Home Blog Page 6

მესტიის გზაზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრაში ყაჩაღობა მოხდა. დაზარალებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი ამ დრომდე საავტომობილო გზაზე რჩება, სადაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობისა) და 236-ე (იარაღის უკანონო ტარების) მუხლებით დაიწყო.

,,მისასალმებელია, რომ წელიწადი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტით იწყება”- გივი მიქანაძე

მმართველ გუნდში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს.

“დელეგაციის ჩამოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეუთო-ს მხრიდან გამოხატულ პოზიციას, რომ შედგეს ახლად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები, რითაც ეუთო ცალსახად გამოხატავს მზაობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოსთან.

ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ეუთო-ს მხრიდან საქართველოს როლს, მის მნიშვნელობას და მისასალმებელია, რომ წელიწადი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტით იწყება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს. ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

რა მიმართულებითაა აკრძალული გადაადგილება – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა) – კობის და სტეფანწმინდა – ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა) – კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2 ზვავდამცავი გვირაბის გავლით, ხოლო აღნიშნული გვირაბის შემოვლით გზაზე მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

,,ქართული კოშმარის არაღიარების ორპარტიული აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად”- ჯო უილსონი

ქართული კოშმარის არაღიარების ორპარტიული აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად!, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა.

„ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. აშშ არ აღიარებს ივანიშვილის პრო CCP-სა [ჩინეთის კომუნისტური პარტია] და პროირანულ რეჟიმს!”, – წერს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და შესაბამის დოკუმენტს ურთავს.

 ,,გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს”- ირაკლი კობახიძე 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას უსამძიმრებს.

„წარმოუდგენელია, სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი ტკივილი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში. 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს.

ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს.

,,ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა”- ომბუდსმენი 

საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანის დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და მათ ახლობლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს.

„სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს – ივანიშვილის რეჟიმის ხელში არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენონ – გიორგი გახარია პია კაუმას

„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს.

„გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან კითხვებს სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის უწყვეტ ბრძოლაზე მისი პოტენციური ზეგავლენის გამო“, – აღნიშნულია წერილში.

გიორგი გახარია ხაზს უსვამს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის ხელში, არსებობს რისკი, რომ ასეთი ვიზიტები პროპაგანდისტული მიზნებისთვის იარაღად გამოიყენონ“.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს, რათა უზრუნველყოთ ის შეესაბამებოდეს დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ერთგულება დიალოგის ხელშეწყობისადმი დაფასებულია, მიმაჩნია, რომ თქვენმა ვიზიტმა და ჩვენმა შეხვედრამ ამ კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიაღწიოს დანიშნულ მიზანს“, – აღნიშნულია წერილში.

მე მინდა, უცხოეთში ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსეთის იმპერია მოიქცეოდა – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის თქმით, საქართველოში უცხოური გავლენა უნდა შემცირდეს, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობამ მშვიდობა აირჩია. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და განაცხადა, რომ აუცილებელია შერიგება და არჩევნების აღიარება.

„მე მინდა, უცხოეთში ამ ევროპული ცივილიზაციის დღევანდელ წარმომადგენლებს ვთხოვო, რომ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც რუსის იმპერია მოიქცეოდა, 150 კაცი ავირჩიეთ, კეთილი უნდა ინებონ და გაახსენდეთ რისთვის ავირჩიეთ და ერთობით, ერთად აკეთონ კეთილი საქმე. დიდი შერიგება უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა შევრიგდეთა“, – განაცხადა მეუფემ.

“კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას წერილით მიმართავენ

“კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას წერილით მიმართავენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ „თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას“ და ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მიმართავენ პია კაუმას, რომ ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ.

„ქალბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკ ური ძალების სახელით მადლობას ვუხდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით. ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას. შედეგად, დღეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული „პარლამენტი“ და მისი მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები. დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას.

თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას.

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“, – წერია განცხადებაში.

პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა – მიხაილ როთი

პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნებიდან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებია.

„ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და ეუთომ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები უნდა მოითხოვონ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!“ , – წერს როთი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.

რუსეთმა, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ 630-ზე მეტი დრონი, 740-მდე მართვადი ბომბი და 50 რაკეტა გამოიყენა, რომელიც 50 000-ზე მეტ სანქცირებულ კომპონენტს შეიცავდა – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ თითქმის ყოველდღე ვიცავთ ჩვენს ცას რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან. მხოლოდ წუხელ უკრაინას თავს დაესხნენ Shahed-ის 103 დრონით, რომელიც შეიცავდა უცხოური წარმოების 8 755 კომპონენტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა 630-ზე მეტი დრონი, დაახლოებით 740 მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 50 რაკეტა – ჯამურად 50 000-ზე მეტი სანქცირებული კომპონენტი, რომლებიც მოპოვებულია მთელი მსოფლიოდან“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, სანქციების ზეწოლა უცხოური კომპონენტების მიწოდების ჯაჭვებზე კვლავ არასაკმარისია.

„სანქციების ზეწოლა უცხოური კომპონენტების მიწოდების ჯაჭვებზე კვლავ არასაკმარისია. რუსეთი აგრძელებს მისთვის საჭირო კომპონენტებისა და საწარმოო ინსტრუმენტების შეძენას – თითქმის გლობალურად – და იყენებს მათ იარაღში, რომლითაც უკრაინას ატერორებს. უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობის გაძლიერება ყველა ჩვენს პარტნიორთან სანქციების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და ჩვენი მეომრების მხარდაჭერის საკითხებზე. ეს პრიორიტეტები დაგვეხმარება დავიცვათ ჩვენი ქალაქები, სოფლები და პოზიციები ფრონტის ხაზზე“, – წერს ზელენსკი.