Home Blog Page 65

ელექტრონულმა ხმის დათვლის სისტემამ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახადა და მანიპულაციისთვის ნულოვანი სივრცეა -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს ცნობებს ხმების გაყალბების შესახებ, რის პარალელურადაც პრეზიდენტი მასობრივ პროტესტებს აანონსებს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ბიბისი“.

როგორც „ბიბისი“ წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბიბისის“ ჟურნალისტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უარყო შაბათის არჩევნებში ხმების გაყალბებისა და ძალადობის ბრალდებები და ისაუბრა სადავო შედეგზე, როგორც დამაჯერებელ გამარჯვებაზე და გადამწყვეტ მოგებაზე ამ ქვეყნისთვის.

„დარღვევები ხდება ყველგან“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ „ბიბისის“.

პრემიერ-მინისტრმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღეს და მანამდე დაფიქსირებულ დარღვევებს აუცილებლად გამოიძიებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების ზოგადი შინაარსი შეესაბამებოდა სამართლებრივ პრინციპებსა და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს.

ასევე, კობახიძემ ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ მსგავსი ბრალდებები 2016, 2020 და 2021 წლების არჩევნების დროსაც გააჟღერეს.

„რა თქმა უნდა, მათ ახლა სხვა გზა არ აქვთ, ამიტომ უნდა უთხრან თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ან ცრუობდნენ, ან მთავრობამ არჩევნები გააყალბა“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შაბათს პირველად გამოყენებულმა ელექტრონულმა ხმის დათვლის სისტემამ გაყალბება შეუძლებელი გახადა და მანიპულაციისთვის ნულოვანი სივრცეა.

ინტერვიუში კობახიძემ უარყო ოპოზიციის ბრალდება მთავრობის პრორუსულ და „პროპუტინისტურ“ კურსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, შელახოს მთავრობის რეპუტაცია 3.7-მილიონიან მოსახლეობაში, რომელიც უმეტესწილად პროევროპულია.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს

ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ 

კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„26 ოქტომბერს, შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საპარლამენტო არჩევნებში. ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს, პროცესების განვითარებას. გასულ თვეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი კავშირი დემოკრატიულ ღირებულებებთან და ქვეყნის ევროპულ გზასთან. ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დაკვირვებისა და დასკვნების თანახმად, არჩევნების დღე ზოგადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარდა მოწესრიგებულად, თუმცა გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხშირი დარღვევები ხმის მიცემის ფარულობის კუთხით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ ცნობებით, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევები, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებზე, კამპანიის პერიოდში კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული. ამან არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ფართო თვალყურთან ერთად, გააჩინა შეშფოთება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობაზე, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე. უფრო მეტიც, არჩევნების დამკვირვებლები აცხადებენ, რომ არათანაბარი პირობებია, დაპირისპირებული კამპანიაა პოლარიზებულ ატმოსფეროში და მნიშვნელოვან შეშფოთებას გამოხატავენ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს.

„კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეახსენებს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დაფუძნდა, უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნულია ევროკომისიისა და უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაში.

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვერძი, შეეცადეთ პროვოკაციებს არ უპასუხოთ. დაზოგეთ ენერგია, ნუ დახარჯავთ ემოციებს, განსაკუთრებით მათზე, ვინც ამას არ იმსახურებს. მიეცით სხვებს უფლება მოიქცნენ ისე, როგორც მათ სურთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ სულ სხვა და განსაკუთრებული ღირებულება გაქვთ. თქვენ გარეშე სამყარო სხვანაირი, უფრო უინტერესო იქნებოდა.

კურო

ძალიან დატვირთული დღე გექნებათ. ბევრი სიახლეა მოსალოდნელი ბიზნესის და სიყვარული სფეროებში. გამოიჩინეთ ინიციატივა და თამამად აიღეთ სიტუაცია თქვენს ხელში, მაგრამ ჯერ დარწმუნდით, რომ არ დაზარალდება იმ ადამიანების ინტერესები, რომლებსაც თქვენი ინიციატივა შეეხება. ასეთ შემთხვევაში ისინი ხალისით დაგიდგებიან გვერდში.

ტყუპები

ტყუპებისთვის მშვიდი, არაფრით გამორჩეული, სამუშაო დღე იქნება. იყავით ყურადღებიანი გარშემომყოფების მიმართ და განჭვრიტეთ მათი სურვილები, რადგან სხვა ადამიანებზე ზრუნვა ნებისმიერ ნაცრისფერ დღეს გაგილამაზებთ.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, ის გარკვეულ დახმარებას მოითხოვს. დიდხანს ნუ გაჩერდებით ნეგატიურ ტალღაზე, რადგან შესაძლოა განწყობა უკვე ფიზიოლოგიაზე გადავიდეს. თუ გრძნობთ, რომ თქვენს სხეულს დასვენება სჭირდება, ამისთვის დრო გამონახეთ.

ლომი

დღეს მოერიდეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობას ან სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტს – თუ შესაძლებელია, ეს საქმე ერთი დღის გადადეთ. დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რაიმე მარტივი აკეთოთ, რომელიც არ საჭიროებს სხვა ადამიანების ჩარევას.

ქალწული

დაძაბული დღე იქნება, ამიტომ ემოციურად მოემზადეთ და მშვიდად იყავით. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია გამაღიზიანებელი იქნება, რეალურად საქმე არც ისე კრიტიკულადაა. შეეცადეთ, სხვა კუთხით შეხედოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

სასწორი

ხელსაყრელი პერიოდია მსხვილი საქმეების დასასრულებლად. შეგიძლიათ დაგეგმოთ სერიოზული მოლაპარაკებები. ახლა ის ხელსაყრელი დროა, როცა წარმატებას ნებისმიერ საკითხში მიაღწევთ. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ეს მომენტი. თუმცა, უნდა იყოთ დაკვირვებული, რათა მხედველობიდან არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი წვრილმანები.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ბიუროკრატიული პრობლემების გადასაჭრელად. თუ უახლოეს ხანში აპირებდით სამთავრობო დაწესებულებებში ვიზიტს, ამის გაკეთება დღეს ღირს. ყველაფერს მშვიდად და ერთი ვიზიტით მოაგვარებთ.

მშვილდოსანი

არსებობს რისკი, რომ ამ დღეს მშვილდოსნის ემოციური მდგომარეობა რაციონალურობის ზღვარს გასცდეს. ამის გამო შესაძლოა უახლოეს მეგობრებთან ჩხუბიც კი მოგივიდეთ, ამიტომ შეეცადეთ, გააკონტროლოთ თავი. არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრებაში არ არსებობს გამოუსწორებელი სიტუაცია, მთავარია, სურვილი გქონდეთ.

თხის რქა

ამ დღეს ფრთხილად იყავით საჭესთან, განსაკუთრებით მაგისტრალზე. თუ შესაძლებელია, თავად არ მიუჯდეთ საჭესთან ან თქვენი პირადი მანქანა სახლში დატოვეთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრეთ. გზაში შესაძლებელია ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.

მერწყული

ნუ ჩქარობთ ახალგაცნობილ ადამიანთან გულის გადაშლას. სანამ მასთან გულწრფელ დიალოგში შეხვალთ, კარგად დაფიქრდით. პირველ რიგში, შეეცადეთ გაარკვიოთ ახალი ნაცნობის მოტივები და გეგმები თქვენ მიმართ.

თევზები

კარგია დღეა ახლო მეგობრებთან კომუნიკაციისთვის. თუ დრო საშუალებას გაძლევთ, ერთად წადით რამე კულტურულ ღონისძიებაზე. თქვენი კომუნიკაბელურობა ლიდერად გაქცევთ ნებისმიერ კამპანიაში. ეს დღე ასევე კარგია შემოქმედებითი რეალიზაციისთვის იმ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის -მიხეილ სააკაშვილი

ქართველ ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ყველა მეთოდით.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, არჩევნების შედეგების დაცვისთვის უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი.

„ჩატარებული არჩევნების შეფასებაში უპრეცედენტო ერთობა საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების აღარ ტოვებს არავითარ საფუძველს ცესკოს წარმოდგენილი ციფრების მისაღებად.

არჩევნები, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ, ოფიციალური პირების მიერ ტოტალურად გაყალბებულია.

დიდი მადლობა ყველას ვინც დაუღალავად იშრომა ჩვენი ქვეყნის ევროპაში შესაყვანად და ღირსეული შედეგის მისაღებად, ახლა დადგა დრო ეს გამარჯვება რეალობად ვაქციოთ!

არჩევნების ამ შედეგს ყველა ელოდა, ჩემთვის გასაკვირია თუ რატომ აღმოჩნდა ეს შოკი ზოგიერთისთვის. სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის.

ქართველი ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა.

ჩვენ ხალხს აქვს სრული უფლება და ვალი დაიცვას საკუთარი თავიც და მონაპოვარიც ყველა მეთოდით. ახლა არის მოქმედების დრო!“, – წერია სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის „ფესიბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ISFED-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ (ISFED ) აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ISFED-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის თქმით, არჩევნები შესაძლოა, სათანადოდ არ ასახავდეს ამომრჩევლების ნებას.

„ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები. ამ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს „სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით – სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას, მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები-ნათია მეზვრიშვილი

სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებაში.

როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, პარტიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება შეიტყობს თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით.

“ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი:

ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ივანიშვილმა ჩვენს არჩევანზე იძალადა. ახლა დაკავებული ვართ იმით, რომ ყველანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმის გამოყენებით, ყველა დონეზე, ამის აღიარებას მივაღწიოთ. თვეები მოვანდომეთ მტკიცებულებების მოგროვებას. ახლაც ამას ვაკეთებთ. დამკვირვებლებს ჯერ საბოლოო შეფასებები არ გამოუქვეყნებიათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეფასებები იყოს კიდევ უფრო მძიმე.

ამაში ვდებთ ახლა მთელ ჩვენ ენერგიას. ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ დეტალს გაგიზიარებთ.

არასოდეს გვახასიათებდა არათანმიმდევრულობა. ნაადრევად არც ოპოზიციის გამარჯვება გვიზეიმია. მესმის, ემოციური ფონია (და არჩევნების გაყალბების გათვალისწინებით, სავსებით სამართლიანად), მაგრამ ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით.

სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები“,- წერს მეზვრიშვილი.

დღეს ვნახეთ პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერობა -ელენე ხოშტარია

ჩვენ ხალხმა მოგვცა ხმა, ხმის მოცემა არის არა პრივილეგია და მთავრობაში მოსვლა, არამედ პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, საჭირო იყო კონსულტაციები ოპოზიციიის წარმომადგენლებს შორის, ასევე პრეზიდენტთან.

„პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა, გულწრფელად ვუთხრა, რომ ის საათები, რომლებიც მათ ემოციურ პერიოდში გაატარეს ამ ძალიან უხეშად გაყალბებული არჩევნების შემდეგ, არ იფიქრონ, რომ ჩვენ ან დაბნეულები ვიყავით, ან არ ვემზადებოდით. აუცილებელი იყო ინტენსიური კონსულტაციები. ღამიდან დაწყებული გვქონოდა კონსულტაციები, როგორც პარტიებთან, ასევე პრეზიდენტთან. შედეგად, ჩვენ დღეს ვნახეთ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერობა ამ პროცესში, გაერთიანება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საზოგადოების ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფის. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ხალხმა მოგვცა ხმა და ხმის მოცემა არის არა პრივილეგია და რაღაც მთავრობაში მოსვლა, არამედ არის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა მოქმედების და ამ მანდატის განხორციელების. ეს მანდატი არის, დავიცვათ ევროპა იმ ფორმით, რა მდგომარეობაშიც ვართ. ხვალ ამას სჭირდება, როგორც პრეზიდენტმა თქვა, გამოსვლა, დემონსტრირება ხალხის პოზიციის, რომ დიახ, ეს არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია და ამის ლეგიტიმაცია არ არსებობს. ზუსტად ასეთივე ერთობით, ასეთივე მიდგომით, საერთო მუშაობით ჩვენ გვექნება ყველა შემდგომი ნაბიჯი, რომ მივიდეთ ბოლომდე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.

ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს- რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგანცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპა ქართველ ხალხის გვერდით უნდა დაუდგეს.

„საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს“, – წერს სიკორსკი სოციალურ პლატოფრმა X-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო “ტოტალური გაყალბება”, შესაბამისად, პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნებს. მისი აზრით, ამ არჩევნების აღიარება “არის რუსეთის შემოსვლის აღიარება”. ამასთან, პრეზიდნეტი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ტექნოლოგია იქნა გამოყენებულ იმისთვის, რათა “გაეთეთრებინა გაყალბება”. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, “ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ხალხზე განხორციელდა”. პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ, ამასთან, პრეზიდენტი მიმართავს პარტნიორებს, დაუდგნენ საქართვლეოს მოსახლეობას გვერდით.

სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და ვერ ვაღიარებო, სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ არ შემოვლენ პარლამენტში-მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო, სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ არ შემოვლენ პარლამენტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არშემოსვლასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას არ ჩქარობენ.

„სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო (მარტო ლავროვი შემიძლია, ვაღიაროო). სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა, ვნახოთ, არ ჩქარობენ“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.

ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობაში -შარლ მიშელი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვაპირებ საქართველოს საკითხი ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში შევიტანოთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებაშია აღნიშნული.

„აღვნიშნავთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა გაირკვეს და აღმოიფხვრას“, – აცხადებს მიშელი.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელმძღვანელობას, გამოავლინოს მტკიცე ერთგულება ევროკავშირსკენ მიმავალ ქვეყნის გზაზე.

„ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, გამოავლინოს თავისი მტკიცე ერთგულება ევროკავშირსკენ ქვეყნის გზაზე, ასევე ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შარლ მიშელის განმარტებით, ევროპული საბჭო ნოემბერში შეაფასებს სიტუაციას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობა

პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას ხვალ, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ

გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, – ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.

“უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა – ყველანი ერთად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.

29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.