იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დღეიდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
უწყების ცნობით, საბუთი მე-10 სამუშაო დღეს ნახევარ ფასად გაიცემა, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.
სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.
პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:
„სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა; სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.
აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.
ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში“, – ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც არ უნდა გვინდოდეს დროის შეჩერება ან გახანგრძლივება, ზაფხულის სეზონი თანდათან იწურება, რასაც ცოტა სენტიმენტალური განწყობაც ახლავს თან. თუმცა, სანამ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, სასწავლო წელი დაიწყება ან სამსახურის ახალი პროექტები შეგვახსენებს თავს, ყველანი ვცდილობთ, რომ ზაფხულის ბოლო პერიოდში დაუვიწყარი მოგონებები შევუქმნათ საკუთარ თავს.
აგვისტო არის თვე, როცა შეგვიძლია ცხოვრების ტემპი შევანელოთ და შვებულებით, მოგზაურობით ან უბრალოდ ქალაქგარეთ დასვენებით სრულად დავტკბეთ. ეს არის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატაროთ მეტი დრო, მაგალითად, მოვაწყოთ პიკნიკი, წავიდეთ ლაშქრობაში, სამოგზაუროდ, მეგობრებთან ერთად საქართველოს ზღვისპირა ქალაქებს ვესტუმროთ ან მთიანი ბუნებით დავტკბეთ.
აგვისტო ის თვეა, რომლისგანაც, თითქოს, მაქსიმუმს მოვითხოვთ, გვსურს სრულყოფილად შევიგრძნოთ სილაღე, თავისუფლება და ბედნიერება. ასეთ განსაკუთრებულ პერიოში, კარგად გვესმის რაოდენ მნშვნელოვანია, რომ მცირე დისკომფორტმაც კი არ შეგვიშალოს ხელი დაგეგმილი თუ დაუგეგმავი თავგადასავლების განხორციელაბში. თუმცა, ნანატრი შვებულების დროს, ხშირია შემთხვევები, როდესაც განსხვავებული რეალობის წინაშე ვდგებით.
დასვენების პერიოდში, როცა ქალაქგარეთ ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავდივართ, ვხვდებით ჩვენთვის ახალ გარემოში. უცხო კლიმატი, ეგზოტიკური კერძები, ჰაერისა და წყლს ცვლილება, რომელსაც ხშირად სუფთა წყლის პრობლემაც ემატება, შესაძლოა ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესული აღმოჩნდეს. ამ ფაქტორების გამო ხშირად ვითარდება საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც მოგზაურთა დიარის სახელით არის ცნობილი.
მოგზაურთა დიარეის ყველაზე გავრცელებული მიზეზი, ნაწლავური მიკრობიოტის ცვლილებასთან ერთად, დაბინძურებული საკვები და წყალია. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს არასათანადო ჰიგიენაც, განსაკუთრებით ხელების დაბანის გარეშე საკვების მიღება, რაც ხშირად უყურადღებოდ გვრჩება მოგზაურობისას. რისკს ზრდის უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული საკვებიც, მაგალითად, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული. მოგზაურთა დიარეის შემთხვევათა დიდი ნაწილი დაკავშირებულია ადგილობრივი წყლის მოხმარებასთან, მაგალითად, ონკანის წყალი, ჭის წყალი ან ადგილობრივი წყლით მომზადებული სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელი შესაძლოა შეუმჩნეველი საფრთხის წყარო აღმოჩნდეს.
მოგზაურთა დიარეა, როგორც წესი, უეცრად იწყება. მას თან ახლავს საკმაოდ უსიამოვნო სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა, საერთო სისუსტე და ზოგჯერ ტემპერატურის მატება. ეს სიმპტომები ხშირად გვაიძულებს შევცვალოთ გეგმები და უარი ვთქვათ სხვადასხვა აქტივობაზე, რასაც შვებულების დროს გულმოდგინეთ ვგეგმავდით. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დიარეა ხანმოკლეა, ხშირი დეფეკაცია, შებერილობა ან ხმაური საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ რადიკალურად შეიცვალოს ჩვენი დღის გეგმები. სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანია ეფექტური და უსაფრთხო საშუალება, რომელიც სწრაფად შეაჩერებს დიარეას და აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს. ამ მიზანს იდეალურად პასუხობს გერმანული წარმოების ბუნებრივი პრობიოტიკის შემცველი პროდუქტი კოლერინი, რომელიც ეხმარება კუჭ-ნაწლავის სისტემას ნორმალური ფუნქციონირების სწრაფად აღდგენაში.
კოლერინის 1 კაფსული შეიცავს 250 მგ თერმოფილურ საფუარს – ბულარდის საქარომიცეტს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას და ახდენს დიარეის სწრაფ კუპირებას. კოლერინი თანაბრად ეფექტურია როგორც ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული დიარეის, ასევე ვირუსული თუ ბაქტერიული წარმოშობის ფაღარათის შემთხვევაშიც. კოლერინი იდეალურია როგორც მწვავე მდგომარეობისას, ისე პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვგეგმავთ ქალაქგარეთ გასვლას ან მოგზაურობას.
ამასთან, კოლერინი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებშიც, რომლებიც განსაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან ახალ გარემო პირობებთან ადაპტაციის პროცესში და მეტად მოწყვლადნი დიარეის მიმართ.
კოლერინის მიღების წესი და დოზირება განისაზღვრება ასაკის და დიარეის სიმძიმის მიხედვით. კოლერინი 0-1 წლამდე ბავშვებში მიიღება დღეში 2-ჯერ ½ (ნახევარი) კაფსულა, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით, ხოლო მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს ან მის შემდეგ. 1-3 წლის ბავშვებში რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ 1 კაფსულის მიღება. ბავშვებში 3 წლის ასაკიდან და ზრდასრულებში მიიღება 1 ან 2 კაფსულა დღეში 2-ჯერ, სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ მცირე ასაკის ბავშვებსა და გაძნელებული ყლაპვის მქონე პაციენტებში დასაშვებია კაფსულის შიგთავსის გახსნა მცირე ოდენობით ცივ ან ოდნავ თბილ წვენში ან საჭმელში. კოლერინისმიღება არ შეიძლება ცხელი ან ალკოჰოლური სასმელით.
კოლერინი ის დამხმარე საშუალებაა, რომელიც ნამდვილად ღირს, რომ მუდამ თან გქონდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გზაში ხართ ან ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ. ხშირად არა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ მათზეც, ვინც ჩვენს გვერდით არიან და ვისთან ერთადაც ვიზიარებთ ცხოვრების ბედნიერი მომენტებს. ამიტომაც, კოლერინი თქვენი სამოგზაურო აფთიაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°.
თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +21°, დღისით +34°.
სოხუმი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+22°. გაგრა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით +23°. ოჩამჩირე – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+21°. ბათუმი– დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+22°. ქობულეთი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+23°. ხულო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+17°. ქუთაისი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+22°. ჭიათურა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+20°. ამბროლაური – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+19°. ცაგერი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით+19°. ონი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28, ღამით+17°. მესტია – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით+14°. გორი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°, ღამით+18°. ახალგორი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+17°. ჯავა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით +16°. ცხინვალი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31°, ღამით+17°. სტეფანწმინდა – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+15°. გუდაური – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, ღამით+11°. თიანეთი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29, ღამით+17°. ახალციხე – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30, ღამით +17°. ბორჯომი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით+19°. ბაკურიანი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით+12°. თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32, ღამით +20°. ყვარელი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+21°. საგარეჯო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით+21°. სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+22°. დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°, ღამით +20°. ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +34°, ღამით+22°.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამხედრო მედიცინის დღესთან დაკავშირებით, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალმა დაბა მანგლისში მცხოვრები ომის ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის საქველმოქმედი სამედიცინო აქცია ჩაატარა.
ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორიის საშუალებით, კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ თერაპევტი, კარდიოლოგი,ზოგადი ქირურქი, ოფთალმოლოგი, დერმატოლოგი, 70-მდე ბენეფიციარს უსასყიდლოდ გაუწია სამედიცინო მომსახურება; ჩატარდა, ასევე, ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია და ელექტროკარდიოგრაფია. განხორციელდა 280 სამედიცინო ვიზიტი;
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლში, ნიკოლოზ კობახიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მოძრავი ამბულატორია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით, ვ. სანიკიძის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ივნისში გადაეცა; ჰოსპიტალმა, უფასო სამედიცინო აქცია, მოძრავი ამბულატორიით, პირველად, სწორედ მანგლისში ჩაატარა და სამხედრო მედიცინის დღეს მიუძღვნა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს ვეტერანები პროფესიულ დღეს ულოცავენ სამხედრო ექიმებს, მედპერსონალს, რომელთა ძალისხმევა და ღვაწლი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეუფასებელია.
ინფორმაციისთვის, ჩვენს ქვეყანაში, სამხედრო მედიცინის დღე, 11 აგვისტოს აღინიშნება. 1992 წლის 11 აგვისტოს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტალი, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადმოეცა და ეს დღე, საქართველოში, სამხედრო მედიცინის დღედ იქცა.
ამ დღეს შეიძლება საკუთარ თავში ჩაკეტვის ან წარსულის ვირტუალურ სამყაროში გადანაცვლების სურვილი გაგიჩნდეთ. ასევე, შეიძლება კინოს, კომპიუტერული თამაშების ან მუსიკის სამყარომ გაგიტაცოთ და ახლობლებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. ყველაზე მთავარია, რომ ნეგატიური განცდების მორევში არ ჩაიძიროთ და ფარული შიშების ტყვედ არ იქცეთ.
კურო
ეს დღე საქმის კეთებისკენ არ განაწყობს — პირიქით, შეიძლება არაფრის კეთების სურვილი გააჩინოს და გააძლიეროს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით. ოჯახური და მეგობრული კავშირები გაძლიერდება და ახალ სიმაღლეებს მიაღწევს. თუ ვინმე თქვენს ცხოვრებაში ჩარევას და თქვენით მანიპულირებას ცდილობს, უნდა მიახვედროთ, რომ მიზანს ვერასოდეს მიაღწევს.
ტყუპები
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ძველი ილუზიების აყოლამ შეიძლება მძიმე შეცდომა დაგაშვებინოთ. ხელსაყრელი გარემოებების შემთხვევაში მოსალოდნელია მატერიალური სარგებელი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საბუთების გაფორმება და გაგზავნა, მნიშვნელოვანი შეხვედრები და გასაუბრებები სამომავლოდ გადადოთ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ბედისგან სასიამოვნო საჩუქარს მიიღებთ, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება პირად ცხოვრებაში, ხელოვნების, კულტურისა და მუსიკის სფეროებში გელით. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც წარსულში რომანტიკული გრძნობა გაკავშირებდათ. გააგრძელებთ თუ არა ურთიერთობას, ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი სარისკო საქმიანობაში ჩათრევა შეძლოს ფრთხილად იყავით, რომ მოვლენები თქვენ საწინააღმდეგოდ არ განვითარდეს.
ლომი
ეს დღე არახელსაყრელია საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ დემონსტრირებისთვის, ამიტომ ჯობია მნიშვნელოვანი შეხვედრა ან მოლაპარაკება არ გამართოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე შინაგან განცდებს და ცხოვრების ემოციურ ან სულიერ მხარეს დაუთმოთ. გახსოვდეთ, რომ ძველი გამოცდილება ახალი შეცდომებისგან დაგიცავთ. კარგი იქნება, თუკი ემოციურ განტვირთვას მოახერხებთ და დღეს კამათის გარეშე გაატარებთ.
ქალწული
ვარსკვლავები ემოციური და სულიერი ჰარმონიის, ოჯახური, სასიყვარულო და მეგობრული კავშირების მნიშვნელობას გახსენებენ. ყველაფერი ეს საერთო საიდუმლოსთან ერთად შეიძლება საჭირო ადამიანებთან კავშირის დამყარებაში დაგეხმაროთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ახლობელი ადამიანი დახმარებისთვის მოგმართავთ. მისი პრობლემის მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ უარი არ უნდა უთხრათ.
სასწორი
არახელსაყრელი დღეა აქტიური ურთიერთობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახელმწიფო უწყებებთან ოფიციალური კავშირები შეზღუდოთ და მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეების დასრულებისკენ გადაიტანოთ. გამორიცხული არ არის, რომ პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით ხელმძღვანელთან ან კოლეგებთან მცირე უთანხმოება მოგივიდეთ.
მორიელი
შრომისმოყვარე მორიელებს იღბალი გაუღიმებთ – სასიამოვნო საჩუქარი, გულუხვი ავანსი ან წარმატებული შენაძენი გელით. მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობების დრო დადგება, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს. ეცადეთ, ეს დღე დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გამოიყენოთ. შეიძლება, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. ოჯახის უფროსი წევრის რჩევა ჩანაფიქრის ასრულებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
სახლთან, მემკვიდრეობასთან და ოჯახურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებში მოვლენები თქვენთვის სასარგებლოდ განვითარდება. ფინანსური საკითხების გადაჭრა შესაძლებელია კოლექტიური სახსრებით, კრედიტით, შემოწირულებით ან ქველმოქმედებით. ეს დღე დაგეხმარებათ, რომ ნათესაური მიჯაჭვულობა გააძლიეროთ. თუ მოინდომებთ, საინტერესო ნაცნობობას ხანგრძლივი ურთიერთობა მოჰყვება.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დააფასოთ სხვა ადამიანებთან ჰარმონიული კავშირები, რომლებიც დაფუძნებულია სიყვარულზე, პატივისცემაზე, გემოვნების მსგავსებაზე, ნათესაურ ან სულიერ კავშირებზე. თხის რქები, რომლებსაც ასეთი გარემო აქვთ, ნებისმიერ სიტუაციაში დამატებით უპირატესობას მიიღებენ. ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ, რადგან წინ რთული და საპასუხისმგებლო დღეები გელით.
მერწყული
ამ დღეს ფინანსურ საქმეებში მოვლენები თქვენთვის სასარგებლოდ განვითარდება. არსებობს დამატებითი შემოსავლის პოვნის, ხელსაყრელი შენაძენის ან პრესტიჟული მომსახურების მიღების შანსი. მეტი დრო დაუთმეთ საქმეს, რომელიც სიხარულს და სიამოვნებას განიჭებთ. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, რომ ბოლო დღეების დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ.
თევზები
ეს დღე თევზებს საშუალებას აძლევს, დრო კარგად გაატარონ და შემოქმედებითი, სულიერი და ემოციური საჭიროებები დაიკმაყოფილონ. არაფრისმომცემი კამათის ნაცვლად, უმჯობესია, ენერგია საყვარელი საქმის კეთებაში დახარჯოთ – დღეს შეიძლება რაღაც ღირებული შექმნათ.
რუსეთსა და უკრაინას ომის დასასრულებლად გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ, – ამის შესახებ სენატორმა ლინდსი გრემმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მინდა, გულწრფელი ვიყო, უკრაინა ყველა რუსის გამოსახლებას არ აპირებს და რუსეთი კიევში არ მიდის, ამიტომ საბოლოოდ მიწების გაცვლა მოხდება“, – განაცხადა გრემმა.
ამასთან, სენატორმა გრემმა აღნიშნა, რომ მიწების გაცვლა მხოლოდ „მას შემდეგ მოხდება, რაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ექნება, რათა რუსეთმა ეს ხელახლა არ გააკეთოს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, სწორია თუ არა ტრამპის მხრიდან ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამართვა, გრემმა განაცხადა, რომ ის ძალიან კმაყოფილია დაგეგმილი შეხვედრით და იმედი აქვს, რომ შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.
„ომის დასრულება მოლაპარაკებების გარეშე შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ ზელენსკი პროცესის ნაწილი იქნება. ამას თეთრ სახლს მივანდობ“, – განაცხადა გრემმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ზელენსკისა და პუტინს შეხვედრა ალასკის სამიტამდე პროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკეთესი იქნებოდა, ტრამპთან შეხვედრამდე პუტინი ზელენსკის შეხვედროდა, ვენსმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს.
„არ მგონია, რომ ეს პროდუქტიული იყოს. ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი უნდა იყოს ის, ვინც ამ ორს გააერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვესაუბრებით უკრაინელებს, მე ვესაუბრე უკრაინელებს დღეს დილით, მარკო რუბიო ბევრჯერ ესაუბრა მათ, ჩვენ ამ დიალოგს შევინარჩუნებთ, მაგრამ, ფუნდამენტურად, სწორედ აქ უნდა აიძულოს ტრამპმა პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი, რომ რეალურად დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა გადაჭრან თავიანთი უთანხმოებები“, – აღნიშნა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის მომავალ შეხვედრას დიპლომატიურ გარღვევად მიიჩნევს.
„ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ის არასდროს დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან ზელენსკისთან ერთად, ახლა ეს უნდა შეიცვალოს, ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, სადაც ვცდილობთ, გავარკვიოთ, გულწრფელად რომ ვთქვათ, როდის შეუძლია, ამ სამ ლიდერს დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება“, – აღნიშნა ვენსმა.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება, სავარაუდოდ, არცერთ მხარეს არ დააკმაყოფილებს და ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, მოსკოვსა და კიევს „უკმაყოფილოს“ დატოვებს. ვენსის თქმით, აშშ ისეთი შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, რომელიც ორივე ქვეყანას შეეფერება.
„ეს არავის გაახარებს. როგორც რუსები, ასევე უკრაინელები, სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში, უკმაყოფილოები იქნებიან ამით“,- განაცხადა ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
ჩინეთში, “ჩიკუნგუნიას” ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, რომელიც კოღოებს გადააქვთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, მოგზაურებისთვის გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის გაფრთხილება გუანდუნგის პროვინციაზეა ფოკუსირებული, სადაც, ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 2025 წლის ივნისიდან, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა.
მედიის ცნობით, გუანდუნგის პროვინციაში აფეთქება მუსონურ წყალდიდობას უკავშირდება, რამაც “ჩიკუნგუნიას” ვირუსის გამავრცელებელი კოღოებისთვის გამრავლების იდეალური პირობები შექმნა.
გამაფრთხილებელ განცხადებაში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ხელმისაწვდომია და რეკომენდებულია მოგზაურებისთვის.
მასაჩუსეტსის შტატში, South Shore Health-ის ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტოდ ელერინმა, ABC News-ს განუცხადა, რომ რეგიონში მოგზაურებმა “აუცილებლად უნდა მიიღონ სიფრთხილის ზომები” დაავადებისგან თავის დასაცავად.
თბილისი კიევის კონკრეტულ ნაბიჯს ელოდება. როდის დატოვებს საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე 87 პირი, ისევ უცნობია. საქართველო, უკრაინისგან ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს და უარს ამბობს, “დარიალის” სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები.
თბილისმა კიევს უკვე შესთავაზა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის მექანიზმები ჰაერით და ზღვით. თუმცა უკრაინული მხარე ბოლო განცხადებაში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ტრანზიტზე მუშაობს. ვიდრე პროცესი ჭიანურდება, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არ აპირებს ქვეყნის უსაფრთხოება და მართლწესრიგი საფრთხის ქვეშ დააყენოს.
“ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სახელმწიფო უსაფრთხოება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ასეა. მათ შორის, საზღვრების კონტროლი. ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება უკრაინის სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია, გერმანიის თუ ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების შემოსვლა, ბუნებრივია, კონტროლდება საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები არიან, ამ შემთხვევაში, საზღვართან. უწყების მიერ არსებობს შესაბამისი ინფორმაციები, რომლებიც საჭიროებს გადამოწმებას. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის მანიპულაციები უკვე მოძველებული მეთოდებია. ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება უკრაინა თუ სხვა, ნებისმიერი ტიპის მოქალაქეზე ხდება ინფორმაციის შესწავლა და აქედან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 158,2671 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონს” (4-methylmethcathinone).
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 051 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 39 663 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 153 ხელმძღვანელი პირი და 15 255 წევრი. დანარჩენი 15 255 წევრის დანიშვნა კი უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე. ასევე, შესაძლებელია განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში.
აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს, რადგან კანონმდებლობით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლიდან რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს. მათ შორის გამოცდები ჩატარდა წელსაც. ამასთან, განხორციელდა საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ განკარგულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის თაობაზე (განკარგულება №106/2025 – 05.08.2025).
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი სამიტს ეხმაურა და აცხადებს, რომ უკრაინა არის ბალახი სპილოებს შორის დავაში.
„გახსოვთ ძველი აფრიკული ჭეშმარიტება, რომლის გამეორებაც მიყვარს? არ აქვს მნიშვნელობა სპილოები ჩხუბობენ თუ სექსით კავდებიან, ბალახი ყოველთვის ზარალდება. როგორც არ უნდა დასრულდეს სპილოების საუბარი 15 აგვისტოს, ბალახი – ამ შემთხვევაში, უკრაინა – დაზარალდება“, – აღნიშნა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერის აღნიშნულ კომენტარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გაიგო რუსეთის დანაშაულებრივი შეჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე ის საფრთხე, რომელსაც აგრესორ სახელმწიფოსთან ლაქუცი ქმნის.
„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური თავს უფლებას აძლევს გამოიყენოს ღიად შეურაცხმყოფელი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად გმირულად ებრძვიან რუსულ აგრესიას და მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აკავებენ მას საკუთარ მიწაზე“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის, სოლიდარობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებას, რომელსაც სლოვაკი ხალხი უკრაინის მიმართ მთელი ამ ხნის განმავლობაში ავლენდა.
„გაფრთხილებთ, არ გამოიყენოთ არამეგობრული ფოლკლორული ალეგორიები და არ სცადოთ მსგავსი განცხადებებით საკუთარი პარტიის პოლიტიკური რეიტინგის გაზრდა. ეს არის უაზრობა, რომელიც შეურაცხყოფს დაღუპულთა ხსოვნას, მილიონობით უკრაინული ოჯახის ტანჯვას და თავისუფლებისთვის მებრძოლთა თავგანწირვას“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, მასსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.