Home Blog Page 6

ვალუტის კურსი შეიცვალა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8082 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8082 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8091 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9174 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9248 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0074 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ევროკომისია ევროპულ საბჭოს ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადებით მიმართავს

ევროკომისია დღეს ევროპულ საბჭოს ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ შეთავაზებას წარუდგენს, – ამის შესახებ ევროკავშირის ვებ-გვერდზე განთავსებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

„თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ყოფნისთვის ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

ინფორმაციის თანახმად, ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე მოგზაურობის დროს.

„ეს წინადადება არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ აღარ გააგრძელებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე. გარდა ამისა, საქართველოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის მაისში) და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (მიღებული 2024 წლის სექტემბერში), ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ევროკავშირის ფასეულობების ბირთვს წარმოადგენს. ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, გადამწყვეტი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისია განმარტავს, რომ ახლა გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.

„ახლა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ საბჭო მიიღებს წინადადებას და ის ძალაში შევა, წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ საჭირო ზომების მიღება. ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის შესაბამისად, მათ მოუწევთ საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის მიმართონ სავიზო მოთხოვნას და აცნობონ ეს ზომები სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას”- პრემიერი

დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნესგარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის შეხვდა 20-ზე მეტი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს. 

„ყველაფერი არის ძალიან კარგად, იყო დროებითი რყევები, მათ შორის ეს რყევები შეეხო ლარის კურსსაც, თუმცა ლარი დასტაბილურდა, როგორც კი ძალადობრივი რესურსი ამოეწურა ოპოზიციას, ეკონომიკური აქტივობაც განახლდა. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენთვის მთავარია ყველა თემაზე გვქონდეს კონსულტაციები ბიზნესთან. 

ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში ეფექტიანად მართავს პროცესებს. ჩვენ გვქონდა აქამდე 4 ასეთი მოვლენა და ოთხივე შემთხვევაში გვქონდა მოკლევადიანი რყევა, თუმცა ძალიან მალე დავუბრუნეთ ქვეყანა განვითარების სწორ მიმართულებას, კონკრეტულად ბიზნესი დავუბრუნეთ განვითარების სწორ მიმართულებას. აქაც მოხდება იგივე, როგორც იყო მცირე რყევა რამდენიმედღიანი ლარის კურსის შემთხვევაში, ასევე ძალიან მალე დაუბრუნდა თავის ნიშნულს ლარის კურსი და კიდევ უფრო დასტაბილურდება და იგივე ეხება ბიზნეს აქტივობებსაც. მაშინაც იყო მოკლევადიანი რყევები და იმის გამო, რომ საერთო მაკროეკონომიკური გარემო არის ჯანსაღი,  ყველაფერი ძალიან მალე და მარტივად უბრუნდება ხოლმე პირვანდელ მდგომარეობას. აქაც მოხდება ზუსტად იგივე, უკვე დეკემბრის თვიდან ჩვენ ველოდებით ბიზნესგარემოს გამოცოცხლებას და ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად გააქტიურებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,რადიკალური ოპოზიცია ჯერ თავს დაესხა ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე”- ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიცია ჯერ თავს დაესხა პირდაპირ ეუთოს და ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ  ობიექტურად ხდება მოვლენების შეფასება, იწყება თავდასხმა  ასეთ ადამიანებზე.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, თავდაპირველად ისინი თავს ესხმოდნენ ეუთო-ოდირს, თქვენ გახსოვთ, რა მასშტაბის თავდასხმა განხორციელდა ეუთო-ოდირზე, როდესაც ეუთო-ოდირმა დადებითად შეაფასა ქართული არჩევნები. გრძელდება ეს თავდასხმა, იმიტომ, რომ ელოდებიან, რომ იგივე დასკვნა განმეორდება უკვე, როდესაც საბოლოო დოკუმენტი ჩამოყალიბდება. იგივეა ზუსტად ევროსაბჭოს შემთხვევაში. ეუთო და ევროსაბჭო არის ორი უმსხვილესი ევროპული გაერთიანება, სადაც ჭარბობენ სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოები და შესაბამისად, ეს ორი სუბიექტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ევროპაში მოვლენების სწორი მიმართულებით განვითარებაში. თუმცა ისინი პირდაპირ თავს ესხმიან ევროპის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ჯერ თავს დაესხნენ პირდაპირ ეუთოს და ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე. ეს ხდებოდა 4 წლის წინაც. როდესაც ხედავენ, რომ არიან გარკვეული ობიექტური სუბიექტები, რომლებიც ობიექტურად აფასებენ მოვლენებს ქვეყანაში, მაშინვე რადიკალური ოპოზიცია არჩევს ხოლმე თავდასხმას  ასეთ ადამიანებზე. ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. სინამდვილეში ხდება ის, რომ სადაც ნაკლებია „დიფ სთეითის” გავლენა, იქ არის მეტი ობიექტურობა, ეს ვიხილეთ სწორედ ეუთოს და ევროსაბჭოს შემთხვევაში. ერთადერთი, ვისაც აღიარებს რადიკალური ოპოზიცია, არის სწორედ „დიფ სთეითი”, ანუ ისინი არიან მათი პატრონები, ეს არის რეალურად ის, რაც დგას ამ ყველაფრის უკან”, – განაცხადა პრემიერმა.

,,უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას”- სალომე ზურაბიშვილი

უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას. მე არ ვარ ის, ვინც ადამიანებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს, მე ვარ ის, ვინც მათ წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა სენატორის შეკითხვას, არის თუ არა იმ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს.

მისი თქმით, პრეზიდენტს საქართველოში აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნია.

„მე ვარ გარკვეული კავშირი, სიმბოლო და ამ ხალხს ქუჩებში სჭირდება ეს სიმბოლო. ეს არის ასევე სტაბილურობის ფორმა. ასევე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, ვისთან შეიძლება ისაუბრონ, რადგან არის ბევრი პოლიტიკური პარტია, არის ბევრი ახალი ფორმა და ძალა, რომელიც ჩნდება ქუჩის პროტესტიდან. ასე რომ, ერთი ტელეფონი უნდა არსებობდეს ქართული საზოგადოების ამ ძალიან ფართო სპექტრთან სასაუბროდ და ამ საზოგადოებას მხარი უნდა დაუჭირონ და მათ მხარი ჩემი მეშვეობით უნდა დაუჭირონ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

,,იარაღს ვერსად დავტოვებდი, ტანზე უნდა მქონდეს”-ზურაბ ჯაფარიძე

იარაღი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვიცი როდის და როგორ გამოვიყენო, მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ გამოვიყენე, არავინ დაშავებულა,- ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ის როგორც პოლიტიკოსი, ყველა აქციაში მონაწილეობს.

მან ასევე იარაღის ტარების უფლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, იარაღს ის წლებია ატარებს და იმის ფონზე, რომ მისი პარტიის წევრებს რკინის ხელკეტებით, ფიზიკურად უსწორდებიან, ასევე მასაც ჩაუსაფრდნენ, იარაღი მისთვის თავდაცვის საშუალებაა.

„იარაღს ვატარებ წლებია… გამოძიება არც ერთ შემთხვევაზე არ მომხდარა და არავინ დაუკავებიათ. იარაღი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვიცი როდის და როგორ გამოვიყენო მიუხედავად იმისა, რომ 2-ჯერ გამოვიყენე, არავინ დაშავებულა. იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა იმას ნიშნავს, რომ ამის დარღვევა მომიწევს, რადგან ოჯახის და თავის დაცვა მომიწევს.

იარაღის ტარების უფლება მაქვს, რამდენიმე იარაღი მაქვს… ხან აქციაზე ვიყავი, ხან ოფისში, ხან ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი, იარაღს ვერსად დავტოვებდი, ტანზე უნდა მქონდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აქციაზე იარაღით იმყოფებოდა. უწყება ჯაფარიძისთვის იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით ითხოვს.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

,,ოპოზიცია თავისი ენჯეოებით დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის პროცესს”- ირაკლი კობახიძე

„ჩვენი ოპონენტები აწარმოებდნენ კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ჩვენ მყისიერად დავიწყეთ მუშაობა 12 პუნქტზე. ვინ არ შემოვიდა პროცესში?-ოპოზიცია და ენჯეოები არ შეუერთდნენ ამ პროცესს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ. ენჯეოებმაც უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე. ჩვენ მარტომ ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და მარტომ მოვიპოვეთ, გამოვგლიჯეთ ხელიდან შესაბამის ძალებს კანდიდატის სტატუსი“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


პრემიერმა  ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე უპირისპირდებოდნენ ამ პროცესს.

„რეალურად ჩვენი კურსი არის ძალიან მკაფიო. 2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსს. ამისთვის შეიქმნა სამუშაო პროცესი, წარვადგინეთ 5 ათას გვერდიანი დოკუმენტაცია, რის მომზადებაშიც ჩვენი საჯარო მოსამსახურეები იყვნენ ჩართული როგორც მთავრობიდან, ისე პარლამენტიდან, სხვა სტრუქტურებიდან  და ივნისში გვეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ იგივე პერიოდში ენჯეოები დაუპირისპირდნენ ამ პროცესს. ისინი ამბობდნენ, რომ არა სახელმწიფოს, არამედ ენჯეოებს უნდა შეევსოთ ეს განაცხადი. ოპოზიცია თავიდან ბოლომდე უპირისპირდებოდა ამ პროცესს. მაშინ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი ენჯეოს წარმომადგენელი, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, ვგულისხმობ სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. ჩვენი ოპონენტები პირდაპირ აწარმოებდნენ კამპანიას საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ, თუმცა გაღიზიანება არ მახსოვს მაინც და მაინც კონკრეტული ძალების მხრიდან ამასთან დაკავშირებით. ჩვენი ოპონენტები აწარმოებდნენ კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ივნისში გვეთქვა უარი. არავითარი განმარტება არ მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ადამიანებმა, რომლებიც იბრალებენ პროქართულობას, გადადგეს ყველაზე ანტიქართული ნაბიჯი და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე“-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია და ენჯეო სექტორი არცერთ სამუშაო ჯგუფში არ იღებდა მონაწილეობას. მისივე თქმით, ბოიკოტი გამოუცხადეს იმ პროცესს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება.
 
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყონ ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ხოლო ოპოზიცია ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს.

„ამის შემდეგ წელიწად-ნახევარი გაგრძელდა ეს პროცესი. წარმოგვიდგინეს 12 პუნქტი. ჩვენ მაშინვე, მყისიერად დავიწყეთ მუშაობა 12 პუნქტზე. ვინ არ შემოვიდა პროცესში?- ეს იყო ოპოზიცია. ოპოზიცია და ენჯეოები არ შეუერთდნენ ამ პროცესს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ბოიკოტი გამოუცხადეს იმ პროცესს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. აქაც ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მოქმედებდა ამ მიზნით, რასაც ჰქვია საქართველოს წინსვლა ევროპული მიმართულებით და პირდაპირ, ღიად და უხეშად ოპოზიცია თავისი ენჯეოებით დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის პროცესს. ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ. ამ კამპანიას მხარდაჭერა ჰქონდა მათი მედია საშუალებების, ენჯეოების მხრიდან და ა.შ. ენჯეოებმაც უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე. ჩვენ მარტომ ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და მარტომ მოვიპოვეთ, გამოვგლიჯეთ ხელიდან შესაბამის ძალებს კანდიდატის სტატუსი.  ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი და აქაც ზუსტად იგივე. არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს არაფერი, არც კანდიდატის სტატუსი, არც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვითხოვთ ამას. ვისი კურსია პროევროპული და ვისი არის ანტიევროპული, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ჩვენი ოპონენტები ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებენ. ერთი სიტყვა ვერ დავაცდევინეთ ვერც ოპოზიციას, ვერც ენჯეოებს, ვერც სალომე ზურაბიშვილს შარშან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და მათი შესაბამისი განცხადებების გარეშე მაინც მოვიპოვეთ ეს სტატუსი. მოგვიანებით იგივე პროცესი გაგრძელდა. საქართველოში ერთადერთი სუბიექტი ვინც არის პროევროპული, არის სწორედ ხელისუფლება. ყველა დანარჩენი სამი წელია აწარმოებს კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც უბრალოდ ხელის გულზე დევს. ისინი ამბობდნენ, რომ არ უნდა მოგვენიჭოს, არ უნდა გაიხსნას. ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მოგვენიჭოს, უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის ელემენტარული ლოგიკის და წაკითხულის და მოსმენილის გააზრების საქმე“.-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ალენ ბერსესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა, ვფიქრობ, ეს დამატებით შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის აბსოლუტურად ყველა თემაზე – ირაკლი კობახიძე

ალენ ბერსესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა და ვფიქრობ, ეს შეხვედრა დამატებით შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის აბსოლუტურად ყველა თემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მოხდა მოსაზრებების გაცვლა ყველა საკითხზე, მათ შორის საუბარი იყო კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ მე წარმოვადგენ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას, ლოგიკურია, რომ დასაწყისში და ბოლოში გაიმართა ორი შეხვედრა, ჯერ პირველი შეხვედრა და შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრა. მეორე შეხვედრის მიზანი იყო იმ საკითხების შეჯამება, რაზეც ჰქონდა საუბარი ამ დღეების განმავლობაში ბატონ ბერსეს. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ კონკრეტულ თემებზე იგივე კანონებთან დაკავშირებით და ა.შ. ძალიან პროდუქტიული იყო საბოლოო ჯამში ეს შეხვედრა და ვფიქრობ, ეს შეხვედრა დამატებით შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის აბსოლუტურად ყველა თემაზე. კიდევ ერთხელ მადლობა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ბატონ ბერსეს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ადამიანები კონსტრუქციულად არიან განწყობილი და მომართული არიან თანამშრომლობისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ყველანაირი დისკუსიისთვის.

„ღია ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის, ჩვენ არ გავურბივართ არასდროს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს მყარი პოზიციები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის ჩვენს მხარეს, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ფიქსირდებოდა ღიაობა და ახლაც შეგვიძლია იგივე დამოკიდებულება გამოვხატოთ. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, დისკუსიებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

,,ერთადერთი სუბიექტი, ვინც საქართველოში პროევროპულია, არის სწორედ ხელისუფლება”- ირაკლი კობახიძე

ერთადერთი სუბიექტი, ვინც საქართველოში პროევროპულია, არის სწორედ ხელისუფლება,  ყველა დანარჩენი, სამი წელია, აწარმოებს კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც ხელის გულზე დევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ოპონენტები აკეთებენ ყველაფერს საპირისპიროდ.

„ჩვენი კურსი არის ძალიან მკაფიო, 2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსს, ამისთვის შეიქმნა სამუშაო პროცესი, წარვადგინეთ 5000-გვერდიანი დოკუმენტაცია, რის მომზადებაშიც ჩართული იყვნენ ჩვენი საჯარო მოსამსახურეები როგორც მთავრობიდან, ისე პარლამენტიდან და სხვა სტრუქტურებიდან და ივნისში ჩვენ უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე. იმავე პერიოდში NGO-ები დაუპირისპირდნენ ამ პროცესს, ამბობდნენ, რომ არა სახელმწიფო უწყებებს, არამედ NGO-ებს უნდა შეევსოთ განაცხადი. ოპოზიცია თავიდან ბოლომდე უპირისპირდებოდა ამ პროცესს. მაშინ ერთ-ერთი NGO-ს წარმომადგენელი, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, ვგულისხმობ სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. პირდაპირ აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები კამპანიას საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ, თუმცა მაინცდამაინც გაღიზიანება არ მახსოვს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ძალების მხრიდან. ჩვენი ოპონენტები აწარმოებდნენ კამპანიას ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ივნისში გვეთქვა უარი, არავითარი განმარტება არ მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადამიანებმა, რომლებიც იბრალებენ პროქართულობას, გადადგეს ყველაზე ანტიქართული ნაბიჯი და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პროცესი წელიწად-ნახევარს გაგრძელდა და ხელისუფლებას წარუდგინეს 12 პუნქტი, რომელზე მუშაობაც მყისიერად დაიწყო, თუმცა ოპოზიციამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ოპოზიცია და NGO-ები არ შეუერთდნენ ამ პროცესს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ბოიკოტი გამოუცხადეს იმ პროცესს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. აქაც ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მოქმედებდა ამ მიზნით, რასაც ჰქვია საქართველოს წინსვლა ევროპული მიმართულებით და პირდაპირ, ღიად და უხეშად, ოპოზიცია თავისი NGO-ებით დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის პროცესს. ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ. ამ კამპანიას ჰქონდა მხარდაჭერა მათ მედიასაშუალებების მხრიდან, NGO-ების მხრიდან. NGO-ებმაც უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე. ჩვენ მარტო ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და გამოვგლიჯეთ ხელიდან შესაბამის ძალებს კანდიდატის სტატუსი. ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი და აქაც ზუსტად იგივე. არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს არაფერი, არც კანდიდატის სტატუსი, არც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვითხოვთ ამას. ვისი კურსია პროევროპული და ვისი არის ანტიევროპული, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ჩვენი ოპონენტები აკეთებენ ყველაფერს საპირისპიროდ. ერთი სიტყვა ვერ დავაცდენინეთ ვერც ოპოზიციას, ვერც NGO-ებს, ვერც სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და მათი შესაბამისი განცხადების გარეშე მაინც მოვიპოვეთ ეს სტატუსი. მოგვიანებით იგივე პროცესი გაგრძელდა. ერთადერთი სუბიექტი, ვინც საქართველოში პროევროპულია, არის სწორედ ხელისუფლება. ყველა დანარჩენი სამი წელია, აწარმოებს კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც ხელის გულზე დევს. ისინი ამბობდნენ, რომ არ უნდა მოგვენიჭოს, არ უნდა გაიხსნას, ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მოგვენიჭოს, უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის ელემენტარული ლოგიკის და წაკითხულის და მოსმენილის გააზრების საქმე”, – აღნიშნა პრემიერმა.

აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან – ირაკლი კობახიძე

აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს ძალიან ხშირად ე.წ. დიფ სთეითზე, რომელიც მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში.

„ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჯეფრი საქსის ინტერვიუ, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. ჩვენ ვახტანგ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლების სანქცირებას შეგვიძლია, მივცეთ გარკვეული შეფასება და შეიძლება, ობიექტურად იქნეს აღქმული ეს ფაქტი, როგორც მოქმედი ადმინისტრაციის ერთგვარი აღიარება. თქვენ იცით, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს ძალიან ხშირად ე.წ. დიფ სთეითზე, რომელიც მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. მაგალითად, დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება ე.წ. დიფ სთეითთან დაკავშირებით, მან განაცხადა ასეთი რამ, რომ „დიფ სთეითი“ დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს და მოშლის „დიფ სთეითს“. მთელი ამ 4 წლის განმავლობაში „დიფ სთეითი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასე ხშირად ვისმენთ ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ,,ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე დაკავებულები გათავისუფლდებიან”- პრემიერი

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება განვუმარტეთ – ძალადობრივი აქტების გამო ძირითადად ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა და განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან განთავისუფლებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან შეხვედრების თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბერსეს ასევე განუმარტა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მიტინგებმა მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.

„ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულება. გვქონდა საინტერესო და პროდუქტიული დისკუსიები. განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება. განვუმარტეთ ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე აღარ არის საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება და დარწმუნებული ვართ, ასე გაგრძელდება ვითარება შემდეგი დღეების და კვირების განმავლობაშიც. ასევე, განმარტებები გავაკეთეთ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით. ძალადობრივი აქტების გამო ძირითადად ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე. შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან განთავისუფლებული. ეს არის განმარტება, რომელიც გენერალურ მდივანს მივეცით ამ საკითხზე. ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში. ასეთი დაახლოებით 30 პატიმარია. ესეც განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს. რაც შეეხება გამოძიებას – როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით წარიმართება გამოძიებები. ამაზეც მიიღო განმარტებები ბატონმა გენერალურმა მდივანმა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან ასეთ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ვახტანგ გომელაურის დანიშვნა ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ეს დააჩქარა, მინდა, წარმატებები ვუსურვო მას საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე

ირაკლი კობახიძე – ვახტანგ გომელაურის დანიშვნა ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ეს დააჩქარა, მინდა, წარმატებები ვუსურვო მას საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე

ვახტანგ გომელაურის დანიშვნა ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ვახტანგ გომელაურს საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე წარმატება უსურვა. 

„ვახტანგ გომელაურის დანიშვნა საქართველოს ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. მინდა, ვახტანგ გომელაურს წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.