Home Blog Page 5

კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს, ეს არის პიროვნება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს -არჩილ გორდულაძე

კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავს, ორი ვადით მას უკვე იმდენი საქმე აქვს გაკეთებული, რაც ერთად აღებული სხვა ყველა დანარჩენ მერს არ აქვს თბილისის უახლეს ისტორიაში გაკეთებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სოციალური საკითხები უალტერნატივო და მასშტაბურია.

„კახა კალაძე თავისი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ქველმოქმედებას ახმარას. ეს არის პიროვნება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამავდროულად, განაგრძობს თბილისის მოსახლეობაზე ზრუნვას. რაც შეეხება ბატონი კახის, როგორც მერობის კანდიდატის გეგმებს, ამაზე უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. რაც მთავარია, ერთი ამომავალი პრინციპია, რომ ზრუნვა თბილისის მოსახლეობაზე კვლავ გაგრძელდება. კვლავ გაგრძელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც არაერთი განხორციელდა თბილისის მასშტაბით. ამავდროულად, გაგრძელდება დაზარალებულების თუ სხვა პირების დახმარებები“, – განაცხადა გორდულაძემ.

“ნაციონალური მოძრაობა” კრიმინალური სინდიკატია, ლაშა ცანავა ამ პარტიის მსხვილი შემომწირველია, როგორც ჩანს, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით -რატი იონათამიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალური სინდიკატია. ლაშა ცანავა ამ პარტიის მსხვილი შემომწირველია, როგორც ჩანს, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის გასაკვირი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კრიმინალური ქმედებები.

„„ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალური სინდიკატია. შესაბამისად, კრიმინალური საქმიანობა ამ პარტიის წევრების, მით უმეტეს პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ უკვირს. აქ საინტერესოა, რომ ეს ბატონი „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი შემომწირველი ბრძანდება და, როგორც ჩანს, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით. ესეც არ გვიკვირს, საზოგადოებას გავახსენებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ზუსტად ის კრიმინალური სინდიკატია, რომელიც იკვებება კეზერაშვილის თანხებით, რომელიც ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ევროპელ პენსიონერებს. ეს არის მთლიანად სახე „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის და იმ ადამიანების, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანას ებრძვიან და მტრობენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 სუს-მა ბინადრობის ნებართვის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავა.

 

ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის – უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები -შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; ევროპის სახალხო პარტია, მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის – უნდათ, რომ გაგვიმეორონ 90-იანები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „4 ოქტომბერი არის ბუნებრივი თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გარეთ უნდა გავიდნენ“. თინა ბოკუჩავამ კი ხაბეიშვილს უპასუხა, რომ „რევოლუციების თარიღები ასე წინასწარ არ ცხადდება, ბუნებრივად უნდა მოხდეს“. კითხვაზე, ეს ერთგვარი დაპირისპირება ხომ არ ადასტურებს იმას, რომ „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთს უკვე საჯაროდაც აღარ ინდობენ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აქ არსში დაპირისპირება არ არის, თარიღების ტაქტიკა აქვთ, შესაძლოა სხვაგვარი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ლიდერი გამოვიდა და დაადასტურა, რომ მათი მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა. არა არჩევნები, არა დემოკრატიული გზა, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლაა მათი მიზანი. ორივე ლიდერმა ეს დაადასტურა.

ახლა ამ პარტიას ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი, ევროპის სახალხო პარტია, მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის. უნდათ, რომ გაგვიმეორონ 90-იანები აქ – თავის ყველაფრით, შიდა და გარე დაპირისპირებით. რა თქმა უნდა, ამას არ უშვებს საქართველო. ეს იყო სწორედ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის პასუხი ყველა ამ ქართველისა და უცხოელისთვის, ვინც აქ ქუჩის ომების მოწყობას გვიპირებდა. ვნახეთ, ამ ქუჩის ომის იმიტაციაც შარშან, დეკემბერში, როდესაც მაშხალები დაიჭირეს ხელში და ლამის ტყვიამფრქვევივით ესროდნენ პოლიციელებს. ერთი ევროპელი ელჩი ვერ მოვძებნეთ დღისით, სანთლის შუქზე, რომ ერთს მაინც დაეგმო ეს ძალადობა პოლიციაზე, საქართველოს პარლამენტზე! დღემდე ევროკავშირის ელჩი ჩუმად არის, მაშინ, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ პარლამენტს და თავს ესხმოდნენ პოლიციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ლაშა ცანავა წესიერი კაცია, დახმარებას თუ სთავაზობდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამაში დანაშაული სად არის, თუმცა სუს-ის აგენტი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს -ლევან ხაბეიშვილი

ლაშა ცანავა წესიერი კაცია, დახმარებას თუ სთავაზობდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამაში დანაშაული სად არის?! თუმცა სუს-ის აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ლაშა ცანავას იგი არცერთ ბრძოლაში დაუტოვებია მარტო და სიცოცხლის ფასად ეფარებოდა.

„ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არცერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემ წინააღმდეგ „ტიტუშკის“ მოქნეულ ქვას, ხელს, ხელკეტს თავის თავსა და მუშტს უშვერდა. სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია.

წესიერი კაცია, მშრომელი – ოჯახი და შვილები რომ გამოეკვება, დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან. დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ ლაშას სუს-ის აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს.

საზოგადოება კარგად ხედავს ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები, ძალიან შემცდარა!!! ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა“, – წერს ხაბეიშვილი.

შუქურას საზაფხულო სერიები თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით გაიმართება

 

თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით ივლისსა და აგვისტოში შუქურას მუსიკალური საღამოების და კულინარიული მასტერკლასების სერიები გაიმართება.

თუ აჭარაში გეგმავთ დასვენებას არ გამოტოვოთ ციხისძირში შუქურას საღამოები.

2 აგვისტო | ZURKIN & SANDRO JORBENADZE (VODKAST RECORDS)

16 აგვისტო | BOYA (MOREVI) & LUKA BARAMISHVILI

30 აგვისტო | MEMOTECH & NIKO

მუსიკალურ საღამოებთან ერთად, აუზის ტერასაზე, თქვენ გელოდებათ კულინარიული მასტერკლასების სერია აჭარა ჯგუფის ბრენდ შეფებთან ერთად.

9 აგვისტო | Lolita-ს მთავარი შეფი: იო კურდღელაშვილი (Fresh Pasta with Seafood)

23 აგვისტო | Stamba-ს მთავარი შეფი: ლევან ქარსელაძე (Asian Flavors & Rice Paper Rolls)

6 სექტემბერი | Shukura-ს მთავარი შეფი: გიორგი თათარიშვილი (Taco Making & Summer Salsas)

მასტერკლასები გაიმართება ნატურალური ღვინის თანხლებით და დასასრულს შეფთან ერთად შეძლებთ დესერტის მომზადებას.

ღონისძიებების სერიების მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი და VISA.

თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელები, ივენთების სტუმრობისას, გადახდილი თანხის 15 % ადგილზე დაიბრუნებენ, ხოლო კულინარიული მასტერკლასის დაჯავშნისას, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. 

®

პირდაპირ ითქვა, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ასე, რომ ალბათ ამ თემაზე დისკუსია უნდა დაიხუროს-თენგიზ შარმანაშვილი

ცალსახად, გადაჭრით და პირდაპირ ითქვა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ასე, რომ ალბათ ამ თემაზე დისკუსია უნდა დაიხუროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ „ქართული ოცნება“ კახა კალაძეს თუ დაასახელებს, მათ კანდიდატის დასახელება გაუმარტივდებათ, რაზეც შარმანაშვილმა უპასუხა:

„დაასახელონ გამარტივებულად კანდიდატი და შემდეგ ამ კანდიდატზე ყველამ ერთად ვიცინოთ“.

ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა – შალვა პაპუაშვილი

საქართველოში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები ვიხილეთ, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა და არეულობის წახალისება წარმოადგენდა – პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ერთგული და კონცენტირებულია ომით დაზარალებული საზოგადოებების შერიგებასა და ჩართულობაზე.

მისივე თქმით, სამშვიდობო ინიციატივები თანდათან ნდობის საფუძველს ქმნის, რაც მშვიდობის პირველ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

“ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დაძაბულობითა და არასტაბილურობით ცნობილ რეგიონს მიეკუთვნება და მშვიდობის მიღწევის მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა.

გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა და ამ მიმართულებით წინსვლისთვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით.

სამწუხაროდ, დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან მომდინარეობს.

საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ხანგრძლივი მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.

პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დაფასებული რეალობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანიც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა და არეულობის წახალისება იყო – პაპუაშვილი

საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემოკრატიული მშვიდობაა უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას.

,,ხანგრძლივი, მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას. პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორებიცაა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დაფასებული რეალობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თიბისი და VELI.store შენი საზაფხულო შოპინგისთვის ერთიანდებიან

თიბისის მომხმარებლები VELI.store-ზე მრავალფეროვანი შეთავაზებებით მუდმივად განებივრებულები არიან. მათ აქვთ შესაძლებლობა ონლაინ პლატფორმაზე იშოპინგონ გამორჩეული პირობებით, განსაკუთრებით კი ზაფხულში.

17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებს, ნებისმიერი რაოდენობის შენაძენზე, 10% ქეშბექი უბრუნდებათ.

თითოეულ შენაძენზე დაბრუნებული მაქსიმალური თანხა ახალი თიბისი ბარათების შემთხვევაში 100 ლარი, ხოლო ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების შემთხვევაში 150 ლარია.

თიბისი და VELI.store მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს დამატებით, ყოველკვირეულადაც სთავაზობენ.  ამ კვირის შეთავაზების ფარგლებში, 30 და 31 ივლისს, VELI.store-ზე შოპინგისას, მათ გადახდილი თანხის  30% მომენტალურად დაუბრუნდებათ. აღნიშნული შეთავაზების დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

კომპანიების თანამშრომლობა და ზაფხულის შეთავაზებები ამით არ სრულდება.  მომხმარებლებს მსგავსი შეთავაზებები კვლავ ელოდებათ. 

ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს – ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია ,,გაყალბებულად“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დრომდე არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად განმარტა ამ არჩევნებთან დაკავშირებული გარემოებები, მათ შორის არაარგუმენტირებული ბრალდებების საფუძველზე 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტები. გამართა შეხვედრები ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ ღია წერილით მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ამ აქტივობების მიუხედავად კვლავ ისმის უსამართლო ბრალდებები, რომელიც არ ემყარება არანაირ მტკიცებულებას. ამის მაგალითია ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებული განცხადებაც.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია ასეთი უპრეცედენტოდ არაობიექტური განცხადების გაკეთება იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც წესით საკუთარი პოზიციების გამოხატვისას ფაქტებს და მყარ არგუმენტებს უნდა ეყრდნობოდეს. ფაქტების და არგუმენტების გარეშე, მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული განცხადებები კი, ტოვებს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულის შთაბეჭდილებას, რაც გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავია საარჩევნო ადმინისტრაციის ათიათასობით თანამშრომლისთვის, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს უწევდნენ ორგანიზებას.

საზოგადოებას და ევროპარლამენტარებს გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული და არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია კომისიის წევრების პატიოსნების და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენება. აღნიშნული რიცხვები და ფაქტობრივი გარემოებები კი ასახავს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და მრავალპარტიულობას.

ცნობილია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „სავარაუდო გაყალბებასთან“ დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება გავრცელებული ბრალდებების ობიექტურად შესაფასებლად. პროკურატურის შუალედური განცხადებიდან ირკვევა, რომ არავის არ წარუდგენია გახმოვანებული ბრალდებების რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები. მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი არც საარჩევნო ადმინისტრაციაში და სასამართლოს შესაბამის ინსტანციაში საარჩევნო დავების განხილვის პროცესში. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ადგილი არ ჰქონია გაჟღერებულ ბრალდებებში მოხსენიებულ დარღვევებს ბუნებრივია ვერც იარსებებს შესაბამისი ფაქტები/მტკიცებულებები.

ამასთან, გაუგებარია  რატომ არ ითვალისწინებს ევროპარლამენტი ეუთო/ოდირის დასკვნას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და უშუალოდ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნები ჩატარდა მაღალ პროფესიულ დონეზე და იგი ასახავდა ამომრჩევლის ნებას. როგორც უკვე ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, ეუთო/ოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ეს ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც გვხვდება, დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის –  უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ხოლო იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ ტიპის განცხადებები შესაძლოა განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების და მის მიმართ ნდობის შემცირების მცდელობა. 

დასასრულს, კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით ყველა შესაბამის პირს ევროპარლამენტში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო მოსაზრების/შეფასების გამოქვეყნებამდე, თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოთ პირველწყაროსთან, ამ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ნუ შეხედავთ პროცესს ზედაპირულად და შესაბამისი მტკიცებულების გარეშე ნუ გაიმეორებთ პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ამ განცხადებებში გაკეთებული შეფასებები შემთხვევითი შეცდომა ან ინფორმაციის ნაკლებობა კი არა, არამედ საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე კიდევ უფრო მეტი გავლენის მოხდენის მცდელობაა.

ჩვენ კვლავაც მზად ვართ სრული თანამშრომლობისთვის, კონსტრუქციული დიალოგისა და ღია კომუნიკაციისთვის, რაც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საერთო ღირებულებებს.

ჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ჯელატო ბედნიერებასა და ცხოვრებით ტკბობასთან ასოცირდება. როგორ განწყობაზეც უნდა ვიყოთ, საკმარისია, იტალიური ნაყინი დავაგემოვნოთ და ყველაფერი იდეალურ ელფერს იძენს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ჯეჯელატოს კონცეფციაც — „ჯეჯელატო, თქვენი ტკბილი თავგადასავალი“.

თავად ბრენდის თავგადასავალი 2019 წლიდან იწყება, როდესაც შპს დარეგისტრირდა, ხოლო პირველი ფილიალი კი 2020-ში, პანდემიის პირობებში, ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. მიუხედავად გამოწვევებისა, GeGelato-მ მაინც შეძლო გაფართოება და უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს საქართველოში.

ჯეჯელატოს ყველა ნაყინი იტალიური ტექნოლოგიით და იტალიიდან ჩამოტანილი აპარატურითა თუ პროდუქციით იწარმოება. ასევე, თანამშრომლობენ იტალიელ შეფებთან და მენიუში მუდმივად 25-30 განსხვავებული გემო აქვთ, თუმცა საერთო გემოების რაოდენობა 60-მდეც აღწევს. ჯეჯელატოში თითქმის ყველა ნაყინი უგლუტენოა, როგორც რძიანი ისე ვეგანური. „როცა მომხმარებელი ჩვენს ნაყინს აგემოვნებს და მის თვალებში სიამოვნების ნაპერწკალს ვხედავ, ვხვდები, რომ ჩემი ჩანაფიქრი სრულდება“, – ამბობს მარიამ უჩანეიშვილი, ჯეჯელატოს დამფუძნებელი.

„უკვე წლებია, მე და ჩემი მეუღლე სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენებზე დავდივართ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დროთა განმავლობაში საკმაოდ ბევრი და საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომლებთან კავშირმაც გადაგვაწყვეტინა, ჩვენც გვეცადა ბედი გასტრონომიის მიმართულებით.

გარდა ნაყინისა, ბრენდი მომხმარებლებს განსხვავებულ დესერტებს, ბელგიურ ვაფლებს, იტალიურ ბურთულებიან ჩაის (Bubble tea), ასევე ცხელ და ცივ სასმელებს სთავაზობს.

ამ მოცემულობამდე მოსვლა გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. მაშინ, როცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ეკონომიკურ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში შეეხო, ჯეჯელატო პირველ ნაბიჯებს დგამდა. ასეთ პერიოდში კი რთული იყო სანდო პარტნიორის პოვნა და სტაბილურობის შენარჩუნება. მიუხედავად ამ გამოწვევისა, მარიამმა, თავის გუნდთან ერთად, მაინც შეძლო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც საფინანსო ორგანიზაციებისთვის სანდო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს.

„თიბისის წვლილი ძალიან დიდია ჯეჯელატოს განვითარებაში, რადგან ნებისმიერიდეის განხორციელებაში გივჭერენ მხარს. თან, საკმაოდ კომფორტული სერვისები და მომსახურება აქვთ, რაც აუცილებელია სწრაფი, უწყვეტი პროგრესისთვის“, — ამბობს მარიამ უჩანეიშვილი.

ჯეჯელატოს სამომავლო გეგმები არა მარტო ობიექტების გაფართოებას, არამედ წარმოების გაზრდას უკავშირდება. ამ ახალ გზაზე კი მთავარ დასაყრდენად კომპანია კვლავ თიბისის განიხილავს.

კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში 1,9 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს

კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში 1,9 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

იაპონიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ევაკუაციის ბრძანება გასცა, რაც 1,905,596 ადამიანსა და 21 პრეფექტურას მოიცავს, მათ შორის, ჰოკაიდოს, კანაგავასა და ვაკაიამას პრეფექტურებს.

კუნძულ ჰოკაიდოზე გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, რადგან ცუნამის პირველმა ტალღებმა კუნძულს უკვე მიაღწია, თუმცა ტალღების სიმაღლე მცირეა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე 30-დან 50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები ფიქსირდება.

ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და ჰაივაიზე, სადაც გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუს მერმა, რიკ ბლანგიარდიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 4 მეტრის სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.