Home Blog Page 6

,,არ ვფიქრობ, ალასკის სამიტამდერომ ზელენსკისა და პუტინს შეხვედრა პროდუქტიული იქნება”- ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ზელენსკისა და პუტინს შეხვედრა ალასკის სამიტამდე პროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკეთესი იქნებოდა, ტრამპთან შეხვედრამდე პუტინი ზელენსკის შეხვედროდა, ვენსმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს.

„არ მგონია, რომ ეს პროდუქტიული იყოს. ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა იყოს ის, ვინც ამ ორს გააერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვესაუბრებით უკრაინელებს, მე ვესაუბრე უკრაინელებს დღეს დილით, მარკო რუბიო ბევრჯერ ესაუბრა მათ, ჩვენ ამ დიალოგს შევინარჩუნებთ, მაგრამ, ფუნდამენტურად, სწორედ აქ უნდა აიძულოს ტრამპმა პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი, რომ რეალურად დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა გადაჭრან თავიანთი უთანხმოებები“, – აღნიშნა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის მომავალ შეხვედრას დიპლომატიურ გარღვევად მიიჩნევს.

„ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ის არასდროს დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან ზელენსკისთან ერთად, ახლა ეს უნდა შეიცვალოს, ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, სადაც ვცდილობთ, გავარკვიოთ, გულწრფელად რომ ვთქვათ, როდის შეუძლია, ამ სამ ლიდერს დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება“, – აღნიშნა ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება, სავარაუდოდ, არცერთ მხარეს არ დააკმაყოფილებს და ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, მოსკოვსა და კიევს „უკმაყოფილოს“ დატოვებს. ვენსის თქმით, აშშ ისეთი შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, რომელიც ორივე ქვეყანას შეეფერება.

„ეს არავის გაახარებს. როგორც რუსები, ასევე უკრაინელები, სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში, უკმაყოფილოები იქნებიან ამით“,- განაცხადა ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

ჩინეთში, “ჩიკუნგუნიას” ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის გაფრთხილება გამოსცა

ჩინეთში, “ჩიკუნგუნიას” ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, რომელიც კოღოებს გადააქვთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, მოგზაურებისთვის გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. 

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გაფრთხილება გუანდუნგის პროვინციაზეა ფოკუსირებული, სადაც, ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 2025 წლის ივნისიდან, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა.

მედიის ცნობით, გუანდუნგის პროვინციაში აფეთქება მუსონურ წყალდიდობას უკავშირდება, რამაც “ჩიკუნგუნიას” ვირუსის გამავრცელებელი კოღოებისთვის გამრავლების  იდეალური პირობები შექმნა.

გამაფრთხილებელ განცხადებაში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ხელმისაწვდომია და რეკომენდებულია მოგზაურებისთვის.

მასაჩუსეტსის შტატში, South Shore Health-ის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტოდ ელერინმა, ABC News-ს განუცხადა, რომ რეგიონში მოგზაურებმა “აუცილებლად უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები” დაავადებისგან თავის დასაცავად.

,,თბილისი კიევის კონკრეტულ ნაბიჯს ელოდება” – გურამ მაჭარაშვილი ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ ნასამართლევ უკრაინელებზე

თბილისი კიევის კონკრეტულ ნაბიჯს ელოდება. როდის დატოვებს საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე 87 პირი, ისევ უცნობია. საქართველო, უკრაინისგან ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს და უარს ამბობს, “დარიალის” სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები.

თბილისმა კიევს უკვე შესთავაზა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის მექანიზმები ჰაერით და ზღვით. თუმცა უკრაინული მხარე ბოლო განცხადებაში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ტრანზიტზე მუშაობს. ვიდრე პროცესი ჭიანურდება, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არ აპირებს ქვეყნის უსაფრთხოება და მართლწესრიგი საფრთხის ქვეშ დააყენოს.

“ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სახელმწიფო უსაფრთხოება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ასეა. მათ შორის, საზღვრების კონტროლი. ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება უკრაინის სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია, გერმანიის თუ ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების შემოსვლა, ბუნებრივია, კონტროლდება საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები არიან, ამ შემთხვევაში, საზღვართან. უწყების მიერ არსებობს შესაბამისი ინფორმაციები, რომლებიც საჭიროებს გადამოწმებას. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის მანიპულაციები უკვე მოძველებული მეთოდებია. ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება უკრაინა თუ სხვა, ნებისმიერი ტიპის მოქალაქეზე ხდება ინფორმაციის შესწავლა და აქედან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა. 

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 158,2671 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონს” (4-methylmethcathinone).

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 051 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 39 663 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 153 ხელმძღვანელი პირი და 15 255 წევრი. დანარჩენი 15 255 წევრის დანიშვნა კი უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე. ასევე, შესაძლებელია განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს, რადგან კანონმდებლობით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლიდან რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს. მათ შორის გამოცდები ჩატარდა წელსაც. ამასთან, განხორციელდა საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ განკარგულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის თაობაზე (განკარგულება №106/2025 – 05.08.2025).

https://cesko.ge/ge/kanonmdebloba/tseskos-samartlebrivi-aqtebi/gankargulebebi/singleview/11036602-gankarguleba-1052025-05082025

როგორც არ უნდა დასრულდეს სპილოების საუბარი 15 აგვისტოს, ბალახი – უკრაინა – დაზარალდება – რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი სამიტს ეხმაურა და აცხადებს, რომ უკრაინა არის ბალახი სპილოებს შორის დავაში.

„გახსოვთ ძველი აფრიკული ჭეშმარიტება, რომლის გამეორებაც მიყვარს? არ აქვს მნიშვნელობა სპილოები ჩხუბობენ თუ სექსით კავდებიან, ბალახი ყოველთვის ზარალდება. როგორც არ უნდა დასრულდეს სპილოების საუბარი 15 აგვისტოს, ბალახი – ამ შემთხვევაში, უკრაინა – დაზარალდება“, – აღნიშნა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერის აღნიშნულ კომენტარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო რუსეთის დანაშაულებრივი შეჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე ის საფრთხე, რომელსაც აგრესორ სახელმწიფოსთან ლაქუცი ქმნის.

„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს გამოიყენოს ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად გმირულად ებრძვიან რუსულ აგრესიას და მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აკავებენ მას საკუთარ მიწაზე“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებას, რომელსაც სლოვაკი ხალხი უკრაინის მიმართ მთელი ამ ხნის განმავლობაში ავლენდა.

„გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ არამეგობრული ფოლკლორული ალეგორიები და არ სცადოთ მსგავსი განცხადებებით საკუთარი პარტიის პოლიტიკური რეიტინგის გაზრდა. ეს არის უაზრობა, რომელიც შეურაცხყოფს დაღუპულთა ხსოვნას, მილიონობით უკრაინული ოჯახის ტანჯვას და თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავგანწირვას“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.

ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის პირველმა პირებმა სატელეფონო საუბარი გამართეს და კიევს მხარდაჭერა აღუთქვეს. ცნობას სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება.

„ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ვიმუშაოთ ერთად და გავაგრძელოთ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მუშაობა. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც უკვე 3 წელზე მეტია, იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ევროპელებიც აუცილებლად იქნებიან გადაწყვეტილების ნაწილი, რადგან მათ უსაფრთხოებაც საფრთხის ქვეშაა“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.

ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს – ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და ევროპელი ხალხების უსაფრთხოების ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

„ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ახლა უკრაინასთანაა, ჩვენს ხალხთანაა უკრაინაში მშვიდობის გამო, რადგან ეს იცავს ჩვენი ევროპელი ხალხების სასიცოცხლო და უსაფრთხო ინტერესებს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინა აფასებს და სრულად უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებას უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ.

შეგახსენებთ, ევროპელმა ლიდერებმა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში და რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები.

ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების 219 დროებითი წევრი აირჩია.

კანდიდატების შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 254 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე თანხმობა განაცხადა 119-მა კონკურსანტმა, მათგან 51- მა კი ასევე განაცხადა თანხმობა ცესკოს სოციალური ქსელის მეშვეობით გასაუბრების ლაივ რეჟიმში გადაცემაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს საშუალება ჰქონდათ კონკურსანტებს გასაუბრებოდნენ.

ბოლო ექვსი საერთო არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან:

  • საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 69 კომისიის წევრს, რაც საერთო რაოდენობის 32 პროცენტს შეადგენს;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 22 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენს;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა კომისიის 188 წევრს, რაც საბოლოო რაოდენობის 86 პროცენტს შეადგენს;
  • სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება ჰქონდა 48 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტს შეადგენს;
  • საგანმანათლებლო პროექტებში 2020 წელს მონაწილეობა მიღებული ჰქონდა კომისიის 92 წევრს, რაც საერთო რაოდენობის 42 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2022 და 2023 წლებში – 76 წევრს, რაც 35 პროცენტს შეადგენდა და 2024 და 2025 წლებში – 24 წევრს, რაც 11 პროცენტს შეადგენდა.

73-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილი იყო.

რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, არის მსხვერპლი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონებში ღამით 121 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს კრასნოდარის მხარეში, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, სარატოვის, კალუგის, ტულის, როსტოვის, რიაზანის, სმოლენსკის, ორიოლის, ტვერის ოლქებში, აზოვის ზღვის თავზე და ოკუპირებულ ყირიმში.

სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის განცხადებით, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

თელ-ავივში ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

Reuters-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ომის ესკალაციის გეგმას. ისინი საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ, რათა მძევლები სახლებში დაბრუნდნენ.

მანამდე ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მინისტრთა მცირე ჯგუფმა ღაზა სითის დაკავება გადაწყვიტა, რაც სამხედრო ოპერაციების გაფართოებას ნიშნავს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ტყვეობაში დარჩენილ მძევლებს დამატებით საფრთხეს შეუქმნის.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ისრაელელების უმეტესობა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის დაუყოვნებლივ შეჩერების მომხრეა. ღაზაში ამ დროისთვის 50 მძევალი რჩება, ისრაელის მთავრობაში სჯერათ, რომ 20 მათგანი ცოცხალია.

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).