Home Blog Page 6

“ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო სია წარადგინა

“ერთიანობის” საარჩევნო სია ცნობილია – სიის სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაა, მეორე ადგილზე არის გიორგი ვაშაძე, სიის მესამე ნომერი სოფო ჯაფარიძეა, მეოთხე კობა ნაყოფია, ხოლო მეხუთე გია ჯაფარიძე.

თამარ კორძაიას განცხადებით – „ამ სიაში მყოფი 2/3 კანდიდატების არასოდეს არ ყოფილა საჯარო ტანამდებობებზე, ამტიომ ის დაკვეთა, რაც აქვს საზოგადოებას, რომ იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილები ადამიანები, რომლებიც არ ყოფილან ხელისუფლებაში, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული. ასევე, ჩვენს სიაში დაცულია გენდერული ბალანსი  და ამ თვალსაზრისიტაც ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების მოტხოვნებს ვპასუხობთ.“ – განაცხადა თამარ კორძაიამ

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით – “ეს სია შემუშავებულია და მასში ასახულია პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავასა და პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ხედვა, როგორი უნდა იყოს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” შეხედულება ხელისუფლებაზე და ზოგადად, პარლამენტზე, სიის ორ მესამედს შეადგენენ ადამიანები, რომლებიც ადრე არ იკავებდნენ მაღალ საჯარო თანამდებობებს და ამ მხრივ განახლება არის. ამ სიაში ასევე არის ბევრი ახალგაზრდა და ეს ასახავს თაობათა ცვლის იმ პროცესს, რომელიც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რიგებში მიმდინარეობს. სიაში, ასევე, ასახულია პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა და, ერთი სიტყვით, ეს არის გამარჯვების სია, რომელმაც საქართველოს მომავალი პერსპექტივები უნდა უზრუნველყოს”. – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

სია ასე გამოიყურება:

1. თინა ბიკუჩავა

2. გიორგი ვაშაძე

3. სოფო ჯაფარიძე

4. კობა ნაყოფია

5. გია ჯაფარიძე

6. პეტრე ცისკარიშვილი

7. გიგი წერეთელი

8. ირაკლი ხვადაგიანი

9. თამარ კორძაია

10. ირაკლი ფავლენიშვილი

11. კახაბერ ოქრიაშვილი

12. რამაზ ნიკოლეიშვილი

13. ეკა ხერხეულიძე

14. ლევან ხაბეიშვილი

15. ლაშა ბაქრაძე

16. ანა წითლიძე

17. ლევან ანთაძე

18. პაატა მანჯგალაძე

19. ლელა ჯეჯელავა

20. გუბაზ სანიკიძე

21. დიმიტრი ჩიქოვანი

22. გიორგი ჩალაძე

საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა  საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონის შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა.

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მათ შორის საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.

აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.  მათ შორის არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას. აქედან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაინტერესებული პირების მხრიდან აღნიშნული თემით მანიპულირება და საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მცდელობა.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა და თანაბარი სერვისების მიწოდება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სწორი ინფორმირება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მათ ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც საზღვარგარეთ  არჩევნებში მონაწილეობას შეეხება.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.

დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების და მათი მისამართების შესახებ განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.

მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები. არჩევნებში ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა ჩართული მხარის ვალია.

წინასაარჩევნო კამპანიას საზოგადოებას პირდაპირ უცხოელი აქტორები უტარებენ და არა პოლიტიკური ოპოზიცია -გურამ მაჭარაშვილი

წინასაარჩევნო კამპანიას საზოგადოებას პირდაპირ უცხოელი აქტორები უტარებენ და არა პოლიტიკური ოპოზიცია – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

„რეალურად ჩვენ გვიწევს მთლიანად სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ოპონირება უცხოურ ძალებთან და ეს ძალები აუცილებლად დამარცხდებიან.

მათი მხარდაჭერა და შავი ფულით დაფინანსება, გიგაურები იქნებიან, ლომჯარიები იქებიან თუ გვარამიები ნიშნავს იმას, რომ ისინი მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას და არატრადიციულ ცხოვრებას“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

რუსთაველის ფონდისა და მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NARD) 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსი

გამოცხადდა  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და  მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NARD) 2024 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების  საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზანია  მეცნიერების სფეროში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარება; ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად  სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ გამოქვეყნებულია ფონდის ვებგვერდზე

https://shorturl.at/0jKxC

ნიუ იორკის მერს, ერიკ ადამსს კორუფციის ბრალდება წაუყენეს

„ბიბისის“ ცნობით, ნიუ იორკის მერს, ერიკ ადამსს კორუფციის ბრალდება წაუყენეს. ეს პირველი შემთხვევაა ქალაქის ისტორიაში, როდესაც მოქმედი მერი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული.

ოფიციალურად ბრალდება ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ნიუ იორკის ფედერალური პროკურატურა უკვე ერთი წელია, იძიებს მერის რამდენიმე ახლო მრჩევლისა და თანაშემწის საქმეს, მათ შორისაა უსაფრთხოების საკითხებში მერის მოადგილეც. ცოტა ხნის წინ კი თანამდებობიდან გადადგნენ ქალაქის პოლიციის უფროსი და სკოლების მმართველი.

მედიის ცნობით, 2023 წლის შემოდგომაზე ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტებმა ადამსი ერთ-ერთი საჯარო ღონისძიების შემდეგ გააჩერეს და სმარტფონი და პლანშეტი ჩამოართვეს.

მედია წერს, რომ პროკურატურა არკვევს ადამსის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროებს, როდესაც ის 2021 წელს ნიუ იორკის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს.

გამომძიებლები ცდილობენ, გაარკვიონ, შეუთანხმდა თუ არა ადამსის წინასაარჩევნო შტაბი თურქეთის მთავრობას არჩევნების წინ უცხოეთიდან უკანონო შემოწირულებების მისაღებად.

გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ ნიუ იორკის მერი ზეწოლას ახდენდა სახანძრო სამსახურზე, რათა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, დაემტკიცებინა თურქეთის ახალი საკონსულოს მშენებლობა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, გამოძიება მოიცავს არა მხოლოდ თურქეთს, არამედ ისრაელს, კატარს, ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და უზბეკეთს.

ადამსი, ნიუ იორკის ისტორიაში მეორე აფროამერიკელი მერია. წარსულში ადამსი იყო პოლიციის კაპიტანი. საარჩევნო კამპანიის დროს ის ნიუ იორკში დანაშაულის შემცირებისა და აშშ-ის უმსხვილესი ქალაქის მართვაში პროფესიონალების დასაქმების პირობად დებდა.

თავად ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ბრალდება მის წინააღმდეგ იქნება „სრულიად ცრუ“. მერმა მიანიშნა, რომ არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ნიუ იორკის მერის წინააღმდეგ ბრალდებები ოფიციალურად შესაძლოა, დღეს გამოქვეყნდეს.

დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებაში, „ქოცმა“ თუ გააყალბა, რასაც ვფიქრობ, გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის -ნადიმ ხმალაძე

„ქოცმა“ თუ გააყალბა და დაიწერა რაიმე ციფრი ხმების დაუთვლელად, რასაც ვფიქრობ, გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა, დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის რელსებზე, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს.

ნადიმ ხმალაძე აღნიშნულ პოსტზე გამოხმაურებისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც, მისივე განმარტებით, მზად არიან ბრძოლისთვის.

„1000 პროცენტით დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებაში. თუ გააყალბა ქოცმა და დაიწერა რაიმე ციფრი ხმების დაუთვლელად, რასაც ვფიქრობ, რომ გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა და დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის რელსებზე, ვაჩვენოთ ქართული წარმოშობის რუსებს ჩვენი ძალა, ქართული ღირსება და თავმოყვარეობა. დავიბრუნოთ საქართველო, რომელიც ვფიქრობ, წაგვართვა რამდენიმე ქვეყნის და სამშობლოს მოღალატემ, ფულის მონა და ხალხის ხარჯზე გამდიდრებულმა წინა საუკუნეებში ჩარჩენილმა ფეოდალის მსგავსმა არსებებმა.

დაალაიქეთ და დააკომენტარეთ იმ ხალხმა, ვინც ამისთვის ხართ მზად. წინასწარ მადლობა ყველას“, – წერს ნადიმ ხმალაძე.

https://www.facebook.com/N.D.khmala/posts/8272375669465164?ref=embed_post

თქვენ როგორც “მართმადიანი” და როგორც ამ ქვეყნის არა შვილი ირჩევთ ომს, მაგრამ ასე არ გამოვა, აღსრულება არ უწერია თქვენს არც ერთ მზაკვრულ გეგმას -ლევან ნიკოლეიშვილი 

გასკდა გულზე, სალომე ზურაბიშვილი, ეს რა ბანერი დაუმზადებია „ქართულ ოცნებას“, ეს რა უბედურებას გვთავაზობს აირჩიეთ ომი თუ მშვიდობაო?! სალომე ბოროტი ან ბოღმიანი (ვფიქრობ, ჩვენ ისტორიაში ასეთი სახელით უნდა შევიდეს!) ძალიან გაბრაზებულია, მშვიდობაც და სამების საკათედრო ტაძარიც ხომ „კგბ” ნარატივიაო, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ არა ევროპულია, ეს ხომ სამარცხვინოაო…, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-პოსტს „ქართული ოცნების“ ბანერებთან დაკავშირებით.

ნიკოლეიშვილი პრეზიდენტს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მის მზაკვრულ გეგმას აღსრულება არ უწერია და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მინიმუმ საქართველოდან გაძევება ემუქრება.

„გასკდა გულზე, სალომე ზურაბიშვილი, ეს რა ბანერი დაუმზადებია „ქართულ ოცნებას“, ეს რა უბედურებას გვთავაზობს აირჩიეთ ომი თუ მშვიდობაო?! სალომე ბოროტი ან ბოღმიანი (ვფიქრობ, ჩვენ ისტორიაში ასეთი სახელით უნდა შევიდეს!) ძალიან გაბრაზებულია, მშვიდობაც და სამების საკათედრო ტაძარიც ხომ „კგბ“ ნარატივიაო, ასე როგორ შეიძლება, ეს ხომ არა ევროპულია, ეს ხომ სამარცხვინოაო…

Excusez-moi Madame, თქვენ როგორც „მართმადიანი“ და როგორც ამ ქვეყნის არა შვილი ირჩევთ ომს, მაგრამ არ გამოვა, ასევე არ გამოვა და აღსრულება არ უწერია თქვენს არც ერთ მზაკვრულ გეგმას, თქვენ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კი მინიმუმ აქედან გაძევება გემუქრებათ, ილოცეთ, თუ რაიმე სახის ლოცვა იცით, რომ თქვენი აგენტურული საქმიანობა საქართველოში მხოლოდ ამით დასრულდეს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, აშშ-ი მომდევნო თვეებში უკრაინას თითქმის რვა მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

„დღეს მე ვაცხადებ უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების მკვეთრ გაზრდას და დამატებით ზომებს, რომლებიც უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარება“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

კერძოდ, ბაიდენმა დაავალა თავდაცვის სამინისტროს, სრულად გამოუყოს კიევს ის სახსრები, რომლებიც მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე იყო გაწერილი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.

ამასთან, ბაიდენის განკარგულებით, შეიარაღების შემცირების შესახებ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში, 5,5 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, რათა „ეს უფლებამოსილება უვადო იყოს, და ვაშინგტონმა შეძლოს, სრულად გამოიყენოს სახსრები, რომლებიც კონგრესმა გამოყო უკრაინის დასახმარებლად, აშშ-ის შეიარაღების შესამცირებლად და შემდგომ ამერიკის მარაგის შესავსებად.

„ასევე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 2,4 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, უპილოტო საავიაციო სისტემებით და „ჰაერი-მიწა“ კლასის საბრძოლო მასალით, ასევე გააძლიერებს უკრაინის სამხედრო სამრეწველო ბაზას და დაეხმარება უკრაინას ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის საჭიროებებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას გადაეცემა ფრთოსანი საავიაციო ბომბები (Joint Standoff Weapon), ხოლო საჰაერო თავდაცვითი პოტენციალის გასაზრდელად აშშ უკრიანას დამატებითი გადასცემს პეტრიოტის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს.

„უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით, მე დავავალე თავდაცვის სამინისტროს, შეაკეთოს და უკრაინას მიაწოდოს პერტოიტის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დამატებითი ბატარეა, ასევე მიაწოდოს უკრაინას დამატებით პეტრიოტის რაკეტები“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის, ასევე ფინანსთა დეპარტამენტმა და საიდუმლო სამსახურმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მიიღეს ზომები კრიპტოვალუტის გლობალური ქსელის გასანადგურებლად, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის სანქციებისგან თავის არიდებას და ფულის გათეთრებას.

ბაიდენმა ასევე დაავალა პენტაგონს, გააფართოოს უკრაინელი მფრინავების წვრთნა ეფ-16-ის ტიპის ავია გამანადგურებლების მართვაში. მომავალ წელს მომზადებას გაივლის კიდევ 18 უკრაინელი მფრინავი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოქტომბერში გერმანიაში „რამშტაინის ფორმატში“ ლიდერების სამიტი მოიწვია.

საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში -უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი

მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი. ღონისძიების მონაწილე უზბეკეთის ტურიზმისა და გარემოს დაცვის მინისტრი ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებულ პოლიტიკას აფასებს.

„27 სექტემბერი მნიშვნელოვანი დღეა ტურიზმისთვის. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის თაოსნობით ტარდება ეს ღონისძიება. ჩვენ უამრავ პროექტს ვახორციელებთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად. ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება მშვენიერია. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ასეთი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს ერთად კრებს, რაც თავისთავად გამოცდილებებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლის კარგი შესაძლებლობაა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, საოცარი ღონისძიების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა უზბეკეთის ტურიზმის მინისტრმა.

27 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ქართული ოცნების” დღის წესრიგი მიმართულია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისკენ -მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენი გუნდი იმ ადამიანებისგან შედგება, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ხელისუფლების პოლიტიკის გატარებაში, ახალ სახეებს ვხედავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიისთვის, რომ გუნდს ახალი ენერგია შესძინოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი მიმართულია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისკენ.

„დღის წესრიგი მიმართულია ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მეტი დაცვისკენ, სოციალური გარანტიებისკენ გაუმჯობესებისკენ და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობების შექმნისკენ. ეს ის დღის წესრიგია, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ეს ის ხალხია, ვინც ამ დღის წესრიგს განახორციელებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 ძიძიგურისა და მარგველაშვილის დამატება, არ მგონია, რაიმე ელექტორალურ ღირებულებას ატარებდეს, ეს პარტიები თვითონ უნდა წარმოადგენდნენ რამეს პოლიტიკურად -ჰერმან საბო

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პარტიები ვის დაიმატებენ ან მოიკლებენ, რადგან არანაირ იდეოლოგიურ ღირებულებას არ იმატებენ, რაღაც სახეების ერთობაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ „ლელოს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა, გარდა ამისა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სიის ერთ-ერთი წევრი ზვიად ძიძიგურია.

როგორც ჰერმან საბო აცხადებს, პარტიები ადამიანებს იმის მიხედვით იმატებენ, რამდენად ცნობს მათ ხალხი, და არა იმით, ეთანხმება თუ არა გიორგი მარგველაშვილი იდეოლოგიურად „ლელოს“ ან ზვიად ძიძიგური  – ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

„არანაირ იდეოლოგიურ ღირებულებას არ ამატებენ, უბრალოდ რაღაც სახეების ერთობაა. უმეტესობა, ვისაც იმატებენ, არის შერჩეული ერთადერთი კრიტერიუმით – რამდენად ცნობენ ადამიანები. და არა იმით, მარგველაშვილი იდეოლოგიურად ეთანხმება თუ არა „ლელოს“ ან ძიძიგური ყოფილ პრემიერს. არც ახალი სახეები არიან დიდად, თუმცა არა, სიმართლე უნდა ითქვას, ერთადერთ ახალ სახედ თუ ვინმე შეიძლება მოინათლოს, ალბათ ბატონი მარგველაშვილია. ის იმდენად უღიმღამო პრეზიდენტი იყო, რომ დიდად არავის ახსოვს, რომ პოლიტიკაში იყო ჩართული. არ მგონია, ძიძიგურის და მარგველაშვილის წინ წამოწევა და დამატება, რაიმე ელექტორალურ ღირებულებას ატარებდეს. ეს ხალხი თვითონ უნდა წარმოადგენდნენ რამეს პოლიტიკურად და თავისი ელექტორატი უნდა ჰყავდეთ, რომ ვინმეს რამე ხმები დაუმატონ. ვინმე ბებოს შეიძლება ნანახი ჰყავდეს ტელევიზორში და სიაში რომ დაინახავს, იტყვის, ნაცნობი ხალხია, მაგრამ ამის გამო ხმა როგორ უნდა მოიმატო, არ მესმის. ხმა შეიძლება, მოიმატო იმის ჩვენებით, თუ რა გინდა, როგორი უკეთესი საქართველო წარმოგიდგენია, რას შეცვლი, რით ხარ უკეთესი“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ქვეყნის შიგნიდან პარტნიორებს ეხვეწებიან, რაიმე დამაკნინებელი მოქმედებები იყოს, მათ შორის საუბარი იყო პრემიერის გამოსვლის, შეხვედრების ჩახსნაზე, თუმცა მხოლოდ მიწვევის გაუქმება მოახერხეს-მამუკა მდინარაძე

ქვეყნის შიგნიდან პარტნიორებს ეხვეწებიან, იქნებ რაიმე დამაკნინებელი მოქმედებები იყოს, მათ შორის ლაპარაკი იყო პრემიერის გამოსვლის და შეხვედრების ჩახსნაზე, თუმცა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძისთვის მიწვევა გააუქმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.

„ბაიდენის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, წინასწარვე გვქონდა ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, ამას არ ვასაჯაროებდით. ახლა თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ არა მხოლოდ ამაზე მიმდინარეობდა მუშაობა, არამედ, ქვეყნის შიგნიდან, პირდაპირი გაგებით, ეხვეწებიან, იქნებ დამაკნინებელი მოქმედებები იყოს პარტნიორების მხრიდან. მათ შორის, საუბარი იყო და ინფორმაცია არსებობდა იმის შესახებ, რომ შეშვება-არშეშვების საკითხზეც რაღაც დაბრკოლება მაინც ყოფილიყო, რათა შემდეგ ჟურნალისტებს აქ რაღაც ეთქვათ. მათ შორის ლაპარაკი იყო გამოსვლის ჩახსნაზეც და იმ შეხვედრების, რაც შედგა. ვერცერთი მოხერხდა და მოახერხეს ერთადერთი – ბაიდენის ადმინისტრაციამ ჯერ გაუგზავნა მოწვევა და შემდეგ გააუქმა. ან რას იწვევდნენ, ვინ ეხვეწებოდათ, ან შემდეგ რაღას აუქმებდნენ? დაპატიჟება-არდაპატიჟებისთვის რომ მაშველი რგოლი გადმოუგდონ ოპოზიციას, რათა შემდეგ ამით ისპეკულირონ და თქვან, აი, იზოლაციაში მყოფი საქართველო, პრემიერი, რაღაც უნიჭო თეატრალური წარმოდგენები დადგან?

არც მოწვევა უკვირს ვინმეს, არც არმოწვევა. სხვათა შორის, ზუსტად ვიცით, გაგრძელდება ეს, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები. დასანქცირებისა არ იყოს, რა შეიცვალა პირველ და მეორე დასანქცირებებს შორის? ახალი აქციები იყო და რომელიმე პოლიციელმა ვინმეს რამე დაუშავა? პოლიციელმა თუ რამე დააშავა, მერე გაიგეს? შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ის შეიცვალა, რომ მოახლოვდა არჩევნები. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ „ფორმულას“, „მთავარს“, „ტვ პირველს“ მზა პროდუქტი გექნებათ პიარისათვის, რათა ნეგატიური კამპანია აწარმოონ. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით რესურსი არა აქვთ, სოფლებშიც კი ვერ შედიან, ამომრჩეველს ვერ ელაპარაკებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.