Home Blog Page 65

30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დილიდან კამათი და უთანხმოება გელით, მაგრამ ეცადეთ დიდი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. დათმობებზე წასვლა არ გსურთ, თუმცა მშვენივრად ხვდებით, რომ ამით უამრავ პრობლემას თავიდან აიცილებთ. ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ. სირთულეების მიუხედავად, უკან დახევას არ აპირებთ. ხშირად წარმატებას სწორედ თქვენი სიჯიუტის და პრინციპულობის წყალობით აღწევთ.

კურო

ამ დღეს მოქმედების დაწყება გიჭირთ. იცით, რომ ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ არცერთი არ გაინტერესებთ. მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგათ და შემდეგ შთაგონებაც მოვა და აღარ გაჩერდებით, სანამ მიზანს არ მიაღწევთ.
მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, მათ შორის ადამიანებთან, რომელთა შესახებ ადრე ბევრი რამ გსმენიათ, მაგრამ არ იცნობდით.

ტყუპები

ხშირად მიზნისკენ მიმავალ უჩვეულო გზებს პოულობთ და სასურველი შედეგის მისაღწევად მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებთ.
საეჭვო ექსპერიმენტი, ყველასთვის მოულოდნელად, წარმატებას მოგიტანთ. შეხვედრები კარგად ჩაივლის. ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას და ზოგის მოხიბვლასაც კი ადვილად შეძლებთ. გამორიცხული არ არის რომანტიკული ისტორიის დასაწყისი.

კირჩხიბი

ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილების პოვნა ძნელია, მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებთ და დარწმუნებული ხართ, რომ წარმატება თქვენ დაგრჩებათ. გარშემომყოფებს ცხოვრების მიმართ თქვენი დამოკიდებულება მოსწონთ და დაახლოებას ცდილობენ. ამ დღეს უჩვეულო შეთავაზებები გელით. არ არის გამორიცხული, რომ მათ გამო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რაღაც ახალი ისწავლოთ ან შეხვდეთ ადამიანებს, რომელთა გამოცდილებაც მალე დაგჭირდებათ.

ლომი

საკმაოდ დამღლელი დღეა. მუშაობის გარდა, საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა მოგიწევთ. ამასთან, უმცირესი შედეგის მისაღწევადაც კი დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კამათი და უთანხმოება. საერთო ენის პოვნა ძველ მეგობრებთანაც კი გიჭირთ. მოერიდეთ საკუთარ პრობლემების საჯაროდ განხილვას – საეჭვოა, ის მხარდაჭერა მიიღოთ, რომელიც გსურთ.

ქალწული

ამ დღეს მნიშვნელოვანია სწრაფად გაარკვიოთ, რომელია სასწრაფოდ დასასრულებელი საქმე და რომელი შეიძლება სამომავლოდ გადადოთ ან სხვას მიანდოთ. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ახალ ნაცნობებთან ფრთხილად უნდა იყოთ, ისინი ყოველთვის გულწრფელები არ არიან.

სასწორი

დილიდან საქმის დაწყება და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. თანდათან პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარი ბევრ სასწორს სასიამოვნო სიურპრიზებით და შეხვედრებით გაახარებს, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ, რომ შეცდომა არ გაგეპაროთ.

მორიელი

ქაოსური დღეა. ცდილობთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, მაგრამ არ გამოგდით. თქვენ ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც თითქოს განგებ, თქვენს გაღიზიანებას ცდილობს. ეცადეთ, ზედმეტი რისკები თავიდან აიცილოთ.
თქვენს თვალში ზოგმა საგანმა ან ადამიანმა ფასი დაკარგა და სასურველია მათგან გათავისუფლდეთ. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომელსაც თქვენი შურს.

მშვილდოსანი

პიროვნული ხიბლი და მეგობრული დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ მიზანს სწრაფად და მარტივად მიაღწიოთ. შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას.

თხის რქა

ზოგი თხის რქა ისეა გატაცებული თავისი ილუზიებით, რომ საქმის რეალურ მდგომარეობას ვერ ამჩნევს. კარგია, რომ თქვენს გვერდით არიან რეალისტები, რომლებიც დროდადრო, თავიანთი რჩევებით გაფხიზლებენ და რეალობაში გაბრუნებენ. არახელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული ნივთების შეძენისთვის. ნუ დახარჯავთ ფულს ისეთ ნივთზე, რომლის გარეშეც თავს მშვენივრად გრძნობთ. ასევე უმჯობესია თავი შეიკავოთ საეჭვო გარიგებებისგან.

მერწყული

დღის პირველი საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი გეგმები რეალობად აქციოთ. თუ არ იზარმაცებთ და მოქმედებას შეუდგებით, შედეგით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით – ეცადეთ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და ახალი თანამოაზრეები იპოვოთ.

თევზები

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ, რისკები და მოსალოდნელი სარგებელი შეაფასოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან.

ანა ჯაფარიძემ პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ).

19 წლის პარატაეკვონდოისტი აშშ-ის წარმომადგენელ არიანა პაოლო აგუილა რამოსს დაუპირისპირდა, მეტოქეს ანგარიშით 22:2 სძლია და მეოთხედფინალში თურქ სპორტსმენს შეხვდება.

ქართველი პარასპორტსმენი ევროპის საკონტინენტო ტურნირის გამარჯვებულია.

აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაში პირველად მონაწილეობენ. დღეს იასპარეზა ლია ჩაჩიბაიამ, 30 აგვისტოს კი საქართველოს ღირსებას გიორგი ნიკოლაძე დაიცავს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

“გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა ჩვენი ფულის ქურდობაა” – პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალურმა ბრიუსელმა, კომპენსაციის სახით უკვე დაიწყო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ამ ინიციატივის ფარგლებში, ქვეყანას უკვე 1.4 ევროთი დაეხმარა.

პესკოვის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინისთვის  გადაცემა „ქურდობაა“. 

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს არაკანონიერი ქმედებაა. ამას აუცილებლად მოჰყვება იურიდიული შედეგები. ეს სხვა არაფერია, თუ არა უკანონო ექსპროპრიაცია – რუსულ ენაზე, ჩვენი ფულის, ჩვენი ქონების ქურდობა“, – ამბობს პესკოვი.

შეგახსენებთ, G7-ის სახელმწიფოებმა ივნისში გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრეტიდის მისაცემად უნდა გამოეყენებინათ დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები, რომლებიც დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში არის იმობილიზირებული.

საფრანგეთის სასამართლომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი გაათავისუფლა

საფრანგეთის სასამართლომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი ხუთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ  გაათავისუფლა. მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება.

დუროვი წინასწარი დაკავების იზოლატორში თითქმის 90 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ახლა პროკურატურას მისი დაკითხვა და ბრალის წარდგენა შეუძლია.

დუროვი ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის გამო ლე ბურჟეს აეროპორტში დაფრენისას 24 აგვისტოს აიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, გამოძიება 12 სავარაუდო დანაშაულზე მიმდინარეობს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმაზე; არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში თანამონაწილეობაზე; ნარკოტიკების გავრცელებაზე; ჰაკერობასა და თაღლითობაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნა

JPG edited with https://ezgif.com/resize

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა F-16 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„საჰაერო ბრძოლის დროს F-16 ტიპის გამანადგურებელმა აჩვენა თავისი მაღალი ეფექტურობა. კერძოდ, განადგურებული იყო მტრის ოთხი ფრთოსანი რაკეტა. მოგვიანებით ერთ-ერთ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავი ჩამოვარდა, ხოლო მფრინავი დაიღუპა“, – აღნიშნეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

გენერალურ შტაბში ასევე განაცხადეს, რომ ინციდენტის მიზეზების დასადგენად თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია დაინიშნა, რომელიც მუშაობს ავიაკატასტროფის ზონაში.

არც სახელმწიფო აპირებს ეკლესია რაღაცით დასაჯოს და არც ეკლესია აპირებს სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს -მეუფე ნიკოლოზი

 ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) აცხადებს, რომ არც სახელმწიფო აპირებს ეკლესია რაღაცით დასაჯოს და არც ეკლესია აპირებს სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს.

“ეს არის სასიკეთო ურთიერთობა, რომელსაც ერთმანეთის მიმართ არავითარი ანტაგონიზმი არ გააჩნია, არც სახელმწიფო აპირებს ეკლესია რაღაცით დასაჯოს და არც ეკლესია აპირებს სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს – უბრალოდ როგორ შეიძლება კიდევ უკეთესი იყო. თუმცა, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი პოზიცია აქვს დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც 2002 წელს მიღებული საკონსტიტუციო შეთანხმებით განისაზღვრება. ახლა ამას თუ გავაუმჯობესებთ ცოტათი, თორემ, მეტი არაფერზე არ ყოფილა საუბარი,”- აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დასრულდა.

სასულიერო პირების განცხადებით, განხილვის თემა იყო ხელისუფლების შეთავაზება – როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო გამყარდეს საქართველოს კონსტიტუციით. თითქმის 4 საათიან კონსულტაციას მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.

 სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოებების წინააღმდეგ ბევრი რესურსი გვეხარჯება, რომელიც სანაცვლოდ სახელმწიფოს მოხმარდებოდა -გურამ მაჭარაშვილი

ახლა, ამ არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობა ზუსტად მაგიტომ არის საჭირო, რომ სხვა ყველაფერთან ერთად დასრულდეს ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ჩვენი მთლიანი რესურსი მოვახმაროთ ღირებულებების, ტრადიციების, სუვერენიტეტის განმტკიცებას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„სამწუხაროდ, ბევრი რესურსი გვეხარჯება იმაში, რომელიც სანაცვლოდ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ოჯახური ღირებულებების განმტკიცებას, ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები ამის საშუალებას არ გვაძლევენ, რადგან მათ საწინააღმდეგოდ გვჭირდება ბევრი რესურსის დახარჯვა. ახლა, ამ არჩევნებზე, საკონსტიტუციო უმრავლესობა ზუსტად მაგიტომ არის საჭირო, რომ სხვა ყველაფერთან ერთად დასრულდეს ეს პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, რათა ჩვენი მთლიანი რესურსი მოვახმაროთ ღირებულებების, ტრადიციების, სუვერენიტეტის განმტკიცებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს გზავნილები გვაქვს ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ჯერ გადავარჩინოთ ქვეყანა ფიზიკურად რომ იყოს მშვიდობა, მერე გადავარჩინოთ სულიერად რომ იყოს შენარჩუნებული ღირებულებები და პარალელურად, განვავითაროთ ეკონომიკა. ეს არის წინასაარჩევნო კამპანია, რაც ხალხისთვის არის დამაჯერებელი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საკუთარი პარტიის კომკავშირელ ბოსს გაახსენოს საჯაროდ, როგორ ატერორებდა ეროვნული მოძრაობის წევრებს ბოლშევიკური სულისკვეთებით -გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილზე წერს.

„ანა ნაცვლიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში, მიხეილ ჯავახიშვილის და ტიციან ტაბიძის მიმართ წარმოებული ბოლშევიკური ტერორი გაიხსენა. დროული წამოწყებაა! ახლა საკუთარი პარტიის კომკავშირელ ბოსს გაახსენოს საჯაროდ, როგორ ატერორებდა ეროვნული მოძრაობის წევრებს ბოლშევიკური სულისკვეთებით!“ – წერს სოციალურ ქსელში ხაინდრავა.

 ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აპარატის უფროსად თავისი სიძე დანიშნა -POLITICO

JPG edited with https://ezgif.com/resize

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ აპარატის უფროსად თავისი სიძე დანიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მეთიუ ტაბონე, რომელმაც ევროპარლამენტში მუშაობა 2013 წელს დაიწყო, ლეტისია ანსალდოს ჩაანაცვლებს.

მალტელმა ევროპარლამენტარმა, ალექს აგიუს სალიბამ მეცოლას ნაბიჯს ნეპოტიზმი უწოდა.

„წარმოიდგინეთ, მე ან [„ლეიბორისტული პარტიის“] წარმომადგენელს თავისი ოჯახის წევრი უმაღლეს თანამდებობაზე რომ დაენიშნა“, – აღნიშნა სალიბამ.

მეთიუ ტაბონე წლების განმავლობაში მეცოლას თანაშემწედ მუშაობდა. ის 2015 წელს მეცოლას დაზე დაქორწინდა.

“სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ იქნება ეკლესიის თანხმობის გარეშე – ანდრია ჯაღმაიძე

“სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ იქნება ეკლესიის თანხმობის გარეშე”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, სადაც, სასულიერო პირების თქმით,  განხილვის თემა იყო ხელისუფლების შეთავაზება – როგორ შეიძლება, ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო გამყარდეს საქართველოს კონსტიტუციით.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

“მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ იქნება ეკლესიის თანხმობის გარეშე”, – განმარტა ჯაღმაიძემ.

ჩინეთი აშშ-თან სტაბილური და მდგრადი ურთიერთობების მომხრეა -სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან პეკინში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამერიკასთან სტაბილური და მდგრადი ურთიერთობების მომხრეა. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პრეზიდენტმა სიმ აღნიშნა, რომ ჩინეთის პოლიტიკა აშშ-თან მიმართებაში საკმაოდ თანმიმდევრულია, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობებში დიდი ცვლილებები მოხდა. ჩინეთი ერთგული რჩება აშშ-თან სტაბილური, ჯანმრთელი და მდგრადი ურთიერთობების მიმართ, რომელიც ურთიერთ პატივისცემაზე, მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ურთიერთმომგებიან თანამშრომლობაზეა დამყარებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩინეთის ლიდერმა, აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი პეკინთან ერთად საერთო საკითხების გადაწყვეტაზე იმუშავებს და არ აღიქვამს მას, როგორც გამოწვევას.

სალივანმა, თავის მხრივ, სი ძინპინს ბაიდენის მოკითხვა გადასცა. მისი თქმით, აშშ-ის ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა არ შეცვლილა და ამერიკას არ აქვს განზრახული ტაივანი ჩინეთის შესაკავებლად გამოიყენოს.

მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა შენარჩუნებული იქნება, და ორი ქვეყანა ერთად თანაცხოვრებას გააგრძელებს, ხოლო მათი ურთიერთობა მდგრადი იქნება.

რა ეღირება დოლარი და ევრო 30 აგვისტოს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6990 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9865 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0134 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0269 ლარი შეადგინა.