Home Blog Page 5

რატომ ტირის ბავშვი? რა უნდა იცოდეთ ახალბედა მშობლებმა ჩვილთა კოლიკაზე

მშობლისთვის შვილზე ზრუნვა  მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ერთობ სასიამოვნო მოლოდინებითა და ემოციებით არის დატვირთული. პირველი გულისცემა, პირველი ექოსკოპია – ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ ცხოვრება მალე რადიკალურად შეიცვლება. ყოველი ფეხის დარტყმა – ეს არა მარტო ბავშვის პირველი მოძრაობებია, არამედ დიალოგის დასაწყისი, უხმოდ გაცვლილი სიყვარული. შემდეგ დაბადება, პირველი ტირილით სამყაროსთან მისალმება და ამ მომენტიდან იწყება ახალი თავი – სავსე სიყვარულით, შფოთვით, გაუთავებელი კითხვებითა და პასუხების ძიებით.

მშობლებს ახალშობილებთან ერთად არაერთ პრობლემასთან გამკლავება უწევთ. ჩვილი ტირილით გამოხატავს ყველა სახის დისკომფორტს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ექმნება, როგორიცაა შიმშილი, დაღლილობა, გამოსაცვლელი საფენი და ა.შ. ზოგჯერ ის დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებასთანაც. როცა ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, ჯანმრთელობის პრობლემაც გამორიცხულია, ბავშვი კი მაინც ტირის – დღეში 3 საათზე მეტს, კვირაში 3 დღეზე მეტს და 3 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ მდგომარეობის მიზეზი  ჩვილთა კოლიკა და ნაწლავში დაგროვილი აირებია.

ჩვილთა კოლიკა – ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი გამოცდილებაა როგორც ახალშობილისთვის, ისე მისი მშობლებისთვისაც. ეს მდგომარეობა, რომელიც ნაწლავებში დაგროვილი აირებით იწვევს მტკივნეულ სპაზმებს, ყველაზე ხშირად სიცოცხლის პირველივე კვირებში ვლინდება.

რა შეიძლება იყოს ახალშობილთა კოლიკის ძირითადი მიზეზები და როგორ ვმართოთ ჩვილთა კოლიკა?

ჩვილთა კოლიკის ეპიზოდები, როგორც წესი, დღის მეორე ნახევარში ვლინდება და აწუხებს როგორც ძუძუთი, ისე ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარებს. ასეთ დროს ბავშვი მოულოდნელად იწყებს ტირილს, შეკრული მუშტები, თაღოვანი ზურგი, გაზების გამოყოფა, შებერილი და დაჭიმული მუცელი, სიწითლე და მტკივნეული მიმიკები სახეზე, მუცელთან მიტანილი მუხლები – ეს ის სიმპტომებია, რომელთა არსებობაც ჩვილთა კოლიკაზე მიგვანიშნებს. ახალშობილთა კოლიკის გამომწვევი მიზეზებია: კვების არასწორი ტექნიკა, არასაკმარისი ან ჭარბი კვება და ამოქარვების არაეფექტური ხელშეწყობა, ძროხის რძის ცილის აუტანლობა, ლაქტოზის აუტანლობა, უმწიფარი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, დისბიოზი (ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის დარღვევა).

იმისათვის, რომ ახალშობილმა უცხო სამყაროსთან ადაპტაცია მინიმალური დისკომფორტით შეძლოს, აუცილებელია ჩვილთა კოლიკის დროული და კომპლექსური მართვა. არსებობს რამდენიმე პრაქტიკული მეთოდი, რაც მშობლებს კოლიკის მართვაში ეხმარება:  თბილი აბაზანა, მუცლის წრიული მასაჟი, მსუბუქი რწევითი მოძრაობები, საწოვარა, სითბო მუცელზე. ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: მშობლების მხარდაჭერა და განათლება, კვების რეჟიმის და ტექნიკის გადასინჯვა და დარეგულირება, ჩვილის დამშვიდება, გარემო გამღიზიანებლების შემცირება.

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევის მიუხედავად, კოლიკის სიმპტომები ძლიერდება და დღითიდღე იმატებს, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტოზური ჩარევა. ჩვილთა კოლიკის დროს, პედიატრების მხრიდან, ხშირად ინიშნება პრობიოტიკები და სინბიოტიკები, რომლებიც ახალშობილის უმწიფარ ნაწლავურ მიკრობიოტას აბალანსებს და ასევე აირების დაგროვების საწინააღმდეგო საშუალებები.

ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატებიდან მშობლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და ეფექტური საშუალებაა დიალაკი წვეთების სახით, რომელიც სწრაფად ხსნის ჩვილთა კოლიკას და მეტეორიზმს ბავშვებში. დიალაკის სავაჭრო ლიცენზიისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელია GM PHARMA, ერთადერთი საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია საქართველოდან.

დიალაკი თეთრი ან მოთეთრო ფერის ემულსიაა, რომელიც მოთავსებულია 30 მლ მოცულობის ქარვისფერი მინის ფლაკონში, პლასტმასის თავსახურით და საწვეთურით. ემულსიის 1 მლ, აქტიური სუბსტანციის სახით, 40 მგ სიმეტიკონს შეიცავს. სიმეტიკონი შლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაგროვილ აირებს და ამით მნიშვნელოვნად ამცირებს მუცლის შებერილობას და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. სიმეტიკონი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შესაბამისად არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, წამალთაშორის ურთიერთქმედებას, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი პროფილით და შესაძლებელია მისი გამოყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. დიალაკს ბანანის სასიამოვნო გემო აქვს, რაც დამატებითი უპირატესობაა და პატარებისთვის მისი მიღება სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნოცაა.

მუცლის შებერილობა არ არის მხოლოდ ახალშობილთა პრობლემა და ხშირია სხვადასხვა ასაკის ბავშვებში, რაც ძირითადად უკავშირდება კვების რეჟიმსა და საჭმლის მონელების პრობლემებს. დიალაკის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი მიღების წესი და დოზირება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

დიალაკის ფლაკონი გამოყენებამდე კარგად უნდა შევანჯღრიოთ და წვეთების ზუსტად დოზირებისთვის უნდა დავიჭიროთ ვერტიკალურად, თავით ქვემოთ.

  • ახალშობილები და ჩვილები: 25 წვეთი (1 მლ) ყოველი კვების დროს
  • 1-6 წლის ბავშვები: 25 წვეთი (1მლ) 3-5 ჯერ დღე-ღამეში
  • 6-14 წლის ბავშვები: 25-50 წვეთი (1-2 მლ) 3-5 ჯერ დღე-ღამეში
  • 14 წლის ზემოთ: 50 წვეთი (2 მლ) 3-5 ჯერ დღე-ღამეში

დიალაკის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ; საჭიროებისას – ძილის წინ.

დიალაკი ინახება ოთახის ტემპერატურაზე და ვარგისია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

(R)

05.05.2025- თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღის შეთავაზების დღე

თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ.

5 მაისს თიბისი განაწილების მომხმარებლები ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას ჯიპისის, ფარმადეპოს, პსპ-ს და ავერსის ონლაინ ან ფიზიკურ აფთიაქებში შეძლებენ, სადაც მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე, 50 ლარი ქეშბექი დაუბრუნდებათ.

მხოლოდ 5 მაისს, მეტი განაწილებით ნივთების შეძენის შემთხვევაში კი, მომხმარებლები 50 ლარის დაბრუნებას მათთვის სასურველ ნებისმიერ მაღაზიაში შეძლებენ.

განაწილებით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის დაბრუნებასთან ერთად, მომხმარებლები პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე განაწილებით გადაიხდიან. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ გადაიხდიან ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს.

მეტი განაწილების შემთხვევაში კი, შეძენილი ნივთის საფასურის განაწილება 6-დან 36 თვემდე პერიოდით, ეფექტური 36%-ით შეუძლიათ.

“განაწილება” თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა. დაელოდე და აისრულე სურვილები ყოველ წყვილ თარიღს.

წყვილი თარიღის შეთავაზების პირობები იხილეთ ბმულზე.

®

“რამდენიმე მნიშვნელოვანი ამერიკული  საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი” -ლევან დავითაშვილი

„გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური პროცესები  ურთიერთხელსაყრელი შეიძლება იყოს და  ვნახოთ საერთო ინტერესის ობიექტები და წერტილები – ჩვენთვის ეს არ არის სიახლე, რადგან ეკონომიკის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბევრ  სხვა ქვეყანასთან  თუ პოტენციურ პარტნიორთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე  მუდმივად მუშაობს, ჩვენი ანალიტიკოსები მუდმივად სწავლობენ სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ამიტომ ხელცარიელი ამერიკაში არ ჩავსულვართ და ჩვენი ეკონომიკური ანალიზი გავუზიარეთ იქაურ კოლეგებს” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა აშშ-სთან ეკონომიკური პარტნიორობის მიმართულებებზე საუბრისას. 

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, აშშ-ში ვიზიტის დროს განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა კომერციის დეპარტამენტში, რადგან მხარეთა ინტერესები და კონკრეტული მიდგომები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს.

„გამოიკვეთა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ენაზე, საქართველო ამერიკის საინტერესო პარტნიორია სავაჭრო კუთხით.  შეიძლება პატარა სამომხმარებლო ბაზარია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი სავაჭრო სატრანზიტო ურთიერთობის კუთხით –  საქართველოში შემოდის პროდუქცია, რომელიც ნაწილდება საკმაოდ დიდ რეგიონში: ეს არის  სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზიისა  და კიდევ უფრო შორს მდებარე ქვეყნები,  აქედან გამომდინარე,  რამდენიმე მნიშვნელოვანი ამერიკული  საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი” – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით,  საქართველო ამერიკული მეორადი ავტომობილების მეათე საექსპორტო ქვეყანაა, ასევე დაახლოებით 2%-მდეა  სასოფლო სამეურნეო პროდუქტის, ასევე საკვები პროდუქტის  თვალსაზრისით და ასე შემდეგ. „ეს საკმაოდ საინტერესოა და აქ არსებობს ზრდის პერსპექტივა, მაგრამ არსებობს,, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკური ინტერესები” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრის შეფასებით, ჩვენს ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც მუდმივად იზრდება და  ხორციელდება ინვესტიციები.

„ჩვენთან სასაწყობე-სამაცივრე ინფრასტრუქტურა იზრდება და მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული პროდუქცია საქართველოში ინახება, შემდგომში ნაწილდება რეგიონის ქვეყნებში და დამატებითი ღირებულება რჩება საქართველოში, ასევეა ბევრი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, როცა საქართველოში ხდება იმპორტი და რეექსპორტის რეჟიმში საკმაოდ  მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავლებს იღებს ქვეყანა” – აღნიშნა დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ურთიერთშემავსებელი, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კუთხით, თუმცა, მისივე თქმით,  აშშ-ში ვიზიტის დროს საუბარი ასევე შეეხო საქართველოს  სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ფუნქციას და დამაკავშირებელ როლს,  რომელიც ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვან მსხვილ ბაზრებზე და რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, განხილვის თემა აგრეთვე იყო თანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და  ზოგადად, ,ინოვაციების სფეროში.

უკრაინაში ომი უახლოეს მომავალში არ დასრულდება -ჯი დი ვენსი

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „უახლოეს მომავალში“ არ დასრულდება. ამის შესახებ ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის მეორე მხარის პირობები მშვიდობისთვის, მათზეა დამოკიდებული შეთანხმების მიღწევა და ამ სასტიკი კონფლიქტის შეწყვეტა. ეს ომი არსად მიდის. ის უახლოეს მომავალში არ დასრულდება“, – აღნიშნა ვენსმა ინტერვიუში.

ამასთან, როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარდა არავის შეუძლია.

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზი 7500 აბონენტს შეუწყდა – “თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს

ისნის რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზმომარაგება 7500 აბონენტს შეუწყდა, – ამის შესახებ განცხადებას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს 1 მაისის 23:00 სთ-დან ხვალ 2 მაისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა:

წინანდლის ქ. 9, 519569, ქეთევან დედოფლის გამზ. – ბოჭორმის ქ. 50/18, 96, 98 (საინგილოს ჩიხი 5, 5), დედოფლისწყაროს I შეს. 2, საინგილოს ქ. 5, ჩიხი 5, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფ. საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, ვაჟა ივერიელის ქ. 3-ში (საბადურის ქ. 3-წამებულის გამზ. 46) მდებარე შპს ,,ოცნების სახლის“, შავი ზღვის (ახლ. ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, 11, 13, 15, გარე-კახეთის ქ. 2, 3, 4, 6, აწყურის ქ. 3, 3-3 (იგივე 3ზ), 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 45, 70, 76, ირბახის ქ. 17, 18-ში, ირბახისა და წურწუმიას ქუჩების კვეთა, ნაკვ. 50/025, 50/026-ში, ასევე ნაკვ. 50/029-ში მდებარე შპს ,,მოედანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
აგრეთვე:

არტემ ლუსინიანის ქ. 5, ქ. წამებულის გამზ. 10, 12, 32, 42, 47/49, 49/8, 52, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 77დ, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, 50/ბოჭორმის ქ. 18, კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, კოპცოვის ქ. 8-ში მდებარე შპს ,,პალა”-ს, იუსტინე აბულაძის ქ. 15-ში მდებარე (წურწუმიასა და ირბახის ქუჩების კვეთა) შპს ,,მაილინ გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ს.დურმიშიძის ქ. 21-ში საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ქ. წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, ავლიპ ზურაბაშვილის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, ტოლენჯის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძის, II შორაპნის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, საინგილოს ჩიხი 5, კახეთის ხევი 1, 2, 3, 4, 5-ში მცხოვრებ მოსახლეობას და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევ მიმდებარედ არსებული საზკებისა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა მეტრო სადგურ ,,ისანი”-ს მიმდებარედ კახეთის გზ-ზე მდებარე ,,სოკარი”-ს გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობის ტერიტორია, ქ. წამებულის გამზირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რესტორანი ,,ალაზანი”, ი/მ სოფიო ლომსაძე, შპს ,,ტრანსსერვისი“, გარე კახეთის ქ. 9-ში – შპს ,,კოკო”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია), შირაქის ქ. 20-ში, შპს ,,მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა”, აწყურის ქუჩაზე – შპს ,,ვარკეთილი 95”, ი/მ გოჩა ფოფხაძე, ფ/პ ,,სოფიო გაბედავა”, შპს ,,სერვის გრუპი”, კობარეთის ქ. 47-ში – შპს ,,პლატფორმა 2008”, შპს ,,Unique Stay Hotels”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის სახ. საავადმყოფოს ტერიტორია) განთავსებული სამედიცინო დაწესებულებება და მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 2 მაისის 10:00 საათიდან და დასრულდება 18:00 სთ-მდე.

თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყველაფერი, რასაც დიდი ხანია, გეგმავთ, ნელ-ნელა ხორციელდება, თუმცა რეტროგრადული პლუტონის გამო მცირე შეფერხებები გელით. მნიშვნელოვანია, რომ მოთმინება გამოიჩინოთ და არ იჩქაროთ არც სიყვარულში და არც პროფესიულ საქმიანობაში. სამსახურში ყველაფერი თქვენი ინიციატივით განვითარდება. იმპულსურობამ შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ემოციები გააკონტროლოთ.

კურო

ამ დღეს წარმატებული იქნება ყველაფერი, რაც კარიერასა და თვითგანვითარებას უკავშირდება. სიჯიუტე თქვენი მოკავშირეა, რადგან მიზანმიმართული და რაციონალური მოქმედების დროა. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს, თუმცა მეგობრობა ერქმევა მას თუ სიყვარული, თქვენი გადასაწყვეტია. თუ ფულის ეკონომიურად ხარჯვას ისწავლით, შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ჯანმრთელობის კუთხით ყურადღება მიაქციეთ ძილისა და კვების რეჟიმს — თქვენს ორგანიზმს დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდება.

ტყუპი

გრძნობთ, რომ თქვენი შესაძლებლობების საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მალე ადამიანებისთვის მიზიდულობის ცენტრი გახდებით. გრძნობების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც ჯერ ბოლომდე გარკვეული არ იყოთ. ფინანსურ სფეროში მოულოდნელი შემოსავალი გელით, მაგრამ დიდ შენაძენთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ — ნუ მისცემთ ემოციებს თქვენი მართვის უფლებას.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეგობრების მხარდაჭერაზე უარი არ თქვათ. სიყვარულში მთავარ როლს ნდობა ითამაშებს — მის გარეშე ჰარმონიის შენარჩუნება ძნელი იქნება. ის, ვინც ჯერ კიდევ სიყვარულს ეძებს, გვერდით მყოფ ადამიანს უნდა დააკვირდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — გამორიცხული არ არის საჭმლის მომნელებელი ორგანოების პრობლემები.

ლომი

ამ დღეს შეიძლება მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. სამყარო ახალ კარს გაგიღებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, დროულად მიხვდეთ, რომელი კარი მიგიყვანთ წარმატებამდე. პირად ცხოვრებაში პრიორიტეტების გადახედვა მოგიწევთ – იმ ურთიერთობებს, სადაც გულწრფელობა არ არის, შეიძლება საფრთხე შეექმნას. ფინანსურ სფეროში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — სწრაფ წარმატებას შეიძლება იმპულსური ხარჯები მოჰყვეს. მოერიდეთ სტრესს და გული დაიცავით.

ქალწული

ამ დღეს თქვენი ანალიტიკური გონება განსაკუთრებით მახვილი იქნება, რაც პროფესიულ და პირად საკითხებში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლეები კარიერასთან ან ახალ პროექტებთან დაკავშირებით. სიყვარულში დროა, პარტნიორს ილუზიების გარეშე შეხედოთ – ეს დღე შანსს გაძლევთ, ურთიერთობა შეწყვიტოთ ან გააძლიეროთ. ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ — სხეული გიგზავნით ნიშნებს, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ.

სასწორი

სამყარო ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით, ოღონდ მაშინ, როცა საკუთარ თავს ოცნების ნებას მისცემთ. პროფესიულ საქმიანობაში ინტუიციას ენდეთ და მალე საინტერესო პროექტები გამოჩნდება. მოერიდეთ ნაჩქარევ ხარჯებს — არ ღირს ფულის დახარჯვა იმაზე, რაც რეალურად სიხარულს არ განიჭებთ. მნიშვნელოვანია შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება – ხანდახან სიჩუმე და სიმშვიდე გაცილებით მეტ პასუხს გაძლევთ, ვიდრე ნებისმიერი საუბარი.

მორიელი

ამ დღეს ისეთი მოვლენების დანახვას შეძლებთ, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ. სიყვარულში მნიშვნელოვანი პერიოდი დგება – ურთიერთობები, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს, კიდევ უფრო გამყარდება, ხოლო ილუზორული კავშირები დასრულდება. ამ დღეს მნიშვნელოვანია სარისკო გარიგებებისგან თავის შეკავება. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გონივრულად გადაანაწილებთ დატვირთვას და მოუსმენთ საკუთარ თავს.

მშვილდოსანი

თანდაყოლილი ენთუზიაზმი დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებას ყველაზე რთულ წუთებშიც კი იმედიანად შეხედოთ. სიყვარულში მოსალოდნელია საინტერესო თავგადასავლები, კარიერაში კი ყურადღების მოკრება დაგჭირდებათ. წარმატება ელის მათ, ვინც მზად არის სწრაფად და თამამად იმოქმედოს. ენერგიის შენარჩუნებისთვის აუცილებელია მუშაობასა და დასვენებას შორის სწორი ბალანსი შეინარჩუნოთ.

თხის რქა

ამ დღეს ძლიერი საყრდენი დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეთ. თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, პროფესიულ სფეროში სტაბილურობა და წარმატება გელით. თქვენი წინდახედულობის წყალობით ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჯანმრთელობის კუთხით ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ დატვირთვას – რეგულარული ვარჯიში და კარგ შედეგს მოგიტანთ.

მერწყული

ამ დღეს გარემოს შეცვლა და ახალი შესაძლებლობების გამოყენება გსურთ. სიყვარულში მზად იყავით იმისთვის, რომ ახალი ნაცნობობა ურთიერთობებზე თქვენს შეხედულებებს შეცვლის. კარიერაში მოსალოდნელია შემოთავაზება, რომელიც კრეატიულ მიდგომას მოითხოვს. ფინანსური მხარე სტაბილურია, თუმცა დიდი ხარჯები უმჯობესია თვის ბოლოსთვის დაგეგმოთ.

თევზები

ამ დღეს გარშემო ცვლილებების მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხართ და იმას ამჩნევთ, რასაც სხვები ვერ ხედავენ. პირად ცხოვრებაში გულწრფელობა თქვენი მთავარი იარაღი იქნება. პროფესიულად ყველაზე უკეთ შემოქმედებითი საქმიანობა განვითარდება. ფინანსურად მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაივიწყოთ დანაზოგის გაკეთება. უსმინეთ საკუთარ სულსა და სხეულს — მედიტაცია და განმარტოება ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ტრამპმა მაიკ უოლცი გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარადგინა

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უოლცს „გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მაიკ უოლცს წარვადგენ გაერო-ში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად. სამხედრო სამსახურიდან დაწყებული, კონგრესში მუშაობისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციის ჩათვლით, მაიკ უოლცი მუდამ ბეჯითად მუშაობდა ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად. ვიცი, რომ იმავეს გააკეთებს თავის ახალ როლშიც. დროებით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას, სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად. ერთად განვაგრძობთ დაუღალავ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გავხადოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის!“, – წერს დონალდ ტრამპი.

როგორი ამინდი იქნება 2 მაისს საქართველოში

2 მაისს საქართველოში ძირითადად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა წინა დღეებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად დათბება.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა  +20 – წვიმა

სოხუმი +19 – წვიმა

ზუგდიდი +19 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +13 – წვიმა

ფოთი +16 – წვიმა

ბათუმი +15 – წვიმა

ოზურგეთი +18 – წვიმა

ქუთაისი +22 – წვიმა

ამბროლაური +22 – წვიმა

ახალციხე +20 – წვიმა

ბორჯომი +21 – წვიმა

ბაკურიანი +16 – წვიმა

გორი +21 – უმტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +20 – წვიმა

სტეფანწმინდა +13 – წვიმა

გუდაური +8 – წვიმა

თელავი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

რუსთავი +23 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისის +22 – უმეტესად ღრუბლიანი

ზელენსკიმ განმარტა, რატომ დაწესდა სანქციები ალექსეი არესტოვიჩისა და კიდევ 75 პირის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რატომ დაწესდა სანქციები ალექსეი არესტოვიჩისა და კიდევ 75 პირის წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სანქციების მესამე პაკეტი მოიცავს ცხრა შემზღუდველ ზომას ფიზიკური პირების წინააღმდეგ.

„მათგან, სამწუხაროდ, შვიდს აქვს უკრაინის მოქალაქეობა, რომლებმაც თავიანთი ბედი დაუკავშირეს რუსეთის სახელმწიფოს ინტერესების პროპაგანდას და ამართლებენ ომს, ომში უკრაინისა და ჩვენი თავდაცვის საზიანოდ აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ატარებენ. ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ და სხვა სანქცირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები მხარდაჭერილი იყოს პარტნიორ იურისდიქციებში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ძალაში შედის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ. სულ შეზღუდვები დაუწესდა 76 პირსა და 81 კომპანიას, მათ შორის „შავ სიაში“ შეიყვანეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც უკრაინაში არ იმყოფება.

საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„რუსული ავიაკომპანიის მიერ 2025 წლის 1 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლოატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია.

ასევე შემაშფოთებელია რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მ.წ. 1 მაისს სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის და ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთი არასდროს დაუშვებს უკრაინის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

კიევი და მისი მხარდამჭერი დასავლეთის ქვეყნები ხელმძღვანელობენ „კანიბალური ინსტინქტით“, როდესაც სურთ უკრაინის აღდგენა 1991 წლის საზღვრებში, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთ სცენარს.

„აშკარაა, რომ კიევის რეჟიმისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების უშედეგო, უსაფუძვლო პრეტენზიების უკან, რომ უკრაინა 1991 წლის საზღვრებში აღდგეს, ყველაფერი რუსულის განადგურების კანიბალური ინსტინქტია. რა თქმა უნდა, რუსეთი არასდროს დაუშვებს ასეთი სცენარის განხორციელებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი არესტოვიჩს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ძალაში შედის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ.

ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სულ შეზღუდვები დაწესდა 76 პირსა და 81 კომპანიას, მათ შორის შავ სიაში შეიყვანეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი, რომელიც უკრაინაში არ იმყოფება.

ბრძანების თანახმად, არესტოვიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივების ბლოკირებას, უკრაინის გარეთ კაპიტალის გატანის, უკრაინის ტერიტორიაზე მედიის გავრცელებისა და უკრაინაში პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვებს.

ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში არესტოვიჩმა გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლება ჟურნალისტებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. კერძოდ, მან განაცხადა, რომ სანქციები, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცა.

ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის პოსტი 2023 წლის იანვარში დატოვა. ეს მას შემდეგ, რაც მან გამოთქვა ვარაუდი, რომ დნეპრში საცხოვრებელი სახლს რუსული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შედეგად დაეცა.

უკრაინაში არესტოვიჩის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ერთი „ძალადობის პროპაგანდისთვის“, მეორე ცრუ ჩვენების მიცემისთვის.

რუსეთში არესტოვიჩს ბრალი წაყენებული აქვს ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებებისა და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებისთვის, ის შეიყვანეს როსფინმონიტორინგის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში და დაუსწრებლად მისჯილი აქვს პატიმრობა.