Home Blog Page 64

,,იმიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ხელისუფლების ყველა შტომ იგრძნოს პასუხისმგებლობა”- ანა ნაცვლიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა მეორე დღეა მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ქვეყანაში ხელისუფლების ყველა შტომ უნდა იგრძნოს. 

“საკონსტიტუციო სასამართლო, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა, ჩვენ გუშინაც ვაჩვენეთ, დღესაც და ხვალაც ვაჩვენებთ რამდენად უსუსურია “ქართული ოცნების” არგუმენტები, მაგრამ მთავარი მსაჯული ამ საკითხში არიან საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ იმიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ამ ქვეყანაში ყველამ, ხელისუფლების ყველა შტომ იგრძნოს პასუხისმგებლობა და მათაც ჰქონდეთ პერსონალური არჩევანი, დაარღვევენ 78-ე მუხლს თუ დაიცავენ,” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური ამბობს, რომ მოსარჩელე მხარეს დღეს სხდომაზე წარმოადგენს ენათმეცნიერი, რომელიც დეტალურად განმარტავს იმ ტერმინებს, რომელიც კანონშია ჩაწერილი.

“ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალისტი, რომელმაც სასამართლოს უნდა მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია, რუსულ კანონში გამოყენებული ტერმინოლოგიის საზოგადოებრივ აღქმებთან დაკავშირებით. სასამართლოს ინიციატივით მოხდა იუსტიციის სამინისტროს გამოძახება, რომელმაც უნდა წარმოადგინოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ გავაიგივოთ ექსპერტში ან სპეციალისტში,” – აცხადებს გიორგი დავითური.

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა გრძელდება. სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს. ისინი კანონის გაუქმებას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სადაოდ გამხდარი ნორმების შეჩერებას მოითხოვენ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია, ამ დროისთვის, 233-მა ორგანიზაციამ გაიარა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, ამ დროისთვის, რეგისტრაცია 233-მა ორგანიზაციამ გაიარა.

აღნიშნული ინფორმაცია მან საკონსტიტუციო სასამართლოში გააჟღერა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ქვეყანაში 30 000-მდე ორგანიზაცია არსებობს.

„ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 233 ორგანიზაციას აქვს მომართული, რეგისტრაციისთვის. კიდევ არის დრო. დღეის მდგომარეობით, 30 000-მდე ორგანიზაციაა ქვეყანაში, თუმცა აქ შედის სახელმწიფო ა(ა)იპი-ები, ფედერაციები და ასე შემდეგ. დასათვლელია ე.წ. მკვდარი ორგანიზაციები, რომლებსაც ბრუნვა არ უფიქსირდებათ. კონსულტაციებთან და დეკლარაციების გაურკვევლობასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრი ძალიან მოწადინებულია, რომ ხალხს დაეხმაროს. ჩვენი ვალია, მოქალაქეებს მოვუწოდოთ, რომ აღასრულონ კანონი და ამ კანონის შესრულებაში ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის

თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შესთავაზონ.

პროექტი „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობას იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოებისთვის, ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის, მესაქონლების მაღალპროდუქტიული ჯიშის ფერმებისთვის.

შოთა გონგლაძე, სახელმწიფო პროექტების მართვის გუნდის ხელძღვანელი თიბისი ბანკში, ხაზს უსვამს, რომ ის, რაც, აგრომიმართულებით, თიბისის სხვა ბანკებისაგან გამოარჩევს, სტარტაპ მიდოგმებია.

„სტარტაპ აგროსესხს მხოლოდ თიბისი სთავაზობს მომხმარებელს აგრობიზნესის თითქმის ყველა მიმართულებით. თიბისის ინდივიდუალური მიდგომა ქართულ საბანკო სექტორში უნიკალურია – ბანკი არ ამოდის არსებული შემოსავლიდან, შესაბამისად, მსესხებელს მასზე დაყრდნობით არ უწესებს შეზღუდვას დასაფინასებელი პროექტისთვის საჭირო თანხის ოდენობაზე. ვისაც სურს, დაიწყოს ახალი საქმიანობა აგრობიზნესში და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, თიბისი სთავაზობს სესხს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, დასაფინანსებელი პროექტიდან მომავალში მისაღები შემოსავლების გათვალისწინებით. მსგავსი სტარტაპ მიდგომა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, გადამამუშავებელ მიმართულებას, მაღალპროდუქტიული ჯიშის მეცხოველეობის ფერმების მოწყობას. სტარტაპ მიდგომით აგრო ტურიზმიც კი ფინანსდება. სტარტაპ მიდგომა თიბისიმ 2016 წლის შემოდგომის სეზონზე დაიწყო. მას მერე 120 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული“.

ბიზნეს უნივერსალის პროგრამა საშუალებას აძლევს მეწარმე სუბიექტებს გამოიყენონ თანხა ბიზნესში ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად და მიიღონ სახელმწიფოსგან სესხის პროცენტის თანადაფინანსება. აქ სესხის მიზნობრიობა მოიცავს, როგორც ახალი საწარმოს შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას, ისე წარმოებისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯებისა და პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინასირებას.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სახელმწიფო პროგრამას, ბიზნეს უნივერსალის მსგავსად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს, გაზარდოს ბიზნეს სესხებზე ხელმისაწვდომობა იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობისა. სესხის მინიმუმ 80% მიმართული უნდა იყოს კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 20%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა წლიური რეალიზაცია 20 000 000-ს არ აღემატება. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა 10 წელს შეადგენს.

გარდა ამ პროგრამებისა, თიბისი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. თიბისი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მომხმარებელს სთავაზობს ბიზნეს სესხს ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, საიდანაც, პროექტის ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სესხის მთლიანი თანხის 10%-დან 15%-მდე მსესხებელს უკან უბრუნდება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტების დანერგვას სხვადასხვა, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მიმართულებით.

სხვადასხვა დონორებთან აქტიური მუშაობა თიბისის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია. მაგალითად, ბანკი მონაწილეობს DFC-ს (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის) საგარანტიო პროგრამაში, ისევე, როგორც EIB-ს (ევროპული საინვესტიციო ბანკის) ფინასური მხარდაჭერის და SIDA-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს) საგარანტიო პროგრამებში, რომელთა მიზანია სტარტაპების, მწვანე დაფინანსების, რეგიონებში ბიზნესების და ბიზნესში ქალების მხარდაჭერა. ამ მიმართულებების განვითარებას თიბისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება.

კერძო და იურიდიული პირების თიბისისთან თანამშრომლობის უპირატესობა სწორედ ამ მრავალრიცხოვან და საქმიანობის ფართო სპექტრის მომცველ პროგრამებში ერთდროულად ჩართვის შესაძლებლობაა – სესხის მისაღებად მისულ მსესხებელს ბანკი (სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე) დასაფინანსებელი პროექტისთვის შესაფერის რამდენიმე პროგრამაში კომბინირებულად ჩართვას სთავაზობს, რაც – სესხის პირობებისა და შეღავათების მხრივ – უნიკალურ შეთავაზებას წარმოადგენს.

 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შიდა ტურიზმი წლიურად 6 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.2 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.3 ათასი ერთეული შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 6.0 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 პროცენტით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

უწყების ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 722.9 ათასით განისაზღვრა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, ვიზიტორების 36.2 პროცენტი 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.3 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 16.0 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი. 2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 52.4 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ხოლო, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 379.4 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 373.9 ათასი ვიზიტი თვეში).

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 264.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 13.2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.6 პროცენტით და 155.5 ლარს გაუტოლდა.

პრემიერ-მინისტრი Amidi Group-ის დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Amidi Group-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში.

შეხვედრაზე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხზე და ამ პროცესში Amidi Group-ის შესაძლო ჩართულობის შესახებ იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო შუა დერეფნის ინიციატივას და ამ პროექტში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით  IT ტექნოლოგიების  სფეროში განხორციელებულ პროექტებზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე.

Amidi Group უძრავი ქონებისა და  IT ტექნოლოგიების სფეროში ოპერირებს და მისი აქტივები ორ მილიარდ დოლარს შეადგენს.

,,გულდასაწყვეტია, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებას დასცინის მაღალი სასულიერო იერარქიის პირი”- გურამ მაჭარაშვილი

ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში. გულდასაწყვეტია, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებას დასცინის მაღალი სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც პირიქით, ყველაფერს უნდა აკეთებდეს დედა ეკლესიის გასაძლიერებლად, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

ის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, გულდასაწყვეტია, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებას დასცინის მაღალი სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც პირიქით, ყველაფერს უნდა აკეთებდეს დედა ეკლესიის გასაძლიერებლად.

„გუშინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნულ საკითხს წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგები შეთავაზება უწოდა და თემაზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან ეს ჰგავდა ერთგვარ მესიჯს, რომელიც მან რადიკალურ ოპოზიციას გაუგზავნა და ასეც მოხდა – ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხისადმი მეუფის აგდებული დამოკიდებულება მყისვე აიტაცეს ნაცმოძრაობის წევრებმა და კიდევ უფრო განავრცეს ქილიკი თემაზე. ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში. გულდასაწყვეტია, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებას დასცინის მაღალი სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც პირიქით, ყველაფერს უნდა აკეთებდეს დედა ეკლესიის გასაძლიერებლად.

დიახ, ჩვენი ეკლესიის გაძლიერება და მისი დაცვა კონსტიტუციის დონეზე სწორედ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაა და ამას სწორედ ამომრჩევლის გულის მოსაგებად ვაკეთებთ. დიახ, ამომრჩეველს ვესაუბრებით და ვაძლევთ პირობას, რომ დავიცავთ და გავაძლიერებთ ჩვენს რწმენას. ამაში გასაკვირი არაფერია. უცნაურია, რა სიახლე და ნეგატივი აღმოაჩინა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ამ ამბავში?! ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ეკლესია იმ რადიკალური ძალებისგან, ვინც გუშინ აიტაცა მეუფე ნიკოლოზის ირონიული სიტყვა და ვინც წლების განმავლობაში ანგრევდა და თავს ესხმოდა ქართულ ეკლესიას. ამისათვის კი პატრიოტ, ქვეყნის მოყვარულ ქართველებს ვთხოვთ მხარდაჭერას. საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა კარგად იციან, რომ ეკლესიას აქვს უდიდესი როლი და გავლენა საზოგადოებაზე, რაც მათ ძალიან აღიზიანებთ და გამუდმებით ცდილობენ დედა ეკლესიის დისკრედიტაციას.

ჩვენი მიზანი კი კონსტიტუციაში სწორედ ამ ეკლესიის როლისა და გავლენის შესაბამისობაში მოყვანაა. მარტივი ჭეშმარიტებაა – ეკლესიის გაძლიერება მხოლოდ იმ ძალებს არ აწყობთ, რომელიც ებრძვის ჩვენს რწმენას და ყველაფერს ქართულს!

დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის გასამართლება და მათი პოლიტიკიდან ჩამოშორება. დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ყველა გზით და ხერხით დავიცავთ მომავალ თაობას გარყვნილების აგრესიული პროპაგანდისგან.

დიახ, ჩვენი გუნდის დაპირებაა მზადება ქვეყნის გასაერთიანებლად. ჩვენ ვუხსნით ჩვენს ამომრჩეველს, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ისეთი საკონსტიტუციო მოდელის მისაღებად, რომელიც საჭირო მომენტის შემთხვევაში, სრულად მოერგება ქვეყნის გამთლიანებისათვის აუცილებელ პირობებს. განსაკუთრებით მეუფე ნიკოლოზის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა წინასაარჩევნო დაპირება არის სიმართლესა და ქვეყნის გამოწვევებზე დაფუძნებული, რასაც აუცილებლად შევასრულებთ. არაფერია ცუდი და საქილიკო იმაში, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არჩევნების წინ კონკრეტული საკითხების გადაჭრას სთავაზობს“, – წერს გურამ მაჭარაშვილი.

საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს, კიდევ უფრო გაძლიერდეს – კახა კალაძე

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუთანხმებლად არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

„ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, არანაირი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

როგორია დოლარისა და ევროს ოფიციალური კურსი 30 აგვისტოსთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6990 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9865 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0134 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0269 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისრაელი დათანხმდა შეზღუდულ „ჰუმანიტარულ პაუზებს“, რათა ღაზის სექტორში 640 000 ბავშვს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელი დათანხმდა შეზღუდულ „ჰუმანიტარულ პაუზებს“, რათა ღაზის სექტორში 640 000 ბავშვს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, რიკ პეეპერკორნის განცხადებით, „ჰუმანიტარული პაუზები“ ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, საბრძოლო მოქმედებები შეწყდება ყოველდღე, დილის ექვსი საათიდან სამ საათამდე.

ვაქცინაციის კამპანია ცენტრალური ღაზიდან დაიწყება, შემდეგ ღაზის სამხრეთით გადაინაცვლებს და ბოლოს ჩატარდება ჩრდილოეთ ნაწილში. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ ზონაში შესაძლებელი იქნება პაუზის მეოთხე დღით გაგრძელება.

23 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ღაზაში ერთი ჩვილი დაავადდა მეორე ტიპის პოლიოვირუსით, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველი ასეთი შემთხვევაა. „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ბასემ ნაიმმა განაცხადა, რომ მზად არიან, ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვაქცინაციის უზრუნველსაყოფად.

ისრაელის თავდაცვის ძალების ჰუმანიტარულმა განყოფილებამ დაადასტურა, რომ ვაქცინაციის კამპანია ჩატარდება ისრაელის სამხედროებთან კოორდინაციით, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მივიდნენ სამედიცინო ცენტრებში და ჩაიტარონ ვაქცინაცია.

+37 გრადუსი – საქართველოში ცხელი ამინდებია მოსალოდნელი

30-31 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო 1-2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30-31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 1-2 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30-31 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 1-2 სექტემბერს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +37გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30-31 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 1-2 სექტემბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30-31 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 1-2 სექტემბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30-31 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 1-2 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 30-31 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 1-2 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ზღვარი არ არსებობს -კახა კალაძე

x

ოპოზიციას უცხო ქვეყნის მთავრობები აფინანსებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში უხეში ჩარევაა, – განაცხადა მედიასთან დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ზღვარი არ არსებობს.

„შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია.

სამწუხაროა ასევე ის, რომ უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან ოპოზიცია უკვე ღიად ფინანსდება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, რაც ძალიან მძიმეა და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება.

თანამედროვე სამყაროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად, ვინ არიან ეს კონკრეტული ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში იღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს -კახა კალაძე

ოპოზიციას უცხო ქვეყნის მთავრობები აფინანსებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში უხეში ჩარევაა, – განაცხადა მედიასთან დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ზღვარი არ არსებობს.

„შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ არანაირი ზღვარი არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია.

სამწუხაროა ასევე ის, რომ უცხო ქვეყნების მთავრობების მხრიდან ოპოზიცია უკვე ღიად ფინანსდება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, რაც ძალიან მძიმეა და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება.

თანამედროვე სამყაროს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება რეალურად, ვინ არიან ეს კონკრეტული ქვეყნები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობენ, საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში იღებენ მონაწილეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.