Home Blog Page 5

შვედეთის საელჩო, საქართველოში განცხადებას ავრცელებს

საქართველოში შვედეთის საელჩო შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსების თაობაზე დაწყებული პროცესისა და საქართველოში „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განმარტებით,შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება, აღნიშნული პროცესი კი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე.

„შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა აიკრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიულ მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და ასევე შესთავაზებს ასეთი აკრძალვის მარეგულირებელ ჩარჩოს. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისება. გამოძიების თავმჯდომარეს ასევე ევალება, ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.

ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან“, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად, სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე.

ვენეციის კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს და მკაცრად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმება. პლურალისტური და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა კი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტული სფეროა შვედეთის გრძელვადიანი რეფორმების თანამშრომლობისთვის საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის განვითარებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობას”, – აღნიშნულია შვედეთის საელჩოს განცხადებაში.

„გარე უფროსების ანალიზის შედეგია, რომ უფრო მეტი ფსონი „ლელოსა“ და გახარიაზე დაიდება”- ლევან მაჭავარიანი

„გარე უფროსების ანალიზის შედეგია, რომ უფრო მეტი ფსონი „ლელოსა“ და გახარიაზე დაიდება, რადგან „ნაცმოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ მასზე ფსონს ვერ დადებენ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა, თუმცა ახლა თავიანთ ამომრჩეველს აპარებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ, ვინაიდან ასეთი ინსტრუქცია აქვთ.

„ოპოზიცია უკვე ერთმანეთსაც ღალატობს და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზე არიან გადასული. მათ ჩიხში ჩაიგდეს თავი. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდნენ, თუმცა ახლა თავიანთ ამომრჩეველს აპარებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ, რადგან ასეთი ინსტრუქცია აქვთ.

მათი გარე უფროსების ანალიზის შედეგია, რომ უფრო მეტი ფსონი „ლელოსა“ და გახარიაზე დაიდება, რადგან „ნაცმოძრაობა“, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ მასზე ფსონს ვერ დადებენ. ამ კომბინაციებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

 გაგა მკურნალიძესა და გიორგი ბუთლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, გაგა მკურნალიძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, გიორგი ბუთლიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

სხდომაზე ბრალდების მხარე გაგა მკურნალიძის მიმართ ითხოვდა 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო გიორგი ბუთლიაშვილის მიმართ 2 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, არსებობს მიმალვისა და დანაშაულის თავიდან ჩადენის საფრთხეები. აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე.

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა მიმალვისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის მცდელობა ბრალდებულებს არ ჰქონიათ.

სხდომაზე გიორგი ბუთლიაშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა, რაც შეეხება გაგა მკურნალიძეს, მან სასამართლო უკომენტაროდ დატოვა.

,,აბსურდთან გვაქვს საქმე. ამას ცუდი შედეგი აქვს”- გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის ავტორებიც ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციას მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ ეს მოწოდება. აბსოლუტურად ნორმალური, გამართლებული, სწორი, ევროპული იქნებოდა, რომ მოუწოდო პოლიტიკურ პარტიებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს არის სწორედ ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს უნდა ახასიათებდეს. მაგრამ ამის იქით იკითხება კიდევ სხვა, რომ არ არის ხელისუფლება ლეგიტიმური, რომ პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.

ამ ვითარებაში, როდესაც ასეთ უტიფარ, უსამართლო რეზოლუციას ან სხვა დოკუმენტს მიიღებ საქართველოს მიმართ, ამ პოზიციის გაფერადება, რომ პოლიტიკურ პარტიებს ეუბნები, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, სხვა არაფერია თუ არა ეს – თქვენ თუ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურიაო. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე და ამას თავისი ცუდი შედეგები მოაქვს – საზოგადოებაში განწყობები იცვლება. არ იცვლება საგარეო კურსი, მაგრამ სკეპტიციზმი მატულობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღევანდელი კიევის რეჟიმს საერთოდ არ სჭირდება მშვიდობა, მისთვის მშვიდობა სავარაუდოდ ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს”- ვლადიმერ პუტინი

დღევანდელი კიევის რეჟიმს საერთოდ არ სჭირდება მშვიდობა, მისთვის მშვიდობა სავარაუდოდ ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კიევის ხელისუფლებას არ აქვს ელემენტარული პოლიტიკური კულტურა და საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენოს მათ, ვისთანაც მოლაპარაკებას ცდილობს.

პუტინის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინა დღეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული მოლაპარაკების პროცესის ჩაშლისკენ იყო მიმართული.

პუტინის მტკიცებით, დარტყმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ განხორციელდა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა შეიარაღების მისაღებად სურს.

„რატომ უნდა წავახალისოთ ისინი სამხედრო მოქმედებებისგან შესვენების მიცემით, რაც რეჟიმის დასავლური იარაღით გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული, ძალადობრივი მობილიზაციისა და სხვა ტერორისტული აქტების მომზადების გაგრძელებისთვის, იმის მსგავსის, რომლებიც ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში ჩატარდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პირველი ივნისის ღამეს, ბრიანსკის ოლქის ვიგონიჩკის რაიონში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა. მისი ნამსხვრევები კლიმოვი-მოსკოვის მარშრუტზე მის ქვეშ მოძრავ სამგზავრო მატარებელს დაეცა. ლოკომოტივი და ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდა. შვიდი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ ხიდი მატარებლის მოძრაობის დროს ააფეთქეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზის ინფრასტრუქტურის აფეთქებები გამომძიებლებმა ტერორისტულ თავდასხმებად შეაფასეს.

“პუტინის დაშინება – ერთადერთი გზა სამართლიანი მშვიდობისაკენ” -The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 4 მაისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: “პუტინის დაშინება – ერთადერთი გზა სამართლიანი მშვიდობისაკენ” (ავტორი – რიჩარდ კემპი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის სტამბოლის მოლაპარაკების მეორე რაუნდის შედეგები: რუსეთი კვლავ აგრძელებს იმპერიულ პოლიტიკას, უკრაინას ულტიმატუმებს უყენებს და ომს აჭიანურებს. რა უნდა გააკეთოს დონალდ ტრამპმა ამ სიტუაციაში? ის, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო მკაცრად უნდა მოექცეს: როცა ტკბილი თაფლაკვერის შეთავაზება შედეგს არ იძლევა, მაშინ მწარე მათრახი უნდა გამოიყენო მოწინააღმდეგის დასაშინებლად.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ ფიქრობდა, რომ ვლადიმერ პუტინი სტამბოლის მოლაპარაკების მეორე რაუნდს სერიოზულად მიუდგებოდა. ასეც მოხდა: მისი მოქმედება ძალიან ჰგავს ცნობილ პიესას საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი გრომიკოს შესახებ, რომელიც მაქსიმუმს ითხოვდა, ულტიმატუმებს აყენებდა და არაფერს არ თმობდა.

ვლადიმერ პუტინის პირობები არაფრით არ განსხვავდება მისი საბჭოთა წინაპრის დიქტატისაგან. კრემლის ულტიმატუმი უკრაინის მიმართ იგივეა, რაც სამი წლის წინ იყო: ოთხი ოკუპირებული ოლქის რუსეთის შემადგენლობაში აღიარება, უარი ნატოში გაწევრიანებაზე, არმიის დემობილიზაცია, დასავლეთის დახმარების შეწყვეტა და ხელისუფლების შეცვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – სრული კაპიტულაცია.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკება არ უნდა გაგრძელდეს. მით უმეტეს,  კიევმა მიანიშნა, რომ მზად არის შეურიგდეს რუსების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების დროებით ოკუპაციას, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის თავის მაქსიმალისტურ პოზიციაზე, თუ ბრძოლის ველზე რაიმე მნიშვნელოვან მარცხს არ განიცდის ან რუსეთის ეკონომიკა მწვავე კრიზისში აღმოჩნდება.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეეცადა თავისი რუსი კოლეგის მიმართ რბილი მიდგომა გამოეყენებინა, დაჰპირდა ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას პერსპექტივაში, რუსეთის წიაღისეული სიმდიდრეების ერთობლივ დამუშავებას… მაგრამ ვლადიმერ პუტინი არ დახარბდა თეთრი სახლის შეთავაზებებს და ეშმაკურად ცდილობდა ტრამპი გადაერწმუნებინა. ამერიკის ლიდერმა დროულად შეამჩნია რუსი ლიდერის სვლები, რომლებიც მისთვის მიუღებელი იყო, განსაკუთრებით პუტინის წინადადება უკრაინის გარედან მმართველობის თაობაზე და არჩევნების ჩატარება გაეროს ზედამხედველობით.

ახლა ამერიკამ სხვა მიდგომა უნდა განახორციელოს. დონალდ ტრამპს შეუძლია, რომ თქვას – ყველაფერი გავაკეთე სისხლისღვრის დასასრულებლად, მაგრამ ვლადიმერ პუტინის შეურიგებლობა სხვა ტაქტიკის გამოყენებას მაიძულებსო.

როგორი იქნება „სხვა ტაქტიკა“? ალბათ, ვაშინგტონი გააგრძელებს მშვიდობის პალმის რტოს გაწვდენას მოსკოვისადმი, მაგრამ იმავდროულად გააორმაგებს სამხედრო დახმარებას უკრაინისათვის და ძლიერ ზეწოლას მოახდენს თავის ევროპელ მოკავშირეებზე, რომ მათაც იგივე გააკეთონ. სწორედ ჯო ბაიდენის გაუბედაობამ მისცა მაგალითი ევროპელებს, რომ აქტიურად არ ჩარეულიყვნენ უკრაინა-რუსეთის ომში, კრემლს კი სწორედ ეს უნდოდა. ასეთი სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნით ევროპელები იძულებულნი გახდნენ თავიანთი სამხედრო ხარჯები გაეზარდათ ნატოს ბიუჯეტში. სავარაუდოდ, ევროპა მიბაძავს ამერიკას და მხარს დაუჭერს ტრამპის მკაცრ ტაქტიკას რუსეთის მიმართ.

ნატოსადმი აშშ-ის დამოკიდებულების პოზიტიურად შეცვლა ევროპელ ლიდერებს მორალურადაც გაამხნევებს. ეს იქნება მძლავრი სიგნალის გაგზავნა ვლადიმერ პუტინისათვის, რომლის სტრატეგიულ მიზანს დასავლური ერთიანობის დაშლა-დანაწილება წარმოადგენს. ჩვენ უკრაინას ყველაფერი უნდა მივცეთ, რათა კრემლის სურვილები გავანეიტრალოთ. რუსეთმა უკრაინა ვერ უნდა დაამარცხოს.

ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის მიმართ დაწესებული შეზღუდვებიდან ყველაზე მავნე იყო ის შეზღუდვა, რომელიც ამერიკული იარაღის გამოყენებას კრძალავდა რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. ჯო ბაიდენს ეშინოდა, რომ თუ იგი ნებას დართავდა კიევს ამერიკული რაკეტებით რუსეთის ზურგში მდებარე ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები დაებომბა, ამით ომის ესკალაციას მოახდენდა. სწორედ ასეთმა პოლიტიკით ისარგებლა ვლადიმერ პუტინმა. ჩვენ კარგად ვხედავთ ჯო ბაიდენის პოლიტიკის ნეგატიურ შედეგებს. თავის მხრივ, უკრაინა ცდილობდა, რომ როგორმე თავი აერიდებინა ამერიკის გაფრთხილებებისათვის და თეთრი სახლის ზეწოლის მიუხედავად, მაინც მოახერხა რიგი ოპერაციების განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის კურსკის ოლქში შეჭრა, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

უკრაინის ამასწინანდელი თავბრუდამხვევი და გასაოცარი თავდასხმა რუსეთის ღრმა ზურგში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე და სტრატეგიული ავიაციის ბომბდამშენების განადგურება აჩვენებს იმას, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს სამომავლოდ. ზოგიერთების თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ასეთ გაბედულ, მაგრამ ძალიან სარისკო ნაბიჯების გადადგმას უნდა მოერიდონ – ვაითუ მოსკოვმა საპასუხოდ უფრო უარესი რამ ჩაიდინოსო, მაგრამ მათი დიპლომატიური პოზიციის მიუხედავად, ყველაფერი პირიქით უნდა გაკეთდეს: მეტი დახმარება უკრაინას და მეტი დამცირება ვლადიმერ პუტინს.

დონალდ ტრამპმა უნდა დაიწყოს რუსეთის ეკონომიკისათვის ზიანის მიყენება, მან ამ მიზნით რეალური და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას. თეთრმა სახლმა  შეცდომები უნდა აღიაროს და მათი გამოსწორებისათვის უნდა იზრუნოს – უკრაინას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მეტი სამხედრო დახმარება გაუწიოს.

რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები, სამწუხაროდ, მხოლოდ ნახევარზომები და, შესაბამისად, არასაკმარისი აღმოჩნდა. ევროპელები რუსულ გაზში და ნავთობში კვლავ იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე უკრაინას ეხმარებიან. ჩვენ ქანჩები რაც შეიძლება მეტად უნდა მოვუჭიროთ სწორედ ენერგეტიკულ სექტორში, რათა რუსეთს ნავთობ-გაზის ექსპორტისაგან შემოსავლების მიღების შესაძლებლობა შეუმცირდეს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ – უკანონო ტანკერების მოძრაობის პარალიზება, მათი დაბლოკვა სხვადასხვა ქვეყნების ნავსადგურებში… და საბოლოოდ, უნდა მივიღოთ რადიკალური გადაწყვეტილება: ევროპის ქვეყნების ბანკებში გაყინული რუსული აქტივები – 330 მილიარდი დოლარი – მთლიანად უნდა გადაეცეს უკრაინას (მხოლოდ პროცენტები საკმარისი არ არის).

ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში აჩვენა, რომ მას სტაფილოთი („თაფლაკვერით“) ვერ მოატყუებ, ამიტომაც დონალდ ტრამპმა ხელში დიდი მათრახი უნდა აიღოს და თავის რუს კოლეგას სამშვიდობო გარიგებაზე თანხმობა უნდა აიძულოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

,,კონსპირაციული გეგმის არსებობა არ უნდა გამოირიცხოს”- გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის ავტორებიც ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციას მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ ეს მოწოდება. აბსოლუტურად ნორმალური, გამართლებული, სწორი, ევროპული იქნებოდა, რომ მოუწოდო პოლიტიკურ პარტიებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს არის სწორედ ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს უნდა ახასიათებდეს. მაგრამ ამის იქით იკითხება კიდევ სხვა, რომ არ არის ხელისუფლება ლეგიტიმური, რომ პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი და ა.შ.

ამ ვითარებაში, როდესაც ასეთ უტიფარ, უსამართლო რეზოლუციას ან სხვა დოკუმენტს მიიღებ საქართველოს მიმართ, ამ პოზიციის გაფერადება, რომ პოლიტიკურ პარტიებს ეუბნები, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, სხვა არაფერია თუ არა ეს – თქვენ თუ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურიაო. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე და ამას თავისი ცუდი შედეგები მოაქვს – საზოგადოებაში განწყობები იცვლება. არ იცვლება საგარეო კურსი, მაგრამ სკეპტიციზმი მატულობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.

კერძოდ, ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ მოახლოებული არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა და მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 1-4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ა(ა) იპ „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ბავშვთა ცენტრის“ ბენეფიციარებს, ცენტრის დირექტორს, გიორგი ნიჟარაძეს, დირექტორის მოადგილეს, თემურ წურწუმიასა და აღმზრდელს, მიმოზა პეტროსიანს მასპინძლობდა.

სამსახურმა, მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაატარა.

„ღონისძიებათა ფარგლებში, ცენტრის აღსაზრდელებმა მოინახულეს საქართველოს ძველი დედაქალაქი მცხეთა, მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი – სვეტიცხოველი, სამთავროს ფერისცვალების ტაძარი და დედათა მონასტერი, დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი.

ბავშვები გაეცნენ ქვეყნის ისტორიისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს. მოზარდებმა ინტერესი გამოხატეს, ახლოს გასცნობოდნენ საქართველოს ვეტერანებს და მათ ღვაწლს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში; სურვილი გამოთქვეს, შეხვედროდნენ სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, რომელზედაც უფროსებისგან ბევრი სმენოდათ.

კობა კობალაძემ, დღეს, ბავშვებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უმასპინძლა; უამბო ვეტერანების დამსახურებაზე ქვეყნის წინაშე და მომავალ თაობებში სამშობლოს სიყვარულის გაღრმავების აუცილებლობაზე, რადგან უახლოეს მომავალში, სწორედ მათ უნდა ჩაიბარონ და მართონ ჩვენი ქვეყანა; მოზარდებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ქართველი მეომრების სამშობლოსთვის ბრძოლის ამსახველი ფოტოგამოფენის ხილვა.

შეხვედრის დასასრულ, სამსახურის დირექტორმა, სტუმრებს და მათ აღმზრდელებს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და აღუთქვა, რომ სამსახური მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. გიორგი ნიჟარაძემ და თემურ წურწუმიამ კობა კობალაძეს და სამსახურის თანამშრომლებს, გულთბილი დახვედრისა და ბავშვებისთვის საინტერესო დღეების ჩუქებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ აქ გატარებული თითოეული დღე მათთვის დაუვიწყარი იყო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილარიონს (ჭიღლაძეს), მცხეთის სალობიეს დირექტორს, დიმიტრი ალავიძეს, მთელ პერსონალს და, ასევე, ყველა იმ ორგანიზაციასა და კერძო პირს, ვინც ა(ა) იპ „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ბავშვთა ცენტრის“ ბენეფიციართა მიმართ ყურადღება, გულისხმიერება გამოიჩინა და თანადგომა გამოხატა“, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტისა და ქალაქ მეხიკოს საარჩევნო ინსტიტუტის მიწვევით, მექსიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ცესკოს ინფორმაციით, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 30-31 მაისს გამართულ საერთაშორისო ფორუმში. პირველ ივნისს კი მექსიკის ადგილობრივი და ფედერალური სასამართლო ხელისუფლების არჩევნებს დააკვირდა.

ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზაზა გაბუნიას შეხვდნენ და ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საელჩოს დაფარვის არეალში არსებულ ქვეყნებში საარჩევნო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი ლიპარტია დაესწრნენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მექსიკაში 29 მაისი -2 ივნისის პერიოდში იმყოფებოდა.

,,საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი პოლიტიკურად მიკერძოებულია”- ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი

საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი პოლიტიკურად მიკერძოებულია, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ჰანს ნოიჰოფმა „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის სახელით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის წევრებმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცეს.

„მსურს, ESN ჯგუფის სახელით უმცირესობის პოზიცია დავაფიქსირო. ნება მომეცით, რომ სამი პუნქტი წარვადგინო. ჩვენ უარვყოფთ პროექტის მეხუთე პუნქტს, რომელიც მოითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას წინასწარი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, რაც კანონის უზენაესობისა და ინდივიდუალური უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. მეტიც, მსგავსი სანქციების ოჯახის
წევრებზე გავრცელება კოლექტიური დასჯის ფორმას წარმოადგენს, რაც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების აშკარა დარღვევაა.

ჩვენ უარვყოფთ მერვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის არაღიარებისკენ მოუწოდებს, რაც სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის აშკარა დარღვევას წარმოადგენს.

ჩვენ უარვყოფთ მეათე პუნქტს, რომელიც საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთსულოვნების პრინციპისთვის გვერდის ავლას ცდილობს, რაც ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებს ძირს უთხრის. ამგვარად, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს შესახებ კომისიის ანგარიშის პროექტს, რომლის ტექსტი აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებულია. ასევე, ის შეიცავს რამდენიმე დებულებას, რომლებიც ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიულად და ინსტიტუციურად მიუღებელია“, – განაცხადა ჰანს ნოიჰოფმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით, 55 ხმით დაამტკიცა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7320 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7320 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7321 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1087 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1162 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0075 ლარი შეადგინა.

ვორქშოფ ფესტივალი, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა – “მთავარია გჯეროდეს”

საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს. ამ პროცესს უამრავი განსხვავებული ემოცია ახლავს თან: ცნობისმოყვარეობა, სიახლის ძიების სურვილი, აღფრთოვანება, ხშირად შიშიც კი, რომლის საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღად გამბედაობა იქცევა ხოლმე. 31 მაისსა და 1 ივნისს, სწორედ ვორქშოფ ფესტივალი იქცა იმ ადგილად, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი უნარების აღმოსაჩენად, გამბედაობა მოგვცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „მთავარია გჯეროდეს“.

ფესტივალმა ერთი დიდი შემოქმედებითი სამყარო შექმნა, სადაც ადამიანები ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი მიმართულებით საკუთარ თავს ყოველ ჯერზე განსხვავებულად აღმოაჩენდნენ და შთაგონებით ივსებოდნენ. სტუმრებს, რომლებსაც აქამდე ეგონათ, რომ ხატვა, ცეკვა, პიცის მომზადება და კიდევ უამრავი რამ არ შეეძლოთ, დარწმუნდნენ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს.

ფესტივალზე სტუმრებს საშუალება მიეცათ, დიდი ხნის ნანატრი ჩანაფიქრები აესრულებინათ. ესწავლათ, როგორ უნდა გასინჯონ ღვინო, მოუარონ შინაურ ცხოველებს, გაუწიონ ადამიანებს პირველადი დახმარება, შექმნან კერამიკული ჭურჭლები და ა.შ. ფესტივალი სტუმრებს დაეხმარა, რომ თავიანთი შესაძლებლობებისთვის აქამდე დაწესებული საზღვრები გაბედულად გაერღვიათ და აქამდე შეუძლებელი, დაუჯერებელი გამოცდილებები რეალობად ექციათ.

მზიანი ამინდი, კარგი მუსიკა, ფესტივალის მხიარული დინამიკა, საკუთარი თავის აღმოჩენის სურვილით შეკრებილი ადამიანები ერთად ქმნიდნენ გაზაფხულის საუკეთესო დასასრულსა და ზაფხულის საუკეთესო დასაწყისს. თითოეული ვორქშოფი ახსენებდა ადამიანებს, რომ სწავლა არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ თვითრწმენის უსასრულო გაღვივებაა.

„ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ სივრცე არის განკუთვნილი ყველა ინტერესის მქონე ადამიანისთვის. შეიძლება გიყვარდეს ძერწვა, კერვა, ხატვა, ცხობა, ალკოჰოლის მომზადება, ჯანსაღი ცხოვრების წესი – ფესტივალი ნებისმიერი სახის ადამიანს დააკმაყოფილებს. ფერადი და სიცოცხლით სავსე გარემო კი გაძლევს სურვილს, რომ თავი სხვადასხვა კუთხით გამოცადო,“ -ქეთევან ჯანიაშვილი, ფესტივალის სტუმარი

სწორედ ამიტომ, თიბისის გუნდი ხშირად ვამბობთ, რომ ყველაფერი სწორედ იმ მომენტში იწყება, საკუთარ თავს აქამდე წარმოუდგენელი ვერსიით სწორედ იმ მომენტში პოულობ, როდესაც დაიჯერებ. „მთავარია გჯეროდეს“ არ ყოფილა გზავნილი, რომელიც ვორქშოფ ფესტივალის კედლებზე დარჩა, ის ყველა სტუმარმა ყოველი ვორქშოფისას მთელი არსებით იგრძნო და საკუთარ თავზე ახლებურად გამოცადა.

„ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავ განსხვავებულ და უცნობ რამეს ეცნობიან არა მხოლოდ ზრდასრულები, არამედ ბავშვებიც. ასევე, ამ პროცესში, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ და მომავალშიც უფრო საინტერესოდ ვითარდები“, –მარიამ გაბრიჩიძე, ფესტივალის სტუმარი

ასე რომ, ვორქშოფ ფესტივალმა დაგვაჯერა – ახალი დასაწყისი ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია. და რომ ცხოვრების ყველაზე საინტერესო ამბები მოულოდნელად, საკუთარი თავის აღმოჩენით იწყება. ის ემოციები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ტრიალებდა, ადამიანებს ცხოვრების გზაზე სამუდამოდ გაჰყვებათ, რადგან ფესტივალმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა – „შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს“.

(R)