Home Blog Page 5

რუსეთის წინააღდეგ სანქციებს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ – კაია კალასი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე

უმკაცრესად ვგმობთ 10 სექტემბერს რუსული დრონების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევას. ეს აგრესიული და უგუნური ქმედება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციის ნაწილია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის სახელით ავრცელებს.

კალასის შეფასებით, რუსეთის აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას, რეგიონულ სტაბილურობას და საერთაშორისო მშვიდობას.

„ევროპის საჰაერო სივრცის ეს სერიოზული დარღვევა მხოლოდ უფრო ამტკიცებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს რუსეთისგან თავის დაცვაში და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციებს გააძლიერებს.

„კიდევ უფრო გავზრდით მოსკოვის ხარჯებს რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციების მნიშვნელოვნად გაძლიერებით. ასევე ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი. გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას პოლონეთის მიმართ და ვაგრძელებთ იმ მხარდაჭერის შეთავაზებას, რომელიც პოლონეთს სჭირდება აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად. მუდმივ მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონეთის ხელისუფლებასთან“, – აცხადებს კალასი.

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გო­ნივ­რუ­ლად და­ხარ­ჯოთ დღეს მი­ღე­ბუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი მო­გე­ბა – მა­გა­ლი­თად, იყი­დეთ ისე­თი რამე, რა­ზეც დიდი ხა­ნია ოც­ნე­ბობ­დით, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ვერ ახერ­ხებ­დით მის შე­ძე­ნას.

კურო

უფრო პერ­სპექ­ტი­უ­ლი პო­ზი­ცი­ის ან ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დღეს მი­ი­ღოთ, იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, რომ ზედ­მე­ტი ფიქ­რის გა­რე­შე და­თან­ხმდე­ბით.

ტყუ­პი

თქვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ხელი შე­გი­შა­ლოთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა: კონ­ცენ­ტრი­რე­ბით და მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვით, შე­გიძ­ლი­ათ მთე­ბი გა­დად­გათ.

კირჩხი­ბი

კარ­გი დღეა მათ­თვის, ვინც დიდი ხა­ნია სე­რი­ო­ზულ შე­ნა­ძენ­ზე ფიქ­რობს: ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც დღეს შე­ი­ძენთ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხა­რის­ხის იქ­ნე­ბა და დიდ­ხანს მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ.

ლომი

და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა­საც დღეს გირ­ჩევთ, ნამ­დვი­ლად გრან­დი­ო­ზუ­ლი უნდა იყოს: არ უნდა და­კარ­გოთ დრო წვრილ­მა­ნებ­ზე, ისი­ნი, არ გა­ა­მარ­თლე­ბენ თქვენს მო­ლო­დინს, მაგ­რამ მთელ დღეს ფუ­ჭად და­კარ­გავთ.

ქალ­წუ­ლი

სამ­სა­ხურ­ში, რო­მელ პრო­ექტსაც არ უნდა მო­კი­დოთ ხელი, სიფრ­თხი­ლეს გმარ­თებთ, იმპრო­ვი­ზა­ცია დღეს არ იმუ­შა­ვებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

სას­წო­რი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სას, არ უნდა იმუ­შა­ოთ დღე და ღამე, არ უნდა გა­და­ი­ღა­ლოთ. პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გზით გა­და­წყდეს.

მო­რი­ე­ლი

დღე, რო­დე­საც შე­გიძ­ლი­ათ გარ­კვე­ულ რის­კზე წას­ვლა, მაგ­რამ – გარ­კვე­ულ ზღვრამ­დე: თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მთა­ვა­რია დრო­უ­ლად გა­ჩერ­დეთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი მი­ი­ღოთ.

მშვილ­დო­სა­ნი

დღე­ვან­დე­ლი თქვე­ნი დე­ვი­ზია “მეტი მოქ­მე­დე­ბა, ნაკ­ლე­ბი სა­უ­ბა­რი”: შე­წყვი­ტეთ იმა­ზე სა­უ­ბა­რი, თუ რა და რო­გორ გსურთ გა­ა­კე­თოთ და გა­და­დით აქ­ტი­ურ და მი­ზან­მი­მარ­თულ ქმე­დე­ბებ­ზე – ისი­ნი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

თხის რქა

დღე ფი­ნან­სუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა, დიდი ხნის წინ და­პი­რე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რი გა­და­გი­ხა­დონ, რო­მე­ლიც და­ვი­წყე­ბუ­ლი გქონ­დათ, ამი­ტომ დროა, იფიქ­როთ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოთ ის გო­ნივ­რუ­ლად.

მერ­წყუ­ლი

საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ფლიქ­ტე­ბი ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან: დღეს წარ­მო­შო­ბილ­მა ჩხუბ­მა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ა­ფუ­ჭოს თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

თევ­ზე­ბი

ვარ­სკვლა­ვე­ბი დღეს ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას არ გირ­ჩე­ვენ – ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ისი­ნი წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დეს: უნდა და­ას­რუ­ლოთ ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია მუ­შა­ობთ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონურ მხარეს შევთავაზე ჩვენი დახმარება რუსული დრონების, კერძოდ, „შაჰედების“ განადგურების სწავლებასა და მომზადებაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკს ესაუბრა.ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტუსკის გარდა, ზელენსკი ტელეფონით ასევე ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ საუბრის თემა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იყო. უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ რუსულ დრონს აქამდეც დაურღვევია ნატო-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე, თუმცა ამჯერად დრონების რაოდენობა გაცილებით დიდი იყო.

„დრონები არა მხოლოდ უკრაინული ტერიტორიიდან შევიდნენ, არამედ ბელარუსიდანაც. და ჩვენ, ყველას გვესმის, რომ ეს არის სავსებით განსხვავებული დონის ესკალაცია რუსეთის მხრიდან. შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეთ მათ“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ დონალდ ტუსკმა საუბრისას მას შეატყობინა დრონებისაღმოჩენილი  ნაწილების შესახებ, რომლებიც ირანული და რუსული წარმოების იყო.

„რუსეთის ამ თავხედურ საქციელს რამდენიმე მიზეზი აქვს და ისინი ყველასთვის აბსოლუტურად აშკარაა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემაზე და შევქმნათ ეფექტური საჰაერო ფარი ევროპის თავზე. უკრაინა, დიდი ხანია, ამას სთავაზობს და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები. შევთავაზე პოლონურ მხარეს ჩვენი დახმარება რუსული დრონების, კერძოდ, „შაჰედების“ განადგურების სწავლებასა და პერსონალის მომზადებაში. შევთანხმდით დონალდთან შესაბამის თანამშრომლობაზე სამხედროების დონეზე. ასევე, კოორდინაციაში ვიქნებით ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანასთან“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი – ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, წარმოვადგენ მათ ნებას

ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, წარმოვადგენ მათ ნებას, გააგრძელონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი გზა, რომელიც პროდასავლურია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან (NPR) ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ქართველ ხალხს წარმოადგენს და ამასთანავე ცდილობს, ოპოზიციური სპექტრი გააერთიანოს.

„ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, თუმცა აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვარ. უპირველესი ისაა, რომ წარმოვადგენ ხალხს და მათ ნებას, გააგრძელონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი გზა, ეს აშკარად პროდასავლური გზაა. მე წარმოვადგენ ქართველი ხალხის კიდევ ერთ ძალიან ძლიერ ნებას, რაც მათი ოპოზიციის გაერთიანებას გულისხმობს. ჩემი მიზანია, ყოველდღიურად ვეცადო ამის შეცვლა. ვფიქრობ, რომ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ და ეს აშკარად ხალხის ნებაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

NPR-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთმა ეს კარგად იცის, ამიტომაც მუდმივად ცდილობდა საქართველოს ხელში ჩაგდებას.

„საქართველო არის ადგილი, სადაც როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა, უზარმაზარი ინვესტიციები ჩადეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში. უფრო მეტიც, ეს ჩართულობა თუ არსებობდა, იმიტომ მოხდა, რომ არსებობდა ამ რეგიონში სტრატეგიული ინტერესი, რომელიც დასავლეთს, ევროპასა და ცენტრალურ აზიას, ორ ზღვას აკავშირებს. ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან და საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ, რომ ის, ვისაც საქართველო უჭირავს, კავკასიაც უჭირავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-მ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან:1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.

„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ზ.მ.-მ  და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის  მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს  მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან   და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო  განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებში  მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

,,კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის შესახებ ცრუ ნარატივები და შეცვალოს მიმდინარე პოლიტიკური კურსი”- გერმანიის საგარეო უწყება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ“.

„გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FDeutscheBotschaftTiflis%2Fposts%2Fpfbid028EZK1CA4esdtvhvtudvTpwmxMuVgBWQqeNaMZp7CGYWN3m1PZiTWUgRp1T5WGGe7l&show_text=true&width=500

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში ამ დროისთვის 19 საერთაშორისო და 11 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში ამ დროისთვის 19 საერთაშორისო და 11 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს კიდევ 5 სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა. მათგან 3 საერთაშორისო, ხოლო 2 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა.

ცესკოში განმარტავენ, რომ ორგანიზაციები, მოწვეულები არიან, მათ შორის ევროპიდან. შესაბამისად, საკითხზე სპეკულაციები მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ემსახურება.

მემარჯვენე და მემარცხენე ევროპარლამენტარები შუაღამეს ურსულა ფონ დერ ლაიენის ნდობის საკითხს დაარეგისტრირებენ – Politico

პარტია „პატრიოტებისა“ და „მემარცხენეების“ დეპუტატები ევროპარლამენტში დღეს შუა ღამისას ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხს დააყენებენ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დეპუტატებმა ფონ დერ ლაიენის ნდობის საკითხის დაყენება რამდენიმე საათის წინ ევროპარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტეს. ეს იქნება რიგით მეორე კენჭისყრა უნდობლობის საკითხზე უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.

Politico წერს, რომ, თუ ნებისმიერი ერთი ჯგუფის წინადადებას ევროდეპუტატთა უმეტესი ნაწილი მხარს დაუჭერს, ფონ დერ ლაიენს გადადგომა მოუწევს. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტს პარლამენტში დიდი მხარდაჭერა აქვს.

ფონ დერ ლაიენს საკუთარი პოზიციის გასახმოვანებლად პარლამენტში ოქტომბერში მოუწევს მოსვლა.

„ევროკავშირი დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე იმის გამო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს პრობლემებთან გამკლავების უნარი არ შესწევს“, – წერია მემარჯვენეების განმარტებით ბარათში, რომელიც Politico-მ მოიპოვა.

Tester’s Day 2025- თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

8-9 სექტემბერს, GeoSTQB-ის ორგანიზებით, პულმან თბილისმა მნიშვნელოვან და მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Tester’s Day 2025-ს უმასპინძლა.

უკვე რამდენიმე წელია, თიბისი, როგორც რეგიონის ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია, ტესტერების დღის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია. ტექ კომუნის ხელშეწყობა და გაძლიერება, თიბისის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია.

წელს, ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური იყო და მოიცავდა ISTQB® ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას. დამსწრეები შეხვდნენ გლობალური კომპანიების წარმომადგენლებს, გაეცნენ საერთაშორისო გამოცდილებას; გაიმართა პანელური დისკუსიები და ინტერაქციული ვორქშოპები.

Tester’s Day 2025-ზე, თიბისის ტესტირების ინჟინრებმა ჩაატარეს ვორკშოპი სახელწოდებით – Visual Testing in Practice და ისაუბრეს თუ როგორ ყალიბდება ვიზუალური ტესტირების სწორი სტრატეგია და როგორ ინერგება ის პრაქტიკაში.

ღონისძიების გახსნაზე, აუდიტორიას მიმართა თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონის ლიდერმა, ალექსანდრე ისკონიანმა, რომელმაც ისაუბრა თიბისის როლისა და გეგმების შესახებ ტექნოლოგიების სფეროში.

Performance Testing Challenges & Best Practices – საინტერესო მოხსენება ჰქონდა თიბისის ტესტირების ინჟინერსა და ასოცირებულ პარტნიორს – ირინა ინაშვილს, რომელმაც დამსწრეებს გააცნო, როგორ იქმნება ავტომატიზაციის მოდულარული ჩარჩო და როგორ შეიძლება ვიფიქროთ ავტომატიზაციაზე, როგორც პროდუქტზე.

Tester’s Day 2025 და მისი პრაქტიკული სესიები მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ყველა დონის ტესტერისთვის.

საერთაშორისო და ადგილობრივი ტოპ სპიკერები, რეალურ ქეისებზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარება, ინტერაქციული ვორკშოპები, QA-ს ბაზრის უახლესი კვლევა, AI-ზე დაფუძნებული თანამედროვე ტესტირების მიდგომები და საჭიროებებზე მორგებული სესიები – ეს ყველაფერი ტესტერებს მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას მოუტანს.

(R)

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6920 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6921 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1502 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1651 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.

თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!

რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი, ხვალიდან იწყება და საკომუნიკაციო ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი.

11-13 სექტემბერს,  ტრადიციულად ბათუმში, ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. ორგანიზატორები ჯამში 1400-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს ელიან. წინა წლების მსგავსად, წელსაც თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო სესია გაიმართება. მათ შორის იქნება შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის – Let’s Lightbubl-ის დამფუძნებელი Tim Leake-ის გამოსვლა კოლაბორაციის თემაზე და ვორქშოფი სწრაფი იდეების გენერირებაზე.

 AD BLACK SEA  ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

სხვადასხვა ქვეყნიდან შემოქმედებითი პროდუქტები 13 ნომინაციაში იქნება წარდგენილი (ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია და სხვა), რომლებსაც 20 ქვეყნიდან მოწვეული 28 ჟიურის წევრო შეაფასებს და მათგან საუკეთესოებს გამოავლენს.

წლევანდელ ფესტივალზე, თიბისის გასული წლის რამდენიმე კამპანია და აქტივაცია ფესტივალის მოკლე სიაშიც მოხვდა:

  • POWER TO THE PEOPLE | Playmakers Agency – შემოქმედებითი სტრატეგია
  • Stubborn Nation | Playmakers Agency – შემოქმედებითი სტრატეგია
  • Selfie Registration | TBC – დიზაინი & ბრენდინგი
  • Selfie Registration | TBC – ბრენდის გამოცდილება & აქტივაცია
  • POWER TO THE PEOPLE | Playmakers – მედია (ციფრული, მობილური და სოციალური პლატფორმების გამოყენება)
  • POWER TO THE PEOPLE | Playmakers – მედია (პირდაპირი კომუნიკაცია)
  • Streets Will Never Forget | TBC – სარეკლამო კამპანია.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეცხრე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

წელს, უკვე მესამედ, AD BLACK SEA-ზე თიბისი წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას დააჯილდოებს. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

თიბისი, როგორც ბრენდის ღირებულებები, განვითარებაზეა ორიენტირებული და ასეთი ღონისძიებები, შემოქმედებით თვალსაწიერს აფართოებს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს მოტივაციას, მიიღონ ახლი ცოდნა, გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!

R

კიევისადმი ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარებით უკრაინელი ოლიგარქები მდიდრდებიან – Nya Dagbladet

 „კიევისადმი ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარებით უკრაინელი ოლიგარქები მდიდრდებიან“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული შვედეთის ყოველდღიურ გაზეთ „ნია დაგბლადეტში“ (Nya Dagbladet) სტატია, რომლის ავტორი იოშეფ ჩიბა კრიტიკულად არის განწყობილი უკრაინისადმი ევროპის მხარდაჭერის მიმართ – იმ თვალსაზრისით, რომ ბრიუსელის მიერ გაწეული დახმარება დიდწილად ქვეყნის თავდაცვასა და მოსახლეობას კი არ ხმარდება, არამედ ცალკეული მაგნატების კიდევ უფრო გამდიდრებას.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებით:

ევროკავშირმა უკრაინისადმი გაწეული დახმარების სახით უკვე თითქმის 150 მილიარდი ევრო დახარჯა.

რამდენ ხანს გააგრძელებენ კიდევ ევროპელი ბიუროკრატები უძირო ორმოს ამოვსების მცდელობას? ეს კითხვა რომ ევროპელ ჩინოვნიკებს დავუსვათ, მათგან ნორმალურ და გონივრულ პასუხს ვერ მივიღებთ, რაც, პრინციპში, არც უნდა გაგვიკვირდეს: ევროკავშირს ხომ უკრაინის მიმართ გრძელვადიანი პოლიტიკა არ აქვთ.

არადა, უკრაინა უკიდურესად მძიმე სიტუაციაშია ჩავარდნილი: ომის ფრონტებიდან არასასიამოვნო ცნობები მოდის, ქვეყანა ინგრევა… რა თქმა უნდა, ომში დამნაშავე რუსეთია, მაგრამ ჩნდება ბუნებრივი კითხვა – როდემდე უნდა აცხადოს უარი უკრაინამ თუნდაც მისთვის მძიმე ზავზე, სანამ მთლიანად არ დაინგრევა? ევროპას უკრაინის გარდა, სხვა პრობლემებიც აქვს და ამიტომ მთელ თავის რესურსებს მხოლოდ კიევისათვის ვერ დახარჯავს. რომელი საღად მოაზროვნე მოკრივე გააგრძელებს ბრძოლას ისეთ მეტოქესთან, რომლის წონა რამდენჯერმე მეტია? გაბედულება კარგი თვისებაა, მაგრამ შედეგებზე ხომ უნდა იფიქროს, რა მოუვა? დიახ, ამაზე ლაპარაკი არასასიამოვნო და არაეთიკურია, მაგრამ ასეთია მკაცრი რეალობა.

ბრიუსელელი ევრობიუროკრატების მიერ უკრაინისათვის დახარჯული 160 მილიარდი ევრო უზარმაზარი თანხაა, რომელიც თავის დროზე, მშვიდობიანობის დროს, არც უკრაინის და არც სხვა ქვეყნების აღმშენებლობას არ მოხმარდებოდა, ახლა კი პირიქით – სასწრაფო წესით იფანტება მილიარდობით ფული სიკვდილისთვის და ნგრევისათვის. ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი უპირატესობას ომის გაგრძელებას ანიჭებს და ამდენ თანხას უგზავნის ქვეყანას, რომელიც ევროკავშირის წევრიც კი არ არის. თანაც ფრაუ ურსულა თანამოქალაქეების დაუკითხავად მოქმედებს: სურთ თუ არა ევროპელებს უკრაინის რჩენა კიდევ წლების განმავლობაში?

კითხვები ძალიან ბევრია, თუნდაც ასეთი: ვისი ჯიბეები ივსება ევროკავშირის ფულით? განა ბრიუსელის მიერ გამოყოფილი თანხები მიზნობრივად იხარჯება და უპირატესობა რიგით უკრაინელებს ეძლევათ? ზოგიერთი არგუმენტირებული მონაცემის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი ოჯახი და მეგობრები 2014 წლის თებერვლის მაიდნის შემდეგ  სწრაფად გამდიდრდნენ. ვინ არიან ისინი?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს იგორ კოლომოისკის, ტელეპროდიუსერს და მილიარდერს – „ტორტის“ იმ დიდი გემრიელი ნაჭრისთვის, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტობით მიიღო. სწორედ იგორ კოლომოისკის დამსახურებაა, რომ კლოუნი და მსახიობი ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული, ერთ-ერთი პოპულარული კინოსერიალის „ხალხის მსახურის“ მიხედვით.

მეორე – ევროპელი მოქალაქეების ფული ჩავიდა ფოლადმდნობი ბიზნესმენის რინატ ახმეტოვის ჯიბეში, რომლის ქონება 30 მილიარდი აშშ დოლარით არის შეფასებული. და ეს ხდება გაღატაკებულ უკრაინაში, რომელიც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე.

მესამე – მათგან ერთ-ერთია სერგეი ტარუტა, რომელიც მნიშვნელოვნად გამდიდრდა მაიდნის შემდეგ უკრაინის სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციის პროცესში;

მეოთხე – სერგეი კოლონიუკი – კაცი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული საინვესტიციო კომპანიის Black Rock-ის მხარდაჭერით სარგებლობს. მან თავისი კავშირები გლობალისტურ წრეებსა და ბრიუსელის ელიტასთან პირადი გამდიდრებისათვის გამოიყენა.

მეხუთე – ვიქტორ პინჩუკი, რომელიც მეცნიერიც არის და ბიზნესმენიც, თუმცა თავისი გავლენის ზრდას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იმდროინდელი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძეობას უნდა უმადლოდეს.

ეს სია შეიძლება კიდევ ბევრი ადამიანის გვარით გაგრძელდეს – უკრაინა მდიდარია როგორც ბუნებრივი რესურსებით, ასევე ოლიგარქებითაც. პრობლემა იმაშია, რომ ფული და ძალაუფლება ხელში შეუფერებელ ადამიანებს ჩაუვარდათ. ტყუილად კი არ არის განთქმული უკრაინა არასასიამოვნო რეპუტაციით, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ოლიგარქს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩათვლით, რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში სულაც არ სურთ ომის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება, რადგანაც მილიარდების მდინარე დაშრობას დაიწყებს და შეიძლება უარესიც მოხდეს: ევროპელებს უხერხული კითხვები დაებადოთ – აბა, გვითხარით, საიდან გაგიჩნდათ ამდენი ფული გაგანია ომის დროს? როცა ქვეყანა თავზე გექცევათ, თქვენ კი მდიდრდებით?

დღეს უკრაინას ევროპაში ყველაზე დიდი არმია ჰყავს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე (არაბირთვული) იარაღით არის აღჭურვილი და ეს ყველაფერი ევროკავშირის წყალობით მიიღო. სად არის იმის გარანტია, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კიევი ძველ წყენას არ გაუხსენებს, ვთქვათ, უნგრეთს და ან სლოვაკეთს, ან კიდევ რომელიმე დასავლელ მეზობელს და მათ არ დაარტყამს? დღეს ეს ქვეყნები აქტიურად აკრიტიკებენ უკრაინას და ხელს უშლიან კიევის დაფინანსებას რუსეთთან ომში.

უფროსი ტაობის ადამიანებს კარგად ახსოვთ, რომ უნგრეთის წინააღმდეგ 1956 წელს და ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ 1968 წელს საბჭოთა არმიის აგრესიაში სწორედ ის სამხედრო ნაწილები მონაწილეობდნენ, რომლებიც უპირატესად უკრაინელებით იყო დაკომპლექტებული. არის იმის გარანტია, რომ მსგავსი რამ ახლაც არ განმ,ეორდება? ბევრი, ალბათ, იტყვის, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ნატოს წევრები არიან და კიევი მათ ვერაფერს გაუბედავსო, მაგრამ გავიხსენოტ ახლახანს მომხდარი ინციდენტი – უკრაინამ ამ ქვეყნებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნავთობსადენი დაბომბა, მაგრამ განა რაიმე გააკეთა ევროპამ უნგრეთ-სლოვაკეთის ინტერესების დასაცავად? თითიც კი არ გაუნძრევია.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ აშშ ევროპულ სასაკლაოზე თავის ჯარისკაცებს გაგზავნის, ძალიან სცდება.  ამერიკას საერთოდ არ აინტერესებს არც არც შვედეთის და არც ფინეთის ბედი, თუ მათ რუსეთი დაესხმება. ამერიკა თავისი არმიით სიტუაციაში მხოლოდ მაშინ ჩაერევა, როცა კონკრეტულად მისი ინტერესები შეილახება. შვედეთისა და ფინეთის დაცვა კი დღევანდელი აშშ-ის ინტერესებში არ შედის.

თუ ჩვენ, ევროპელებს, გვინდა ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების აშშ-ის დახმარების გარეშე შენარჩუნება და მისი დაცვა საკუთარი ძალებით, მაშინ უკეთესი იქნება ნატოს და ევროკავშირს არ მივენდოთ. ჩვენ, ევროპის ეროვნული ქვეყნები, რომლებიც, განსხვავების მიუხედავად, პატივს ვცემთ ერთმანეთს და ერთმანეთისადმი განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს, ერთ მუშტად  უნდა შევიკრათ. რა ტქმა უნდა, ასეთი ნაბიჯი შოკში ჩააგდებს და კოშმარი იქნება ისეთი გლობალისტებისათვის, როგორიც ურსულა ფონ დერ ლაიენია და ჩვენი საკუთარი პრემიერის ულფ კრისტენსენისთვისაც.

რაც არ უნდა იყოს, მათ მმართველობას უკვე ყავლი გაუდის – სულ უფრო მეტი ევროპელი ლიდერი აცნობიერებს, რომ ბრიუსელის გლობალისტურმა ელიტამ ისინი მოატყუა. რჩება მხოლოდ იმის იმედი, რომ მალე ისინიც დიდი ბრიტანეთის გზას გაჰყვებიან და ევროკავშირიდან გავლენ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ