Home Blog Page 5

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

2025 წლის სექტემბერში, „უბნის” კვლევითი პროგრამის – ,,ქვების” –  ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ჩატარდება თბილისის ლანშაფტის მოდელირების სემინარი. სემინარს უხელმძღვანელებს იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი რენატო რიცი. სემინარი ორგანიზებულია IUAV ვენეციის  უნივერსიტეტის გუნდთან — სუზანა პისშელა და ჯორჯა ანტონიოლისთან თანამშრომლობით. ინიციატივა მიზნად ისახავს ლანდშაფტის მოდელირების ინოვაციური მეთოდოლოგიების პოპულარიზაციას ,,უბნის” კვლევითი პროგრამის ფარგლებში, აქცენტით თბილისის გამორჩეულ ლანდშაფტზე და მის გავლენაზე ქალაქის საერთო მორფოლოგიასა და სტრუქტურაზე.

რენატო რიცის მიდგომა მოდელირების მიმართ დაფუძნებულია ფენომენოლოგიასა და მეტაფიზიკაზე. მისი მოდელები განიხილება არა როგორც უბრალო დიზაინის საგნები, არამედ როგორც „აზროვნების ინსტრუმენტები“, რომლებიც ხელს უწყობენ სივრცის და მისი თანდაყოლილი მნიშვნელობების ღრმა გაგებას. სემინარი მოიაზრებს თბილისის ლანდშაფტზე დაკვირვებას, მის შესწავლას და სხვადასხვა მასშტაბისა მოდელის შექმნას. შემაჯამებელი გამოფენა კი 2026 წლის თებერვალში თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.

სემინარზე დასწრება და ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ ხელობის მოყვარულებს, კულტურის ენთუზიასტებს, სტუდენტებს, არქიტექტორებს, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებს, რესტავრატორებს, დიზაინერებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, გეოგრაფებს კარტოგრაფებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.

გთხოვ გაითვალისწინოთ რომ ადგილები შეზღუდულია და მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და შერჩევის გავლა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/mRaDdj  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025.

რენატო რიცი: ვენეციელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი, არქიტექტურის დიზაინის სრული პროფესორია ვენეციის IUAV უნივერსიტეტში და რომის სან ლუკას ეროვნული აკადემიის წევრი. 2018 წელს მას მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. რიცის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს ლექციებსა და კურსებს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტებია: ეგვიპტის დიდი მუზეუმი, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და იოანე პავლე II-ის ცენტრი კრაკოვში. განხორციელებულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: Area Sportiva Ghiaie (1984–1998), Museo del Futurismo (1992–2008) და Casa dei Libri Barbarigo (2020–2023). რენატო რიცი ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: Solemnidad de la Civilidad და Il Daìmon di Architettura.

მთავარი მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი. პარტნიორები: იტალიის საელჩო საქართველოში, IUAV ვენეციის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

(R)

აშშ-მა ისრაელში მყოფი აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახებისთვის უსაფრთხოების განგაში გამოაცხადა

აშშ-მ ისრაელში მყოფი აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის უსაფრთხოების განგაში გამოაცხადა.

„არსებული უსაფრთხოების სიტუაციის გამო, აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელს და მათ ოჯახის წევრებს მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფარში შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია გაფრთხილებაში.

„უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია კომპლექსურია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს“, – ნათქვამია  დოკუმენტში.

ისრაელში გვიან ღამით განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედიამ კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური ჰოსეინ სალამიც. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან. ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხიდან, მშვიდად შეხედოთ. შესაძლოა, რაღაცას აზვიადებთ, რეალურად კი სანერვიულო არაფერი გაქვთ. სავარაუდოდ, პროფესიული ამოცანების გადაჭრას ადვილად შეძლებთ და ბიზნესიდეების განხორციელებაც შესაძლებელი იქნება. შესანიშნავი დროა შოპინგისა და კარიერული წინსვლისთვის. მოიშორეთ უსაფუძვლო შიშები, რომლებიც მხოლოდ ცხოვრებას გირთულებთ.

კურო

ამ დღეს ყველაფერი წარმატებულია, რაც შემოქმედებას, მეცნიერებას და სულიერ საკითხებს უკავშირდება. ეცადეთ, საქმიანი უნარები ახალი კავშირების დამყარებისთვის გამოიყენოთ. ამ დღეს იმედგაცრუება და მცირე მარცხი არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ურთიერთობებშიც მოსალოდნელია, თუმცა გახსოვდეთ, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოჰყვება და ღამეს – დღე. შესაძლოა, საღამოს ძველი მეგობრები გესტუმრონ და სასიამოვნო ამბებით გაგახარონ.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე გამოიჩინეთ – კანონს ნუ დაარღვევთ და საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამან შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს. არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად და საბუთებზე ხელის მოსაწერად.

კირჩხიბი

მუშაობის თვალსაზრისით საკმაოდ რთული დღეა. თითქოს წარმატება ახლოსაა, მაგრამ მუდმივად ახალი დაბრკოლებები ჩნდება. მოერიდეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის თქვენს გამოყენებას ცდილობს და გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება დაგაზიანოთ. გირჩევთ, ბიუჯეტი გააზრებულად დაგეგმოთ, რადგან არსებობს ფინანსური დანაკარგების რისკი.

ლომი

ეს დღე იდეალურია სწავლისთვის. წარმატებას მიაღწევენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები და მეცნიერები. შეგიძლიათ თამამად ჩაერთოთ ინტელექტუალურ შეჯიბრებაში — გამარჯვების დიდი შანსია. მოერიდეთ იმპულსურ მოქმედებას კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობისას — ეს შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტად იქცეს.

ქალწული

შესანიშნავი დროა სამსახურის შესაცვლელად. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სანდო პარტნიორები გახდებიან და თქვენი ბევრი წამოწყება წარმატებით დასრულდება. გახსოვდეთ, რომ დროებითი სირთულეების მიუხედავად, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება. პოზიტიური ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ, ეს ენერგია ახლობლებთან ურთიერთობაში და კეთილი საქმეებისთვის გამოიყენოთ.

სასწორი

პოზიტიური ცვლილებების დროა. ეს ცვლილებები როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებს შეეხება. საქმიანი მოლაპარაკებები, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი წარმატებით წარიმართება. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ — გულწრფელი საუბარი კიდევ უფრო დაგაახლოებთ. ახალი ნაცნობობის ნუ შეგეშინდებათ — მომავალში ამ ადამიანისგან ბევრ სიკეთეს მიიღებთ.

მორიელი

ეცადეთ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.ფრთხილად შეარჩიეთ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს, სიახლეების ძიების ნაცვლად, გამოცდილი გზებით მოქმედებას არჩევთ და ეს სწორი გადაწყვეტილებაა — თქვენი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი სწორად და სასარგებლოდ გამოიყენოთ. ყურადღება არ მოადუნოთ – მოსალოდნელია სტრესული სიტუაციები, რომლებიც სწრაფად მოქმედებას გაიძულებთ. კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობისას ერიდეთ იმპულსურ ქცევებს, რადგან ეს შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს.

თხის რქა

შეეცადეთ, თავი აარიდოთ იმ ფიქრებსა და ადამიანებს, რომლებიც ტვირთად გაწევთ და თქვენს შიდა სამყაროში არეულობას ქმნიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთული საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ და გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. ხელსაყრელი დროა პოზიტიური ენერგიის დასაგროვებლად. ეცადეთ, ძველი წყენა დაივიწყოთ და ახალი, ნათელი ფიქრებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ.

მერწყული

ამ დღეს ხასიათი მარტის ამინდივით სწრაფად და მკვეთრად გეცვლებათ. ამის მიზეზი შეიძლება გადაღლილობაა. შეეცადეთ, მუშაობის შემდეგ განმარტოვდეთ და ხმაურისგან დაისვენოთ. მოერიდეთ პაემანზე მეგობრების წაყვანას — შესაძლოა, უნებლიედ ნათქვამი სიტყვით საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა დააზიანონ.

თევზები

ამ დღეს ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებიან. დიდი აქტივობებისთვის არახელსაყრელი დღეა — ამ დღეს რემონტის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და იმედის მომცემი ნაცნობობა. ლოგიკამ შეიძლება მოგატყუოთ, ამიტომ მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობით და ფაქტებით იხელმძღვანელეთ.

ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო აღარ არის, ამ ფასს ყველა გადაიხდის, ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას-სალომე ზურაბიშვილი

სალომე

ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო აღარ არის, ამ ფასს ყველა გადაიხდის. ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათე დევიძე დღეს შედგა როგორც ადამიანი და ქვეყნის ისტორიაში შევიდა.

„დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოსთვის. იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აყენებენ. თუმცა, რეალურად, დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას ან არ დგას, საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს. ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო აღარ არის. ყველა გადაიხდის ამის ფასს ხვალ, ზეგ. ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, ის მოსამართლე, ის პროკურორი, რომლებიც იქ სხედან, ამ დარბაზში და არ ვიცი, რას ფიქრობენ, როგორი მომავალი ექნებათ მათ.

მე ვიცი, რა მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში, ჩვენ მას არ დავივიწყებთ. ის იქნება ღირსების ჩვენი ერთი სიმბოლო. ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ. ეს არ არის სასამართლო. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ საფეხურებზე წავლენ და საქმე სტრასბურგშიც განიხილება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ტელეკომპანია “პოსტ TV-ის” მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „პოსტ TV“-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიამ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, ტელეკომპანია ,,პოსTV“-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი – მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვერავინ შეძლებს მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას – თავისუფლება მათე დევიძეს! -“გახარია საქართველოსთვის”

დღეს „ოცნების” დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ, – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარტია ”გახარია საქართველოსთვის” აქციების პერიოდში დაკავებულ მათე დევიძის მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო, ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ.

“დღეს 21 წლის მათე დევიძეს მურუსიძის სასამართლომ 4 წელი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ დროს კი, არც ერთი ნიღბიანი მოძალადე, რომელიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ, არ დასჯილა; ქვეყანას უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო ახალგაზრდები ტოვებენ.

დღეს „ოცნების” დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ.

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე აუცილებლად დაისჯება. ვერავინ შეძლებს ამ მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!

თავისუფლება მათე დევიძეს! სოლიდარობა და გამძლეობა მის ოჯახს”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში

ზელენსკის უკრაინაში დიქტატურა აქვს, და არა ხალხის მხარდაჭერა -ჯეფრი საქსი

ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყანაში დიქტატურა აქვს და არა ხალხის მხარდაჭერა.

ამერიკელმა პროფესორმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად ომის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

საქსის თქმით, უკრაინაში ომის გახანგრძლივება არა კიევის ინტერესებს, არამედ დასავლეთის ფართო გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, რომელიც რუსეთის დასუსტებას ითვალისწინებს.

„უკრაინის ე.წ. მეგობრები არიან ისინი, ვინც უკრაინას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ეს არის კატასტროფა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ვიხილეთ, და რასაც ახლა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, გერმანისა და საფრანგეთის ლიდერებისგან ვისმენთ, და ასევე ზელენსკისგან, რომელსაც ახლა დიქტატურა აქვს, რადგან ქვეყანას სამხედრო კანონით მართავს, და რა ხალხის მხარდაჭერით. სწორედ ისინი მოუწოდებენ ახალგაზრდებს, რომ ფრონტის ხაზზე წავიდნენ და დაიხოცონ. ეს არ ხდება უკრაინისთვის, რადგან ეს ომი უკრაინას ანადგურებს. რეალურად უკრაინაში ომის გაგრძელება ემსახურება ამერიკის „დიფ სთეითის“ ხანგრძლივ გეგმას, რომლის საბოლოო მიზანიც რუსეთის დასუსტებაა“, – თქვა საქსმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 ივნისს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7301 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7306 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1625 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1238 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0387 ლარი შეადგინა.

როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ – პუტინი

ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც რუს ხალხს რუსეთის დღეს მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ღირსეულად უპასუხებს.

„მთელი გულით გილოცავთ დღესასწაულს, რომელიც რუსული სახელმწიფოს ძლიერ, უწყვეტ, ათას წელზე მეტხანს გავლილ გზას განასახიერებს, ხაზს უსვამს მის ისტორიასა და კულტურას, უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს, ჩვენი ქვეყნის რეგიონების მრავალფეროვნებასა და ორიგინალურობას. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, როდესაც ამ დღესასწაულს აღვნიშნავთ და ამავდროულად რთულ გამოწვევებს ვპასუხობთ, ვიცავთ სიმართლეს და სამართლიანობას, ვიცავთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, მომავალზე ვიფიქროთ“, – განაცხადა მან.

პუტინის თქმით, რუსეთის დამარცხებას ვერავინ შეძლებს და ისინი იმავე გზას გაიმეორებენ, რისი გავლაც ნაპოლეონსა და ჰიტლერს მოუწიათ.

„ახლა მტრები ისევ ხროვად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ იოლი მსხვერპლი ეყოლებათ. როგორც ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერიც დამარცხდა, ისე ნატო-ს თანამედროვე ტურებიც ვერ გაიმარჯვებენ. რუსი ბირთვული მეცნიერები და მე, მადლობას გიხდით ნდობისთვის და შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ არ გაგიცრუებთ იმედებს და მთელი ეს ხროვა კბილებს მოიტეხს ჩვენს ბირთვულ ფარზე“, – განაცხადა პუტინმა.

ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს – გია ვოლსკი

ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს – ეს არის საკმაოდ გათვლილი, კონსპირაციული სცენარი და გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, რომლებმაც იციან როგორ უნდა მოიქცნენ, ტელეფონი რომელ ხელში უნდა ეჭიროთ და რა დაწერონ ისეთი, რომ ადამიანზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, რამდენიმე პირის დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები არ არის ჩვეულებრივი ამბავი ან ემოცია.

„რასაკვირველია, ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია – ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ეს ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ მხოლოდ ჩვეულებრივი შეურაცხყოფა და ზიზღის ენა არ არის. ეს არის საკმაოდ გათვლილი, კონსპირაციული სცენარი და გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, რომლებმაც იციან როგორ უნდა მოიქცნენ, ტელეფონი რომელ ხელში უნდა ეჭიროთ და რა დაწერონ ისეთი, რომ ადამიანზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს. მე არ ვფიქრობ, რომ დიდი წარმატება ექნება ამას, მაგრამ ზოგადად ქვეყნისთვის შავი ლაქაა, რომელიც როგორმე როგორც საზოგადოების მობილიზებით, ასევე კანონის უფრო ხისტად ჩართვით უნდა მოვიშოროთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან – 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს – ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.

პოლიტიკოსებს – თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს;

აქტივისტებს – ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის  მიმართვა  ვაინახებს

კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია ვაინახებს მიმართავს:  მიმართვის ტექსტს “ჯორჯიან თაიმსი” სრულად გთავაზობთ.
  “გამარჯობა, ძმებო და დებო ვაინახებო. მაქვს პატივი მოგმართოთ და გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს ქვეყნებში,  ოჯახებსა და პირად ცხოვრებაში.
 მიმართვა ეხება გაურკვევლობას და პატარა პრობლემას ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის, რომელიც ბრძენი ვაინახი უხუცესების ძალისხმევით არ გადაიზარდა კონფლიქტში. დიდება უფალს ამისათვის.
 ჩეჩნებს წყენა აქვთ გულში იმის გამო, რომ ინგუშეთი გვერდში არ უდგას მათ თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე, ხოლო ინგუშებს წყინთ,  რომ ჩეჩნეთი ედავება მათ მიწებს, რომლითაც ინგუშეთი ესაზღვრება საქართველოს.
   არგუმენტები ამ დავაში აქვს ორივე მხარეს, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს მიზეზები გულის ტკივილი უფროა, ვიდრე პრობლემა. ეს წყენა და გულისტკივილი,  რომელიმე მესამე ძალამ ბოროტად,  რომ არ გამოიყენოს და კონფლიქტში,  რომ არ გადაზარდოს ეს გაურკვევლობა, დროა შევძლოთ ერთმანეთს პირდაპირ ვუთხრათ სათქმელი ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ სამართლიანად.
  ინგუშები იბრძოდნენ ჩეჩნების გვერდით 90-იანებში ისევე, როგორც მანამდე საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ კავკასიის დამპყრობლების წინააღმდეგ.
 ჩეჩნები არ ედავებიან მიწებს ინგუშებს. ამ მიწებზე პრეტენზია აქვს კადიროვის მთავრობას, რაც არის ამ გაუგებრობის მთავარი მიზეზი.
    კონკრეტული საუბრების დრო დადგა. ახლა უნდა ამოვწუროთ განაწყენების მიზეზები და ყველამ ერთად ვიფიქროთ კავკასიის მომავალზე ისე, რომ ერთმანეთის ინტერესები არ დავაზარალოთ.
რუსეთ-უკრაინის ომმა  დასაბამი მისცა მსოფლიოს ახალ წესრიგს და გადანაწილებას გეოგრაფიულად და იდეოლოგიურად. ეს პროცესი აუცილებლად შეეხება კავკასიას ყირიმის პრობლემის გადაწყვეტის დროს, რისთვისაც ჩვენ ჯერ მზად არ ვართ, სამწუხაროდ.
     კავკასია არის საარსებო გარემო კავკასიელებისათვის მინიმუმი 10 000 წლის მანძილზე და ერთიანი ეკო სისტემა დაკავშირებული ერთმანეთთან მდინარეებით, ტყეებით საძოვრებითა და გზებით. კავკასია იყო, არის და იქნება ხიდი ევროპულ(დასავლურ) და აზიურ(აღმოსავლურ) ცივილიზაციებს შორის.
 კავკასიელებმა სწორად უნდა შევაფასოთ მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მიზანი და უნდა შევთანხმდეთ ისტორიული მნიშვნელობის იდეის გარშემო ლოზუნგით – “კავკასიის პატრონები ვართ ჩვენ კავკასიელები” და თუ რომელიმე ქვეყანას ან ქვეყნებს ინტერესები აქვთ ამ რეგიონში, ისინი ჩვენთან უნდა შეათანხმონ მოლაპარაკებების გზით, ძალმომრეობის გარეშე.
 ჩეჩნეთს ექნება პირდაპირი კავშირი საქართველოსთან და შესაბამისად ევრაზიულ ,”ოქროს კორიდორთან”, ხოლო ინგუშებს ექნებათ კავშირი საქართველოსთან და ევრაზიასთან რკინიგზის მეშვეობით.
ყოველივე ზემოთქმული დროულად მოლაპარაკების შედეგად ადვილად მისაღწევი მიზანია, მაგრამ მანამდე ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავარკვიოთ ურთიერთობა რუსეთთან, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და დავარწმუნოთ ისინი მარტივ ჭეშმარიტებაში იმის შესახებ, რომ ჩვენ არა ვართ რუსეთის სახელმწიფოს მტრები, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავისუფლების, განვითარებისა და აღმშენებლობის მომხრეები ვართ როგორც კავკასიაში, ისე მთელს მსოფლიოში”- ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც    კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე – ზაალ კასრელიშვილი ავრცელებს.

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

13 ივნისს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება! სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს, თბილისში 13-15 ივნისს ჩატარდება.

ფესტივალის გახსნის დღეს სხვადასხვა სივრცე დაეთმობა მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც ისაუბრებენ მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის –  მსოფლიოს ახალ პერსპექტივებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ლიდერობაზე, მხატვრობაზე, ფილოსოფიაზე, არქიტექტურაზე, მედიაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ მედიცინაზე. იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მომხსენებელთა სია, რომ ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი იპოვის.

ZEG Storytelling Festival-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვთ მსოფლიოსა, თუ პირად საქმიანობაში მომხდარი გამორჩეული, საინტერესო ამბები. წელს ZEG-ზე დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც.

120-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის “The Moth and the Mountain” ავტორი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში დაზარალებულებთან; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა „How Moving” და „River Fork”; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; წელს კვლავ ვუმასპინძლებთ სატირიკოსს, აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების, „Veep“-ის და “სტალინის სიკვდილის” ავტორს არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს ვოლოდიმირ ერმოლენკოს და უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს. 

ფესტივალის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით, ჯამში ოთხი მსხვილი პანელური განხილვა მოეწყობა. მათგან გამორჩეულია, მთავარი სცენაზე, 13 ივნისს ჯო საბიას და მაკუნა თავბერიძის საუბარი თემაზე „როდესაც იმედი დეფიციტშია“. როგორ შექმნა იმედის მომცემი ნარატივი, როდესაც სამყარო უიმედოდ გამოიყურება? და რა განსხვავებაა ნამდვილ შთაგონებასა და ცარიელ სამოტივაციო სიტყვებს შორის? ეს ის აქცენტების რაზეც ამერიკელი კინემატოგრაფი და ციფრული კონტენტის პროდიუსერი ჯო საბია და თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი მაკუნა თავბერიძე ისაუბრებენ. მოგეხსენებათ, სულ ახლახან, თიბისის გუნდმა ახალი გზავნილი გაახმოვანა: „მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ – მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.

ფესტივალის ორგანიზატორები:Impact Hub TbilisiCoda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, European Cultural Foundation, Coca-Cola, Cellfie, BMW, Luminate, Culture of Solidarity Fund, Setanta Sports, Swiss Agency for Development and Cooperation, The Embassy of The Kingdom of The Netherlands in Georgia, Windfor’s, Reckless, AI Accountability Network – Pulitzer Center, Tbilisi Architecture Biennial, IRCT – International Rehabilitation Council of Torture Victims, United Against Torture, Embassy of Sweden in Georgia, Royal Norwegian Embassy in Tbilisi, Embassy of Denmark in Georgia, Adjara Group, Honore, Monkey Shoulder, Aprili Media, AT.ge, Business Press News.

მისამართი: კონსტიტუციის ქუჩა #4.