Home Blog Page 54

მადლობა ანა ფოტიგას, რომელმაც განსაცდელში არ მიმატოვა -მიხეილ სააკაშვილი

მადლობა ანა ფოტიგას, რომელმაც განსაცდელში არ მიმატოვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„მინდა, მივესალმო ევროპელ პოლიტიკოსს, ანა ფოტიგას, რომელიც იმყოფება დარბაზში. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო, მათ შორის არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ესწრება. სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს ეხება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

საქართველოს მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად.

ასევე, საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკის ფუნქციონალები და უპირატესობები

თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკი უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას ანგარიშებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. მათი საშუალებით ბიზნესს შეუძლია უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულება.

გარდა ამისა ყოველდღიურ საქმიანობაში მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტ ბანკით ან მობალბანკით განახორციელოს: გადარიცხვები (სალარე, სავალუტო, სახაზინო, ხელფასი), გადახდები (კომუნალური, ჯარიმები), ტრანზაქციების დადასტურება, კონვერტაცია, შეტყობინების გაგზავნა, მოსალოდნელი ჩარიცხვის დროს ნაშთის შემოწმება, შეტყობინების გაგზავნა ბანკში, Apple/Google pay და სხვ.

გადარიცხვები – მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად მისთვის სასურველი მიმართულებით, ბანკში მისვლის გარეშე, უფრო დაბალი ტარიფით (ფილიალთან შედარებით) გადარიცხოს თანხა. მობაილბანკსა და ინტერნეტ ბანკში პროცესის გამარტივებისთვის შექმნილია სხვადასხვა ფუნქციონალი: გადარიცხვის შაბლონები, ავტომატური გადარიცხვები, მომავლის თარიღით გადარიცხვა, დეკლარაციის შევსების მარტივი ფორმა და ა,შ.

ტრანზაქციების ისტორია – მომხმარებლებს თავიანთი კომპანიის ჭრილში შეუძლიათ ყველა ტრანზაქციის ისტორიის ნახვა და მათთან დაკავშირებული ფუნქციონალების გამოყენება, როგორებიცაა: ტრანზაქციის საბუთების ჩამოტვირთვა/ბეჭდვა,  საერთაშორისო გადარიცხვების თრექინგი, მონაცემების დასამუშავებლად საჭირო ფილტრები და სხვ.

ამონაწერების მართვა – თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში მომხმარებელს შეუძლია 5 წლის ამონაწერის მიღება სრულიად უფასოდ. კლიენტს შეუძლია რამდენიმე ანგარიშიდან ერთდროულად ამოიღოს ამონაწერი, ატვირთოს ისინი თავის საბუღალტრო პროგრამაში, ამონაწერის გვერდიდანვე ნახოს ტრანზაქციის დეტალები, ამოიღოს ქვითარი  და ა.შ.

კონვერტაცია – ინტერნეტ და მობაილბანკში მომხმარელებს კონვერტაციის უკეთესი კურსით შეუძლიათ სარგებლობა, ვიდრე ფილიალებშია, ან ბაზარზე.

მობაილბანკის უპირატესობები – მობაილბანკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, როგორც კომპანიას, ისე ბიზნეს ფიზიკურ პირს (მაგ ინდ მეწარმეს). ასევე შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მიმღებთან (შაბლონთან) გადარიცხვა და რამდენიმე მომხმარებლის დამახსოვრება/გადართვა – მაგალითად, ბუღალტერს, რომელიც 5 კომპანიას ემსახურება, შეუძლია ხუთივე დაიმახსოვროს ტელეფონში და ანგარიშებს შორის მარტივად გადართოს.

ინტერნეტ ბანკის უპირატესობები – უფრო კომფორტულია რთული ოპერაციების შესასრულებლად, როგორიცაა ხელფასების გადარიცხვა, კომპანიის KYC განახლება, ამონაწერი და ა.შ.

(R)

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ერვნული სააგენტო 2 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, 2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 1-2 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 1-2 სექტემბერს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +37გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 1-2 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 1-2 სექტემბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 1-2 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 1-2 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა-ირაკლი ქარსელაძე

ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული 21 კმ-იანი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. 33 კმ-იანი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდა, სადაც სრულად არის დაცული საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზისთვის არის აუცილებელი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გომისმთის რეაბილიტირებული გზის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დამუშავდა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, ერთ მეწყრულ მონაკვეთზე გრძელდება მონიტორინგი.

„ამდენად, შეიძლება ითქვას,  რომ, განახლებული გზა უკვე სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან“,- აღნიშნა ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციამდე გზა ვიწრო, დაზიანებული და ხრეშოვანი იყო. პროექტის ფარგლებში, განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზა (კმ13-კმ32.6) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის. გზა ბჟუჟჰესის ტერიტორიაზე იწყება და გომის მთის საკურორტო დასახლებაში სრულდება. ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის მოსახლეობის, ისე ტურისტებისა და ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ გურიის რეგიონში ახლახან დასრულდა ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც.  საერთო ჯამში კი, გურიაში არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 71 კმ-ზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

თუ რამე არ გა­მო­გი­ვათ პირ­ველ ჯერ­ზე, იყა­ვით და­ჟი­ნე­ბუ­ლი და მი­აღ­წი­ეთ სა­სურ­ველ შე­დეგს. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბას, უფრო მშვი­დი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი იყა­ვით. სა­ღა­მოს ვარ­ჯი­ში ან ძი­ლის წინ აქ­ტი­უ­რი სე­ირ­ნო­ბა მო­გიხ­სნით სტრესს.

კურო

თქვე­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ მცი­რე პრობ­ლე­მე­ბის, შე­გიძ­ლი­ათ მო­აგ­ვა­როთ ყვე­ლა­ფე­რი. ნუ მო­ე­რი­დე­ბით რთულ სა­უბ­რის ახ­ლო­ბელ ადა­მი­ან­თან. გჭირ­დე­ბათ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­აზ­რე­ბა და დას­რუ­ლე­ბა.

ტყუ­პი

საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ღია სა­უ­ბა­რი ხელს შე­უ­წყობს თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სა­კა­მა­თო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ძა­ლი­ან პი­რად სა­კი­თხებ­ზე სა­უბ­რი­სა და თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. 2 სექ­ტემ­ბერს დიდი ხარ­ჯი გე­ლო­დე­ბათ.

კირჩხი­ბი

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დეთ ყვე­ლა­ფერს, თუნ­დაც მცი­რე პრობ­ლე­მებს. ამ­გვა­რად შეძ­ლებთ მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტში და გა­აძ­ლი­ე­როთ ავ­ტო­რი­ტე­ტი თქვენს კო­ლე­გებ­ში. თუ რამე გა­წუ­ხებთ, ნუ შე­ი­ნა­ხავთ ნე­გა­ტივს სა­კუ­თარ თავ­ში, ესა­უბ­რეთ მე­გობ­რებს, გან­მარ­ტეთ სა­კა­მა­თო სა­კი­თხე­ბი.

ლომი

არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ წარ­სულ­მა პრობ­ლე­მებ­მა ან გა­და­უჭ­რელ­მა სა­კი­თხებ­მა შე­გახ­სე­ნონ თავი. ეცა­დეთ და­ხუ­როთ ეს თე­მე­ბი, რომ მათ ყუ­რა­დღე­ბა აღარ გა­გი­ფან­ტონ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­მარ­თეთ ახ­ლობ­ლებს დახ­მა­რე­ბის­თვის.

ქალ­წუ­ლი

უნდა მო­ემ­ზა­დოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ან უც­ნა­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გან­წყო­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ. და­ე­თან­ხმეთ სა­რის­კო შე­თა­ვა­ზე­ბებს, შე­ი­ძი­ნეთ ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და შეხ­ვდით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი მალე გახ­დე­ბა თქვე­ნი ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რე ან ახლო მე­გო­ბა­რი.

სას­წო­რი

ვარ­სკვლა­ვე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ მო­გი­წევთ კომ­ფორ­ტის ზო­ნის და­ტო­ვე­ბა და უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის წი­ნა­შე დარ­ჩე­ნა. ზო­გი­ერ­თი რთუ­ლი ან უსი­ა­მოვ­ნო სა­კი­თხი კვლავ დაბ­რუნ­დე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბას. კარ­გი დღეა მათ სა­ბო­ლო­ოდ მო­საგ­ვა­რებ­ლად და სიმ­შვი­დის მო­სა­პო­ვებ­ლად.

მო­რი­ე­ლი

რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბას. ის სწორ რჩე­ვას მოგ­ცემთ. შე­საძ­ლოა შეხ­ვდეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს თქვენს კა­რი­ე­რულ ზრდა­ზე. სა­ღა­მოს ფე­ხით გა­ი­სე­ირ­ნეთ.

მშვილ­დო­სა­ნი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად და და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როს მო­სა­ძებ­ნად. ვარ­სკვლა­ვე­ბი დღეს ფუ­ლის და­ხარ­ჯვას არ გირ­ჩე­ვენ. დღეს შეძ­ლებთ პროგ­რე­სის მიღ­წე­ვას მნიშ­ვნე­ლო­ვან და რთულ სა­კი­თხებ­ში.

თხის რქა

პა­ტი­ოს­ნე­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა დღეს წარ­მა­ტე­ბამ­დე მი­გიყ­ვანთ. არ შე­გე­შინ­დეთ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კი­თხვე­ბის დას­მა ან სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა. იყა­ვით გა­დამ­წყვე­ტი, თა­მა­მად წა­დით თქვე­ნი მიზ­ნის­კენ, გა­მო­ი­ჩი­ნეთ გამ­ძლე­ო­ბა და შე­უ­პოვ­რო­ბა. მხარ­და­ჭე­რას გა­გი­წე­ვენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ადრე არ ენ­დო­ბო­დით.

მერ­წყუ­ლი

არის შან­სი სა­უბ­რებ­ში მო­ის­მი­ნოთ თქვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. არ შე­გე­შინ­დეთ უსი­ა­მოვ­ნო თე­მებ­თან შე­ხე­ბა: უნდა გა­არ­კვი­ოთ რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტი და, შე­საძ­ლოა, შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზო­გი­ერთ სა­კი­თხზე. სა­ღა­მოს არ ჩა­ი­კე­ტოთ სახ­ლში, გა­ი­სე­ირ­ნეთ, წა­დით სტუმ­რად.

თევ­ზე­ბი

2 სექ­ტემ­ბერს ინ­ტუ­ი­ცია და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და მი­ი­ღოთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ან წარ­სუ­ლის მოვ­ლე­ნა კვლავ და­უბ­რუნ­დეს თქვენს ცხოვ­რე­ბას. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, არ გა­ი­მე­ო­როთ თქვე­ნი შეც­დო­მე­ბი. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ კარ­გი გან­წყო­ბა, იფიქ­რეთ პო­ზი­ტი­უ­რად.

ენმ-მ ჩემს წინააღმდეგ “საბრძოლველად” მშობლიურ სოფელში შტაბი გამიხსნა, გახსნაზე არ მივიდა მათი დარჩელის ლიდერი და სოფლის მოსახლეობა – 26 ოქტომბერს დარჩელი, ზუგდიდი და სრულიად საქართველო იტყვის სათქმელს!-დავით კოდუა

“სახალისო ამბავი დარჩელიდანენმ-მ ჩემს წინააღმდეგ “საბრძოლველად” მშობლიურ სოფელში ზარ-ზეიმით შტაბი გამიხსნა და თბილისიდან ყველა “ლიდერი” ჩამოიყვანა (ამ დროს ზუგდიდის შტაბი ჯერ არ გაუხსნიათ). ვინ იყო შეხვედრაზე: გახსნაზე არ მოსულა მათი დარჩელის ლიდერი; გახსნაზე არ მოვიდა სოფლის მოსახლეობა, მათივე აპრობირებული მეთოდებით საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დელეგატი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, დავით კოდუა, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” 9 წლიანი მმართველობის პერიოდში არც კი ახსოვდა, სად მდებარეობდა დარჩელი და მათ სოფლისთვის არაფერი გაუკეთებიათ. კოდუას თქმითვე, სრულიად ზუგდიდს ექნება მისი უდიდესი მხარდაჭერა, ვინაიდან, მმართველ გუნდს აქვს ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა, ოპოზიციის გეგმა კი შურისძიება და მეორე ფრონტის გახსნაა.

“სახალისო ამბავი დარჩელიდანენმ-მ ჩემს წინააღმდეგ „საბრძოლველად“ მშობლიურ სოფელში ზარ-ზეიმით შტაბი გამიხსნა და თბილისიდან ყველა „ლიდერი“ ჩამოიყვანა (ამ დროს ზუგდიდის შტაბი ჯერ არ გაუხსნიათ). ვინ იყო შეხვედრაზე: გახსნაზე არ მოსულა მათი დარჩელის ლიდერი; გახსნაზე არ მოვიდა სოფლის მოსახლეობა, მათივე აპრობირებული მეთოდებით საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი. ჩამოსულებს შორის უმეტესობა იყვნენ უმძიმეს დანაშაულებში მხილებული ყოფილი ხელისუფლების სახეები; მთავარი მომხსენებელი იყო ადამიანი, ვინც სააკაშვილთან ერთად 2012 წელს ასობით მოქალაქე უკბილოდ დატოვა, იყვნენ ყოფილი ხელისუფლების ოდიოზური ფიგურები, რომლებიც მაშინ რეგიონის მასშტაბით იჭერდნენ და ავიწროებდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა. გამოჩნდნენ ადამიანები ვინც „ღამის ნოტარიუსების“ დახმარებით სხვისი ქონების დასაკუთრებით იყვნენ დაკავებული.

“ნაციონალურ მოძრაობას” 9 წლიანი მმართველობის პერიოდში ჩემი სოფლისთვის არაფერი გაუკეთებია (ვერ დაასახელებენ ვერცერთ პროექტს) – არც კი ახსოვდათ სად მდებარეობდა დარჩელი. ჩვენ: დავაგეთ ასფალტი სოფლის უმეტეს ქუჩაზე, ქუჩების უმრავლესობაზე მოწყობილია გარე განათების სისტემები, მოხდა სოფლის სრული გაზიფიცირება, მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემები, აშენდა სოფელ განმუხურთან დამაკავშირებელი 12 მილიონიანი ახალი ხიდი, სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2 საჯარო სკოლას, კიროვის უბანში ავაშენეთ 2 მილიონის ღირებულების ახალი სკოლა, მოსწავლეებს ემსახურება უფასო ტრანსპორტი, ავაშენეთ 3 მილიონამდე ღირებულების თანამედროვე საბავშვო ბაღი, მოეწყო ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი, დაიდგა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი, სოციალურად დაუცველი ჩვენი მოქალაქეებისთვის ავაშენეთ კერძო სახლები, მოეწყო ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი, ხელი შეეწყო ბიზნეს სექტორს – ბრენდული სუპერმარკეტების ქსელის შემოსვლას სოფელში, სადაც დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოხდა სოფლის უბნების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა სოფლის სრული ინტერნეტიზაცია, არაერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებს გაეწიათ დახმარება, აშენდა ახალი ევროპული სტანდარტის სამედიცინო ამბულატორია, რომელიც მთელ სოფელს ემსახურება, ადამიანები სარგებლობენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მერიის შესაბამისი პროგრამებით.

დარჩელში დაიწყო ასათიანის ქუჩის ტაძრამდე მისასვლელი 1 მილიონ ლარამდე ღირებულების გზის საფარის მოასფალტების სამუშაოები, უახლოეს პერიოდში დაიწყება კუნოშის უბანში 5 მილიონამდე ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის მოასფალტებისა და ხიდის მშენებლობის სამუშაოები, ჩემს სოფელს და სრულიად ზუგდიდს ექნება ჩემი უდიდესი მხარდაჭერა – ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ განვავითაროთ ქვეყანა, როგორ შევიყვანოთ ქვეყანა ევროკავშირში, მათ კი აქვთ კონკრეტული გეგემა, როგორ იძიონ შური, როგორ გამართონ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი, როგორ შეიყვანონ საქართველო ჩიხში! 26 ოქტომბერს დარჩელი, ზუგდიდი და სრულიად საქართველო იტყვის სათქმელს! დროის ათვლა დაწყებულია!” – წერს დავით კოდუა.

 ხარკოვში რუსეთის ტერორის შესაჩერებლად საკმარისია მსოფლიო ლიდერების სიმამაცე, მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია დასაცავად -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული მხარის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება, რა დროსაც 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

„რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ დროისთვის უკვე 30-ზე მეტი დაჭრილია. სამაშველო ოპერაციისთვის ყველა საჭირო ძალაა მობილიზებული და ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს მობილიზებული. ამისთვის საჭირო არ არის განსაკუთრებული ძალები, არამედ საკმარისია ლიდერების სიმამაცე – სიმამაცე, მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია თავის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვი ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიიდან დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. სავარაუდოა, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

 სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება, დავიცავით გიგა ოჩხიკიძის უფლებები, კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც -რატი იონათამიშვილი 

სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება, დავიცავით გიგას უფლებები, კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არიიიის! სენ დენიზე საქართველოს ჰიმნი მაინც გაჟღერდება! დავიცავით გიგას უფლებები! კომისიამ საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა და გიგას ოქროს მედალიც დაუბრუნდა და მსოფლიოს რეკორდიც! გიგა ოჩხიკიძე, უკვე ორგზის ჩემპიონი ხარ!“ , – წერს რატი იონათამიშვილი.

როგორც ცნობილია, გიგა ოჩხიკიძის შედეგები მოროკოს და ირანის დელეგაციებმა გაასაჩივრეს და ბირთვის კვრის ორგანიზატორება გადაწყვეტილება შეცვალეს. თუმცა, ქართულმა დელეგაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

https://www.facebook.com/rati.ionatamishvili/posts/10234920921513695?ref=embed_post

ისრაელში 2 სექტემბერს მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა

ისრაელში 2 სექტემბერს მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა. როგორც ისრაელის პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელმა, არნონ ბარ-დავიდმა განაცხადა, 2 სექტემბერს, ისრაელში ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გაიმართება.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიაღწიოს ღაზის სექტორში დაკავებული მძევლების გათავისუფლებას.

„მე მოვუწოდებ ისრაელის ხალხს, გამოვიდეს ქუჩებში და ყველა ორგანიზაცია შეუერთდეს გაფიცვას“, – განაცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.

ბარ-დავიდის თქმით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება „პოლიტიკური შეხედულებების გამო“ ჭიანურდება.

„ჩვენ აღარ შეგვიძლია უმოქმედოდ ყოფნა. მიუღებელია, რომ ისრაელელებს კლავენ ღაზის გვირაბებში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ“, – განაცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.

იმ დაწესებულებებისა და ობიექტების სრული სია, რომლებიც 2 სექტემბერს შეწყვეტენ მუშაობას, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ისრაელის მედიის ცნობით, გაფიცვას სავარაუდოდ შეუერთდებიან ჯანდაცვის დაწესებულებები, აფთიაქები, თავდაცვითი საწარმოები, საკვების მწარმოებელი ქარხნები. ასევე, ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიხურება ბენ-გურიონის აეროპორტი.

„თაიმ ოფ ისრაელის“ ცნობით, ამ წუთებში ისრაელის პარლამენტთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. დემონსტრანტები ხელისუფლებისაგან მოითხოვენ, დათანხმდეს ღაზის სექტორში ცევხლის შეყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

აქციის პარალელურად ქნესეთში მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დღეს ღაზის სექტორში კიდევ ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მძევლების ცხედრები სამხედროებმა 31 აგვისტოს საღამოს იპოვეს ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის რაიონში, სადაც ბოლო დღეებში ბრძოლები მიმდინარეობდა.

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“.

როგორც პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქოს მხრიდან პრინციპული თანხმობა არსებობს, მაგრამ საბოლოო რედაქცია კვლავ საპატრიარქოს წარედგინება და თანხმობის შემთხვევაში ჩაიწერება საქართველოს კონსტიტუციაში.

„სხდომებზე, რომელიც იმართებოდა 26 და 29 აგვისტოს, განიხილებოდა ის საკითხი, რა შემოთავაზებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო. ეს პირველ რიგში, ეხებოდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. შემოთავაზება ასეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“ და მეორე ქვეპუნქტი შემდეგნაირად რომ ჩამოყალიბდეს: რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სულ ერთი სიტყვა ემატება: [ჩანაწერში] „საქართველოს ისტორიას“, რომ დაემატოს „თანამედროვეობა“, რაზეც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრინციპული თანხმობაა“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან პირველი შეთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია,

„პირველი შემოთავაზება გულისხმობდა ინიციატივას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის ამაღლებისთვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულიყო. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს შემოთავაზებაც არანაირად არ გულისხმობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამენაირად შეზღუდვას მათი მხრიდან.

თუკი ეს სტატუსი მისაღები იქნებოდა, ამავე დროს ჩაიწერებოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის სრულად დამოუკიდებელი – ასეთი შემოთავაზება იყო, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პასუხია, რომ ეკლესიისთვის ეს მიუღებელია, რადგან ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს კონსტიტუციური შეთანხმების სახით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალიურ, სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის – უნიკალურია“, – აღნიშნა ზვიადაძემ.

პროტოპრესვიტერის განცხადებით, 30 აგვისტოს გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ. ხოლო ეკლესიის მხრიდან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე, პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიხეილ ბოტკოველი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯღამაიძე და თავად პროტოპრესვიტერი ესწრებოდნენ.

ამ ტერორის შესაჩერებლად საჭიროა საკმარისი გამბედაობა მსოფლიო ლიდერებისგან – მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე თავდასხმაზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, გამოიჩინონ გამბედაობა უკრაინის დასახმარებლად.

„რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოში ყველა საჭირო ძალა უნდა ჩაერთოს. ეს მოითხოვს არა ექსტრაორდინალურ ძალებს, არამედ საკმარის გამბედაობას ლიდერებისგან – გამბედაობას, რომ უკრაინას მისცენ ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთმა ხარკოვზე 10-მდე დარტყმა განახორციელა. ბოლო მონაცემებით, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.