Home Blog Page 50

მივმართავ პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან: რას მოგვცემს ეს აქციები? ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის – აღარ აგარევინებთ – ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია – მეუფე იაკობი

მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.

„მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის. ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.

როდემდე უნდა ვიყოთ სხვების ჭკუაზე? – ორი ძალა იბრძოდა არჩევნებზე – ერთი იყო, რომელიც გეუბნებოდა, რომ მშვიდობით ვიაროთ წინ, მივხედოთ ეკონომიკას და განათლებასო და როდესაც სადმე შესვლის ჯერი მოვა, ისე შევიდეთ, რომ დასამადლებელი არაფერი გვქონდესო. მეორე ძალა იყო – გვეუბნებოდა, რომ თუ ჩვენთან არ იქნებით რუსები ხართ, კანონიც და მთავრობაც რუსულია, ხალხი, ვინც ხმას აძლევს ისიც რუსეთუმეაო. ქართველმა ხალხმა მაინც გააკეთა არჩევანი და იმ ტყუილის არ დაიჯერა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა პრეზიდენტს და ქალ ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი იმისთვის საუბრობენ, რომ „უცხოელს მოაწონონ თავი.“

„მინდა ქალბატონ პრეზიდენტს და ქალბატონებს მივმართო – კაცებთან მიმართვას აზრი არ აქვს. დედები ხომ ბრძანდებით? – ახალგაზრდები რომ გამოიყვანოთ, ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ? დაფიქრდით ამაზე, რას აკეთებთ… ლაპარაკობთ იმისთვის, რომ უცხოელს მოაწონოთ თავი. ხომ შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე?“, – განაცხადა იაკობმა.

მთავარეპისკოპოსის განცხადებით, ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია.

„კაცებს მივმართავ, ქუჩაში შემდეგ გავლა ხომ გინდათ? 90-იანებში ეს სცენარი ვნახეთ და აღარ აგარევინებთ. ხომ გინდათ, ქუჩაში იაროთ ან მიტინგზე გამოხვიდეთ? ეგრე თუ მოიქეცით, მუდმივ ოპოზიციაში იქნებით. შედეგებზე ხომ უნდა იფიქროთ? ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით ურთიერთობები დალაგდება და ქართველი ერი იზოლაციაში არ იცხოვრებს.

„მე რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ვიცი, რომ ურთიერთობები დალაგდება. იზოლაციაში ჩვენი ერი ვერ იცხოვრებს. არის რაღაც საკითხები, რაზეც დალაპარაკებაც არ შეიძლება, არათუ რაიმე კომპრომისი. ამიტომ, რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ჩვენთან მშვიდობა მალე დაისადგურებს და შევეცადოთ, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ საზოგადოება კი არ დავყოთ, არამედ ერთობა იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს – თურქეთის საგარეო მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის საერთო ენის ძიება გრძელდება, თუმცა არცერთ მხარეს არ სურს, ამ პროცესში დამარცხებული გამოვიდეს.

„ჩვენ ორივე მხარესთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ უყოყმანოდ ვუსმენთ ორივე მხარეს, თუმცა მეგობარი მწარე სიმართლეს ამბობს. სწორედ ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს.

„ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს“, – აღნიშნა თურქეთის საჰარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას – პრემიერი

თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, კობახიძე „გულწრფელი დისკუსიის“ საჭიროებაზე საუბრობს.

„თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამისთვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია“, – აღნიშნავს კობახიძე სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში.

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია – ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

„ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო, სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი – მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი, ხანაც წითელი ბარათი აჩვენოს – „DIE WELTWOCHE“

შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“ ავტორი მკითხველს უყვება, რომ საქართველომ დასავლეთთან პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა.

„საქართველომ ეს პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. გავიხსენოთ სულ მინიმუმ ნატოს ოპერაცია ავღანეთში, რომელშიც საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი და 32 ჯარისკაცი და ოფიცერი დაეღუპა. მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან წითელი ყვითელი ბარათი აჩვენოს და ხანაც წითელი.არსებობს სხვაობა სწავლებასა და ჭკუის სწავლებას შორის, საქართველოს უნდა რომ ისწავლოს, თუმცა მას არ დაუმსახურებია, რომ როგორც ცუდი მოსწრების მოსწავლეს ისე მოექცნენ. მთელი თაობა საქართველოში განიხილავს ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს როგორც მეორე ენას და არა რუსულს. ისინი განსხვავებულად ცხოვრობენ, იმაზე განსხვავებულად ვიდრე ჩვენ ვცხოვრობდით, რომლებიც ჯინსებს მხოლოდ ოცნებებში ვხედავდით. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვერც ერთი პრორუსული პარტია საქართველოში არჩევნებს ვერ მოიგებს, თუმცა დასავლეთის მხრიდან მუდმივი გაფრთხილებები და დასჯები ფრუსტრაციას იწვევს, რაც რუსეთს გაახარებს.“,- ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, რომ ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია საქართველო უკრაინად არ იქცეს, მისი თქმით ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა ადვილია, თუმცა უკან დაბრუნება ძალიან რთული.

„თბილისში მზიანი ამინდია, დღის განმავლობაში ტემპერატურა 15 გრადუსამდე იწევს. თუმცა მოდუნება შეუძლებელია, ისევ რევოლუციის მოლოდინი, ისევ უნდობლობა, ისევ პოლარიზაცია. მე ვხედავ დაძაბულ სახეებს, მე მესმის მძიმე საუბრები. თუმცა ერთი ვიცი, ამ ქვეყანას შეუძლია კარგად ცხოვრება და უნდა იცხოვროს კიდეც. საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, რომ ჩვენ შეგვიძლია კავკასიის შვეიცარია გავხდეთ, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუმცა ჩვენ შვეიცარია ისევ არ ვართ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ უბედურ უკრაინად არ ვიქცეთ, რომელიც დღეს სისხლში ცურავს. ეს არის წითელი ხაზი, რომელიც ადვილია რომ გადაკვეთო, თუმცა რომლიდანაც უკან დაბრუნება ძნელია. მე აღარ მინდა სიმბარათების ჩემი ტელეფონიდან ამოღება, აღარ მინდა შიში მქონდეს ჩემი სტატიის ნამდვილი სახელი და გვარით გამოქვეყნების.“,- ვკითხულობთ სტატიაში.

რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა კიევს გუშინ ღამით Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, დაზიანებები დაფიქსირდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დრონებით თავდასხმის გამო, უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში ღამით ორჯერ გამოცხადდა და ხუთსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი გაანეიტრალეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნა შევჩენკოსა და გოლოსეევსკის რაიონებში დაფიქსირდა. შევჩენკოს რაიონში დაზიანდა გზის საფარი, განათების ბოძები და ელექტროენერგიის ქსელები. სულ მცირე ხუთ კორპუსში აფეთქების ტალღამ მინები დააზიანა.

სერგეი პოპკოს განცხადებით, დრონებით იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.

რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით, შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის – ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაასანქციროს.

როგორც უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით“.

“რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან ხელდახელ მუშაობით. შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს ის, როგორც მე და სპიკერმა ჯონსონმა 2020 წელს მოვუწოდეთ როგორც რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში“, – წერს უილსონი.

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი

სა­უ­კე­თე­სო რამ, რისი გა­კე­თე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ, არის მთლი­ა­ნად ჩა­ეფ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ პრო­ცე­სებ­ში, სა­დაც უნდა მო­ა­წეს­რი­გოთ საქ­მე­ე­ბი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს! ენერ­გი­ის სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბით, ნამ­დვი­ლად შეძ­ლებთ მთე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ამას მო­ი­თხოვს გა­რე­მო­ე­ბე­ბი. ბიზ­ნეს­მე­ნებს, რო­მელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გე­ლით. სხვა ქა­ლა­ქე­ბის ან ქვეყ­ნე­ბის კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა.

კურო

პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში საქ­მე­ე­ბი კვლავ გან­ხილ­ვა­სა და შე­თან­ხმე­ბას მო­ი­თხოვს. დიდი ხნის კო­ლე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ იყ­ვნენ სა­უ­კე­თე­სოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და ამან შე­იძ­ლე­ბა ძირი გა­მო­უ­თხა­როს ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს; მო­ე­რი­დეთ ჩხუბს, იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და მი­წას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მთა­ვარ მიღ­წე­ვად პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს უფ­რო­სის­გან აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში დამ­ყა­რე­ბუ­ლი ახა­ლი საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი მო­მა­ვალ­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ტყუ­პი

თუ გაქვთ გარ­კვე­უ­ლი კა­პი­ტა­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ინ­ვეს­ტი­ცია სა­ცხოვ­რე­ბელ ან კო­მერ­ცი­ულ უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში. ამ პე­რი­ოდ­ში თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი სწრა­ფად გა­იზ­რდე­ბა, მაგ­რამ უფრთხილ­დით გარ­თო­ბა­ზე და­უ­ფიქ­რე­ბელ ხარ­ჯებს და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არაპ­რაქ­ტი­კუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბულ წყვი­ლებ­ში გან­ვი­თარ­დე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს ვარ­სკვლა­ვე­ბი გპირ­დე­ბი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბას. ასე რომ არ დარ­ჩეთ სახ­ლში, წა­დით წვე­უ­ლე­ბა­ზე ან და­რე­გის­ტრირ­დეთ გაც­ნო­ბის სა­იტ­ზე.

კირჩხი­ბი

ოჯა­ხის წევ­რე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­გა­ხა­რე­ბენ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა ოჯახ­თან ერ­თად. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ბევ­რი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტი გე­ლო­დე­ბათ. შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გაძ­ლი­ერ­დე­ბა მრა­ვალ­წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ. თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა ახლა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია. თუმ­ცა, შე­ე­ცა­დეთ და­იც­ვათ თავი სტრე­სის­გან: გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა დატ­ვირ­თვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს უძი­ლო­ბა. წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბი, მა­სა­ჟი და სპორ­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ში.

ლომი

შეგ­ვიძ­ლია მო­გი­ლო­ცოთ, კვი­რა ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. ენერ­გი­ის ამაღ­ლე­ბა, კარ­გი გან­წყო­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ. ნამ­დვი­ლად იღ­ბლი­ა­ნი ხართ, მაგ­რამ იღ­ბა­ლი ცვა­ლე­ბა­დია, ამი­ტომ გა­მო­ი­ყე­ნეთ ნე­ბის­მი­ე­რი შან­სი, გა­ა­კე­თეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი. პე­რი­ო­დი შე­სა­ფე­რი­სია იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბას. გამ­ძლე­ო­ბი­სა და მოთ­მი­ნე­ბის წყა­ლო­ბით, შე­გიძ­ლი­ათ კარ­გი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. და­წი­ნა­უ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ გექ­ნე­ბათ გამ­ბე­და­ო­ბა, მო­ი­თხო­ვეთ ხელ­ფა­სის გაზ­რდა.

ქალ­წუ­ლი

ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და ეს პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია მთე­ლი ნო­ემ­ბე­რი გაგ­რძელ­დე­ბა. შე­მო­სავ­ლე­ბი იზ­რდე­ბა, მაგ­რამ ხარ­ჯე­ბი იგი­ვე დარ­ჩე­ბა, რაც კი­დევ ერთი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოთ, რომ თქვე­ნი უფ­რო­სე­ბი შე­ნიშ­ნა­ვენ თქვენს ყვე­ლა დამ­სა­ხუ­რე­ბას და მონ­დო­მე­ბას. თუ უმუ­შე­ვა­რი ხართ, და­ე­თან­ხმეთ ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შა­ოს, თუნ­დაც ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, რათა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და იპო­ვოთ ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბი. კვი­რა იქ­ნე­ბა დი­ნა­მი­კუ­რი და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი უარ­ყო­ფი­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უშ­ლის თქვე­ნი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

სას­წო­რი

ამ კვი­რის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბაა. და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­უ­ბა­რია კო­ლე­გებ­ზე სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან თუ ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა კავ­ში­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­სა და სექ­ტემ­ბერ­ში შე­ფერ­ხდა. ამ­ჯე­რად სი­ტუ­ა­ცია უფრო ნა­თე­ლი და იო­ლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი ჩანს, თუმ­ცა სრუ­ლი მოგ­ვა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა შუ­ა­მავ­ლე­ბის, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სა და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ჩარ­თვა. მე­წარ­მე­ებ­სა და უფ­რო­სებს მო­გი­წევთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-ეკო­ნო­მი­კურ სა­მუ­შა­ო­ებ­თან შე­ხე­ბა.

მო­რი­ე­ლი

გი­ლო­ცავთ, ახალმთვა­რე­ო­ბა თქვენს ნი­შან­შია, ეს არის ახ­ლის და­წყე­ბის დრო და გი­სურ­ვებთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი და­გე­წყოთ. პი­რად სფე­რო­ში მო­ემ­ზა­დეთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზე­ბის­თვის. მარ­ტო­ხე­ლებს შე­გიძ­ლი­ათ მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­მო­ი­წყოთ ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნი. ეს კარ­გია მათ­თვის, ვინც თა­ვი­სუ­ფა­ლია. თუმ­ცა, დრო გვიჩ­ვე­ნებს, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ეს კავ­ში­რი. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი, და­ი­წყეთ დიდი ხნის წინ შედ­გე­ნი­ლი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

უფ­როს ნა­თე­სა­ვებ­თან კავ­ში­რე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა ქა­ლაქ­ში ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ნა­თე­სა­ვებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი. რო­დე­საც სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდე­ბა ჰო­რი­ზონტზე, ნუ აჩ­ქარ­დე­ბით ნუ იჩ­ქა­რებთ მის შეყ­ვა­რე­ბას. გა­მო­ი­ჩი­ნეთ თავ­შე­კა­ვე­ბა, გა­ი­გეთ ადა­მი­ა­ნის თვი­სე­ბე­ბი და აცა­დეთ გა­მო­ავ­ლი­ნოს თა­ვი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი. კა­რი­ე­რის­ტებს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბე­ბი ჯერ არ გე­ლო­დე­ბათ. უმ­ჯო­ბე­სია, მზის თქვენს ნი­შან­ში გად­მოს­ვლამ­დე არ იაქ­ტი­უ­როთ და მე­ტად და­ის­ვე­ნოთ.

თხის რქა

აქ­ტი­უ­რი და შე­და­რე­ბით მშვი­დი კვი­რა გე­ლო­დე­ბათ. გახ­სოვ­დეთ, რომ ცუდი მშვი­დო­ბა ყო­ველ­თვის ჯო­ბია კარგ ჩხუბს. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს ზრდას­რუ­ლი ბავ­შვე­ბი თა­ვი­ან­თი წარ­მა­ტე­ბე­ბით გა­გა­ხა­რე­ბენ. თუ იდე­ა­ლურ პარტნი­ორს ეძებთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ კო­ლე­გას, რო­მელ­თა­ნაც მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ. მეტი სიფრ­თხი­ლე და დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­გა­რეო სა­კი­თხებ­თან, მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან.

მერ­წყუ­ლი

ახლა კარ­გი დროა კა­რი­ე­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. თქვენ უნდა მი­ი­ღოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა – დარ­ჩეთ ძველ სა­მუ­შაო პო­ზი­ცი­ა­ზე ან გა­რის­კოთ ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად. კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლებთ და­ი­წყოთ ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ახლო მო­მა­ვალ­ში კარგ მო­გე­ბას მო­გი­ტანთ. კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი ან ფრი­ლან­სე­რო­ბა ფუ­ლის შოვ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ.

თევ­ზე­ბი

ამ კვი­რა­ში ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ. მთა­ვა­რია, მისი სწო­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა შეძ­ლოთ. ზედ­მე­ტი ხარ­ჯვა პრობ­ლე­მას შე­გიქ­მნით, ამი­ტომ ის­წავ­ლეთ ბი­უ­ჯე­ტის შედ­გე­ნა. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გსურ­დეთ სა­მუ­შაო ად­გი­ლის ან თუნ­დაც პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა. და­ე­ლო­დეთ ახალმთვა­რე­ო­ბას და მერე იმოქ­მე­დეთ. თუ მო­ინ­დო­მებთ, შეძ­ლებთ კა­რი­ე­რუ­ლი პო­ზი­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ღირს ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მი­მართ, გა­ა­ნე­ბივ­რეთ რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბით, ერ­თად და­ი­წყეთ რა­ი­მე საქ­მის კე­თე­ბა, თუნ­დაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თის, რაც მო­მა­ვალ­ში ფულს მო­გი­ტანთ.

ამინდი იცვლება! – 3 ნოემბრიდან დასავლეთ საქართველოში გაავდრდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“ – იუწყება სააგენტო. აჭარის მაღალმთიანეთში თოვაა მოსალოდნელი.
.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 1-2 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, 3-4 ნოემბერს კი ზოგან გაწვიმდება და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 3-4 ნოემბერს კი ზოგან თოვლჭყაპი და დასავლეთის მიმართულების ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 ნოემბერს დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს დაიკლებს.

თბილისში 3-4 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 ნოემბერს დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 4 ნოემბერს შედარებით აცივდება და შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

,,მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, საზოგადოებას”- გიორგი კალანდარიშვილი

თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, გიორგი კალანდარიშვილი პროცესში ჩართულ მხარეებს ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდებს.

„სასაუბრო ძალიან ბევრია, იმიტომ, რომ განსაკუთრებით ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი მანიპულაციური ინფორმაცია გვესმოდა. მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, პატივი ვცეთ საზოგადოებას. თუ მართლაც ჩვენი მიზანია ჭეშმარიტების, ობიექტურობის დადგენა, ასეთ შემთხვევაში მოხდეს ინსტიტუციაში, შესაბამის უწყებებში ინფორმაციის ვერიფიცირება, გადამოწმება და არა ასე მანიპულაციურად.

მთავარია, რა არის სიმართლე, მთავარია, რომ რეალურად ინსტიტუცია, ვენდორი კომპანია, ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარე ვართ უკიდურესად გამჭვირვალეები, ღიები, დაწყებული როგორც დაგეგმვის პროცესით, დასრულებული კენჭისყრის ადმინისტრირებით. რა თქმა უნდა, თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. ამის შესახებ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ განაცხადა.

„ზოგად და კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პოტენციურ ძალადობასთან ან სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებების გამო, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლის არჩევნებთან, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა შტატის გუბერნატორმა.

აღნიშნულ შტატში დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი ლიდერობს და ცოტა ხნის წინ აქ ერთ-ერთ საარჩევნო ურნას, სადაც ხმის მიცემის წინასწარი პროცედურის ფარგლებში ამომრჩეველთა ბიულეტენები იყო მოთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს. ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ვაშინგტონის შტატში ამ დროისთვის უკვე ორმა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

 ,,საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა რომ იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა”- მაია ნიკოლეიშვილი

ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები „დღის ქრონიკაში“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები იყო თავხედური.

„ეს იყო არადიპლომატიური განცხადებები, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა. ალბათ, სხვა მდგომარეობა რომ იყოს და საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს მდგომარეობას, როდესაც მთელი დასავლეთის გარკვეული ნაწილი საქართველოს წინააღმდეგაა. წარმოუდგენელი ზეწოლაა, მსგავსი ალბათ არ ყოფილა არც გარედან და შიგნით მყოფებს კი პირდაპირ იმედი აქვთ, რომ უცხოელებმა ჩაატარონ ახალი არჩევნები. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა: სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.