Home Blog Page 650

როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე – ცოტნე ივანიშვილი

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. რესპუბლიკის მოედნიდან ცოტა ხანში ხალხის ნაკადი თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრება.

„მე უბრალოდ როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. ვთვლი, რომ უნდა დავიცვა ოჯახური ღირებულებები, მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს და მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები“, – განუცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქრონიკას“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7157 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7157 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7262 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9273 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9514 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0241 ლარი შეადგინა

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებისთვის ემზადებიან

„ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.

ოფიციალური გამოსვლების დაწყებამდე მუსიკოსები თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მუსიკალურ ნომრებს შესთავაზებენ.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება.

„წინასაარჩევნო კამპანიამ ჩვენი მხრიდან ჩაიარა ძალიან მაღალი სტანდარტით, შევხვდით, ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მოსახლეობას. დღეს გვაქვს უკვე დასკვნითი ღონისძიება, სადაც ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს. ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქეები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს, რომ „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

საარჩევნო ღონისძიებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან. ამავდროულად, მოტოციკლეტებითა და სკუტერებით მიმდინარეობს მსვლელობა დედაქალაქის მასშტაბით. მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, გამოხატონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ და ყველას მოუწოდონ, გააკეთონ სწორი არჩევანი.

ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით – თიბისი დაზღვევა

ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს.

ამასთანავე, ამ პირობის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს დამატებით ბენეფიტებს, კერძოდ:

  • თეგეტას 200 ლარიანი ვაუჩერი
  • ავტომობილის სრული დიაგნოსტიკა: ელექტრონული დიაგნოსტიკა, სავალი ნაწილის დათვალიერება, აკუმულატორის რესურსის და ანტიფრიზის დონის შემოწმება, საბურავის ნახრის შემოწმება
  • თეგეტას პერსონალური მენეჯერის მომსახურება თბილისის მასშტაბით ულიმიტოდ
  • თეგეტა გოლდის ბენეფიტი (ფასდაკლება ან ქეშბექი)
  • ულიმიტო რეცხვა 50% ფასდაკლებით პროვაიდერ სამრეცხაოებში: პროვაიდერების სია
  • საგზაო დახმარება 24/7: ევაკუატორის მომსახურება, საწვავის მიწოდება, ავტომობილის დაქოქვა, საბურავის გამოცვლა

თიბისი დაზღვევა მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის საუკეთესო, თანამედროვე გამოცდილების შექმნაზე. თეგეტა მოტორსის მომსახურების ხარისხი გვარწმუნებს, რომ აღნიშნული პროდუქტი კიდევ უფრო გაუმარტივებს მომხმარებლებს ავტომობილის ფლობას.

ისარგებლე ყველაზ სწრფ ავტოდაზღვვით, გაიგე მეტი

*არსებული შეთავაზების გამოყენებას შეძლებენ მომხმარებლები, რომლებიც 15,000$-ზე მეტი ღირებულების ავტომობილს ფლობენ.

(R)

გაეროს გენერალური მდივანი რუსეთში BRICS-ის სამიტზე ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის ქალაქ ყაზანში ორგანიზაცია BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ყაზანის საერთაშორისო აეროპორტში გუტერეშს თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ფარიდ მუჰამეტშინი დახვდა. როგორც მედია იუწყება, გაეროს გენმდივანი BRICS-ის სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ, ის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

BRICS-ის სამიტი რუსეთში გუშინ გაიხსნა და 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.

BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. განაცხადი გაწევრიანების შესახებ შეტანილი აქვთ თურქეთს, სირიასა და კუბას.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს, საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს -შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს. საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ერთ-ერთი ბანერის ფოტოს აქვეყნებს.

„ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს. ყველა დავფიქრდეთ იმაზე,  რას დაამსგავსეს საკუთარი თავები.

მშვიდობას ომი ამჯობინეს, ევროპის სახელით და დროშით კი, ტერორს უდგანან სათავეში.

მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში.

ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ამ სამარცხვინო სექტას გავცეთ გადამწყვეტი პასუხი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

 

მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა მოაწერა ხელი, ხოლო სეიშელის მხრიდან კი, ტრანსპორტის მინისტრმა ენტონი დერჟაკმა. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მალაიზიაში ირაკლი ასაშვილი დაესწრო.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და სეიშელს შორის  პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის 2014 წელს დაიწყო, გასულ წელს კი საუდის არაბეთში გამართული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო მოლაპარაკებების (ICAN 2023) ფარგლებში, მხარეთა მიერ გაიმართა მოლაპარაკებები და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამასთან, განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება.

ICAN2024 მალაიზიაში 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან იგეგმება.

 
 

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ბრიქსთან“ კონტაქტების გაძლიერების სურვილი 30-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ბრიქსთან“ კონტაქტების გაძლიერების სურვილი, ამა თუ იმ ფორმით, 30-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა.

ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ქალაქ ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, სამიტზე „ბრიქსის“ გაფართოების საკითხის განხილვა იგეგმება.

„არასწორი იქნებოდა „ბრიქსთან“ კონტაქტების გაძლიერებისადმი გლობალური სამხრეთისა და ამოსავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო ინტერესის უგულებელყოფა. ამა თუ იმ ფორმით, ასეთი სწრაფვა უკვე 30-ზე მეტმა ქვეყანამ გამოხატა. ამავე დროს, საჭიროა ბალანსის შენარჩუნება და „ბრიქსის“ ეფექტიანობის შემცირების არდაშვება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამჟამად „ბრიქსის“ წევრები არიან რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის დასახელებას წინასაარჩევნოდ აპირებდა, ან მიაკაჩავეს და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს, „ლელოს“ არ უჭირს, დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა -იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ტექნიკური მთავრობა არჩევნების შემდეგ დაასახელოს, ნიშნავს იმას, რომ „ან მიაკაჩავეს და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს“.

„ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა. მოგეხსნებათ, პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის დასახელებას წინასაარჩევნოდ აპირებდა, უფასოდ, რომ გადაეფიქრებინა, ამის დაჯერება ცოტა მიჭირს. ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე და ვიღაც მეცნიერი, ფიზიკოსი ან ბიოლოგი, რომ პრეზიდენტს დაესახელებინა, ამდენი ხალხი ხომ გაღიმებული დარჩებოდა, ეს არავის არ უნდოდა, შეიძლება დაარწმუნეს, მაგრამ, ვინაიდან „ლელოს“ ბევრი ფული აქვს, ესეც შეიძლება ჩართულიყო საქმეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მტკიცებულება არ აქვს, რომ ვინმემ ფული აიღო, თუმცა, მისი თქმით, პრეზიდენტი ამბობდა, რომ არჩევნებამდე დაასახელებდა ტექნიკურ მთავრობას, მერე „ლელოს“ შეხვდა და გადაიფიქრა.

„პრეზიდენტის ტროას ცხენობა არ იცვლება, ხომ შეიძლება, ასე კი არ ააფეთქო, არამედ სხვანაირად ააფეთქო, თან ცოტა ხელი მოითბო, გნებავთ ფულით, გნებავთ რეპუტაციულად. მტკიცებულება არ მაქვს, რომ ვინმემ ფული აიღო, უბრალოდ პრეზიდენტი, რომ იმუქრებოდა აუცილებლად დავასახელებო, ამას ვიზამ იმას ვიზამო, შეხვდა პოლიტიკოსებს. გვარამია ყველაფერზე იყო წამყოლი, ისედაც ყველაფერზე ეთანხმებოდა, მერე შეხვდა ვიღაცებს, ბოლოს „ლელოს“ და გადაიფიქრა. „ლელოს“ როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, როგორ შეიძლება ფულზე არ ვიფიქრო და ჩემი ინტერესი, მოსაზრება მხოლოდ „ლელოს“ სიტყვის დამაჯერებლობაზე წავიდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციის სასარგებლო ნაბიჯი რეალურად არ გადაუდგამს, მხოლოდ სიტყვით.

„მომგებიანი შეიძლება იყოს, თუ ვიღაც ფულს იშოვის და სიბერეს უზრუნველად გაატარებს. მომგებიანი შეიძლება ის იყოს, რომ პრეზიდენტს ვინმე დააჯერებს, რომ მართლა პრეზიდენტია, თითქოს რაღაცას წყვეტს და სიამოვნებას ამით მიიღებს. ვიცი ის, რომ ქალბატონ სალომეს არასდროს ოპოზიციის სასარგებლო ნაბიჯი რეალურად არ გადაუდგამს, მხოლოდ სიტყვით, მაგრამ ქმედებებით ის ყოველთვის „ქოცი“ იყო და ბიძინა ივანიშვილის ერთგულ თანამებრძოლად რჩებოდა.“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე არ დაასახელებს.

აშშ და ევროკავშირი უხეშად ერევიან ხალხის არჩევანში – მარიამ ლაშხი

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი უხეშად ერევიან ხალხის არჩევანში – ხედავენ, რომ ოპოზიცია დაუძლურებულია და გადაწყვიტეს, რომ თავად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველად ხდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ქალაქში ბილბორდები აქვს.

როგორც ლაშხი აღნიშნავს, მათი მიზანი საქართველოს ხელისუფლების ცვლილებაა.

„წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ყველაზე უფრო განსხვავებული თუ რაიმე შეიძლება იყოს, ის არის, როდესაც პირდაპირ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები უხეშად ერევა ხალხის არჩევანის განწყობაზე. ასევე, გვაქვს ევროკავშირის მხრიდანაც, რომელიც ხალხს მოუწოდებს ანტისახელმწიფოებრივი მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ და ეს პირველად არის არჩევნების პერიოდში, როდესაც საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას აქვს ბილბორდები ქალაქში. ასევე არის ბანერები სოციალურ ქსელებში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება 1961 წლის ვენეციის კონვენციას, რომელიც აწესებს იმ რეგლამენტს, თუ რის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს დიპლომატიური წარმომადგენლობა, ელჩის საქმიანობა, რომელიც ასევე უხეში ჩარევით გამოიხატება, სამწუხაროდ. მიზანი არის მმართველი გუნდის ცვლილება, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ხედავენ, პირველ რიგში, ოპოზიცია, რომელიც შინაარსისაგან არის დაცლილი, რომელიც ფაქტობრივად უუნაროა, რომ მოსახლეობას რამე ღირებული შესთავაზოს არჩევნების წინ, ხედავენ ისინი, რომ თავიანთი მოქმედი აქტორები დაუძლურებულები არიან და გადაწყვიტეს, რომ თავად იყვნენ ჩართულები უშუალოდ ამ პროცესში. სამწუხაროა, რომ ისინი ვერ თვლიან ქართველი ხალხის არჩევანს, იმ ძირითად ღირებულებებზე ურტყამს, რომელსაც აქამდე მოუყვანია საქართველო და რომლის დაცვისთვისაც არა ერთ ჩვენს მოსახლეს უბრძოლია, უომია“, – განაცხადა ლაშხმა.

დიახ, ვისაც რეგიონებიდან წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ – მამუკა მდინარაძე

დილიდან, თურმე, ისტერიკაში არიან ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს რეგიონები ადარდებთ, მაგრამ, თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შესაძლოა, დამამშვიდებლებიც დასჭირდეთ. თუმცა, როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ოპოზიცია იმიტომ ვერ წყნარდება, რომ მათი მთავარი – ხუთნომრიანი პარტიაც კი ვერ მიიღებს იმდენ ხმას, რამდენი ადამიანიც დღეს აქციაზე იქნება.

„დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე.

რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება მართლა დამამშვიდებლები დაჭირდეთ.

მაგრამ რა დაამშვიდებთ, – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!“ – წერს მამუკა მდინარაძე.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ არჩევანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომლის დაპირებაც არის, რომ ჩამოაყალიბებენ მარიონეტულ ხელისუფლებას და იმოქმედებენ უცხო ქვეყნის დაკვეთით – პაპუაშვილი

სინამდვილეში ეს ე.წ. ტექნიკური მთავრობა ოპოზიციისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ ვერ ბედავენ ამის თქმას ქართველი ხალისთვის, რადგან ამ მომენტში მათი ამომრჩევლებიც მიხვდებიან რა აჯაფსანდალთან აქვთ საქმე, – განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ არჩევანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომლის დაპირებაც არის, რომ ჩამოაყალიბებენ მარიონეტულ ხელისუფლებას და იმოქმედებენ უცხო ქვეყნის დაკვეთით.

„ჩვენ ოპოზიციის სახით გვაქვს აჯაფსანდალი, რომლებსაც იმის თავიც კი არ აქვთ, რომ მთავრობა დააკომპლექტონ ისე, როგორც ამომრჩეველი ეტყვით. ეს მიტომ, რომ ისინი საბოლოო ჯამში არიან მარიონეტები და მოქმედებენ ისე, როგორც მარიონეტები, მითითებების საფუძველზე. წარმოიდგინეთ, პარტიები არიან, ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ, მათი მიზანია გაიმარჯვონ და ჰქონდეთ მხარდაჭერა და იმასაც კი ვერ ბედავენ, რომ თქვან ვინ არის მათი მთავრობის შემადგენლობა, ვინაიდან დამოკიდებულები არიან მიღებულ ინსტრუქციებზე. ეს ინსტრუქცია მიღებული აქვთ დიდი ხანია და სინამდვილეში ეს, ე.წ. ტექნიკური მთავრობა მათთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ ვერ ბედავენ ამის თქმას ქართველი ხალისთვის იმიტომ, რომ ამ მომენტში მათი ამომრჩევლებიც მიხვდებიან რა აჯაფსანდალთან აქვთ საქმე. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ჩააბარო ერთი იოტაც კი. ხალხი, რომელიც ამომრჩეველს ეუბნება, რომ მოდის არა იმისთვის, რომ მათი ინტერესი გაატარონ, არამედ ელოდება ინსტრუქციას, რას ეტყვიან გარედან, ვინ იყოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და კულტურის მინისტრი. პირველად ხდება ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ არჩევანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომლის დაპირებაც არის, რომ ჩამოაყალიბებენ მარიონეტულ ხელისუფლებას და იმოქმედებენ უცხო ქვეყნის დაკვეთით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.