Home Blog Page 6

თბილისის მერი მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, მშენებლობადასრულებული კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მისაღებად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს

თბილისის მერი მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, განხილვის პროცესში მყოფი მშებლობადასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.

როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც 10 000-მდე ოჯახს ეხება.

„როგორც მოგეხსენებათ სამშენებლო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის, მათ შორის არის ქალაქში მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადასტურება.

ამ კუთხით წლების განმავლობაში არსებობდა კონკრეტული გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა არქიტექტურული დარღვევის გამო მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პრობლემას. აღნიშნული პრობლემის გამო, ათასობით ოჯახს, კეთილსინდისიერ მესაკუთრეებს ექმნებოდათ სირთულეები, ცხოვრობდნენ უმძიმეს პირპობებში, რადგან მათი საცხოვრებელი კორპუსი არ იყო დასრულებული. ვინაიდან მათ საკუთრებას არ ჰქონდა დასრულებულის სტატუსი, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ვერ იქმნებოდა ბინამეთსაკუთრეთა ამხანაგობები და მესაკუთრეები ვერ სარგებლობდნენ მუნიციპალური პროგრამების სიკეთეებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა მსგავსი სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი, პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და 2023 წლის 27 ივლისამდე ხდებოდა განაცხადების მიღება მსგავსი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.

მერის ინფორმაციით, აღნიშნული წესის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული საექსპერტო ბიუროების დასკვნებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია 910 დასრულებული შენობა, 30 000-მდე ოჯახმა (მესაკუთრემ) მიიღო უფლებრივად უნაკლო ქონება და შესაძლებლობა ისარგებლონ ბისათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებით და სხვა მუნიციპალური სერვისებით.

„ასევე, დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად, განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც ეხება 10 000-მდე ოჯახს (მესაკუთრეს). ვინაიდან, აღნიშნულ კორპუსების მცხოვრებლების მხრიდან შემოვიდა არაერთი თხოვნა, მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, პროცესის დაჩქარებისა და აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების დროულად ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, ადგილზე ობიექტის შეფასების, კანონდებლობით წარმოსადგენი დოკუმენტაციიის მომზადების ხელშეწყობისა და დამატებითი კონსულტაციების კუთხით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა გაამკაცრა კანონმდებლობა შენობების ესპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, რათა გაზრდილიყო ერთი მხრივ, მშენებლობის ხარისხი და მეორე მხრივ, დაინტერესება და მოტივაცია ნებართვის მფლობელი სამშენებლო კომპანიების/დაინტერესებული პირების, დროულად მოახდინონ მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაზე მომართვა და სანებართვო პიროებების შესრულების დადასტურება.

„ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგები, გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ასევე ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი. 2018 წლიდან დღემდე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და სანებართვო პირობების დაცვით აშენებული 7 000-მდე შენობა მიიღო ექსპლუატაციაში“, -აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მესაკუთრეების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, გაამკაცროს მონიტორინგი და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა იმ შემთხვევებზე, როდესაც მშენებელობა დასრულებულია და არ ხდება დამკვეთის/კომპანიის მხრიდან ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება შენობების ექსპლუატაციაში მისაღებად.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ხელვაჩაურში მამაკაცი დაჭრეს – ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

ხელვაჩაურში მამაკაცი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა მომხდართან დაკავშირებით ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ა.პ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – 2004 წელს დაბადებულ ბ.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ბ.ფ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს – Financial Times

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი სანქციები რუსეთზე ზეწოლის გაზრდის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას 8 აგვისტომდე არ დათანხმდება.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ახალი სანქციების დაწესების საკითხი ოთხშაბათს მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტის შედეგებზეა დამოკიდებული.

„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგებით დაბრუნდება უიტკოფი. თუ ის ყოველგვარი შედეგის გარეშე დაბრუნდება, მაშინ ტრამპი გაბრაზდება“, – აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტომდე უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ დონალდ ტრამპი „მტკივნეულ სანქციებს“ დააწესებს.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ პუტინი ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ მტკივნეული სანქციები იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო

ანტიკორუფციული ბიურო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ სსიპ – ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს.

მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირს ეკისრება კანონით დადგენილი ვალდებულება, დეკლარაციაში სრულად და სწორად ასახოს პირის და პირის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ქონება და ყველა ტიპის გარიგება.

ბიუროს მიერ მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან.

მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს.

ამასთანავე, ბიურო აგრძელებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს, რაც გულისხმობს შემოწირულებების კანონიერების შეფასებას.

ამ კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით”,- აღნიშნულია განცხადებაში.

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თუ თავს სიზარმაცის და მოდუნების უფლებას მისცემთ, ფინანსურ სირთულეებს ვერ აიცილებთ. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან ხანგრძლივი და საიმედო იყოს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.

კურო

შეიძლება ვიღაცამ ძველი, დავიწყებული ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. აჩქარებამ და დაუფიქრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დიდი პრობლემა შეგიქმნათ. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა უმთავრესია, ამიტომ ეცადეთ,მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღ საკვებზე გადახვიდეთ.

ტყუპები

ფრთხილად იყავით, რომ თავი არ მოიტყუოთ. იზრდება მოწამვლის რისკი. მოერიდეთ ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და რაც მთავარია, ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

კირჩხიბი

დილიდან ცვალებად განწყობაზე ხართ და ყველაფერი გაღიზიანებთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. მოერიდეთ სხვა ადამიანების კრიტიკას თუ არ გინდათ, რომ სრულიად მარტო დარჩეთ. ვარსკვლავები გახსენებენ, რომ დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი რთული საქმის დაწყებისთვის – გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარია, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხები დილას მოაგვაროთ. სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის დროს სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება და უამრავ სასიამოვნო ემოციას გაჩუქებთ.

ქალწული

ეს დღე სასიყვარულო გამოცდილებას და იმედგაცრუებას მოგიტანთ. შესაძლოა, საღამოს ყველა ოჯახური საქმის საკუთარ თავზე აღება და ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას და დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

სასწორი

ეს დღე ხელს კოლეგებთან და ნათესავებთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის განგაწყობთ. ხელსაყრელი დროა ბინაში რემონტისა და ცვლილებებისთვის. ამ დღეს ელექტრომოწყობილობებთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ.

მორიელი

დილას შეიძლება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, თუმცა საღამომდე ვითარება შეიცვლება. სავარაუდოდ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. სამსახურში ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მოერიდეთ არაჯანსაღ და ზედმეტად კალორიულ საკვებს.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ამ დღეს ყველანაირი ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ და თუ აუცილებელი არაა, სახლში დარჩეთ. მშვიდობის დამყარების დროა, ამიტომ ეცადეთ, გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ. ბევრი მშვილდოსანი საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს.

თხის რქა

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. ფრთხილად იყავით, რომ გრძნობებმა კარიერულ წინსვლაში ხელი არ შეგიშალოთ. ნუ აჩქარდებით – რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა.

მერწყული

ამ დღეს ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება. დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდება. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება და უამრავ სასიამოვნო ემოციას გაჩუქებთ.

თევზები

დროა, მუშაობაში პაუზა გააკეთოთ და საკუთარი თავი მთლიანად გრძნობებს დაუთმოთ. ერთი შეხედვით უსიამოვნო საუბრისგან თავის დაძვრენას ნუ ეცდებით – ის სასარგებლო იქნება და თქვენს მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

როგორი ამინდი იქნება 6 აგვისტოს საქართველოში

6 აგვისტოს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა ისევ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურას რუსთავში – +39 გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო მინიმალურს – +22 გუდაურში.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +28 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +30 – მზიანი

ზუგდიდი +31 – უმეტესად მზიანი

ფოთი +29 – უმეტესად მზიანი

ბათუმი +28 – წვიმა

ოზურგეთი +29 – უმეტესად ღრუბლიანი

ქუთაისი +33 – უმეტესად მზიანი

ამბროლაური +34 – მზიანი

ახალციხე +34 – უმეტესად მზიანი

ბორჯომი +32 – უმეტესად მზიანი

ბაკურიანი +29 – მზიანი

გორი +37 – მზიანი

ცხინვალი +34 – მზიანი

სტეფანწმინდა +26 – უმეტესად მზიანი

გუდაური +22 – მზიანი

თელავი +34 – მზიანი

რუსთავი +39 – უმეტესად მზიანი

თბილისი +37 – მზიანი

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კორუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან -ვატო შაქარიშვილი

„გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კორუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს კუთვნილი სახლი მიქირავებული, რომელიც მისივე პარტიის კამპანიაში უშუალოდ მონაწილეობს და ღიად მტრობს ჩვენს ქვეყანას, გაირკვა, რომ ხაზარაძე წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს ქონების გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან“, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ხაზარაძე სახლის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს არ ბეგრავდა და რთული წარმოსადგენი არ არის დიდ ფინანსურ ოპერაციებს როგორი მაქინაციებით ატარებდა.

„მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძე საკუთარ დანაშაულებზე პასუხისგების თავიდან ასარიდებლად და გარკვეული იმუნიტეტის მოსაპოვებლად პოლიტიკაში შემოვიდა, მისი ნაბიჯების, მის მიერ შექმნილი გუნდის და მისი გონებრივი შესაძლებლობის შემყურე, ბევრს გაუჩნდა კითხვა – როგორ მოახერხა მან ასეულობით მილიონის შოვნა. გუშინდელი იძულებითი აღიარებით კიდევ ერთხელ გაეცა ამ კითხვას პასუხი – თაღლითობით და მოპარვით!

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კორუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს კუთვნილი სახლი მიქირავებული, რომელიც მისივე პარტიის კამპანიაში უშუალოდ მონაწილეობს და ღიად მტრობს ჩვენს ქვეყანას, გაირკვა, რომ ხაზარაძე წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს ქონების გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლებიდან. უამრავი ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას, ბანკის და პარტნიორების თაღლითურად გაძარცვას, ციხეებში ნაწამებ ადამიანებთან სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებას და შემდგომში მათი ბიზნესისა და ქონების მიტაცებას, გადასახადების დამალვაც დაემატა!

სახლის იჯარიდან მიღებულ შემოსავალს არ ბეგრავდა და რთული წარმოსადგენი არ არის დიდ ფინანსურ ოპერაციებს როგორი მაქინაციებით ატარებდა… P.S. ასეთი CV-ით და გაწყვეტილი შუბლის ძარღვით გახდა აგენტი და სხვისი ბრძანებით მტრობს ჩვენს ქვეყანას…“, – წერს შაქარიშვილი.

რუსეთი განიხილავს უკრაინასთან საჰაერო ზავის შესაძლებლობას, როგორც ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას – Bloomberg

რუსეთი განიხილავს უკრაინასთან ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, დრონებითა და რაკეტებით იერიშების შეწყვეტას, როგორც „ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას“, თუმცა ომი გაგრძელდება, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც „ბლუმბერგი“ რუს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამ ნაბიჯის მიზანია, რუსეთმა შეამსუბუქოს ზეწოლა აშშ-ის შესაძლო სანქციებისგან, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის, 8 აგვისტოს შემდეგ არის მოსალოდნელი.

„ერთ-ერთი შესაძლო წინადადება შეიძლება, იყოს საჰაერო დარტყმების შეჩერება, როგორც დეესკალაციის ჟესტი იმ პირობით, რომ უკრაინაც ხელს მოაწერს შეთანხმებას“, – წერს „ბლუმბერგი“.

ამასთან, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა და რუსეთი კვლავ არ თანხმდება სრულ ცეცხლის შეწყვეტას.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს იწურება იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაუწესა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთს ახალ სანქციებს, ხოლო მოსკოვის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ხუთმა უკრაინელმა შიმშილობა დაიწყო

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილმა უკრაინის 5-მა მოქალაქემ „ქართველი მესაზღვრეების ქმედებების გამო“ უვადო შიმშილობა გამოაცხადა,- ამის შესახებ ერთ-ერთმა მოშიმშილემ, სერგეი ლარკომ გამოცემასთან “ეხო კავკაზა” საუბარში განაცხადა.

ლარკოს თქმით, აქციის მონაწილეები აპირებენ გადასცენ ქართველ მესაზღვრეებს შიმშილობის დაწყების ოფიციალური განცხადება.

“მე, ლარკო სერგეი ალექსის ძე, ქართველი მესაზღვრეების უკანონო ქმედებებისა და ჩემი უფლებების დარღვევაზე პროტესტის ნიშნად ვაცხადებ უვადო შიმშილობას”. – წერია ლარკოს პირად განცხადებაში.

უკრაინის მოქალაქის თქმით, 2025 წლის 21 ივნისს მას რუსეთიდან დეპორტაცია გაუკეთეს. ლარკოს მტკიცებით, საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას პასპორტი ჩამოართვეს და უკანონოდ  ბიომეტრიული მონაცემები ჩამოართვეს.

“მე მომათავსეს არაადამიანურ პირობებში გამშვებ პუნქტ დარიალის სარდაფში, სადაც 97 ადამიანი ცხოვრობს, ზოგ მათგანს აივ ინფექცია და ტუბერკულიოზი აქვს. უარი მითხრეს საქართველოში შემოსვლაზე, თავშესაფრის მიღებაზე, იურიდიულ დახმარებაზე და დაკავების გასაჩივრებაზე”. – ამბობს ლარკო.

მოშიმშილეები უკრაინის კონსულთან შეხვედრას, მათი დაკავების მიზეზების განმარტებას, საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლებას და სამედიცინო გამოკვლევებს ითხოვენ.

კრემლი რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ უშვებს პატიმრებს, რომლებიც თავდაპირველად გასამართლებული იყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც შემდგომში რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა. შემთხვევების უმეტეს ნაწილში ისინი სასჯელს რუსულ პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ, სადაც ისინი რუსებმა იძულებით გადაიყვანეს.

ქართული მხარის განცხადებით, საზღვარზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების უმეტესობა მძიმე მუხლებით არიან გასამართლებულები და საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელი საბუთები არ გააჩნიათ.

პუტინი, სავარაუდოდ, არ დაემორჩილება ტრამპის სანქციების ულტიმატუმს – ის ინარჩუნებს უკრაინის ოთხი რეგიონის მთლიანად დაპყრობის მიზანს – Reuters

JPG resized with https://ezgif.com/resize

კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, არ დაემორჩილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სანქციების ულტიმატუმს, რომლის ვადაც ამ პარასკევს იწურება, და ის ინარჩუნებს უკრაინის ოთხი რეგიონის მთლიანად დაპყრობის მიზანს.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, ხოლო იმ ქვეყნებს, რომლებიც მის ნავთობს ყიდულობენ – რომელთაგანაც უმსხვილესები ჩინეთი და ინდოეთი არიან – 100%-იან ტარიფებს, თუ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომის შეწყვეტას არ დათანხმდება.

სამი წყაროს ცნობით, პუტინის გადაწყვეტილება, რომ წინსვლა გააგრძელოს, ეფუძნება მის რწმენას, რომ რუსეთი იმარჯვებს და სკეპტიციზმს იმის თაობაზე, რომ აშშ-ის კიდევ ერთ სანქციებს დიდი გავლენა ექნება.

ორმა წყარომ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს არ სურს ტრამპის გაბრაზება და აცნობიერებს, რომ შესაძლოა ხელიდან უშვებდეს ვაშინგტონთან და დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსს, მაგრამ მისი სამხედრო მიზნები უფრო პრიორიტეტულია.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, პუტინის მიზანია სრულად დაიპყროს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონები, რომლებიც რუსეთმა საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადა, შემდეგ კი სამშვიდობო შეთანხმებაზე ისაუბროს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს 35%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ბრიუსელი ამერიკის ინფრასტრუქტურაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაპირებას არ შეასრულებს

Republican presidential candidate former President Donald Trump speaks at a Super Tuesday election night party Tuesday, March 5, 2024, at Mar-a-Lago in Palm Beach, Fla. (AP Photo/Evan Vucci) J

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს 35%-იან ტარიფს დაუწესებს, თუ ბრიუსელი ამერიკის ინფრასტრუქტურაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაპირებას არ შეასრულებს.

„მაშინ 35%-იან ტარიფებს გადაიხდიან“, – განუცხადა ტრამპმა სამშაბათს CNBC-ს, როდესაც ჰკითხეს, რას მოიმოქმედებდა, თუ ევროკავშირი აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების საკუთარ ნაწილს არ შეასრულებდა.

შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის ექსპორტიორების უმეტესობას ფიქსირებული, 15%-იანი ტარიფის გადახდა მოუწევს.

სანაცვლოდ, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ შეამცირებს ტარიფებს სხვადასხვა საქონელზე და ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილი სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, აშშ-ის ენერგომატარებლების შესყიდვებს 750 მილიარდი დოლარით გაზრდის.

„მათ თავიანთი ტარიფები შეამცირეს. მათ გადაიხადეს 600 მილიარდი დოლარი. ამის გამო, მე მათ ტარიფები 30%-დან 15%-მდე შევუმცირე. რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა და მკითხა: „როგორ შეიძლება ევროკავშირი ჩვენზე ნაკლებს იხდიდეს?“ მე ვუპასუხე, რომ მათ 600 მილიარდი დოლარი მომცეს. ეს საჩუქარია და, სხვათა შორის, არა სესხი. მათ მოგვცეს 600 მილიარდი დოლარი, რომელიც შეგვიძლია ჩავდოთ, სადაც მოგვესურვება. შემიძლია, ამ ფულით რაც მინდა, ის გავაკეთო“, – დასძინა მან.

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება

2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალაში დღეს შევიდა.

დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ ოთხი ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ოთხ ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება – ამომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება თუ აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. ასევე, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

საარჩევნო ადმინისტრაცია იხელმძღვანელებს კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვით და  საქმიანობას განახორციელებს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტებით. ამასთანავე, არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთონ, დააკვირდნენ და ობიექტურად და სამართლიანად შეაფასონ საარჩევნო პროცესი“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.