Home Blog Page 6

გაერო-მ მოამზადა ანგარიში იმის შესახებ, რომ მათ ანგარიშებს თითქმის არავინ არ კითხულობს

გაერო-მ მოამზადა ანგარიში იმის შესახებ, რომ მათ ანგარიშებს თითქმის არავინ არ კითხულობს. გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელიც ეფექტიანობის ამაღლებისა და ხარჯების შემცირების გზების მოძიებას ეხება, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანგარიშებს ძალიან ცოტა ადამიანი ეცნობა.

“უსაზღვრო რაოდენობის შეხვედრები და ანგარიშები მთელი სისტემის — და ჩვენი ყველას — გადაღლას იწვევს”, — აცხადებს გაეროს გენერალური მდივანი.

ანტონიუ გუტერეში შეთავაზებით გამოდის, რომ ორგანიზაციამ შეხვედრებისა და ანგარიშების რაოდენობა შეამციროს.

საერთაშორისო თაღლითი, ხაზარაძე  და ყოფითი მატყუარა, გახარია როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს – შალვა პაპუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე

როცა შევხედავთ „ლელოს“ და გახარიას, ერთი მხრივ, გვყავს საერთაშორისო თაღლითი ხაზარაძის სახით და მეორე, ყოფითი მატყუარა გახარიას სახით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შანსები შეაფასა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს“.

„ვხედავთ, რომ 4 ბარიერგადალახული პარტიიდან 2 აპირებს მონაწილეობა მიიღოს, ორი უარს ამბობს. როგორც ჩანს, „ლელოს” და გახარიას კონსულტაცია აქვთ, რომ ერთიანი კანდიდატები იყვნენ. როცა შევხედავთ „ლელოს“ და გახარიას ერთი მხრივ, გვყავს საერთაშორისო თაღლითი ხაზარაძის სახით და მეორე, ყოფითი მატყუარა გახარიას სახით. საერთაშორისო თაღლითი და ყოფითი მატყუარა როცა ერთად დასხდებიან, ამ საქმიდან კარგი რომ არაფერი გამოვა, მგონი მათთვისაც გასაგები უნდა იყოს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა – ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას – პრემიერი

შოვში მოეწყობა მემორიალი, ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა – ამით კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს დაღუპულთა ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, სადაც პატივი მიაგო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. 

მისი თქმით, თვენახევარში უკვე დასრულდება მემორიალის მოპირკეთების სამუშაოები.

„შოვში მოეწყობა მემორიალი, თვენახევარში უკვე დასრულდება მოპირკეთების სამუშაოები. ასევე, უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. პროექტი მომზადებულია, კიდევ ერთხელ გავეცანით ამ პროექტს და უახლოეს მომავალში დაიწყება ტაძრის მშენებლობა. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია და მათ შორის დაღუპულთა ახლობლებისათვის, რომლებიც ხშირად ამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე. ყველასთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შოვში აშენდეს ეს ტაძარი, მათ შორის, იმისათვის, რომ ჩვენ ამითაც კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი დაღუპულთა ხსოვნას”, – განაცხადა პრემიერმა.

დარწმუნებული ვარ, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს – ირაკლი კობახიძე 

ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის. 

„ყველა შემთხვევაში პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს და უფრო მეტიც, როგორც მიდის ახლა პროცესები, ვფიქრობ, 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც არის აბსოლუტურად რეალური კახა კალაძისთვის. დანარჩენი გადამწყვეტი იქნება ხალხის ნება, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ ხალხის სიმპათიები არის სწორედ კახი კალაძის მხარეს. 

ჩემი მიზანი იცით რაც არის, 64-ვე მუნიციპალიტეტში გვინდა, მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში – ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება გვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სოციალურ ქსელში შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მიერ გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.

მისი თქმით, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ „ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი“.

„ჩვენ ვსაუბრობდით სერიოზულ საფრთხეებზე, რაც ზოგადად, ამ თემებთან [ერთსქესიანთა ქორწინება] არის დაკავშირებული. ძალიან აქტიურად წარმოებს პროპაგანდა ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის ევროპაში, ამერიკის კონტინენტზე და მსოფლიოს სხვადასხვა სივრცეში. ეს ყველაფერი პირდაპირ სტატისტიკაზე აისახება, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ადამიანის პიროვნულ იდენტობა. ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება. შვედეთის პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება გვახსენებს იმას, თუ რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ „ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი“, რომელსაც, მაქსიმალურად დავიცავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გუშინ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

„დღეს საგერსკაში უკრაინელი LGBTQI ვეტერანები მივიღე. როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი ასევე იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.

დღეს, ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBTQI თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ყველაფრის შესრულებას.“- დაწერა მან.

გაეროში მოამზადეს მოხსენება იმის შესახებ, რომ გაეროს მოხსენებებს თითქმის არავინ კითხულობს

გაეროს მოხსენებაში, რომელიც ეფექტიანობის გაზრდისა და ხარჯების შემცირების გზებს ეძღვნება, ორგანიზაცია აღიარებს: მის მოხსენებებს ძალიან ცოტანი კითხულობენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, 2024 წელს გაეროს სისტემამ უზრუნველყო 27 ათასი სხდომის გამართვა 240 ორგანოს მონაწილეობით, ხოლო მდივანმა 1100 მოხსენება მოამზადა, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე 1990 წელს.

„შეხვედრებისა და მოხსენებების უზარმაზარ რაოდენობას სისტემა და ყველა ჩვენგანი ზღვარზე მივყავართ. ამ მოხსენებების დიდ ნაწილს არავინ კითხულობს. ყოველ მეხუთე დოკუმენტს ათასზე ნაკლები ჩამოტვირთვა აქვს. და ჩამოტვირთვა აუცილებლად არ ნიშნავს წაკითხვას“, – განაცხადა გუტერეშმა.

გუტერეშმა კოლეგებს ნაკლები სხდომის ჩატარება და ნაკლები მოხსენების მომზადება შესთავაზა.

„ლელო” თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის” წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა – უცნაურია, რომ ALDE-სგან არაფერი ისმის: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან, მათ რიგებში ასეთი ადამიანების ყოფნა? – შალვა პაპუაშვილი

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური და პოლიტიკური თაღლითობა სრულად მხილებულია

– უცნაურია, რომ ოთხი დღეა, არაფერი ისმის ALDE-სგან, რომელიც სხვა დროს მყისიერად ეხმაურება ხაზარაძის საკითხებს, არადა კითხვა მარტივია: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან, მათ რიგებში ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც მსჯავრდებულები არიან თაღლითობისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე” წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ლელო” თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის” წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა”.

„უკვე მეოთხე დღეა, რაც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დაადასტურა ის, რაც მანამდე პარიზის არბიტრაჟმა და ქართულმა მართლმსაჯულებამ თქვა – ხაზარაძე და ჯაფარიძე, თაღლითური სარჩელებით, ცდილობდნენ, ხალხის ჯიბიდან, 1,5 მილიარდი დოლარის (საქართველოს ბიუჯეტის 15%) ამოცლას.

მანამდე, ასევე სასამართლო გზით, დადასტურდა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მეანაბრეების მიერ მათი ბანკისთვის მიბარებული 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს.

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური და პოლიტიკური თაღლითობა სრულად მხილებული და, შიდა და საერთაშორისო დონეზე, დადასტურებულია. დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ, ვითომ დაზარალებულის მანტიით პარტია „ლელოს” დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო.

უცნაურია, რომ ოთხი დღეა, არაფერი ისმის ALDE-სგან (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის), რომელიც სხვა დროს მყისიერად ეხმაურება ხაზარაძის საკითხებს. არადა კითხვა მარტივია: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან (რომელიც ALDE-ს ისედაც მორყეული აქვს), მათ რიგებში, ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც მსჯავრდებულები არიან თაღლითობისთვის და რომელთა თაღლითური სარჩელები, რომლის მიზანიც ქვეყნის ბიუჯეტის 15%-ის მითვისება იყო, საერთაშორისო სასამართლოებმაც ამხილეს.

ცალკე საკითხია ამ პარტიის ტოპტვინი წევრები და მხარდამჭერები, რომლებსაც ან ტოპტვინობა არ ჰყოფნით, რომ მიხვდნენ, რამდენად პრიმიტიული თაღლითური სქემის მონაწილეები არიან, ან ხვდებიან, მაგრამ, „დიდი კომბინატორის” მაგალითზე, ტოპთაღლითობას ეწაფებიან.

ფაქტია, „ლელო” თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის” წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა”,- წერს პაპუაშვილი.

უკრაინაში პარლამენტის წევრი და რამდენიმე მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში ანტიკორუფციულმა სააგენტოებმა ქრთამის აღების მასშტაბური სქემა გამოავლინეს, რომელიც დრონებისა და ბრძოლის რადიოელექტრონული საშუალებების შესყიდვებისას გამოიყენებოდა. დაკავებულია რადის დეპუტატი ალექსეი კუზნეცოვი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი.

მომხდარს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქვეყანაში კორუფციის მიმართა „ნულოვანი ტოლერანტობა“ იქნება.

„უკრაინის პარლამენტის წევრი, ოლქებისა და ქალაქების ხელმძღვანელები და ეროვნული გვარდიის რამდენიმე წევრი ქრთამის აღებაში არიან მხილებულები. მადლობას ვუხდი ანტიკორუფციულ სააგენტოებს მათი მუშაობისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოების დამოუკიდებლობა ხუთშაბათს, საპროტესტო აქციების შემდეგ აღდგა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს

4 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე იმსჯელებენ და დაამტკიცებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასკვნითი სხდომა საქართველოს პარლამენტში 11:00 საათზე გაიმართება.

“4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველ ნახევარში გაფრთხილდით – მოსალოდნელია ტრავმები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. დღის მეორე ნახევარში კი ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება გელით. ამ დღეს ნებისმიერ საქმეს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. შეგიძლიათ მეგობრების და ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმის დაწყებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან წარმატებული შენაძენი. შეგიძლიათ, ერთგული მეგობრების და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. ქალებს ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება ელით. მამაკაცებს ვურჩევთ, ხმაურიან წვეულებებს და სპირტიან სასმელებს ერიდონ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ან წარუმატებელი შენაძენი. მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს და სპირტიან სასმელებს.

კირჩხიბი

შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ ყველა საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. შეგიძლიათ, ძველი მეგობრების და ერთგული პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გამორიცხული არ არის მოულოდნელი რომანტიკული თავგადასავალი.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ახალი ნაცნობობა და სასიყვარულო თავგადასავალი გელით. პროფესიულ საქმიანობაში ნებისმიერ საქმეს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ბრწყინვალე ორგანიზატორული მონაცემები თანამოაზრეების შემოკრებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პრობლემები გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი. გამორიცხული არ არის პრობლემები გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგან ცნობა ან თხოვნა მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა. საქმეში შეგიძლიათ, ერთგული მეგობრების ან პარტნიორების რჩევებს დაეყრდნოთ.

სასწორი

კრიტიკული დღეა, რომელიც თქვენს საქმეებზე და გეგმებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ – გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა წვრილმანი უნდა გაითვალისწინოთ.

მორიელი

ამ დღეს ბევრი მორიელი კაცის მოქმედება არაპროგნოზირებადი იქნება, რადგან კომპრომისის მიღება უჭირთ. შეგიძლიათ, ადამიანები საკუთარი სურვილის მიხედვით მართოთ, ამიტომ მათი თავმოყვარეობის და ღირსების რეალურად შეფასება გიჭირთ. ამის გამო ოჯახშიც კი მოსალოდნელია კონფლიქტი. დღის მეორე ნახევარი მთლიანად საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას უნდა დაუთმოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკი, ამიტომ ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ხმაურიან წვეულებებს. კარგი იქნება, თუ საღამოს სუფთა ჰაერზე, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ. სიმშვიდე და დასვენება ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

თხის რქა

ამ დღეს ურთიერთობებში სირთულეები და საყოფაცხოვრებო პრობლემები ახლავს. გამოცდას, რომელსაც ბედი გიმზადებთ, ახლობელი ადამიანის დახმარებით ადვილად გაუმკლავდებით. თავი შეიკავეთ კომერციულ საქმეებში აქტიურობისგან.

მერწყული

დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. მოულოდნელი ცნობა გაიძულებთ, საკუთარ მოქმედებს გადახედოთ და პრიორიტეტები შეცვალოთ. გამორიცხული არ არის პარტნიორთან კონფლიქტი. ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს დადებული გარიგებები შემოსავლიანი იქნება.

თევზები

მოსალოდნელია ცნობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. გამორიცხული არ არის მძიმე არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რომელიც, სავარაუდოდ, არასწორი იქნება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ, დამშვიდდეთ და ყველა მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. შეცდომებს მხოლოდ ამ შემთხვევაში აიცილებთ.

 ,,პუტინი ამჟამად მზად არ არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის”- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ამჟამად მზად არ არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ.

„მას ჯერ კიდევ მაქსიმალისტური და იმპერიალისტური ამბიციები აქვს. ბრძოლა, რომელსაც უკრაინა აწარმოებს ბრიტანეთის, ევროპისა და აშშ-ის მხარდაჭერით, ნამდვილად რთულია. ვფიქრობ, რომ ერთი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები გაგრძელდება. საკითხავია, რამდენად სერიოზულად აღიქვამს რუსეთი ამ მოლაპარაკებებს“,  – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა.

ამასთან, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღფრთოვანებას გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ – მათი სიმამაცისა და გამძლეობისთვის.

2-დღიანი პაუზის შემდეგ, მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატები, 2-დღიანი პაუზის შემდეგ, განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება.

“გუშინ სამთავრობო არხებმა გაავრცელეს დამახინჯებული ინფორმაცია, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის საიჯარო ურთიერთობის შესახებ, რაც მორიგ პროპაგანდისტულ თავდასხმას წარმოადგენს, ერთის მხრივ მამუკა ხაზარაძის ოჯახის და მეორეს მხრივ გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რასაც ბოლო პერიოდში არაერთხელ ჰქონია ადგილი. გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება (N221439682 / 21.10.2022 წ.).

გერმანიის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სხვაგვარი, ანუ არადოკუმენტირებული თანამშრომლობა შეუძლებელია!” – ნათქვამია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ “კურიერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბინას “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. ირკვევა, რომ ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 300 კვადრატული, სადაც გერმანელი დიპლომატი ცხოვრობს, სწორედ ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა. ამ დრომდე უცნობი იყო, გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდიდა თუ არა ხაზარაძის ოჯახი საშემოსავლო გადასახადს.

“კურიერმა” ინფორმაციის დაზუსტება სცადა ირინა ხაზარაძესთან, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ასევე, “კურიერმა” წერილი მისწერა გერმანიის საელჩოს, თუმცა დიპლომატიური უწყებაც ამ დრომდე დუმს.

საჯარო რეესტრში გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022 წლამდე ძველ თბილისში მდებარე დაახლოებით 300 კვ.მეტრის ფართობის სახლი იყო მამუკა ხაზარაძის საკუთრება, თუმცა 3 წლის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ის მეუღლეს, ირინა ხაზარაძეს გადაუფორმა.