Home Blog Page 62

“სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია! – მამუკა მდინარაძე

ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის გავრცელებულ პოსტში განმარტავს, ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია.

„ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია!

ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან”.

“სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!“ – წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ორგანიზაციის მიმართ კრიტიკის საგნად იქცა.

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.

მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კოლოსალური ოდენობისაა და ამის გამო მოძრაობა „სირცხვილია“ არ მივიდეს გაკოტრებამდე.

„რუსული ხელისუფლებისგან და პრორუსული ხელისუფლებისგან ძახილი დემოკრატიული ჯგუფების მიმართ, რომ ჩვენ თითქოს ვართ „დასავლეთის აგენტები“ ამ ქვეყანაში, ნაკლებად სენსიტიური ვართ ამ საკითხის მიმართ იმიტომ, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში სხვადასხვა მადისკრედიტირებელი ფრაზებით გამოირჩეოდა „სირცხვილიას“ წინააღმდეგ და არა მარტო… ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ უკმაყოფილებას გამოხატავდა. არა ერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტი-ტრადიციონალისტები, სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები. ახლა ამას ფორმალურად აფორმებენ. თუ კი რაიმე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყების აწებებას, ეს ზიანი უკვე მოიტანა თუ ვინმეს შეიძლებოდა დაეჯერებინა, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ვატარებთ აქ და არა საქართველოსას, ისინი ამას უკვე დაიჯერებდნენ იმიტომ, რომ ხუთი წელია, ეს პროპაგანდა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

რეგისტრაცია ან არდარეგისტრირება მაინც და მაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ყველა ისედაც აგენტი იყო“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის მიღებული თანხების შემომწირველთა ვინაობა და შენატანების მოცულობა კონფიდენციალურია – გელა მთივლიშვილი

„მთის ამბების” რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის მიღებული თანხების შემომწირველთა ვინაობა და შენატანების მოცულობა კონფიდენციალურია და ეს ადამიანები თანხას იმ პირობით სწირავდნენ, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

მანვე აღნიშნა, რომ სადავო კანონით {„გამჭვირვალობის კანონი“}, დანართი პირველით ვალდებული ხდება დაარღვიოს კონფიდენციალურობის პირობა და გასცეს შემწირველების ვინაობა, რასაც არც გასულ წელს და არც ახლა საგადასახადო კანონმდებლობა არ ავალდებულებდა.

„ჩვენს ვებ-გვერდზე, რაც ღიად დევს ინტერნეტში შემოწირულების მიღების წესები გვაქვს გაწერილი წერილობით და საჯაროდ გამოქვეყნებული. ვგულისხმობ შემოწირულებებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისგან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან ვიღებთ, მცირე რაოდენობის თანხით, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის და ამ წესებში არის ასეთი პირობა, რომ არ ვასაჯაროებთ შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას, თუმცა მათ მიერ შემოტანილი თანხის შესახებ ცხადია „შემოსავლების სამსახურში“ დეკლარირდება. მათ შორის ეს წესი ვრცელდებოდა 2023 წელზეც, ახლაც და იმ პირობით გვწირავდნენ ეს ადამიანები თანხას, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

თქვენ სადავო კანონით, დანართი პირველით მავალდებულებთ, რომ დავარღვიო კონფიდენციალურობის პირობა და მოგცეთ ამ ადამიანების ვინაობა, რასაც არც გასულ წელს და არც ახლა საგადასახადო კანონმდებლობა არ მავალდებულებს. თქვენ სადავო კანონით, დანართი პირველით მავალდებულებთ, რომ დავარღვიო კონფიდენციალურობის პირობა და მოგცეთ ამ ადამიანების ვინაობა, რასაც არც გასულ წელს და არც ახლა საგადასახადო კანონმდებლობა არ მავალდებულებს,“, – აღნიშნა გელა მთივლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური იყო – დეტალები

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჩივარი განიხილება, ცოტა ხნის წინ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებს უწევს დახმარებას.

წერილში აღნიშნული იყო, რომ მისი ორგანიზაცია ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, რადგან იმ პირებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, არ სურთ, მათი პერსონალური მონაცემები გახდეს საჯარო, ვინაიდან, როგორც წერილში ეწერა, მათ მიმართ სხვადასხვა საფრთხე არსებობს.

აღნიშნული საკითხი მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის დავის საგანი გახდა.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განმარტა, თუ რატომ უნდა მიეცეთ საშუალება ორგანიზაციებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება თავისუფლად გაუწიონ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა კი ბურჯანაძეს უპასუხა, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართველ ჯარისკაცებს ცხინვალის დაბომბვაში სდებენ ბრალს.

„ბატონ ბექას (ძამაშვილი) რამდენიმე დღის წინ გაკრიტიკებული ჰყავდა არასამთავრობო ორგანიზაციები ფეისბუკ-პოსტში იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი პირების უფლებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ითანამშრომლონ კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებთან. აქ არის მნიშვნელოვანი ნდობა და მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ნდობა სახელმწიფოსთან. მშვიდობის აღდგენის პროცესები სწორედ ამას გულისხმობს, ასეთი ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული. ზოგჯერ, კონფლიქტის ზონაში მყოფ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ წუხილი, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფოს ხელში არ აღმოჩნდეს. ეს ორგანიზაციები საქართველოს სახელმწიფოსთან მშვენივრად თანამშრომლობენ, სახელმწიფოს ასეთ ორგანიზაციებთან ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, განახორციელონ ის პროექტები, რომელსაც წლებია, ახორციელებენ. ეს ღონისძიებები გულისხმობს იმას, რომ, შეიძლება, მათ ნდობა არ ჰქონდეთ საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიმართ,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

„ცხინვალის დაბომბვის დაბრალებით უნდა აღადგინოთ ნდობა ამ ადამიანებთან? რას ითხოვთ სასამართლოსგან, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ცხინვალი ქართველმა ჯარისკაცებმა დაბომბეს? ქვეყნის ინტერესებით ნუ ითამაშებთ, ძალიან გთხოვთ და სუვერენიტეტს ნუ შეეხებით! ცხინვალის დაბომბვას რომ დააბრალებთ ჩვენს ჯარისკაცებს, ეგ არის ძალიან წითელი ხაზი!“ – მიმართა ძამაშვილმა ბურჯანაძეს.

კამათში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების წარმომადგენლები ერთდროულად ჩაერთნენ.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ქართველ ჯარისკაცებს ცხინვალის დაბომბვა დააბრალა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი და ამ ხაზს ნუღარ გადახვალთ. თქვენ განიხილავთ საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს ქართული სახელმწიფოს მიღმა?“ – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

„ძალიან სამარცხვინო ამბავია, რასაც ახლა განიხილავთ. რუსეთისთვის ქვეყნის გადაბარება არის სამარცხვინო, რასაც ახლა ხელს აწერთ ამ კანონით! ეს არის სამარცხვინო და ქვეყნის ღალატი!“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მათი ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება დაეთმო კარიბის ზღვის რეგიონთან და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას.

განიხილეს ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობები, აღინიშნა ტურიზმისა და განათლების სფეროში პარტნიორობის განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, რათა ქვეყანამ OECS- ის წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა სფეროში წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხარკოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი

JPG edited with https://ezgif.com/resize

ხარკოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მოხვდა.

გარდა ამისა, საჰაერო თავდასხმის შედეგად დშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

პუტინმა მონღოლეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ გარანტიები მიიღო, რომ მას არ დააპატიმრებენ – Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მონღოლეთში დაგეგმილი ვიზიტის წინ გარანტიები მიიღო, რომ მას არ დააპატიმრებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

3 სექტემბერს პუტინის პირველი ვიზიტი შედგება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოში მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში მისი დაკავების ორდერი გაიცა.

როგორც რომის სტატუტის ხელმომწერი მხარე, მონღოლეთი ვალდებულია შეასრულოს ორდერი და დააპატიმროს პუტინი, თუ ის მის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის მონღოლეთში ვიზიტის ყველა ასპექტი საგულდაგულოდ იყო მომზადებული.

„არა, არანაირი შეშფოთება არ გვაქვს, ჩვენ შესანიშნავი დიალოგი გვაქვს ჩვენს მეგობრებთან მონღოლეთიდან“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.

ცოცხლები რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი – მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული

თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოლის და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი სამმაგი მკვლელობისთვის დაკავებულ 39 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორი დავით გველესიანი სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა.

გია ფარადაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ სხდომაზე ალტერნატიული შუამდგომლობა არ დააყენეს.

თავად ბრალდებულმა, პროცესზე დანაშაული აღიარა და მოტივზეც ისაუბრა.

„მე პოზიციას დავაფიქსირებ, ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრის აქვს რამეს?! ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს”, – თქვა ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა.

ცნობისთვის, ფაქტი 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. 39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და რამდენიმე პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერი 13:00 საათზე.

,,მოსარჩელეების მიზანი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება” – ბექა ძამაშვილი ხაზარაძის სარჩელზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, მოსარჩელეების მიზანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება იყო, რაც მოსარჩელე მხარემ სრულად წააგო.

მისი განმარტებით, საარბიტრაჟო სასამართლომ მოსარჩელე მხარეს, საპასუხოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ ხარჯების გადახდა დაეკისრა, რაც ჯერ ნებაყოფლობით არ განხორციელებულა.

“მოსარჩელეების მიზანი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება, რაც მოსარჩელე მხარემ სრულად წააგო და მას საპასუხოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა ხარჯების გადახდა. მათ აქამდე ნებაყოფლობით არ გამოუთქვამთ სურვილი და არ მოუმართავთ ამ თანხის გადახდის მიზნით და შესაბამისად, როდესაც ეს ნებაყოფლობითი ვალდებულება არ შესრულდება, ჩვენ მოგვიწევს სამართლებრივი გზებით მოქმედება”, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, ანაკლიის საქმეზე საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა, უარყო მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე და ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. “ლელოში” აცხადებენ, რომ ეს არა ჯარიმა, არამედ საარბიტრაჟო ხარჯებია.

,,სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ” – რატი ბრეგაძე 

სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავის კომენტირებისას სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა.

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავას თამამად შეიძლება ეწოდოს გამჭვირვალობა vs გაუმჭვირვალობა; ობიექტური ინფორმირებულობა vs დეზინფორმაცია; სიცხადე vs ბუნდოვანება;

P.s.სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც დღემდე ოკუპირებულია, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, ღიად მოიპოვოს ინფორმაცია უცხოური ინტერესების შესახებ და გახადოს მოსახლეობისთვის საჯარო“, – წერს რატი ბრეგაძე.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fratibregadze%2Fposts%2Fpfbid02MNdgbkrbgcKULVcyR65YRN4sge8ULAVj4tGDWkoFUTEo6hhpu5YU8L7Xxv24YBcpl&show_text=true&width=500

 საკონსტიტუციო სასამართლო თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონს გააუქმებს ქართველი ხალხი – თინა ბოკუჩავა

საკონსტიტუციო სასამართლო კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, 26 ოქტომბერს კანონს თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე სარჩელების განხილვას გამოეხმაურა.

„საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთეს არჩევანი რუსული კანონის წინააღმდეგ, როდესაც უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი პროტესტით უთხრეს არა რუსულ კანონს და კი – ევროპას. ახლა ჯერი საკონსტიტუციო სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეზეა, რომლებსაც აქვთ მკაფიო არჩევანი – დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე, ან საკუთარი გადაწყვეტილებით გადაარჩინონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ან, ივანიშვილის სურვილისამებრ, დაასამარონ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, ახლა საკონსტიტუციო სასამართლო კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, 26 ოქტომბერს ამ კანონს თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი. დარწმუნებული ვარ, ერთიანობით ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და არა – სიღატაკეს იზოლაციაში, თუმცა ეს ისტორიული არჩევანი თავისი გადაწყვეტილებით ასევე შეუძლია გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრების  აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაფინასების შესახებ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გაცნობებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების 2024-2025 წლების შემოდგომის სემესტრის საფასურის დაფინანსების მიღების მიზნით, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, შეუძლიათ 2024 წლის 16 სექტემბრიდან 2024 წლის 18 ნოემბრამდე.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

სტუდენტის პირადობის მოწმობა;

სტუდენტის დაბადების მოწმობა;

ვეტერანის მოწმობა;

ვეტერანის პირადობის მოწმობა;

ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომელშიც აღნიშნულია:

•საგანმანათლებლო პროგრამა, სემესტრი;

•სწავლის წლიური გადასახადის ოდენობა;

•სარგებლობს თუ არა სტუდენტი სახელმწიფო გრანტით, ან სხვა სახის დაფინანსებით;

•გადახდილი თანხის ოდენობა;

•დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობა;

•ანგარიშ-ფაქტურა (”ინვოისი”) უმაღლესი სასწავლებლიდან.

აქვე გაუწყებთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების დაფინანსების ოდენობა შეადგენს წლიური გადასახადის 50 %-ს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გისურვებთ წარმატებებს!