Home Blog Page 51

“მთავარი არხი”, “ტვ პირველი” და “ფორმულა” უარს ამბობენ “ქართული ოცნების” საარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე

“მთავარი არხი”, “ტვ-პირველი” და “ფორმულა” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიები უარს ამბობენ “ქართული ოცნების” საარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

“ქართული ოცნება” აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.

ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე – ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის “აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია “ქართული ოცნების” ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს.” – წერია განცხადებაში.

არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ, – ამის შესახებ ცეკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცესკო-მ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.

„დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცესკო-მ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.

ინიცირებული დადგენილების შინაარსმა და მისმა ინიციატორმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე ცესკო-ს სხვა პარტიულმა წევრებმა, თავიანთ განცხადებებში დაადასტურეს, რომ კანონის თანახმად ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დადგენილების მიღება, რომ მათ ეს უფლება მიეღოთ. აღსანიშნავია, რომ ინიცირებულ დადგენილების პროექტში იყო ტექნიკური უზუსტობები, ასევე საკანონმდებლო ვადებთან დაკავშირებული შეუსაბამობები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსენსუსი შესაძლებელი გახადა კომისიის წევრის „ქართული ოცნებიდან“ ინიცირებულმა დაზუსტებებმა და ცვლილებებმა, რის შედეგადაც აღმოიფხვრა საკანონმდებლო წინააღმდეგობები და გაფართოვდა პირთა წრე, რომლებიც ამ დადგენილების საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, დღესვე, სხდომაზე ცესკო-მ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა.

„გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები. წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე, ხოლო ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე; არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად. ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ამომრჩევლების ინფორმირებას, იმისათვის რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

“9 აპრილი გამახსენდა! კომპარტიის ცეკა და გენერალი როდიონოვი სისხლისღვრას რომ გვიანონსებდნენ!”-გოგა ხაინდრავა აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იქსის საკუთარი გვერდიდან აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმიანება: “”მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების ან საპროტესტო აქციების მიმართ”, – აშშ-ს საელჩო. 9 აპრილი გამახსენდა! კომპარტიის ცეკა და გენერალი როდიონოვი სისხლისღვრას რომ გვიანონსებდნენ!

https://x.com/KhaindravaGoga/status/1842212809175703871

26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედან არის მოსალოდნელი – დიმიტრი ხუნდაძე

არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია, საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, როგორ იქცევიან თავად და როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში ყველა დაუშვებელი მეთოდით. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციას ჩალის ფასი აქვს, რაც არის მიზეზი გარე ძალების გააქტიურების.

„ღირსებასთან და მშვიდობასთან ბრძოლას, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყველა წააგებს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედანაა მოსალოდნელი. ოპოზიციას რომ ჩალის ფასი აქვს, სწორედ ამიტომ გარე ძალები უკიდურესად გააქტიურდნენ და აღარაფერს ერიდებიან. არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან თავად და ყველა დაუშვებელი მეთოდით როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ. მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ყველას ერთად აკვირდება და სულ უფრო მეტს უადვილდება გადაწყვეტილების მიღება. აქამდე მმართველი გუნდის მოწინააღმდეგეებიც კი დღეს „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, რადგან ნებისმიერი სხვა არჩევანი სასიცოცხლოდ სახიფათო იქნება“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ.

ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ოცნებას” რესურსი არ ეყოფა, ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ -დავით კირკიტაძე

ჩვენი გამარჯვება არის ხელის ერთი გაწვდენაზე, „ოცნებას“ რესურსი არ ეყოფა, ყველგან ბეჭებზე დავცემთ და დავამარცხებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივია, რომ გამარჯვებაში ტარდება, რადგან ჩვენ ვართ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს. დღეებია დარჩენილი ჩვენს გამარჯვებამდე, დღეებია დარჩენილი ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე ამ წარმოუდგენლად ცუდი ხალხისგან. პრორუსული მთავრობა კი არა გვყავს, პირდაპირ რუსული მთავრობა გვყავს, პირდაპირ მოღალატეობრივი. ასეთი ცუდი მთავრობა საქართველოს არ ჰყოლია არასდროს, ამიტომ ამათ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ.

არჩევნების დღეს რას გასწვდებიან? ყველა ოჯახში ჩაჯდებიან და ყველა გამოსასვლელში სუს-ის მანქანას დააყენებენ? ბეჭებზე დავცემთ და ისე მოვუგებთ, გადმოვატრიალებთ და ბეჭებზე დავცემთ. არ ეყოფათ მათ რესურსი, რადგან ძალიან კარგად ვიცით, ვინ, რანი და რამდენი არიან.
ჩვენი გამარჯვება არის ხელის გაწვდენაზე და თქვენ ეს უნდა გჯეროდეთ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა.

მინდა, მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ყველა პედაგოგს, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით, დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება.

ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ხართ ჩვენი დროის რეალური გმირები და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თავდადებისა და თქვენი პროფესიისადმი ერთგულებისათვის.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში. შესაბამისად, შევქმნათ ისეთი სამუშაო პირობები, როგორსაც იმსახურებთ.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მთელი გულით წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ!“, – ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში.

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაულს უერთდება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისობის დღესასწაულს მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით უერთდება, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, 5 და 6 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები თავიანთი კუთხეების ტრადიციებს გააცოცხლებენ. მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება ეთნოგრაფიული წარმოდგენები, მრავალფეროვანი გამოფენები, ტრადიციული კულინარიის მასტერკლასები, ფოლკლორული კონცერტები, მოეწყობა ქართული ღვინის კუთხეები. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

5 ოქტომბერი
შიდა ქართლი – მრავალფეროვანი გამოფენები, ძველი ქართული ჭიდაობა, თონეში ნაზუქის ცხობის მასტერკლასი, რეწვის მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

ქვემო ქართლი – მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული გამოფენა, ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა.

გურია – ეთნოგრაფიული წარმოდგენები, მრავალფეროვანი გამოფენები, ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები, მოსავლის აღება-დაბინავების ეთნოგრაფიული რიტუალები, ფოლკლორული ღონისძიებები.

მცხეთა-მთიანეთი – მრავალფეროვანი გამოფენები, მოხეური და ხევსურული სამზარეულოს მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

რაჭა – ეთნოგრაფიული წარმოდგენები, რაჭული სტუმარმასპინძლობის რიტუალები, მრავალფეროვანი გამოფენა, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

სვანეთი – უძველესი სვანური სამზარეულოს მასტერკლასები, სვანური რიტუალები და ფოლკლორული ღონისძიებები.
სამეგრელო – მრავალფეროვანი გამოფენები, მეგრული სამზარეულოს გამოფენა, ფოლკლორული ღონისძიებები.

აჭარა – ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, რეწვის მასტერკლასები, აჭარული ფოლკლორული ღონისძიებები.

6 ოქტომბერი
აფხაზეთი – მრავალფეროვანი გამოფენები, აფხაზური ტრადიციების გაცოცხლება, კულინარიის ნიმუშების წარდგენა, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია – ოსური ეთნოგრაფიისა და ტრადიციების წარმოჩენა, კულინარიული მასტერკლასები, ოსური ფოლკლორული ღონისძიებები.

აჭარა – ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, რეწვის მასტერკლასები, აჭარული ფოლკლორული ღონისძიებები.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=847657784216912&set=a.230957325886964&type=3&ref=embed_post

ისრაელმა ლიბანში „ჰამასის“ მაღალჩინოსანი მოკლა – AP

ჩრდილოეთ ლიბანში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო იერიშს დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალჩინოსანი საიდ ატალა ალი და მისი ოჯახი ემსხვერპლა.

ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

თავდასხმა გამთენიისას მოხდა. ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვამდე ისრაელმა საჰაერო იერიში ლიბანისა და სირიის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მიიტანა, რის შედეგადაც ქვეყნებს შორის კავშირი ამ გზის გამოყენებით გაწყვიტა.

ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია სამშაბათს დაიწყო. ოპერაციის მთავარი მიზანი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ განადგურებაა. ბოლო ცნობებით, ლიბანში შეჭრას ცხრა ებრაელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას

J

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ისაუბრა, სადაც ირანთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ბაიდენს ჰკითხეს, რას ფიქრობს ირანზე და დაარტყამდა თუ არა მას? მან დაიწყო: „ვიდრე ისინი არ დაარტყამენ ბირთვულ ობიექტებს…“. ვფიქრობ, ის ცდება. სწორედ მას უნდა დაარტყა. უდიდესი რისკია ბირთვული შეიარაღება, ბირთვული იარაღის ძალა. მას როდესაც ეს კითხვა დაუსვეს, პასუხი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ბირთვული ობიექტები და დანარჩენზე მერე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

დღეს და ხვალ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება

დღეს და ხვალ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროგრამა ასეთია:

ორბელიანის მოედნის პროგრამა

5 – 6 ოქტომბერი 12:00-22:00

გარდენია შევარდნაძე – ,,თბილისური ბაზარი“
ღია კინოთეატრი
,,ორბელიანის ნუგბარი“
,,ყველიერი“
,,ისპანახობა“
კაფე „ლაღიძის წყლები”
„გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “
სამეწარმეო მარკეტი
გიგანტური ქვევრის ინსტალაცია/ღვინის მაღაზია
ინსტალაცია ,,გოგონა ბუშტით“
კიოსკი – ,,ცნობის ფურცელი“
საბავშვო კონცერტები
საღამოს კონცერტები
თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები
საბავშვო / გასართობი აქტივობები
ზღაპრის გმირები
თემატური ფოტოზონები

ორბელიანის მოედნის მუსიკალური პროგრამა

5 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

11:00 – სტუდია ჩიკოს კონცერტი
11:30 – ვოკალის აკადემიის კონცერტი
12:15 – რანინას კონცერტი
18:00 – ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები“
20:00 – ჯგუფი ,,ურსა“
21:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) NAQEBI

5 ოქტომბერი – ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა

16:00 – გიორგი თორაძე ,,თორჩო“ და ბენდი
21:30 – ბენდი ,,Goodfellas”

5 ოქტომბერი – ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ შოუები

15:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) NAO
18:30 – ელექტრონული მუსიკა (DJ) JUKA

6 ოქტომბერი – გიორგი ათონელის ქუჩა

13:00 – ჟოზეს წარმოდგენა
14:00 – ნუკრი კაპანაძის სტუდიის კონცერტი
18:00 – ჯგუფი ,,GOOFY LAND”
20:00 – ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი
21:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) NAQEBI

6 ოქტომბერი- – ა.ფურცელაძის ქუჩაზე განთავსებული სცენის მუსიკალური პროგრამა

14:00 – POSITIVE BAND
16:00 – ანკა თათარაშვილი და ბენდი ,,The Big band band”
19:00 – ანანო ღიბრაძე და ბენდი ,,Ages”
6 ოქტომბერი – ხაზინის ქუჩა, ქართველი შემსრულებლების ელექტრონული ლაივ შოუები

15:00 – ელექტრონული მუსიკა (DJ) JUKA
18:30 – ელექტრონული მუსიკა (DJ) MACHAIDZE

აბანოთუბანი 5 და 6 ოქტომბერი

12:00 – გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისური მრავალფეროვნება“

რიყის პარკის პროგრამა

5 და 6 ოქტომბერი

12:00 – 22:00

გასტრონომიული ფესტივალი
ღვინის ფესტივალი
ტკბილეულის ფესტივალი
თემატური დეკორაციები,ინსტალაციები და ფოტოზონები
საბავშვო კონცერტები
საღამოს კონცერტები
საბავშვო – გასართობი და სპორტული აქტივობები
ზღაპრის გმირების მსვლელობა
თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები
ატრაქციონები

რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა

5 ოქტომბერი – საბავშვო კონცერტები

11:00 – ანსამბლი შავნაბადას კონცერტი
11:40 – ნუცა ჯანელიძის სტუდიის კონცერტი
12:20 – ბზიკების სტუდიის კონცერტი

5 ოქტომბერი

15:00 – ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი
18:00 – ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი
21:00 – ქართული საესტრადო შემსრულებლების საზეიმო კონცერტი

6 ოქტომბერი – საბავშვო კონცერტები

11:00 – სტუდია ანა-ბანას და ზვიად ბოლქვაძის კვარტეტის კონცერტი
12:00 – რუსიკო ბახტაძის სტუდიის კონცერტი
13:00 – ბასტი-ბუბუს სტუდიის კონცერტი
14:00 – ქენდი სტუდიის კონცერტი

6 ოქტომბერი

19:30 საზეიმო კონცერტი ,,ქალაქური მუსიკის შედევრები“

5 ოქტომბერი – სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

20:00 – საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია.

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნებისმიერ სფეროში, სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინეთ. სასურველია, მოერიდოთ მნიშვნელოვან საქმეებს და მხოლოდ წვრილმან, ყოფით საკითხებზე გადაერთოთ.

კურო

სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებების დაგეგმვა მოგიწევთ, თუმცა, შესაძლოა, ყოველგვარი ქმედებების გარეშე, აისრულოთ დიდი ხნის ოცნება. ელოდეთ სასიამოვნო მოულოდნელობებს.

ტყუპები

შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. ვიღაცისთვის ადრე გაწეულმა სამსახურმა და მხარდაჭერამ შესაძლოა, სწორედ ახლა გამოიღოს ნაყოფი.

კირჩხიბი

მატერიალურ საკითხებში აქტიურობისთვის კარგი დროა, სასიკეთო და სარგებლიანი იქნება ახალი ფინანსური წყაროების მოძიება. შესაძლოა, მიიღოთ ფული, რომელსაც არ ელოდით.

ლომი

დღეს, უჩვეულო ვითარებაში, შესაძლოა, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან საგამოფენო დარბაზში. დაისვენეთ, ახლა ეს ძალიან გჭირდებათ.

ქალწული

დღევანდელი ვარსკვლავების განლაგება დიდი იმედებისა და მყუდროების მომტანი იქნება თქვენს ცხოვრებაში. განამტკიცეთ ოჯახური ურთიერთობები, გაიხსენეთ თქვენი „ფესვები“, საგვარეულო ტრადიციები – ეს მეტად სასიკეთო იქნება თქვენთვის.

სასწორი

სასიკეთო დღეა, შეგიძლიათ, ყველა მიმართულებით თამამად იმოქმედოთ, ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ განტვირთვა აუცილებელია.

მორიელი

სასიყვარულო სფეროში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი, შესაძლოა სტატუსის შეცვლა, სასიხარულო მოვლენები, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არის ტრავმულობის ალბათობა.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დაუგეგმავად შეხვდეთ თქვენთვის საძულველ ადამიანს. იყავით თავშეკავებული, ემოციები გააკონტროლეთ და ყველაფერი კარგად იქნება. შეეცადეთ, განმარტოვდეთ.

თხის რქა

განმარტოების სურვილით ხართ მოცული, ფიქრებისა და დასვენების, სიზმრების თუ ილუზიების სამყაროში დარჩენას არჩევთ. უმჯობესია, დაისვენოთ და მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოთ.

მერწყული

გამოიყენეთ დრო ახლობლებთან კონტაქტებისთვის, შეხვდით, დაგეგმეთ მათთან ერთად ახლო მომავალი, გაისეირნეთ ან ეწვიეთ გასართობ დაწესებულებებს.

თევზები

შეეცადეთ, ენას კბილი დააჭიროთ და არ გათქვათ თქვენი საიდუმლო. მოიძიეთ მხარდამჭერები და თანამოაზრეები, იმოქმედეთ დინჯად და სტრატეგიულად.