Home Blog Page 5

ტემპერატურა 21 გრადუსამდე აიწევს

11 მარტს საქართველოს ყველა ქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი  ტემპერატურა, 21 გრადუსი რუსთავში და თბილისშია მოსალოდნელი. 

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +18 – მზიანი 

სოხუმი +19 – მზიანი 

ზუგდიდი +22 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +12 – უმეტესად ღრუბლიანი

ფოთი +18 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +18 – მზიანი 

ოზურგეთი +21 – მზიანი 

ქუთაისი +22 – მზიანი 

ამბროლაური +18 – მზიანი 

ახალციხე +14 – მზიანი 

ბორჯომი +13 – მზიანი 

ბაკურიანი +10 – უმეტესად მზიანი 

გორი +19 – მზიანი 

ცხინვალი +16 – უმეტესად მზიანი 

სტეფანწმინდა +6 – უმეტესად მზიანი 

გუდაური +5 – უმეტესად მზიანი 

თელავი +19 – მზიანი 

რუსთავი +21 – მზიანი 

თბილისი +21 – მზიანი 

მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების საკითხი, შესაძლოა, საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს მოგვარდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, მისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა. ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში მომხდარი შელაპარაკების შესახებ.

„ეს არ იყო ისე, როგორც უნდა წასულიყო. ჩვენ გვქონდა საუბარი მათ მოსვლამდე. ავუხსენით ჩვენი პოზიცია. ჩვენ ნამდვილად გვსურდა მოლაპარაკებების დაწყება. გაოგნებული ვიყავი, როცა ეს ხდებოდა, რადგან ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ წავიდა იმისგან, რაზეც წინასწარ ვსაუბრობდით. ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი. ვფიქრობდი, ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო“, – თქვა რუბიომ.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა. ინციდენტის შემდეგ აშშ-მა უკრაინას შეუჩერა სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. ასევე, 11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გაიმართება ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიმართება.

,,ანაკლიის პორტის გარშემო „ქართული ოცნება“ „პროპაგანდისტულ ტყუილს“ ავრცელებს”- მამუკა ხაზარაძე 

საერთაშორისო არბიტრაჟის მომსახურებაში 600.000 დოლარი გადაიხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, სადაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არიან და არა მამუკა ხაზარაძემ , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის გარშემო „ქართული ოცნება“ „პროპაგანდისტულ ტყუილს“ ავრცელებს.

ამასთან, ხაზარაძე ინტერესდება, რატომ დასჭირდა „ოცნებას“ საკითხის ახლა წამოწევა, როცა მომსახურების თანხა „წინა წელს იქნა გადახდილი”.

მამუკა ხაზარაძე ითხოვს “ქართულმა ოცნებამ” გაასაჯაროოს “რამდენი ათეული მილიონი ლარი – გადასახადის გადამხდელთა და ბიუჯეტის თანხა” დახარჯა “ანაკლიის გაჩერებაში”, ამავე არბიტრაჟის მიმდინარეობის დროს მიღებულ იურიდიულ მომსახურებაში.

“ქართული ოცნების” მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი მათ მიერ გაჩერებული ანაკლიის პროექტის გარშემო.

საერთაშორისო არბიტრაჟის მომსახურებაში 600.000 დოლარი გადაიხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, სადაც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები არიან და არა მამუკა ხაზარაძემ.

ახლა “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაასაჯაროოს, რამდენი ათეული მილიონი ლარი, ანუ, გადასახადის გადამხდელთა და ბიუჯეტის თანხა დახარჯა ანაკლიის გაჩერებაში, ამავე არბიტრაჟის მიმდინარეობის დროს მიღებულ იურიდიულ მომსახურებაში.

მარტივად ვიტყვი, რაც იყო:

  • არბიტრაჟმათქვა, რომხელისუფლებამოიქცაყაჩაღურადდაესმეორემხარემიცოდა, შესაბამისად, პასუხისმგებლობამასზეა, რომრუსულმთავრობასთანაფორმებდაკონტრაქტს.
  • “ანაკლიას” რომ წაეგო, მაშინ მას არბიტრაჟი დააკისრებდა მილიონების გადახდას სახელმწიფოს სასარგებლოდ (გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯების ჩათვლით)
  • ესრომჯარიმაიყოს, გადახდილიიქნებოდაბიუჯეტისსასარგებლოდ. თუესასეა, წარმოადგინონშესაბამისიმტკიცებულება.

ეს იყო მომსახურების მოსაკრებელი, ისეთივე, როგორც ქართულ სასამართლოებში იხდის ჩვენი ყველა მოქალაქე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა გააჩერა ანაკლიის პროექტი, რომელიც 2020-ში უკვე მზად იქნებოდა პირველი გემის მისაღებად.

ასევე “ქართულმა ოცნებამ” 80 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ამერიკული და ევროპული კომპანიების ინვესტიციის კონფისკაცია მოახდინა.

ახლა კითხვა ისმის – შვიდ წელიწადში ანაკლიის გაჩერების შემდეგ, რატომ ვერ იპოვეს ინვესტორი და რატომ ვერ ააშენეს ანაკლიის პორტი?

და ბოლოს, რატომ დასჭირდა ოცნებას ამ საკითხის ახლა წამოწევა, როცა ეს მომსახურების თანხა წინა წელს იქნა გადახდილი?“, – წერს ხაზარაძე.

,,თუ პრეზიდენტმა ტრამპმა მოახერხა „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს უთუოდ აისახება საქართველოზე”- მამუკა მდინარაძე

დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო აშშ-სთვის არის ტესტი „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში და თუ პრეზიდენტმა ტრამპმა და ახალმა ადმინისტრაციამ მოახერხა „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს უთუოდ, პირველ რიგში, აისახება საქართველოზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე დღეს საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა. მდინარაძის თქმით, თუ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნები იქნება, პირველ რიგში, ეს საქართველოს შეეხება.

„საქართველოზე წინ არც ერთი ქვეყანა არ დგას ამ მიმართულებით. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რამხელა ზეწოლა იყო საქართველოზე, რამხელა ზეწოლაა დღესაც. მიუხედავად, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და ახალი პრეზიდენტის იმ რიტორიკისა, რომელიც ერთი ერთში ჩვენსას ემთხვევა და ეს ძალიან გვიხარია, მაგრამ თუკი „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშნები, ელემენტარული მაინც გაჩნდება, ამას პირველ რიგში, ქართველები და ჩვენი ქვეყანა იგრძნობს საკუთარ თავზე და საერთაშორისო საზოგადოებაც ამას კარგად დაინახავს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „Deep State-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს“.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც უკანონო მიგრანტებს „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც აშშ-ში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს, დაკავებისა და დეპორტაციის ნაცვლად, „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს.

აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სააგენტოს აპლიკაცია CBP Home შესთავაზებს ადამიანებს არჩევანს, რომ გამოხატონ „წასვლის განზრახვა“.

„CBP Home აპლიკაცია უცხოელებს აძლევს შესაძლებლობას, წავიდნენ ახლავე და თვითდეპორტირდნენ, რათა შეინარჩუნონ შესაძლებლობა, მომავალში ლეგალურად დაბრუნდნენ და იცხოვრონ ამერიკული ოცნებით. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ვიპოვით მათ და ისინი ვეღარასდროს დაბრუნდებიან აშშ-ში“, – განაცხადა აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა.

CBP Home შეცვლის აპლიკაციას, რომელიც ცნობილი იყო როგორც CBP One და რომელიც ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აპლიკაცია მოიცავდა ფუნქციას, რომელიც საშუალებას აძლევდა მექსიკაში მყოფ დაახლოებით მილიონამდე მიგრანტს, დაეგეგმათ შეხვედრა, რათა მოეთხოვათ აშშ-ში ლეგალურად შესვლა. რესპუბლიკელებმა გააკრიტიკეს ბაიდენის პროგრამა, რადგან, მათი თქმით, ის ხელს უწყობდა მასობრივ მიგრაციას შეერთებულ შტატებში და არასათანადოდ ამოწმებდა მიგრანტებს. ტრამპმა CBP One თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში გააუქმა.

მამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა. ასევე, განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ანტინარკოტიკული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი“.

მან ასევე რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც“.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.

„მინდა გაგაცნოთ რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითადი საკითხები:

1. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

2. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

3. 2025 წლის პირველი ივნისიდან – იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც.
აქვე, მივმართავთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.
მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად!“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას”- თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალი არჩევნების მოსამზადებლად „საერთო საკოორდინაციო ფრონტი“ შეიქმნება.

გარდა ამისა, როგორც ჩერგოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, 31 მარტისთვის სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ამზადებს.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო და საპროტესტო ნაწილს – ამაზე მუშაობს.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი 31 მარტისთვის აქციას ამზადებს, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გავცვალეთ.

გარდა ამისა, გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირდება, მათ შორის, არის: პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა – ის, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ – ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე, მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, მიიღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი და ამის განხილვაც კი ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. მისივე თქმით, „ეს არის სიგიჟე“.

„სრულ უაზრობად მივიჩნევთ იმის გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობა, როდესაც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ვამზადებთ. მართლა შესაძლებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა თუ ჩვენ შევძელით და ამ კრიზისმა შინაარსი შეიძინა, რაც საპროტესტო მოთხოვნას აქვს. თუ ჩვენ თვითონ დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი, ცუდად იმოქმედებს საპროტესტო განწყობაზე. ეს არის სიგიჟე. ჩვენ არ შეგვიქმნია კრიზისი. კრიზისი შექმნა პროტესტმა, რომელიც ქუჩაში დგას. მათი დაკვეთა არ არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და განხილვაც კი“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.

ამასთან, 11 მარტს ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

,,როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში?”- ილონ მასკი

როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში? – ასე გამოეხმაურა ილონ მასკი რუმინეთის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუსთვის მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობის აკრძალვას.

მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა რუმინეთში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო და დაწერა: „როგორ შეუძლია მოსამართლეს, დაასრულოს დემოკრატია რუმინეთში?“

შეგახსენებთ, რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ორგანომ ულტრამემარჯვენე კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობა აუკრძალა. ჯორჯესკუს კანდიდატურის დამტკიცების მომხრე კომისიის ოთხი წევრი იყო, ხოლო წინააღმდეგი – ათი.

ჯორჯესკუს მხარდამჭერები რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ორგანოს შენობასთან შეკრიბნენ, სადაც პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. ჯორჯესკუს მხარდამჭერები უსაფრთხოების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომლის პირველი ტური, ყველასთვის მოულოდნელად, 22 პროცენტით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიგო, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ექვსი ბრალდებით მიმდინარეობს, მათ შორის ფაშისტურ ორგანიზაციაში წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს.

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მორიგ საკოორდინაციო შეხვედრას მართავს.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე იმსჯელებენ.

კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საგარეო ვიზიტებზე, პოლიტპატიმრებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.

შეხვედრაზე მივიდნენ: „ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს”, „კოალიცია ცვლილებისთვის“, პარტიის “ფედერალისტები”, პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები.

რუსთაველის ეროვნულმა  სამეცნიერო  ფონდმა  2025 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო – კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

რუსთაველის ეროვნულმა  სამეცნიერო  ფონდმა  2025 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო – კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

გამოცხადდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის  2025 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო – კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზანია კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ  იხილეთ ფონდის ვებგვერდზე.

https://shorturl.at/16GZF

ტრამპი არ განაახლებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას, ვიდრე ზელენსკი თანამდებობას არ დატოვებს

ტრამპი არ განაახლებს უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას, ვიდრე ზელენსკი თანამდებობას არ დატოვებს, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს.

„დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელენსკის იარაღის მიწოდებით, მოითხოვს მის გადადგომას პრეზიდენტის თანამდებობიდან და უკრაინაში არჩევნების ჩატარებას“, – წერს „ბილდი“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ადრე გამოცემა „პოლიტიკო“ წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინული ოპოზიციის წევრებთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, შემდეგ კი ამერიკელი მაღალჩინოსნები იულია ტიმოშენკოსა და პეტრო პოროშენკოს შეხვდნენ, რათა განეხილათ შესაძლო არჩევნები.

„მე ვფიქრობ, რომ სამი კვირის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, მარკო რუბიოსთან შეხვედრისას თქვა: „ზელენსკისთან არაფრის გაკეთება არ შეიძლება“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი თომას იეგერი „ბილდთან“ ინტერვიუში.

ამავე დროს, იეგერის თქმით, უკრაინაში შესაძლო ახალი არჩევნების ორგანიზება რთული იქნება, „და ეს იქნება იდეალური შესაძლებლობა პუტინისთვის, რომ მანიპულირება მოახდინოს მის შედეგებზე“.