Home Blog Page 5

ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას – სალომე ზურაბიშვილი

პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ. ამ მნიშვნელოვან როლში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გუშინ გახდა და იგი ევროკავშირის საბჭოს მომდენო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.

საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია – რასა იუკნევიჩიანე

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 95

საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე წერს.

„მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც დემოკრატიის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და საქართველოს რუსეთისადმი დაქვემდებარება დაასრულოს. ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს, თავად ქართულმა საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი“, – წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, „მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტია და პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუ პაროდიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება“.

„საქართველო რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ომის ფართო სურათის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უნდა გადავწყვიტოთ: რა გავაკეთოთ? არჩევანი მცირეა, ან გამარჯვების მისაღწევად გადაწყვეტილების მიღება, ან აგრესიული რესპუბლიკის არსებობასთან შეგუება. აშშ-მა მნიშვნელოვანი წინმსწრები ნაბიჯი გადადგა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით და მისი საქართველოში რუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად აღიარებით. ახლა დროა, ევროკავშირმა იმოქმედოს“, – წერს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.

ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის ოფიციალური პირები ამ დრომდე უარყოფენ ზეწოლაზე რაიმე საუბარს, ან ვარაუდს, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა აუცილებლად ნიშნავს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ წერს BBC-ი წერს.

„ბევრს საუბრობენ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს ილუზიაა. არავითარი მოლაპარაკების პროცესი არ შეიძლება განხორციელდეს, რადგან რუსეთი ვერ აიძულეს, ამ ომისთვის საკმარისად მაღალი ფასი გადაეხადა“, – ციტირებს გამოცემა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს.

როგორც გამოცემა წერს, “ტრამპის დაპირება, რომ კონფლიქტს თანამდებობის დაკავებიდან 24 საათში დაასრულებს, ტიპურად გრანდიოზული ტრაბახია, მაგრამ ის მოდის ადამიანისგან, რომელმაც აშკარად დაკარგა მოთმინება ომთან და ომთან დაკავშირებული ამერიკის ხარჯების გამო”.

“სათ­ქმე­ლის არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბის­თვის, სა­ჯა­როდ ვიხ­დი ბო­დიშს” – თეა დარჩია

თეა დარ­ჩია ბო­დიშს იხ­დის. სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კა მისი მხრი­დან ახა­ლი წლის ღა­მეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა. 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს მო­ცეკ­ვა­ვე ხალ­ხთან ერ­თად ახალ წელს რუს­თა­ველ­ზე აღ­ნიშ­ნავ­და, რო­დე­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტთან გა­ნა­ცხა­და:

“ასე არ გამ­ხა­რე­ბია ახა­ლი წელი არა­სო­დეს. ყო­ველ­თვის ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, რომ სუფ­რას­თან ვმჯდა­რი­ყა­ვი და მეს­მი­ნა ქარ­თვე­ლე­ბის კნა­ვი­ლის­თვის. აი, სიმ­ღე­რე­ბი რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბი, წლე­ბი ვის­მენთ, მოკ­ლედ, არ მომ­წონ­და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა”.

მას შემ­დეგ, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დარ­ჩი­ას კო­მენ­ტა­რი ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია, მო­ცეკ­ვა­ვეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. ახლა ამ­ბობს, რომ სა­გა­ლო­ბე­ლი და ფოლკ­ლო­რი არ უგუ­ლის­ხმია.

“სათ­ქმე­ლის არას­წო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბის­თვის, სა­ჯა­როდ ვიხ­დი ბო­დიშს. ნათ­ქვამ­ში არც სა­გა­ლობ­ლე­ბი და არც ფოლკ­ლო­რი არ მო­ი­აზ­რე­ბო­და”, – წერს თეა დარ­ჩია.

ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა – ასე ხდება, როდესაც გყავს სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობა-ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახალ ორლეანში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ „მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი“ გახდა.

„ჩვენი ქვეყანა კატასტროფაა, მთელ მსოფლიოში დაცინვის ობიექტი გახდა. ეს არის ის, რაც ხდება, როდესაც თქვენ გაქვთ ღია საზღვრები, სუსტი, არაეფექტური და პრაქტიკულად არარსებული ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა დონალკდ ტრამპმა.

მისი თქმით, იუსტიციის დეპარტამენტმა, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და „დემოკრატმა“ პროკურორებმა არ შეასრულეს თავიანთი სამუშაო.

„ისინი არაკომპეტენტურები და კორუმპირებულები არიან, რადგან მთელი თავიანთი დრო პოლიტიკურ ოპონენტზე უკანონო თავდასხმებზე დახარჯეს და არა ამერიკელების დაცვაზე გარედან და შიგნიდან. „დემოკრატებს“ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეთ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში დაუშვეს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო უნდა ჩაერთოს ახლავე, სანამ გვიანი არ არის. აშშ ინგრევა – უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძალადობრივი ეროზია ხდება ჩვენს ქვეყანაში. მხოლოდ ძალა და ძლიერი ლიდერობა შეაჩერებს ამას. შევხვდებით 20 იანვარს“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

ახალი წლის ღამეს ბრიუსელში არეულობის დროს უცნობმა პირებმა, სულ მცირე, 60 ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს -Politico

ახალი წლის ღამეს ბრიუსელში არეულობის დროს უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.

ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ ბელგიის დედაქალაქში 159 პირი დააკავა. ამასთან, ამავე პერიოდში ქალაქის მასშტაბით 1 700-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, სულ მცირე 60 ავტომობილი დაიწვა. მეხანძრეებს, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, თავდამსხმელები ქვებითა და „მოლოტოვის კოქტეილებით“ ესხმოდნენ თავს, რის გამოც, მათ რიგ შემთხვევებში უკან დახევა მოუწიათ.

„ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. ჩვენ იქ დასახმარებლად ვიყავით და „მოლოტოვის კოქტეილებით გვესხმოდნენ თავს“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ ბრიუსელის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ვალტერ დერიუმ.

ამასთან, არეულობა იყო ქალაქ ანტვერპენშიც. ადგილობრივმა პოლიციამ 49 პირი დააკავა. მედიის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგიაში მსგავსი არეულობა ხდება ახალი წლის ღამეს. 2023 წელს დედაქალაქში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 2022 წელს – 160.

„სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“, – აღნიშნა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ვალტერ დერიუმ.

როგორც მედია წერს, ამ წელს პოლიციას დანაშაულის პრევენციისთვის რიგი ზომები ჰქონდა მიღებული. ანდერლეხტში მოქმედებდა კომენდანტის საათი 16 წლამდე პირებისთვის, მობილიზებული იყო პოლიციელთა ჯგუფები, თუმცა ინციდენტები მაინც მოხდა.

 მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით, მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია – ჩვენს აფხაზეთთან -ლევან მგალობლიშვილი

მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით, მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია, – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა საახალწლო მილოცვაში, რომელიც მის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მთავრობის თავმჯდომარე ძირითად აქცენტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქვეყნის სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე აკეთებს.

„მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქენო, ჩემო ძვირფასო აფხაზეთელებო ენგურის ორივე მხარეს, გილოცავთ, ახალ 2025 წელს! გისურვებთ მშვიდობიან, ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად შევძლებთ ჩვენი უმთავრესი მიზნის მიღწევას, აფხაზეთიდან ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას! აღნიშნულ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდების მეტი ჩართულობით და სახალხო დიპლომატიის წყალობით, მალე შევამცირებთ სიშორეს მასთან, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია – ჩვენს აფხაზეთთან და ყველა დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი საწყისია. ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს განათლებული ახალი თაობა ქმნის – ძალა, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერებაზე და ამ გზით ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფაზე. სწორედ ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიური პარტნიორობით შევძლებთ ქვეყნის იდენტობის, მრავალფეროვანი კულტურის და მდიდარი ტრადიციების გათვალისწინებით მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

მილოცვაში ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სახალხო დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერებაზე საუბრობს

„2025 წელს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკის სფეროების განვითარება, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავება, სამშვიდობო-ჰუმანიტარული ინიციატივების განხორციელება, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და სახალხო დიალოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს. უალტერნატივოა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზეთში აფხაზი ეთნოსის გადარჩენა, რომელიც ახლა გაქრობის საფრთხის წინაშეა. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ შობა-ახალ წელს! ვისურვებ, რომ ახალ 2025 წელს ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის, კიდევ უფრო მეტი გაძლიერება, სიკეთე, სტაბილურობა და განვითარება მოეტანოს“, – აღნიშნა მგალობლიშვილმა.

დონალდ ტრამპის ლას-ვეგასის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, არის მსხვერპლი

ლას-ვეგასში, Trump Hotel-ის წინ საწვავით და ფეიერვერკით სავსე Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, Cybertruck-ი კოლორადოში დაიქირავეს და ქალაქში აფეთქებამდე ორი საათით ადრე ჩაიყვანეს. ის სასტუმროს წინ, შუშის შესასვლელთან იყო გაჩერებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი თვალყურს ადევნებდა ინციდენტს და სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ არსებობს თუ არა რაიმე შესაძლო კავშირი Cybertruck-ის აფეთქებასა და ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას შორის.

ლას-ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, კევინ მაკმეჰილმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, იყო თუ არა ეს ინციდენტი დაკავშირებული ნიუ ორლეანში მომხდართან. მისი თქმით, ისინი ასევე იძიებენ, შეიძლება თუ არა ეს დაკავშირებული იყოს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც სასტუმროს ფლობს, ან Tesla-ს მფლობელ ილონ მასკთან.

ამასთან, გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ მუშაობენ იმის გასარკვევად, იყო თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი.

მონტენეგროში მასობრივ სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა

მონტენეგროს სამხრეთ ნაწილში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, მოკლა, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სროლა რესტორანში სტუმრებს შორის სიტყვიერი კამათის შემდეგ მოხდა. დაღუპულია თავდამსხმელიც – 45 წლის მამაკაცი, ალექსანდრე მარტინოვიჩი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, დანილო სარანოვიჩის თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, რესტორნის მფლობელი და მისი ორი შვილი მოკლა.

მონტენეგროს მთავრობამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტაზე – ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.

„როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ძალაუფლება პუტინს უბოძეს, უკრაინის ტერიტორიით ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ს შეადგენს. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია“ , – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ენერგორესურსების იარაღად გადაქცევა და პარტნიორების ცინიკური ენერგეტიკული შანტაჟი არის ის, რამაც რუსეთს ჩამოართვა მისთვის ყველაზე მიმზიდველი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი.

„გარემოებების გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით შეეგუა მსგავს ცვლილებებს. დღეს ჩვენი საერთო ამოცანაა მოლდოვას მხარდაჭერა ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ ასევე უნდა გავუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.

,,აქციის მონაწილეები “დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!”- სალომე ზურაბიშვილი

ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ! – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები “დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!”

“ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც “ვაიმარის სამკუთხედის” განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!” – წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქში”.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ პოსტს X-ზე აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ “თუ ვინმე ფიქრობდა, საქართველოს პროტესტები შენელდებოდა ახალი წლის წარმოუდგენელი საღამოს შემდეგ… ის კვლავ დაბრუნდა და უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე”.

როგორი ამინდი იქნება 3 იანვრამდე – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტო 1 – 3 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 იანვრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 2 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 2 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 2 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2-3 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოთოვს, შემდგომში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.