Home Blog Page 6

საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში სახელმწიფო და ხალხი ერთად დგას ქვეყნის სადარაჯოზე – მიხეილ ყაველაშვილი

საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის.

„ჩვენი სამშობლო და ქართველი ხალხი დღეს სახელმწიფოებრიობის გამოცდის მნიშვნელოვან ეტაპს გადის. მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, მდიდარი ისტორია, კულტურა, ქართველი ერის ღირსება და მტკიცე ხასიათი ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელიც საქართველოს წინ ანთებული ლამპარივით მიუძღვის ამ რთულ და სახიფათო გზაზე. ჩვენი წინაპრების გამოცდილებამ გვასწავლა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შეუპოვრობასა და უსამართლობასთან ბრძოლას; უფლის, სამშობლოსა და საკუთარი თავის რწმენას. ჩვენი პატარა, თუმცა ამაყი ერი სწორედ ამ პრინციპების დაცვამ გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, თანაც ისე, რომ შეინარჩუნა საკუთარი ენა, დამწერლობა, კულტურა, სარწმუნოება, ადათ-წესები და იდენტობა, მაშინ როდესაც, საქართველოს დამპყრობელი არაერთი უძლიერესი ერი დაინგრა და განადგურდა. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ქართველებმა, ზუსტად ვიცით, რა პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა გვევალება, რას უნდა მოვუფრთხილდეთ და საბოლოოდ როგორი საქართველო ავაშენოთ. საბედნიეროდ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთსულოვანია და ერთად დგას საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. განსხვავებულობის მიუხედავად, ერთმანეთის გვერდში დგომით, მტკიცედ იცავს საკუთარ სამშობლოს, როგორც ერთიან, დიდ ოჯახს რომელსაც საქართველო ჰქვია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ – პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.

ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.

მინისტრი, თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.

საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

USAID-მა, პოლიტიკური ენჯეოების გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია – პაპუაშვილი

USAID-მა, პოლიტიკური ენჯეოების გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია.

„USAID-მა, პოლიტიკური ენჯეობის გავლით, საქართველოში 41,7 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა არჩევნებზე. მოსახლეობის რაოდენობის თანაფარდობას თუ ავიღებთ ეს თანხა აშშ-ის არჩევნებში უცხოეთიდან 3,78 მილიარდი აშშ დოლარის ჩასხმის ეკვივალენტია. ეს შედარება კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება თუკი საფუძვლად ქვეყნების GDP-ს ავიღებთ.
შეუძლებელია, სხვა ქვეყნის არჩევნებზე 41,7 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდე და არანაირ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდე ამ ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.

USAID-მა, რომელიც 2020 წელს თავად იყო პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელების და არჩევნების აყირავების მცდელობის მონაწილე და 2024-შიც იგივე გააგრძელა, უნდა განმარტოს, როგორ ხდება, რომ ათეულობით მილიონი იხარჯება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც, ყოველ ჯერზე, არჩევნების აყირავების მოთავეები არიან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

პეკინი აშშ-დან იმპორტირებულ ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და თხევად ბუნებრივ გაზზე, საპასუხო ტარიფებს აწესებს, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ზომები გულისხმობს 15%-იანი ტარიფის დაწესებას ქვანახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე და 10%-იან ტარიფს – ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დიდგაბარიტიან ავტომობილებსა და პიკაპებზე.

აღნიშნული ტარიფები 10 თებერვლიდან ამოქმედდება.

პეკინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა.

როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, მტკიცედ უპასუხებს – ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ს მხრიდან ტარიფების შესაძლო დაწესებაზე

J

ვაღიარებთ პოტენციურ გამოწვევებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და მზად ვართ ამისთვის. როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, ის მტკიცედ უპასუხებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„განვიხილეთ შეერთებულ შტატებთან პრაგმატული თანამშრომლობის გაძლიერების გზები. აშკარად არის ახალი გამოწვევები და მზარდი გაურკვევლობა, ამიტომ ევროკავშირი მზად არის შეერთებულ შტატებთან ძლიერი, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენ ასევე ვაღიარებთ პოტენციურ გამოწვევებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და მზად ვართ ამისთვის. როდესაც ევროკავშირი უსამართლოდ თუ თვითნებურად სამიზნე გახდება, მტკიცედ უპასუხებს“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ტარიფების დაწესება ზრდის ბიზნესის ხარჯებს და ზიანს აყენებს როგორც ბიზნესის მუშაკებს, ასევე მომხმარებლებს.

„შაბათ-კვირას ჩვენ მოწმე გავხდით, როგორი მკაცრი ტარიფები დაწესდა კანადასა და მექსიკაზე, ეს ტარიფები ზრდის ბიზნესის ხარჯებს, ზიანს აყენებს მუშაკებსა და მომხმარებლებს, ქმნის არასაჭირო ეკონომიკურ რღვევას და იწვევს ინფლაციას. ჩვენ ვერ ვხედავთ, ეს რაიმეს კარგს იწვევდეს, ამიტომ პრიორიტეტს ვანიჭებთ პროდუქტიულ დისკუსიებს და ადრეულ ჩართულობას. ამავდროულად, ევროკავშირი მტკიცე რჩება თავის მრავალმხრივ ვალდებულებებში, ჩვენი განვითარების ხელშეწყობიდან კლიმატის საკითხებთან დაკავშირებულ მიზნებამდე“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის ტარიფების დაწესება შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები დათანხმდნენ, მიიღონ ზომები საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს და მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს ესაუბრა.

„კანადა დათანხმდა, რომ ჩვენ გვქონდეს უსაფრთხო ჩრდილოეთ საზღვარი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თავდაპირველი შედეგით და შაბათს გამოცხადებული ტარიფები 30 დღით შეჩერდება, რათა დავინახოთ, შესაძლებელია თუ არა კანადასთან საბოლოო ეკონომიკური შეთანხმების სტრუქტურირება“, – წერს ტრამპი სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

რაც შეეხება მექსიკას, ქვეყნის მთავრობამ, ტარიფების შეჩერების სანაცვლოდ, პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ საზღვარს ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცით გაამაგრებს, რათა მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების კონტრაბანდა შეაჩეროს და უსაბუთო მიგრანტების ნაკადი გააკონტროლოს.

კანადისა და მექსიკისგან განსხვავებით, შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით არ მომხდარა ჩინეთთან და შესაბამისად, 10%-იანი ტარიფის ძალაში შესვლა ადგილობრივი დროით 12:01 საათზე, (თბილისის დროით სამშაბათი, 09:01 საათი) იგეგმება. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინა ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მიმდინარე კვირაში სატელეფონო საუბარი შედგება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში ასევე სამშაბათს უნდა შესულიყო.

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოხ­ვედ­რას. თუ რთუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყეთ, კარ­გი შან­სია მის შე­სას­რუ­ლებ­ლად. გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი, ეცა­დეთ, ყვე­ლა სა­კი­თხი თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დეს.

კურო

დღე შე­სა­ფე­რი­სია სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად. გა­უ­კე­თეთ სა­კუ­თარ თავს პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რი. დღეს კო­მუ­ნი­კა­ცია სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა: და­უ­რე­კეთ მე­გობ­რებს ან ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია არ გი­ნა­ხავთ.

ტყუ­პი

მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ან მო­უ­ლოდ­ნელ ამ­ბებს, რო­მე­ლიც თქვენს მო­მა­ვალ­ზე იმოქ­მე­დებს. ნუ იმოქ­მე­დებთ იმ­პულ­სუ­რად, ნუ მი­ი­ღებთ ნაჩ­ქა­რევ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე­ვე ინა­ნოთ.

კირჩხი­ბი

გა­მო­ი­ჩი­ნეთ ზრუნ­ვა ახ­ლობ­ლებ­ზე და უარს ნუ ამ­ბობთ მათ დახ­მა­რე­ბა­ზე. კარ­გი დღეა სახ­ლის და­სა­ლა­გებ­ლად და ნივ­თე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად. ძვე­ლი ნივ­თე­ბი გა­და­ყა­რეთ. ეს სიმ­შვი­დის აღ­დგე­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ლომი

არა­ფე­რი და­გეგ­მოთ, დღეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი სწრა­ფად შე­იც­ვლე­ბა. სჯობს დრო დას­ვე­ნე­ბას და­უთ­მოთ, აკე­თოთ ის, რაც გიყ­ვართ. პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ნუ აჩ­ქარ­დე­ბით, არ მო­ახ­დი­ნოთ ზე­წო­ლა პარტნი­ორ­ზე, რათა არ იჩხუ­ბოთ.

ქალ­წუ­ლი

შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­აგ­ვა­რეთ პრობ­ლე­მე­ბი. ვარ­სკვლა­ვე­ბი 4 თე­ბერ­ვალს მომ­ხდარ­ზე სწრაფ რე­ა­გი­რე­ბას გირ­ჩე­ვენ. ირ­წმუ­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და ქმე­დე­ბე­ბის სის­წო­რე­ში ეჭვი არ შე­ი­ტა­ნოთ. იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რი.

სას­წო­რი

დღე­ვან­დე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე, ჩვე­ვებ­ზე ან უშუ­ა­ლო გა­რე­მო­ზე. ეცა­დეთ ყვე­ლა­ფერ­ში მო­ძებ­ნოთ პო­ზი­ტი­უ­რი ას­პექ­ტე­ბი, არ მო­ახ­დი­ნოთ სი­ტუ­ა­ცი­ის დრა­მა­ტი­ზა­ცია. მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და მხა­რი და­უ­ჭი­რეთ მათ.

მო­რი­ე­ლი

მო­ემ­ზა­დეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. ზო­გი­ერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნდა იმოქ­მე­დოთ სწრა­ფად, მაგ­რამ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად. საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დათ­ბე­ბა; ღიად გა­მო­ხა­ტეთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი.

მშვილ­დო­სა­ნი

სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა დღის გან­მარ­ტო­ე­ბით, სიმ­შვი­დე­ში გა­ტა­რე­ბა. შე­ამ­ცი­რეთ უსარ­გებ­ლო სა­უბ­რე­ბი. და­კარ­გავთ ძვირ­ფას დროს დის­კუ­სი­ებ­ში. ოჯახ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, ობი­ექ­ტუ­რად გა­ნი­ხი­ლეთ სა­კა­მა­თო სა­კი­თხე­ბი და მარ­ტომ არ მი­ი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

თხის რქა

გა­ა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რა­დღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე და და­ას­რუ­ლეთ უკვე და­წყე­ბუ­ლი. ნუ შექ­მნით და ჩა­ერ­თვე­ბით კონ­ფლიქ­ტებ­ში. უმ­ჯო­ბე­სია კო­მუ­ნი­კა­ცია მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­როთ. არის შან­სი იპო­ვოთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია გა­წუ­ხებთ.

მერ­წყუ­ლი

პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ გა­და­დეთ, შე­საძ­ლოა დღეს თა­ვი­სით მოგ­ვარ­დეს. ასე­ვე მი­ი­ღებთ სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას. დღე შე­სა­ფე­რი­სია და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის გან­რი­გის შე­სად­გე­ნად.

თევ­ზე­ბი

დღეს უმ­ჯო­ბე­სია შე­ზღუ­დოთ კონ­ტაქ­ტე­ბი. მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დეთ გარ­შე­მო მყო­ფებს. აირ­ჩი­ეთ ერთი ან ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე და კონ­ცენ­ტრირ­დით მათ შეს­რუ­ლე­ბა­ზე. ახლო და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უბ­რის დრო აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი.

როგორი ამინდი იქნება 4 თებერვალს საქართველოში

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +7 – წვიმა

სოხუმი +9 – წვიმა

ზუგდიდი +7 – წვიმა

მესტია +1 – თოვლი

ფოთი +9 – წვიმა

ბათუმი +10 – წვიმა

ოზურგეთი +10 – წვიმა

ქუთაისი +9 – წვიმა

ამბროლაური +6 – თოვლი

ახალციხე +5 – უმეტესად ღრუბლიანი

ბორჯომი +3- თოვლი 

ბაკურიანი +1 – უმეტესად ღრუბლიანი

გორი +9 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +7 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა +1 – უმეტესად ღრუბლიანი

გუდაური -2 – ღრუბლიანი

თელავი +12 – უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი +14 – უმეტესად მზიანი

თბილისი +12 – უმეტესად მზიანი

დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა

დონალდ ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად მარკო რუბიო დანიშნა , – ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში შევა და მისი ადმინისტრატორის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო შეასრულებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, USAID-ის პერსონალი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუმცა სააგენტო კვლავ ჰუმანიტარულ ორგანიზაციად დარჩება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა USAID-ს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.

CBS News-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის რამდენიმე მრჩეველი სააგენტოს სრულიად დახურვის იდეას არ დაეთანხმა.

პეტერ ფიშერი – ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება

ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს“.

„თუ თქვენ ქვეყანა ხართ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და კაია კალასისგან ასეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც გერმანიაც ეთანხმება, მაშინ თქვენ პრობლემა გაქვთ. ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“, – წერს ელჩი X-ზე.

ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„დღეს, თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია. საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – დაწერა კაია კალასმა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ოთხ მედიასაშუალებას – New York Times, National Public Radio, NBC News და Politico-ს პენტაგონის შენობიდან სამუშაო სივრცეები ჩამოართმევს. გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულმა მედიაორგანიზაციებმა 14 თებერვლამდე უნდა დატოვონ პენტაგონის სამუშაო სივრცეები, ხოლო მათ ადგილას განთავსდებიან New York Post, One America News Network, Breitport News და HuffPost News.

პენტაგონის პრესსამსახური აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზანია სხვა მედიასაშუალებებისთვის სამუშაო შესაძლებლობების შექმნა და ყოველწლიური როტაციის პრინციპის დანერგვა, თუმცა დაზარალებული მედიაორგანიზაციები გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

NBC News-ი აღნიშნავს, რომ ეს ხელს შეუშლის მათ საინფორმაციო საქმიანობას, New York Times კი განაცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს. NPR მოუწოდებს თავდაცვის დეპარტამენტს, გაზარდოს სამუშაო სივრცე, რათა უზრუნველყოს ყველა მედიასაშუალების თანაბარი წვდომა.

პენტაგონის პრესსამსახური უარყოფს მედიაზე ზეწოლის ბრალდებებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არ ზღუდავს მედიასაშუალებების საქმიანობას.

,,USAID-ი ფულს უხდიდა მედია ორგანიზაციებს თავისი პროპაგანდის გამოსაქვეყნებლად”- ილონ მასკი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი USAID-ის საქმიანობას ეხმაურება.

USAID-ი ფულს უხდიდა მედია ორგანიზაციებს თავისი პროპაგანდის გამოსაქვეყნებლად“, – დაწერა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე.