Home Blog Page 51

“ოცნებას” რესურსი არ ეყოფა, ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ -დავით კირკიტაძე

ჩვენი გამარჯვება არის ხელის ერთი გაწვდენაზე, „ოცნებას“ რესურსი არ ეყოფა, ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია, რომ გამარჯვებაში ტარდება, რადგან ჩვენ ვართ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს. დღეებია დარჩენილი ჩვენს გამარჯვებამდე, დღეებია დარჩენილი ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე ამ წარმოუდგენლად ცუდი ხალხისგან. პრორუსული მთავრობა კი არა გვყავს, პირდაპირ რუსული მთავრობა გვყავს, პირდაპირ მოღალატეობრივი. ასეთი ცუდი მთავრობა საქართველოს არ ჰყოლია არასდროს, ამიტომ ამათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ.

არჩევნების დღეს რას გასწვდებიან? ყველა ოჯახში ჩაჯდებიან და ყველა გამოსასვლელში სუს-ის მანქანას დააყენებენ? ბეჭებზე დავცემთ და ისე მოვუგებთ, გადმოვატრიალებთ და ბეჭებზე დავცემთ. არ ეყოფათ მათ რესურსი, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ, რანი და რამდენი არიან.
ჩვენი გამარჯვება არის ხელის გაწვდენაზე და თქვენ ეს უნდა გჯეროდეთ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა.

მინდა, მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ყველა პედაგოგს, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით, დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება.

ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ხართ ჩვენი დროის რეალური გმირები და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თავდადებისა და თქვენი პროფესიისადმი ერთგულებისათვის.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში. შესაბამისად, შევქმნათ ისეთი სამუშაო პირობები, როგორსაც იმსახურებთ.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მთელი გულით წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ!“, – ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში.

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაულს უერთდება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისობის დღესასწაულს მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით უერთდება, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, 5 და 6 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები თავიანთი კუთხეების ტრადიციებს გააცოცხლებენ. მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება ეთნოგრაფიული წარმოდგენები, მრავალფეროვანი გამოფენები, ტრადიციული კულინარიის მასტერკლასები, ფოლკლორული კონცერტები, მოეწყობა ქართული ღვინის კუთხეები. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

5 ოქტომბერი
შიდა ქართლი – მრავალფეროვანი გამოფენები, ძველი ქართული ჭიდაობა, თონეში ნაზუქის ცხობის მასტერკლასი, რეწვის მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

ქვემო ქართლი – მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული გამოფენა, ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა.

გურია – ეთნოგრაფიული წარმოდგენები, მრავალფეროვანი გამოფენები, ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები, მოსავლის აღება-დაბინავების ეთნოგრაფიული რიტუალები, ფოლკლორული ღონისძიებები.

მცხეთა-მთიანეთი – მრავალფეროვანი გამოფენები, მოხეური და ხევსურული სამზარეულოს მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

რაჭა – ეთნოგრაფიული წარმოდგენები, რაჭული სტუმარმასპინძლობის რიტუალები, მრავალფეროვანი გამოფენა, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

სვანეთი – უძველესი სვანური სამზარეულოს მასტერკლასები, სვანური რიტუალები და ფოლკლორული ღონისძიებები.
სამეგრელო – მრავალფეროვანი გამოფენები, მეგრული სამზარეულოს გამოფენა, ფოლკლორული ღონისძიებები.

აჭარა – ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, რეწვის მასტერკლასები, აჭარული ფოლკლორული ღონისძიებები.

6 ოქტომბერი
აფხაზეთი – მრავალფეროვანი გამოფენები, აფხაზური ტრადიციების გაცოცხლება, კულინარიის ნიმუშების წარდგენა, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია – ოსური ეთნოგრაფიისა და ტრადიციების წარმოჩენა, კულინარიული მასტერკლასები, ოსური ფოლკლორული ღონისძიებები.

აჭარა – ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, რეწვის მასტერკლასები, აჭარული ფოლკლორული ღონისძიებები.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=847657784216912&set=a.230957325886964&type=3&ref=embed_post

ისრაელმა ლიბანში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლა – AP

ჩრდილოეთ ლიბანში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო იერიშს დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალჩინოსანი საიდ ატალა ალი და მისი ოჯახი ემსხვერპლა.

ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

თავდასხმა გამთენიისას მოხდა. ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვამდე ისრაელმა საჰაერო იერიში ლიბანისა და სირიის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მიიტანა, რის შედეგადაც ქვეყნებს შორის კავშირი ამ გზის გამოყენებით გაწყვიტა.

ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია სამშაბათს დაიწყო. ოპერაციის მთავარი მიზანი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ განადგურებაა. ბოლო ცნობებით, ლიბანში შეჭრას ცხრა ებრაელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას

J

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ისაუბრა, სადაც ირანთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ბაიდენს ჰკითხეს, რას ფიქრობს ირანზე და დაარტყამდა თუ არა მას? მან დაიწყო: „ვიდრე ისინი არ დაარტყამენ ბირთვულ ობიექტებს…“. ვფიქრობ, ის ცდება. სწორედ მას უნდა დაარტყა. უდიდესი რისკია ბირთვული შეიარაღება, ბირთვული იარაღის ძალა. მას როდესაც ეს კითხვა დაუსვეს, პასუხი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ბირთვული ობიექტები და დანარჩენზე მერე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

დღეს და ხვალ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

დღეს და ხვალ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროგრამა ასეთია:

ორბელიანის მოედნის პროგრამა

5 – 6 ოქტომბერი 12:00-22:00

გარდენია შევარდნაძე – ,,თბილისური ბაზარი“
ღია კინოთეატრი
,,ორბელიანის ნუგბარი“
,,ყველიერი“
,,ისპანახობა“
კაფე „ლაღიძის წყლები”
„გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “
სამეწარმეო მარკეტი
გიგანტური ქვევრის ინსტალაცია/ღვინის მაღაზია
ინსტალაცია ,,გოგონა ბუშტით“
კიოსკი – ,,ცნობის ფურცელი“
საბავშვო კონცერტები
საღამოს კონცერტები
თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები
საბავშვო / გასართობი აქტივობები
ზღაპრის გმირები
თემატური ფოტოზონები

ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა

5 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

11:00 – სტუდია ჩიკოს კონცერტი
11:30 – ვოკალის აკადემიის კონცერტი
12:15 – რანინას კონცერტი
18:00 – ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“
20:00 – ჯგუფი ,,ურსა“
21:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) NAQEBI

5 ოქტომბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა

16:00 – გიორგი თორაძე ,,თორჩო“ და ბენდი
21:30 – ბენდი ,,Goodfellas”

5 ოქტომბერი – ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ შოუები

15:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) NAO
18:30 – ელექტრონული მუსიკა (DJ) JUKA

6 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

13:00 – ჟოზეს წარმოდგენა
14:00 – ნუკრი კაპანაძის სტუდიის კონცერტი
18:00 – ჯგუფი ,,GOOFY LAND”
20:00 – ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი
21:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) NAQEBI

6 ოქტომბერი- – ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა

14:00 – POSITIVE BAND
16:00 – ანკა თათარაშვილი და ბენდი ,,The Big band band”
19:00 – ანანო ღიბრაძე და ბენდი ,,Ages”
6 ოქტომბერი – ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ შოუები

15:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) JUKA
18:30 – ელექტრონული მუსიკა (DJ) MACHAIDZE

აბანოთუბანი 5 და 6 ოქტომბერი

12:00 – გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“

რიყის პარკის პროგრამა

5 და 6 ოქტომბერი

12:00 – 22:00

გასტრონომიული ფესტივალი
ღვინის ფესტივალი
ტკბილეულის ფესტივალი
თემატური დეკორაციები,ინსტალაციები და ფოტოზონები
საბავშვო კონცერტები
საღამოს კონცერტები
საბავშვო – გასართობი და სპორტული აქტივობები
ზღაპრის გმირების მსვლელობა
თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები
ატრაქციონები

რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა

5 ოქტომბერი – საბავშვო კონცერტები

11:00 – ანსამბლი შავნაბადას კონცერტი
11:40 – ნუცა ჯანელიძის სტუდიის კონცერტი
12:20 – ბზიკების სტუდიის კონცერტი

5 ოქტომბერი

15:00 – ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი
18:00 – ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი
21:00 – ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი

6 ოქტომბერი – საბავშვო კონცერტები

11:00 – სტუდია ანა-ბანას და ზვიად ბოლქვაძის კვარტეტის კონცერტი
12:00 – რუსიკო ბახტაძის სტუდიის კონცერტი
13:00 – ბასტი-ბუბუს სტუდიის კონცერტი
14:00 – ქენდი სტუდიის კონცერტი

6 ოქტომბერი

19:30 საზეიმო კონცერტი ,,ქალაქური მუსიკის შედევრები“

5 ოქტომბერი – სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

20:00 – საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია.

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნებისმიერ სფეროში, სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინეთ. სასურველია, მოერიდოთ მნიშვნელოვან საქმეებს და მხოლოდ წვრილმან, ყოფით საკითხებზე გადაერთოთ.

კურო

სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებების დაგეგმვა მოგიწევთ, თუმცა, შესაძლოა, ყოველგვარი ქმედებების გარეშე, აისრულოთ დიდი ხნის ოცნება. ელოდეთ სასიამოვნო მოულოდნელობებს.

ტყუპები

შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. ვიღაცისთვის ადრე გაწეულმა სამსახურმა და მხარდაჭერამ შესაძლოა, სწორედ ახლა გამოიღოს ნაყოფი.

კირჩხიბი

მატერიალურ საკითხებში აქტიურობისთვის კარგი დროა, სასიკეთო და სარგებლიანი იქნება ახალი ფინანსური წყაროების მოძიება. შესაძლოა, მიიღოთ ფული, რომელსაც არ ელოდით.

ლომი

დღეს, უჩვეულო ვითარებაში, შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან საგამოფენო დარბაზში. დაისვენეთ, ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.

ქალწული

დღევანდელი ვარსკვლავების განლაგება დიდი იმედებისა და მყუდროების მომტანი იქნება თქვენს ცხოვრებაში. განამტკიცეთ ოჯახური ურთიერთობები, გაიხსენეთ თქვენი „ფესვები“, საგვარეულო ტრადიციები – ეს მეტად სასიკეთო იქნება თქვენთვის.

სასწორი

სასიკეთო დღეა, შეგიძლიათ, ყველა მიმართულებით თამამად იმოქმედოთ, ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ განტვირთვა აუცილებელია.

მორიელი

სასიყვარულო სფეროში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი, შესაძლოა სტატუსის შეცვლა, სასიხარულო მოვლენები, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არის ტრავმულობის ალბათობა.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დაუგეგმავად შეხვდეთ თქვენთვის საძულველ ადამიანს. იყავით თავშეკავებული, ემოციები გააკონტროლეთ და ყველაფერი კარგად იქნება. შეეცადეთ, განმარტოვდეთ.

თხის რქა

განმარტოების სურვილით ხართ მოცული, ფიქრებისა და დასვენების, სიზმრების თუ ილუზიების სამყაროში დარჩენას არჩევთ. უმჯობესია, დაისვენოთ და მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოთ.

მერწყული

გამოიყენეთ დრო ახლობლებთან კონტაქტებისთვის, შეხვდით, დაგეგმეთ მათთან ერთად ახლო მომავალი, გაისეირნეთ ან ეწვიეთ გასართობ დაწესებულებებს.

თევზები

შეეცადეთ, ენას კბილი დააჭიროთ და არ გათქვათ თქვენი საიდუმლო. მოიძიეთ მხარდამჭერები და თანამოაზრეები, იმოქმედეთ დინჯად და სტრატეგიულად.

Edison Research-ის გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას” – 33% მისცემდა ხმას, „ერთიანობას“ – 19%

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 33%

„ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო“ – 19%

„კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 13%

„ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 12%

„გახარია – საქართველოსთვის“ – 11%

„ლეიბორისტული პარტია“ – 4%

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 4%

„პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო“ – 3%

სხვა პარტიები – 1%

ტელეკომპანიის ინფორმაციით, „ფორმულას“ დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა 17.09-29.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის.

რა გააკეთა საქართველომ ანტი-დემოკრატიული? – მსგავსი ფაქტი არ არსებობს – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრების დეკლარაციას „არანაირი ფასი არ აქვს“.

დედაქალაქის მერის თქმით, ადრეც ხდებოდა რეზოლუციების მიღება, შემდეგ კი ირკვეოდა, რომ “ამაში ფულს იღებდნენ”.

“არანაირი ფასი არ აქვს. იცით ვინ არის კონკრეტული დეპუტატი, მისი წარსული? მოიძიეთ, საინტერესო წარსული აქვს. იცით რატომ არ აქვს ამას ფასი? რამდენიმე თვის წინ, როდესაც რეზოლუციების მიღება ხდებოდა, შემდეგ ირკვეოდა, რომ ამაში ფულს იღებდნენ. წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი? – თეთრზე შავს გეუბნებიან, ამაში ფულს იღებენ, ამაზე უფრო დიდი სიბინძურე რა უნდა იყოს? იგივე ანტი-დემოკრატიულობის თვალსაზრისით, რა გააკეთა საქართველომ ანტი-დემოკრატიული? – მსგავსი ფაქტი არ არსებობს. გვაქვს თავისუფლება, მედია და პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება. ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა. ერთადერთი არის ის, რომ ვიღაცებს არ ვემონებით და ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს”,- განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში – “არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები”, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ “საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.

მგონი აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდის ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჰყავს – კახა კალაძე

ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ბოლო დღეებში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ბანერების შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, მათი ბანერები სიცრუეს შეიცავს, მათ შორის, არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, რომ ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს – მგონი ფეისბუქის ადმინად ლევან ხაბეიშვილი „ჩაუდეს“. ეს ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ ბანერებზე. ყველა ბანერზე იყო სიცრუე, თუნდაც პარალელური დათვლების გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 1.8%-ზე, სინამდვილეში 2.5% იყო გაყალბებული, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა აღმოჩენილი. ეს დაახლოებით 50 000 ხმა არის. ანუ ისინი 50 000-მდე ხმის მოპარვას გვაბრალებდნენ. ამას კამპანიის ხასიათი ჰქონდა და გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, რევოლუცია და ხელისუფლების ამ გზით შეცვლა მომხდარიყო.

ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, რომ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. თუმცა, რაც არ უნდა კამპანიაში ჩაერთონ და რაც არ უნდა გააკეთონ, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ქვეყნის განვითარება. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ რაიმე ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და არა – რომელიმე ქვეყნის ვასალი. ჩვენ მეგობრობაც გვინდა, პარტნიორობაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ისე, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებს შეეფერება და არა ისე, რომ ვიღაცა დიდმა ქვეყანამ ჩვენ მიგვიჩნიოს პატარა ქვეყნად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერი გამოეხმაურა ბოლო ბანერს „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“ და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დასავლეთისგან წამოსული ორმაგი სტანდარტი შეურაცხყოფს საქართველოსა და ქართველს ხალხს.

„ესეც გაუგებარია და ტყუილია. ბოლო 50 წლის განმავლობაში 50-მდე პარტია არის აკრძალული სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, უკრაინასა და მოლდოვაში. თუმცა, მოქმედებს ორმაგი სტანდარტი. ის დამოკიდებულება, ფარისევლობა, ორმაგი სტანდარტი, რაც ბოლო პერიოდში დასავლეთისგან მოდის, ძალიან შეურაცხმყოფელია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. სულელი არავინ არის. ყველაფერს კარგად ვხედავთ. ქართველები განათლებული ერი ვართ და ძალიან კარგად შეგვიძლია ანალიზის გაკეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) კვლავ შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს პოლიტიკური ანგარიშსწორება და პრეზიდენტი სააკაშვილი უპირობოდ გაათავისუფლოს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა.

ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვემზადებით არჩევნებისთვის და გამარჯვებისთვის, ოპოზიცია კი 27 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის და დესტაბილიზაციისთვის – ლადო ბოჟაძე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ განცხადება გააკეთა და ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა ჩვენს ოპოზიციონერებს, უფრო სწორად, ცარიელ ადგილებს, რომლებსაც ხედავს ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა, გადავცე გლდანელების, ნაძალადეველების, საბურთალოელების და დედაქალაქის სხვა მაცხოვრებლების დანაბარები: იქნება სადმე დაენახოთ დედაქალაქის მოსახლეობას. საკრებულოში თქვენ არ დადიხართ, არ დადიხართ არც კომისიის სხდომებზე. საქმე თქვენ არ გაგიკეთებიათ და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მაინც დაენახეთ საზოგადოებას.

მესმის, რომ მისასვლელი პირი არ გაქვთ და მხოლოდ საზღვარგარეთის გულის მოგება და სხვისი დავალებების შესრულება გაინტერესებთ. რატომ მოატყუეთ ჩვენი მოსახლეობა 2020 წელს, საკრებულოში არჩევის შემთხვევაში რომ რაიმე სასიკეთოს გააკეთებდით?! აღარ აპირებს საქართველოს მოსახლეობა მოტყუვდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს და ისევ ასეთი ცარიელი ადგილები, არაფრის გამკეთებლები აირჩიოს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

როგორც უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ აღნიშნა, არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია, ყველა ძალიან კარგად ხედავს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.

„ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ის გამოწვევები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. მე პირადად ის დავალება, რომელსაც ვისმენ დედაქალაქში და ჩემი კოლეგები ისმენენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირნათლად უნდა შევასრულო. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა. გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. არავის მივცეთ საშუალება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ ვემზადებით ქართველ ხალხთან ერთად არჩევნებისთვის, გამარჯვებისთვის, თქვენ კი ემზადებით 27 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის, სისხლიანი რევოლუციისთვის. თუმცა იცოდეთ, რომ არც ქართული სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი ამის საშუალებას არ მოგცემთ. ყველას მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც იქნება ერთადერთი ღირსეული, რადგან ღირსეულად გააგრძელოს ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობითა და კეთილდღეობით წინსვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.