Home Blog Page 49

26 მაისი – 107 წელი საქართველოს დამოუკიდებლობიდან

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.

1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.

1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. “დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:

დამოუკიდებლობის აქტი1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

7)დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის  საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.

დღეს ის 86 წლის გახდებოდა.  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა მთელი ცხოვრება.

ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა – ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო.

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავამ – მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ – სწავლა დაიწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც 1958 წელს დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის “ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში” რედაქტორი.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის.

მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად, ავტოკატასტოფის შედეგად  დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია – დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის.

მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.
•⁠ ⁠12:00 -16:45 – კონცერტი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით
•⁠ ⁠12:00 -19:00 – საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ქართული თემატიკის ნახატებისგან დამზადებული სტიკერები; ძველი

ფოტოების გაცოცხლება; ნიღბების, მუზარადების, გვირგვინების დამზადება; თაბაშირის გაფერადება, ხეზე დროშის ხატვა, მინი მოლბერტებით მინი ესკიზის დამზადება, სახეზე მოხატვა; ზღაპრის გმირები.
•⁠ ⁠13:00 / 15:00 / 17:30 აზოტის შოუ
•⁠ ⁠12:00-19:00 – სოციალური საწარმო ,,კოდალა“;
•⁠ ⁠12:00 – 19:00 – საბავშვო კინოთეატრი: ქართული ანიმაციის ჩვენება
•⁠ ⁠12:00 – 20:00 – სპორტის სივრცე – ფოტოზონები; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები; საგამოფენო სივრცე; ვირტუალური სივრცე; შეხვედრა სპორტსმენებთან.
•⁠ ⁠12:00 – 20:00 – ღვინის სივრცე – ქვევრების ინსტალაცია; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; ქართული ღვინის დეგუსტაცია.
•⁠ ⁠12:00 – 19:00 – საგამოფენო სივრცე – ქართული ნაქარგების და ქსოვილების ნიმუშები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო აქტივობები.
•⁠ ⁠12:00 – 19:00 – ყვავილების სივრცე – გარდენია შევარდნაძე;
•⁠ ⁠საბავშვო შემეცნებითი აქტივობები – ხელნაკეთი ნივთების, თიხის მოხატვა, მწვანე გაკვეთილები;
•⁠ ⁠სცენა – მუსიკალური ნომრები, საუბრები – ანიმაციაზე, ქართულ კინოზე, ტელევიზიაზე.
•⁠ ⁠12:00 – 20:00 – კვების კუთხე და DJ
•⁠ ⁠17:10 – პრეზიდენტის სასახლის ეზო – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამბროლაურში, სახალხო ზეიმის მონაწილეებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ:
12:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
12:00-17:00 საბავშვო გასართობი პროგრამა: თამაშები, სამახსოვრო სუვენირების დამზადება;
13:00 – 15:00 ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი;
12:00-18:00 მუსიკოსებისა და მსახიობების საზეიმო მსვლელობა;
12:00-20:00 რაჭული კულინარიის კუთხე;
12:00-20:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
17:10 – ჰიმნი თავისუფლებას!
17:30-19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

26 მაისისთვის ემზადებიან მარნეულსა და ახალქალაქში.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით, მარნეულში, მემორიალთან – „კიდევაც დაიზრდებიან“, სახალხო ზეიმის მონაწილეები მრავალფეროვან ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

პროგრამა:
12:00 – 19:00 – ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა; სპორტული და გასართობი აქტივობები; სახელოსნო სივრცის აქტივობა; ბატუტი; სახის მოხატვა; ყვავილების გვირგვინები; „გიფერი“ და ფოტოს ბეჭდვა.
12:00-17:00 – პროექტი „ქართული ენა გვაერთიანებს“
13:00-13:15 – ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა
13:30 -14:00 მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები ოჩო ფეხების და ანიმაციური გმირების თანხლებით
14:00 – 15:00 – საბავშვო ცეკვის აქტივობა
15:00- 16:50 – ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი
17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ანსამბლი „მარგალიტი“ – ჰაერში გაეშვება ჰელიუმის ბუშტები
17:30 – 20:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრები კი, მონაწილეობას შეძლებენ ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვაში, დაესწრებიან კონცერტს და სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობ აქტივობებს.

პროგრამა:
12:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
12:00-18:00 კვების სივრცე
12:00-18:00 საგამოფენო სივრცე – „ქართული ენა გვაერთიანებს“
12:00-18:00 საბავშვო-გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: ზღაპრის გმირების გასართობი პროგრამა, სახის მოხატვა, ხატვის გაკვეთილები, გიგანტური ჭადრაკი, ყვავილების გვირგვინების დამზადება
13:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა
13:10 სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, მელქონ მაკარიანის სიტყვით გამოსვლები
14:00 ანიმაციური საცეკვაო თამაში
15:00-16:30 კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებით
16:30 – საპნის ბუშტების შოუ
16:45 – საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად
17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება, ანსამბლი „მძლევარი“
კულმინაცია: ჰელიუმის ბუშტები
17:15 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში. რაბათის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, კოსტუმირებული მსვლელობები და კონცერტები მოეწყობა.

პროგრამა:
12:00 – 18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა;
13:00 – 18:00 – კოსტუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერებთან ერთად; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები: სახატავი სივრცე; სახის მოხატვა; თიხის სუვენირების მოხატვა; მცენარეების დარგვა; ყვავილების გვირგვინების გაკეთება; ხის პინების მოხატვა; საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან და მასკოტებთან ერთად;
14:50 – 16:40 – ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა
17:00 – 17:05 – დამოუკიდებლობის დღის მილოცვა სცენაზე – ანსამბლი “მესხეთის ბავშვთა სალოტბარო გუნდი”
17:10 – 17:15 – საქართველოს ჰიმნის შესრულება – “მესხეთის ბავშვთა სალოტბარო გუნდი”
ჰიმნის შესრულების დროს, სტუმრებს დაურიგდებათ ჰელიუმის ბუშტები, საქართველოს დროშის ფერებში, 26 მაისის ბრენდირებით, რომლებიც ცაში გაეშვება.
17:15 – 17:20 – თანამედროვე საცეკვაო ნომერი – წითელი და თეთრი ლენტებით
17:20 – 19:20 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი გორში. გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებს სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცეები უმასპინძლებს, აგრეთვე, პროგრამა დატვირთული იქნება საბავშვო აქტივობებით:

12:00-19:00 თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
12:00-21:00 საგამოფენო სივრცე – „პირველი რესპუბლიკა“
12:00-21:00 საგამოფენო სივრცე – „გამოჩენილი ადამიანები შიდა ქართლიდან“
12:00-21:00 საგამოფენო სივრცე – „შიდა ქართლი“
12:00-21:00 ინსტალაცია – 26 მაისი
12:00-21:00 ფოტოგადაღების სივრცე
12:00-18:00 ფოტოგადაღების სივრცე – ID ბარათი
12:00-17:00 სამახსოვრო პასპორტების დამზადება
12:00-17:00 მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა
12:00 -17:00 საჯარო რეესტრი – ამზომველების ავტომობილებისა და სამუშაო აღჭურვილობის გამოფენა
12:00-17:00 მობილური იუსტიციის სახლი
12:00-17:00 პენიტენციური სამსახური – სივრცე კვადროციკლებისთვის
12:00-17:00 რესოციალიზაციის მარკეტი – „რე-მარკეტი“
12:00-21:00 მოსასვენებელი სივრცე
12:00-21:00 კვების სივრცე
12:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
13:00-13:30 მსახიობების საზეიმო მსვლელობა
15:00-17:00 შეჯიბრი და საჩვენებელი ვარჯიში ძიუდოში
16:00-16:30 მსახიობების საზეიმო მსვლელობა
17:10-17:13 საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა

საბავშვო აქტივობები
12:00-18:00 ხატვის მასტერკლასი
12:00-18:00 ძერწვის მასტერკლასი
12:00-18:00 გიგანტური ფაზლი
12:00-18:00 შემეცნებითი ვიქტორინა
12:00-18:00 ციფრული სივრცე – კიბერ თამაშები
12:00-17:00 სახის მოხატვა
12:00-17:00 ჰულაჰუპების თამაში
12:00-18:00 ცარცით ხატვა
12:00-18:00 საბავშვო ატრაქციონები
13:00-13:30 ილუზიონისტის შოუ
14:00-14:30 საპნის ბუშტების შოუ
15:00-15:10 მუსიკალური მსვლელობა
15:30-15:40 საპნის ბუშტების შოუ
15:40-15:50 ილუზიონისტების შოუ
16:00-16:10 მუსიკალური მსვლელობა
12:00-14:30 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
17:10-17:15 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი
18:00-21:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA-ს ხელშეწყობით, ცენტრალური მოედანი სტუმრებს, სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებით უმასპინძლებს, ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.

პროგრამა:
12:00 – 20:00 – შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ავიაშოუ; საბავშვო, გასართობი აქტივობები; დღის კონცერტი; გალა კონცერტი

შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები – შემეცნებით სივრცეში განთავსდება კუბის ფორმის მასშტაბური პავილიონი, სადაც დამთვალიერებელი ნახავს საგანმანათლებლო-გასართობი შინაარსის ვიდეორგოლებს თემაზე: კოსმოსი, იურული პარკი, წყალქვეშა სამყარო; პლანეტარიუმი – მასშტაბური, აუდიო-ვიზუალური, შემეცნებითი წარმოდგენა;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – წარმოდგენილი იქნებიან სტენდებით და დამთვალიერებელს შესთავაზებენ, როგორც ხელოვნური ინტელექტის კუთხეს, ისე შემეცნებით-გასართობ ცდებს ქიმიასა და ბიოლოგიაში; იმიტირებულ „არქეოლოგიურ გათხრებს”; ასევე გამოიფინება სამეგრელოსთან ისტორიულად დაკავშირებული ხელნაწერები; გაიმართება წიგნის ბეჭდვის ძველი ტექნოლოგიის გაცოცხლების ვორქშოფი – „დაბეჭდე დედა ენა“; ქაღალდის რესტავრაციის მასტერკლასი.
სტენდებით წარდგებიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; პროფესიული უნარების სააგენტო და პროფესიული კოლეჯები, რომლებიც სხვადასხვა სახის მასტერკლასებს ჩაატარებენ.

გაიმართება მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა; ანიმატორები სხვადასხვა შინაარსის შემეცნებით და გასართობ აქტივობებს შესთავაზებენ ბავშვებს; კულინარიული შოუ (მანჯი); გუნდური შეჯიბრებები; პერფორმანსები ბავშვებისთვის საყვარელი გმირების მონაწილეობით; საპნის ბუშტების შოუ; მიმების, ჟონგლიორების, აკრობატების პერფორმანსი

12:00-15:00 კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით

16:55-17:10 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის დავით კოდუას და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ჯინჭარაძის მილოცვა

17:10 საქართველოს ეროვნული ჰიმნის ცოცხალ შესრულებას წარმოადგენს – ზუგდიდის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების საგუნდო სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი

17:15 ფერადი ბოლის ფოერვერკი

18:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

12:00 საათიდან, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 26 მაისს, ზუგდიდში წარსდგება “ტექნოპარკი საქართველოს” პავილიონით, რომელშიც წარმოდგენილი იქნება შემდეგი აქტიობები:
•⁠ ⁠LEGO & littleBits
•⁠ ⁠⁠3D მოდელირება & დრონები
•⁠ ⁠⁠3D სკანირება & VR ტექნოლოგია
•⁠ ⁠⁠ანიმაციის და STEAM ვორქშოფი ბავშვებისთვის და მშობლებისთვის
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი პროგრამით იზეიმებს თელავი.

პროგრამა:
12:00-19:00 – საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
12:00-19:00 – სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციართა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
12:00 -19:00 – საგამოფენო სივრცეები:
„1918 წლის 26 მაისი“; „კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობები“; „კახეთის რეგიონის საზოგადო მოღვაწეები“; „საქართველო ღვინის სამშობლო – უძველესი სამუზეუმო ექსპონატების ასლების გამოფენა“; „კახეთის რეგიონის ვაზის ჯიშები“.
12:00-19:00 – ფოტოგადასაღები სივრცე „26 მაისი“.
12:00-19:00 – ღვინის სადეგუსტაციო სივრცე – „კახური მარანი“.
12:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები – ზღაპრის გმირები; თამაშების წამყვანი-ანიმატორი; ბატუტის სივრცე.
14:00 18:00 – შემეცნებითი აქტივობა ბავშვებისათვის – „ტყის ბავშვები“ – პროგრამით – „მცენარეების მოვლა, გადარგვა და დარგვა“ .
14:00-16:00 – კახური ტრადიციული კერძების დამზადების მასტერკლასი და ადგილზე დაგემოვნება – მასტერკლასს გაუძღვებიან შეფ-მზარეულები: დადუნა ღლონტი და ქეთი კვიჭიძე;
12:00-19:00 – კოსტუმირებული მსახიობების საზეიმო მსვლელობები.
15:00-16:00 – ,,ჟოზეს სასცენო სპექტაკლი“ – სასცენო სპექტაკლი სხვადასხვა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.
17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი „თელავის ფირუზ მახათელაშვილის სახელობის ეთნოგრაფიული ანსამბლი ჩაკრულოს“ შესრულებით.
18:00 – 21:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ხონში, ადგილობრივი ხელისუფლება და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული დღესასწაულის სტუმრებს საზეიმო ღონისძიებებით დახვდებიან.

პროგრამა:
12:00 – 19:00 საზეიმო ინსტალაციები, საგამოფენო სტენდები, ფოტო ზონები, მოსასვენებელი სივრცეები; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა
14:00 – 14:30 – საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონია – კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
14:00 – 19:00 – VR კუთხე; კალიგრაფიის მასტერკლასი; სახის მოხატვის აქტივობა
14:30 – 16:00 – საბავშვო აქტივობები
14:30 – 17:30 – გასტრონომიული კუთხე
16:45 – 17:10 – კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
17:05 – 17:10 – დამოუკიდებლობის დღის მილოცვა
17:10 – 17:15 – საქართველოს ჰიმნის შესრულება
ჰიმნის შესრულების დროს სტუმრებს დაურიგდებათ ჰელიუმის ბუშტები საქართველოს დროშის ფერებში და 26 მაისის ბრენდირებით, რომლებიც ცაში გაეშვება.
17:20 – 19:30 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
პროგრამა:
12:00-17:30 სახელოსნო, ბავშვთა გასართობი სივრცე: აქტივობები – სახის მოხატვა, თაბაშირის ფიგურების მოხატვა, კალიგრაფიული ბარათების შექმნა, სპორტული შეჯიბრებები, ილუზიის ოთახი.
12:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
12:00-19:30 სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
14:00-14:30 საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონია. კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
14:00-17:30 სახელოსნო, ბავშვთა გასართობი სივრცე: აქტივობები – ყვავილების გვირგვინების დამზადება, ქიმიური შოუ, კოსტუმირებული ანიმატორი, განძის ძიება, ქართული ცეკვის მასტერკლასი.
14:30-16:30 ადგილობრივი და დიასპორის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი:
– კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის სახალხო-სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“,
– კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ბიჭუნათა ანსამბლი „მცხეთა“;
– თბილისის სტუდია „საუნდ ლაბი“;
– ქსნის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ქართული“;
– მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები;
– კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ხალხურ საკრავთა ანსამბლი.
– ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი და მისი სასწავლო სტუდია.
– ქ. ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიასთან“ არსებული წმ. ნინოს სახელობის ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდი და მისი სასწავლო სტუდია.
16:30-16:50 კოსტუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა.
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ანსამბლი “შავნაბადა”.
17:30-19:30 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ოზურგეთის მერიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება ოზურგეთში:
14:00 საათიდან – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო აქტივობები; პოპკორნისა და ბამბის ნაყინის კუთხე; ბატუტი; გიფერის კუთხე; ტერიტორიაზე იმოძრავებენ კოსტუმირებული ოჩო ფეხები; გიგანტური საპნის ბუშტების შოუ; გინესის რეკორდსმენი თავით ბურთის კენწვლაში – გოდერძი მახარაძე. ახალი რეკორდის დამყარება.
14:00-17:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა
17:05-17:10 – ჰიმნის – გაერთიანებული ანსამბლების შემადგენლობით
17:10-17:20 ჰიმნის შესრულებისას საბავშვო ანსამბლის წევრები სცენის წინ გაშლიან საქართველოს 10-მეტრიან დროშას; სცენის გვერდზე კი გაისვრის ფერადი ფოიერვერკი
17:20-19:30 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი
20:30 საზეიმო ფოიერვერკი

რუსთავში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება თავისუფლების მოედანზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებულ სხვადასხვა სახის აქტივობებში ჩაერთვებიან.
პროგრამა:
12:00 – 18:00 – ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა
14:00 – 15:30 – ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი
11:00 – 19:00 – იმპროვიზირებული კაფე
13:00 – 17:00 – გამაგრილებელი სასმელების და კოქტეილების ბარი
13:00 – 16:00 – გასართობი ზონები: ზღაპრის კუთხე, ქვიშის აუზი, ხეზე ხატვის ვორქშოპი, 3D ფაზლები.
14:00 – 17:00 – ფლორისტების კუთხე
11:00- 16:30 სპორტული აქტივობები: საცოცი კედელი, გოლფის მოედანი, სამაგიდო თამაშები, კალათბურთის და ფეხბურთის მინი მოედნები.
14:00 – 15:00 – ილუზიონისტის შოუ;
15.00 – 15.30 – თითების თეატრის 2 წარმოდგენა
17:00 – ქორეოგრაფიული შოუ
17:10 საქართველოს ჰიმნი – გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის კაპელა, ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე
18.00 – 20.00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საზღვაო აკადემიის ორგანიზებით, რუსთაველის რკალის ტერიტორიაზე, 26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება.
პროგრამა:
12:00 საათიდან – საგამოფენო სივრცე, ⁠⁠შსს-ს სპეცტექნიკა, თემატური ინსტალაციები, საბავშვო გასართობი სივრცეები, თემატური ფოტო ზონები, კვების, კულტურულ – შემეცნებითი და გასართობი სივრცეები.
13:00 – 16:20 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი
17:10 -17:15 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – ადგილობრივი ანსამბლი „ფაზისი“
18:00 – 20:20 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

ქუთაისში, ადგილობრივი ხელისუფლების, ღვინის ეროვნული სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს ფოსტის ხელშეწყობით, ბალახვანის 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ, სახალხო დღესასწაულის მონაწილეებს მრავალფეროვანი ღონისძიებები დახვდებათ.

პროგრამა:
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გაიმართება:
13:00 ორკესტრის მსვლელობა.
13:00-17:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა
13:00 – 17:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა
14:00 – 17:00 იმერული ჯიშის ღვინოები – ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით
13:30-17:00 – საბავშვო სივრცე: გვირგვინების დაწვნის მასტერკლასი, სხვადასხვა თამაშები
13:15 – 15:00 – დღის კონცერტი – ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით
17:10 – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმო აღნიშვნა, საქართველოს ჰიმნი – ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი
17:20 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი

12:00 – 19:00
წარმოდგენილი იქნება ქუთაისის აეროპორტის მთავარი არქიტექტურული კომპონენტებისგან შექმნილი საგამოფენო სივრცე, მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან, ფრენის სიმულაციის ოთახი, სხვადასხვა ვორქშოპები და გასართობი საბავშვო აქტივობები.
– აეროპორტების მულტიფუნქციური სივრცე: ბავშვებისა და უფროსებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები (მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, ჩამოაგდე ჯოხი, ლაბირინთი, მეგა ბიარ პონგი), VR, მასიური ჩემოდნების ფოტო ზონა, მოსასვენებელი კუთხე;
– აეროპორტების საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა/ფერადი სახლები (საჰაერო ბურთის ვორქშოპი, სასურათე სამახსოვრო ფორმების ვორქშოპი, თვითმფრინავის ვორქშოპი), საბავშვო ფოტოზონა.
– აეროპორტების სიმულაციის ოთახი: თვითმფრინავის კუდის იმიტირებული კუთხე, ოთახი ფრენის სიმულაციისთვის

12:00-19:00 ფოსტის საბავშვო ზონა: ბავშვების ვორქშოფების ზონა საქართველოს ფოსტის ლოგოს ორიგამის ვორქშოპი, მარკების არტ-ვორქშოპი, კონვერტის დამზადების ვორქშოპი, საბავშვო აქტივობები (ამანათების ჩალაგება, წერილების დახარისხება, აქტივობა: დაიჭირე კონვერტი)
ფოსტის მულტიფუნქციური სივრცე: ძველებური ფოსტის იმიტაცია, კალიგრაფისტის მიერ გრაგნილებზე ვიზიტორების სახელების დაწერა.
საქართველოს ფოსტის ანიმაციური გმირები, მასიური თოჯინები (ფოტოზონა); ბატიბუტისა და ბამბის ნაყინის კუთხე;

აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ორგანიზებით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 მაისი სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
პროგრამა:
12:00 – მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, ბათუმში არსებული ქართველი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის დეგუსტაცია, დროშების ხეივანი, ინსტალაციები, საბავშვო ზონა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის ფრაგმენტების კუთხე.
17:10 – საქართველოს ჰიმნი ცოცხალი შესრულებით – რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა
18:00 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

საქართველოს ყველა რეგიონში, 26 მაისისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები, საზეიმო კონცერტით დასრულდება, რომელშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს.

ეროვნული დღესასწაული დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამას მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში ათონელის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე ალექსანდრეს ბაღში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 21 ქალაქში გაიმართება. წელს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცს 700-მდე წვევამდელი დადებს, რის შემდეგაც ისინი თავდაცვის ძალების რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხებიან. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 17:10 საათზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.

როგორი ამინდი იქნება 26 მაისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

26 მაისს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა თითქმის ყველგან, მაღალი მთიოს გარდა, მაღალი იქნება, თუმცა ზოგიერთ ქალაქში სითბოსთან ერთად მოღრუბლულობას ვარაუდობენ.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +27 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +30 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +32 – უმეტესად ღრუბლიანი

მესტია +20 – მზიანი 

ფოთი +31 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +31 – უმეტესად ღრუბლიანი

ოზურგეთი +32 – მზიანი

ქუთაისი +31 – უმეტესად ღრუბლიანი

ამბროლაური +28 – მზიანი 

ახალციხე +28 – მზიანი

ბორჯომი +24 – მზიანი 

ბაკურიანი +21 – უმეტესად ღრუბლიანი

გორი +26 – უმეტესად მზიანი

ცხინვალი +24 – მზიანი 

სტეფანწინდა +15 – უმეტესად ღრუბლიანი

გუდაური +11 – უმეტესად ღრუბლიანი

თელავი +25 – მზიანი

რუსთავი +29 – უმეტესად ღრუბლიანი

თბილისი +28 – უმეტესად ღრუბლიანი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

კარ­გია, რომ დას­ვე­ნე­ბის დღეა, სა­სურ­ვე­ლია, შე­ა­ნე­ლოთ ტემ­პი და არ შე­ე­ცა­დოთ ერ­თდრო­უ­ლად გა­ა­კე­თოთ ყვე­ლა სა­ში­ნაო საქ­მე, თო­რემ ამ დღის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ენერ­გია ძა­ლი­ან სწრა­ფად აორ­თქლდე­ბა

კურო

ახ­ლობ­ლებს ბოლო დროს ყუ­რა­დღე­ბა არ აქ­ცევთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დროა გა­მო­ას­წო­როთ თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლი და დღე­ვან­დე­ლი გა­ა­ტა­რეთ ოჯახ­თან ერ­თად, მო­უ­წყვეთ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი ბავ­შვებ­საც და ხან­დაზ­მულ ახ­ლობ­ლებ­საც.

ტყუ­პი

რაც არ უნდა გა­ა­კე­თოთ დღეს, ეცა­დეთ, არ იჩ­ქა­როთ: ნაჩ­ქა­რე­ვი დას­კვნე­ბი და ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­გიყ­ვანთ თქვენს მი­ზან­თან, პი­რი­ქით, მო­გა­შო­რებთ.

კირჩხი­ბი

ემო­ცი­ებს არ უნდა აჰ­ყვეთ, ეს დეპ­რე­სი­ამ­დე მი­გიყ­ვანთ. სა­სურ­ვე­ლია, სუბ­ლი­მა­ცია მო­ახ­დი­ნოთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და, ამავდრო­უ­ლად, გარ­შე­მო მყოფ­თათ­ვის სა­სარ­გებ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებ­ზე.

ლომი

ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერთ ხაზს არ უნდა მიჰ­ყვეთ, ასე მათ­გან ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ, ეცა­დეთ იყოთ მოქ­ნი­ლი და თა­ვა­დაც გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რა მარ­ტი­ვად გა­მო­გი­ვათ ყვე­ლა­ფე­რი.

ქალ­წუ­ლი

სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ არ შე­იც­ვლე­ბა, თუ ადრე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო იტან­ჯე­ბით – ცოდ­ვე­ბი უნდა და­ტო­ვოთ წარ­სულ­ში და წინ წახ­ვი­დეთ მსუ­ბუ­ქად, წუ­ხი­ლი­სა და სი­ნა­ნუ­ლის ტვირ­თის გა­რე­შე.

სას­წო­რი

რო­გო­რიც არ უნდა იყოს გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ნუ გა­ჯი­უტ­დე­ბით, მო­უს­მი­ნეთ თქვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის არ­გუ­მენ­ტებს – ალ­ბათ მათ­შიც არის საღი აზრი.

მო­რი­ე­ლი

და­ი­ვი­წყეთ საქ­მე­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი; დღეს უნდა და­ის­ვე­ნოთ. წა­დით პარკში ან ტბა­ზე გა­ი­სე­ირ­ნეთ, ეს ხელს შე­უ­წყობს ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნას მო­მა­ვა­ლი დღის­თვის.

მშვილ­დო­სა­ნი

სა­ნამ და­ი­წყებთ ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, შე­ა­ფა­სეთ მათი შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბი და ამა­ვე დროს გულ­წრფე­ლად უპა­სუ­ხეთ სა­კუ­თარ თავს, მზად ხართ თუ არა იმ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, რაც მათ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ.

თხის რქა

თა­მა­მად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ცვლი­ლე­ბე­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ისი­ნი და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პი­რო­ბებ­ზე, ამი­ტომ გა­დამ­წყვეტ ქმე­დე­ბებს ნუ გა­და­დებთ.

მერ­წყუ­ლი

თქვენ ყო­ველ­თვის გჭირ­დე­ბათ ნაკ­ლე­ბი სა­უ­ბა­რი და მეტი მოს­მე­ნა, მაგ­რამ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით: თქვენ შეძ­ლებთ გა­ი­გოთ, თუ რა მიზ­ნე­ბი აქვთ გარ­შე­მო მყო­ფებს, რო­მე­ლი მათ­გა­ნია გულ­წრფე­ლად გან­წყო­ბი­ლი თქვენ მი­მართ და ვინ მა­ლავს ნე­გა­ტივს კე­თი­ლი ბუ­ნე­ბის ნიღ­ბის ქვეშ.

თევ­ზე­ბი

სა­ნამ რა­ი­მეს გა­ა­კე­თებთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი სულ მცი­რე რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯით წინ: სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ შე­დე­გი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს, ვიდ­რე ელო­დე­ბით, ასე რომ არ იჩ­ქა­როთ. ისე, კი, უმ­ჯო­ბე­სია, ეს დღე შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როთ.

,,ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა, განადგურებული”- თეა წულუკიანი

„ეს იყო პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკა, რომ მედია უნდა იყოს სრულად კონტროლირებადი და ის, ვინც ვერ გაკონტროლდებოდა, განადგურებული“, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას.

„იმედის“ საქმე ალბათ ჩვენს დასკვნაში იქნება სხვა საქმეებთან ერთად ერთ-ერთი საჩვენებელი იმისა, თუ როგორ გაანადგურა თავისუფალი მედია თითქმის, სრულად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა და უკვე ემზადებოდა იმისთვის, რომ როგორც თავად ამბობდნენ, კიდევ 50 წელი დარჩენილიყო ხელისუფლებაში.

მათ წინააღმდეგ, ვინც მოცემული აზრის გადაცემას უნდა ემსახურებოდეს, ეს არის მედია, უნდა მომხდარიყო ამ პროცესის ჩაკეტვა. ერთის მხრივ, რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი უნდა ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე, იდეალურ შემთხვევაში არც ერთი. თუ იქნებოდა, ჩუმად უნდა ყოფილიყო, მაინც 5-იანი უნდა შემოეხაზა არჩევნებზე და მიშა-მიშა ეყვირა. თუ მაინც იქნებოდა ასეთი აზრის მქონე, ამის გამავრცელებელი არ უნდა ყოფილიყო.

ეს ზოგადი შეფასება, რაც არ უნდა მძიმედ გამოიყურებოდეს, გამყარებულია იმ ფაქტებით, მტკიცებულებებით, დოკუმენტებით, რომლებიც შევისწავლეთ და მოსმენებით, რომლებიც კომისიის ფარგლებში გაიმართა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

,,ვის მოუწევს დაიცვას ერეკლე გეწაძის უსაფრთხოება, როცა პირდაპირი მუქარაა რუსეთის მხრიდან? ”-  ზაზა დობორჯგინიძე

ვის მოუწევს დაიცვას ერეკლე გეწაძის უსაფრთხოება, როცა პირდაპირი მუქარაა რუსეთის მხრიდან და საქმეც აღძრეს უკვე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე როგორც აღკვეთა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა, მას შემდეგ რაც პუტინს დედა აგინა, – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ ფაქტზე საზოგადოების ნაწილი ისე ღლიცინებს, თითქოს, რუსეთს არ ჰქონდეს გეწაძეზე შურისძიების ბერკეტი.

დობორჯგინიძის თქმით, მარტივია ურა-პატრიოტიზმი, მაგრამ მოცემულობა არის ის, რომ რუსეთი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა სსრკ-ს დაშლის შემდეგ და ამას ნატოს გენერალური მდივანიც ადასტურებს.

“ვის მოუწევს დაიცვას ერეკლე გეწაძის უსაფრთხოება, როცა პირდაპირი მუქარაა რუსეთის მხრიდან და საქმეც აღძრეს უკვე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ისე როგორც აღკვეთა გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა, მას შემდეგ რაც პუტინს დედა აგინა. ქართულ სამართალდამცავ უწყებებს მოუწევთ იმ ყველაფერთან გამკლავება, რასაც რუსეთის სამართალდამცავი უწყებები დაგეგმავენ, რასაც ეს პერფორმანსი გამოიწვევს, რომელზეც დგახართ და ღლიცინებთ, თითქოს რუსეთს არ ჰქონდეს ბერკეტები მკვლელობა დაგეგმოს. მარტივია ურა-პატრიოტიზმი, დააფსი დროშას, დაგიკრავენ ტაშს, მაგრამ რამდენიც უნდა ვაფსათ რუსეთის დროშას მოცემულობა არის შემდეგი: რუსეთი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ნატოს გენმდივანის თანახმად, რუსეთი ოთხჯერ მეტ საბრძოლო მასალას ვიდრე ნატოს ქვეყნები.

რუსეთის 2025 წლის ბიუჯეტში, თავდაცვისთვის 13.5 ტრილიონი რუბლია ($145 მილიარდი) გამოყოფილი, მშპ-ს 6.5% , სრული ბიუჯეტის ხარჯების 32.5%-ს. ბიუჯეტის მესამედს დახარჯავს თავდაცვით ხარჯებში. ცალკე ეროვნული უსაფრთხოების ხარჯებისთვის 3.5 ტრილიონი რუბლია გამოყოფილი. ჯამურად თავდაცვის და უსაფრთხოების ხარჯები იქნება 17 ტრილიონი რუბლი, ხარჯების 41% და მშპ-ს 8%. ამის პარალელურად, მომდევნო წლების განმავლობაში დედამიწის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი გახდება არქტიკა. კლიმატის ცვლილების გამო, არქტიკული ყინული ლღვება და გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ოდენობით აღმოუჩენელი ბუნებრივი აირის და ნავთობის ექსტრაქცია მარტივდება, ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტი ევროპას და აზიას შორის ხდება ჩრდილოეთის საზღვაო დერეფანი, რომელიც 40%-ით ამცირებს მანძილს სუეცის არხთან შედარებით.

ამ დროს, რუსეთი არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ბირთვული ყინულმჭრელები და ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურა არქტიკაში, რის გამოც აქვს უპირატესობა ნატოს ქვეყნებზე. ამ დროს ამერიკას აქვს გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან და არავინ ჩვენ არ დაგვიცავს საჭიროების შემთხვევაში. ძალიან სახიფათო სიტუაციაში ვართ და არ სჭირდება ამას არც დიფსთეითი და არავის მიერ ომის წაქეზება, არამედ სიტუაცია რომელშიც ვართ არის სახიფათო და ის ემოციური და აფექტური მიდგომები რაც არსებობს, არის სახიფათო ქვეყნისთვის.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე Facebook-ზე.

,,მსხვერპლზე შეცდომით არ საუბრობენ, ეს მათი მიზანმიმართული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია”- გურამ მაჭარაშვილი

მსხვერპლზე შეცდომით არ საუბრობენ, ეს მათი მიზანმიმართული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია, რადგან სხვა სახის მხარდაჭერა აღარ გააჩნიათ, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით ოპოზიციის მზადებაზე საუბრისას.

„სიმბოლურია ის, რომ 2011 წლის 26 მაისსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარბია ხალხი, ზოგი მოკლა, ზოგი დაჭრა, ზოგი ციხეში აწამა და ა.შ. ახლაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით ისევ ემუქრება საზოგადოებას, არა ხელისუფლებაში მყოფი, მაგრამ მაინც, მსხვერპლით, ძალადობრივი აქციებით და ა.შ. ეს არის მათი ბუნება და სიმბოლო. ისინი ვერ იტანენ ვერც საქართველოს დამოუკიდებლობას, ვერც ქართულ ღირებულებას და ვერც იმ პრაქტიკულ სუვერენიტეტს, რომელიც ბოლო ორი- სამი წელია მოვიპოვეთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

შვეიცარიის ალპებში გარდაცვლილი ხუთი მოთხილამურე იპოვეს

მაშველებმა შვეიცარიის კურორტ ცერმატთან ახლოს, მთებში ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ Blick-ი იტყობინება. 

უცხოური მედიის ცნობით, სამძებრო ოპერაციის ჩასატარებლად Air Zermatt-ის სამაშველო ვერტმფრენი იყო გაგზავნილი. 

დაღუპულთა ოფიციალური იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ვალეს კანტონის პროკურატურამ ტრაგედიის ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მოთხილამურეები სათხილამურო ტურზე რიმპფიშჰორნში იმყოფებოდნენ, რაც გულისხმობს მწვერვალზე თხილამურებით სრიალს და შემდეგ ისევ ქვემოთ დაშვებას. 

ინფორმაციისთვის, რიმპფიშჰორნი მწვერვალია პენინის ალპებში,  სიმაღლე 4199 მ. მდებარეობს შვეიცარიაში. 

სომხეთ–თურქეთის დამაკავშირებელი გიუმრი–ყარსის რკინიგზის აღდგენა, ბაქო–თბილისი–ყარსის მიმართულებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს – TCRC

ახლახანს სომხეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თურქეთთან დამაკავშირებელი გიუმრი – ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელიც 1993 წლიდან დახურულია და უფუნქციო მდგომარეობაში იმყოფება.

2024 წლის ბოლოს ახურიკ – აკიაკას სასაზღვრო პუნქტზე, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა განიხილეს სარკინიგზო გადასასვლელის აღდგენის და საზღვრის გახსნის ტექნიკური დეტალები.

თურქეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტი სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის ნაწილია, რომელიც  2023 წელს იყო წარმოდგენილი.

სომხეთის სამინისტროს ინფორმაციით, გიუმრიდან ახურიკამდე სომხური მონაკვეთის აღდგენას ერთი წელი და 32.4 მლნ დოლარის ინვესტიცია დასჭირდება.

ცალსახაა, რომ სომხეთი მნიშვნელოვნაა დაინტერესებული თურქეთთან სატრანსპორტო კავშირების აღდგენაში, რითაც სამხეთს შესაძლებლობა ეძლევა შეიძინოს მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი – სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია.

დასამალი არ არის, რომ თურქეთსაც ასევე ესაჭიროება სომხეთის გავლით სარკინიგზო კომუნიკაციების ამოქმედება. რისი დადასტურებაცაა, ჯერ კიდევ 2022 წელს თურქული მხარის მიერ  სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე განაღმვითი სამუშაოების დაწყება.

ამავდროულად, თურქეთის სამთავრობო წრეების განცხადებებში, მკაფიოთაა ხაზგასმული, სომხეთ – თურქეთის საზღვრის გახსნის პირობებში, თურქეთის ეკონომიკურად ჩამორჩენილი აღმოსავლეთ რეგიონების ჩიხიდან გამოყვანის და სომხეთის გავლით ცენტრალურ აზიაში ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექტივების აუცილებლობის შესახებ.

თურქეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პირობებში სომხეთს საშუალება ეძლება  დაუკავშირდეს შუა დერეფანს და ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართლებას გაუწიოს მძლავრი კონკურენცია.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხორციელება მხოლოდ წინმსწრები  პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდგომაა შესაძლებელი, თურქეთსა და სომხეთს შორის ბოლო წლებში გამართული მოლაპარაკებები ნათლად მიუთითებს მხარეების მზადყოფნაზე, მოქმედებები აქტიურ ფაზაში იქნეს გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ბაქო – თბილისი – ყარსის, მხოლოდ საქართველოს მხარეს რუსთავი – მარაბდის 152 კმ იანი სარკინიგზო მონაკვეთის ადღგენის და ახალი მარაბდა – კარწახის 32 კმ უბნის მშენებლობას, რომელიც 2007 წელს დაიწყო და რაზეც აზერბაიჯანის მხარემ 900 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და თითქმის 20 წლის შემდგომ დაუსრულებელ მდგომარეობაშია.

სანაცვლოდ სომხეთ – თრქეთის რკინიგზის აღდგენას ერთი წელი და მხოლოდ 32.4 მლნ დოლარი ესაჭიროება.

თურქეთ სომხეთის საზღვრის დახურვამდე სარკინიგზო  სადგური მხოლოდ ერთი ლიანდიდან მეორე ლიანდზე გადატვირთვის მარტივ ოპერციებს ასრულებდა, მოგვიანებით სადგურზე დამონტაჟდა ურიკების შემცვლელი მექანიკური დანადგარები რომლებიც, საზღვის დახურვის გამო ფაქტიურად არ იქნა გამოყენებული. სომხეთის რკინიგზის ინჟინრების გადმოცემით სადღეისოდ გაუძარცვავ და გამართულ მდგომარეობაში იმყოფება.

საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ, იმ გათვლით, რომ საზღვარი ხელახლა გაიხსნებოდა,  სომხეთის რკინიგზამ კიდევ 7-8 წელი შეინარჩუნა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გამართულ მდგომარეობაში.

სომხეთის რკინიგზელების განცხადებით, საზღვარზე მატარებლების მიღების/გაგზავნის მინიმალური პირობების უზრუნველსაყოფად არსებული აღჭურვილობის გათვალისწინებით, ასევე რელსებისა და შპალების შეცვლის შედეგად, შეუძლებელია მოკლე  პერიოდში განახლდეს სასაზღვრო სადგურის ფუნქციონირება და აღდგეს მატარებლებლების მოძრაობა.

წარმოდგენილი ფოტოებით ნათლად ჩანს, რომ სომხეთის მხარეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იმყოფება, ნაწილობრივ გამართულ მდგომარეობაში, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლე ვადაში იქნება მისი ექსპლუატაციაში გაშვება შესაძლებელი.

დასკვნის სახით – სომხეთისა და  თურქეთის დამაკავშირებელი  გიუმრი  – ყარსის რკინიგზის აღდგენა, არ მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს, პოლიტიკური  გადაწყვეტილების მიღების პირობებში, აღნიშნული მონაკვეთი  ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართლებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს. 

წყარო: transcor.ge

,,Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა”- დავით ჩიხელიძე

 „Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას დააფსა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა“-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე წერს, „ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ!“

„Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას დააფსა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა, აღნიშნული ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა დავსვათ კითხვა სად ვართ და სად უნდა ვიყოთ! მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც მომხდარი ფაქტის გამოძიების პირობა დადო.

რაც რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და დეოკუპაციაზე, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა იღწვის. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ! ყოველი მსგავსი გამოხტომის და დაუფიქრებელი ნაბიჯის შემდეგ, საქართველოს მთავრობაზე წნეხი იზრდება, უარესდება არსებული რეალობა, რისი გამოსწორებაც დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, დაფიქრდით ვის წისქვილზე ასხამთ წყალს და ვის თამაშს თამაშობთ!“- წერს დავით ჩიხელიძე.