Home Blog Page 5

მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული „ფეიკ“ ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები, ჩვენი ძალა არის საჯაროობა და სიმართლე -ლევან ხაბეიშვილი

მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული „ფეიკ“ ფილმები და დამპლური თამაშები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები – ჩვენი ძალა არის საჯაროობა, გამჭვირვალეობა და სიმართლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საბრძოლო იარაღი არის სიმართლე.

„შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა და ახლა, ერთი გზა დარჩათ მხოლოდ, მხოლოდ ერთი!!! – დაგეგმონ, დააორგანიზონ ვიღაც „რემბო“ ტიპები და ფოხანაშვილის ხელით გადაიღონ, გააკეთონ დოკუმენტური ფილმები, შეაშინონ საზოგადოება!!!!

სადღაც „ტყეში”, ან „პადვალში“ დასვამენ ვიღაც გაუგონარ „სასტავს“ და აბოდიალებენ რასაც უნდათ – გადაიღებენ და ეცდებიან ხალხს შეასაღონ ფარულ გადაღებად!!! ამიტომ, ასეთ სისულელეებს და მდინარაძე, კობახიძე, ოხანაშვილის სპექტაკლებს, პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ!!! – არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და „დამპლური თამაშები“ არ გვჭირდება!!! ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე!!!

ეს არის ჩვენი საბრძოლო იარაღი!!! „საიდუმლო“ შეხვედრები და „უტუ-პუტუ“ კი არ გვჭირდება, არამედ პირიქით – საჯაროობა, გამჭვირვალეობა და ღიაობა!!! 4 ოქტომბერს, ჩემს 16 და 14 წლის ვაჟთან ერთად ვიქნები, გამარჯვების დღეზე!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

მივიღეთ სომხეთის დამოუკიდებლობის სტრატეგია, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა აზერბაიჯანთან, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთან და ირანთან -ნიკოლ ფაშინიანი

მივიღეთ სომხეთის დამოუკიდებლობის სტრატეგია, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა აზერბაიჯანთან, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთან და ირანთან, – ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში, რომელიც მან სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 35 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, 1990 წელს მიღებული დეკლარაცია ასახავდა სომხეთში აღნიშნული დოკუმენტის მიღებისას მოქმედი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის კოლექტიურ განწყობებს და ატარებდა „ყარაბაღის მოძრაობის“ კვალს.

მისი თქმით, დეკლარაციის ძირითადი იდეოლოგიური დებულებები წინააღმდეგობრივი იყო და გამოხატავდა კოლექტიური პატრიოტიზმის იმ მოდელს, რომელსაც სომხეთში თანდათან, თანმიმდევრულად ნერგავდა საბჭოთა კავშირი „რკინის ფარდისა“ და „ცივი ომის“ პირობებში. ფაშინიანის განცხადებით, ამ იდეოლოგიის დანერგვის სიღრმისეული და ქვეცნობიერი მიზანი იყო, რომ შეუძლებელი ყოფილიყო სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, ვინაიდან ქვეყანა, რომელიც კონფლიქტის მდგომარეობაშია, ვერ ააშენებს ნამდვილ დამოუკიდებლობას.

„პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და რეალობის სრულმა და ყოვლისმომცველმა ანალიზმა მიმიყვანა ურყევ რწმენამდე: ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ „ყარაბაღის მოძრაობა, რადგან ეს ნიშნავს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გაუქმებას. დღეს ასევე მინდა ვუპასუხო კითხვას, რომელიც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლო 7 წლის ისტორიის გასაგებად. რატომ არ წავედით დათმობებზე სომხეთის რესპუბლიკა, ჩვენ მთავრობა და მე პირადად 2020 წლის სექტემბრამდე, როდესაც 44-დღიანი ომის თავიდან აცილების ერთადერთი თეორიული შესაძლებლობა არსებობდა? ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ამ დათმობების შედეგად, ჩვენი ყველა საფრთხე და დამოკიდებულება არაპროპორციულად გაიზრდებოდა, რაც გამოიწვევდა სომხეთის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. ჩვენ მივიღეთ სომხეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და ამ დამოუკიდებლობის რეალობად ქცევის სტრატეგია და ამ სტრატეგიის გამოხატულებაა ნამდვილი სომხეთის იდეოლოგია, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რეალური დიალოგი თურქეთთან, ჩვენი ურთიერთობების საქართველოსთან და ირანთან გაღრმავება და რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვხდებით რეალური და საინტერესო პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის“, – წერს ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ მშვიდობა დამყარდა და სომხეთი დღეს დამოუკიდებელია, როგორც არასდროს.

„სომხეთის რესპუბლიკა დღეს დამოუკიდებელია, როგორც არასდროს, სუვერენული, როგორც არასდროს, თვითკმარი, როგორც არასდროს, აყვავებული, როგორც არასდროს, პერსპექტიული, როგორც არასდროს, რადგან ის მშვიდობისმოყვარეა. მშვიდობა დამყარდა და ის ყოველდღიური ზრუნვისა და ყურადღების საგანი უნდა გახდეს, ის ინსტიტუციური უნდა გახდეს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში -გერმანული მედია

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა WELT AM SONNTAG-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპელმა მაღალჩინოსნებმა მედიასაშუალებას ანონიმურად განუცხადეს, რომ ჩინეთის მთავრობა მზად იქნება, გაგზავნოს ძალები უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო კონტინგენტი გაერო-ს მანდატის ფარგლებში განთავსდება.

როგორც გამოცემა წერს, ბრიუსელში პეკინის ამ გეგმას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთ-ერთმა დიპლომატმა მედიასაშუალებას უთხრა, რომ, ერთი მხრივ, ევროპაში ფიქრობენ, რომ ჩინეთის მსგავსი ქვეყნების მონაწილეობამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოური ძალების განთავსების გადაწყვეტილების მიღებას; მეორე მხრივ, არსებობს რისკი, რომ ჩინეთი უკრაიანში ჯაშუშობით იქნება დაკავებული და კონფლიქტის შემთხვევაში, პრორუსულ პოზიციას დაიკავებს.

მიმდინარე კვირას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ ვარიანტად უსაფრთხოების გარანტიების გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების მიერ უზრუნველყოფა დაასახელა, მათ შორის, რუსეთისა და ჩინეთის.

„დარწმუნებული ვარ, დასავლეთში, უპირველესად, შეერთებულ შტატებში, კარგად ესმით, რომ უსაფრთხოების საკითხების სერიოზულად განხილვა რუსეთის ფედერაციის გარეშე უტოპიაა, ეს არსაითკენ მიმავალი გზაა“, – განაცხადა ლავროვმა.

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა – პუტინ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე

JPG resized with https://ezgif.com/resize

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა, თუმცა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ „გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ატომური ინდუსტრიის მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უაღრესად დაბალ ნიშნულზეა. ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე. მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან ერთად, ასეთი შუქი გვირაბის ბოლოს მაინც გამოჩნდა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები სრულად აღდგება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, ჩვენი ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენის მხოლოდ დასაწყისია“, – დასძინა მან.

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ მარტო ხართ, კარგად მიმოიხედეთ, შესაძლოა, იპოვოთ ადამიანი, ვინც ცხოვრებას მოგიძღვნით.

კურო

ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული, რათა არ დაკარგოთ პატივისცემა და ავტორიტეტი კოლეგებთან. მოუსმინეთ ინტუიციას.

ტყუპები

გაუგებარ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, ეცადეთ, ჩაინიშნოთ ყველაფერი, შეინახოთ ქვითრები და ხელმოწერილი საბუთები. თუ ბიზნესი გაქვთ, ელოდეთ სოლიდურ ფინანსურ შემოსავალს . აღადგინეთ ძველი კონტაქტები.

კირჩხიბი

თქვენი დაკვირვებულობა და პუნქტუალობა შექებას დაიმსახურებს სამსახურში, უამრავი საინტერესო ინფორმაცია და წინადადება გამოჩნდება.

ლომი

ოფიციალური საქმეები კარგად ვითარდება. მთავარია, ემოციური მდგომარეობა გააკონტროლოთ.

ქალწული

შეიძლება, ტკბილეულობის და სხვა გემრიელობების უსაზღვრო სურვილმა შემოგიტიოთ, არ აჰყვეთ ცდუნებას, სწორი კვება ახლა თქვენთვის განსაკუთრებით აუცილებელია.

სასწორი

შეეცადეთ, კარგად შეასრულოთ მინდობილი საქმე, იყავით მართალი და მაშინ კარიერული წინსვლა გარანტირებულია.

მორიელი

მართალია, მცირედი გაუგებრობაა მოსალოდნელი სამსახურში, მაგრამ თქვენ მოახერხებთ, გამოასწოროთ სიტუაცია და მოაგვაროთ ყველაფერი.

მშვილდოსანი

ფრთხილად იყავით, რაიმე ინტრიგაში არ ჩაგითრიონ, ან კონფლიქტის მონაწილე არ აღმოჩნდეთ.

თხის რქა

ნუ გამოეკიდებით რეკორდებს, იყავით ყურადღებით და მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

მერწყული

თუ ახლო წარსულში ვინმესთან პრობლემები გქონდათ, დიდია შერიგების ალბათობა. მატულობს თქვენი შარმი და იღბლიანობა.

თევზები

შესანიშნავი დროა, გამოიმუშაოთ ახალი საუკეთესო თვისებები და კარგად გაართვათ თავი რთულ საქმეებს.

სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა – სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის დ. გოგობერიშვილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გ. ქემოკლიძის მიერ თანამდებობების დატოვება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურში მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, ზემოაღნიშნულმა პირებმა დაკავებული პოზიციები დატოვეს პირადი განცხადების საფუძველზე.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი პატარიძე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. საქმე 11 ივლისს საკანში გიორგი ბაჩიაშვილსა და კ. მეტრეველს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ეხება.

გამოიკვეთა სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რა აგენტურული საქმიანობა აწარმოა სალომე ზურაბიშვილმა, როგორ შეიწყალა „დიფ სთეითის“ ერთმა აგენტმა მეორე აგენტი, ნიკა გვარამია – დავით მათიკაშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე

აქ არის ცალსახა, გამოკვეთილი სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა აგენტურული საქმიანობა აწარმოა სალომე ზურაბიშვილმა, თუ როგორ შეიწყალა „დიფ სთეითის“ ერთმა აგენტმა მეორე აგენტი – ნიკა გვარამია და, თურმე, ამ ყველაფერში „მაკკეინის ინსტიტუტს“ როლი მიუძღვის, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებას, სადაც საუბარი ნიკა გვარამიას შეწყალებაზეც არის.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუფასდა და ამ სრულიად საქართველოსთვის მიუღებელ და ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ინსტიტუტისგან სტიპენდიაც მიიღო და სტიპენდიატიც გახდა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პუტინი და ზელენსკი ზეთი და ძმარივით არიან – ტრამპი

JPG resized with https://ezgif.com/resize

ვლადიმირ პუტინთან ალასკაში შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობაზე კონკრეტული პასუხი არ გასცა და თქვა, რომ ისინი „ზეთი და ძმარივით არიან“.

„ისინი კარგად ვერ ეწყობიან ერთმანეთს, აშკარა მიზეზების გამო, მაგრამ ვნახოთ. და შემდეგ ვნახავთ, დამჭირდება თუ არა მე იქ ყოფნა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრის გეგმა არ არსებობს.

ტრამპმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ პუტინი და ზელენსკი შეხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, ეს გეგმები ჯერ არ განხორციელებულა და აშშ-ს აშკარა პროგრესი არ აქვს მიღწეული ორი მხარის პირდაპირ მოლაპარაკებებზე დაყოლიებაში.

როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, თავის თავს უფლებას აძლევს, მეორე სახელმწიფოში მოსამართლის როლი შეითავსოს და მტყუან-მართალი დაადგინოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა – შალვა პაპუაშვილი

სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს მართლმსაჯულების აღსრულებას სასამართლოს მიერ! როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, თავის თავს უფლებას აძლევს, მეორე სახელმწიფოში მოსამართლის როლი შეითავსოს და მტყუან-მართალი დაადგინოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სადაც გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს.

პაპუაშვილი წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული ელჩი დეზინფორმაციული ნარატივით თავს ესხმის ქართულ მმართველობასა და მართლმსაჯულებას.

„ყველას შევახსენებ, რომ საქართველოში, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში, მოქმედებს სასამართლო ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებების სისწორე არაერთხელ დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, მათ შორის, ყველა იმ საქმეზე (რუსთავი 2, გვარამია, მელია, სააკაშვილი და ა.შ.), რომლებიც, ამ განცხადების მსგავსი ცილისმწამებლური თავდასხმის ობიექტი იყო.

ყველაფერთან ერთად, ეს განცხადება არის აკრედიტებული დიპლომატის მხრიდან მასპინძელ ქვეყანაში მმართველობით ფუნქციაში ჩარევა და მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ზეწოლა, რაც, თავის მხრივ, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული ელჩი დეზინფორმაციული ნარატივით თავს ესხმის ქართულ მმართველობასა და მართლმსაჯულებას.

შეგახსენებთ, რომ, დღემდე, არცერთი მონაწილე საელჩოსგან არ მოგვისმენია ბოდიში იმ ცილისმწამებლურ დემარშზე, რომლითაც, სააკაშვილის ვითომ მომაკვდავი მდგომარეობის გამო, მის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, რეალურად კი, მის გათავისუფლებას, ითხოვდნენ. ის, რომ 2023 წლის 27 თებერვლის ეს დემარში, ქართული მმართველობის და მართლმსაჯულების მიმართ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური იყო, დემარშიდან ორ თვეში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურდა”, – წერს შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გერმანიის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერია, რომ “გერმანია სოლიდარობას უცხადებს მამაც პროფესიულ კავშირს, რომელიც დაარსდა იმ მრავალი ქართველი საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს ან დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გამო”.

პოსტში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – “კონსტიტუციის 78-ე მუხლი • Article 78 of Constitution” წარმომადგენლებს შეხვდა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 23 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7051 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7068 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1366 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1532 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0166 ლარი შეადგინა.

ჩვენ ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რადგან მსოფლიოში პროცესების მსვლელობა ისეთია, შეუძლებელია პროგნოზირება, რა მოხდება ხვალ -ილჰამ ალიევი

ჩვენ ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რადგან მსოფლიოში პროცესების მსვლელობა ისეთია, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რა მოხდება ხვალ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ქალბაჯარში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ალიევმა აზერბაიჯანის თავდაცვისუნარიაონობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა. თუმცა ეს სისხლიანი ისტორია არასდროს უნდა წაიშალოს ჩვენი მეხსიერებიდან, არ უნდა ვიხელმძღვანელოთ ტკბილი სიტყვებით, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. რა თქმა უნდა, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველ წუთს, ყოველდღე დგანან ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. ჩვენ ვაკვირდებით, ვხედავთ და დავინახავთ საფრთხის შესაძლო წყაროებს. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო ძალას. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ჩვენი ძალების განვითარებასთან დაკავშირებით, გავზარდეთ ჩვენი სპეცრაზმის რაოდენობა ათასობით მებრძოლით – არ მინდა, ზუსტი ციფრის დასახელება, მაგრამ ბევრით. ჩვენს ქვეყანას მიეწოდება ყველაზე თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები, ახალი საარტილერიო სისტემები. ხელი მოეწერა კონტრაქტებს ახალი საბრძოლო თვითმფრინავების შესაძენად, ხოლო არსებული მთლიანად მოდერნიზებულია. ჩვენ ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რადგან მსოფლიოში პროცესების მსვლელობა ისეთია, რომ შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება ხვალ. ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ვართ ჩვენ თავად, ჩვენი სახელმწიფო, ხალხი და ჩვენი შეიარაღებული ძალები. ამიტომ, თუ ვინმეს ავადმყოფ თავში მოუვა აზრად, აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე სახის პროვოკაცია მოაწყოს, ვფიქრობ, ის ისევ ინანებს ამას. ჩვენ კი ამიერიდან ვიცხოვრებთ როგორც გამარჯვებული ერი და გამარჯვებული სახელმწიფო“, – განაცხადა ალიევმა.

“ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ”-The Daily telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily telegraph) 22 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ” (ავტორი – რობერტ სერვისი, რუსეთის ისტორიის პროფესორი ოქსფორდის კოლეჯში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის წინაშე დიდი ამოცანა დგას: ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დღევანდელ რთულ და მღელვარე დროში. ბოლო ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მსგავსი ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა, უინსტონ ჩერჩილი იყო: მეორე მსოფლიო ომის დროს იგი გახდა ჩვენი ეროვნული წინამძღოლი – ნამდვილი „ბულდოგი“, ბუნების დაუმორჩილებელი ძალის მქონე პიროვნება, რომელიც მზად იყო ნაცისტებისათვის წინააღმდეგობა გაეწია და გაიმარჯვა კიდეც.

კირ სტარმერი, ვფიქრობ, ვერასოდეს ვერ შეძლებს უინსტონ ჩერჩილის ღირსეული პოლიტიკური მემკვიდრე იყოს და მასავით ვინმეს ბრიტანული ლომივით დაუღრიალოს. კირ სტარმერი ურთიერთობაში რბილია, იგი ორატორულ ხელოვნებასა და მახვილსიტყვაობაში გამოუცდელი პიროვნებაა, იგი არქიტექნოკრატია. საბედნიეროდ, ჩერჩილისაგან განსხვავებით, მას ჯერ კიდევ არ მოუწია ქვეყანას ომის დროს უხელმძღვანელოს.
მაგრამ იგი უნდა მოემზადოს მოვლენების ასეთი სავარაუდო განვითარებისათვის, ან უკიდურეს შემთხვევაში, ისე მაინც უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანამ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს აშკარა კონტინენტურ მტერს.

უინსტონ ჩერჩილი მოკავშირეებს დასავლეთშიც ეძებდა და აღმოსავლეთშიც. მან, ნახევრად ამერიკელმა, თავდაპირველად დახმარებისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს ფრანკლინ დელანო რუზველტს მიმართა. ორივემ სწორად განსაჯა, რომ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირთან ერთად უნდა ებრძოლათ. ამ დიდი ალიანსის გარეშე, რასაკვირველია, ჩერჩილი ბრძოლას გააგრძელებდა, მაგრამ ადოლფ ჰიტლერზე ვერ გაიმარჯვებდა.
კირ სტარმერსაც ჭირდება მოკავშირეები. მას ჩერჩილივით მემკვიდრეობაში არ მიუღია ბრიტანეთის იმპერია ან განვითარებული ეკონომიკა. ჩერჩილს არავინ დასცინოდა, ვლადიმერ პუტინი კი დღეს ყველა ბრიტანელ პრემიერს დასცინის, ვინც კი ქვეყანას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

როგორც ჩანს, პრემიერ კირ სტარმერს კარგი ურთიერთობა აქვს აწყობილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან – ამით იგი ცდილობს ჩერჩილისა და რუზველტის კავშირები გაიმეოროს. თუმცა სტარმერი, ტრამპისაგან განსხვავებით, უფრო ფეხბურთითაა გატაცებული, ვიდრე გოლფით.
მაგრამ ალასკის სამიტმა ყველას, ვისაც კი მხედველობა აქვს, აჩვენა, რომ დონალდ ტრამპს უფრო მეტი სიმპათიები ვლადიმერ პუტინის მიმართ აქვს. თეთრი სახლის ამჟამინდელი პატრონი ძალის გამოვლინებას პატივს სცემს. ანკორიჯში პუტინთან სამსაათიანი საუბრის შემდეგ ამერიკელი პრეზიდენტის მხედრული სული ბაბუაწვერას ბუმბულივით გაიფანტა. დონალდ ტრამპს გადაავიწყდა ულტიმატუმებიც და ის სანქციებიც, რომლის გამოცხადებას აპირებდა, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლს არ შეწყვეტდა.

დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის მქონე ევროპული სახელმწიფოა, მაგრამ ის ვერასოდეს ვერ შეედრება უძლიერეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მიმდინარე წლამდე ევროპელებს კიდევ ჰქონდათ შესაძლებლობა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სთან ერთად გამოსულიყვნენ, მაგრამ ეს გათვლა უკვე საეჭვო ხდება და ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს. კირ სტარმერს დიდი ძალისხმევა ჭირდება, რომ დონალდ ტრამპი თავის მხარეს შემოაბრუნოს. ყოველ შემთხვევაში, მისი დიპლომატია და „ლამაზი თვალები“ მაინცდამაინც ეფექტურობით არ გამოირჩევა.

რა უნდა გააკეთოს ბრიტანეთის პრემიერმა? რასაკვირველია, ის ვერ გადაიქცევა ჩერჩილისებურ ბულდოგად, ასეთი ადამიანები უკვე აღარ არიან. კირ სტარმერს მოუწევს ევროპელებთან ერთად ინადიროს – სხვა „ძაღლები“ სათითაოდ დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ, მხოლოდ ერთად თუ გააკეთებენ რაიმეს.

ფრიდრიხ მერცი ისეთი გერმანული ნაგაზივით მოქმედებს, რომელსაც ასწავლეს, რომ არავის უკბინოს. იმავდროულად ემანუელ მაკრონის წკავწკავი თითქოსდა იმისკენაა მიმართული, რომ პუტინი არ შეაწუხოს. გავიხსენოთ, თუ რა გვიან დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის საომარი მზადება 2022 წლის თებერვალში, სანამ ომი დაიწყებოდა. მაგრამ ახლა ამ ორ პოლიტიკოსს მოუწევთ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდონ და მთელი ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად დარაზმონ, შექმნან ბირთვი და უყოყმანოდ დაეთანხმნონ უკრაინის გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიევის ინტერესებით იქნება ნაკარნახევი.
მათ ორივეს რთული გზა აქვთ გასავლელი. მათ ძველებურად მოუწევთ აშშ-სგან იარაღის ყიდვა. ამისათვის აუცილებელია სიმტკიცისა და ტაქტის გამოვლენა. უკვე აშკარაა, რომ მათ საერთო ევროპული ანტირუსული ფრონტის ჩამოყალიბება გაუჭირდებათ: იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ უკვე ხაზი გაუსვა, რომ არცერთი იტალიელი ჯარისკაცი უკრაინულ მიწას ფეხს არ დაადგამსო. ისეთი ქვეყნები კი, როგორებიც უნგრეთი და სლოვაკეთია, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მომხრეები არიან.

უინსტონ ჩერჩილს ბედმა გაუღიმა, რომ მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკმაო ხნის განმავლობაში, ომის დროს, მოკავშირეები ჰყავდა. თვითონაც დიდი ოსტატობა გამოიჩინა და განსაცდელის ჟამს, სწორად მოქმედებდა.

მაგრამ რაც უფრო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, მას ძალა არ ჰყოფნიდა ისეთი ზავი დაედო, როგორიც თვითონ სურდა. ბრიტანელ პრემიერს ორივე მხრიდან „აწვებოდნენ“ და აიძულებდნენ ფრანკლინ რუზველტი და იოსებ სტალინი, რომ იგი კომპრომისებზე წასულიყო. უკვე 1944-45 წლებისათვის გაერთიანებული სამეფოს შესაძლებლობები დამოუკიდებელი მანევრების განსახორციელებლად საკმაოდ შეზღუდული იყო.
ახლა კი,  სტარმერსაც მოუწევს რთული კომბინაციების გათამაშება და კარტის თამაშის სტილის შეცვლა. შემდეგში, როცა დონალდ ტრამპს კარტი იატაკზე დაუცვივდება, იგი არ უნდა დაიხაროს მათ ასაღებად და აშშ-ის პრეზიდენტს არ უნდა ელაქუცოს. მან ტრამპს პირდაპირ უნდა უთხრას სიმართლე. ერთ-ერთი საკმაოდ აშკარაა: ალასკის სამიტის შედეგები ტრამპის დიდ შეცდომას წარმოადგენს, მაგრამ მისი გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება ევროპისა და აშშ-ის ინტერესებისათვის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: