Home Blog Page 49

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! აბსურდის თეატრია – კახა კალაძე

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! – წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებს.

როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„წარმოუდგენელია, თბილისობის დღესასწაულზე პოლიტიკაზე საუბარი მიწევს. მისი მხრიდან წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ვინც უნდა ის წარმოადგინოს, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“, – აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.

ამასთან, პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში მთავრობის დაკომპლექტებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს.

კობა კობალაძე გურიაში ვეტერანებს შეხვდა 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გურიაში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა და მათ სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა.  

შეხვედრაზე, ვეტერანების მხრიდან გამოიკვეთა, ჯანდაცვის, საცხოვრებლით უზრუნველყოფის და ბიზნესის განვითარების საკითხები. 

კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს. 

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. დაკავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

შსს-ს განცხადებით ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

„ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს – ლევან ბეჟაშვილი

ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28­ პროცენტს, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.

”ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს. ჩვენთვის, პროდასავლური ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისათვის, რომელიც ფლაგმანია ოპოზიციის და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კობა კობალაძე ზუგდიდიში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს,მორიგი შეხვედრა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან გაიმართა. კობა კობალაძემ, ვეტერანებს,სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ისაუბრა,რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ვეტერანების მხრიდან გამოიკვეთა რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი; მათ შორის,ჯანდაცვის, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით. 

კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო, დაჭრილია ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი

ოკუპირებულ ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი დაიჭრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა „სამართალდამცავი სტრუქტურების“ ხელმძღვანელებს დაავალა, მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება ჩაატარონ.

ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა გუშინ ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

„ღამის განმავლობაში, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაზვერვის სამმართველოს ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით განახორციელეს წერტილოვანი თავდასხმების სერია მთელ ბეირუთში რამდენიმე საბრძოლო მასალის საწყობისა და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდასხმებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, რათა შემცირებულიყო ზიანის მიყენების შანსი, მათ შორის წინასწარ იქნა გაფრთხილებული ტერიტორიის მოსახლეობა“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, „ჰეზბოლა“ თავის იარაღსა და წარმოების ობიექტებს ბეირუთის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ ათავსებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს შეტევას და ზიანის მიყენებას ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურისთვის; ძლიერ შეტევას, ზიანის მიყენებას და დეგრადაციას გაუწევს „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობებს და ინფრასტრუქტურას ლიბანში“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“ – რატი ბრეგაძე სააკაშვილის ფორმა 100-ის გაყალბებაზე

x

ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი ინფორმაციას, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ფორმა 100 მისმა ექიმმა გააყალბა.

„ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპათიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. პირველი მიღწევა სახეზეა! პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის „ვსესაიუზნი“ ჯილდოზე არიან წარდგენილნი. წინ, მართალო ამხანაგებო! P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი „ხუთოსნები“, – წერს რატი ბრეგაძე.

 ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება  – ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ყველაფერი, რაც [გამარჯვების] გეგმაშია აღნიშნული, სრულიად რეალურია ჩვენი პარტნიორებისთვის. არის მსოფლიოში რესურსი, რომელიც ჩვენს “გამარჯვების გეგმაში” წინსვლის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამაშია ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება.

ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტითა და ტერიტორიებით რაიმე ვაჭრობის გარეშე – სწორედ ისე, როგორც “მშვიდობის გეგმით” არის გათვალისწინებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

,,ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს”- სოზარ სუბარი

ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების საკითხს შეეხო.

როგორც სუბარმა აღნიშნა, გლობალური ცვლილებებით გამოწვეულ დაძაბულობაში, საქართველო ცდილობს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და გარე ძალების ზეწოლისაგან თავის დაცვას.

„ძველი მსოფლიოს წესრიგი უკვე ვეღარ მოქმედებს და ეს პოლარული სამყარო, რომელიც შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკვე გადადის მრავალპოლარულ სამყაროში. ამ შემთხვევაში, საქართველო ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისას, ტრიგერის როლის შემსრულებელი და ერთგვარი მესაჭე აღმოჩნდა.

ძალიან ბევრი ქვეყანა სწორედ ჩვენს მაგალითს იყენებს და ჩვენს კვალდაკვალ უპირისპირდება იმ გლობალურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ პატარა ქვეყნების მსხვერპლშეწირვის ფასად შემდგომ მსოფლიოში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება გლობალური წესრიგი, თვითონ იყვნენ დომინანტები და რაც შეიძლება დიდი ლუკმა მიიტაცონ. ასე რომ, ამ მხრივ, საქართველო მარტო არ არის.

ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, გვინდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ იმდენად დიდია ზეწოლა ჩვენზე, იმისთვის, რომ გადაგვაქციონ კოლონიად და გამოგვიყენონ იარაღად რუსეთის წინააღმდეგ და იმდენად დიდია და წარმატებულია ჩვენი წინააღმდეგობა ამ ზეწოლის მიმართ, რომ საქართველო აღმოჩნდა მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

+28, +30 გრადუსი სითბო დაფიქსირდება… – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

საკმაოდ მოიმატებს ტემპერატურა სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი), სადაც უნალექო ამინდის ფონზე, დღისით +27, +29 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდი იქნება და დღისით +28, +30 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) ასევე და უნალექო ამინდდს ელოდებიან, სადაც დღისით ტემპერატურა +24, +26 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) უნალექო ამინდი და  დღისით +18, +20 გრადუსია მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი, +23, +25 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ასევე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, სადაც დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) კი ასევე უნალექო ამინდი და +15, +17 გრადუსიამოსალოდნელი.

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საყვარელ ადამიანების პრობლემები და ოჯახური საკითხები დიდ დროს წაგართმევთ. ნუ გაბრაზდებით, თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანი თემებით ვერავინ დააინტერესეთ. ეცადეთ, სიტუაციას მეორე მხრიდან შეხედოთ. მშვიდი დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები და ოცნებები საიდუმლოდ შეინახოთ, რომ ვიღაცამ თქვენთვის ხელის შეშლა არ სცადოს

კურო

უსმინეთ საკუთარ თავს და საკუთარ სურვილებს. ამ დღეს შეიძლება საინტერესო საქმე აღმოაჩინოთ, რომელზეც აქამდე არაფერი გსმენიათ. თუ გონივრულად მოიქცევით მან შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. ხელსაყრელია ურთიერთობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. ეცადეთ, საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ, ინიციატივა და გამძლეობა გამოიჩინოთ.

ტყუპები

შორი ქვეყნიდან ახალ ამბებს გაიგებთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ურთიერთობების დამყარებას, გადაწყვეტილებების მიღებას და შეთანხმებების დადებას სწრაფად და ადვილად შეძლებთ. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. ხელსაყრელი დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების, დიეტის და ვარჯიშის დაწყებისთვის. მიწასთან მუშაობა და სახლის დალაგება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმეებზე უნდა გაამახვილოთ, რადგან გარკვეული დროის შემდეგ მათთან დაბრუნება და შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ მოთმინება ნებისმიერ საქმეში საუკეთესო მეგობარია, ხოლო თქვენი ფანტაზია ზოგჯერ რეალობაზე მნიშვნელოვანიც კი გახლავთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით.

ლომი

ამ დღეს რთული და მნიშვნელოვანი ამოცანები დღის მეორე ნახევრისთვის უნდა დაგეგმოთ. უმჯობესია დილა მშვიდ დასვენებას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმოთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რა გართმევთ ენერგიას და ეცადეთ, ეს პროცესი მინიმუმამდე დაიყვანოთ. შესაძლოა, ბოლო დროს დაშვებული შეცდომები გაიმეოროთ, მაგრამ ამჯერად მათი გამოსწორების შანსი მოგეცემათ და ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ, საინტერესო ადგილას წახვიდეთ, სპორტით დაკავდეთ და ხმაურიან წვეულებაზე გაერთოთ. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. გამოცდილ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა კარიერულ წინსვლაში და საქმიან პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ, რაც თქვენს კარიერაზე დადებითად იმოქმედებს.

სასწორი

პლანეტების კეთილგანწყობის ეტაპზე ხართ და გონივრული მოქმედებით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში, ყველა ოპონენტს ხელის ერთი მოსმით მოიცილებთ, მაგრამ ეცადეთ, მათ შორის საჭირო ადამიანებიც არ მოჰყვნენ. შეთავაზებებს, რომლებსაც დღეს მიიღებთ ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რათა საარსებო წყაროს გარეშე არ დარჩეთ.

მორიელი

გირჩევთ, დღის პირველი ნახევარი მშვიდად, საყვარელი საქმეების კეთებაში გაატაროთ. ახალი საქმის დაწყება სამომავლოდ გადადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. გირჩევთ, მთელი ყურადღება უკვე დაწყებული საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ გაუცრუოთ.

მშვილდოსანი

დილიდან დატვირთული დილა გელით – უამრავი საოჯახო საქმე უნდა მოაგვაროთ და საყვარელ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. ამ დღეს მტკივნეული პრობლემის გადაჭრას ძველი კავშირებისა და გავლენიანი ნაცნობების დახმარებით შეძლებთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და აკეთეთ, რასაც ის გიკარნახებთ.

თხის რქა

ამ დღის ზოგი მოვლენა ნერვიულობას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ძიებას გაიძულებთ. სავარაუდოდ, ბევრი გადაადგილება და აქტიური ქმედებები მოგიწევთ. შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული საღამო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ ყველა მიწვევა მიიღოთ და საინტერესო ღონისძიებებზე ახალი ადამიანები გაიცნოთ. გარდა იმისა, რომ ეს თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის, კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა რომანტიკული ნაცნობობისა და შესაფერისი პარტნიორის საპოვნელად.

თევზები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, დანაკარგებს ფილოსოფიურად შეხედოთ, მომავალს კი ოპტიმიზმით. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღების ახალი წყარო აღმოაჩინოთ. გირჩევთ, მომავალ კვირას საკუთარ მოტივებს გადახედოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ სხვა ადამიანები თქვენზე ზეწოლას ცდილობენ. მშვენივრად იცით, რომ არაფერი გამოუვათ.