Home Blog Page 54

,,საქართველოს უკუსვლა უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოს უკუსვლა უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ გაგებით, რომ 9 ნაბიჯი გადაიდგმებოდა, რომლებიც ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას ეხება. სამწუხაროდ, საკმარისი პოლიტიკური ერთგულება არ ყოფილა საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რათა საჭირო რეფორმები განეხორციელებინათ. წინა წლის ანგარიშიდან, საქართველოს უმნიშვნელო პროგრესი ჰქონდა ცხრა ნაბიჯიდან უმეტესობის გატარებაში. დღევანდელი ანგარიში ნათელ უკუსვლას აჩვენებს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, პოლიტიკურ პოლარიზაციას, არჩევნებსა და ადამიანის უფლებებს. ანგარიში ასევე ამბობს, რომ ასევე უკუსვლა იყო ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსა და ფუნდამენტურ უფლებებს. საშუალება მომეცით, ნათლად ვთქვა: ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის,” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საინფორმაციო ბრიფინგი გადათვლის შედეგების და შემაჯამებელი ოქმების შესახებ

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს. დანარჩენ, 32 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები მცირედით შეიცვალა.

ცესკოს დადგენილების შესაბამისად, საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის პროცესში მონაწილეობდნენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების როგორც პარტიების მიერ დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები.

აღსანიშნავია, რომ მთვლელების გამოსავლენი წილისყრის პროცედურებში მონაწილეობა არ მიიღო, ან უარი განაცხადა ფუნქციის შესრულებაზე, კომისიების პარტიული ნიშნით დანიშნული 732 წევრიდან, 271-მა, (მათ შორის ოლქის წევრი იყო – 171, უბნის-100).ზოგიერთმა, პარტიის მიერ დანიშნულმა, წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ თავად დათვალა კენჭისყრის შედეგები და ეს შედეგები შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების იდენტური იყო, უარი განაცხადა გადათვლის აქტებზე ხელმოწერაზე და ასევე, არ დაუჭირა მხარი კომისიის განკარგულებას სხდომებზე.  

გადათვლის პროცესს აკვირდებოდა ადგილობრივი ორგანიზაციების 121 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციების 70 დამკვირვებელი, მედიის 21 წარმომადგენელი და პოლიტიკური პარტიების 104 წარმომადგენელი.

ცესკომ ჩართული მხარეების ინფორმირებისა და შემდგომი ანალიზის მიზნით ასევე დაამუშავა  შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ახლა გაგაცნობთ.

პარლამენტის არჩევნებზე შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შესწორების ოქმი დაიწერა 264 საარჩევნო უბანზე, რაც უბნების საერთო რაოდენობის 8.49%-ია. 188 (6.04%) შესწორების ოქმი შეეხებოდა ხმებს, 104 (3.34%) დანარჩენ მონაცემებს.

347 (11,15%) საარჩევნო უბანზე დაიწერა 419 (11.15%) ახსნა-განმარტება. მათგან 105 (3.38%) შეეხებოდა  შემაჯამებელ ოქმს, 10 (0.32%) – შესწორების ოქმს, 304 (5.75%) – დანარჩენ მონაცემებს.  

ასევე გაგაცნობთ ინფორმაციას შემაჯამებელ ოქმში კომისიის წევრების ხელმოწერების შესახებ. პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში კომისიის 17-ვე წევრის ხელმოწერა არის 1 241 შემაჯამებელ ოქმზე, 16-ის 862-ზე, 15-ის 553-ზე,  14-ის 221-ზე,  13-ის  135-ზე,  12-ის 48-ზე, 11-ის 19-ზე 10-ის 16-ზე, 9-ის 6-ზე, 8-ის 8-ზე და  7-ის 5-ზე.  აღნიშნული ადასტურებს, რომ  კომისიების როგორც პარტიული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები ინფორმირებული იყვნენ უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ, ასევე თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა, და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც, შესაბამისად დადასტურდა მათი ხელმოწერებით შემაჯამებელ ოქმში.

ასევე დამუშავდა ინფორმაცია, თუ რამდენი განსხვავებული აზრი და რამდენი ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმებში. აღსანიშნავია რომ შედგენილი 3114 შემაჯამებელი ოქმიდან განსხვავებული აზრი დაფიქსირდა მხოლოდ 9-ში რაც წარმოადგენს 0.02%-ს. არ არის ან არასწორად არის მითითებული დრო ან/და თარიღი 99 შემაჯამებელ ოქმზე, რაც წარმოადგენს 3.18%-ს,  არ აქვს ბეჭედი 5-ს (0.16%).

აღსანიშნავია ისიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს აქვს უფლება დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან იკვეთება, განსხვავებული აზრი დააფიქსირა საუბნო საარჩევნო კომისიების 53000-მდე მეტი წევრიდან მხოლოდ 9-მ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დღეს, ნაკადის მომწესრიგებელი  309 საარჩევნო უბანზე იყო მმართველი პარტიის მიერ დანიშნული წევრი, ხოლო სხვა პარტიების მიერ დანიშნული 1414. ისინი გამოვლინდნენ წილისყრით.

„თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ვიცოდი, რომ პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პროკურატურის მიერ მის საგამოძიებო უწყებაში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურამ მას დაავალა მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების მოპოვება საგამოძიებო უწყების კომპეტენციაა.

ბრიფინგის დაწყებამდე პრეზიდენტმა ვიდეო მასალა წარადგინა, სადაც, სავარაუდოდ, არჩევნების დრო დარღვევების კადრებია აღბეჭდილი.

„თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ისე ვიცოდი, რომ პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება, ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები.

სხვათა შორის, მოვუსმინე ბორელს. მგონი, ბორელსაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების, რაც არის აღნიშნული უცხოური მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

,,საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები” – ევროკავშირის გაფართოებს ანგარიში

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით , – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, საქარველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები ძირითადად ფუნქციონირებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პოლიტიკის გაცხადებულ მიზნად, გასული წლის რეფორმები და ზოგიერთი განვითარებული მოვლენა არ შეესაბამებოდა ამ მიზანს და ევროკავშირის დღის წესრიგში პროგრესისთვის მთავრობის მიერ მობილიზებული იყო შეზღუდული პოლიტიკური ყურადღება.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს თავისი განზრახვები ამ მოქმედების კურსის შეცვლის გზით. ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების უფრო ეფექტიანად გასატარებლად საჭიროა უფრო ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ინსტიტუტში. უნდა გაძლიერდეს სამინისტრთაშორისო კოორდინაცია და სამოქალაქო მონაწილეობა ევროკავშირის დღის წესრიგის განსახორციელებლად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით“, – აღნიშნულია დოუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში შეზღუდული პროგრესი იყო კარგი მმართველობის განმტკიცებაში.

„პოლიტიკური პოლარიზაცია ზღუდავს ინსტიტუციურ ურთიერთობებს, ასევე პოლიტიკის შემუშავებას და საკანონმდებლო პროცესებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

 მტკიცებულებებს თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება, მე ასე ვიცოდი, რომ პირიქით იყო -სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კადრები აჩვენებს, როგორ ჩატარდა ქვეყანაში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, საგამოძიებო ორგანო თავად მოიპოვებს მტკიცებულებებს და არ ითხოვს მტკიცებულებებს პრეზიდენტისგან.

„აგერ არის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან, ეს არის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც – განმარტება. პირდაპირ იკითხება, რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. მტკიცებულებები, ბატონებო, პროკურატურა თურმე ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ საერთოდ, პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით, ხომ? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და სიმართლე ვთქვა, არ გამიგია არცერთი ასეთი პრეცედენტი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლა მოვუსმინე ჯოზეფ ბორელს, მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, რადგან, როგორც ჩანს, მასაც აქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება და ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რაც არის აღნიშნული უცხოელთა სადამკვირვებლო მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე.

კიდევ უფრო უცნაურია, პროკურატურა ცესკო-ს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე, ცესკო შეურაცხყოფილია, იმიტომ, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს. არ ვიცი, რატომ დისკრედიტაცია – ეს არის ფაქტები. ფაქტები ყველამ იცის, გავრცელებულია და საერთოდ, საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა. ყველამ შეამჩნია იმ დღეს და მტკიცებულებების მოგროვებაში არიან ჩართული, პრაქტიკულად, მოქალაქეები, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები, უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკო-ს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევების და გაყალბების დადასტურებას, რომელიც სწორედ ევალება პროკურატურას ან საერთაშორისო გამოძიებას.

ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა. ეს ჩამოთვალა სწორედ ახლა ჯოზეფ ბორელმა – ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, გამრავლება, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახან სწორედ „საიამ“ გამოაჩინა, არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზეც, სხვათა შორის, „საიას“ ჰქონდა არჩევნებამდე, წინასწარ შეტანილი ეს შენიშვნა. ცესკო-ს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ალბათ, ამისთვის ცესკო-ც უნდა ყოფილიყო დაბარებული. არ ვიცი, ეს ჩემი საქმე ნაკლებად არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არის ძალიან სერიოზული დარღვევები, მათ შორის დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება.

„ერთ მილიონზე მეტი ემიგრანტი როცა გვყავს, როდესაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნების გახსნაზე, ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მხოლოდ 34 ადამიანს მიეცა საშუალება, თავისი არჩევანი გამოხატოს. ეს არის პირდაპირ შეზღუდვა მათი უფლებების და დისკრიმინაცია ჩვენს მოქალაქეთა შორის.

მივმართავ პროკურატურას, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს რაღაც აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, არ ვიცი, როგორ დავარქვა, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს. არ ვიცი, ვინ ასრულებს და ვინ-არა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ამ მომენტში ცესკო-ში შეტანილია 1 100-ზე მეტი საჩივარი, მოთხოვნა შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით.

„უშუალოდ ეხება 246 უბანს, რაც ამ ეტაპზე სადღაც 400 ათას ამომრჩეველს ეხება. პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი თვით არჩევნების შედეგებზე. ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხი არის დასმული, რის შედეგადაც, 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნაა და შეიძლება, დადგეს ეს საკითხი. ასე რომ, პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, კიდევ უფრო ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც უყურებენ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს, თუ შეუძლია პროკურატურას, რომ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს. ასე რომ, შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.

მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, ბევრი მხრივ ჩანს, რომ საზოგადოება, რომელიც ნათელია, განიცდის ძალიან დიდ ფრუსტრაციას დღეს, რადგან  ხედავს, რა დონეზე იქნა წართმეული ეს ხმები, ამავე დროს, მისი ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ ამ ფრუსტრაციას დაემატოს რაღაც დაძაბულობა, შიშები, თუნდაც ჩემ მიმართ და ამისთვის მადლობელი ვარ, ძალიან ბევრი გზავნილი მივიღე დღეს სხვადასხვა კუთხით, რომ ნუ გეშინიათ – არ მეშინია, თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდობიანად და უნდა დადგეს რეალური შედეგები ამ არჩევნებისა. ძალიან დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ვიქტორ ორბანის ვიზიტი თბილისში ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შედგა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ უზღუდავს წევრ ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი საგარეო პოლიტიკა -ჯოზეფ ბორელი

ვიქტორ ორბანის ვიზიტი თბილისში მხოლოდ საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შედგა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არ უზღუდავს წევრ ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი საგარეო პოლიტიკა, არაერთხელ მინახავს, როცა წევრ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული დამოკიდებულებები, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელს კითხვა დაუსვეს უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე.

როგორც ბორელმა განაცხადა, შესაძლოა, პრემიერ ორბანს აქვს განსხვავებული შეხედულება, თუმცა დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ 26 ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად.

„ევროკავშირის პოზიცია მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩემს მიერ, ევროკომისიასთან ერთად გაკეთებული განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ კვირას გაკეთებული განცხადებით. ეს საკითხი იქნება ბუდაპეშტში ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რეალობა. შესაძლოა, პრემიერ ორბანს აქვს განსხვავებული შეხედულება, თუმცა დამკვრვებლებს არ გამოუცხადებიათ ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვეულებრივ როდესაც დამკვირვებლებს სჯერათ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, ისინი ამას ამბობენ, მათ არ უთქვამთ არც საპირისპირო, თუმცა არ უთქვამთ არც ის, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, არის დარღვევების გრძელი სია, რომელიც საჭიროებს ანალიზსა და განხილვას.

„ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები, რომლებსაც ევალებათ საარჩევნო პროცესის მართვა, ამას გააკეთებენ გამჭვირვალედ. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ ამ დარღვევებს, რომლებიც დამკვირვებლებმა აღრიცხეს. თქვენ მხოლოდ ანგარიშის წაკითხვა გჭირდებათ, სადაც არის გრძელი სია იმისა, რაც მიიჩნევა, რომ არ არის კარგი არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინა დღეებშიც. დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთელი პროცესი აღინიშნებოდა დაძაბული გარემოთი, პროცედურული შეუსაბამობებით, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებთან დაკავშირებით, პირადობების დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევით, დაშინებით, ამომრჩევლების მიერ თავისუფლად ხმის მიცემასთან დაკავშირებული შეშფოთებებით. წაიკითხეთ ანგარიში და შემდეგ გააკეთეთ საკუთარი დასკვნა. პირადად ჩემი აშკარად განსხვავდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრისგან. თუმცა მე არ ვაპირებ, მოვაჩვენო თავი, რომ ევროკავშირის ყველა წევრს ერთნაირი შეხედულება აქვს, ჩვეულებრივ, ეს ასე არ არის“, – განაცხადა ბორელმა.

საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენისა და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი -ჯოზეფ ბორელი

ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ევროკავშირის ოჯახში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან.

ამავდროულად, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სერიოზული დარღვევებით ხასიათდებოდა. ეს დარღვევები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოსწორებული და გამოძიებული. მე არ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს ცალ-ცალკე, მაგრამ ისინი მრავლადაა და ბევრი მათგანი არის სერიოზული. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ და არც პირიქით. ამიტომ აუცილებელია გამოძიება იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მოხდა, რა მასშტაბის დარღვევებია და როგორ აისახა ეს შედეგზე. ეს განამტკიცებს ტენდენციას, რომელსაც ბოლო თვეებში ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რაც ქვეყანას ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან აშორებს.

ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია ნათელი გზა ხელახალი ჩართულობისთვის, თუ საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება. ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის. უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან. ძალზე მნიშვნელოვანია, თვალყური ვადევნოთ მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს იმ დარღვევების გამოძიების შესახებ, რაც დაფიქსირდა საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

,,გაუქმდეს უცხოური გავლენისა და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი”- ჯოზეფ ბორელი

ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის – გაუქმდეს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე კანონი ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ევროკავშირის ოჯახში, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან.

ამავდროულად, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სერიოზული დარღვევებით ხასიათდებოდა. ეს დარღვევები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოსწორებული და გამოძიებული. მე არ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს ცალ-ცალკე, მაგრამ ისინი მრავლადაა და ბევრი მათგანი არის სერიოზული. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ და არც პირიქით. ამიტომ აუცილებელია გამოძიება იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მოხდა, რა მასშტაბის დარღვევებია და როგორ აისახა ეს შედეგზე. ეს განამტკიცებს ტენდენციას, რომელსაც ბოლო თვეებში ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რაც ქვეყანას ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან აშორებს.

ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია ნათელი გზა ხელახალი ჩართულობისთვის, თუ საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება. ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის. უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან. ძალზე მნიშვნელოვანია, თვალყური ვადევნოთ მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს იმ დარღვევების გამოძიების შესახებ, რაც დაფიქსირდა საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები – უნდა განმარტოს თავისი განზრახვები მოქმედების კურსის შეცვლის გზით-ევროკავშირის გაფართოებს ანგარიში 

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით , – ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, საქარველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები ძირითადად ფუნქციონირებს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პოლიტიკის გაცხადებულ მიზნად, გასული წლის რეფორმები და ზოგიერთი განვითარებული მოვლენა არ შეესაბამებოდა ამ მიზანს და ევროკავშირის დღის წესრიგში პროგრესისთვის მთავრობის მიერ მობილიზებული იყო შეზღუდული პოლიტიკური ყურადღება.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს თავისი განზრახვები ამ მოქმედების კურსის შეცვლის გზით. ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების უფრო ეფექტიანად გასატარებლად საჭიროა უფრო ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ინსტიტუტში. უნდა გაძლიერდეს სამინისტრთაშორისო კოორდინაცია და სამოქალაქო მონაწილეობა ევროკავშირის დღის წესრიგის განსახორციელებლად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით“, – აღნიშნულია დოუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მთლიანობაში შეზღუდული პროგრესი იყო კარგი მმართველობის განმტკიცებაში.

„პოლიტიკური პოლარიზაცია ზღუდავს ინსტიტუციურ ურთიერთობებს, ასევე პოლიტიკის შემუშავებას და საკანონმდებლო პროცესებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

 საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს ამ რთულ პერიოდში -ირაკლი კობახიძე

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი მომაკვდინებელი წყალდიდობის გამო, რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

“ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაზარალებულთან ვართ. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პედრო სანჩესს და ვუსურვებ გამძლეობას, ერთიანობასა და მედეგობას ესპანეთის მამაც ხალხს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს ამ რთულ პერიოდში”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა – ახლა იქ პრორუსული მთავრობაა“ ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიური ქვეყნების გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა. თავიდან საქართველოს ნაწილი წაიღეს, შემდეგ პოლიტიკა შეცვალეს, ხელისუფლება შეცვალეს და ახლა პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიციებით. პუტინის წინააღმდეგ არანაირი სანქციები არ არის, საქართველოში ბევრი რუსია. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანება არ არის. პოზიცია შეიცვალეს. დღეს რუსეთმა გაიმარჯვა. მათ საქართველოს თავისუფლება წაართვეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული განსხვავების შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ უფრო მეტნი ვართ. ეს არის განსხვავება ჩვენსა და საქართველოს შორის, ჩვენ ბევრად უფრო მეტნი ვართ. ჩვენ უფრო დიდი მოსახლეობა გვყავს, უფრო მეტი მამაკაცი, რომელთაც რუსად ყოფნა არ სურდათ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

განცხადებაკენჭისყრისპროცესთანდაკავშირებითგავრცელებულდეზინფორმაციაზე

საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული მხარეები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ.

სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო თუ ფოტო ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც მათი გამავრცელებლების მოსაზრებით, წარმოადგენს საარჩევნო პროცესში არასწორი ჩარევის ან ხმის ფარულობის წინასწარი განზრახვით დარღვევის ფაქტებს.

მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირების მცდელობები ვერიფიკაციის მანქანაში ამომრჩეველთა დუბლირების შესახებ მთლიანად გააქარწყლა ამერიკული აუდიტორული კომპანიის დასკვნამ, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება შეუძლებელია, ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა საარჩევნო ბიულეტენების მონიშვნისას ამ ბიულეტენის მეორე მხარეს მისი ხილვადობის განხილვა, თითქოს სწორედ ეს არის მტკიცებულება ხმის მიცემის ფარულობის წინასწარ განზრახვით დარღვევის.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული, არაერთგზის იქნა გამოცდილი განვლილი პილოტებისას და ტესტირებისას და ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ის რომ ჩარჩო კონვერტი სრულად უზრუნველყოფდა ფარულობას, აღინიშნა სხვადასხვა მედია თუ საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდა ჩარჩო კონვერტის გამოყენების ინსტრუქციაზე. ამასთანავე, ხმის მიცემის პროცედურის ყველა ნაბიჯი გამოკრული იყო საჯაროდ ყველა უბანზე. შესაბამისად, ჩარჩო კონცერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, არ არსებობდა ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან როგორც ინფორმაციულად, ისე მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო ყველა საშუალება ამ საკითხებთან დაკავშირებით.

გაფერადება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ჩანს ბიულეტენის მეორე (უკანა) მხარეს, ზოგადად სუსტი და გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოდნავ აღბეჭდილი იყოს, ის არცერთ შემთხვევაში ნათლად არ ავლენს ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ ზუსტ არჩევანს, რაც ინარჩუნებს ხმის საიდუმლოებას. ამომრჩევლის არჩევანის ფარულობა, მაშინაც კი არის უზრუნველყოფილი, თუ ძლიერად არის გაფერადებული ან მუქად, რაც შესაძლოა ჩანდეს მეორე მხარეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში დგინდებოდეს არჩევანი.

ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებული ჩართული მხარეების შეთქმულების თეორიებს ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მონიშვნის შემდგომ, მის მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის გამო, რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ბიულეტენთან დაკავშირებით არჩევნების დღეს ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომელიც აჩვენებდა, რომ თითქოს ბიულეტენებზე წინასწარ იყო მონიშნული კონკრეტული სუბიექტი წერტილით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გადათვლების პროცესში არ აღმოჩენილა არც ერთი ბიულეტენი მსგავსი მონიშვნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაწერილა საჩივარი.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი ამოცანა საზოგადოების აღქმებზე საინფორმაციო შეტევაა, რათა ამ ინფორმაციულ ნაკადში, საზოგადოებამ ვეღარ შეძლოს სიმართლის და ტყუილის გარჩევა და ბრმად დაიჯეროს მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ეს მოსახლეობის აღწერის მონაცემებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის მონაცემების „შედარების“ შემთხვევაში მოხდა. რისი აღიარებაც, შემდგომ, თავად ამ მონაცემების გამავრცელებლებსაც კი მოუხდათ.

მეორე და გაცილებით მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა ამომრჩეველთა ნაკადების და მონაცემების მეცნიერულ მეთოდებთან დაკავშირებით, რომელიც არწმუნებს საზოგადოებას, რომ ამომრჩეველთა ასეთი ნაკადის გატარება საეჭვოა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთი კვლევები ერთი ან ორი უბნის მონაცემების მიხედვით წარმოებს, ამ გამოთვლების ავტორებს ხშირად ავიწყდებათ, რომ საარჩევნო უბნებზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი ვერიფიკაციის მანქანა იყო განთავსებული და ასევე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ხმის მთვლელი მანქანა. შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მომსახურება ხდება არა თანმიმდევრულ, არამედ პარალელურ რეჟიმში, რაც ამგვარი კვლევების ავტორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა არაერთი სტრეს ტესტი, საარჩევნო უბნების გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით და სწორედ ამაზე დაყრდნობით, ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ საარჩევნო უბნებზე დიდი რიგების პრობლემა არ დადგებოდა. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობის პირობებშიც კი, დაუბრკოლებლად მოხერხდა ამომრჩევლების მომსახურება.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება დიაგრამები და კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური კვლევის და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა ამ მეთოდოლოგიის ერთ-ერთი მთავარი წესი გახლავთ ის, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს საარჩევნო ადმინისტრაციას დამატებით გამოიკვლიოს ე.წ. „საეჭვო“ უბნებზე განხორციელებული აქტივობის მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის უცნობია ამ არჩევნებისთვის განხორციელებული კვლევის მეთოდოლოგია, გამოკვლეული უბნების რაოდენობა და რეგიონული გადანაწილება, ამ ეტაპზე გაგვიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, თუმცა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ობიექტურ მკვლევართან, მათი რეალური დაინტერესების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის მიხედვით, ასეთი კვლევების მეთოდოლოგია, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მონაცემები განიხილება ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მხოლოდ შემდეგ ხდება საჯარო. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ პირიქით ხდება, რაც სერიოზული ეჭვის და შეშფოთების საგანია.

კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც გვინდა გამოვეხმაუროთ, ხმის მთვლელ აპარატებს უკავშირდება. სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აპარატებს ჰქონდათ ბიულეტენის გამოცვლის ფუნქცია და ყოველი მეორე ბიულეტენი კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ იცვლებოდა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აპარატს არ შეუძლია ამომრჩევლის ხმა შეცვალოს როგორც ფიზიკურად ბიულეტენზე, ასევე პროგრამულად. აპარატი მყისიერად და ზუსტად აფიქსირებს ამომრჩევლის გამოვლენილ ნებას და მისი შეცვლა შეუძლებელია. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ საარჩევნო უბნების ბიულეტენები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდა, ხელითაც გადაითვალა და თანხვედრაშია ერთმანეთთან. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ასევე წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილს.

ასევე ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როგორ ათავსებს ბიულეტენებს ხმის მთვლელ აპარატში. ვიდეოზე მიმდინარე პროცესს გამავრცელებლები წარმოაჩენენ ისე, თითქოს კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა კანონდარღვევას წარმოადგენდეს. სინამდვილეში, ვიდეო ასახავს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ ტრადიციულ, კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურას – გადასატანი ყუთის ბიულეტენების მოთავსებას ძირითად საარჩევნო ყუთში, ამ შემთხვევაში ხმის მთვლელ აპარატში. ასეთი შემთხვევა იქნებოდა ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც იყო გადასატანი ყუთი და კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატანი ყუთის ბიულეტენების მთვლელ აპარატში მოთავსება პროცედურით არის გათვალისწინებული. და, რა თქმა უნდა, ეს პროცედურა კარგად არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის, მიუხედავად ამისა, ისინი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.

გვინდა გამოვეხმაუროთ მარკირების საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მარკირების სითხემ გამოყენების შემდეგ არ დატოვა შესაბამისი კვალი. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს ცესკოს პრესსპიკერი არჩევნების დღესვე გამოეხმაურა და მედიის თანდასწრებით საჯარო დემონსტრირების გზით შემოწმდა მარკირების სითხის ეფექტურობა, დაინტერესებული მხარეები მაინც აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

ჩვენთვის ნათელია, რომ ასეთი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი, სპეკულაციურია და ემსახურება ზოგადად საარჩევნო პროცესის, არჩევნების დისკრედიტაციას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს საზოგადოებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით რეალური, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას.