Home Blog Page 61

მომავალ კვირას, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება

მომავალ კვირას, მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს – 3 სექტემბერს გაიმართება.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომებს შეწყვეტს, მანამდე კი სესია 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. პარლამენტი, ასევე, შეიძლება, 17-20 სექტემბრის კვირაში შეიკრიბოს.

წინასწარი ინფორმაციით, პლენარული სხდომების შეწყვეტამდე პარლამენტი “ამნისტიის შესახებ” კანონის პროექტზე მუშაობას დაასრულებს. ასევე, შესაძლოა მეორე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მიიღონ. განიხილავენ დაჩქარებული წესით მისაღებ რამდენიმე კანონპროექტს.

საშემოდგომო სესიის დღის წესრიგზე ბიურო იმსჯელებს, რომლის სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.

 „სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია” – თამარ კორძაია

„სირცხვილია“ არ არის მოსარჩელეებში და ერთადერთი პასუხი მაქვს, სირცხვილია, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია მოძრაობა „სირცხვილიას“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებას.

კორძაიას განმარტებით, რეესტრში დაურეგისტრირებელი ორგანიზაციებისათვის ჯარიმების დაკისრება 3 სექტემბერს დაიწყება, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ ვადამდე უნდა გამოაცხადოს.

„თქვენ ხედავთ, როგორ იბრძვის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის გზას დაადგეს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ამის ყურება, როცა საკონსტიტუციო სასამართლოც კი, პროცესუალურად, არაუფლებამოსილ პირს უფლებას აძლევს, საკუთარი პოზიცია გამოხატოს კანონის დაშვებასთან, შეჩერებასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი იმას გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება იმედის მომცემი არ იყოს, მაგრამ ჩვენ, დღეს, ისევ გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენს მიერ მოწვეული სპეციალისტი, ენათმეცნიერი მეცნიერულად აუხსნის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს იმას, რომ „უცხო“ ნამდვილად არის უცხო, იმას, რომ ყველა ტერმინი ამ კანონში აბსოლუტურად მასტიგმატიზირებელია და ამ ტერმინოლოგიის კანონმდებლობის შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევდი ზიანი თითოეული მოქალაქისათვის. იმედი მაქვს, რომ არგუმენტებს, ამ მეცნიერულ დასაბუთებას საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებით მოეკიდება“, – განაცხადა კორძაიამ.

„სირცხვილიას“ დირექტორის სკანდალური აღიარება

„გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მოძრაობის, „სირცხვილიას“ დირექტორი, გიორგი მჟავანაძე, აღიარებს, რომ ორგანიზაციის რეგისტრაცია არ განაპირობებს მისთვის აგენტის სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან, კანონის ახალ რედაქციაში აგენტის სტატუსი გათვალისწინებული არ არის.

ვიდეოში, სადაც საუბარია იმაზე, თუ რატომ მიიღო „სირცხვილიამ“ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირების გადაწყვეტილება, მჟავანაძე განმარტავს, რომ ორგანიზაცია აგენტის სტატუსს დარეგისტრირების შედეგად არ იღებს, ხოლო ხელისუფლებისთვის, აქამდე ისედაც ყველა აგენტი იყო, მიუხედავად იმისა, გაივლის თუ არა რეგისტრაციას.

„კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ, თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია, მაინცდამაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ გაივლის კანონით რეგისტრაციას და ვინ უარს იტყვის მასზე, ისედაც აქამდე ხელისუფლებისთვის იყო ყველა აგენტი და ასე იქნება შემდეგშიც.” – აცხადებს გიორგი მჟავანაძე.

პარლამენტის შენობა საღებავით დააზიანეს

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარლამენტის შენობაზე წარწერების ავტორები, ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი დააჯარიმა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სამხარაძეს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ტატიაშვილს – 2000 ლარის ოდენობით დაეკისრა.

ლექსო სამხარაძემ, პარლამენტის შენობაზე წარწერის გაკეთების შემდეგ, სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა ფაქტის ამსახველი ფოტო და დაწერა: „100 წლის თავზე, ქართველი ხალხის უმეტესობა ისევ აჯანყებულია და ამ აჯანყების შედეგი, არჩევნებში კოლაბორანტი ხელისუფლების მოშორება იქნება. გაუმარჯოს აჯანყებულებს.“

ცნობისთვის, სამხარაძემ რამდენიმე თვის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, “ხალხის ძალის” ერთ-ერთ ლიდერს, ვიქტორ ჯაფარიძეს, რადგან მან “გამჭვირვალობის კანონს” მხარი დაუჭირა.

დღეს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა ოზურგეთში გაიმართება

“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები გურიაში გაგრძელდება.

დღეს, ქალაქ ოზურგეთში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე.

,,ეს ამერიკაშიც მოხდება, თუ კამალა ჰარისი მოიპოვებს ძალაუფლებას” – ილონ მასკი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გააკრიტიკა ბრაზილიაში სოციალური ქსელი X-ის მუშაობის შეჩერება.

„სიტყვის თავისუფლებაზე წელს განხორციელებული თავდასხმები უპრეცედენტოა 21-ე საუკუნეში. ეს ამერიკაშიც მოხდება, თუ კამალა ჰარისი მოიპოვებს ძალაუფლებას“, – აღნიშნა ილონ მასკმა.

https://platform.twitter.com/embed/Tweet.html?dnt=false&embedId=twitter-widget-1&features=eyJ0ZndfdGltZWxpbmVfbGlzdCI6eyJidWNrZXQiOltdLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X2ZvbGxvd2VyX2NvdW50X3N1bnNldCI6eyJidWNrZXQiOnRydWUsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdHdlZXRfZWRpdF9iYWNrZW5kIjp7ImJ1Y2tldCI6Im9uIiwidmVyc2lvbiI6bnVsbH0sInRmd19yZWZzcmNfc2Vzc2lvbiI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfZm9zbnJfc29mdF9pbnRlcnZlbnRpb25zX2VuYWJsZWQiOnsiYnVja2V0Ijoib24iLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X21peGVkX21lZGlhXzE1ODk3Ijp7ImJ1Y2tldCI6InRyZWF0bWVudCIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfZXhwZXJpbWVudHNfY29va2llX2V4cGlyYXRpb24iOnsiYnVja2V0IjoxMjA5NjAwLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X3Nob3dfYmlyZHdhdGNoX3Bpdm90c19lbmFibGVkIjp7ImJ1Y2tldCI6Im9uIiwidmVyc2lvbiI6bnVsbH0sInRmd19kdXBsaWNhdGVfc2NyaWJlc190b19zZXR0aW5ncyI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdXNlX3Byb2ZpbGVfaW1hZ2Vfc2hhcGVfZW5hYmxlZCI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdmlkZW9faGxzX2R5bmFtaWNfbWFuaWZlc3RzXzE1MDgyIjp7ImJ1Y2tldCI6InRydWVfYml0cmF0ZSIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfbGVnYWN5X3RpbWVsaW5lX3N1bnNldCI6eyJidWNrZXQiOnRydWUsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdHdlZXRfZWRpdF9mcm9udGVuZCI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9fQ%3D%3D&frame=false&hideCard=false&hideThread=false&id=1829624971909357576&lang=en&origin=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F350774%2Filon-maski-braziliashi-xis-mushaobis-shecherebaze-es-amerikashits-mokhdeba-tu-kamala-harisi-moipovebs-dzalauplebas&sessionId=01dd1dd6b55ae727edbe1859cae082853d0f15b6&theme=light&widgetsVersion=2615f7e52b7e0%3A1702314776716&width=550px

მანამდე ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ქვეყანაში სოციალური ქსელი X-ის შეჩერების განკარგულება გასცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალეშანდრი დი მორაისმა მილიარდერ ილონ მასკს 24 საათი მისცა ქვეყანაში X-ის ახალი კანონიერი წარმომადგენლის დასანიშნად.

სოციალურმა ქსელმა პარასკევს განაცხადა, რომ უარს ამბობს ბრაზილიის სასამართლოს არაკანონიერი ბრძანებების შესრულებაზე.

მოსამართლემ ტელეკომუნიკაციის ეროვნულ სააგენტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური ქსელის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა.

18 აგვისტოს, X-მა ბრაზილიაში მუშაობის შეჩერება გამოაცხადა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლე ალეშანდრი დი მორაისის მიერ დაწესებული ცენზურის გამო მიიღეს. კერძოდ, მორაისი დაპატიმრებით დაემუქრა ბრაზილიაში კომპანიის წარმომადგენლებს, თუ კომპანია პლატფორმიდან გარკვეულ კონტენტს არ წაშლიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დღეს გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დღეს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ გუშინ სხდომის დასრულებისას განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეები მხარეებს კითხვებს დაუსვამენ.

სავარაუდოდ, დღეს დასრულდება სარჩელის განხილვაც.

„ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება სხდომა. ჩვენ დაგვრჩა ეტაპი, რომელსაც ჰქვია მოსამართლეების მიერ მხარეებისთვის შეკითხვის დასმა ლინგვისტის გამოსვლის შემდეგ. ამის შემდეგ თქვენ ერთმანეთს უნდა დაუსვათ კითხვები. რეპლიკის შესაძლებლობას მოგცემთ და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ხვალ დამთავრდება. 100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათობით მაღალი ხარისხით ის ნაწილი, რაც დარჩენილია იძლევა იმის შესაძლებლობას რომ ხვალ სხდომა დავამთავროთ“,- განაცხადა გუშინ სხდომის დასრულების შემდეგ მერაბ ტურავამ.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო.

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სიმტკიცის გამოცდის დღეა, საჭირო იქნება იურიდიული საკითხების და თანამშრომლობასთან დაკავშირებული უნარების გამოყენება, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ გაკვეთილს მიიღებთ ცხოვრებისაგან.

კურო

კარიერულ საკითხებთან და სამსახურებრივ გეგმებთან დაკავშირებით, პოზიტიურ ცვლილებებს ელოდეთ. მნიშვნელოვანი საბუთები წარმატებით შეგიძლიათ გააფორმოთ.

ტყუპები

კარგი იქნება, თუ მეტ ყურადღებას დაუთმობთ პირად ურთიერთობებს, არის ალბათობა, ოფიციალურად დააკანონოთ, ან პარტნიორთან ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად. პოზიტიურ ცვლილებებს ელოდეთ.

კირჩხიბი

შეხვედრებისათვის კარგი დღეა, შესაძლოა, წარმატებით შესრულებული საქმისათვის, პრემია, ან კარიერული წინსვლა დაიმსახუროთ.

ლომი

მოულოდნელ ფინანსურ შემოსავლებს ელოდეთ, თქვენი კომპანიის ბიუჯეტსაც საკმაოდ გაამდიდრებთ. ეს პერიოდი სასიკეთოა სწავლისთვის და პროფესიული დონის ასამაღლებლადაც.

ქალწული

თქვენი მზარდი ენერგეტიკის წინაშე, ყოველი დაბრკოლება და შეზღუდვა იოლად დაძლევადია, მით უმეტეს, ირგვლივ მყოფნი მეტ გაგებასა და თანადგომას იჩენენ თქვენს მიმართ.

სასწორი

პირად ურთიერთობებში დადებით ემოციებს ელოდეთ, კარგი იქნება, თუ ყველა დეტალზე შეთანხმდებით თქვენს პარტნიორთან. ერთად დაგეგმეთ დასვენება და მოგზაურობა.

მორიელი

თუ მოინდომებთ, შეუძლებელს შეძლებთ. გონებამახვილობა და დამაჯერებელი ლოგიკა,  ნებისმიერ სიტუაციაში, გამარჯვებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

მეგობრებთან საინტერესო შეხვედრა და მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება გელით, გეგმები და მათი განხორციელების გზები, ფინანსური თემები – ეს ის საკითხებია, რომლებიც სწრაფად და ერთობლივი შეთანხმებით განხორციელდება.

თხის რქა

მოერიდეთ პირად – სასიყვარულო თემების სოციალურ ქსელში გამომზეურებას და სანამ რაიმე საკითხს გადაჭრით,  “7- ჯერ გაზომეთ“, ნუ იქნებით აგრესიული და მშვიდად გადაწყვიტეთ პრობლემები.

მერწყული

შესაძლოა, ხელმძღვანელ პირებთან დაგჭირდეთ ურთიერთობების გარკვევა, გამოიჩინეთ ტაქტი და დიპლომატია, ნებისმიერი საკითხის განხილვისას და თუ საჭირო იქნება, დათმეთ  პოზიციები, მშვიდად მოისმინეთ მათი აზრები და შეფასებები.

თევზები

დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერ საკითხში, მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. დიდ ენერგიას შეგმატებთ შემოქმედებითი საქმიანობა. 

“სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია! – მამუკა მდინარაძე

ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის გავრცელებულ პოსტში განმარტავს, ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია.

„ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია!

ხელები შორს ორგანიზაცია “სირცხვილიასგან”.

“სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!“ – წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ორგანიზაციის მიმართ კრიტიკის საგნად იქცა.

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა.

მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კოლოსალური ოდენობისაა და ამის გამო მოძრაობა „სირცხვილია“ არ მივიდეს გაკოტრებამდე.

„რუსული ხელისუფლებისგან და პრორუსული ხელისუფლებისგან ძახილი დემოკრატიული ჯგუფების მიმართ, რომ ჩვენ თითქოს ვართ „დასავლეთის აგენტები“ ამ ქვეყანაში, ნაკლებად სენსიტიური ვართ ამ საკითხის მიმართ იმიტომ, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში სხვადასხვა მადისკრედიტირებელი ფრაზებით გამოირჩეოდა „სირცხვილიას“ წინააღმდეგ და არა მარტო… ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ უკმაყოფილებას გამოხატავდა. არა ერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტი-ტრადიციონალისტები, სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები. ახლა ამას ფორმალურად აფორმებენ. თუ კი რაიმე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყების აწებებას, ეს ზიანი უკვე მოიტანა თუ ვინმეს შეიძლებოდა დაეჯერებინა, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ვატარებთ აქ და არა საქართველოსას, ისინი ამას უკვე დაიჯერებდნენ იმიტომ, რომ ხუთი წელია, ეს პროპაგანდა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

რეგისტრაცია ან არდარეგისტრირება მაინც და მაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ყველა ისედაც აგენტი იყო“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის მიღებული თანხების შემომწირველთა ვინაობა და შენატანების მოცულობა კონფიდენციალურია – გელა მთივლიშვილი

„მთის ამბების” რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის მიღებული თანხების შემომწირველთა ვინაობა და შენატანების მოცულობა კონფიდენციალურია და ეს ადამიანები თანხას იმ პირობით სწირავდნენ, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

მანვე აღნიშნა, რომ სადავო კანონით {„გამჭვირვალობის კანონი“}, დანართი პირველით ვალდებული ხდება დაარღვიოს კონფიდენციალურობის პირობა და გასცეს შემწირველების ვინაობა, რასაც არც გასულ წელს და არც ახლა საგადასახადო კანონმდებლობა არ ავალდებულებდა.

„ჩვენს ვებ-გვერდზე, რაც ღიად დევს ინტერნეტში შემოწირულების მიღების წესები გვაქვს გაწერილი წერილობით და საჯაროდ გამოქვეყნებული. ვგულისხმობ შემოწირულებებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებისგან, ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან ვიღებთ, მცირე რაოდენობის თანხით, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის და ამ წესებში არის ასეთი პირობა, რომ არ ვასაჯაროებთ შემომწირველთა ვინაობას და მათი შენატანების მოცულობას, თუმცა მათ მიერ შემოტანილი თანხის შესახებ ცხადია „შემოსავლების სამსახურში“ დეკლარირდება. მათ შორის ეს წესი ვრცელდებოდა 2023 წელზეც, ახლაც და იმ პირობით გვწირავდნენ ეს ადამიანები თანხას, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა.

თქვენ სადავო კანონით, დანართი პირველით მავალდებულებთ, რომ დავარღვიო კონფიდენციალურობის პირობა და მოგცეთ ამ ადამიანების ვინაობა, რასაც არც გასულ წელს და არც ახლა საგადასახადო კანონმდებლობა არ მავალდებულებს. თქვენ სადავო კანონით, დანართი პირველით მავალდებულებთ, რომ დავარღვიო კონფიდენციალურობის პირობა და მოგცეთ ამ ადამიანების ვინაობა, რასაც არც გასულ წელს და არც ახლა საგადასახადო კანონმდებლობა არ მავალდებულებს,“, – აღნიშნა გელა მთივლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური იყო – დეტალები

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჩივარი განიხილება, ცოტა ხნის წინ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებს უწევს დახმარებას.

წერილში აღნიშნული იყო, რომ მისი ორგანიზაცია ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, რადგან იმ პირებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, არ სურთ, მათი პერსონალური მონაცემები გახდეს საჯარო, ვინაიდან, როგორც წერილში ეწერა, მათ მიმართ სხვადასხვა საფრთხე არსებობს.

აღნიშნული საკითხი მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის დავის საგანი გახდა.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განმარტა, თუ რატომ უნდა მიეცეთ საშუალება ორგანიზაციებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება თავისუფლად გაუწიონ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა კი ბურჯანაძეს უპასუხა, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართველ ჯარისკაცებს ცხინვალის დაბომბვაში სდებენ ბრალს.

„ბატონ ბექას (ძამაშვილი) რამდენიმე დღის წინ გაკრიტიკებული ჰყავდა არასამთავრობო ორგანიზაციები ფეისბუკ-პოსტში იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი პირების უფლებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ითანამშრომლონ კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებთან. აქ არის მნიშვნელოვანი ნდობა და მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ნდობა სახელმწიფოსთან. მშვიდობის აღდგენის პროცესები სწორედ ამას გულისხმობს, ასეთი ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული. ზოგჯერ, კონფლიქტის ზონაში მყოფ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ წუხილი, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფოს ხელში არ აღმოჩნდეს. ეს ორგანიზაციები საქართველოს სახელმწიფოსთან მშვენივრად თანამშრომლობენ, სახელმწიფოს ასეთ ორგანიზაციებთან ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, განახორციელონ ის პროექტები, რომელსაც წლებია, ახორციელებენ. ეს ღონისძიებები გულისხმობს იმას, რომ, შეიძლება, მათ ნდობა არ ჰქონდეთ საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიმართ,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

„ცხინვალის დაბომბვის დაბრალებით უნდა აღადგინოთ ნდობა ამ ადამიანებთან? რას ითხოვთ სასამართლოსგან, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ცხინვალი ქართველმა ჯარისკაცებმა დაბომბეს? ქვეყნის ინტერესებით ნუ ითამაშებთ, ძალიან გთხოვთ და სუვერენიტეტს ნუ შეეხებით! ცხინვალის დაბომბვას რომ დააბრალებთ ჩვენს ჯარისკაცებს, ეგ არის ძალიან წითელი ხაზი!“ – მიმართა ძამაშვილმა ბურჯანაძეს.

კამათში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების წარმომადგენლები ერთდროულად ჩაერთნენ.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ქართველ ჯარისკაცებს ცხინვალის დაბომბვა დააბრალა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი და ამ ხაზს ნუღარ გადახვალთ. თქვენ განიხილავთ საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს ქართული სახელმწიფოს მიღმა?“ – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

„ძალიან სამარცხვინო ამბავია, რასაც ახლა განიხილავთ. რუსეთისთვის ქვეყნის გადაბარება არის სამარცხვინო, რასაც ახლა ხელს აწერთ ამ კანონით! ეს არის სამარცხვინო და ქვეყნის ღალატი!“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.