Home Blog Page 48

ერთადერთი სახალხო აქცია, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ სცადეს ოპოზიციის ეგიდით, იყო დაფინანსებული NGO-ების მიერ, უცხოური დაფინანსებით ჩატარდა ოპოზიციის წინასაარჩევნო აქცია -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვამტკიცებთ ერთ რამეს, უცხოური დაფინანსება საქართველოში გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის, ამ არჩევნებზე დაფიქსირდა უპრეცენდენტო გარე ჩარევა და მათ შორის, უცხოური ფულით გარე ჩარევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE”-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ერთადერთი სახალხო აქცია, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ სცადეს ოპოზიციის ეგიდით, იყო დაფინანსებული NGO-ების მიერ.

„რაც შეეხება გამჭვირვალობას, აქაც გვჭირდება ჩვენ გარკვეული დასაბუთება. ახლა ემოციური ფონი აღარ არის, მაშინ ემოციურ ფონზე ადვილად მოატყუეს ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდების ნაწილი. ახლა აღარ არის ეს ემოციური ფონი და კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას, ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებთ ერთ რამეს, უცხოური დაფინანსება საქართველოში გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის, ამ არჩევნებზე დაფიქსირდა უპრეცენდენტო გარე ჩარევა და მათ შორის, უცხოური ფულით გარე ჩარევა. ერთადერთი სახალხო აქცია, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ სცადეს ოპოზიციის ეგიდით, იყო დაფინანსებული NGO-ების მიერ, მათი მიტანილი იყო სცენა, მათი ორგანიზებული იყო ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ უცხოური დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა ოპოზიციის წინასაარჩევნო აქცია არჩევნებამდე ექვსი დღით ადრე. ამაზე გვაქვს საუბარი, უნდა იყოს თუ არა ეს გამჭვირვალე, როდესაც პოლიტიკას აფინანსებენ გარედან, თან როდესაც რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს. სხვა საკითხებიც იყო, იყო უცხოური ფული, რომლის საშუალებითაც სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვის მცდელობა იყო და არა მარტო მცდელობა, ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებითაც დაბლოკეს სტრატეგიული ეკონომიკური პროექტები. ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმები, რაც ფინანსდება უცხოური ფულით და ა.შ. აღარ ჩამოვყვები ყველაფერს და ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, ლიბერალური ფაშიზმი. თქვენ ხედავთ რა ხდება საზოგადოებაში, როგორ ცდილობენ ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოების წარმომადგენლები, ქართველი დაუპირისპირონ ქართველს, ამ ქვეყნის მოქალაქე დაუპირისპირონ ამ ქვეყნის მოქალაქეს. არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს არ ერიდებიან, მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე და მათ მიმართაც შეიძლება, რომ აღვირახსნილი ბულინგის კამპანია დაიწყოს, ფეხბურთელი იქნება ეს, ოლიმპიური ჩემპიონი, მუსიკოსი, თუ სხვა კულტურის სფეროს წარმომადგენელი და ა.შ. პოლიტიკოსებზე აღარაფერია სასაუბრო.

კიდევ ერთხელ გავიხსენებ რობერტ ფიცოს 10-წუთიანი ვიდეოა, მას შემდეგ, რაც ის გადარჩა ტერორისტული აქტის შემდეგ, მან ჩაწერა 10-წუთიანი ვიდეო, სადაც აღწერს ამ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებებს სლოვაკეთში. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო ამ 10-წუთიან ვიდეოში,  უნდა აიღო სიტყვა სლოვაკეთი და ჩასვა სიტყვა საქართველო, განსხვავებას ვერ იპოვით და რატომ, იქაც უცხოური დაფინანსებით ხდება ლიბერალური ფაშიზმის წახალისება, მხარდაჭერა და ზუსტად იგივე ხდება, სიძულვილის დათესვა საზოგადოებაში, რადიკალიზმის დათესვა საზოგადოებაში, პოლიტიკაში. არ შეიძლება ამაზე უცხოური ფული იხარჯებოდეს და თან ეს ყველაფერი იყოს ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე. ამაზე გვაქვს საუბარი. თუ გვთხოვენ ამ კანონის გაუქმებას, მაშინ შეეშვან სიძულვილის დათესვას ამ ქვეყანაში უცხოური დაფინანსებით, შეეშვან რადიკალიზმის დათესვას, ბულინგის წახალისებას ამ ფულით და რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ დაფინანსებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი, რომ ამ არჩევნებს არავითარი სისტემური პრობლემა არ ჰქონია -ირაკლი კობახიძე

ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი, რომ არავითარი სისტემური პრობლემა ამ არჩევნებს არ ჰქონია, თუმცა მათი განცხადებები არის განსხვავებული, იგივე ხდებოდა 2020 წელს და ეს არავის უკვირს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED მთლიანობაში 1000 უბანს აკვირდებოდა და ანგარიშში უწერიათ, რომ მხოლოდ 100 უბანზე დაიწერა საჩივარი, რაოდენობა არის მიზერული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანობაში არჩევნები გამართულად ჩატარდა.

„700 000-დან რაღაცა დაადგინეს 25, რაღაცა დაადგინეს 16, რაღაცა დაადგინეს ოთხი. ყველა ეს შემთხვევა აღიკვეთა, ყველაფერზე რეაგირება იყო. რაოდენობა არის მიზერული, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანობაში არჩევნები გამართულად ჩატარდა, რაც დადგინდა, ისიც აღკვეთილი იქნა. მთლიანობაში 1000 უბანზე აკვირდებოდნენ არჩევნებს და მხოლოდ 100 უბანზე უწერიათ დაიწერა საჩივარი ანუ 1000-დან 900 უბანზე საჩივარიც კი ვერ დაწერეს. საერთოდ საჩივარი არ დაწერილა ისეთი სახით წარიმართებოდა ეს ყველაფერი.

დანარჩენი რაც უწერიათ, ეს არის პირთა საეჭვო შეკრება. გარეთ მობილიზაციაზე იყო საუბარი. ამომრჩევლის მობილიზება, სავარაუდო კონტროლი. ამაზე ერთი რამ მინდა, გითხრათ – საინტერესო დეტალია. ჩვენ ტრენინგი ჩაგვიტარა IRI-მ, მაშინ ISFED-ის დღევანდელი ხელმძღვანელი IRI-ში მუშაობდა, სადაც ასწავლეს ჩვენებს ასეთი რაღაც – ყველა პარტიას უტარებდნენ ტრენინგებს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და ასწავლიდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ამომრჩევლის მობილიზება. ჩვენ სამი კარდაკარი ჩავატარეთ ამ საარჩევნო პროცესში, მათ ასწავლეს ჩვენებს, რომ უნდა ჩაეტარებინათ შვიდი კარდაკარი, ამ კარდაკარის დროს უნდა აეკრიფათ მონაცემები თითოეულ ამომრჩეველთან დაკავშირებით. 7-ჯერ უნდა მისულიყვნენ მათთან და არჩევნების დღეს უნდა ეზრუნათ ამომრჩევლის მობილიზება დილიდან. რომ არ გამოცხადდებოდნენ ერთხელ, მეორედ, მესამედ უნდა დაერეკათ, თუ არ მოვიდოდა, სახლში უნდა მიეკითხათ. ამას ასწავლიდა IRI ჩვენი პარტიის წევრებს, ისე, როგორც სხვა პარტიის წევრებს. რასაც ასწავლიდნენ ჩვენი პარტიის წევრებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ასე ხდება ამომრჩევლის მობილიზება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოებში წერია, რომ ამომრჩევლის მობილიზება არის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი საკვანძო ფუნქცია, ამას წერენ ახლა ხარვეზად.

„როცა ვერაფერს ვერ წერენ, საბოლოო ჯამში ამომრჩევლის მობილიზება არის ხარვეზი, რასაც ისინი ადგენენ, რაც არის აბსოლუტური გაუგებრობა. ბოლო თემა, რასაც შევეხებოდი ამ ანგარიშთან დაკავშირებით, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ასეთი რაღაც უწერიათ, რომ ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბით მოსყიდვა მოხდა – ეს არის ციტატა დასაწყისში. ახლა რა არის ეს უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, როცა ჩავდივართ უკვე დეტალებში, რა დაადგინა ISFED-მა და როგორ ახდენს ამის განზოგადებას – სულ არის 10 შემთხვევა, რაც უწერია ანგარიშში. დაახლოებით რა შემთხვევებზეა საუბარი – გურჯაანის ოლქი, ერთ-ერთი უბანი – „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ გამოვლენილ იქნა ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის 50 ლარის ოდენობის თანხის გადაცემის შემთხვევა, ვინ გადასცა, ვის გადასცა და გადასცა თუ არა, კაცმა არ იცის. არის აბსტრაქტული რაღაც, თანაც წარმოიდგინეთ, სოფელია, ქალაქია, უბანია. ამოვარდა ასეთი შემთხვევები, როცა ეწერა და გადავამოწმეთ, რომ ცოლმა ქმარს მისცა ფული, ძმამ ძმას მისცა ფული, მეგობარმა მეგობარს, წარმოიდგინეთ რამხელა მასშტაბზეა საუბარი 700 000 ამომრჩეველი მონაწილეობს არჩევნებში და სადღაც გურჯაანში დაადგინეს, რომ ვიღაცამ ვიღაცას ფული მისცა, ვინ არიან ისიც არ იციან. ზუსტად იგივე შემთხვევა – სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა, იყო თუ არა ჩვენი კოორდინატორი, ესეც არ იციან, კენჭისყრის ოთახიდან გამოსულ ამომრჩეველს 100 ლარის ოდენობის თანხა გადასცა. აქაც, ვინ გადასცა, ვის გადასცა, არაფერი უწერიათ. ყველგან არის ასეთი აბსტრაქცია. ვიღაცამ, ვიღაცას გადასცა ბენზინის ტალონი, რაღაც უბანზე ალვანში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას. სულ არის 10 შემთხვევა. ისინი აკვირდებოდნენ 700 000 ამომრჩეველს და დაადგინეს 10 შემთხვევა, ოღონდ იქ რა ხდებოდა, თავად არ იციან. აქ ამომრჩევლის მოსყიდვა მოხდა თუ სხვა რამე მოხდა, არ იციან. თავში ამას აქვს სათაური ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, მერე არის 10 შემთხვევაზე საუბარი  და ათივე არის სავარაუდო შემთხვევა, სადაც არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ სინამდვილეში რაიმე მოსყიდვა ხდებოდა.

საბოლოო ჯამში ISFED-ს თავისივე ანგარიშით აქვს დადგენილი ის, რომ არავითარი სისტემური პრობლემა ამ არჩევნებს არ ჰქონია, თუმცა მათი განცხადებები არის განსხვავებული, იგივე ხდებოდა 2020 წელს და ეს არავის უკვირს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

1 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საკუთარი და გარშემო მყოფების შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. პროფესიულ საქმიანობაში და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და კომპრომისი იპოვოთ. მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა აკეთოთ, რომლებთანაც ადრე უკვე ითანამშრომლეთ. ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს.

კურო

ამ დღეს შეგიძლიათ ოდნავ შეამციროთ აქტიურობა და დაისვენოთ. თუ შესაძლებელია, უფლება მიეცით საკუთარ თავს, მოდუნდეთ და მხოლოდ საყვარელი საქმეები აკეთოთ. ეცადეთ უფროსისგან თავი შორს დაიჭიროთ, რომ დამატებითი დავალება არ მიიღოთ. რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ. შესაძლებელია, რომ ამ დღეს თქვენს მსოფლმხედველობაში ცვლილება მოხდეს.

ტყუპები

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. შემაფერხებელი ფაქტორების გამო, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ამასთან, დილიდან მრავალი პრობლემის გადაჭრა გიწევთ. პრობლემების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე და მოთმინება შეინარჩუნოთ. რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს განსაკუთრებულ პრობლემებს და სირთულეებს არ უნდა ელოდოთ. პროფესიულ მოვალეობების ადვილად გაუმკლავდებით და მეგობრებთან ერთად გართობის დროც დაგრჩებათ, რა თქმა უნდა, თუ სხვა გეგმები არ გაქვთ. რომელიღაც ძველი, უსიამოვნო საკითხი სავარაუდოდ, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. არახელსაყრელი დროა ახალი პარტნიორების მოსაძებნად. განსაკუთრებული ყურადღება ოჯახის წევრებს მიაქციეთ – მათ ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ლომი

იმდენად მშვიდი დღეა, რომ შეიძლება მოიწყინოთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ძალების აღდგენისთვის გამოიყენოთ. შეგიძლიათ საღამოს ძველ მეგობარს სტუმრად ეწვიოთ ან გასართობ ღონისძიებას დაესწროთ. მნიშვნელოვანია, რომ რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ უსაფუძვლო ოპტიმიზმმა და ქედმაღლობამ შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დაავადების სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ. 1-ელ ნოემბერს შეიძლება გამწვავდეს ქრონიკული ან მემკვიდრეობითი დაავადებები, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. ყველაზე მეტად გაღიზიანებთ, როცა სხვა ადამიანები თქვენს საქმეებში ერევიან და გაძლევენ რჩევებს, რომლებიც არ გითხოვიათ. შეეცადეთ, ასეთი ქმედებები თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ შეაჩეროთ, შემოქმედებით სფეროში მომუშავე ქალწულებს წარმატებული დღე ელით.

სასწორი

მშვიდი დღეა, რომელიც დასვენების, ძალების აღდგენისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენოთ. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გეხმარებოდნენ, ახლა საკუთარ საქმეებში არიან ჩაფლულები, ამიტომ, მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ, საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

მორიელი

პლანეტების არახელსაყრელმა მდგომარეობამ შეიძლება ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს. სამსახურში მოსალოდნელია პრობლემები, რაც გარკვეულ შეცდომებს და დანაკარგებს უკავშირდება. გირჩევთ, სამთავრობო ან ოფიციალურ დაწესებულებებში ვიზიტი და მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადადოთ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც მარტო ვერ გაუმკლავდებით. საღამოს შანსი გექნებათ, რომ დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ახალი გარემოებების გამო გეგმების ხშირად შეცვლა მოგიწევთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანების გაგება და მხარდაჭერა მოგაკლდეთ. გეჩვენებათ, რომ საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩებით, თუმცა ასე არაა. ყველა სირთულე დროებითია და მალე გადალახავთ. ეცადეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ და ჰორიზონტი გაიფართოოთ. დღეს მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

თხის რქა

ამ დღეს ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თავდაჯერება და სიმშვიდე დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, კოლეგების დახმარება და სხვების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ. საღამოს საკუთარი წარსულიდან ვიღაც შეგხვდებათ და მოულოდნელ ამბავს გეტყვით.

მერწყული

ამ დღეს ყველაზე მეტად საკუთარ ფიქრებთან და პრობლემებთან განმარტოება გჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და მედიტაციისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ძველ ბიზნესპარტნიორთან მუშაობა განაახლოთ. ინტუიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

თევზები

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელიც ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთების შანსს მოგცემთ. თქვენ გაუმკლავდებით იმას, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. თევზებს დამატებითი ტვირთის აღება მოუწევთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება, წყლის პროცედურები ან მასაჟი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს, ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში -ირაკლი კობახიძე

ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური დასცინოდნენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ID-ბარათის ჩიპი შეიცავს ეშმაკის ნიშანს და საბოლოო ჯამში ახლა ამტკიცებენ, რომ ეშმაკი იყო ჩაბუდებული ხმის მიცემის აპარატებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ათასი სისულელე გაჟღერდა ამ დღეების განმავლობაში და ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო.

„საინტერესო რა არის, ეშმაკი, რომელიც იჯდა ხმის მიცემის აპარატში, მარტო ხმებს კი არ უმატებდა „ქართულ ოცნებას“, მიზანმიმართულად ხმებს აკლებდა მარტო „ნაცმოძრაობას” და „ახალს“, არ აკლებდა გახარიას და „ლელოს“ და ამათთვის მიზანმიმართულად გამოკლებული ხმები ჩიპში ჩაბუდებულ ეშმაკს გადაჰქონდა „ქართულ ოცნებაზე“. ასეთ სიგიჟეს ამტკიცებენ, საოცრებაა. ათასი სისულელე მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში. ზოგიერთი საერთოდ კომიკური იყო, ესეც კომიკურია. იყო ბეჭდების მბრძანებელი ქალბატონი, რომელიც ღიმილით შიშის ზარს სცემდა მისულ ამომრჩეველს. საოცრებაა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებ, 25 შემთხვევაა ფარულობის დარღვევის და თურმე ყველა უბანი უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

7 00 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მხოლოდ 25 შემთხვევა დააფიქსირა -ირაკლი კობახიძე

700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1 000 უბნიდან 9%-ზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევა, შემდეგ კი წერია, რომ მხოლოდ 25 შემთხვევა იყო ასეთი, რაც არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს.

„ახლა გეტყვით, თუ რა უწერია ISFED-ს ხმის ფარულობაზე მის საბოლოო ანგარიშში. ხმის ფარულობის, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, ანუ სადაც დაცული არ იყო კენჭისყრის ფარულობა დაფიქსირდა უბნების 9%-ზე. ანუ, 1000 უბანზე აკვირდებოდნენ ისინი არჩევნებს და აქედან, დაახლოებით, 90 უბანზე დააფიქსირეს მათ ხმის ფარულობის დარღვევა. ახლა რა არის მნიშვნელოვანი – 7 00 000 ამომრჩეველს მოიცავს, დაახლოებით, 1 000 უბანი, აქტიურ ამომრჩეველზე მაქვს საუბარი. ამ 1 000 უბანზე ხმა მისცა 700 000-მა ამომრჩეველმა, უხეშად. ახლა ხომ გაინტერესებთ რამდენია ეს „ტოტალური დარღვევა“ ხმის მიცემის ფარულობის, თან შეგახსენებთ, რომ ამას აკვირდებოდა თითო საარჩევნო უბანზე  8 კომისიის წევრი და საშუალოდ ამდენივე დამკვირვებელი, მათ შორის „ენჯეოები“, ტელევიზიები და ა.შ. ყველა იქ იყო. 700 000 ამომრჩევლიდან ISFED-მა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირა. 9% საიდან გამოიყვანეს, ეს არაკომპეტენტურობაზეც მეტყველებს, 9 % არის 90 უბანი და შემდეგ გადმოშლი და უწერიათ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა დააფიქსირეს მხოლოდ ISFED-ის წარმომადგენლებმა,“- განაცხადა პრემიერმა.

არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – როცა ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, მერე გიწევს თავის მართლება -ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში, შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი.

„ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში. შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. 1 120 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმ გეგმას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ქართულ საზოგადოებას. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი და საბოლოო ჯამში, ხალხმა არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ. მშვიდობა არის განვითარების მთავარი პირობა და საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას. ამას არ ჰქონდა არავითარი ალტერნატივა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ძალიან სწორად შეაფასა ყველაფერი და გააკეთა რაციონალური არჩევანი. გასული ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც ვითარება იყო ძალიან რთული, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თანადგომას და ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ურთულესი პროცესების ღირსეულად გავლა. რომ არა ხალხის თანადგომა, გამოცდილება და ბრძნული გადაწყვეტილებები, მარტო ხელისუფლება ამას ვერ შეძლებდა. ამ შემთხვევაშიც, ხალხი დადგა სწორი გადაწყვეტილების მხარეს. ეს უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში – ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი-ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში, შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი.

„ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი არჩევნები შედგა საქართველოში. შედეგი არის ისეთი, რომელიც არის უალტერნატივო ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. 1 120 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას” და იმ გეგმას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ქართულ საზოგადოებას. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი და საბოლოო ჯამში, ხალხმა არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ. მშვიდობა არის განვითარების მთავარი პირობა და საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას. ამას არ ჰქონდა არავითარი ალტერნატივა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც ძალიან სწორად შეაფასა ყველაფერი და გააკეთა რაციონალური არჩევანი. გასული ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც ვითარება იყო ძალიან რთული, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თანადგომას და ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ურთულესი პროცესების ღირსეულად გავლა. რომ არა ხალხის თანადგომა, გამოცდილება და ბრძნული გადაწყვეტილებები, მარტო ხელისუფლება ამას ვერ შეძლებდა. ამ შემთხვევაშიც, ხალხი დადგა სწორი გადაწყვეტილების მხარეს. ეს უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

 სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა – ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება, საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ -გიორგი ვაშაძე

სამოქმედო გეგმა არის ბრძოლა. ორშაბათს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დიდი აქცია იქნება , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, პროტესტის საბოლოო მიზანია, არჩევნების ხელახალი ჩატარება.

“ხვალ დიპლომატებთან გვაქვს შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებით დამთავრდება. დღეს უკვე უტყუარად არის დადასტურებული, რომ არჩევნები ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარდა. კონსტიტუციით გარანტირებული ფარულობის უფლება იყო დარღვეული.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, ჩვენ გვაქვს ყველა მასალა იმისათვის, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩაერთოს, რომელიც იქნება სანდო.

ჩვენი მიზანია, არჩევნების ხელახლა ჩატარება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული და არა “ქართული ოცნება”. პროტესტი მიზნად დაისახავს იმას, რომ ამ შედეგამდე გავიდეთ. საბოლოოდ ჩვენ ამ პროცესში გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას” – უკრაინის საგარეო უწყება

არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას , – ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები“.

„უკრაინა ყურადღებით ადევნებდა თვალს 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო მისიის დასკვნებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შესახებ, რომელმაც დააფიქსირა მრავალი დარღვევა.

მოსყიდვა, დაშინება, იძულება და ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმის მიცემის გამჭვირვალობის არარსებობა, ოპოზიციური პარტიების მასმედიამდე წვდომის შეზღუდვა – ეს მხოლოდ იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რითაც ამ არჩევნებმა თავი დაგვამახსოვრებინა. გასაკვირი არ არის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან სწორედ რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელია ნების გამოვლენის შედეგებზე ზემოქმედების ასეთი მეთოდები. ამავე დროს, ისინი შეუთავსებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ გზასთან ევროკავშირისა და ნატოსკენ. არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას”, – წერია განცხადებაში.

2024 წლის არჩევნებთან მიმართებით სულ 1170 საჩივარია წარმოდგენილი, რაც კლებით და დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს -ცესკო

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში  საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ 2020-2024 წლებში ჩატარებული საერთო არჩევნების ჭრილში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.

„გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების სტატისტიკის შესახებ. ამავდროულად წარმოგიდგენთ მცირე შედარებით ანალიზს 2020, 2021 და 2024 წელს წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს წინა წლებთან შედარებით კლების ტენდენციაზე –  2020 წელს წარმოდგენილი იყო სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს – 1840 საჩივარი.

ასევე კლების  ტენდენციაა 2020-2024 წლებში  სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების სტატისტიკაშიც:

მაგალითად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე სულ წარადგინეს 570 საჩივარი, 2020 წელს – 629, ხოლო 2021 წელს – 599.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას- ასევე 2020-2024 წლებში –  2024 წლის არჩევნებზე სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი,

2020 წელს იყო 1425, 2021 წელს კი 1235.

შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან საჩივრებთან მიმართებით კლების ტენდენციები ნარჩუნდება. საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას, ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა გარკვეული პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით საჩივრების რაოდენობის კლება, რასაც მიმდინარე სტატისტიკაც ადასტურებს.

მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია  – კერძოდ, თუ შევაჯამებთ მიმდინარე წლის 26, 27 და 28 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილ საჩივრებს, სულ წარმოდგენილია 652 საჩივარი, და აქედან მხოლოდ 7 საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, სადაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიციფირებული.

აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას, თუ რა კონკრეტულ მოთხოვნებს შეიცავს წარმოდგენილი საჩივრები. კერძოდ:

გადათვლა-ბათილობასთან დაკავშირებით წარმოდგენილია 544 საჩივარი;

დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით – 428;

მოთხოვნის გარეშე – 47;

ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე – 151.

ასევე გვინდა გაგიზიაროთ მოკლედ ინფორმაცია  გადათვლებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში. კერძოდ, სულ გადაითვალა 366 საარჩევნო უბანი,  334 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები არ შეცვლილა, დარჩენილ 32 უბანზე კი მხოლოდ მცირედით შეიცვალა.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ განსხვავებული აზრი ფიქსირდება  მხოლოდ 9 შემაჯამებელ ოქმში,  რაც წარმოადგენს მხოლოდ 0.02%-ს.

წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობების შესახებ, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით, ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაციას გაეცნოს.

კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ რომ სამწუხაროდ ნარჩუნდება ე.წ. შაბლონური საჩივრების წარდგენის ტენდენცია. კერძოდ, იცვლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალი, მათი ნუმერაცია, ხოლო მთლიანობაში საჩივარი თავისი შინაარსით არ იცვლება, რაც მიუთითებს რომ ამ შემთხვევაში საჩივარი წარმოდგენილი იყო საჩივრების რაოდენობის ხელოვნურად გასაზრდელად და არა კონკრეტული პრობლემის ასახვის მიზნით. რაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გადაამოწმოს ჩვენს ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ  საჩივრების რეესტრში.

აქვე შეგახსენებთ, რომ საჩივრების განხილვის პროცედურები უკვე მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიებში. საჩივრების განხილვის ბოლო ვადა საოლქო კომისიებში სამი ნოემბერია. საჩივრების განხილვის დასრულებისთანავე ასევე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“,-განაცხადა გიორგი სანტურიანმა

ქუჩა იქნება ოპოზიციის გეგმის ერთ-ერთ ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის -ელენე ხოშტარია

ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთ ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროტესტის ყოველ ეტაპზე პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებენ და აუხსნიან, რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და მისი ფორმა.

„ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და მეტი არავის. შესაბამისად, როდესაც ჩნდება ჯგუფი და მით უმეტეს მტერი რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება წაართვას ხალხს, ჩვენი ვალია, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ეს დავიბრუნოთ. როდესაც ხდება კონსტიტუციური გადატრიალება ამ ჯგუფის მიერ, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე. შესაბამისად, ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა გავიდეთ და სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთ ფუნდამენტური, ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისა და ევროპული მომავლისთვის.

ჩვენ ვართ გამარჯვებულები იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს თქვენი ნდობა და მანდატი. ეს გამარჯვება ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ ბრძოლას გავუძღვეთ წინ. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ იქნება ეს ქვეყნის გარეთ, თუ იქნება ეს ქვეყნის შიგნით, ქუჩაში, მტკიცე და მწვავე პროტესტში, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პროტესტი არის არა ბრაზის გამოშვება, არა ქაოსი, არამედ კარგად გააზრებული და კარგად დაგეგმილი შედეგზე ორიენტირებული პროცესი. შესაბამისად, პროტესტის ეტაპების ყოველ ჯერზე ჩვენ საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ავუხსნით რას ემსახურება ესა თუ ის აქცია და ფორმა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ასე მარტივად არის საქმე -დანიის ელჩი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“[საქართველოს] ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად არის საქმე”, – წერს სორენსენი.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი.

მისი თქმით, საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის.

„ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას“, – დაწერა სამხარაძემ.