Home Blog Page 53

,,სავარაუდოდ ეს ადამიანები ფსიქიკურად დაზიანებულები არიან“ – გიორგი ვოლსკი

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა დეპუტატ ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის. გაბიტაშვილმა, აბუ-დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში მეგობრებთან ერთად მყოფ „ქართული ოცნების” დეპუტატებს, გუშინ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს კი ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„ვინაიდან ეს ინციდენტი მოხდა საზღვარგარეთ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ადამიანები არა მარტო რაღაც გარკვეული გეგმით მოქმედებენ, არამედ ფსიქიკურად დაზიანებულები არიან და სამწუხარო არის, რომ ასეთი არაერთია.

ეს „აღშფოთებული“ გარკვეული საზოგადოება არის შეტევაზე გადმოსული. ასეთი ფაშისტური გამოვლინება და არა მარტო ეს ერთი გამოვლინებაა, არის მახასიათებელი იმ პროპაგანდით მოწამლული ადამიანებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, გამოჩნდნენ თბილისის ქუჩებში.

ორგანიზებულია ეს შეტევა თუ არა, ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, რომელიც სახელს უტეხს ქვეყანას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დანიშნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ირაკლი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა – ვახტანგ ცინცაძე

2024 წლის დეკემბერში ექსპორტი, დაახლოებით, 7 %-ით გაიზარდა და 550 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, – აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის ჭრილში რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები

მისი თქმით, 2024 წელს საქონლის ექსპორტი დაახლოებით 8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 23 მილიარდ. აშშ. დოლარს აღემატება.

„ჩვენი მოლოდინია, რომ საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები მიმდინარე წელსაც, მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. საქართველოს მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ზოგადად ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ. ამდენად, მოველით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდა მომდევნო წლებშიც მაღალ დონეზე შენარჩუნდება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 14 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8292 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8292 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8310 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8852 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9171 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0319 ლარი შეადგინა

ის, თუ როგორც იქცეოდნენ მოსამართლეები, სამწუხარო და ტრაგიკულია – ეკა გიგაური

ის, თუ როგორც იქცეოდნენ მოსამართლეები, სამწუხარო და ძალიან ტრაგიკულია. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებზე დგას ეს რეჟიმი. საპატიმროებში აქტივისტებს და დაკავებულებს დილით დაუსაბუთებლად აგზავნიან და შემდეგ საღამოს საქეიფოდ იკრიბებიან. ეს ყველაფერი მათ მორალურ სახეზე მიუთითებს. გვჯერა, რომ სასამართლო კორპუსში არიან ღირსეული მოსამართლეები და კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, რომ გაემიჯნონ იმას, რაც სასამართლო კორპუსში ხდება. სასამართლო სისტემაში არიან კარგი მოსამართლეები, მაგრამ გუშინ, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია. ეს ადამიანები არ შეიძლება წარმოადგენდნენ დღეს საქართველოს სასამართლოს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, 12 იანვარს რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას, მოქალაქეების პროტესტისა და საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე მართავდნენ.

ასევე, ეკა გიგაური 10-11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციებზე დაკავებული პირების სასამართლოს სხდომებზეც საუბრობს და სხვადასხვა დარღვევებზე მიუთითებს.

მისი შეფასებით, პროკურორებს სასამართლო სხდომებზე დაუსაბუთებელი პოზიციები ჰქონდათ და ვერანაირი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, ასევე გიგაური მოსამართლეებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ისინი წინასწარ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ადვილი მისახვედრი იყო, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ისინი.

მისივე თქმითვე, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე ბევრი დარღვევის გარდა, ასევე დაცვის უფლების შეზღუდვაც დაფიქსირდა.

„10 იანვარს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩანიას, ონისე ცხადაძისა, რევაზ კიკნაძის და სხვა დაკავებულთა საქმე, 11 იანვარს კი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ – ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძისა და სხვა დაკავებულების საქმე. ამ ორივე საქმეში გამოკვეთა კონკრეტული დარღვევები და ორივე საქმეში ფიგურირებდნენ ერთი და იმავე პროკურორები, რომლებიც არიან გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა.

პირველ რიგში გეტყვით, რომ პროკურორებს დაუსაბუთებელი პოზიციები ჰქონდათ, ვერცერთმა პროკურორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულებების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. მათი მტკიცებულებები და პოზიციები შაბლონური იყო. მოსამართლეები წინასწარ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას ამ საქმეებთან დაკავშირებით და ჩვენ ყველამ ვიცოდით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ისინი. საჯაროობის პრინციპების დარღვევას ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა იცოდნენ, რომ რამდენიმე პირის საქმე განიხილებოდა და ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, მათ მაინც ჩანიშნეს საქმეები მცირე დარბაზებში, ერთ შემთხვევაში დარბაზის შეცვლა მოხდა, მეორე შემთხვევაში – 11 იანვარს დარბაზის ცვლილება ვერ მოხერხდა.

ასევე, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე, სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებს დაცვის უფლების შეზღუდვაც დაემატა. დარბაზის ცვლილებაზე მოსამართლის უარმა გამოიწვია, ის, რომ სიმჭიდროვის გამო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებული უჟანგბადობის გამო ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად დაცვის მხარემ დატოვა დარბაზი. სახაზინო ადვოკატს კი არ მიეცა საშუალება კომუნიკაცია ჰქონოდათ დაკავებულებთან და მათი პოზიციები გაერკვია. ეს ყველაფერი არის დარღვევა“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ასევე, ეკა გიგაური ქალაქ ბათუმში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი საქმე არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს ქვეშაა და ეტაპობრივად მიაწვდიან ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჟურნალისტების უფლებებს იცავენ.

„მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული რეპრესიული ზომები არის განსაკუთრებული შემთხვევა, მისი უფლებები იყო დარღვეული, პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ საუბარია იმაზე, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყება დევნა. მის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ჟურნალისტთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ და მის პროცესს დავაკვირდებით და შემდგომშიც მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას.

რაც შეეხება ბათუმის ინციდენტს, აქაც 11 იანვარს 11-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დავის ქვეშ არიან, თუმცა, თავის დროზე მათ არ მიეცათ საშუალება, ჰქონოდათ კომუნიკაცია ადვოკატებთან.

ვაგრძელებთ ამ საქმეების მონიტორინგს და ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდით. ევროსაბჭოს მომხსენებლები არიან ჩამოსულები, რომლებიც საპატიმროში რამდენიმე დაკავებულს მოინახულებენ და მათთანაც გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმითვე, 11 იანვარს ქალაქ თბილისში დააკავეს შშმ პირიც, რომელსაც საპოლიციო ძლების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო აქციოს კოლონიად – კახა კალაძე

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ის, რომ ვიღაცებს აქვთ მცდელობა, დაიმონოს ჩვენი ქვეყანა და გახადოს კოლონია, ეს არავის გამოუვა. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. ჩვენ ვიცავთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლით მოიპოვეს – ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების გამო შეეწიროს ჩემი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი. არავის აქვს უფლება, კაბინეტში პრემიერ-მინისტრს, მაშინდელი პარტიის თავმჯდომარეს, მხედველობაში მყავს ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, მიაყენოს შეურაცხყოფა და აკეთოს მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი და ამით დაეხმაროს უკრაინას. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიწირავს ქვეყნის ინტერესს და აქ გვექნება იგივე მდგომარეობა, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გადაიტვირთება და ნამდვილი მეგობრობა და პარტნიორობა დამყარდება.

„რაც შეეხება აშშ-ის ჯერ კიდევ არსებულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, როგორც იცით, ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები ვნახეთ. მოვისმინეთ უამრავი არასწორი განცხადება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. გულდასაწყვეტია ის, რომ ქვეყანასთან გაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და არ გვქონდა პირდაპირი ფრენები, ქართველებს უწევდათ ამ მექსიკიდან შესვლა, ან რაღაცის გამოგონება, რათა შესულიყვნენ ამერიკაში. თუ ნახავთ სტატისტიკას, თუნდაც მეზობელ ქვეყნებს რომ შევადაროთ, ყველაზე ნაკლები ვიზა გაიცემოდა საქართველოს მოქალაქეებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში გადაიტვირთება ურთიერთობა, იქნება ნამდვილი მეგობრული და დამყარდება ნამდვილად სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს უნდა იყოს ორმხრივი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სანქციებს, მერი ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი მუქარა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები.

„ეს უბრალოდ შანტაჟის ელემენტებია. ჩვენ ვისმენდით უამრავ მუქარას, ვისმენდით გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი მუქარა და ანგარიშსწორება, რომ საქართველომ არ მიიღო გადაწყვეტილება ომში ჩართვასთან დაკავშირებით, დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს ინტერესები დავიცავით პირველ რიგში. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს და არავის ვემტერებით. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, გვინდა, იყოს ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩვენ გვინდა ასევე მეგობრობა და ურთიერთობები. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, არა მხოლოდ საუბრით, არამედ კონკრეტული საქმეებით, რომ ვართ სანდო პარტნიორები და კარგი მეგობრები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და კატეგორიულად მიუღებელია ბატონყმური დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო აქციოს კოლონიად – კახა კალაძე

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ზოგიერთი კონგრესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ის, რომ ვიღაცებს აქვთ მცდელობა, დაიმონოს ჩვენი ქვეყანა და გახადოს კოლონია, ეს არავის გამოუვა. ყოველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. ჩვენ ვიცავთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლით მოიპოვეს – ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების გამო შეეწიროს ჩემი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი. არავის აქვს უფლება, კაბინეტში პრემიერ-მინისტრს, მაშინდელი პარტიის თავმჯდომარეს, მხედველობაში მყავს ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, მიაყენოს შეურაცხყოფა და აკეთოს მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი და ამით დაეხმაროს უკრაინას. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიწირავს ქვეყნის ინტერესს და აქ გვექნება იგივე მდგომარეობა, რაც დღეს სამწუხაროდ უკრაინაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გადაიტვირთება და ნამდვილი მეგობრობა და პარტნიორობა დამყარდება.

„რაც შეეხება აშშ-ის ჯერ კიდევ არსებულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, როგორც იცით, ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები ვნახეთ. მოვისმინეთ უამრავი არასწორი განცხადება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე. გულდასაწყვეტია ის, რომ ქვეყანასთან გაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და არ გვქონდა პირდაპირი ფრენები, ქართველებს უწევდათ ამ მექსიკიდან შესვლა, ან რაღაცის გამოგონება, რათა შესულიყვნენ ამერიკაში. თუ ნახავთ სტატისტიკას, თუნდაც მეზობელ ქვეყნებს რომ შევადაროთ, ყველაზე ნაკლები ვიზა გაიცემოდა საქართველოს მოქალაქეებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში გადაიტვირთება ურთიერთობა, იქნება ნამდვილი მეგობრული და დამყარდება ნამდვილად სტრატეგიული ურთიერთობები, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს უნდა იყოს ორმხრივი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სანქციებს, მერი ამბობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი მუქარა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო თავისი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები.

„ეს უბრალოდ შანტაჟის ელემენტებია. ჩვენ ვისმენდით უამრავ მუქარას, ვისმენდით გადაწყვეტილებებს კონკრეტული ადამიანების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი მუქარა და ანგარიშსწორება, რომ საქართველომ არ მიიღო გადაწყვეტილება ომში ჩართვასთან დაკავშირებით, დავიცავით ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს ინტერესები დავიცავით პირველ რიგში. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს და არავის ვემტერებით. ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, გვინდა, იყოს ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩვენ გვინდა ასევე მეგობრობა და ურთიერთობები. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, არა მხოლოდ საუბრით, არამედ კონკრეტული საქმეებით, რომ ვართ სანდო პარტნიორები და კარგი მეგობრები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და კატეგორიულად მიუღებელია ბატონყმური დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას – კახა კალაძე

არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, რომელსაც შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„დეპუტატი, თანამდებობის პირი თავს არავის ესხმის. რა თქმა უნდა, ვნახე ვიდეოკადრები და არავის ეპატიება არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც ფიზიკური. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი, თავს დასხმოდა მოქალაქეს. არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას. ძალადობა, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია და ამაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. თქვენ ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, რომ თუ ადამიანი არის თანამდებობის პირი, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან კი თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – რატომ არ გმობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების წარმომადგენლებს ძალადობის არცერთი ფაქტი არ დაუგმიათ.

„თქვენგან ვერ მივიღებ ამას, რადგან თქვენ ხართ ის ტელევიზია, რომელიც ახალისებს ქვეყანაში ძალადობას. არ მახსოვს თქვენი ტელევიზიისგან და არც თქვენგან, ძალადობის ერთი ფაქტი დაგეგმოთ. თუნდაც ის ფაქტი, როდესაც ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მდინარაძეს და მიაყენა შეურაცხყოფა, რა განცხადებები კეთდებოდა თქვენს ტელევიზიებში, რა სტატუსებს დებდით?! თქვენს კოლეგებზე როდესაც ხდებოდა ძალადობა, არცერთს არ დაგიგმიათ, არ გამოგიჩენიათ კოლეგიალობა, რომ ამ ადამიანების გვერდით დამდგარიყავით. ეს ხართ თქვენ – ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას და ემხრობა პოლარიზაციას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მძიმეა იმის მოსმენა, რომ საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ – კახა კალაძე

მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას ეხება, კახა კალაძე პასუხსობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნისგან ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარი შვილი ომში მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ხალხს ქუჩაში აკავებდნენ და ფრონტზე უშვებდნენ.

„ის რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ვხედავთ ყველა, რამხელა უბედურება ტრიალებს. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი, უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა დაეღუპა, ქვეყნიდან გავიდა უამრავი ოჯახი. რა თქმა უნდა, ამის მოსმენა ძალიან მძიმეა, როცა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი საუბრობს, რომ თავის შვილს მოხალისედ წასვლა გადააფიქრებინა, მაშინ როცა პირდაპირ აკავებდნენ ხალხს, ფრონტზე გასაშვებად. პარალელურად ჩვენგან პირდაპირ ჩარტერული რეისების დანიშვნას ითხოვდნენ, რაც ომში ჩართულობის მოწოდება იყო.

მინდა კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს – დიმიტრი პესკოვი 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადება ჯერ არ მიმდინარეობს, სხვადასხვა ქვეყნები მხოლოდ ჰიპოთეზურად გვთავაზობენ კონტაქტების ორგანიზებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ბევრი ქვეყანა გვთავაზობს თავის, როგორც ქვეყნის, მომსახურებას, სადაც ჰიპოთეზურად, შესაძლებელია კონტაქტების დამყარება, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ არანაირი არსებითი მზადება არ მიმდინარეობს. არსებობს დეკლარირებული გაგება და პოლიტიკური ნება, რომ ასეთი კონტაქტები იქნება საჭირო და მიზანშეწონილი“, – განაცხადა პესკოვმა, როდესაც კომენტარი გააკეთა სხვადასხვა ქვეყნების განცხადებებზე მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის მათ მზადყოფნასთან დაკავშირებით.

ამასთან, პესკოვის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვაშინგტონში ადმინისტრაცია შეიცვლება.

დონალდ ტრამპს XIX საუკუნის იმპერიალიზმის აღორძინება სურს: „დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება!” – The Washington Post

აშშ-ის გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 12 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპს XIX საუკუნის იმპერიალიზმის აღორძინება სურს: „დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება!“ // რასაც ტრამპი კანადაზე ამბობს, იგივეს აცხადებს პუტინი უკრაინაზე“ (ავტორი – ფარიდ ზაკარია, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში კრიტიკული თვალსაზრისითაა გადმოცემული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც ტერიტორიულ ექსპანსიას ეხება.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი კანადა-აშშ-ის საზღვარს „ხელოვნურს“ უწოდებს. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინიც იგივეს ამბობს რუსეთ-უკრაინის საზღვრის მიმართ.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი კონფლიქტების შეწყვეტის ლოზუნგებს „ისროდა“ და ყველას პირდებოდა მშვიდობის დამყარებას, აცხადებდა ამერიკის სიდიადისა და ძლიერების დაბრუნების სურვილს, ახლა კი, როცა იგი პრეზიდენტად არის არჩეული, მან, როგორც ჩანს, მე-19 საუკუნის იმპერიალიზმის აღდგენა გადაწყვიტა.  სულ რაღაც ერთი პრეს-კონფერენციის დროს დონალდ ტრამპმა კანადას აშშ-ის შტატად გადაქცევა შესთავაზა, ასევე მოისურვა გრენლანდიისა და პანამის არხის დაუფლება. არჩეული პრეზიდენტი კანადის მიერთებას, ალბათ, ეკონომიკური იძულებით „განახორციელებს“, ხოლო გრენლანდიისა და პანამის არხის ხელში ჩაგდებისათვის არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას. რესპუბლიკელი ლიდერები, რომლებსაც დონალდ ტრამპმა ამას წინათ პარტიის ძველი ექსპანსიური საგარეო პოლიტიკისა და ინტერნაციონალისტური გადახრების დაგმობა დაავალა, სწრაფად გადაერთვნენ ახალ კურსზე და დღეს ხმამაღლა ასხამენ ქება-დიდებას თავიანთ მეთაურის გრანდიოზულ იდეებს და მასშტაბურად აზროვნების უნარს….

მაგრამ რასთან მიგვიყვანს ეს ყველაფერი?

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ, უბრალოდ, საგარეო პოლიტიკაში „სიგიჟის თეორიებს“ დავუბრუნდით, რომელთა თანახმად, პრეზიდენტისათვის ზოგჯერ სასარგებლოც კი არის თავი მოაჩვენოს არაპროგნოზირებად ადამიანად და ირაციონალურადაც კი, რადგან ასეთი მოქმედებები მოწინააღმდეგეს გზა-კვალს ურევს. გავიხსენოთ, რომ დონალდ ტრამპმა მსგავსი ტრიუკი უკვე გამოიყენა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში, უპირველეს ყოვლისა ჩრდილოკორეელ ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ურთიერთობის დროს. იგი მას ჯერ ბირთვული ომით დაემუქრა („იცოდე, თავს დაგატყდება ისეთი ცეცხლი, რომლიც მსოფლიოს ადრე არასოდეს არ უნახავს“), შემდეგ მოულოდნელად მისთვის „ალერსიანი“ წერილების გაგზავნა დაიწყო. მაგრამ ასეთმა ტაქტიკამ არ იმუშავა: ჩრდილოეთმა კორეამ გააგრძელა როგორც ბირთვული იარაღის არსენალის შევსება, ასევე რაკეტების გამოცდა და სამხრეთ მეზობლისადმი მუქარები. როგორც პოლიტოლოგი დენიელ დეზნერი აღნიშნავს, „სიგიჟის თეორიის“ ერთ-ერთი მომხრე იყო რიჩარდ ნიქსონი, რომელიც, ისევე როგორც დონალდ ტრამპი, პრეზიდენტობის პერიოდში ცდილობდა თავი ყველასთვის „ჭკუიდან გადასულად“ და „გაუწონასწორებელ ადამიანად“  მოეჩვენებინა, თუმცა რაიმე პოზიტიურ შედეგებს ვერ მიაღწია [იგი 1972 წელს პეკინში ჩავიდა და მაო ძედუნს შეხვდა, მაგრამ ჩინეთი დღემდე აშშ-ის მეტოქედ რჩება].

ლაპარაკი იმაზე, რომ კანადა აშშ-ის შტატად გადააქციოს, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა უმეტესად კანადის ლიბერალი პრემიერ-მინისტრის დამცირების მიზნით დაიწყო, რომელსაც არჩეული პრეზიდენტი ქედმაღლურად და დამცინავად უყურებს. ეს იმდენად აშკარად გამოჩნდა, რომ ის კანადელი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც მხარს დონალდ ტრამპს უჭერენ (ვთქვათ, ონტარიოს პროვინციის პრემიერი დაგ ფორდი და კანადელი კონსერვატორების ლიდერი პიერ პუალევრი), იძულებულები გახდნენ მისი განცხადებები დაეგმოთ. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპმა მსგავსი გამონათქვამები დაუშვა მექსიკის მიმართ, რის შედეგადაც მექსიკის პრეზიდენტად ყველაზე ანტიამერიკელი პოლიტიკოსი იქნა არჩეული – ანდერს მანუელ ლოპეს ობრადორი. ანუ დონალდ ტრამპმა თავისი დაუფიქრებელი მოქმედებით ხელი შეუწყო ანდერს ობრადორის რეიტინგის ზრდას! ამჯერად კი ამერიკის მადიდებელი ლოზუნგის (MAGA) ავტორს თავისუფლად შეუძლია კანადაში ანტიამერიკული განწყობები გააძლიეროს.

დონალდ ტრამპის ყურადღებას პანამისა და გრენლანდიის მიმართ გარკვეული საფუძველი აქვს: პანამის არხი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო ტრანსპორტის გამტარებელ ობიექტს წარმოადგენს. დღეს პანამის ხელისუფლება ესოდენ მნიშვნელოვანი არხის მუშაობას ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით წარმართავს, თანაც ამერიკასთან ნორმალური დამოკიდებულება აქვს, რაც ამას წინათ „უოლ სთრით ჯორნელმაც“ აღნიშნა თავის ერთ-ერთ სტატიაში. ასევე არ არსებობს არხის მიმართ ჩინეთის მხრიდან განხორციელებული  რაიმე პირდაპირი გავლენის მიმანიშნებელი ფაქტი და თუ ვაშინგტონი ახლა მუშტების ქნევას დაიწყებს და არხის მისაკუთრებას შეეცდება, ამით ხელს შეუწყობს სწორედ ჩინეთის გავლენის ზრდას. ამით მოიმატებს ანტიამერიკული განწყობა და ამერიკული ნეოიმპერიალიზმისადმი შიში არამარტო პანამაში, არამედ მთელ სამხრეთ ამერიკულ კონტინენტზე.

გრენლანდია უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული წერტილი ხდება უმეტესად კლიმატური ცვლილებების – გლობალური დათბობის – გამო (რომელსაც თვითონ ტრამპი გამოგონილად მიიჩნევს). პოლარული ყინულების დადნობა გამოიწვევს ახალი საზღვაო გზების გაჩენას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, ხოლო რუსეთი და ჩინეთი შეეცდებიან თავიანთი გავლენის გაფართოებას ამ ახალ გზებზე. აშშ-ის პოლიტიკა გამოიხატება (ან უნდა გამოიხატოს) იმაში, რომ ხელი შეუშალოს მოსკოვისა და პეკინის ზრახვებს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს. მაგრამ ამისათვის სულაც არ არის საჭირო გრენლანდიის მისაკუთრება – ამერიკას ისედაც აქვს კუნძულზე განუსაზღვრელი მოქმედების უფლება – აშშ და დანია ნატოს წევრები არიან, კუნძულზე კი აშშ-ის სამხედრო-კოსმოსური ბაზა მუშაობს.

ისე, კაცმა რომ თქვას, თვითონ დანიამაც შეუწყო ხელი აშშ-ის დაინტერესების გაზრდას კუნძულის მიმართ. რამდენიმე წლის წინათ ავტონომიური გრენლანდიის მთავრობამ კინაღამ ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთთან ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე და რომ არა პენტაგონის თხოვნა თავისი ნატოელი მოკავშირის – დანიის მთავრობისადმი, ახლა გრენლანდიაზე ჩინელების ეკონომიკური გავლენა მნიშვნელოვანი იქნებოდა. კიდევ კარგი, რომ დანიამ გააუქმა ჩინელებთან დადებული კონტრაქტი და აეროპორტის მშენებლობის დაფინანსება საკუთარი სახსრებით განახორციელა. ანუ ნორმალური თანამშრომლობით შედეგად ყველა პრობლემის დადებითად მოგვარება შეიძლება.

ამერიკული ფირმები, რომლებიც ბილ გეითსის, მარკ ცუკერბერგისა და ჯეფ ბეზოსის („ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელის) ფონდებით ფინანსდებიან, გრენლანდიაზე აქტიურ კვლევებს აწარმოებენ იმ მიზნით, თუ რომელი წიაღისეულის საბადო შეიძლება იქნას მომგებიანად დამუშავებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნიკური თვალსაზრისით კუნძული შეიძლება ამერიკის გახდეს, ყოველგვარი სკანდალების და ექსპანსიის მცდელობების გარეშე.

აშშ მსოფლიოში დიდი გავლენით სარგებლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონმა მხოლოდ საკუთარი ვიწრო ანგარებითი ინტერესებით იმოქმედოს – მან სხვის ინტერესებსაც უნდა გაუწიოს ანგარიში. ამერიკას ჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, მან უნდა დაიცვას წესები და ნორმები. სწორედ ასეთი პოლიტიკის წყალობით ამერიკამ შეძლო 87 ქვეყნის დარწმუნება იმისათვის, რომ მათ დაეგმოთ რუსეთის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით. სწორედ ამიტომ გახდა ჩინეთის მეზობელი ბევრი ქვეყანა აშშ-ის მოკავშირე.

პრეს-კონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და კანადას შორის საზღვარი ხელოვნურია და ამიტომ გასაუქმებელიაო. სწორედ იგივეს აცხადებს ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართ, ხოლო ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი – ტაივანთან არსებული დამაშორიშორებელი ხაზის შესახებ. ჰოდა, დონალდ ტრამპის სწორედ ასეთი განცხადებები უწყობენ ხელს რუსეთს და ჩინეთს თავიანთი დიდების დაბრუნებაში.

წყარო

Financial Times-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს easyJet-ი და British Airways-ი იწყებენ.

„აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet-ი იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet-ი ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ბოლო ფრენა ავიაკომპანიამ თბილისისკენ 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის“, – წერს Financial Times-ი.

სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილების მონახულებას ურჩევს.

„საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ, გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს“, – წერს Financial Times-ი.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.