Home Blog Page 5

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

თიბისი ყოველთვის ზრუნავს ახალი თაობის მხარდაჭერაზე და მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. განსაკუთრებით კი, მოსწავლის ბარათის მფლობელებს, რომლებსაც მსგავსი შეთავაზებები სხვადასხვა პარტნიორ ობიექტებში მუდმივად ხვდებათ.

მიმდინარე შეთავაზებები კი, სკოლის მოსწავლეებს 31 დეკემბრის ჩათვლით- კვების, გართობისა და საკანცელარიო კატეგორიებში დახვდებათ:

  • კვება

31 დეკემბრის ჩათვლით, მოსწავლის ბარათის მფლობელები Wendy’s-ის, Subway-ის და Dunkin-ის ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის 20%-ს (თვეში მაქსიმუმ 30 ლარს სამივე ობიექტში) მომენტალურად დაიბრუნებენ.

შეთავაზების დეტალური პირობებს სანახავად გადადით ბმულზე.

  • გართობა

ასევე, მოსწავლის ბარათით გადახდისას, ყოველდღე, 20% ქეშბექს დაიბრუნებთ (თვეში მაქსიმუმ 30 ლარს) კავეას და ამირანის კინოთეატრებში, Cavea.ge-ზე ან Kinoafisha.ge-ზე ბილეთების შეძენისას.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია, გადაიხადოთ თიბისის პოს-ტერმინალზე ან თიბისის საგადახდო არხით. შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay/ Google Pay გადახდებზე.

შეთავაზების დეტალური პირობებს სანახავად გადადით ბმულზე.

  • საკანცელარიო

მოსწავლის ბარათით თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას, 20% ქეშბექს ყოველდღე დაიბრუნებთ (თვეში მაქსიმუმ 30 ლარს): ბიბლუსის, სულაკაურის გამომცემლობის და ორგსერვისის ფიზიკურ ობიექტებშიც.

შეთავაზების დეტალური პირობებს სანახავად გადადით ბმულზე.

მშობელს მოსწავლისთვის ბარათის აღება შეუძლია, tbc.ge-ზე ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში.

(R)

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი “RedHack”-ი ჩაატარა

5 დღე, 100 მონაწილე, 42 გუნდი და ერთი მიზანი – პირველი ქართული საბანკო გენერაციული ჩატბოტის გაუმჯობესება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს თიბისის მომხმარებელთა ცხოვრებას.

26-30 სექტემბერს თიბისიმ გამართა RedHack – საქართველოს პირველი მასშტაბური AI Red Team ჰაკათონი, რომელიც ორგანიზებული იყო თიბისი IT აკადემიისა და Data & AI გუნდის მიერ.

ჰაკათონში მონაწილეებიის მიზანი იყო გამოეცადათ და განევითარებინათ თიბისის ახალი გენერაციული AI ჩატბოტი ეთიკური ,,შეტევების’’, სისუსტეების აღმოჩენისა და უსაფრთხოების გაძლიერების გზით. მონაწილეებმა სხვადასხვა სცენარით Prompt Injection, Bias და Fairness ტესტებით, Hallucination ტესტავდნენ სისტემას, ხოლო AI გუნდი მიღებული შედეგების საფუძველზე მყისიერად იწყებდა ბოტის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების გაძლიერებას.

RedHack დაფუძნდა მეთოდოლოგიებზე, რომლებსაც იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა OpenAI, Anthropic და Microsoft, თუმცა ინიციატივა სრულად მოერგო თიბისის შიდა კულტურასა და გარემოს.

თიბისისთვის ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნოლოგიური ტენდენცია არ არის – AI კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ჰაკათონის შედეგებმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ AI უსაფრთხოება თიბისისთვის არა მხოლოდ ტექნოლოგიური ამოცანა, არამედ კომპანიის საერთო მიზანია, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია წვლილი შეიტანოს ინოვაციური სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში.

RedHack არის გზავნილი ტექეკოსისტემისთვის, რომ თიბისი არ არის მხოლოდ კომპანიაა, რომელიც  იყენებს AI-ს, არამედ თიბისი ქმნის სტანდარტებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები და მოხდეს მათი პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენება.

(R) 

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან, ჩვენი სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა -კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართეს, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების გზავნილი არის ის, რომ მზად არის აშშ-თან ურთიერთობების გადასატვირთად.

„ეს ადამიანებიც არიან „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებაში. რამდენად შეძლებს და მოახერხებს, ვნახოთ. პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან.

ეს არის ჩვენი გზავნილი, ჩვენი დამოკიდებულება და სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რათა შევძლოთ მეგობრობა, პარტნიორობა და, ცხადია, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამერიკელი სენატორები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და წამყვანი წევრი, ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

„მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადეს ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა.

“ავოკადო”- როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად

პანდემიის პერიოდში, როცა ცხოვრების ტემპი შენელდა და ადამიანებს ფიქრისთვის მეტი დრო ჰქონდათ, გაჩნდა იდეა, რომელსაც დღეს „ავოკადოს“ სახელით ვიცნობთ. კერძოდ, სულხან ქირიამ გადაწყვიტა, ამ სახელწოდების ქვეშ საკუთარი ავეჯის წარმოება დაეწყო და ასე დაიბადა ბრენდი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ხარისხიანი ქართული ავეჯის შექმნაა.

„ავოკადო“ უმაღლესი ხარისხის მატრასების წარმოებაში სპეციალიზდება. თითოეული პროდუქტი იქმნება ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, რადგან მისი ფილოსოფია მარტივია – ჯანმრთელობა და კომფორტი განუყოფელია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა არა მხოლოდ კომფორტი იგრძნოს, არამედ დარწმუნებული იყოს, რომ მასზე ზრუნვა თითოეულ დეტალშია ჩადებული“, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, ალექსანდრე ქირია.

იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს მთავარი ამოსავალი წერტილი თავიდანვე მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ავეჯის შექმნა იყო, „ავოკადოს“ სანდო პარტნიორიც სჭირდებოდა გვერდით.

თიბისი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან მისი მხარდაჭერის მეშვეობით შევძელით წარმოების წარმატებით დაწყება და მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების მიწოდება, რომლებიც ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის. ამასთანავე, ვგეგმავთ საწარმოო ბაზების გახსნას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებლებთან კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ და წარმოების მასშტაბებიც გავზარდოთ“.

„ავოკადო“ მომავალს გლობალური ხედვით განიხილავს, რათა ეკომეგობრული მასალებისგან დამზადებული რბილი ავეჯი საქართველოს საზღვრებს გარეთაც იყოს ხელმისაწვდომი.

®

სოლიდარობა ყველას, ვინც საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება, ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია ერთსულოვნება – ლევან ხაბეიშვილი

ყველაფრის მცოდნენი განიხილავენ კაცს, რომელმაც ირწმუნა ქართველი ხალხის გამარჯვება და თუ ეს დროებით, ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, არავის არ აქვს მორალური უფლება, გააკრიტიკოს დატყვევებული ადამიანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

„71 წლის მსოფლიო ბანმა, მსოფლიო მოქალაქემ – პაატა ბურჭულაძემ უარი თქვა კომფორტზე, ფუფუნებაზე, მშვიდ ცხოვრებაზე და აირჩია თავგანწირული ბრძოლა. პირადი მაგალითით, პასუხისმგებლობით, საქართველოს სიყვარულისთვის აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მინიმუმ სამარცხვინოდ და უსინდისობად მიმაჩნია, ვინც მას განსჯის, აქილიკებს, სტრატეგიას, ბრძოლის მეთოდს, შინაარსს, ტაქტიკას უწუნებს. ყველაფრის მცოდნენი განიხილავენ კაცს, რომელმაც ირწმუნა ქართველი ხალხის გამარჯვება და თუ ეს დროებით, ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, არავის არ აქვს მორალური უფლება, გააკრიტიკოს დატყვევებული ადამიანი.

ირაკლი ნადირაძე ჩემი ძმადნაფიცია. დედამიწაზე მასზე კეთილშობილი, ნიჭიერი, ვაჟკაცი იშვიათად მინახავს. მავანთათვის, ერთადერთი მისი დანაშაული სამშობლოს უანგარო სიყვარულია და კიდევ ის, რომ ოთხი შვილის მამამ ბრძოლის ველიდან გაქცევას ბრძოლა არჩია საკუთარი თავისუფლების ფასად.

მურთაზ ზოდელავას დაკავებამდე ბოლო ჩართვები ვნახე ტელევიზიით. რეალურად, ახლიდან გავიცანი ამ ადამიანის მენტალობა, სიმამაცე და შეუპოვრობა.

პაატა მანჯგალაძე – საქმიანი, ნიჭიერი, პასუხისმგებლიანი, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეა.

სასამართლო სხდომაზე, ლაშა ბერიძის სიტყვაც ზედმიწევნით პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანის განცხადება იყო.

ასევე, სოლიდარობა ყველას, ვინც საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება.

საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, წინასწარ განსაზღვრული „შპარგალკით“ ბრძოლა შეუძლებელია. გამოსავალი და გეგმა არის ერთადერთი – ხალხი, ხალხი და ხალხი. ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ შემფასებლების, კომენტატორების ამარა დავრჩებით.

შეგვიძლია თუ არა ივანიშვილის მოშორება? დიახ, დიახ და კიდევ ერთხელ დიახ! უპირობოდ შეგვიძლია!

ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, ვინც წაბორძიკდა ან დაეცა, სასწრაფოდ წამოაყენეთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და საკუთარ ძალებში დარწმუნება.

რაც შეეხება რუსულ სპეცოპერაციას – „არჩევნებს“. ფაქტები მეტყველებს, რომ გახარიას პარტიამ 2024 წელს 65-70 პროცენტით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ახლა ანუ 65-70 პროცენტმა და უშუალოდ მისმა ამომრჩეველმა უთხრა უარი ნდობაზე, რის გამოც 110 000 „ხმით“ ნაკლები მიიღო.

თითქმის იგივე დაემართა პარტია „ლელოს“, რომელსაც მისი ამომრჩევლების 50 პროცენტი გაემიჯნა და 100 000 ხმით ნაკლები „ხმა“ მიიღო.

ეს უტყუარი მტკიცებულებები დადასტურებაა იმისა, რომ არა თუ სხვასთან, არამედ საკუთარ ამომრჩევლებთანაც კი შეცდნენ.

2-5-პროცენტიანი პარტიები 70 პროცენტის დოზით ნუ არიგებენ ჭკუას საზოგადოებას, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მათი არსებობით არ ინტერესდება.

გამოსავალი მათაც აქვთ, გამოვიდნენ პარტიული ილუზიიდან და მხარში დაუდგნენ, მხარი დაუჭირონ ხალხს.

ყველაზე მეტად ვდარდობ, რომ აბსოლუტურ იზოლაციაში მყოფმა, ვერ შევძელი დავხმარებოდი საქართველოს მოქალაქეებს.

ფაქტია და უტყუარია ისიც, რომ 4 ოქტომბერს 100 000-ობით ადამიანმა დაინახა ერთმანეთი 300 დღის შემდეგ. თურმე კი არ გამქრალა ან ჩამქრალა პროტესტი, არამედ, ხალხის გულებში ისევ მკვეთრად სცემს თავისუფლების პატრიოტული სულისკვეთება.

ამასობაში, კიდევ ერთი მკვლელობა! თან საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილთან, მის ფულთან, მდინარაძესთან და მის სუს-თან. რიჟვაძის სავარაუდო მკვლელობის მცდელობა, ერთი კვირის წინ საეჭვოდ მოკლული ან თავმოკლული სუს-ის თანამშრომელი აჭარაში და ავტოფარეხში ნაპოვნი მიცვალებული – გლდანის ციხის ყოფილი უფროსი, ბაჩიაშვილის საქმის სკანდალიდან.

როდემდე ვიცხოვროთ მკვლელობიდან მკვლელობამდე, სისხლიდან სისხლამდე?! დღევანდელი რეჟიმის პირობებში, ამ სავარაუდო მკვლელობების/თვითმკვლელობების საქმეებზე სიმართლეს ვერ გავიგებთ.

ძალა ერთობაშია!! ძალა ხალხშია!! ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ახირებამ და პრეტენზიებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.
ბავშვებთან ურთიერთობაში მეტი ყურადღებისა და გაგების გამოჩენაა საჭირო.
ამ დღეს გადაწყვეტილებები შეგიძლიათ, ინტუიციის საფუძველზე მიიღეთ — ის არ გიღალატებთ. ასევე სანდო მეგობრების რჩევებსაც ნუ უგულებელყოფთ.
შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა ან ძველმა ტრავმებმა თავი შეგახსენოთ. ნუ უგულებელყოფთ სიმპტომებს და მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყეთ.

კურო

მარტოხელა კუროებს რომანტიკული თავგადასავალი ან რაიმე უჩვეულო მოვლენა ელით.
ამ დღეს წარმოქმნილი პრობლემის გადასაწყვეტად საკუთარი კავშირები და სასარგებლო ნაცნობობა გამოიყენეთ. ნუ უარყოფთ კოლეგების დახმარებას, თუნდაც ეს მხოლოდ პროფესიული რჩევა იყოს.
დღეს ინტუიცია თქვენს მხარეს არ არის, ამიტომ რთული გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოთხფეხა მეგობარი გაიჩინოთ.

ტყუპები

ამ დღეს მარტოხელა ტყუპებს შეიძლება პირველი ნახვით შეუყვარდეთ! ახალი ურთიერთობა მალე შემოვა თქვენს ცხოვრებაში და დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ.
თუ ოჯახში გაუგებრობა და დაძაბულობაა, ურთიერთობაში პაუზა აიღეთ და ყურადღება სამუშაოზე გადაიტანეთ.
ფრთხილად იყავით – შესაძლებელია, რომ თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ინფორმაციას გიმალავდეთ.
დღეს უმჯობესია სასწრაფო ან საპასუხისმგებლო არაფერი დაგეგმოთ, განსაკუთრებით თუ ფულთან ან შესყიდვებთან არის დაკავშირებული. ვარსკვლავები გირჩევენ დაკავდეთ იმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

კირჩხიბი

მხოლოდ ხელსაყრელი გარემოებების იმედი ნუ გექნებათ – ზოგჯერ საჭიროა თავად იმოქმედოთ. თუ ბევრი საოჯახო საქმე დაგიგროვდათ, ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ. სამსახურის გამო შეიძლება სრულიად მოულოდნელად მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ და ეს მოგზაურობა მარტოხელა კირჩხიბების ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. გახსოვდეთ წარმატებას ის აღწევს, ვინც დამარცხებას ვერ ეგუება. თუ ბოლო დროს საქმე ისე არ მიდის, როგორც გსურდათ, ეს არ ნიშნავს, რომ მედი უნდა დაკარგოთ და ხელები ჩამოუშვათ.
მოერიდეთ ცხიმიან საკვებს და ალკოჰოლის მოხმარებას.

ლომი

ამ დღეს ეცადეთ, საყვარელი ადამიანის ყველა თხოვნა შეასრულოთ, როგორი უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ. უმჯობესია მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ, თორემ კონფლიქტებსა და ურთიერთბრალდებებს ვერ გაექცევით.
ახლახან დაწყებული თანამშრომლობა წარმატებული იქნება — ეცადეთ, საქმიანი ურთიერთობები განავითაროთ და სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ.
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამ დღეს მოულოდნელ შემოსავალს მიიღებთ, ეს თანხა საყოფაცხოვრებო საჭიროებებსა და ძველი ვალების გასტუმრებაზე დაიხარჯება.
საღამოს შეეცადეთ კარგად დაისვენოთ — ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ქალწულების ცხოვრებაში შეიძლება ძველი სიყვარული გამოჩნდეს და ეს სრულიად მოულოდნელი იქნება. ადამიანი, რომლის მიმართაც ძლიერ სიმპათიებს გრძნობთ, თავად გადმოდგამს ნაბიჯს თქვენკენ.
დღეს მოსალოდნელია კონფლიქტი ხანდაზმულ ადამიანთან — შესაძლოა ეს ახლობელი იყოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები აკონტროლოთ, თუმცა საკუთარი პოზიცია მტკიცედ დაიცვათ.
ამ დღეს მოერიდეთ გადაღლას და ეცადეთ ცოტა ხნით განმარტოვდეთ, რომ ძალები აღიდგინოთ.

სასწორი

დღეს შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, მის სიტყვებს ყურადღებით მოუსმინოთ. გონიერება გამოიჩინეთ და მიზნების რაოდენობა შეამცირეთ, რათა მათი ხარისხიანად შესრულება შეძლოთ.
თუ ბოლოდროინდელი პრობლემების უმეტესობა ფულს უკავშირდება, მალე ყველაფერი შეიცვლება და ფინანსური შემოსავლები არ დააგვიანებს!
სეზონურ გაციებას მარტივად გადაიტანთ, თუმცა გახსოვდეთ — საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებამ შეიძლება ხანგრძლივი ავადმყოფობა გამოიწვიოს.

მორიელი

ვარსკვლავები საშუალებას გაძლევენ, გააცნობიეროთ, როგორ გახდეთ საკუთარი ცხოვრების რეჟისორი და როგორ მისცეთ მას სწორი მიმართულება.
ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად, თუმცა დასვენებაც არ უნდა დაივიწყოთ.
შაბათი-კვირა ოჯახთან ერთად გაატარეთ — აგარაკზე გაემგზავრეთ ან პარკში გაისეირნეთ.
სამსახურში საკუთარ გეგმებს ნუ გაამხელთ — თქვენს გარემოცვაში არის შურიანი ადამიანი, რომელიც თქვენთვის ხელის შეშლას ეცდება. ხელსაყრელი დროა დიდი ფინანსური გარიგებებისა და მსხვილი შესყიდვებისთვის. ჯანმრთელობის გაუარესება მიგანიშნებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც არასწორად ხდება და ცვლილებებია საჭირო.

მშვილდოსანი

გარშემო მყოფებს შეიძლება თქვენი არჩევანი არ მოეწონოთ, მაგრამ განა ეს მნიშვნელოვანია? ახლა უმჯობესია გულის კარნახით იმოქმედოთ.
დღე სასიამოვნოდ ჩაივლის და ახლობლებთან შეხვედრაც მხიარული გამოდგება.
მოსალოდნელია რამდენიმე ბიზნესშეთავაზება — აირჩიეთ მხოლოდ ის, რაც თქვენთვის საინტერესოა. დღის მეორე ნახევარში ამანათს, საჩუქარს ან სხვა მატერიალურ შემოსავალს მიიღებთ.
გადაღლამ და ენერგიის არამიზნობრივმა ხარჯვამ შესაძლოა სტრესი და გაღიზიანება გამოიწვიოს. ზედმეტმა აქტიურობამ და შთაბეჭდილებებმა კი შეიძლება ძილზეც უარყოფითად იმოქმედოს.

თხის რქა

მშვენიერი დღეა ოდესღაც გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენისთვის. ამისთვის კომპრომისისა და სწორი სიტყვების პოვნაა საჭირო. ნუ ინანებთ გამოტოვებულ შესაძლებლობებს — მოუსმინეთ საკუთარ გულს და შეცდომის დაშვების არ შეგეშინდეთ.
დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვისთვის მოაწყვეთ საოჯახო ვახშამი და ძველი მეგობრები მოიწვიეთ.
ის, რასაც ვიღაც დიდი ხანია მალავს, მალე ყველასთვის ცნობილი გახდება.
ფრთხილად იყავით წამლებთან და ალკოჰოლთან — მოსალოდნელია მოწამვლა ან დოზის გადაჭარბება.
მეტი დრო დაუთმეთ საქმიანობას, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მოულოდნელად დაიძაბება — სავარაუდოდ, მიზეზი თქვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკია. შესაძლოა ახლობლებმა თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა სცადონ — ამ ადამიანებს კონფლიქტის გამწვავების მიზეზს ნუ მისცემთ.
კოლეგებს დახმარებისთვის ნუ მიმართავთ — დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ.
იზრუნეთ გულზე და ნერვულ სისტემაზე! თქვენი იმუნიტეტი ამჟამად ოდნავ შესუსტებულია, ამიტომ ორგანიზმს ყოველდღიური სტრესების გადატანა გაუჭირდება. გირჩევთ მენიუში ბოსტნეული და ხილი დაამატოთ.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი ერთგული მეგობარი და ბიზნესპარტნიორი გახდება. მასთან ურთიერთობა გიბიძგებთ, ზოგიერთ ადამიანთან დაკავშირებით შეხედულება შეიცვალოთ.
შესანიშნავი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ახალი იდეების განსახილველად. მოსალოდნელია დაწინაურება ან ფულადი პრემია სამსახურში მიღწეული შედეგებისათვის. მანამდე კი შეეცადეთ უფრო ეკონომიურად იცხოვროთ. ვარსკვლავები ქრონიკული დაავადებების გამწვავების შესახებ გაფრთხილებენ, ამიტომ სასურველია დღე მშვიდად გაატაროთ.
კომუნალური სისტემის პრობლემებმა დღის გეგმები რომ არ დაგირღვიოთ, ყურადღება მიაქციეთ სანტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამართულ მუშაობას.

ბრიტანეთის საელჩო – ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ჟენევაში გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ

გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. გაერთიანებულმა სამეფომ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

საელჩოს ცნობით, „გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 60/16 რეზოლუციას – „საქართველოსთან თანამშრომლობა“ შესახებ“.

„რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის შედეგად არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის“.

„17 წლის განმავლობაში რუსეთი უკანონო სამხედრო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ეთნიკურ ქართველებს ართმევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის. ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, უნდა ჰქონდეს უფლება უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად დაბრუნდეს საკუთარ სახლში“, – განაცხადა სტივენ დაუთიმ.

ცნობისთვის, 2025 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

უკრაინაში ომის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება აკრძალეს

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის თანახმადაც ომის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იკრძალება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დადგენილებას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქციონირება გამგეობებისა და საკრებულოების დონეზე უწყვეტად უნდა ხდებოდეს.

დადგენილებით მოქმედი მერებისა და საკრებულოების უფლებამოსილების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მანამ, სანამ მშვიდობიან პერიოდში ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში ბოლოს 2020 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო

2025 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან წარადგენს და რომლის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა წარმოადგენს, პირველად გავიდა კონსენსუსით.

„რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

რეზოლუციის კონსენსუსით მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოსადმი.

რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

გასული წლის მსგავსად დოკუმენტში კვლავ აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებები.

საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მომხდარი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მათზე ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონის წაართვა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“დონალდ ტრამპი 200 წლის წინ მიღებული კანონის გამოყენებით იმუქრება”-Financial Times

ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ეხმაურება აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გამოყენებით რიგი ქალაქების ქუჩებში წესრიგის დამყარებას და აქვეყნებს სტატიას სათაურით: „დონალდ ტრამპი 200 წლის წინ მიღებული კანონის გამოყენებით იმუქრება“ (ავტორი – ჯეიმს პოლითი). პუბლიკაციაში გადმოცემულია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია აშშ-ის ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლების გარკვეული დაპირისპირებით.

გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:

დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ გამოიყენებს 1807 წლის კანონს აჯანყებების შესახებ და მის საფუძველზე აშშ-ის რიგ ქალაქებში საჯარისო ქვედანაყოფებს შეიყვანს. ამით პრეზიდენტმა გაამწვავა დაპირისპირება იმ შტატებთან, რომლებსაც ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი გუბერნატორები ხელმძღვანელობენ და რომლებიც ეწინააღმდეგებიან შეიარაღებული ძალების გამოყენებას აშშ-ის ტერიტორიაზე.

პრეზიდენტმა ეს გაფრთხილება იმიტომ გაახმოვანა, რომ მის გადაწყვეტილებას ფედერალური ჯარების შეყვანაზე ამერიკის ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო აქციების აღსაკვეთად შტატების სასამართლოებში არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია მოჰყვა: იმ დროს, როცა ორეგონის შტატში მოსამართლემ ჯარების განთავსება დაბლოკა, ილინოისის შტატში მხარი დაუჭირეს.

„ჩვენ გვაქვს კანონი აჯანყებების შესახებ და ეს უბრალო კანონი არ არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ოვალურ კაბინეტში, ორშაბათს, როცა მას შესაბამისი კითხვა დაუსვეს. პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილების იურიდიული საფუძველი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიღებულ კანონს დაუკავშირა და თქვა, რომ „კიდევ რომ მომიწიოს მსგავსი მოქმედება, ისევ იგივენაირად გავაკეთებდი. თუ ადამიანების მკვლელობა დაიწყება, როგორ შეიძლება მათ გადარჩენაზე ქალაქების მერებმა, მოსამართლეებმა და გუბერნატორებმა ხელი შეგვიშალონ?“.

დონალდ ტრამპის მუქარა იმას ნიშნავს, რომ მას განზრახული აქვს თავისი გეგმების – შეიარაღებული ძალებით სარგებლობა – რეალიზება გააგრძელოს და ქვეყნის შიგნით პროტესტების გამოხატვა სამხედრო ძალის გამოყენებით ჩაახშოს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლეები პრეზიდენტის ნაბიჯს უკანონოდ გამოაცხადებენ.

მას შემდეგ, რაც ივნისში პრეზიდენტმა კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჟელესის ქუჩებში წესრიგის დამყარებისა და კონტროლის აღსადგენად საჯარისო ქვედანაყოფები გამოიყვანა, მან გადაწყვიტა გააფართოოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა ამერიკულ ქალაქებშიც იმ მოტივით, რომ დამნაშავეობის აღმოფხვრისა და ფედერალური ობიექტების პერსონალის დასაცავად ჯარებით სარგებლობა აუცილებელია. მღელვარებები დიდწილად გამოწვეულია აშშ-ის ხელისუფლების მიერ ანტიმიგრაციული ზომების გამკაცრებით.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილებები ფედერალური ჯარების შეყვანაზე ქალაქებში პორტლენდში (ორეგონის შტატი) და ჩიკაგოში (ილინოისის შტატში) ადგილობრივი სახელმწიფო ჩინოვნიკების ნების საწინააღმდეგოდ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი შტატების ტერიტორიაზე ჯარების ქვედანაყოფების განთავსება მიზანშეუწონელია და საერთოდ, ხაზს უსვამენ, რომ პრეზიდენტის მოქმედება ანტიკონსტიტუციურია. „ჩვენთან არანაირი აჯანყება არ ხდება“, – აღნიშნა ორშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ილინოისის შტატის გუბერნატორმა ჯეიბი პრიცკერმა, – „დონალდ ტრამპი ჩვენს სამხედროებს პოლიტიკურ საყრდენად და პაიკებად იყენებს თავის უკანონო მცდელობებში ჩვენი ქვეყნის ქალაქების მილიტარიზების მიზნით“.

დონალდ ტრამპმა გადაუხვია აშშ-ის პრეზიდენტების ხანგრძლივ ტრადიციას, როცა ისინი თავს არიდებდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალებით სარგებლობას ქვეყნის შიგნით. ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად, მემფისში (ტენესის შტატი) და ვაშინგტონში (კოლუმბიის ფედერალური ოლქი) მოსახლეობა იწონებს ან გაგებით ეკიდება პრეზიდენტის ნაბიჯს, ზოგან კი აკრიტიკებენ და უკანონოდ თვლიან.
თეთრი სახლი მხარს უჭერს ჯარების განთავსებას რიგ ქალაქებში: „სამწუხაროა, რასაც ახლა ვხედავთ – ზოგიერთი ქალაქის მერი ფედერალურ გადაწყვეტილებების შესრულებას ეწინააღმდეგება და ცენტრალური ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს – იმიტომ, რომ მათ დონალდ ტრამპი არ მოსწონთ“, – განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ქეროლაინ ლივითმა.

წყარო:

რატომ ანადგურებენ ევროპელი ლიდერები ევროპას? – დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლეინი სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „ევროპის ჩრდილოვანი მმართველები“

დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლეინი სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „ევროპის ჩრდილოვანი მმართველები“, რომელშიც სვამს კითხვას: „რატომ ანადგურებენ ევროპელი ლიდერები ევროპას? ის „ბილდერბერგის შეხვედრებზე წერს – ყოველწლიურ დახურულ ფორუმზე, რომელიც 1954 წელს, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის დიალოგის განვითარებისთვის დაარსდა და აცხადებს, რომ სწორედ იქ შეირჩევიან ადამიანები, რომლებიც შემდეგ კონკრეტულ ინტერესებს ატარებენ.

„მოდით, პირდაპირ ვთქვათ: მათი უმრავლესობა რეალურად არ არის არჩეული. ისინი შერჩეულები არიან „დიფ სთეიტის“ ელიტების, ბანკირებისა და კორპორაციული ძალაუფლების ბროკერების მიერ. აი, რისთვის ტარდება სინამდვილეში ბილდერბერგის შეხვედრები. მას შემდეგ, რაც ვხედავთ, რა ემართებათ ამ შეკრებების დამსწრე გარკვეულ პირებს, ნათელია, რომ ბილდერბერგი ფუნქციონირებს, როგორც შემოწმების ადგილი იმ კანდიდატებისთვის, რომელთა ხელისუფლებაში მოყვანა ელიტებს სურთ. ისინი ირჩევენ ყველაზე მორჩილ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე მეტად მზად არიან ემსახურონ შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ინტერესებს.

ამბიციური პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები იღებენ მოსაწვევებს საიდუმლო შეხვედრებში, რომელთა განხილვაც აკრძალულია. როგორც ამბობენ, „ბილდერბერგელები არასდროს ლაპარაკობენ“. ათწლეულების განმავლობაში, ამ შეხვედრების არსებობაც კი უარყოფილი იყო, სანამ ისინი საბოლოოდ არ გამჟღავნდა.

ეს „პერსპექტიული“ ფიგურები ერთად იკრიბებიან, გადიან შემოწმებას დისკუსიებისა და შეხვედრების მეშვეობით და ფასდება მათი ერთგულება. როგორც კი ელიტები მათთვის სასურველ კანდიდატს აირჩევენ, ეს პიროვნება ხშირად სწრაფად ადის ევროპაში და გლობალურ ორგანიზაციებში უმაღლეს თანამდებობებზე“, – წერს ავტორი და მაგალითად ისეთი ფიგურები მოჰყავს, როგორებიც არიან: ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჟოზე მანუელ ბაროსო, შარლ მიშელი, კრისტინ ლაგარდი, პასკალ დონოჰო, ემანუელ მაკრონი.

ავტორი აღნიშნავს, რომ ევროპამ მორჩილების პოზიცია აირჩია ლიდერობის ნაცვლად და ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებაზე აკეთებს აქცენტს. ის მილსადენს ევროპის ენერგიის სასიცოცხლო წყაროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი აფეთქებით გერმანია დაზიანდა.

„ამერიკამ, ბრიტანეთმა და ევროპულმა მედიამ ამაში რუსეთი ყოველგვარი მტკიცებულებებისა და ყოყმანის გარეშე დაადანაშაულეს. ნებისმიერი, ვინც ამ ნარატივს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა „რუსეთის მოკავშირედ“ ცხადდებოდა. ახლა კი იგივე მედიასაშუალებებში ტივტივებს იდეა, რომ ეს უკრაინამ გააკეთა – ყოველგვარი მორიდებისა და ბოდიშის გარეშე. უკრაინამ ევროპის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, დაანგრია მისი ეკონომიკა, მოიტყუა ამის შესახებ და გერმანია – მსხვერპლი – უკრაინაში ფულისა და იარაღის გაგზავნას აგრძელებს. ჰგავს თუ არა ეს ლიდერობას და საკუთარი ხალხის ინტერესებში მოქმედებას, თუ ლიდერობას, რომელიც სხვა ადგილიდან იღებს მითითებებს?“, – წერს ლაინი.

მისი შეფასებით, ევროპელი ლიდერები სისხლს ადენენ საკუთარ ერებს ამერიკული და ბრიტანული ინტერესების მსახურის მიზნით. ის ასევე ხაზს უსვამს ორმაგი სტანდარტების არსებობას გარემოს დაცვასა და გეოპოლიტიკაში და საუბრობს საეჭვო მოვლენებზე, როგორიცაა გერმანიაში ექვსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საეჭვო სიკვდილი არჩევნების წინ, რომელთაგან მხოლოდ ერთია სუიციდად გამოცხადებული და რუმინეთში არჩევნების ორჯერ გაუქმება, რაც მიანიშნებს, რომ დემოკრატია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

„ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ პოლიტიკას, რომელიც ზიანს აყენებს მათ ეკონომიკებს, თუმცა ეს არ არის არაკომპეტენტურობა. ეს არის ერთგულება, ოღონდ არა თქვენდამი. ეს დიდი კლუბია. თქვენ მისი წევრი არ ხართ. არც მე ვარ“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ლეინი თავისი მეგობრის, ბრიტანელი პოლიტიკური კომენტატორის, ენდრიუს შესახებ წერს და მას „ინსაიდერს“ უწოდებს, რომელიც „იდუმალი ავადმყოფობის“ შედეგად დაიღუპა.

„ერთ დღეს ის მანქანის ნაწილი იყო, შემდეგ კი უბრალოდ მოკვდა. არ ვიცი რა დაემართა, ეს ყველაფერი მოულოდნელი და უცნაური იყო“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.