Home Blog Page 61

წარმოუდგენელია, შეუძლებელია ელექტრონული სისტემით ვინმემ რაიმე გააყალბოს-კალაძე

x

თბილისის მერი კახა კალაძე შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ელექტრონული სისტემის პირობებში ვინმემ არჩევნების შედეგი გააყალბოს.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების შესაბამისი განცხადებების პასუხად განუცხადა, ამის შესაძლებლობა ბუნებაში არ არსებობს.

„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ზუსტად ისეა მათი მდგომარეობა. ხავსიც აღარ დარჩათ უკვე. რას ეკიდებიან, თვითონაც არ იციან. წარმოუდგენელია, შეუძლებელია ამ ელექტრონული სისტემით ვინმემ რაიმე გააყალბოს. ამის შესაძლებლობა ბუნებაში არ არსებობს. თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ იმ 1 120 000 ადამიანის განწყობას, დამოკიდებულებას და ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჩვენი პარტია “ოცნების” არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს – გიორგი გახარია

ჩვენი პარტია “ოცნების” არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიყენებენ თუ დათმობენ საპარლამენტო მანდატებს.

გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ოპოზიციის საქმე – კახა კალაძე

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ოპოზიციის საქმე. ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან – წარმოუდგენელია, ელექტრონული აპარატით ვინმემ რაიმე გააყალბოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლის ხმას დაიცავენ.

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისე ოპოზიციის საქმე. ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან. მე კი ვიცი, რას ეკიდებიან, უბრალოდ მეუხერხულება აქ ვისაუბრო ამ ყველაფერზე. წარმოუდგენელია, შეუძლებელია ელექტრონული აპარატით ვინმემ რაიმე გააყალბოს. ბუნებაში არ არსებობს ამის შესაძლებლობა. თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია. ჩვენ დავიცავთ მილიონ ასოცი ათასი ადამიანის ხმას, დამოკიდებულებას. ყოველთვის ვიქნებით ჩვენი ხალხის სამსახურში”, – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდა, რომ გაიმარჯვებდნენ.

„ყველაფერი ჩანს ნათლად. 2020 წელს ყველა გაყვიროდა გაყალბებულიაო და რეალობა რა აღმოჩნდა? ვიყავით მართლები?! იგივეა აქაც. არ გვჭირდება გაყალბება. ეს ადამიანები მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდნენ ამომრჩეველს, ცრუ კვლევებით, აჯერებდნენ, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მათმა ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვოს მათ პასუხი“, – აღნიშნა კალაძემ.

 ISFED-ს უნდა თუ არა, იძულებულია, აღიაროს, რომ არჩევნები ისე ჩატარდა, რომ არანაირ ფალსიფიკაციას და გაყალბებას ადგილი არ ჰქონდა, ამომრჩევლის ნება კი, ზუსტად და სრულად იყო ასახული -მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც აქვს ინფორმაცია, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს უკრძალავენ ხმის პარალელური დათვლის მონაცემების გამოქვეყნებას.

მდინარაძის თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ კეთილი უნდა ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს მონაცემები.

„ჩემი ბრიფინგის თემა არის სამართლიანი არჩევნების მიერ ვერ, თუ არგაკეთებული განცხადება. როგორ ჩვენთვის ცნობილია, შევეცდები, დავაზუსტო ეს ინფორმაცია, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი, მას უკრძალავენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გამოქვეყნებას. უკვე დღე-ნახევარია გასული და „სამართლიანი არჩევნები“ ე.წ. ვერ ახერხებს, რომ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ორგანიზაცია, რომელმაც შეცდომად აღიარა და ჩვენ მაშინ, 2020 წელს უმალვე ვამცნეთ საზოგადოებას, რომ გაყალბებული იყო არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ოღონდ, ეს შეეხებოდა მხოლოდ 2 პროცენტს. შემდეგ მათ სცადეს ამის გამოსწორება შეცდომის დარქმევით, ხოლო წელს ისინი უკვე დღე-ნახევრის განმავლობაში ვერ, თუ არ აქვეყნებენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება USAID-ის მიერ. ანუ, პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენ, ყველანი ერთად მოვალენი ვართ, გავუფრთხილდეთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის იმიჯს. მისმა დაფინანსებულმა ორგანიზაციამ კეთილი ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

გუშინ მათ გაავრცელეს ერთადერთი განცხადება, სადაც, სხვათაშორის, ისე რომ ალბათ არავის გაეგო, ჩაწერილი იყო ასეთი სიტყვები – ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს. ეს საკმარისი არ არის. კი ბატონო, დიდი მადლობა ობიექტურობისთვის. გასაგებია, ე.ი შედარება შედარებას შეესაბამება, დაახლოებით ასეთი რაღაც თქვეს. ანუ, როგორც ჩანს, რაც შეიძლება ბუნდოვანი სიტყვები უნდა ყოფილიყო მათ განცხადებაში, რომ ყველას ვერ გაეგო, რაშია საქმე. გასაგებია, რომ აღიარეს ცესკო-ს მონაცემები და თქვეს, რომ ერთი ერთში დაემთხვა ხმის პარალელური დათვლის მონაცემები, მაგრამ ასე სადღაც გაპარებული, სხვათა შორის ნათქვამი კი არა, კეთილი ინებონ, გამოვიდნენ, როგორც სხვა შემთხვევაში აკეთებდნენ და მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ. რამდენი ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რა დაჯდა პარალელური ხმის დათვლის მონაცემებით, რამდენი გვარამიამ, „ნაცმოძრაობამ“ თუ ა.შ. ეს საერთოდ ბოლომდე გააქრობს მანიპულაციის სივრცეს. თეორიულად ვთქვათ ეს სიგიჟე, თეორიულადაც შეუძლებელია, მაგრამ იქნებ, გვარამიამ რომ გამოგიქვეყნა 40 თუ 41 პროცენტი, ის არის მართალი, გვაინტერესებს „სამართლიანი არჩევნებისგანაც“. ანუ, იმხელა მარაზმში არიან წასული, რომ დღე-ნახევარი არ აქვეყნებინებენ ნინო დოლიძეს ხმის პარალელური დათვლის მონაცემებს. წინა შემთხვევაში გამოაქვეყნებინეს ყალბი მონაცემები, სხვა იყო მაშინ ISFED-ის ხელმძღვანელი, ახლა საერთოდ უკრძალავენ, რომ დადოს მონაცემები, რადგან ეს მონაცემები ერთი ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს. მერე რაღა უნდა თქვან გაყალბებაზე, ხომ?!, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მამუკა მდინარაძე „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, ხმის პარალელური დათვლის მონაცემები გამოაქვეყნოს

დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა- მამუკა მდინარაძე

არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებებს შეგვიძლია, დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით. საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების არაღიარების საკითხი არავისგან დასმულა.

„არჩევნების შესახებ განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. ეს აქამდე არ ყოფილა. რა შუაშია ერთი მეორესთან? რაც შეეხება იმას, ვინმემ შეძლო თუ არა, რომ არაღიარების საკითხი დაესვა, ამ ჩემი განცხადების შემდეგ თუ არ მოიფიქრეს ეს და დაიწყეს ამაზე საუბარი, არაღიარება არც ერთი მხრიდან არ წამოსულა. მათ შორის, დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა“, – განაცხადა მდინარაძემ.

26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას ეუთო-ს კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა განაცხადა: „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან“.

“ისინი არაფრიდან, ნულიდან ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას, ამაზე სერიოზულად საუბარიც კი არ შეიძლება” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები არაფრიდან ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას, თუმცა ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს საარჩევნო პროცესში დარღვევებთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო მუხტის აგორების შანსი არის ნულის ტოლფასი.

“ეს არის კითხვა, რომელზეც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, ისინი არაფრიდან, ნულიდან ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას. ნულია მათი პერსპექტივა იქიდან გამომდინარე, რომ სერიოზულად საუბარიც კი არ შეიძლება. ერთი ფაქტიც კი ვერ დადეს არა თუ გაყალბების, არამედ სერიოზული დარღვევის. იყო რამდენიმე ფაქტი, სულ დაფიქსირდა 3 ფაქტი: პირველი, დადგმული სცენა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, გამოიძიებენ. ის უბანი საერთოდ გაუქმდა; მეორე – სადაც “ლელოს” წარმომადგენელი ცდილობდა ჩაყრას და მესამე – სადაც სამი ბიულეტენი მიაწოდეს ერთდროულად. ამაზე მტკიცებულებები უკვე გამოქვეყნდა, სამივეზე გახარიას პარტიაა შემოხაზული.

რაც შეეხება ძალადობას, სადაც ყველაზე მეტი ძალადობა დაფიქსირდა, ეს იყო ვაზისუბანი და შემდეგ ისანი, ეს იყვნენ “ნაცმოძრაობის” ზონდერები, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ თბილისში ჩაწერილები. ისინი იყვნენ ახმეტიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს სცემდნენ და სრულიად შემთხვევით, იქ “ნაცმოძრაობის” ტელევიზიები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. არსად, სადაც “ნაცმოძრაობის ტელევიზიები არ იყვნენ, ფოთოლიც კი არ გარხეულა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გამარჯვებას ულოცავს.

ალი ასადოვის თქმით, ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.

“გულითადად გილოცავთ თქვენს ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გამარჯვებას.

ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეგობარი ქართველი ხალხის მიერ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.

მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება ქვეყნის წინსვლასა და შემდგომ განვითარებას, ამავდროულად ხელს შეუწყობს აზერბაიჯანი- საქართველოს ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ტრადიციებზე.

ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მოძმე ქართველ ხალხს კი ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას,” –  აღნიშნავს ალი ასადოვი.

ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს და დაიძინეს, ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა? რამე რომ გაყალბებულიყო, რა შეაჩერებდა ოპოზიციას -შალვა პაპუაშვილი

ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს და დაიძინეს. ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა? რამე რომ გაყალბებულიყო, ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა, ან ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მათ „ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლოობის გამო“.

„ოპოზიციამ ვერ შეასრულა მთავარი მიზანი, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ უცხოელი დამკვეთებისთვის და ახლა ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას, თავს დაესხან ქართველ ამომრჩეველს და წაართვან მათი არჩევანი. მათ შორის, სასაცილო იყო, როცა 26 ოქტომბერს, საღამოს ვნახეთ მათი გუნება-განწყობის ცვლილება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, „ედისონ რისერჩმა“ გააყალბა ეგზიტპოლი. ეს ცალკე თემაა, რომელიც ჟურნალისტების თუ სხვების მხრიდან გამოსაკვლევია, რა იდგა ამის უკან – კორუფციული გარიგება თუ რა იყო. მნიშვნელოვანია, ეს შესწავლილ იქნეს.

ხომ იძახეს გაყალბდა, გაყალბდაო, დადგნენ ბრიფინგზე და ვერაფერი თქვეს. თენგო აგიხსნითო, თენგოც გამოვიდა და ვერაფერი თქვა, ეს კადრიც გახსოვთ 4 ნომრის პარტიიდან. რა გაყალბდაო, რომ ეუბნებოდნენ, ვერ საუბრობდა ამაზე, ბოლოს ბატონ თენგოს გადააბარა  და თენგომაც ვერაფერი გვითხრა. ასე რომ, „თენგო გაგესაუბრებათ“ – ეს ცალკე დარჩება ამ არჩევნებისა და ოპოზიციის სახედ, რომ ამ დონეზე არის დასული ოპოზიცია.

ხომ გაყალბებული იყო? აწყობილი რომ ჰქონდათ სცენა, რატომ არ ავიდნენ იმ სცენაზე და არ თქვეს, ხალხნო, გაყალბდა არჩევნებიო? რატომ დაშალეს ის სცენა და წავიდნენ? ორის ნახევარზე ეთერები რატომ შეწყვიტეს და წავიდნენ, დაიძინეს? ხომ ელოდებოდნენ, „ამერიკის ხმა“ და სხვა შემოვა უცხოეთიდანო. ჯერ დათვლილი არ იყო, რატომ არ დაელოდნენ შედეგებს? ორის ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს, წავიდნენ, დაიძინეს. ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე? რამე რომ გაყალბებულიყო, ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა, ან ოპოზიციას პროტესტისგან, მაგრამ ორის ნახევარზე წავიდნენ და დაიძინეს ტკბილად, მშვიდად. იციან, რომ ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლოობის გამო. სინამდვილეში, ეს განაჩენია.

43%-იანი სხვაობა როდესაც არის პირველადგილოსან „ქართულ ოცნებასა“ და შემდეგადგილოსანს შორის, ეს არის განაჩენი, რომ ქართველმა ხალხმა ამ ოპოზიციას გასცა პასუხი და სამარცხვინო ადგილი მიუჩინა დემოკრატიულ სივრცეში ყველაფრისთვის: იმისთვის, რომ აპირებდნენ, დაეწესებინათ სანქციები, საქართველოს ინტერესებს ჰყიდიან სხვებზე, აპირებდნენ ქვეყნის ომში ჩათრევას, იტყუებიან მარცხნივ და მარჯვნივ, იმისთვის, რაც მათ პარლამენტში გააკეთეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიამ მარცხი განიცადა -პიტერ სიიარტო

ლიბერალები რადგან ძლიერ ჩამორჩნენ, დაიწყო თავდასხმები: არჩევნები იყო არასამართლიანი, საქართველოს არ აქვს დემოკრატია. ყველაზე მეტ სიბრალულს იწვევს ის, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი არის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიამ ლიეტუველი ამომრჩევლების მხრიდან მარცხი განიცადა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიიარტო აღნიშნავს, ულოცავს პარტია „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობის შენარჩუნებას და უნგრეთი მზადაა, განავითაროს თანამშრომლობა, ასევე, მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციის პროცესს.

„არაფერია ახალი მზის ქვეშ: საქართველოში შაბათს ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა არა ბრიუსელმა და ლიბერალურმა მეინსტრიმმა, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ოჯახს, ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე. ასე რომ, რადგან ლიბერალები ძლიერ ჩამორჩნენ, დაიწყო თავდასხმები: არჩევნები იყო არასამართლიანი, საქართველოს არ აქვს დემოკრატია და ა.შ. ყველაზე მეტ სიბრალულს იწვევს ის, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი არის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის პარტიამ ლიეტუველი ამომრჩევლების მხრიდან მარცხი განიცადა გუშინდელ არჩევნებში. ვულოცავთ პარტია „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ნდობის მიპოვებას და შენარჩუნებას. მზად ვართ, განვავითაროთ თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და მხარი დავუჭიროთ ევროინტეგრაციის პროცესს“, – წერს პიტერ სიიარტო.

შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ – თამარ კორძაია

შედეგებს არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არ შევდივართ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები ვითარების შესაბამისად მიიღება.

„მთავარი არის ის, როგორ შეიძლება მთელი საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოება იყოს ერთ მხარეს და მარტო „ქართული ოცნება“ იყოს მართალი. ვიცით, რომ დაშინების ძალიან ბევრი ფაქტი არსებობდა. არ გაგვიხმაურებია ეს ფაქტები, ვერც გავახმაურებთ ამ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, ყველა ფაქტზე დამატებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას“,-განაცხადა კორძაიამ.

მან ასევე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ გაყალბებაზე ქართული საზოგადოება სათანადოდ ხმას არ ამოიღებთ, ამას საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემები მოჰყვება.

„მთავარი საფრთხე დადგა, ხელისუფლებამ აბსოლუტურად ყველაფერი იკადრა, დაწყებული ბიულეტენების ჩაყრიდან, დამთავრებული მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტრონული ბიულეტენების ჩაყრით. ბუნებრივია, თუ ჩვენ ამაზე სათანადოდ ხმას არ ამოვიღებთ და არ დავიცავთ, ამას საერთაშორისო თვალსაზრისით პრობლემები მოჰყვება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი არჩევანის დაცვა და ეს არჩევანი იყო ჯამურად ოპოზიციის გამარჯვება. ეს არჩევანი არ ყოფილა ის, რომ ოპოზიციისთვის და „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობისთვის“ სულ მცირე, ხმების 12% მოეპარათ“,-განაცხადა კორძაიამ.

“მათ სურთ – დამანგრეველ ომში შეგვიყვანონ და პოლიტიკურ ბრძოლებში გადარჩენილები უკანასკნელ ქართველამდე გაანადგურონ”-დავით ქართველიშვილი

“მათ სურთ – ჩვენ ფიზიკურად გავანადგუროთ ერთმანეთი.
მათ სურთ – ჩვენი ოჯახები გაყონ.
მათ სურთ – თაობები დაუპირისპირონ ერთმანეთს.
მათ სურთ – დამანგრეველ ომში შეგვიყვანონ და პოლიტიკურ ბრძოლებში გადარჩენილები უკანასკნელ ქართველამდე გაანადგურონ.
მათ ნაწილობრივ ამას უკვე მიაღწიეს.
მოსახლეობის მილიონამდე – ინტელექტის რეცეპტორები გათიშული აქვთ. არანაირი კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური თუ ასოციაციური მსჯელობის უნარი. ზერო!
ისინი მომზადებულები არიან ბოროტი დამკვეთის ხელში “საზარბაზნე ხორცად” გადაიქცნენ.
აპელირება – ოჯახთან, სკოლასთან, ეკლესიასთან: “რამ გაგზარდათ და სად გაიზარდეთ” – დღეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
დღეს ქვეყნის გადარჩენა მთლიანად ჯდება წმ. სერაფიმ საროველის “ფორმულაში” – “გადაარჩინე თავი შენი და შენს გარშემო ათასები გადარჩებიან”.
ჩვენ ამ ქვეყანაში – ორმილიონიან მოსახლეობას წარმოვადგენთ. ამ ეტაპზე საკუთარი თავები შევუნარჩუნოთ ერთმანეთს და საქართველოს.
ხვალ – მიეხედოს ოჯახებს, სკოლებს და ეკლესიას. ეს ერისა და ბერის მხედრობასა და მთავრობას ეხება! ზეგ კი – ამ “ინსტიტუტების” რეფორმირების პირველი მოსავალი უნდა მივიღოთ.
დღეს – ამ “მილიონზე” ბრძოლა ჩვენ: ოჯახს, სკოლას, ეკლესიას – წაგებული გვაქვს. ვაღიაროთ ეს და ერთად ვიზრუნოთ ხვალინდელ მომავალზე.” – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი