ამისი დედააზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი – შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად ხარ იოლი

ეს არის დაპყრობის საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე იარაღი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ის, რომ ოპოზიცია ამას ესე მარტივად გვაყრის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონაო, უამრავი მაგალითია ვისაც დანახვა უნდა. ეს არის ძალიან სახიფათო. მე ამ საზოგადოების წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს არახალია, სოკრატეს დროიდან და უფრო ადრე იხსენებენ სანამ ადამიანი არსებობს ასეთები იყვნენ, მაგრამ მიდის ამის აგიტაცია და აგიტაციის ფონზე მაქსიმალურად გეომეტრიული სისწრაფით იზრდება საზოგადოების ეს ნაწილი. ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვიცავს, მადლობა ღმერთს, ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი ქრისტიანობა და ჩვენი ეკლესია, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ისტორიული მახსოვრობა და ამ მხრივ მე მგონი, რომ კარგად ვუმკლავდებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ,,იმედის’’ ეთერში ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდის დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი. „მე მოვედი პოლიტიკაში და ორველი მოვიტანე „1984“ – ომია მშვიდობა, გაუნათლებლობა არის ძალა და ა.შ. ტერმინები, ვირტუალური სამყარო უნდა აგიგონ, რასაც გეტყვიან – ეს არის ლიბერალური იდეოლოგიის საფუძველი. ლიბერალიზმის მეტი ყველაფერია აქ, რა თქმა უნდა ფაშიზმთან უფრო ახლოა. რასაც გეტყვიან ის უნდა დაიჯერო, მაშინ ხარ ლიბერალი, თორემ შენ თუ შეეწინააღმდეგე, აგერ აი ვიღაც მასწავლებელი ამბობს ერთ-ერთი ქვეყნის, ძალიან დიდი და განვითარებული ქვეყნის, რომ ორი სქესიაო, თავის აზრს ამბობს, არ არის მეტიო – ციხეში ჩასვეს. არის ასევე ძალიან განვითარებული ქვეყანა ევროპაში, უარყოფით კონტექსტში კი არა, საეჭვოდ რომ მოიხსენიო ეს საზოგადოება, მეორემ გიჩივლოს – ციხეში დაგიჭერენ. ამისი დედა აზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი. ამის შემდეგ ჰაქსლი ნახეთ „საოცარი ახალი სამყარო“, იქ უკვე არის ამ წიგნში, რომ საბავშვო ბაღში ბავშვებს სექსუალური თამაშები აქვთ, რომ ერთი პარტნიორი არაფრით არ შეიძლება რომ ჰყავდეს და ა.შ.

აგერ რეალობა დღეს ეს უკვე, საბავშვო ბაღებში შეიტანეს. ჯერ კიდევ ფორმალურად ვითომ პედოფილიას ებრძვიან, მაგრამ ნახეთ, ისევ ქვეყნების დასახელებას თავს ვარიდებ, მაგრამ ბავშვებს საბავშვო ბაღებში როგორი სათამაშოები აქვთ, როგორ გაკვეთილებს უტარებენ. ბავშვს შეუძლია, აი კიდევ ერთი მაგალითი, მოზარდს შეუძლია გამოიცვალოს სქესი, გაიკეთოს რთული ოპერაცია, ისე, რომ მშობლებს არ შეუთანხმოს. როგორ წარმოგიდგენიათ? და მშობლები თუ წინააღმდეგი წავიდნენ ციხეში დაიჭირეს, ამის მაგალითებიც ძალიან ბევრია საკუთარ შვილს რომ ოპერაცია არ გაუკეთეს. აი ის მარტივი პროპაგანდა, რასაც გამოდიან დღეს და ესე უსინდისოდ აცხადებენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ რა მოხდა რა გვაქვს აქ დასაცავი? არაფერიც არ არის მოიგონა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს ახირებაა „ქართული ოცნების“. ეს იწყება მცირეთი, მარტივად ქუჩაში გამოსვლით, უამრავი მაგალითია სად მიდის ეს და საბოლოო ჯამში ისეთმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს ისეთი ქვეყნიდან, რომ ქალი ხარ თუ კაციო შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ სხვასო, არ იცისო ის ჯერ ქალია თუ კაციაო, ბიჭია თუ გოგოაო, არაო, ეს მერე თვითონ უნდა გაიგოსო და თანაც დღეში უკვე ხუთჯერ შეგიძლია გამოიცვალო, შეგიძლია თქვა, რომ 5 წუთის წინ კაცი ხარ და არა, მე უკვე ქალი ვარ. აი ესაა, რომ შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად ხარ იოლი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

,,უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, ვთხოვე შეხვედრა – ჩემგან პრობლემა აღარ არის და მზად ვარ შესახვედრად, არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას”- ბიძინა ივანიშვილი

ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მან „იმედთან“ ინტერვიუში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი. ამან გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა“.

ასევე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება.

„ჩვენ არ გვქონია ომამდე პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა “კრედიტ სუისმა”, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ორმხრივი უნდა იყოს სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. არჩევნები ამერიკაშიც დასასრულებელია, ევროპაშიც ახლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია, იმედია, თანხვედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს“,- აღნიშნა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ.

რაც შეეხება როდის და რაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობის გადატვირთვა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება და მარტო საქართველო ამას ვერ იზამს.

„რა თქმა უნდა, პრობლემები სულ იყო და პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იყო ინტერესებში განსხვავება, არა ასპროცენტიანი თანხვედრა, მაგრამ ასეთი მსგავსი არ ყოფილა და საზოგადოებასაც არ ახსოვს, ეს დაძაბულობა გარეთ გამოვიდა და ყველა ხედავს ამას. ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ამას თუნდაც ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ისინი კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. მე მქონდა ბიზნესთან შეხვედრა და მათ ეგონათ, რომ მე საოცრად ხისტი დამოკიდებულებები მაქვს, არა, ღმერთმა დამიფაროს. ჩვენ, ქართველებს, ძალიან გენეტიკური გამოცდილება გვაქვს, ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობდით და ვიცით ძალას ანგარიში როგორ უნდა გავუწიოთ, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყანა დავანგრიოთ და დავშალოთ, ამ ფონზე ასე არ გამოვა. მცდელობები ჩვენ გვქონდა და მე ამით გამოვირჩეოდი, კიდევ გავიმეორებ, გუნდის ყოფილ წევრებს ეს შეუძლიათ კარგად გადაამოწმონ და გაიხსენონ, და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად და პროცესში ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეიფორია ნუ გვექნება, ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება, მარტო საქართველო ამას ვერ იზამს და ამავდროულად ჩვენი ოცნება და სურვილი რეალობასთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს და დასრულდეს ეს ომი, რისი იმედიც ძალიან დიდია, რომ წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს, ან გაზაფხულზე დასრულდეს, აი ასეთი იმედები არსებობს და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდეთ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

,,ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის”- ბიძინა ივანიშვილი

ართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი. ამან გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა“.

ასევე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება. „ჩვენ არ გვქონია ომამდე პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე. მე მაქვს იმედი იმის, რომ არა ერთი შეხვედრით და არა მყისიერად, მაგრამ დროში ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, მაგრამ ორმხრივი უნდა იყოს სურვილი.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უნდა განვიხილოთ დინამიკაში. არჩევნები ამერიკაშიც დასასრულებელია, ევროპაშიც ახლა დასრულდა და ლაგდება, ბოლომდე არ დალაგებულა კიდევ ბიუროკრატია, იმედია, თანხვედრაში იქნება ომის დასრულება და ომის დასრულების შემდგომ სიტუაცია მგონი დაუბრუნდება პირვანდელს“.-აღნიშნა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ. რაც შეეხება როდის და რაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობის გადატვირთვა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება და მარტო საქართველო ამას ვერ იზამს. „რა თქმა უნდა, პრობლემები სულ იყო და პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იყო ინტერესებში განსხვავება, არა ასპროცენტიანი თანხვედრა, მაგრამ ასეთი მსგავსი არ ყოფილა და საზოგადოებასაც არ ახსოვს, ეს დაძაბულობა გარეთ გამოვიდა და ყველა ხედავს ამას. ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ამას თუნდაც ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, ისინი კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. მე მქონდა ბიზნესთან შეხვედრა და მათ ეგონათ, რომ მე საოცრად ხისტი დამოკიდებულებები მაქვს, არა, ღმერთმა დამიფაროს.

ჩვენ, ქართველებს, ძალიან გენეტიკური გამოცდილება გვაქვს, ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობდით და ვიცით ძალას ანგარიში როგორ უნდა გავუწიოთ, მაგრამ ისე არა, რომ ქვეყანა დავანგრიოთ და დავშალოთ, ამ ფონზე ასე არ გამოვა. მცდელობები ჩვენ გვქონდა და მე ამით გამოვირჩეოდი, კიდევ გავიმეორებ, გუნდის ყოფილ წევრებს ეს შეუძლიათ კარგად გადაამოწმონ და გაიხსენონ, და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად და პროცესში ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეიფორია ნუ გვექნება, ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება, მარტო საქართველო ამას ვერ იზამს და ამავდროულად ჩვენი ოცნება და სურვილი რეალობასთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს და დასრულდეს ეს ომი, რისი იმედიც ძალიან დიდია, რომ წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს, ან გაზაფხულზე დასრულდეს, აი ასეთი იმედები არსებობს და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ, რომ როგორმე დავლაგდეთ“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

,,ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველია ის, რომ ვირტუალური რეალობა რეალობას გაუთანაბროს”- ბიძინა ივანიშვილი

ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ ფსევდოლიბერალურს ვეძახით, უფრო უხეშ და უფრო სწორ ტერმინებსაც იყენებენ ჩემი თანაგუნდელები და მას ლიბერალურ ფაშიზმსაც უწოდებენ; მე უფრო ტერმინს ფსევდოლიბერალურს გამოვიყენებ, ზოგადად, მისი საფუძველი არის ის, რომ საზოგადოებას ვირტუალური რეალობა და რეალობა გაუთანაბროს. ვირტუალური რეალობა რეალობად მოაჩვენოს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი განცხადებით, შესაძლოა, რეალობასთან კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ მთავარია, საზოგადოებას რამდენად ხშირად და რამდენად კარგი აქცენტებით მიაწვდი კონკრეტულ ვირტუალურ რეალობას, რომელსაც შემდეგ რეალობად მოაჩვენებ. ამის მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა იმ ადამიანების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დემოკრატიის შუქურად მოხსენიება, ვინც ახლა „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და ადანაშაულებს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიის უკან დახევაში. „შეიძლება, რეალობასთან საერთოდ არაფერი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ, მთავარია, როგორ მიაწვდი, რამდენად ხშირად, რამდენად კარგი აქცენტებით და ამ ვირტუალურ რეალობაში მოიყვან, როგორც რეალობაში, საზოგადოებას.

აი ეს განცხადებები რაც ისმის, სწორედ ამ კონტექსტიდან არის ამოღებული, რომ საქართველო არის ავტორიტარული, რომ დემოკრატია საქართველოში იხევს უკან, რომ საქართველო შორდება ევროპას – ხომ ამ ტიპის განცხადებებია მუდამ? ამავდროულად, იგივე ხალხი და იგივე საზოგადოება, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რასაც მაშინ ცდილობდნენ, რომ ეს არის დემოკრატია, რომ ომი არის მშვიდობა, რომ გაუნათლებლობაში არის ძალა – დაახლოებით, ამ ტერმინებით ცდილობენ ძალიან საზოგადოების გაჯერებას და ავიწყდებათ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია და არა ის დემოკრატია, რასაც ჩვენ გვიხატავდნენ აქ და დემოკრატიად გვაჩვენებდნენ, მაშინ, როდესაც მთელი მედია იყო მონოპოლიზებული, განსხვავებულ აზრს ვერ გაიგებდი. ის ფსევდომედია, რაც იყო, პრინციპში, ის თამაშობდა რაღაც როლს, მაგრამ არა პრინციპულს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მედიის მონოპოლიზება ხდება, ძალიან სახიფათოა.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

,,დასჯამ და სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს”-ბიძინა ივანიშვილი

განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“ – მეპატრონეებს ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის; მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით – მე რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზებაა უფრო დიდი, საზოგადოებაა გათვითცნობიერებული , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს ისეთი განცხადებები, რომლებიც „არაკორექტული და არაობიექტურია“. მისივე თქმით, ასევე პირიქით შედეგი გამოიღო დასჯამ და სანქცირებამაც. ივანიშვილის განცხადებით, ამან არ იმუშავა და ვერც იმუშავებს.

„[საზოგადოება] უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძლიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება. ეს არ მუშაობს და ვერ იმუშავა. რისი სურვილიც ჰქონდათ, ჩემი აზრით, ამან პირიქით შედეგი გამოიღო.

რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ესეც რაც გააკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ამანაც უკუშედეგი გამოიღო და არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით ველოდებით თუ არა? – მე პირადად, აღარ ველოდები. მე მგონი, რომ რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს, არ იმუშავა, მე საზოგადოებას ვეუბნები დარწმუნებით აბსოლუტურად, რამეთუ მთელი დღე 24 საათი ამით ვარ დაკავებული და რეგიონებიც კარგად ვიცი და ქალაქიც – ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი, ელემენტარული მიზეზის გამო, რამეთუ, ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ყველანაირი ტიპის შანტაჟი.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 ,,არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, რადგან იქნება ძალიან დაძაბული ველი, გვმართებს დიდი სიფრთხილე”- ბიძინა ივანიშვილი

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამე თუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველ გუნდსა და საზოგადოებას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

„სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ, მათ რიცხვში, ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, გარკვეული ბიუროკრატები კოორდინაციაში არიან და კორელაციაში არიან ოპოზიციურ სპექტრთან, მაგრამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, თავშივე, რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას. აი, დეჟავიუ – ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც უკვე გვინახავს. დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, [არჩევნების] მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ, ერთ რამეს აქვე გავუსვამ ხაზს, ალბათ, კითხვები შემდგომში გექნებათ და მექნება საშუალება, გავაკეთო ამაზე აქცენტები, რომ ყველა დღეს – ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე – სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა.

ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა, რომელიც მიმდინარეობს კენჭისყრის წინა დღეს და სწორედ ამ დღეს საარჩევნო უბნებზე განთავსდება შესაბამისი ინვენტარი და ტექნიკა.

3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი განთავსებულია საჯარო სკოლების შენობებში, ხოლო 873 საარჩევნო უბანი – სხვა დანიშნულების შენობებში. გამომდინარე, იქიდან, რომ განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, სამუშაო დღეებში ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა და აქტივობა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად და მშვიდ გარემოში მოწყობა, მოთხოვნილია 2024 წლის 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება.

არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება ხელისუფლების ინტერესებშია, სამწუხაროდ, ეს არ შედის ოპოზიციის ინტერესებში – რატი ბრეგაძე

მოვუწოდებ ყველა წარმომადგენელს ოპოზიციის მხრიდან, იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების ინტერესშია. ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში დამარცხდება და დაძაბულობის მუხტის შექმნა სურს.

„ჩვენ საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინტერესებში არის არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება. სამწუხაროდ, ეს არ შედის ოპოზიციის ინტერესებში, გამომდინარე იქედან, რომ წინასწარ იციან, ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, დამარცხდებიან ამ არჩევნებში, ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნებში. შესაბამისად, მათ სურთ, რომ ვითარება გარკვეულწილად არიონ და შექმნან დაძაბულობის მუხტი. ამის შესახებ ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ ყველა წარმომადგენელს ოპოზიციის მხრიდან, რომ იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

,,სამწუხაროდ, დეზინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის”- პიტერ სტანო

არ არის ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის , – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.

ამით სტანომ უპასუხა კითხვას, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს, კერძოდ მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოსთანაც, ისევე როგორც მოლდოვასთან.

ამასთან, სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას სხვა სადამკვირვებლო მისიით.

„მრავალმხრივია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და საქართველოში პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოს მთავრობაში, ბევრი საკითხის შესახებ, ბოლო დრომდე საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობდით. შემდეგ საქართველოში დიდი ცვლილება მოხდა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოფიციალურმა პირებმა ხელისუფლებიდან ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს და სწორედ ამიტომ, ჩვენმა ურთიერთობებმა ოდნავ განსხვავებული მიმართულება მიიღო, რაც წელს საგარეო საქმეთა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ საბჭოზე რამდენჯერმე განიხილეს. ასე რომ, ევროკავშირის სპეციალური მისია არ არის, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას სხვა მისიით – სადამკვირვებლო მისიით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ფორმირებებთან დაკავშირებული არსებული ვითარების გამო იქ არის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება, თუ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

22 ოქტომბრიდან ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ისევ დათბება

22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.