Home Blog Page 54

,აშშ-ის საელჩოს ორგროშიანი სოცქსელური პოლიტიკური კამპანია ახალ ფსკერებს იპყრობს”- გია აბაშიძე

აშშ-ის საელჩოს ორგროშიანი სოცქსელური პოლიტიკური კამპანია ახალ ფსკერებს იპყრობს, რათა მეტმა დასცინოს ამ სამარცხვინო პროექტს, რომლითაც თავს იწონებენ ვაშინგტონში. ადგილი აქვს მორიგ ხეპრე „ლექციას“ – თურმე „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ.

მისივე თქმით, ამერიკის საელჩოში საქართველოს რეალობის, უახლესი ისტორიის ზედაპირულად მცოდნე თვითგამოცხადებული „მენტორები“ ბედავენ და მდაბიო სემინარული „ჰედლაინებით“ მოძღვრავენ თუ როგორ უნდა მოექცეს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულება სისტემურ ნაცკრიმინალებს.

„აშშ-ის საელჩოს ორგროშიანი სოცქსელური პოლიტიკური კამპანია ახალ ფსკერებს იპყრობს, რათა მეტმა დასცინოს ამ სამარცხვინო პროექტს, რომლითაც თავს იწონებენ ვაშინგტონში.

ადგილი აქვს მორიგ ხეპრე “ლექციას” – თურმე “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ” [სულ “არც ერთ” პარტიას, ეს ხომ „შეუძლებელია“ ევროპაში, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში?!].

ამერიკის საელჩოში საქართველოს რეალობის, უახლესი ისტორიის ზედაპირულად მცოდნე (shallow-minded) თვითგამოცხადებული „მენტორები“ ბედავენ და მდაბიო სემინარული „ჰედლაინებით“ გვმოძღვრავენ თუ როგორ უნდა მოექცეს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულება სისტემურ ნაცკრიმინალებს.

ასე ვიწრო დიაპაზონის ყეყეჩმა მცოდნეებმა, სასაცილო ამერიკელმა დიპლომატებმა თუ ანალიტიკოსებმა, ამგვარი სიბრიყვეებით მათ ფავორიტ უსამშობლო ნაცსექტას უდიდეს დათვურ სამსახურს უწევენ,“- წერს გია აბაშიძე.

,,დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, იქნება თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი”- პაველ ჰერჩინსკი 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები იქნება თავისუფალი, კონკურენტული და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება.

მისივე თქმით, დაელოდებიან ეუთო/ოდირის შეფასებას, იქნება თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი.

„გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე და ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აზრი, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას. შემდეგ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის საარჩევნო ძალადობის ყველაზე ცუდ სცენარს და არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. ეს ჩვენ გამოვცადეთ ბელარუსის შემთხვევაში და გულწრფელად იმედი მაქვს, რომ არასდროს გამოვცდით საქართველოს შემთხვევაში.

26 ოქტომბერს ქართველებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი აზრი. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ აქტივობა იქნება მაღალი, ხალხი წავა არჩევნებზე და მისცემს ხმას. დიახ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ისტორიული არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს მომავალს. საქართველოს მთავრობამ მოიწვია საერთაშორისო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ეს მისია უკვე ჩამოვიდა. მისია შედგება ეუთო-ს ყველა წევრი ქვეყნისგან, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ჩამოსული დამკვირვებლებისგან. ეს არის საერთაშორისო სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება საარჩევნო დაკვირვებას. დაველოდებით ეუთო/ოდირის საარჩევნო მისიის შეფასებას და ისინი გვეტყვიან, რას უნდა ველოდოთ: იქნება თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

,,იმედი მაქვს, ქართველები კარგად დააკვირდებიან, ვის მისცემენ ხმას ”- რობინ დანიგანი

საარჩევნო კამპანიის დროს ბევრს საუბრობენ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკოს კანდიდატებზე, მაგრამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამომრჩეველი, რომელსაც უფლება აქვს იცოდეს, თუ რას წარმოადგენენ ის პარტიები, რომლებსაც აძლევენ ხმას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ავამოქმედოთ ე.წ საარჩევნო კომპასი 24. მინდა ვთქვა, ცოტა რამ, თუ როგორ იმოქმედებს ეს ხელსაწყო. საარჩევნო კამპანიის სეზონის დროს ძალიან ბევრს საუბრობენ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკოს კანდიდატებზე, მაგრამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამომრჩეველი. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რას წარმოადგენენ ის პარტიები, რომლებსაც აძლევენ ხმას“, – განაცხადა ელჩმა.

რობინ დანიგანი იმედოვნებს, რომ „ამომრჩევლები კარგად დააკვირდებიან, ვის მისცემენ ხმას“.

„ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ გერმანიასთან და ევროკავშირთან ამ პროექტზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ ქართველი ამომრჩევლები გავიდნენ, ხმა მისცენ, იცოდნენ, რომ მათი ხმა საიდუმლოა; იციან, რომ არჩევნები სამართლიანია და პარტიები, რომლებსაც აძლევენ ხმას, წარმოადგენენ იმას, რაც მათ, ქართველ ამომრჩეველს სურს. იმედი მაქვს, ქართველები კარგად დააკვირდებიან, ვის მისცემენ ხმას და დარწმუნდებიან, რომ ხმის მიცემით, თანამდებობაზე იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის” ღონისძიება – „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები – გამოწვევები და ტენდენციები” ჩატარდა

BMG-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის” ორგანიზებითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ღონისძიება – „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები – გამოწვევები და ტენდენციები” ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, თიბისი კაპიტალის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა – ირინა კვახაძემ, საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ, კვლევა წარადგინა.

კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა სტაბილურია. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა წლიურად 2%-ით იკლო. ამ პერიოდში 25 102 ბინა გაიყიდა. მთაწმინდის გარდა, თბილისის ყველა უბანში ყველაზე დიდი მოთხოვნა 50-75 კვ.მ ფართობის ბინებზეა.

რაც შეეხება ბათუმს, 2024 წლის პირველ 8 თვეში აქ ტრანზაქციები წლიურად 14%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მაღალი საბაზისო ეფექტით და მოთხოვნის ნორმალიზებითაა გამოწვეული. აღნიშნულ პერიოდში, ბათუმში 9117 ბინა გაიყიდა. პირველ ზოლში – 35 კვ.მ-მდე ფართობის ბინების, ცენტრში და გარეუბნებში კი 50-75 კვ.მ ფართობის აპარტამენტების გაყიდვები ჭარბობს. ბათუმის პროექტებში ბინები ძირითადად საინვესტიციო მიზნითაა შეძენილი, რასაც უცხოელი მყიდველების მაღალი წილიც ადასტურებს.

2024 წლის პირველ 7 თვეში საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში წლიურად 4%-ითაა გაზრდილი და ფასმა 1201$ შეადგინა. ბათუმში კი ფასი 6%-ითაა წლიურად გაზრდილი და 1184$ შეადგინა. მომდევნო თვეებში თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების ფასებში  მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა მოსალოდნელი.

თბილისში უძრავი ქონება კვლავ რჩება მაღალი ამონაგების მქონე საინვესტიციო აქტივად. 2024 წლის აგვისტოში ამონაგებმა  გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს 1.4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა და 9.8% შეადგინა.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება ისევ მაღალ დონეზეა, თუმცა 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში გაცემული ნებართვები წლიურად 7%-ით შემცირდა. წელს 891 000 ფართობზე გაიცა მშენებლობის უფლება, საიდანაც ყველაზე დიდი წილი – 28% დიდ დიღომზე, ყველაზე პატარა წილი – 14% კი ისანზე მოდის.

კვლევას გაეცანით ბმულზე.

 ,, მოდით, დავუბრუნოთ საქართველო ევროკავრის გზა”- პაველ ჰერჩინსკი

x

მოვუწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, მომავალი არჩევნები აბსოლუტურად გადამწყვეტი იქნება თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.

„დღეს ჩვენ ვმონაწილეობთ ე.წ. საარჩევნო კომპასის ამოქმედებაში. ეს არის მიუკერძოებელი ვებინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია რამდენიმე ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რათა დაეხმაროს ქართველ ამომრჩევლებს, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, თუ რომელ პარტიას დაუჭერენ მხარს მომავალ არჩევნებში. ძალიან მიხარია, რომ ევროკავშირის სახით ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ პროექტს. ეს არის მიუკერძოებელი ვებინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, რას წარმოადგენს თითოეული პარტია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა. მომავალი არჩევნები აბსოლუტურად გადამწყვეტი იქნება თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. ეს თქვენი, ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერთ მხარს, მაგრამ ჩემი საქმეა, გითხრათ, გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მისცეთ ხმა. თქვენი ხმა ნამდვილად, ნამდვილად მნიშვნელოვანია. მოქმედება აბსოლუტურად აუცილებელია. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე აქტივობა ისტორიული იქნება და თქვენ ერთობლივად გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი არ არის საარჩევნო პროცესის ნაწილი.

„ჩვენ არ ვიყრით კენჭს არჩევისთვის ან ხელახალი არჩევისთვის. ესენი არიან ქართული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან. მათ მოუწევთ, გადაწყვეტა, არჩევნების შედეგების საფუძველზე, რა მთავრობა ჩამოყალიბდება. ჩემი მხრიდან, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელის საქართველოში, ნება მომეცით კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ქართველს წავიდნენ არჩევნებზე და მისცეს ხმა. ეს თქვენი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ეს ასევე თქვენი სამოქალაქო მოვალეობაა. გთხოვთ, წადით და მეცით ხმა. თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია. თქვენ გადაწყვეტთ, როგორი ქვეყანა იქნება საქართველო მომავალში. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ ევროკავშირი იმუშავებს საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან, რათა ხელახლა დაიწყოს საქართველოს გაწევრიანების პროცესი.

„27-მა ევროპელმა ლიდერმა ივნისში, რამდენიმე თვის წინ, გადაწყვიტა, შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, საპასუხოდ რამდენიმე რთულ და პრობლემურ მოვლენაზე, რაც აქ მოხდა. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ ერთად საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან, რათა ხელახლა დავიწყოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დრო დაიკარგა. გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, დავეწიოთ მათ. ყველაფერი დამოკიდებულია 26 ოქტომბრის ხმის მიცემაზე. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ქართველ მოქალაქეს, ვისაც აქვს ხმის მიცემის უფლება, გამოიყენოს თავისი უფლება და წავიდეს ხმის მისაცემად. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ჩვენი მხრიდან, ნათლად და მკაფიოდ გამოვხატეთ, ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის. ჩვენ გელოდებით. ნუ დავკარგავთ კიდევ ერთ წუთს. მოდით, დავუბრუნოთ საქართველო ევროკავრის გზას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ნავთობის მოპოვების მიზნით სოფელ ღრომში საძიებო სამუშაოები დაიწყო

რამდენიმე კვირაა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ღრომში ნავთობის საბადოს განვითარების მიზნით, გეოლოგიური-საძიებო სამუშაოები დაიწყო. როგორც რუსული  მედია “სპუტნიკი” წერს, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ეს ნაბიჯები რესპუბლიკის ეკონომიკის ახალ სექტორს შექმნის”.

“სპუტნიკის” ინფორმაციით, ნავთობის საძიებო სამუშაოების ამ მიზნით რეგიონში 200 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა შემიტანეს, მათ შორის თანამედროვე საბურღი მოწყობილობა. პროექტის ინვესტორი ალბერტ ჯუსოევია, სამუშაოებს “ირნეფტეგაზი” აწარმოებს. კომპანიაში 50 მდე პირია დასაქმებული. სპეციალისტები დასავლეთ ციმბირიდან ჩაიყვანეს.

2024 წლის აპრილში რუს ინვესტორებსა და საოკუპაციო რეჟიმის მთავრობას შორის ორ საინვესტიციო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. შეთანხმებები ეხებოდა ოკუპირებულ დაბა კვაისაში სასტუმროს მშენებლობას და ნავთობის საბადოების კვლევას.

აშშ ისრაელთან ერთად ირანზე თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებს

აშშ არ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ისრაელთან ერთად ირანზე საპასუხო თავდასხმაში. ინფორმაციას Financial Times-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისრაელისა და ამერიკის ჩინოვნიკები ირანის სამხედრო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო თავდასხმის საკითხს განიხილავენ. აშშ-ის წარმომადგენელმა თქმა, რომ ვაშინგტონი ამ დარტყმებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს“, – წერს გამოცემა.

ამასთან ერთად, გამოცემის მტკიცებით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიტანის საკითხს განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსგავსი თავდასხმის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

Financial Times-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადება მოჰყავს მაგალითად, რომლის თანახმადაც ამერიკა ეწინააღმდეგება ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სრულყოფილ ომში გადაიზრდება. მილერმა აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი თეირანის სარაკეტო თავდასხმის პასუხზე მსჯელობენ.

1 ოქტომბერს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმას დიდ შეცდომას უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეირანი ამისთვის საფასურს გადაიხდის.

,, შეიქმნება, რომლებიც სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე იქნებიან პასუხისმგებელნი”- ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე.

ამასთან, განმარტავენ, რომ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.

„ბრძანება პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. დაუშვებელია, სამართალდამცველის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ-ს საელჩო – დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში მორიგ „ქარდს“ აქვეყნებს.

აშშ-ს საელჩო ამჟამად წერს: „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და “ქარდებით” ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის “კრედიტ სუისთან” ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა ქარდი, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

თიბისი ლიზინგმა CDP-ისგან 10 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი მოიზიდა, რაც CDP-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოში

თიბისი ლიზინგმა წარმატებით მოიზიდა 10 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი Cassa Depositi e Prestiti- გან („CDP“), ორგანიზაციისგან, რომელიც წარმოადგენს იტალიის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს საერთაშორისო განვითარების მიმართულებით.

 ეს ისტორიული ტრანზაქცია CDP-ის პირველ ინვესტიციაა საქართველოში, რაც ახალი საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვით მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქვეყნის ფინანსურ სექტორში.

აღნიშნული მიზნად ისახავს ფინანსური ინკლუზიურობის გაძლიერებას და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ლიზინგის მიზანს, ქვეყანაში უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა („MSME“) მზარდი საჭიროებების შესაბამისი ფინანსური რესურსების შეთავაზება.

 ეს სტრატეგიული პარტნიორობა მხარდაჭერილია ევროპის მდგრადი განვითარების ფონდის  (“EFSD”) მიერ, რაც მნიშვნელოვანი ინიციატივაა MSME-ებისთვის დაფინანსების დეფიციტის შემცირების მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპულ სამეზობლოში.  პროგრამა ხელს უწყობს უთანასწორობის შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლის ზრდის წახალისებას მთელ რეგიონში.

მოხარულები ვართ, რომ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში სწორედ თიბისი ლიზინგმა მოიზიდა, რაც ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც თიბისი ლიზინგის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმართ. ეს პარტნიორობა პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მთავარ მიზანს, უზრუნველვყოთ ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების გზები საქართველოს MSME-ებისთვის, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის საყრდენის წარმოადგენენ. კაპიტალზე წვდომისა და ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობით, ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ადგილობრივი ბიზნესების ზრდას, არამედ ხელს ვუწყობთ ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ზრდის სტიმულირებას. CDP-ის თიბისი ლიზინგში ინვესტიციის განხორცილების გადაწყვეტილება ასახავს კომპანიის მყარი ფინანსური მაჩვენებლების, საოპერაციო სიმძლავრისა და სტრატეგიული ხედვისადმი ნდობას. ამასთან, ეს თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას სხვა ქართული კომპანიებისთვის, რომ მათაც შეძლონ CDP-ისგან დაფინანსების მოზიდვა, რაც გააძლიერებს ინვესტიციების ლანდშაფტს და ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში“, – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

 „ჩვენთვის დიდი პატივია, გამოვაცხადოთ CDP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში. ეს 10 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალზე წვდომას, რაც თავის მხრივ წაახალისებს  ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და გააძლიერებს ფინანსურ სტაბილურობას რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მეწარმეებს და განვავითაროთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური მდგრადობის ძირითადი განმაპირობებლები არიან. ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით, CDP მიზნად ისახავს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას, ფინანსური ინკლუზიის წახალისებას და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების სტიმულირებას“, – ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი – საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობა.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში,  ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

,,მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა”- პეტერ ფიშერი

ზურაბიშვილის ვიზიტი და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია გერმანიაში, სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ – გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია.

ვიზიტისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტი მიესალმა ქართულ ქარტიას, თუმცა ელჩს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია და ვერც გერმანიის პრეზიდენტის, ვალტერ შტაინმაიერის მსგავსი პოზიცია გაიხსენა.

„როგორც მახსოვს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით და რომ ევროკავშირის მიესალმება საქართველოს ევროინტეგრაციას, თუ საქართველო შეასრულებს მოთხოვნებს. მაგრამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დღეს საქართველო შორდება ევროკავშირს. ჩვენ ინფორმირებულები ვიყავით, რომ მას გერმანიის პრეზიდენტთან სურდა შეხვედრა. ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ, ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა“, – განაცხადა ელჩმა.

,,საფრანგეთი იმედოვნებს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს”- მაკრონი

საფრანგეთი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს საშუალებას მისცემს, განაგრძოს ევროპული გზა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს.

„ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში. საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. ის იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, განაგრძოს ევროპული გზა“, – წერს მაკრონი.