Home Blog Page 48

,,ეს არის შეთითხნილი პასკვილი, ისე როგორც ყველაფერი”-გიული ალასანია

ეს არის შეთითხნილი პასკვილი, ისე როგორც ყველაფერი, – განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ფორმა 100-ის არაკანონიერი გზით გაცემის საკითხს.

„ქრონიკა“ ამავე თემაზე ესაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ჩალაძესაც. კითხვაზე – რაში დასჭირდა მიხეილ სააკაშვილს კანონის გვერდის ავლით ფორმა 100-ის მოპოვება, ჩალაძემ ასე უპასუხა:

„ეს არის თავისუფალ პროფესიაზე – ექიმებზე თავდასხმა, თავისუფლად მსუნთქავი ბიზნესი მოგუდვის მცდელობა“.

„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში“ მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია.

,,ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია”- შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია – ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე და განაცხადა, რომ ეს „ იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება“.

შალვა პაპუაშვილმა სანციებთან დაკავშირებით აშშ-ს გადაწყვეტილებას „თვითნებური და დაუსაბუთებელი“ უწოდა.

„რაც შეეხება ჩვენს პოლიციელებს, ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, ვერავინ ვერ ნახა მათ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიების მტკიცებულება, მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ არ მიეცათ დაცვის უფლება. არცერთი რაიმე ფაქტი ან პრეტენზია, თუკი აქვს აშშ-ს, გასაჯაროებული არ იქნა. ამიტომ, ეს იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

რაც შეეხება გადაწყვეტილებებს აშშ-ში, ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო – საქართველო, ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი კანონმდებლობით და საქართველოში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია. ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების მხრივ. თუკი აქვთ რაიმე პრეტენზია, მტკიცებულება საქართველოს რომელიმე მოქალაქესთან დაკავშირებით, ეს უნდა წარმოადგინონ.

ჩვენ, როგორც ადრე, გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ასევე, ახლა, ყოველ ჯერზე ვეუბნებით, წარმოგვიდგინეთ მტკიცებულებები. ფაქტია, რომ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა არ შეუძლიათ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად თვითნებური და დაუსაბუთებელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

,,სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, ეს არის დიდი ჯგუფების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიყალბე”- შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია და სააკაშვილის მფარველები არიან სიყალბის მხარეს მყოფი ადამიანები. პოლონელი ექიმი იყო ჩამოსული, მთავრობის ნდობით აღჭურვილი ექიმთა ჯგუფი როგორც გახსოვთ. ისინი იყვნენ პოლონეთის მთავრობასთან არსებული ექიმების ჯგუფი, რომლებიც აქ შარლატანობით იყვნენ დაკავებული და წინდით გაჰქონდა ნიმუში. რომ არა სამსახურების სიფხიზლე, ვინ იცის რას ამზადებდნენ ამ დასკვნებით და ნიმუშის გაპარებით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„სააკაშვილთან დაკავშირებით ყალბი დასკვნა დაწერეს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და მისმა თანამშრომლებმა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ აკმაყოფილებდა გათავისუფლების პირობებს. სტრასბურგის სასამართლომ კი ნინო ლომჯარია სიყალბეში ამხილა.

ჩვენ ვნახეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათია“ და მისი ხელმძღვანელი, რომელიც ყალბ დასკვნებს წერდა სააკაშვილთან დაკავშირებით და ამ სერიის გაგრძელებაა ზუსტად. ჩვენ ვნახეთ პოლონელი ექიმი ყალბი დასკვნის დამწერი თუ წინდით გამტანი, ასევე ვნახეთ ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ექიმი.

სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, ეს არის დიდი ჯგუფების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიყალბე. მას შემდეგ რაც ის დააკავეს, არის ყველანაირი მცდელობა შიგნით თუ გარეთ, რომ რამენაირად დაიხსნან სამართლიანი სასჯელისგან,“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში“ მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას, რამაც ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ მხარეებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“ხვალ ერთი წელი შესრულდება ისრაელში ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმიდან, რომელთა მიმართაც მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღაზაში ჯერ კიდევ ბევრი მძევალია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოადანზე, სადაც ათასობით მორწმუნეს მიმართა.

მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო და უფრო დიდ ტანჯვაში ეფლობა, რომელიც, ძირითადად, უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს აზარალებს.

მისი თქმით, ცეცლი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას და სხვა თავდასხმების შეწყვეტას, როგორიც ირანის მიერ რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რამაც რეგიონი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს. ყველა ერს აქვს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში არსებობის უფლება და მათ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს თავდასხმა ან შეჭრა; სუვერენიტეტის პატივისცემა და უზრუნველყოფა დიალოგითა და მშვიდობით უნდა მოხდეს და არა სიძულვილითა და ომით“, – აღნიშნა რომის პაპმა.

საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას – მამუკა მდინარაძე

საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება! არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება!,- ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მმართველი პარტია ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს.

მდინარაძის განცხადებით, საქართველო არასოდეს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს და ასევე, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით.

“აგენტურა არჩევნებზე გავლენის მოხდენას ანტიეროვნული ჭორების გავრცელებით ცდილობს – ქართული ოცნება ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით და ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანით აპირებსო…

ყველამ კარგად დაიმახსოვროს ქართველი ხალხის და ჩვენი პოზიცია:

საქართველოარასდროსდააყენებსეჭვქვეშქვეყნისმთლიანობისსაკითხს! ერთიანისაქართველოსიდეა, ესარისჩვენიქართულიოცნება, რომელიცაუცილებლადახდება!

არანაირიაღიარებადამსგავსიანტიეროვნულისაკითხებიარგანიხილება! მათშორისგამორიცხულიაკონფედერაციაზედათანხმება, რაცასევენიშნავსოკუპირებულიტერიტორიებისდამოუკიდებლობისაღიარებას!

ვინცდარაგზებითაცარუნდაგანიზრახოსამქვეყნისომშიჩართვა, საქართველოდეოკუპაციასგანახორციელებსმხოლოდმშვიდობით, განვითარებით, შერიგებისდაურთიერთმიტევებისგზით!

#აფხაზეთისაქართველოა

#სამაჩაბლოსაქართველოა”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! აბსურდის თეატრია – კახა კალაძე

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! – წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებს.

როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„წარმოუდგენელია, თბილისობის დღესასწაულზე პოლიტიკაზე საუბარი მიწევს. მისი მხრიდან წარმოუდგენელია მსგავსი ტიპის განცხადებები. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს პრემიერობის კანდიდატის წარდგენას?! წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, აბსურდის თეატრია, სადაც ყველა რადიკალს თავისი როლი აქვს. ვინც უნდა ის წარმოადგინოს, ეს კონსტიტუციის კიდევ ერთი დარღვევაა, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს“, – აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ აქვს.

ამასთან, პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში მთავრობის დაკომპლექტებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას თემას აქტიურად განიხილავს.

კობა კობალაძე გურიაში ვეტერანებს შეხვდა 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გურიაში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა და მათ სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა.  

შეხვედრაზე, ვეტერანების მხრიდან გამოიკვეთა, ჯანდაცვის, საცხოვრებლით უზრუნველყოფის და ბიზნესის განვითარების საკითხები. 

კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს. 

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. დაკავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.

შსს-ს განცხადებით ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

„ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს – ლევან ბეჟაშვილი

ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28­ პროცენტს, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.

”ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს. ჩვენთვის, პროდასავლური ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისათვის, რომელიც ფლაგმანია ოპოზიციის და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კობა კობალაძე ზუგდიდიში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს,მორიგი შეხვედრა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან გაიმართა. კობა კობალაძემ, ვეტერანებს,სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ისაუბრა,რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ვეტერანების მხრიდან გამოიკვეთა რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი; მათ შორის,ჯანდაცვის, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით. 

კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო, დაჭრილია ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი

ოკუპირებულ ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს ორი თანამშრომელი დაიჭრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორივე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა „სამართალდამცავი სტრუქტურების“ ხელმძღვანელებს დაავალა, მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება ჩაატარონ.

ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა გუშინ ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

„ღამის განმავლობაში, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაზვერვის სამმართველოს ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით განახორციელეს წერტილოვანი თავდასხმების სერია მთელ ბეირუთში რამდენიმე საბრძოლო მასალის საწყობისა და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდასხმებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, რათა შემცირებულიყო ზიანის მიყენების შანსი, მათ შორის წინასწარ იქნა გაფრთხილებული ტერიტორიის მოსახლეობა“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, „ჰეზბოლა“ თავის იარაღსა და წარმოების ობიექტებს ბეირუთის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ ათავსებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს შეტევას და ზიანის მიყენებას ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურისთვის; ძლიერ შეტევას, ზიანის მიყენებას და დეგრადაციას გაუწევს „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობებს და ინფრასტრუქტურას ლიბანში“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.