Home Blog Page 64

კამალა ჰარისისთვის მიცემული ხმა არის ხმა ომისთვის, მეტი ომისთვის, სავარაუდოდ მესამე მსოფლიო და ბირთვული ომისთვის -ტულსი გაბარდი

ყოფილმა დემოკრატმა კონგრესმენმა ტულსი გაბარდმა, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი, ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „დემოკრატი“ კამალა ჰარისისვის მიცემული ხმა ომისთვის მიცემულ ხმას ნიშნავს.

„ასეთი არჩევანის წინაშე ვართ – კამალა ჰარისისთვის მიცემული ხმა ნიშნავს და ეს არის ხმა ომისთვის, მეტი ომისთვის, სავარაუდოდ მესამე მსოფლიო და ბირთვული ომისთვის. დონალდ ტრამპისთვის მიცემული ხმა კი არის ხმა კაცისთვის, რომელსაც ომების დასრულება და არა მათი დაწყება უნდა“, – განაცხადა მან.

გაბარდმა „დემოკრატიული პარტია“ 2022 წელს დატოვა, გასულ კვირას კი „რესპუბლიკელი“ გახდა.

ე.წ. პრეზიდენტის განცხადება არის დამარცხებული ტერორისტის კონვულსიური განცხადება -ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს არც ქართულ საზოგადოებაზე ექნება გავლენა, არც უცხოელ პარტნიორებზე.

„ე.წ. პრეზიდენტის ეს განცხადება არის დამარცხებული ტერორისტის კონვულსიური განცხადება. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს მან და მის გვერდით მყოფმა „პოლიტიკოსებმა“, ამას ქართულ საზოგადოებაზე უკვე არანაირი ზეგავლენა აღარ ექნება. ისინი ვერც უცხოეთში გაყიდიან ამ თავის ნარატივს“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად გადაჭრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები -ენტონი ბლინკენი

ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარი პირობების შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებისა და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ ანგარიშებს.

საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ შედეგი თავისუფალი და სამართლიანი იყო.

ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების შესახებ.

სამომავლოდ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ერთად გადაჭრან საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზები. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩადებული, მოითხოვს, რომ მთავრობამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების უფლებებს და ყველა ქართველი მოქალაქის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ჩავალ მარნეულში, ქვემო ქართლში, შევხვდები და გავამხნევებ ხალხს, რომელიც მძევლად აიყვანა „ოცნებამ“ – ანა დოლიძე

გვახსოვდეს, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. პროევროპულმა ოპოზიციამ აიღო მილიონ ნახევარზე მეტი ხმა. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ეკუთვნის ხალხს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

ის რეგიონებში ჩასვლას და ამომრჩევლის გამხნევებას გეგმავს.

„ხალხს, რომელსაც მოჰპარეს არჩევანის უფლება მხარში უნდა დავუდგეთ. ამიტომ

მე ახლა ჩავალ მარნეულში, ქვემო ქართლში, შევხვდები და გავამხნევებ ხალხს, რომელიც მძევლად აიყვანა ოცნებამ.” – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ლევან ქარუმიძე ჰელსინკის კომისიას პასუხობს – ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას, იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა ოთხი წლის, რვა წლის და 12 წლის წინაც

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან ქარუმიძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართველი ხალხი მუდმივად აძლევდა ხმას ევროპული ოჯახის წევრობას. მათმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ ხმას და მათ არჩევანს“.

როგორც ქარუმიძე წერს, ნამდვილად ასეა და 26 ოქტომბერსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„დიახ, ნამდვილად! ასევე ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას. იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა ოთხი წლის წინ. და რვა წლის წინ. და იცით რა? ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას 12 წლის წინაც!”, – წერს ქარუმიძე სოციალურ ქსელში.

https://x.com/KarumidzeL/status/1850619875951276516

საქართველოს დღეს ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.

29 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები. ვიზიტი ორდღიანია.

ვადამდელი არჩევნების შედეგად, იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ასეთი რამ 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველმა გუნდმა უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო 233 მანდატი ვერ მოიპოვა.

პრემიერმა სიგერუ ისიბამ მზადყოფნა გამოთქვა, მთავრობის დაკომპლექტებისთვის სხვა პოლიტიკურ ძალებთან გამართოს კონსულტაციები, თუმცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მმართველ გუნდთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში ისიბას ინიციატივით დაინიშნა, მას შემდეგ რაც ის ლიბერულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრი გახდა. ის ამ არჩევნებს განიხილავდა როგორც თავისი პრემიერობის საჯარო მანდატს.

ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე, რადგან უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ აღარავის მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა -მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე, რადგან უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ აღარავის მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი ბრიფინგის შესახებ ისაუბრა, რომელმაც არჩევნები არალეგიტიმურად ცნო და მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა. ყაველაშვილის თქმით სალომე ზურაბიშვილს საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

მისივე განცხადებით, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე მკაცრი რეაგირება ექნებათ.

„სალომე ზურაბიშვილის ქმედება თეთრი ძაფით ნაკერია, სად მიჰყავს – სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. დღეს არალეგიტიმურად გამოაცხადა არჩევნებიც, თავისთავად ხელისუფლებაც არალეგიტიმურად ცხადდება. თავად თქვა კიდევაც, რომ მე სალომე ზურაბიშვილი კი არ ვარ, მე ვარ ინსტიტუცია, დაირქვა უკვე სახელი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა. რა თქვა – მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ ვართ დღეს საქართველო, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოუწოდა ყველას, რომ დავიწყოთ თითქოს მშვიდობიანი აქცია. საქართველოს ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს. ჩვენ სამოქალაქო ომიც გამოვლილი გვაქვს, ურთიერთდაპირისპირება და შესწავლილი გვაქვს, იმიტომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქართველოს საზოგადოება მომზადებულია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გავიმარჯვეთ“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში.

ელექტრონულმა ხმის დათვლის სისტემამ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახადა და მანიპულაციისთვის ნულოვანი სივრცეა -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს ცნობებს ხმების გაყალბების შესახებ, რის პარალელურადაც პრეზიდენტი მასობრივ პროტესტებს აანონსებს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ბიბისი“.

როგორც „ბიბისი“ წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბიბისის“ ჟურნალისტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უარყო შაბათის არჩევნებში ხმების გაყალბებისა და ძალადობის ბრალდებები და ისაუბრა სადავო შედეგზე, როგორც დამაჯერებელ გამარჯვებაზე და გადამწყვეტ მოგებაზე ამ ქვეყნისთვის.

„დარღვევები ხდება ყველგან“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ „ბიბისის“.

პრემიერ-მინისტრმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღეს და მანამდე დაფიქსირებულ დარღვევებს აუცილებლად გამოიძიებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების ზოგადი შინაარსი შეესაბამებოდა სამართლებრივ პრინციპებსა და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს.

ასევე, კობახიძემ ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ მსგავსი ბრალდებები 2016, 2020 და 2021 წლების არჩევნების დროსაც გააჟღერეს.

„რა თქმა უნდა, მათ ახლა სხვა გზა არ აქვთ, ამიტომ უნდა უთხრან თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ან ცრუობდნენ, ან მთავრობამ არჩევნები გააყალბა“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შაბათს პირველად გამოყენებულმა ელექტრონულმა ხმის დათვლის სისტემამ გაყალბება შეუძლებელი გახადა და მანიპულაციისთვის ნულოვანი სივრცეა.

ინტერვიუში კობახიძემ უარყო ოპოზიციის ბრალდება მთავრობის პრორუსულ და „პროპუტინისტურ“ კურსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, შელახოს მთავრობის რეპუტაცია 3.7-მილიონიან მოსახლეობაში, რომელიც უმეტესწილად პროევროპულია.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს

ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ 

კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„26 ოქტომბერს, შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საპარლამენტო არჩევნებში. ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს, პროცესების განვითარებას. გასულ თვეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი კავშირი დემოკრატიულ ღირებულებებთან და ქვეყნის ევროპულ გზასთან. ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დაკვირვებისა და დასკვნების თანახმად, არჩევნების დღე ზოგადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და ჩატარდა მოწესრიგებულად, თუმცა გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხშირი დარღვევები ხმის მიცემის ფარულობის კუთხით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ ცნობებით, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევები, განსაკუთრებით საჯარო სექტორის თანამშრომლებზე, კამპანიის პერიოდში კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული. ამან არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ფართო თვალყურთან ერთად, გააჩინა შეშფოთება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობაზე, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე. უფრო მეტიც, არჩევნების დამკვირვებლები აცხადებენ, რომ არათანაბარი პირობებია, დაპირისპირებული კამპანიაა პოლარიზებულ ატმოსფეროში და მნიშვნელოვან შეშფოთებას გამოხატავენ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა გაირკვეს და გამოსწორდეს. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს.

„კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეახსენებს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი დაფუძნდა, უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნულია ევროკომისიისა და უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაში.

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვერძი, შეეცადეთ პროვოკაციებს არ უპასუხოთ. დაზოგეთ ენერგია, ნუ დახარჯავთ ემოციებს, განსაკუთრებით მათზე, ვინც ამას არ იმსახურებს. მიეცით სხვებს უფლება მოიქცნენ ისე, როგორც მათ სურთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ სულ სხვა და განსაკუთრებული ღირებულება გაქვთ. თქვენ გარეშე სამყარო სხვანაირი, უფრო უინტერესო იქნებოდა.

კურო

ძალიან დატვირთული დღე გექნებათ. ბევრი სიახლეა მოსალოდნელი ბიზნესის და სიყვარული სფეროებში. გამოიჩინეთ ინიციატივა და თამამად აიღეთ სიტუაცია თქვენს ხელში, მაგრამ ჯერ დარწმუნდით, რომ არ დაზარალდება იმ ადამიანების ინტერესები, რომლებსაც თქვენი ინიციატივა შეეხება. ასეთ შემთხვევაში ისინი ხალისით დაგიდგებიან გვერდში.

ტყუპები

ტყუპებისთვის მშვიდი, არაფრით გამორჩეული, სამუშაო დღე იქნება. იყავით ყურადღებიანი გარშემომყოფების მიმართ და განჭვრიტეთ მათი სურვილები, რადგან სხვა ადამიანებზე ზრუნვა ნებისმიერ ნაცრისფერ დღეს გაგილამაზებთ.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, ის გარკვეულ დახმარებას მოითხოვს. დიდხანს ნუ გაჩერდებით ნეგატიურ ტალღაზე, რადგან შესაძლოა განწყობა უკვე ფიზიოლოგიაზე გადავიდეს. თუ გრძნობთ, რომ თქვენს სხეულს დასვენება სჭირდება, ამისთვის დრო გამონახეთ.

ლომი

დღეს მოერიდეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობას ან სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტს – თუ შესაძლებელია, ეს საქმე ერთი დღის გადადეთ. დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რაიმე მარტივი აკეთოთ, რომელიც არ საჭიროებს სხვა ადამიანების ჩარევას.

ქალწული

დაძაბული დღე იქნება, ამიტომ ემოციურად მოემზადეთ და მშვიდად იყავით. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია გამაღიზიანებელი იქნება, რეალურად საქმე არც ისე კრიტიკულადაა. შეეცადეთ, სხვა კუთხით შეხედოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

სასწორი

ხელსაყრელი პერიოდია მსხვილი საქმეების დასასრულებლად. შეგიძლიათ დაგეგმოთ სერიოზული მოლაპარაკებები. ახლა ის ხელსაყრელი დროა, როცა წარმატებას ნებისმიერ საკითხში მიაღწევთ. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ ეს მომენტი. თუმცა, უნდა იყოთ დაკვირვებული, რათა მხედველობიდან არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი წვრილმანები.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ბიუროკრატიული პრობლემების გადასაჭრელად. თუ უახლოეს ხანში აპირებდით სამთავრობო დაწესებულებებში ვიზიტს, ამის გაკეთება დღეს ღირს. ყველაფერს მშვიდად და ერთი ვიზიტით მოაგვარებთ.

მშვილდოსანი

არსებობს რისკი, რომ ამ დღეს მშვილდოსნის ემოციური მდგომარეობა რაციონალურობის ზღვარს გასცდეს. ამის გამო შესაძლოა უახლოეს მეგობრებთან ჩხუბიც კი მოგივიდეთ, ამიტომ შეეცადეთ, გააკონტროლოთ თავი. არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრებაში არ არსებობს გამოუსწორებელი სიტუაცია, მთავარია, სურვილი გქონდეთ.

თხის რქა

ამ დღეს ფრთხილად იყავით საჭესთან, განსაკუთრებით მაგისტრალზე. თუ შესაძლებელია, თავად არ მიუჯდეთ საჭესთან ან თქვენი პირადი მანქანა სახლში დატოვეთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრეთ. გზაში შესაძლებელია ძალიან საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.

მერწყული

ნუ ჩქარობთ ახალგაცნობილ ადამიანთან გულის გადაშლას. სანამ მასთან გულწრფელ დიალოგში შეხვალთ, კარგად დაფიქრდით. პირველ რიგში, შეეცადეთ გაარკვიოთ ახალი ნაცნობის მოტივები და გეგმები თქვენ მიმართ.

თევზები

კარგია დღეა ახლო მეგობრებთან კომუნიკაციისთვის. თუ დრო საშუალებას გაძლევთ, ერთად წადით რამე კულტურულ ღონისძიებაზე. თქვენი კომუნიკაბელურობა ლიდერად გაქცევთ ნებისმიერ კამპანიაში. ეს დღე ასევე კარგია შემოქმედებითი რეალიზაციისთვის იმ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.

სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის -მიხეილ სააკაშვილი

ქართველ ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხალხს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ყველა მეთოდით.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, არჩევნების შედეგების დაცვისთვის უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი.

„ჩატარებული არჩევნების შეფასებაში უპრეცედენტო ერთობა საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების აღარ ტოვებს არავითარ საფუძველს ცესკოს წარმოდგენილი ციფრების მისაღებად.

არჩევნები, რომელშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ, ოფიციალური პირების მიერ ტოტალურად გაყალბებულია.

დიდი მადლობა ყველას ვინც დაუღალავად იშრომა ჩვენი ქვეყნის ევროპაში შესაყვანად და ღირსეული შედეგის მისაღებად, ახლა დადგა დრო ეს გამარჯვება რეალობად ვაქციოთ!

არჩევნების ამ შედეგს ყველა ელოდა, ჩემთვის გასაკვირია თუ რატომ აღმოჩნდა ეს შოკი ზოგიერთისთვის. სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის.

ქართველი ხალხს წაართვეს ეს არჩევნები, ამიტომაც ჩვენი ვალია უწყვეტი აქციები და სახალხო დაუმორჩილებლობა.

ჩვენ ხალხს აქვს სრული უფლება და ვალი დაიცვას საკუთარი თავიც და მონაპოვარიც ყველა მეთოდით. ახლა არის მოქმედების დრო!“, – წერია სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის „ფესიბუქ“ გვერდზე ვრცელდება.